პოლიტიკა
სამხედრო
საზოგადოება

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
იკითხე კლასიკა - ლიტერატურული თავგადასავლები, რომლებიც არ ბერდება
იკითხე კლასიკა - ლიტერატურული თავგადასავლები, რომლებიც არ ბერდება

არ­სე­ბობს ლი­ტე­რა­ტუ­რა, რო­მე­ლიც არ ბერ­დე­ბა და მკი­თხველ­თა არა­ერ­თი თა­ო­ბი­სათ­ვის ხდე­ბა ძვირ­ფა­სი და საყ­ვა­რე­ლი. ასე­თი წიგ­ნე­ბი იქ­მნე­ბა ისეთ მა­რა­დი­ულ თე­მებ­ზე, რომ­ლე­ბიც მუ­დამ აქ­ტუ­ა­ლუ­რია. მწე­რალ­თა ოს­ტა­ტო­ბა კი უამ­რა­ვი მკი­თხვე­ლის აღ­ფრთო­ვა­ნე­ბას იწ­ვევს. სწო­რედ ასეთ წიგ­ნებს აერ­თი­ა­ნებს გა­მომ­ცემ­ლო­ბა „პა­ლიტ­რა L-ის“ სე­რია „იკი­თხე კლა­სი­კა“, რო­მე­ლიც 2018 წელს და­ი­წყო. სე­რი­ა­ში თავს იყ­რის წიგ­ნე­ბი, რომ­ლებ­მაც გა­უძ­ლო დროს, ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი სტან­დარ­ტე­ბის, სტი­ლი­სა და გე­მოვ­ნე­ბის ცვლი­ლე­ბებს და დარ­ჩა მუ­დამ თა­ნა­მედ­რო­ვედ.

სე­რია გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლია ვი­ზუ­ა­ლი­თაც. თი­თო­ე­უ­ლი წიგ­ნის ყდა მი­ნი­მა­ლის­ტუ­რია, წიგ­ნე­ბი კი ძა­ლი­ან მო­სა­ხერ­ხე­ბე­ლია თან სა­ტა­რებ­ლა­დაც.

გთა­ვა­ზობთ მცი­რე ინ­ფორ­მა­ცი­ას რამ­დე­ნი­მე წიგნ­ზე აღ­ნიშ­ნუ­ლი სე­რი­ი­დან:

ჯეკ ლონ­დო­ნი - წი­ნა­პარ­თა ძა­ხი­ლი

ჯეკ ლონ­დო­ნის სა­თავ­გა­და­სავ­ლო რო­მა­ნი „წი­ნა­პარ­თა ძა­ხი­ლი" ავ­ტო­რის ად­რე­უ­ლი ნა­წარ­მო­ე­ბე­ბის რი­ცხვს მი­ე­კუთ­ვნე­ბა. ლონ­დონ­მა წე­ლი­წად­ზე მეტი გა­ა­ტა­რა იუ­კო­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე და შე­აგ­რო­ვა მა­სა­ლე­ბი ამ წიგ­ნი­სათ­ვის. რო­მა­ნი თავ­და­პირ­ვე­ლად 1903 წლის ზა­ფხულ­ში გა­მო­ვი­და სე­რი­ე­ბად ჟურ­ნალ The Saturday Evening Post-ში, ერთი თვის შემ­დეგ კი ის წიგ­ნად გა­და­კეთ­და. წიგ­ნის მთა­ვა­რი პერ­სო­ნა­ჟი ძაღ­ლია - ბეკი, რო­მელ­საც ადა­მი­ა­ნე­ბი, სხვა ძაღ­ლე­ბი და ბუ­ნე­ბაც კი სას­ტი­კად ეპყრო­ბა. ნო­ვე­ლა მოგ­ვი­თხრობს ბე­კის ბრძო­ლას გა­დარ­ჩე­ნი­სათ­ვის.

2020 წელს გა­მო­ვი­და წიგ­ნის ერთ-ერთი ბოლო ეკ­რა­ნი­ზა­ცია, რომ­ლის რე­ჟი­სო­რიც კრის სან­დერ­სი გახ­ლავთ.

