სამხედრო
მსოფლიო
პოლიტიკა

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საქართველოს ირაკლი ბებუასთვის უნდა დაექირავებინა ძლიერი ადვოკატი, 9 წელი ძალიან ბევრია - მესიჯია, რომ "არავის უმუშავია ამაზე და თქვენ, თქვენი პატიმარი მიაგდეთ"
"საქართველოს ირაკლი ბებუასთვის უნდა დაექირავებინა ძლიერი ადვოკატი, 9 წელი ძალიან ბევრია - მესიჯია, რომ "არავის უმუშავია ამაზე და თქვენ, თქვენი პატიმარი მიაგდეთ"

ექ­სპერტ პა­ა­ტა ზა­ქა­რე­იშ­ვი­ლის შე­ფა­სე­ბით, ოკუ­პი­რე­ბულ აფხა­ზეთ­ში უკა­ნო­ნო პა­ტიმ­რო­ბა­ში მყოფ ირაკ­ლი ბე­ბუ­ას­თვის 9 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა ნიშ­ნავს, რომ ქარ­თულ მხა­რეს ამ კუ­თხით სა­ერ­თოდ არ უმუ­შა­ვია.

მი­სი­ვე გან­ცხა­დე­ბით, 9 წელი „გა­მა­ოგ­ნებ­ლად მა­ღა­ლი“ ციფ­რია.

რო­გორც ზა­ქა­რე­იშ­ვილ­მა „პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა „დღის ნი­უს­რუმ­ში“ აღ­ნიშ­ნა, სა­ხელ­მწი­ფოს უნდა და­ე­ქი­რა­ვე­ბი­ნა ძლი­ე­რი ად­ვო­კა­ტი, რო­მე­ლიც სას­ჯე­ლის ვა­დას მი­ნი­მუ­მამ­დე და­იყ­ვან­და.

ამას­თან, ზა­ქა­რე­იშ­ვი­ლის თქმით, დღე­ვან­დელ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას არ ჰყავს კომ­პე­ტენ­ტუ­რი ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც პირ­და­პირ გავ­ლენ კონ­ტაქ­ტზე აფხა­ზურ მხა­რეს­თან.

„ირაკ­ლი ბე­ბუ­ას ჰყავ­და ად­გი­ლობ­რი­ვი, სა­ხა­ზი­ნო ად­ვო­კა­ტი. სა­ქარ­თვე­ლოს, რაც შე­ეძ­ლო, რომ გა­ე­კე­თე­ბი­ნა, უნდა და­ე­ქი­რა­ვე­ბი­ნა საკ­მა­ოდ ძლი­ე­რი ად­ვო­კა­ტი და მას და­ეც­ვა მისი უფ­ლე­ბე­ბი. 9 წელი ძა­ლი­ან ბევ­რია, შე­იძ­ლე­ბო­და ეს ყო­ფი­ლი­ყო 2-3 წელი და შემ­დეგ უფრო იო­ლია მუ­შა­ო­ბა სა­სა­მარ­თლოს შემ­დგომ პრო­ცე­სებ­ზე - შე­წყა­ლე­ბა­ზე და რა­ღაც-რა­ღა­ცებ­ზე. 9 წელი რომ მის­ცეს, ეს ნიშ­ნავს, რომ სა­ერ­თოდ არ უმუ­შა­ვია სა­ხელ­მწი­ფოს. უნდა აეყ­ვა­ნათ ად­ვო­კა­ტი, რო­მე­ლიც მი­ნი­მუ­მამ­დე და­იყ­ვან­და ამ ვა­დას. მერე სა­ჭი­როა პირ­და­პირ მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი. ჟე­ნე­ვა კარ­გია, მაგ­რამ მე ისე გა­მო­ვიყ­ვა­ნე შვი­დი პა­ტი­მა­რი, რომ­ლებ­საც 7-დან 12 წლამ­დე ჰქონ­დათ მის­ჯი­ლი, ერთი კაცი არ მი­მი­ცია. ისე გა­ვა­კე­თეთ, რომ არც ჟე­ნე­ვამ, არც წი­თელ­მა ჯვარ­მა არ იცო­და ამ მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის შე­სა­ხებ. არა­ფე­რი არ მო­უ­თხო­ვი­ათ, ისე მოგ­ვცეს აფხა­ზებ­მა შვი­დი პა­ტი­მა­რი. დღე­ვან­დელ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ვე­რაფ­რით ვერ შე­იგ­ნო, რომ სა­ჭი­როა პირ­და­პი­რი კონ­ტაქ­ტე­ბი. ამას ძა­ლი­ან დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს, მარ­ტო ცხე­ლი ხა­ზით საქ­მე­ე­ბი არ კეთ­დე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და ზა­ქა­რე­იშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე შე­ფა­სე­ბით, მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის­თვის სა­ჭი­როა ყვე­ლა ბერ­კე­ტის გა­მო­ყე­ნე­ბა.

