პოლიტიკა
მსოფლიო

10

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 19:15-ზე, მთვარე მორიელში იქნება 23:58-დან დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
საზოგადოება
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გზა სახლიდან სასწრაფოს მანქანამდე თავის ფეხით გაიარა..არავის გვიყურებდა... უკვე ვიცი რატომაც" - ქრისტინე იმედაძე გარდაცვლილ ბაბუას ემოციური პოსტით ემშვიდობება
"გზა სახლიდან სასწრაფოს მანქანამდე თავის ფეხით გაიარა..არავის გვიყურებდა... უკვე ვიცი რატომაც" - ქრისტინე იმედაძე გარდაცვლილ ბაბუას ემოციური პოსტით ემშვიდობება

გუ­შინ ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წე, 1982-1986 წლებ­ში სა­ქარ­თვე­ლოს სპორ­ტის სა­ხელ­მწი­ფო კო­მი­ტე­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლი, ბე­ის­ბო­ლი­სა და სოფტ­ბო­ლის ეროვ­ნუ­ლი ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტი, 2008-2012 წლებ­ში სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ოლიმ­პი­უ­რი კო­მი­ტე­ტის პირ­ვე­ლი ვიცე-პრე­ზი­დენ­ტი, რა­მაზ გოგ­ლი­ძე გარ­და­იც­ვა­ლა.

ის მომ­ღერ­ლი­სა და ტე­ლე­წამ­ყვა­ნის, ქრის­ტი­ნე იმე­და­ძის ბა­ბუა იყო. ქრის­ტი­ნე "ფე­ის­ბუქ­ში" ბა­ბუ­სად­მი მი­ძღვნილ ემო­ცი­ურ პოსტს აქ­ვეყ­ნებს.

"ყვე­ლა­ზე ტკბი­ლი,თბი­ლი, ყუ­რა­დღე­ბი­ა­ნი, კე­თი­ლი,უკი­დე­გა­ნოდ მა­მა­ცი, ძა­ლი­ან მარ­თა­ლი, ძა­ლი­ან ჭკვი­ა­ნი, ძა­ლი­ან ძლი­ე­რი, გე­მოვ­ნე­ბი­ა­ნი, დახ­ვე­წი­ლი, კოპ­წია, თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლი, შემ­დგა­რი, წარ­მა­ტე­ბუ­ლი, ძა­ლი­ან თა­ნა­მედ­რო­ვე, ყვე­ლა­ფერ­ში ზო­მი­ე­რი და შე­სა­ბა­მი­სი, სა­შინ­ლად კარ­გი მამა და კი­დევ უფრო სა­შინ­ლად კარ­გი ბაბუ იყო ჩემი რა­მა­ზი!

ტრა­დი­ცი­უ­ლო­ბი­სა და თა­ნა­მედ­რო­ვე­ო­ბის უც­ნა­უ­რი სინ­თე­ზი იყო ეს ჩემი ბაბუ... დროს უს­წრებ­და ყვე­ლა­ფერ­ში... ყვე­ლას­თან და ყვე­ლა­ფერ­თან მა­თე­მა­ტი­კუ­რი სი­ზუს­ტის იყო საქ­ცი­ელ­სა თუ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა­ში...მის­თვის ყვე­ლა მი­უ­ღე­ბელ ქმე­დე­ბას ყვე­ლა­ზე დიდი გა­გე­ბით ეკი­დე­ბო­და და ამა­ზე ახლა გული მეხ­ლი­ჩე­ბა... ყვე­ლა­ნა­ირ ქარ-ცე­ცხლში გა­ა­ტა­რა ცხოვ­რე­ბამ... ყვე­ლა­ნა­ირ გან­საც­დელს ძა­ლი­ან ღირ­სე­უ­ლად ხვდე­ბო­და...სიკ­ვდილ-სი­ცო­ცხლის გა­სა­ყარ­ზე იმ­დენ­ჯერ გა­ი­ა­რა უკვე მი­ვეჩ­ვიე, რომ სულ ჩემი ბიჭი უგებს.

