მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

24

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 06:11-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 19-19-დან ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
„დეტექტივობანა“ 90-იანების გზამკვლევი იქნება“ –  დებიუტანტი ავტორის დავით ჩომახიძის კრიმინალური თრილერი უკვე გამოიცა
„დეტექტივობანა“ 90-იანების გზამკვლევი იქნება“ –  დებიუტანტი ავტორის დავით ჩომახიძის კრიმინალური თრილერი უკვე გამოიცა

გრძელ­დე­ბა ყვე­ლა­ზე მას­შტა­ბუ­რი ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი კონ­კურ­სის„გახ­დი ბესტსე­ლე­რის ავ­ტო­რი“2020 წლის გა­მარ­ჯვე­ბულ ავ­ტორ­თა წიგ­ნე­ბის წარ­დგე­ნა. ამ­ჯე­რად, ხალ­ხის რჩე­უ­ლის, და­ვით ჩო­მა­ხი­ძის წიგ­ნის „დე­ტექ­ტი­ვო­ბა­ნას“ ონ­ლა­ინ­წარ­დგე­ნა გა­ი­მარ­თა. წიგ­ნი დე­ბი­უ­ტან­ტი ავ­ტო­რის მენ­ტორ­მა მწე­რალ­მა და ტე­ლე­წამ­ყვან­მა ალექ­სან­დრე ლორ­თქი­ფა­ნი­ძემ წა­რად­გი­ნა.

„დე­ტექ­ტი­ვო­ბა­ნა“ და­ვით ჩო­მა­ხი­ძის­თვის პირ­ვე­ლი და­ბეჭ­დი­ლი წიგ­ნია. მა­ნამ­დე მისი მო­თხრო­ბე­ბი სხვა­დას­ხვა ლი­ტე­რა­ტუ­რულ ჟურ­ნალ­ში ქვეყ­ნდე­ბო­და.რო­გორც მწე­რა­ლი აღ­ნიშ­ნავს, რო­მა­ნის წერა 90-იან წლებ­ში და­ი­წყო და იგი გარ­კვე­ულ­წი­ლად იმ პე­რი­ო­დის გზამ­კვლე­ვის როლს შე­ას­რუ­ლებს.აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ წიგ­ნის ყდა­ზე სპე­ცი­ა­ლუ­რად ამ რო­მა­ნის­თვის გა­და­ღე­ბუ­ლი ფო­ტოა გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი, რომ­ლის ავ­ტო­რიც სა­ლო­მე ლომ­თა­ძეა.

რო­გო­რი იყო წიგნ­ზე მუ­შა­ო­ბის პრო­ცე­სი და რას ჰპირ­დე­ბა მკი­თხველს „დე­ტექ­ტი­ვო­ბა­ნა“, ამის შე­სა­ხებ მისი ავ­ტო­რი და­ვით ჩო­მა­ხი­ძე გვე­სა­უბ­რა.

რო­გორ ჩა­ი­ა­რა პრე­ზენ­ტა­ცი­ამ, რამ­დე­ნად ამა­ღელ­ვე­ბე­ლი იყო თქვენ­თვის სა­კუ­თა­რი წიგ­ნის მკი­თხვე­ლის­თვის წარ­დგე­ნა?

მარ­თა­ლია, პრე­ზენ­ტა­ცია ონ­ლა­ინ ჩა­ტარ­და, მაგ­რამ ვერ ვი­ტყო­დი, რომ ნაკ­ლე­ბად სა­ინ­ტე­რე­სო იყო. საკ­მა­ოდ ბევ­რი ვი­სა­უბ­რეთ და გა­ვა­ცა­ნით ხალ­ხს ეს რო­მა­ნი. რა თქმა უნდა, აღელ­ვე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი, ის ხომ ჩემი მრა­ვალ­წლი­ა­ნი შრო­მის ნა­ყო­ფია. რო­გორც ყვე­ლა ავ­ტორს, მის მი­მართ ისე­თი გრძნო­ბა მაქვს, რო­გო­რიცმშო­ბელს შვი­ლის მი­მართ.