ფრენ­სის სკოტ ფი­ცჯე­რალ­დი - დიდი გეტსბი

ფრენ­სის სკოტ ფი­ცჯე­რალ­დის ეს რო­მა­ნი-ფე­ი­ერ­ვერ­კი Netflix-მა გა­მორ­ჩე­უ­ლად გა­ა­ცო­ცხლა; იმ­დე­ნად გა­მორ­ჩე­უ­ლად, რომ ვი­საც წიგ­ნი არ ჰქონ­და წა­კი­თხუ­ლი, მისი წა­კი­თხვის სურ­ვი­ლი გა­უ­ჩი­ნა. ფილმმა 2 ოს­კა­რი მო­ი­პო­ვა, ლე­ო­ნარ­დო დი­კაბ­რი­ოს უბად­ლო შეს­რუ­ლე­ბამ კი მი­ლი­ო­ნო­ბით ადა­მი­ა­ნი მი­ა­ჯაჭ­ვა ეკ­რანს.

და მა­ინც, ვინ არის გეტსბი? - მი­ლი­ო­ნე­რი, რო­მე­ლიც წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ეძებს და­კარ­გულ საყ­ვა­რელ ქალს და სჯე­რა მისი ერ­თგუ­ლე­ბი­სა. იპო­ვის კი­დეც, მაგ­რამ იგი ამ დროს უკვე სხვი­სი მე­უღ­ლეა... სა­სიყ­ვა­რუ­ლო სამ­კუ­თხე­დის ეს ის­ტო­რია იმ­დე­ნად სა­ინ­ტე­რე­სოდ არის გად­მო­ცე­მუ­ლი, რომ აუ­ცი­ლებ­ლად უნდა წა­ი­კი­თხოთ.

ერიკ-ემა­ნუ­ელ შმი­ტი - ოს­ტენ­დე­ლი მე­ოც­ნე­ბე

კრე­ბუ­ლის „ოს­ტენ­დე­ლი მე­ოც­ნე­ბე“ მთა­ვა­რი გმი­რე­ბი ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან, მაგ­რამ მათი ყო­ველ­დღი­უ­რო­ბის მიღ­მა უფრო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი რამ იმა­ლე­ბა. ხუ­თი­ვე ნო­ვე­ლა­ში მწე­რა­ლი თა­ვის საყ­ვა­რელ ხერ­ხს ყალბ ფი­ნალს მი­მარ­თავს. ეს კი წრი­უ­ლად

გან­ლა­გე­ბუ­ლი სარ­კე­ე­ბი­ვით ატყუ­ებს მკი­თხველს, რო­მე­ლიც თავს იტეხს, სა­ნამ თა­ვად მწე­რა­ლი არ მი­იყ­ვანს სი­მარ­თლემ­დე.

აი, ასე­თი ლა­ბი­რინ­თის შე­სა­ნიშ­ნა­ვი ნი­მუ­შია ნო­ვე­ლე­ბის კრე­ბუ­ლი „ოს­ტენ­დე­ლი მე­ოც­ნე­ბე“, სა­დაც ერიკ ემა­ნუ­ელ შმი­ტი ბრწყინ­ვა­ლე, დახ­ვე­წილ და მო­უ­ლოდ­ნელ სი­უ­ჟე­ტურ სვლებს გვთა­ვა­ზობს.

რეი ბრედ­ბე­რი - ბა­ბუ­აწ­ვე­რას ღვი­ნო

"არ მინ­და თქმა, რომ ბრედ­ბე­რი ბავ­შვო­ბის­გან რო­მან­ტი­კულ მითს არ ქმნის; პი­რი­ქით, სწო­რედ ამას აკე­თებს. თა­ვის­თა­ვად, ბავ­შვო­ბა ბევ­რი ჩვენ­გა­ნის­თვის მი­თია. გვეჩ­ვე­ნე­ბა, რომ გვახ­სოვს, რაც თავს გა­დაგ­ვხდე­ნია იმ დროს, მაგ­რამ, სი­ნამ­დვი­ლე­ში, ასე არ არის. მი­ზე­ზი უბ­რა­ლოა: მა­შინ ყვე­ლა შე­რე­კი­ლი ვი­ყა­ვით – ბავ­შვო­ბა­ში იბა­დე­ბა მითი“. - სტი­ვენ კინ­გი.