ახ­ლაც მე­გო­ნა უგებ­და...სულ ბიჭი იყო... ბოლო წუ­თამ­დე ახალ­გაზ­რდა. უბ­რა­ლოდ სტა­ტუ­სი ქონ­და - ბაბუ. ყვე­ლას ქრა­ში ჩემი ოჯა­ხის მთა­ვა­რი ბიჭი, ყვე­ლა­ზე მა­მა­ცი ბიჭი, ნამ­დვი­ლი რა­ინ­დი, ჩემი ბე­ის­ბო­ლის­ტი ... ყვე­ლას მამა და ყვე­ლას ბაბუ ...

- თუ მომ­კლავს გული იქ­ნე­ბა, სხვა ვე­რა­ფე­რი მო­მე­რე­ვაო...ბოლო გზა სახ­ლი­დან სას­წრა­ფოს მან­ქა­ნამ­დე თა­ვის ფე­ხით, რო­გორც მას შე­ე­ფე­რე­ბა ისე გა­ი­ა­რა...მი­დი­ო­და და არა­ვის არ გვი­ყუ­რებ­და... უკვე ვიცი რა­ტო­მაც... თვი­თონ მა­შინ­ვე იცო­და...ამ დღის მთე­ლი ცხოვ­რე­ბა მე­ში­ნო­და... იმ დღის როცა ჩემი ბა­ბუს გუ­ლის დრო ამო­ი­წუ­რე­ბო­და...და­ახ­ლო­ე­ბით 25-წლი­ან არა­თა­ნა­ბარ ბრძო­ლა­ში პირ­ვე­ლად და­ა­მარ­ცხა გულ­მა... გულ­მა, რო­მე­ლიც ფაქ­ტი­უ­რად მისი აღარც იყო...

სი­ცო­ცხლის მი­მართ სიყ­ვა­რუ­ლით და სი­ცო­ცხლის­თვის ბრძო­ლის უნა­რით მა­ო­ცებ­და მუ­დამ... საყ­ვა­რე­ლი საქ­მის კე­თე­ბის წყურ­ვი­ლით,თა­ვი­სი ქვეყ­ნის კე­თილ­დღე­ო­ბის­თვის ბრძო­ლით,ქარ­თუ­ლი სპორ­ტის გან­ვი­თა­რე­ბის და­უ­ო­კე­ბე­ლი ჟი­ნით...უმაღ­ლე­სი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბი­თა და პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მით ... ამ და სხვა მისი კარ­გი თვი­სე­ბე­ბი­სა და მიღ­წე­ვე­ბის გამო სი­ა­მა­ყეს ვერ ვი­ტევ ისე მაწ­ვე­ბა...

ვზი­ვარ და ვფიქ­რობ ხვა­ლი­დან საქ­მე რო­გორ ვა­კე­თო... სურ­ვი­ლი არაფ­რის კე­თე­ბის არ მაქვს... მხო­ლოდ ბა­ბუს ფო­ტო­ებ­სა და ვი­დე­ო­ებს მინ­და ვუ­ყუ­რო თა­ვი­დან, მერე ისევ თა­ვი­დან და ასე ვატ­რი­ა­ლო წარ­სუ­ლი... ვიხ­სე­ნებ, ვიხ­სე­ნებ, ყვე­ლა­ფერს ვიხ­სე­ნებ... ფილ­მი­ვით ვუ­ყუ­რებ ჩვენს ურ­თი­ერ­თო­ბას, მოგ­ზა­უ­რო­ბებს, შეხ­ვედ­რებს, მის რჩე­ვებს,ის­ტო­რი­ებს, რომ­ლებ­საც მიყ­ვე­ბო­და, რა ადა­მი­ა­ნურ თვი­სე­ბებ­სა და ღი­რე­ბუ­ლე­ბებ­ზე მი­მახ­ვი­ლებ­და ყუ­რა­დღე­ბას....