რა შე­იც­ვა­ლა თქვენს შე­მოქ­მე­დე­ბით ცხოვ­რე­ბა­ში ლი­ტე­რა­ტუ­რულ კონ­კურ­სში გა­მარ­ჯვე­ბის შემ­დეგ?

კონ­კურ­სში გა­მარ­ჯვე­ბამ სტი­მუ­ლი შემ­მა­ტა, უფრო თა­მა­მად და ნა­ყო­ფი­ე­რად ვი­მუ­შაო ახალ ნა­წარ­მო­ებ­ზე.

თქვე­ნი რო­მა­ნი ხალ­ხის რჩე­უ­ლი გახ­და. ალ­ბათ მათს შთა­ბეჭ­დი­ლე­ბებს მო­უთ­მენ­ლად ელით...

რა თქმა უნდა. როცა ხალ­ხის რჩე­უ­ლი ხარ, კრი­ტი­კაც არ გა­ში­ნებს, რად­გან ხალ­ხი არა მარ­ტო კრი­ტი­კუ­ლი - სა­მარ­თლი­ა­ნი­ცაა, ამი­ტომ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, სა­ინ­ტე­რე­სო ნა­მუ­შე­ვარს შევ­თა­ვა­ზებ ჩემს მო­მა­ვალ მკი­თხველს.

დღეს, ინ­ტერ­ნე­ტის ეპო­ქა­ში, წიგ­ნის გა­რე­შეც მარ­ტი­ვად შე­იძ­ლე­ბა ზღვა ინ­ფორმ­ცი­ის მო­პო­ვე­ბა, ამი­ტომ სა­ჭი­როა ბევ­რი მუ­შა­ო­ბა, რათა წიგ­ნის მი­მართ ინ­ტე­რე­სი არ შემ­ცირ­დეს. არ მე­გუ­ლე­ბა უფრო სა­სარ­გებ­ლო საქ­მე, ვიდ­რე წიგ­ნის გა­მო­ცე­მა და პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­აა, რა­საც „პა­ლიტ­რა-L“ აკე­თებს. ამის­თვი სდა­უს­რუ­ლებ­ლად შე­მიძ­ლია მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო მთელ სა­რე­დაქ­ციო ჯგუფს.

როცა ამ რო­მან­ზე მუ­შა­ობ­დით, ფიქ­რობ­დით, რომ გარ­კვე­უ­ლი ხნის შემ­დეგ იგი წიგ­ნის მა­ღა­ზი­ე­ბის თა­რო­ებ­ზე გა­მოჩ­ნდე­ბო­და?

ყვე­ლა შე­მოქ­მედს სურს თა­ვი­სი ქმნი­ლე­ბა ვინ­მეს გა­აც­ნოს. რო­გორც მსა­ხი­ობს - მა­ყუ­რე­ბე­ლი, ფერმ­წერს - შემ­ფა­სე­ბე­ლი, ასე­ვე სჭირ­დე­ბა მწე­რალს მკი­თხვე­ლი. რა თქმა უნდა, როცა „დე­ტექ­ტი­ვო­ბა­ნა­ზე“ ვმუ­შა­ობ­დი, ვოც­ნე­ბობ­დი, რომ ოდეს­მე წიგ­ნად და­ი­ბეჭ­დე­ბო­და, მაგ­რამ, სი­მარ­თლე გი­თხრათ, ამის დიდი იმე­დი არ მქონ­და, რად­გან ნა­წარ­მო­ე­ბის წერა 90-ია­ნე­ბის მი­წუ­რულს და­ვი­წყე, მა­შინ წიგ­ნებს საკ­მა­ოდ იშ­ვი­ა­თად ბეჭ­დავ­დნენ. მას შემ­დეგ ოცი წელი გა­ვი­და და მხო­ლოდ „პა­ლიტ­რა-L“-ის მიერ ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი კონ­კურ­სის წყა­ლო­ბით მივა მკი­თხვე­ლამ­დე წიგ­ნის სა­ხით.

რა ელო­დე­ბა მკი­თხველს თქვე­ნი წიგ­ნის­გან და რო­გორ შეძ­ლებს მის და­ინ­ტე­რე­სე­ბას?