ჯეკ ლონ­დო­ნი - მარ­ტინ იდე­ნი

ღა­რი­ბი მე­ზღვა­უ­რი მარ­ტინ იდე­ნი წარ­მა­ტე­ბა­სა და მა­ღალ სო­ცი­ა­ლურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე ოც­ნე­ბობს და ცდი­ლობს, ეს ოც­ნე­ბა რე­ა­ლო­ბად აქ­ცი­ოს.მო­ტი­ვა­ცი­აც დიდი აქვს - უყ­ვარს მდი­და­რი და გავ­ლე­ნი­ა­ნი ოჯა­ხის შვი­ლი.გო­გო­ნას გუ­ლი­სა და ხე­ლის მო­სა­პო­ვებ­ლად კი სიმ­დიდ­რე და სა­ზო­გა­დო­ე­ბის პა­ტი­ვის­ცე­მა სჭირ­დე­ბა.დიდი მცდე­ლო­ბის შემ­დეგ,მარ­ტინ იდენ­თან წარ­მა­ტე­ბა მო­დის - ის დი­დე­ბას მო­ი­პო­ვებს, თუმ­ცა...სად გა­დის ზღვა­რი ინ­დი­ვი­დუ­ა­ლიზ­მის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა­სა და წარ­მა­ტე­ბას შო­რის? რამ­დე­ნის დათ­მო­ბა და გა­ღე­ბა შე­უძ­ლია ადა­მი­ანს მიზ­ნის მი­საღ­წე­ვად?..

ავტორი:

იკითხე კლასიკა - ლიტერატურული თავგადასავლები, რომლებიც არ ბერდება

იკითხე კლასიკა - ლიტერატურული თავგადასავლები, რომლებიც არ ბერდება

არსებობს ლიტერატურა, რომელიც არ ბერდება და მკითხველთა არაერთი თაობისათვის ხდება ძვირფასი და საყვარელი. ასეთი წიგნები იქმნება ისეთ მარადიულ თემებზე, რომლებიც მუდამ აქტუალურია. მწერალთა ოსტატობა კი უამრავი მკითხველის აღფრთოვანებას იწვევს. სწორედ ასეთ წიგნებს აერთიანებს გამომცემლობა „პალიტრა L-ის“ სერია „იკითხე კლასიკა“, რომელიც 2018 წელს დაიწყო. სერიაში თავს იყრის წიგნები, რომლებმაც გაუძლო დროს, ლიტერატურული სტანდარტების, სტილისა და გემოვნების ცვლილებებს და დარჩა მუდამ თანამედროვედ.

სერია განსაკუთრებულია ვიზუალითაც. თითოეული წიგნის ყდა მინიმალისტურია, წიგნები კი ძალიან მოსახერხებელია თან სატარებლადაც.

გთავაზობთ მცირე ინფორმაციას რამდენიმე წიგნზე აღნიშნული სერიიდან:

ჯეკ ლონდონი - წინაპართა ძახილი

ჯეკ ლონდონის სათავგადასავლო რომანი „წინაპართა ძახილი" ავტორის ადრეული ნაწარმოებების რიცხვს მიეკუთვნება. ლონდონმა წელიწადზე მეტი გაატარა იუკონის ტერიტორიაზე და შეაგროვა მასალები ამ წიგნისათვის. რომანი თავდაპირველად 1903 წლის ზაფხულში გამოვიდა სერიებად ჟურნალ The Saturday Evening Post-ში, ერთი თვის შემდეგ კი ის წიგნად გადაკეთდა. წიგნის მთავარი პერსონაჟი ძაღლია - ბეკი, რომელსაც ადამიანები, სხვა ძაღლები და ბუნებაც კი სასტიკად ეპყრობა. ნოველა მოგვითხრობს ბეკის ბრძოლას გადარჩენისათვის.

2020 წელს გამოვიდა წიგნის ერთ-ერთი ბოლო ეკრანიზაცია, რომლის რეჟისორიც კრის სანდერსი გახლავთ.