ჩემი სევ­დი­ა­ნი სახე არ უყ­ვარს ბა­ბუს... ხუთ­შა­ბათს ეთერ­ში თუ ვერ და­მი­ნა­ხავ­და, სას­წრა­ფოდ რე­კავ­და...უცებ მახ­სენ­დე­ბა თვი­თონ რო­გორ იქ­ცე­ო­და უი­მე­დო­ბის ჟამს... ლო­გი­ნად ჩა­ვარ­დნი­ლი, და­სუს­ტე­ბუ­ლი რომ წა­მოფ­რინ­დე­ბო­და, მო­წეს­რიგ­დე­ბო­და და გა­ე­შუ­რე­ბო­და სხვა კონ­ტი­ნენ­ზე საქ­მის­თვის... შე­მო­უფ­რენ­და მსოფ­ლი­ოს...

ალ­ბათ, ახლა გა­საფ­რე­ნი აღარ­სად იყო ამი­ტომ სხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით გაფ­რინ­და...

ხვალ ხუთ­შა­ბა­თია...ეთერ­ში არ ვიქ­ნე­ბი ბაბუ", - წერს ქრის­ტი­ნე იმე­და­ძე.

მკითხველის კომენტარები / 26 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გიორგი
17
მართლაც საოცარი, უნიკალური პიროვნება იყო ბატონი რამაზ გოგლიძე! გაანათლოს უფალმა ღმერთმა მისი სული!!!
დალი აბაშიძე
19

არაჩვეულებრივი პიროვნება, როგორც აღწერს ქალბატონი ქრისტინე, ასეთი გვახსოვს ყველა მის თანამედროვეს, კაცთმოყვარე, სამშობლოზე უსაზღვროდ შეყვარებული, საქმის და ადამიანებისადმი ერთგულების მაგალითი, გემშვიდობებით და ვწუხვართ გარემოცვა ვისთანაც ერთად უამრავი წლები გაიარე ბატონო რამაზ!

 

 

 

 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"გზა სახლიდან სასწრაფოს მანქანამდე თავის ფეხით გაიარა..არავის გვიყურებდა... უკვე ვიცი რატომაც" - ქრისტინე იმედაძე გარდაცვლილ ბაბუას ემოციური პოსტით ემშვიდობება

"გზა სახლიდან სასწრაფოს მანქანამდე თავის ფეხით გაიარა..არავის გვიყურებდა... უკვე ვიცი რატომაც" - ქრისტინე იმედაძე გარდაცვლილ ბაბუას ემოციური პოსტით ემშვიდობება

გუშინ ცნობილი გახდა, რომ საზოგადო მოღვაწე, 1982-1986 წლებში საქართველოს სპორტის სახელმწიფო კომიტეტის ხელმძღვანელი, ბეისბოლისა და სოფტბოლის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი, 2008-2012 წლებში საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პირველი ვიცე-პრეზიდენტი, რამაზ გოგლიძე გარდაიცვალა.

ის მომღერლისა და ტელეწამყვანის, ქრისტინე იმედაძის ბაბუა იყო. ქრისტინე "ფეისბუქში" ბაბუსადმი მიძღვნილ ემოციურ პოსტს აქვეყნებს.

"ყველაზე ტკბილი,თბილი, ყურადღებიანი, კეთილი,უკიდეგანოდ მამაცი, ძალიან მართალი, ძალიან ჭკვიანი, ძალიან ძლიერი, გემოვნებიანი, დახვეწილი, კოპწია, თავდაჯერებული, შემდგარი, წარმატებული, ძალიან თანამედროვე, ყველაფერში ზომიერი და შესაბამისი, საშინლად კარგი მამა და კიდევ უფრო საშინლად კარგი ბაბუ იყო ჩემი რამაზი!

ტრადიციულობისა და თანამედროვეობის უცნაური სინთეზი იყო ეს ჩემი ბაბუ... დროს უსწრებდა ყველაფერში... ყველასთან და ყველაფერთან მათემატიკური სიზუსტის იყო საქციელსა თუ დამოკიდებულებაში...მისთვის ყველა მიუღებელ ქმედებას ყველაზე დიდი გაგებით ეკიდებოდა და ამაზე ახლა გული მეხლიჩება... ყველანაირ ქარ-ცეცხლში გაატარა ცხოვრებამ... ყველანაირ განსაცდელს ძალიან ღირსეულად ხვდებოდა...სიკვდილ-სიცოცხლის გასაყარზე იმდენჯერ გაიარა უკვე მივეჩვიე, რომ სულ ჩემი ბიჭი უგებს.