„დე­ტექ­ტი­ვო­ბა­ნა“ მოგ­ვი­თხრობს ბო­რო­ტე­ბა­სა და სი­კე­თეს შო­რის მა­რა­დი­ულ და­პი­რის­პი­რე­ბა­ზე, ნა­წარ­მო­ებ­ში მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ად­გი­ლი მე­გობ­რო­ბას, სიყ­ვა­რულს და სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის­თვის ბრძო­ლას უჭი­რავს. ჩემი აზ­რით, წიგ­ნი ორი ტი­პის მკი­თხველს და­ა­ინ­ტე­რე­სებს. პირ­ვე­ლი–ვინც 90-იანი წლე­ბი გა­მო­ი­ა­რა, რად­გან ნაც­ნობ გა­რე­მო­ში დაბ­რუნ­დე­ბა და მე­ო­რე – თა­ნა­მედ­რო­ვე თა­ო­ბას, რო­მელ­საც 90-ია­ნე­ბის შე­სა­ხებ მხო­ლოდ წიგ­ნე­ბი­დან და ნაც­ნო­ბე­ბის­გან სმე­ნია, „დე­ტექ­ტი­ვო­ბა­ნა“ მათ­თვის 90-ია­ნე­ბის გზამ­კვლე­ვის როლს იკის­რებს.

წიგნს „ბიბ­ლუ­სის“ მა­ღა­ზი­ა­თა ქსელ­ში მკი­თხვე­ლი სულ მალე იხი­ლავს. ასე­ვე, შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა გმო­წე­რა biblusi.ge-დან.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა
ავტორი:

„დეტექტივობანა“ 90-იანების გზამკვლევი იქნება“ –  დებიუტანტი ავტორის დავით ჩომახიძის კრიმინალური თრილერი უკვე გამოიცა

„დეტექტივობანა“ 90-იანების გზამკვლევი იქნება“ –  დებიუტანტი ავტორის დავით ჩომახიძის კრიმინალური თრილერი უკვე გამოიცა

გრძელდება ყველაზე მასშტაბური ლიტერატურული კონკურსის„გახდი ბესტსელერის ავტორი“2020 წლის გამარჯვებულ ავტორთა წიგნების წარდგენა. ამჯერად, ხალხის რჩეულის, დავით ჩომახიძის წიგნის „დეტექტივობანას“ ონლაინწარდგენა გაიმართა. წიგნი დებიუტანტი ავტორის მენტორმა მწერალმა და ტელეწამყვანმა ალექსანდრე ლორთქიფანიძემ წარადგინა.

„დეტექტივობანა“ დავით ჩომახიძისთვის პირველი დაბეჭდილი წიგნია. მანამდე მისი მოთხრობები სხვადასხვა ლიტერატურულ ჟურნალში ქვეყნდებოდა.როგორც მწერალი აღნიშნავს, რომანის წერა 90-იან წლებში დაიწყო და იგი გარკვეულწილად იმ პერიოდის გზამკვლევის როლს შეასრულებს.აღსანიშნავია, რომ წიგნის ყდაზე სპეციალურად ამ რომანისთვის გადაღებული ფოტოა გამოყენებული, რომლის ავტორიც სალომე ლომთაძეა.

როგორი იყო წიგნზე მუშაობის პროცესი და რას ჰპირდება მკითხველს „დეტექტივობანა“, ამის შესახებ მისი ავტორი დავით ჩომახიძე გვესაუბრა.

როგორ ჩაიარა პრეზენტაციამ, რამდენად ამაღელვებელი იყო თქვენთვის საკუთარი წიგნის მკითხველისთვის წარდგენა?

მართალია, პრეზენტაცია ონლაინ ჩატარდა, მაგრამ ვერ ვიტყოდი, რომ ნაკლებად საინტერესო იყო. საკმაოდ ბევრი ვისაუბრეთ და გავაცანით ხალხს ეს რომანი. რა თქმა უნდა, აღელვებული ვიყავი, ის ხომ ჩემი მრავალწლიანი შრომის ნაყოფია. როგორც ყველა ავტორს, მის მიმართ ისეთი გრძნობა მაქვს, როგორიცმშობელს შვილის მიმართ.

