სამხედრო
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ დაიპყრო პატარა კახმა დიდი სპარსეთი – რას წერდა ინგლისური პრესა ქართველების შესახებ
როგორ დაიპყრო პატარა კახმა დიდი სპარსეთი – რას წერდა ინგლისური პრესა ქართველების შესახებ

ის­ტო­რი­ის სრულ­ყო­ფის მთა­ვა­რი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი წყა­რო­ე­ბი და არ­ქე­ო­ლო­გი­უ­რი მა­სა­ლაა. ცოდ­ნა, რო­მელ­საც ადა­მი­ა­ნი უხ­სო­ვა­რი დრო­ი­დან დღემ­დე ქმნი­და, სხვა­დას­ხვა სა­შუ­ა­ლე­ბით გა­და­ე­ცე­მა თა­ო­ბი­დან თა­ო­ბას და ასე იქ­მნე­ბა ერთი ერის, შე­დე­გად - მთე­ლი მსოფ­ლი­ოს - ის­ტო­რია.

სა­ქარ­თვე­ლოს შე­სა­ხებ ცნო­ბებს არა მხო­ლოდ ქარ­თუ­ლი წყა­რო­ე­ბით, არა­მედ ბევ­რი უცხო­უ­რი ის­ტო­რი­უ­ლი წყა­როს სა­შუ­ა­ლე­ბით ვი­გებთ. პრე­სის გა­ჩე­ნის შემ­დეგ ცნო­ბე­ბის გავ­რცე­ლე­ბა და შე­ნახ­ვა უფრო მარ­ტი­ვი გახ­და. დღეს სწო­რედ ერთ-ერთ ასეთ უცხო­ურ წყა­რო­ზე შე­ვა­ჩე­რებთ თქვენს ყუ­რა­დღე­ბას, რო­მე­ლიც ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის შე­იძ­ლე­ბა უც­ნო­ბი იყოს. მის შე­სა­ხებ გა­მო­ცე­მის „ქარ­თვე­ლე­ბი მსოფ­ლიო ის­ტო­რი­ა­ში“ მე­ო­რე ტომ­ში ვკი­თხუ­ლობთ.

XVIII სა­უ­კუ­ნის 50-იან წლებ­ში ინ­გლი­სუ­რი გა­ზე­თე­ბის ფურ­ცლებ­ზე სა­ინ­ტე­რე­სო სტა­ტი­ე­ბი გა­მოჩ­ნდა, რო­მელ­თა მი­ხედ­ვი­თაც ქარ­თლ-კა­ხე­თის მეფე ერეკ­ლე II-მ სპარ­სე­თი და­ი­პყრო. მა­გა­ლი­თად, 1753 წელს გა­ზე­თი Public Advertiser წერ­და:

„ამ­სტერ­და­მი­დან მი­ღე­ბუ­ლი ბოლო წე­რი­ლის თა­ნახ­მად, პრინ­ცი ჰე­რაკ­ლი­უ­სი სპარ­სე­თის ახა­ლი დამ­პყრო­ბე­ლია. ის ჭეშ­მა­რი­ტად ფლობს მომ­ხიბ­ლავ ხე­ლოვ­ნე­ბას და­ა­ტყვე­ვოს ახ­ლად და­პყრო­ბილ­თა გუ­ლე­ბი, ეს უკა­ნას­კნელ­ნი კი მის ერ­თგუ­ლე­ბა­ში გა­მორ­ჩე­ულ­ნი არი­ან და ყვე­ლა წი­ნა­მორ­ბედ­ზე მე­ტად მას ემორ­ჩი­ლე­ბი­ან“. სტა­ტი­ის ავ­ტო­რი, რა თქმა უნდა, ერეკ­ლე II-ს გუ­ლის­ხმობს და მას სპარ­სე­თის დამ­პყრო­ბელს უწო­დებს.

რო­გორ შე­იქ­მნა ლე­გენ­და ქარ­თველ­თა მიერ სპარ­სე­თის და­პყო­ბის შე­სა­ხებ, რა მოხ­და სი­ნამ­დვი­ლე­ში?