„აფხა­ზე­ბი ჩვენს წი­ნა­შე ვალ­ში არი­ან ისე­ვე, რო­გორც ოსე­ბი. სა­ჭი­როა მათ­თან მუდ­მი­ვი ლა­პა­რა­კი. უნდა ჰყავ­დეთ ხალ­ხი, რომ­ლებ­საც 10-15 - წლი­ა­ნი გა­მოც­დი­ლე­ბა აქვთ მათ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის. უამ­რა­ვი სა­კი­თხის გა­და­წყვე­ტა შე­იძ­ლე­ბო­და პირ­და­პირ ცხი­ვა­ლი-თბი­ლი­სი-სო­ხუ­მი. მე ვხე­დავ, რომ სა­ერ­თოდ გა­ჩე­რე­ბუ­ლია ეს მი­მარ­თუ­ლე­ბა, მხო­ლოდ უცხო­ე­ლე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით ხდე­ბა. ძა­ლი­ან დიდი მად­ლო­ბა ევ­რო­კავ­შირს, სა­დამ­კვირ­ვებ­ლო მი­სი­ას და ჟე­ნე­ვას, მაგ­რამ ისი­ნი ამ ყვე­ლა­ფერს უდ­გე­ბი­ან ფორ­მა­ლუ­რად. სად რომ შე­ნე­ბუ­რად, კავ­კა­სი­უ­რად და­ე­ლა­პა­რა­კე­ბი, ზოგ­ჯერ ჯიგ­რუ­ლა­დაც კი და სად რომ ფორ­მა­ლუ­რად რა­ღაც მოხ­დე­ბა? სა­ჭი­როა ყვე­ლა ბერ­კე­ტის გა­მო­ყე­ნე­ბა და ჩვენ ქარ­თუ­ლი ბერ­კე­ტი გა­მო­ვა­ცა­ლეთ და დავ­ტო­ვეთ მხო­ლოდ უცხო­უ­რი ბერ­კე­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც უაღ­რე­სად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, მაგ­რამ არა - სრულ­ყო­ფი­ლი. თუ მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი წავა და რა­ღა­ცა­ზე შე­თან­ხმდე­ბი­ან, შე­იძ­ლე­ბა ხვალ­ვე გა­მო­უშ­ვან. სა­ჭი­როა არა მუდ­მი­ვი და­ცინ­ვა და ზე­მო­დან ყუ­რე­ბა, არა­მედ სა­ჭი­როა, რო­გორც ტოლ­თან ლა­პა­რა­კი“, - გა­ნა­ცხა­და ზა­ქა­რე­იშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე თქმით, "მე­სი­ჯი არის ის, რომ არა­ვის უმუ­შა­ვია ამა­ზე და თქვენ, თქვე­ნი პა­ტი­მა­რი მი­აგ­დეთ", - გა­ნა­ცხა­და ზა­ქა­რე­იშ­ვილ­მა.

ცნო­ბის­თვის, ოკუ­პი­რე­ბულ აფხა­ზეთ­ში უკა­ნო­ნო პა­ტიმ­რო­ბა­ში მყოფ ირაკ­ლი ბე­ბუ­ას 9 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­ე­სა­ჯა. სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ირაკ­ლი ბე­ბუ­ას­თვის 9 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის უკა­ნო­ნოდ მის­ჯის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია ცხე­ლი ხა­ზით მი­ი­ღეს. გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა 7 დე­კემ­ბერს იქნა მი­ღე­ბუ­ლი.

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
კეკე
2

ვერ შეედავები როცა მართალს ამბობს.

Zaza
9

ზაქარეიშვილი ფსკერია

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

"საქართველოს ირაკლი ბებუასთვის უნდა დაექირავებინა ძლიერი ადვოკატი, 9 წელი ძალიან ბევრია - მესიჯია, რომ "არავის უმუშავია ამაზე და თქვენ, თქვენი პატიმარი მიაგდეთ"

"საქართველოს ირაკლი ბებუასთვის უნდა დაექირავებინა ძლიერი ადვოკატი, 9 წელი ძალიან ბევრია - მესიჯია, რომ "არავის უმუშავია ამაზე და თქვენ, თქვენი პატიმარი მიაგდეთ"

ექსპერტ პაატა ზაქარეიშვილის შეფასებით, ოკუპირებულ აფხაზეთში უკანონო პატიმრობაში მყოფ ირაკლი ბებუასთვის 9 წლით თავისუფლების აღკვეთა ნიშნავს, რომ ქართულ მხარეს ამ კუთხით საერთოდ არ უმუშავია.

მისივე განცხადებით, 9 წელი „გამაოგნებლად მაღალი“ ციფრია.

როგორც ზაქარეიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ აღნიშნა, სახელმწიფოს უნდა დაექირავებინა ძლიერი ადვოკატი, რომელიც სასჯელის ვადას მინიმუმამდე დაიყვანდა.

