საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

10

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 19:15-ზე, მთვარე მორიელში იქნება 23:58-დან დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სასოწარკვეთილი ღლაპის ბრიფინგი" - როგორ ეხმაურებიან ოპოზიციის ლიდერები ირაკლი კობახიძის დღევანდელ ბრიფინგს
"სასოწარკვეთილი ღლაპის ბრიფინგი" - როგორ ეხმაურებიან ოპოზიციის ლიდერები ირაკლი კობახიძის დღევანდელ ბრიფინგს

„ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი მდივ­ნის“ ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძის გან­ცხა­დე­ბას, რომ­ლის თქმი­თაც, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბა ყვე­ლა იმ დე­პუ­ტატს შე­უ­წყვეტს უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბას, რო­მე­ლიც მათ გან­ცხა­დე­ბით მი­მარ­თავს, ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ე­ბის ლი­დე­რე­ბი ეხ­მა­უ­რე­ბი­ან:

ვიდ­რე მო­ლა­პა­რა­კე­ბის რე­სურ­სი არ­სე­ბობს, ვფიქ­რობ, რომ გან­ცხა­დე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით არ უნდა იჩ­ქა­როს ოპო­ზი­ცი­ამ, - ამის შე­სა­ხებ „სტრა­ტე­გია აღ­მა­შე­ნებ­ლის“ ლი­დერ­მა გი­ორ­გი ვა­შა­ძემ გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, ამ თე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით მსჯე­ლო­ბა ოპო­ზი­ცი­ას დღე­ვან­დელ შეხ­ვედ­რა­ზე ექ­ნე­ბა.

ამას­თა­ნა­ვე, გი­ორ­გი ვა­შა­ძის ინ­ფორ­მა­ცი­ით ხვალ და­ახ­ლო­ე­ბით, 11:00 სა­ათ­ზე ელ­ჩე­ბის მო­დე­რა­ტო­რო­ბით ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბის მო­რი­გი რა­უნ­დი გა­ი­მარ­თე­ბა.

„ამა­ზე ჩვენ გვექ­ნე­ბა დღეს მსჯე­ლო­ბა და სა­ბო­ლოო პო­ზი­ცი­ა­ზე, რა­ზეც ჩა­მოვ­ყა­ლიბ­დე­ბით, ამ პო­ზი­ცი­ას გა­გაც­ნობთ.

ხვალ 11:00 სა­ათ­ზე, სა­ვა­რა­უ­დოდ, იქ­ნე­ბა შეხ­ვედ­რა დიპ­ლო­მა­ტი­ი­უ­რი კორ­პუ­სის მე­დი­ა­ცი­ით, სა­დაც იმე­დი მაქვს, რომ რა­ღაც სა­კი­თხებ­ზე შე­თან­ხმე­ბა შედ­გე­ბა.

სა­ნამ შე­თან­ხმე­ბა არ შედ­გე­ბა, ჩვენ პარ­ლა­მენ­ტში შეს­ვლას არ ვა­პი­რებთ. და­ნარ­ჩენ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით, როცა ვიმ­სჯე­ლებთ, აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე გვექ­ნე­ბა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი ვა­შა­ძემ.

„ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს“ ერთ-ერთი ლი­დე­რის, გიგა ბო­კე­რი­ას გან­ცხა­დე­ბით, „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის­თვის“ სა­არ­ჩევ­ნო რე­გის­ტრა­ცი­ის შე­საძ­ლო გა­უქ­მე­ბა „პუ­ტი­ნის რუ­სე­თის მო­დე­ლია“. რო­გორც ბო­კე­რია აღ­ნიშ­ნავს, „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ ამ მე­თო­დით ავ­ტო­რი­ტა­რუ­ლი რე­ჟი­მის დამ­ყა­რე­ბას ცდი­ლობს.