რო­გორც ის­ტო­რი­კო­სი გი­ორ­გი კა­ლან­დია წერს, ეს გაზ­ვი­ა­დე­ბუ­ლი კამ­პა­ნია რამ­დე­ნი­მე გა­რე­მო­ე­ბით იყო გა­მოწ­ვე­უ­ლი: 1750-იანი წლე­ბის­თვის სპარ­სეთ­ში შაჰო­ბის სამი ყვე­ლა­ზე ძლი­ე­რი კან­დი­და­ტი გა­მო­იკ­ვე­თა, რო­მელ­თა შო­რის ორი ერეკ­ლეს უშუ­ა­ლო ბრძო­ლა­ში სას­ტი­კად ჰყავ­და და­მარ­ცხე­ბუ­ლი. შაჰო­ბის ერთ-ერთი უძ­ლი­ე­რე­სი მა­ძი­ე­ბე­ლი მო­ჰა­მედ-ხან ყა­ჯა­რის და­მარ­ცხე­ბის შე­დე­გად ერეკ­ლემ ხელთ იგდო სპარ­სე­თის შა­ჰის რე­გა­ლი­ე­ბი.

ამის შე­სა­ხებ სა­ინ­ტე­რე­სო ცნო­ბას გვაწ­ვდის შვე­დი ოფი­ცე­რი, რო­მე­ლიც 1753 წელს გა­ზეთ „სან­კტ-პე­ტერ­ბურგსკიე ვე­დო­მოს­ტო­ში“ წერს: ...„ირაკ­ლიმ და­ა­მარ­ცხა იგი [მო­ჰა­მედ-ხანი] და წა­არ­თვა შა­ჰის რე­გა­ლი­ე­ბი, რომ­ლე­ბიც ახლა ტფი­ლის­ში ინა­ხე­ბა“.რო­გორც ჩანს, სწო­რედ ამ ფაქ­ტმა შე­უ­წყო ხელი ევ­რო­პუ­ლი ლე­გენ­დის შექ­მნას იმის შე­სა­ხებ, რომ ერეკ­ლე მეფე სპარ­სე­თის დამ­პყრო­ბე­ლი გახ­და.

ეს კი­დევ ერთი ნი­მუ­შია, რომ რე­ა­ლო­ბი­დან ლე­გენ­და­მე ერთი პა­ტა­რა ნა­ბი­ჯია. ხში­რად რამ­დე­ნი­მე­სი­ტყვი­ა­ნი წყა­როც კი მთლი­ა­ნად ცვლის ის­ტო­რი­ას და მკვლევ­რებს ახა­ლი დას­კვნე­ბის გა­მო­ტა­ნის­კენ უბიძ­გებს. გა­მო­ცე­მის „ქარ­თვე­ლე­ბი მსოფ­ლიო ის­ტო­რი­ა­ში“ თორ­მე­ტი­ვე ტომი ასე­თი და კი­დევ უფრო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი წყა­რო­ე­ბით, ასე­ვე უიშ­ვი­ა­თე­სი რეპ­რო­დუქ­ცი­ე­ბით, არის გამ­დიდ­რე­ბუ­ლი. მათი უმ­რავ­ლე­სო­ბა ქარ­თვე­ლი მკი­თხვე­ლის­თვის მხო­ლოდ ახლა გახ­დე­ბა ცნო­ბი­ლი, ამი­ტომ აღ­ნიშ­ნავს პრო­ექ­ტის ავ­ტო­რი გი­ორ­გი კა­ლან­დია, რომ „ქარ­თვე­ლე­ბი მსოფ­ლიო ის­ტო­რი­ა­ში“ ნამ­დვი­ლად ამ­ბი­ცი­უ­რი პრო­ექ­ტია, რო­მე­ლიც მიზ­ნად ისა­ხავს ქარ­თველ­თა ის­ტო­რი­უ­ლი კვა­ლის ასახ­ვას მთელ მსოფ­ლი­ო­ში უძ­ვე­ლე­სი დრო­ი­დან მე­ო­რე მსოფ­ლიო ომამ­დე.

შე­გახ­სე­ნებთ, „ქარ­თვე­ლე­ბი მსოფ­ლიო ის­ტო­რი­ა­ში“ ხე­ლოვ­ნე­ბის სა­სახ­ლის დი­რექ­ტო­რის, ის­ტო­რი­კოს გი­ორ­გი კა­ლან­დი­ა­სა და გა­მომ­ცემ­ლო­ბა „პა­ლიტ­რა L-ის“ პრო­ექ­ტია, რო­მე­ლიც 12 ტომს აერ­თი­ა­ნებს. ყო­ვე­ლი ახა­ლი ტომი თვე­ში ერთხელ გა­ზეთ „კვი­რის პა­ლიტ­რას­თან“ ერ­თად გა­მო­ი­ცე­მა და ქრო­ნო­ლო­გი­უ­რად მოგ­ვი­თხრობს იმ ქარ­თვე­ლე­ბის შე­სა­ხებ, რომ­ლებ­მაც წა­რუშ­ლე­ლი კვა­ლი და­ტო­ვეს მსოფ­ლი­ოს ის­ტო­რი­ა­ში.