ფრენსის სკოტ ფიცჯერალდი - დიდი გეტსბი

ფრენსის სკოტ ფიცჯერალდის ეს რომანი-ფეიერვერკი Netflix-მა გამორჩეულად გააცოცხლა; იმდენად გამორჩეულად, რომ ვისაც წიგნი არ ჰქონდა წაკითხული, მისი წაკითხვის სურვილი გაუჩინა. ფილმმა 2 ოსკარი მოიპოვა, ლეონარდო დიკაბრიოს უბადლო შესრულებამ კი მილიონობით ადამიანი მიაჯაჭვა ეკრანს.

და მაინც, ვინ არის გეტსბი? - მილიონერი, რომელიც წლების განმავლობაში ეძებს დაკარგულ საყვარელ ქალს და სჯერა მისი ერთგულებისა. იპოვის კიდეც, მაგრამ იგი ამ დროს უკვე სხვისი მეუღლეა... სასიყვარულო სამკუთხედის ეს ისტორია იმდენად საინტერესოდ არის გადმოცემული, რომ აუცილებლად უნდა წაიკითხოთ.

ერიკ-ემანუელ შმიტი - ოსტენდელი მეოცნებე

კრებულის „ოსტენდელი მეოცნებე“ მთავარი გმირები ჩვეულებრივი ადამიანები არიან, მაგრამ მათი ყოველდღიურობის მიღმა უფრო მნიშვნელოვანი რამ იმალება. ხუთივე ნოველაში მწერალი თავის საყვარელ ხერხს ყალბ ფინალს მიმართავს. ეს კი წრიულად

განლაგებული სარკეებივით ატყუებს მკითხველს, რომელიც თავს იტეხს, სანამ თავად მწერალი არ მიიყვანს სიმართლემდე.

აი, ასეთი ლაბირინთის შესანიშნავი ნიმუშია ნოველების კრებული „ოსტენდელი მეოცნებე“, სადაც ერიკ ემანუელ შმიტი ბრწყინვალე, დახვეწილ და მოულოდნელ სიუჟეტურ სვლებს გვთავაზობს.

რეი ბრედბერი - ბაბუაწვერას ღვინო

"არ მინდა თქმა, რომ ბრედბერი ბავშვობისგან რომანტიკულ მითს არ ქმნის; პირიქით, სწორედ ამას აკეთებს. თავისთავად, ბავშვობა ბევრი ჩვენგანისთვის მითია. გვეჩვენება, რომ გვახსოვს, რაც თავს გადაგვხდენია იმ დროს, მაგრამ, სინამდვილეში, ასე არ არის. მიზეზი უბრალოა: მაშინ ყველა შერეკილი ვიყავით – ბავშვობაში იბადება მითი“. - სტივენ კინგი.

ჯეკ ლონდონი - მარტინ იდენი

ღარიბი მეზღვაური მარტინ იდენი წარმატებასა და მაღალ სოციალურ მდგომარეობაზე ოცნებობს და ცდილობს, ეს ოცნება რეალობად აქციოს.მოტივაციაც დიდი აქვს - უყვარს მდიდარი და გავლენიანი ოჯახის შვილი.გოგონას გულისა და ხელის მოსაპოვებლად კი სიმდიდრე და საზოგადოების პატივისცემა სჭირდება.დიდი მცდელობის შემდეგ,მარტინ იდენთან წარმატება მოდის - ის დიდებას მოიპოვებს, თუმცა...სად გადის ზღვარი ინდივიდუალიზმის შენარჩუნებასა და წარმატებას შორის? რამდენის დათმობა და გაღება შეუძლია ადამიანს მიზნის მისაღწევად?..

მცხეთაში „ბიბლუსის“ ახალი მაღაზია გაიხსნა

#სასწაულიწიგნებშია - 9-15 დეკემბერს გამომცემლობა "პალიტრა L“ მკითხველს 30%-იან ფასდაკლებას სთავაზობს

„მომეცა მოტივაცია, რომ უფრო მეტი მონდომებით ვწერო“ - ნიკოლოზ ცისკარაშვილის წიგნი მკითხველთან შესახვედრად მზად არის

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"