ამასთან, ზაქარეიშვილის თქმით, დღევანდელ ხელისუფლებას არ ჰყავს კომპეტენტური ადამიანები, რომლებიც პირდაპირ გავლენ კონტაქტზე აფხაზურ მხარესთან.

„ირაკლი ბებუას ჰყავდა ადგილობრივი, სახაზინო ადვოკატი. საქართველოს, რაც შეეძლო, რომ გაეკეთებინა, უნდა დაექირავებინა საკმაოდ ძლიერი ადვოკატი და მას დაეცვა მისი უფლებები. 9 წელი ძალიან ბევრია, შეიძლებოდა ეს ყოფილიყო 2-3 წელი და შემდეგ უფრო იოლია მუშაობა სასამართლოს შემდგომ პროცესებზე - შეწყალებაზე და რაღაც-რაღაცებზე. 9 წელი რომ მისცეს, ეს ნიშნავს, რომ საერთოდ არ უმუშავია სახელმწიფოს. უნდა აეყვანათ ადვოკატი, რომელიც მინიმუმამდე დაიყვანდა ამ ვადას. მერე საჭიროა პირდაპირ მოლაპარაკებები. ჟენევა კარგია, მაგრამ მე ისე გამოვიყვანე შვიდი პატიმარი, რომლებსაც 7-დან 12 წლამდე ჰქონდათ მისჯილი, ერთი კაცი არ მიმიცია. ისე გავაკეთეთ, რომ არც ჟენევამ, არც წითელმა ჯვარმა არ იცოდა ამ მოლაპარაკებების შესახებ. არაფერი არ მოუთხოვიათ, ისე მოგვცეს აფხაზებმა შვიდი პატიმარი. დღევანდელმა ხელისუფლებამ ვერაფრით ვერ შეიგნო, რომ საჭიროა პირდაპირი კონტაქტები. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, მარტო ცხელი ხაზით საქმეები არ კეთდება“, - განაცხადა ზაქარეიშვილმა.

მისივე შეფასებით, მოლაპარაკებებისთვის საჭიროა ყველა ბერკეტის გამოყენება.

„აფხაზები ჩვენს წინაშე ვალში არიან ისევე, როგორც ოსები. საჭიროა მათთან მუდმივი ლაპარაკი. უნდა ჰყავდეთ ხალხი, რომლებსაც 10-15 - წლიანი გამოცდილება აქვთ მათთან ურთიერთობის. უამრავი საკითხის გადაწყვეტა შეიძლებოდა პირდაპირ ცხივალი-თბილისი-სოხუმი. მე ვხედავ, რომ საერთოდ გაჩერებულია ეს მიმართულება, მხოლოდ უცხოელების საშუალებით ხდება. ძალიან დიდი მადლობა ევროკავშირს, სადამკვირვებლო მისიას და ჟენევას, მაგრამ ისინი ამ ყველაფერს უდგებიან ფორმალურად. სად რომ შენებურად, კავკასიურად დაელაპარაკები, ზოგჯერ ჯიგრულადაც კი და სად რომ ფორმალურად რაღაც მოხდება? საჭიროა ყველა ბერკეტის გამოყენება და ჩვენ ქართული ბერკეტი გამოვაცალეთ და დავტოვეთ მხოლოდ უცხოური ბერკეტები, რომლებიც უაღრესად მნიშვნელოვანია, მაგრამ არა - სრულყოფილი. თუ მოლაპარაკებები წავა და რაღაცაზე შეთანხმდებიან, შეიძლება ხვალვე გამოუშვან. საჭიროა არა მუდმივი დაცინვა და ზემოდან ყურება, არამედ საჭიროა, როგორც ტოლთან ლაპარაკი“, - განაცხადა ზაქარეიშვილმა.

მისივე თქმით, "მესიჯი არის ის, რომ არავის უმუშავია ამაზე და თქვენ, თქვენი პატიმარი მიაგდეთ", - განაცხადა ზაქარეიშვილმა.

ცნობისთვის, ოკუპირებულ აფხაზეთში უკანონო პატიმრობაში მყოფ ირაკლი ბებუას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ირაკლი ბებუასთვის 9 წლით თავისუფლების უკანონოდ მისჯის შესახებ ინფორმაცია ცხელი ხაზით მიიღეს. გადაწყვეტილება 7 დეკემბერს იქნა მიღებული.

"მგონია, ჩემი მშობლიური სახლი იწვის, ვერ ვიძინებ, იქ ვარ ჩემს ცეცხლმოკიდებულ ქალაქში და ვლოცულობ, იწვიმოს" - ვითარება აფხაზეთში და ადგილობრივები, დახმარების ამაო მოლოდინში

ხანძარმა ავარიულად გათიშა "ფსოუ 220" - აფხაზეთის ნახევარი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა

"სოხუმს ტყის ხანძრის ჩაქრობაში თბილისის დახმარება არ სჭირდება"  - სერგეი შამბა