ახლაც მეგონა უგებდა...სულ ბიჭი იყო... ბოლო წუთამდე ახალგაზრდა. უბრალოდ სტატუსი ქონდა - ბაბუ. ყველას ქრაში ჩემი ოჯახის მთავარი ბიჭი, ყველაზე მამაცი ბიჭი, ნამდვილი რაინდი, ჩემი ბეისბოლისტი ... ყველას მამა და ყველას ბაბუ ...

- თუ მომკლავს გული იქნება, სხვა ვერაფერი მომერევაო...ბოლო გზა სახლიდან სასწრაფოს მანქანამდე თავის ფეხით, როგორც მას შეეფერება ისე გაიარა...მიდიოდა და არავის არ გვიყურებდა... უკვე ვიცი რატომაც... თვითონ მაშინვე იცოდა...ამ დღის მთელი ცხოვრება მეშინოდა... იმ დღის როცა ჩემი ბაბუს გულის დრო ამოიწურებოდა...დაახლოებით 25-წლიან არათანაბარ ბრძოლაში პირველად დაამარცხა გულმა... გულმა, რომელიც ფაქტიურად მისი აღარც იყო...

სიცოცხლის მიმართ სიყვარულით და სიცოცხლისთვის ბრძოლის უნარით მაოცებდა მუდამ... საყვარელი საქმის კეთების წყურვილით,თავისი ქვეყნის კეთილდღეობისთვის ბრძოლით,ქართული სპორტის განვითარების დაუოკებელი ჟინით...უმაღლესი პასუხისმგებლობითა და პროფესიონალიზმით ... ამ და სხვა მისი კარგი თვისებებისა და მიღწევების გამო სიამაყეს ვერ ვიტევ ისე მაწვება...

ვზივარ და ვფიქრობ ხვალიდან საქმე როგორ ვაკეთო... სურვილი არაფრის კეთების არ მაქვს... მხოლოდ ბაბუს ფოტოებსა და ვიდეოებს მინდა ვუყურო თავიდან, მერე ისევ თავიდან და ასე ვატრიალო წარსული... ვიხსენებ, ვიხსენებ, ყველაფერს ვიხსენებ... ფილმივით ვუყურებ ჩვენს ურთიერთობას, მოგზაურობებს, შეხვედრებს, მის რჩევებს,ისტორიებს, რომლებსაც მიყვებოდა, რა ადამიანურ თვისებებსა და ღირებულებებზე მიმახვილებდა ყურადღებას....

ჩემი სევდიანი სახე არ უყვარს ბაბუს... ხუთშაბათს ეთერში თუ ვერ დამინახავდა, სასწრაფოდ რეკავდა...უცებ მახსენდება თვითონ როგორ იქცეოდა უიმედობის ჟამს... ლოგინად ჩავარდნილი, დასუსტებული რომ წამოფრინდებოდა, მოწესრიგდებოდა და გაეშურებოდა სხვა კონტინენზე საქმისთვის... შემოუფრენდა მსოფლიოს...

ალბათ, ახლა გასაფრენი აღარსად იყო ამიტომ სხვა მიმართულებით გაფრინდა...

ხვალ ხუთშაბათია...ეთერში არ ვიქნები ბაბუ", - წერს ქრისტინე იმედაძე.

დღის ფოტო - "მფრინავი" ვასილ ლობჟანიძე რუს მორაგბეებთან დაპირისპირებისას

ქართველმა მორაგბეებმა რუსი მეტოქეები კვლავ დაამარცხეს

"სათივედან ხმა რომ შემომესმა, შევიხედე და ვნახე, როგორ უსმენდა ბუნების გაკვეთილს" -  8 წლის ილიკოს ამბავი, რომელიც ინტერნეტვარსკვლავი გახდა