„ერთი შე­ფა­სე­ბა, რო­მე­ლიც პირ­ვე­ლი მომ­დის თავ­ში არის ის, რომ მო­რიგ ჯერ­ზე პერ­სო­ნა­ლუ­რად ივა­ნიშ­ვილს უმტყუ­ნა ნერ­ვებ­მა და ამის შე­დე­გია ეს გულ­წრფე­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბი, რაც მო­ვის­მი­ნეთ კო­ბა­ხი­ძის­გან. ეს ჩვენ კი ისე­დაც ვი­ცით, მაგ­რამ ასე ღიად მა­ინც ერი­დე­ბი­ან ხოლ­მე ივა­ნიშ­ვი­ლის რე­ჟი­მის სხვა­დას­ხვა წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი თქვან, რომ სურთ პო­ლი­ტი­კუ­რი ავ­ტო­რი­ტა­რუ­ლი რე­ჟი­მის დამ­ყა­რე­ბა ბო­ლომ­დე და გაღ­მა გას­ვლა. რე­ჟი­მი, სა­დაც მსხვილ ოპო­ზი­ცი­ურ პარ­ტი­ას, ამ შემ­თხვე­ვა­ში იმ პო­ლი­ტი­კურ პარ­ტი­ას, რო­მელ­მაც ამ მა­ნი­პუ­ლი­რე­ბუ­ლი ციფ­რე­ბი­თაც კი 27% მი­ი­ღო, უუქ­მე­ბენ რე­გის­ტრა­ცი­ას. ეს არის პუ­ტი­ნის რუ­სე­თის მო­დე­ლი. სწო­რედ პუ­ტი­ნის რუ­სეთ­შია ეს მე­თო­დი. ამ მე­თოდს პუ­ტი­ნის რუ­სეთ­მა მი­მარ­თა არა­ერ­თხელ პო­ლი­ტი­კუ­რი კონ­კუ­რენ­ცი­ის პირ­და­პირ შე­სა­ზღუ­დად იმი­ტომ, რომ არ ეყო სხვა მე­თო­დე­ბი. ეს არის იმის შე­დე­გი, რომ რე­ჟი­მის შიგ­ნით, ივა­ნიშ­ვი­ლის გა­რე­მოც­ვა­შიც კი გა­სა­გე­ბი ხდე­ბა ის კრი­ზი­სი, რო­მე­ლიც თვი­თონ შექ­მნა ივანშვილ­მა თა­ვი­სი უპა­სუ­ხის­მგებ­ლო, მავ­ნებ­ლუ­რი და უტი­ფა­რი ნა­ბი­ჯე­ბით.

პო­ლი­ტი­კუ­რი ბო­ი­კო­ტის გა­ფორ­მე­ბა და პირ­ვე­ლად სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ა­ში ერ­თპარ­ტი­უ­ლი პარ­ლა­მენ­ტის შექ­მნა არის კი­დევ ერთი გა­დამ­წყვე­ტი ფაქ­ტო­რი, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან დიდ პრობ­ლე­მებს შე­უქ­მნით მათ მო­მა­ვალ­ში. ამის შე­დე­გია ეს სა­უ­ბა­რი. ბა­ტონ­მა კო­ბა­ხი­ძემ მის­თვის ჩვე­უ­ლი, უტი­ფა­რი ფორ­მით ცივი წყა­ლი გა­და­ას­ხა ყვე­ლა იმ გულ­წრფე­ლად თუ არა­გულ­წრფე­ლად შემ­ცდარ კო­ლე­გას ოპო­ზი­ცი­ა­ში, რო­მე­ლიც ჩვე­ნი აზ­რით, ამ კონ­ტექ­სტის­თვის მე­ო­რე­ხა­რის­ხო­ვა­ნი სა­კი­თხე­ბით აპი­რებ­და ამ ბო­ი­კო­ტის ტორ­პე­დი­რე­ბას. თქვა, რომ თქვე­ნი შე­მოს­ვლა სა­ერ­თოდ არ გვა­ინ­ტე­რე­სებს, ისე მი­ვი­ღებთ ყვე­ლა­ფერ­სო“, - გა­ნა­ცხა­და ბო­კე­რი­ამ.

რო­გორც ბო­კე­რი­ამ აღ­ნიშ­ნა, „ყო­ველ­თვის, როცა ივა­ნიშ­ვილს ნერ­ვე­ბი უმტყუ­ნებს, ის ყვე­ლა­ზე მძი­მე შეც­დო­მებს უშ­ვებს“.