გა­მო­ცე­მის მე­ო­რე ტომი 14 დე­კემ­ბრი­დან გა­ზეთ „კვი­რის პა­ლიტ­რას­თან“ ერ­თად გა­მო­დის. აქ გა­ეც­ნო­ბით იმ ქარ­თვე­ლე­ბის ის­ტო­რი­ებს, რომ­ლებ­მაც სპარ­სე­თის, ავ­ღა­ნე­თი­სა და ეგ­ვიპ­ტის ის­ტო­რი­ა­ში ქარ­თუ­ლი კვა­ლი და­ტო­ვეს. წიგ­ნის სპე­ცი­ა­ლუ­რი ფა­სია 13.50, გა­ზეთ­თან ერ­თად 15.00 ლარი.

გა­მომ­ცე­ლო­ბა "პა­ლიტ­რა L“-ის წიგ­ნე­ბი იყი­დე­ბა მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით, ქსე­ლურ მარ­კე­ტებ­სა და პრე­სის გავ­რცე­ლე­ბის წერ­ტი­ლებ­ში: „მაგ­ნი­ტი“, „ნი­კო­რა“, „დე­ი­ლი“, „ეკო­ნო­მიქ­სი“, „სპა­რი“, „ფრეს­კო“დას­ხვა. კონ­კრე­ტუ­ლი მი­სა­მარ­თე­ბი იხი­ლეთ ბმულ­ზე: https://bit.ly/3o5IOso

გა­მო­წე­რის შემ­თხვე­ვა­ში, მი­მარ­თეთ elva.ge -სქოლ-ცენ­ტრს: 577991651

ავტორი:

როგორ დაიპყრო პატარა კახმა დიდი სპარსეთი – რას წერდა ინგლისური პრესა ქართველების შესახებ

როგორ დაიპყრო პატარა კახმა დიდი სპარსეთი – რას წერდა ინგლისური პრესა ქართველების შესახებ

ისტორიის სრულყოფის მთავარი საშუალებები წყაროები და არქეოლოგიური მასალაა. ცოდნა, რომელსაც ადამიანი უხსოვარი დროიდან დღემდე ქმნიდა, სხვადასხვა საშუალებით გადაეცემა თაობიდან თაობას და ასე იქმნება ერთი ერის, შედეგად - მთელი მსოფლიოს - ისტორია.

საქართველოს შესახებ ცნობებს არა მხოლოდ ქართული წყაროებით, არამედ ბევრი უცხოური ისტორიული წყაროს საშუალებით ვიგებთ. პრესის გაჩენის შემდეგ ცნობების გავრცელება და შენახვა უფრო მარტივი გახდა. დღეს სწორედ ერთ-ერთ ასეთ უცხოურ წყაროზე შევაჩერებთ თქვენს ყურადღებას, რომელიც ფართო საზოგადოებისთვის შეიძლება უცნობი იყოს. მის შესახებ გამოცემის „ქართველები მსოფლიო ისტორიაში“ მეორე ტომში ვკითხულობთ.

XVIII საუკუნის 50-იან წლებში ინგლისური გაზეთების ფურცლებზე საინტერესო სტატიები გამოჩნდა, რომელთა მიხედვითაც ქართლ-კახეთის მეფე ერეკლე II-მ სპარსეთი დაიპყრო. მაგალითად, 1753 წელს გაზეთი Public Advertiser წერდა:

„ამსტერდამიდან მიღებული ბოლო წერილის თანახმად, პრინცი ჰერაკლიუსი სპარსეთის ახალი დამპყრობელია. ის ჭეშმარიტად ფლობს მომხიბლავ ხელოვნებას დაატყვევოს ახლად დაპყრობილთა გულები, ეს უკანასკნელნი კი მის ერთგულებაში გამორჩეულნი არიან და ყველა წინამორბედზე მეტად მას ემორჩილებიან“. სტატიის ავტორი, რა თქმა უნდა, ერეკლე II-ს გულისხმობს და მას სპარსეთის დამპყრობელს უწოდებს.

როგორ შეიქმნა ლეგენდა ქართველთა მიერ სპარსეთის დაპყობის შესახებ, რა მოხდა სინამდვილეში?