რა შეიცვალა თქვენს შემოქმედებით ცხოვრებაში ლიტერატურულ კონკურსში გამარჯვების შემდეგ?

კონკურსში გამარჯვებამ სტიმული შემმატა, უფრო თამამად და ნაყოფიერად ვიმუშაო ახალ ნაწარმოებზე.

თქვენი რომანი ხალხის რჩეული გახდა. ალბათ მათს შთაბეჭდილებებს მოუთმენლად ელით...

რა თქმა უნდა. როცა ხალხის რჩეული ხარ, კრიტიკაც არ გაშინებს, რადგან ხალხი არა მარტო კრიტიკული - სამართლიანიცაა, ამიტომ დარწმუნებული ვარ, საინტერესო ნამუშევარს შევთავაზებ ჩემს მომავალ მკითხველს.

დღეს, ინტერნეტის ეპოქაში, წიგნის გარეშეც მარტივად შეიძლება ზღვა ინფორმციის მოპოვება, ამიტომ საჭიროა ბევრი მუშაობა, რათა წიგნის მიმართ ინტერესი არ შემცირდეს. არ მეგულება უფრო სასარგებლო საქმე, ვიდრე წიგნის გამოცემა და პოპულარიზაციაა, რასაც „პალიტრა-L“ აკეთებს. ამისთვი სდაუსრულებლად შემიძლია მადლობა გადავუხადო მთელ სარედაქციო ჯგუფს.

როცა ამ რომანზე მუშაობდით, ფიქრობდით, რომ გარკვეული ხნის შემდეგ იგი წიგნის მაღაზიების თაროებზე გამოჩნდებოდა?

ყველა შემოქმედს სურს თავისი ქმნილება ვინმეს გააცნოს. როგორც მსახიობს - მაყურებელი, ფერმწერს - შემფასებელი, ასევე სჭირდება მწერალს მკითხველი. რა თქმა უნდა, როცა „დეტექტივობანაზე“ ვმუშაობდი, ვოცნებობდი, რომ ოდესმე წიგნად დაიბეჭდებოდა, მაგრამ, სიმართლე გითხრათ, ამის დიდი იმედი არ მქონდა, რადგან ნაწარმოების წერა 90-იანების მიწურულს დავიწყე, მაშინ წიგნებს საკმაოდ იშვიათად ბეჭდავდნენ. მას შემდეგ ოცი წელი გავიდა და მხოლოდ „პალიტრა-L“-ის მიერ ორგანიზებული კონკურსის წყალობით მივა მკითხველამდე წიგნის სახით.

რა ელოდება მკითხველს თქვენი წიგნისგან და როგორ შეძლებს მის დაინტერესებას?

„დეტექტივობანა“ მოგვითხრობს ბოროტებასა და სიკეთეს შორის მარადიულ დაპირისპირებაზე, ნაწარმოებში მნიშვნელოვანი ადგილი მეგობრობას, სიყვარულს და სამართლიანობისთვის ბრძოლას უჭირავს. ჩემი აზრით, წიგნი ორი ტიპის მკითხველს დააინტერესებს. პირველი–ვინც 90-იანი წლები გამოიარა, რადგან ნაცნობ გარემოში დაბრუნდება და მეორე – თანამედროვე თაობას, რომელსაც 90-იანების შესახებ მხოლოდ წიგნებიდან და ნაცნობებისგან სმენია, „დეტექტივობანა“ მათთვის 90-იანების გზამკვლევის როლს იკისრებს.

წიგნს „ბიბლუსის“ მაღაზიათა ქსელში მკითხველი სულ მალე იხილავს. ასევე, შესაძლებელი იქნება გმოწერა biblusi.ge-დან.

როგორ დაიპყრო პატარა კახმა დიდი სპარსეთი – რას წერდა ინგლისური პრესა ქართველების შესახებ

იკითხე კლასიკა - ლიტერატურული თავგადასავლები, რომლებიც არ ბერდება

მცხეთაში „ბიბლუსის“ ახალი მაღაზია გაიხსნა