როგორც ისტორიკოსი გიორგი კალანდია წერს, ეს გაზვიადებული კამპანია რამდენიმე გარემოებით იყო გამოწვეული: 1750-იანი წლებისთვის სპარსეთში შაჰობის სამი ყველაზე ძლიერი კანდიდატი გამოიკვეთა, რომელთა შორის ორი ერეკლეს უშუალო ბრძოლაში სასტიკად ჰყავდა დამარცხებული. შაჰობის ერთ-ერთი უძლიერესი მაძიებელი მოჰამედ-ხან ყაჯარის დამარცხების შედეგად ერეკლემ ხელთ იგდო სპარსეთის შაჰის რეგალიები.

ამის შესახებ საინტერესო ცნობას გვაწვდის შვედი ოფიცერი, რომელიც 1753 წელს გაზეთ „სანკტ-პეტერბურგსკიე ვედომოსტოში“ წერს: ...„ირაკლიმ დაამარცხა იგი [მოჰამედ-ხანი] და წაართვა შაჰის რეგალიები, რომლებიც ახლა ტფილისში ინახება“.როგორც ჩანს, სწორედ ამ ფაქტმა შეუწყო ხელი ევროპული ლეგენდის შექმნას იმის შესახებ, რომ ერეკლე მეფე სპარსეთის დამპყრობელი გახდა.

ეს კიდევ ერთი ნიმუშია, რომ რეალობიდან ლეგენდამე ერთი პატარა ნაბიჯია. ხშირად რამდენიმესიტყვიანი წყაროც კი მთლიანად ცვლის ისტორიას და მკვლევრებს ახალი დასკვნების გამოტანისკენ უბიძგებს. გამოცემის „ქართველები მსოფლიო ისტორიაში“ თორმეტივე ტომი ასეთი და კიდევ უფრო მნიშვნელოვანი წყაროებით, ასევე უიშვიათესი რეპროდუქციებით, არის გამდიდრებული. მათი უმრავლესობა ქართველი მკითხველისთვის მხოლოდ ახლა გახდება ცნობილი, ამიტომ აღნიშნავს პროექტის ავტორი გიორგი კალანდია, რომ „ქართველები მსოფლიო ისტორიაში“ ნამდვილად ამბიციური პროექტია, რომელიც მიზნად ისახავს ქართველთა ისტორიული კვალის ასახვას მთელ მსოფლიოში უძველესი დროიდან მეორე მსოფლიო ომამდე.

შეგახსენებთ, „ქართველები მსოფლიო ისტორიაში“ ხელოვნების სასახლის დირექტორის, ისტორიკოს გიორგი კალანდიასა და გამომცემლობა „პალიტრა L-ის“ პროექტია, რომელიც 12 ტომს აერთიანებს. ყოველი ახალი ტომი თვეში ერთხელ გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ერთად გამოიცემა და ქრონოლოგიურად მოგვითხრობს იმ ქართველების შესახებ, რომლებმაც წარუშლელი კვალი დატოვეს მსოფლიოს ისტორიაში.

გამოცემის მეორე ტომი 14 დეკემბრიდან გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ერთად გამოდის. აქ გაეცნობით იმ ქართველების ისტორიებს, რომლებმაც სპარსეთის, ავღანეთისა და ეგვიპტის ისტორიაში ქართული კვალი დატოვეს. წიგნის სპეციალური ფასია 13.50, გაზეთთან ერთად 15.00 ლარი.

გამომცელობა "პალიტრა L“-ის წიგნები იყიდება მთელი საქართველოს მასშტაბით, ქსელურ მარკეტებსა და პრესის გავრცელების წერტილებში: „მაგნიტი“, „ნიკორა“, „დეილი“, „ეკონომიქსი“, „სპარი“, „ფრესკო“დასხვა. კონკრეტული მისამართები იხილეთ ბმულზე: https://bit.ly/3o5IOso

გამოწერის შემთხვევაში, მიმართეთ elva.ge -სქოლ-ცენტრს: 577991651

#სასწაულიწიგნებშია - რა ვაჩუქოთ სადღესასწაულოდ 6-8 წლის ბავშვებს

„დეტექტივობანა“ 90-იანების გზამკვლევი იქნება“ –  დებიუტანტი ავტორის დავით ჩომახიძის კრიმინალური თრილერი უკვე გამოიცა

იკითხე კლასიკა - ლიტერატურული თავგადასავლები, რომლებიც არ ბერდება