„მან და­არ­ღვია შე­თან­ხმე­ბაც და გა­მო­ი­ტა­ნა გა­რეთ მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი­დან ის, რის გა­კე­თე­ბა­საც თვი­თონ აპი­რებს. ყვე­ლა დიდ ამ­ბავ­თან ერ­თად, ყვე­ლა­ზე დიდი ოპი­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ის­თვის,“ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის­თვის“ მან და­ა­მა­ტა მუ­ქა­რე­ბი, რომ რად­გან რაც ჩვენ გვინ­და, იმას არ აკე­თებთ, ამ რეპ­რე­სი­ულ ნა­ბი­ჯებს გა­დავ­დგამ­თო. რო­გორც ჩანს, ერთ ნა­წილ­ში მა­ინც გო­ნივ­რუ­ლო­ბამ გა­მო­ა­ნა­თა, რომ ვი­თა­რე­ბა, როცა გან­ცხა­დე­ბას და­წერ­დნენ ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი პარ­ლა­მენ­ტი­დან გას­ვლა­ზე და კო­ბა­ხი­ძე იმუქ­რე­ბო­და, არ გა­გიშ­ვებთ პარ­ლა­მენ­ტი­და­ნო, ახლა შე­მო­ატ­რი­ა­ლა და გა­და­წყვი­ტა, რომ ვინც და­წერთ გან­ცხა­დე­ბას, იმათ შე­გი­წყვი­ტავ­თო და ამით უნდა და­აწ­ვი­ნოს ოპო­ნენ­ტე­ბი. ცდე­ბა, რო­გორც ყო­ველ­თვის, როცა ივა­ნიშ­ვილს ნერ­ვე­ბი უმ­ტუყ­ნებს ხოლ­მე, ის ყვე­ლა­ზე მძი­მე შეც­დო­მებს უშ­ვებს. ჩვე­ნი ამო­ცა­ნა არის ამ მტკი­ცე პო­ზი­ცი­ით ჩამ­თავ­რე­ბა პრო­ტეს­ტის ამ ფა­ზის, ვგუ­ლის­ხმობ ამ არა­ლე­გი­ტი­მუ­რი პარ­ლა­მენ­ტის სრულ­ფა­სო­ვან ბო­ი­კო­ტი­რე­ბას, რაც მოხ­დე­ბა რამ­დე­მი­მე დღე­ში და შემ­დეგ სა­მო­ქა­ლა­ქო, მშვი­დო­ბი­ა­ნი პრო­ტეს­ტის გაგ­რძე­ლე­ბა სხვა­დას­ხვა მო­მენ­ტში, სხვა­დას­ხვა ინ­ტენ­სი­ვო­ბით და იმის მიღ­წე­ვა, რა­საც ჰქვია ხე­ლი­სუფ­ლე­ბის არ­ჩე­ვის უფ­ლე­ბა ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის მხრი­დან“, - გა­ნა­ცხა­და ბო­კე­რი­ამ.

"თუკი ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძეს ჰგო­ნია, მის მუ­ქა­რა­ზე ჩვე­ნი რე­აქ­ცია იქ­ნე­ბა, რომ უკა­ნა ფე­ხებ­ზე დავ­დგე­ბით და ვი­ტყვით: - ყვე­ლა­ფერს შე­გის­რუ­ლებთ, ბრიყ­ვე­ბი არი­ან", - ამის შე­სა­ხებ „ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს“ ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა სერ­გი კა­პა­ნა­ძემ „პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა „დღის ნი­უს­რუმ­ში“ გა­ნა­ცხა­და.

კა­პა­ნა­ძის შე­ფა­სე­ბით, „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა არა­ა­დეკ­ვა­ტურ და სა­ხი­ფა­თო გზას და­ად­გა, როცა ოპო­ზი­ცი­ურ პო­ლი­ტი­კურ პარ­ტი­ებს გა­უქ­მე­ბი­თა და და­ფი­ნან­სე­ბის შე­წყვე­ტით ემუქ­რე­ბა, ხოლო ოპო­ზი­ცი­ურ მე­დი­ას - გა­ჩუ­მე­ბით.

მი­სი­ვე თქმით, არა­ვის სჯე­რა, რომ „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ უმ­რავ­ლე­სო­ბით შექ­მნი­ლი პარ­ლა­მენ­ტის სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სია და­ად­გენს, გა­ა­ყალ­ბეს თუ არა მათ 31 ოქ­ტომ­ბრის არ­ჩევ­ნე­ბი.

„რა სი­სუ­ლე­ლეა და ვის სჯე­რა ამის?! ეს არის ჰა­ე­რის გა­ყიდ­ვა, მაგ­რამ კო­ბა­ხი­ძის გან­ცხა­დე­ბა რა­ი­მე ინი­ცი­ა­ტი­ვა და წი­ნა­და­დე­ბა კი არ იყო, ეს რე­ა­ლუ­რად მუ­ქა­რა იყო. კო­ბა­ხი­ძე გა­მო­ვი­და და ყვე­ლას და­ე­მუქ­რა, რომ „ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას“ გა­ა­უქ­მებს, ოპო­ზი­ცი­ურ მე­დი­ას თავს და­ეს­ხმე­ბა, ოპო­ზი­ცი­ურ პარ­ტი­ებს და­ფი­ნან­სე­ბას შე­უ­წყვეტს. მან გა­აჟ­ღე­რა მუ­ქა­რა, რო­მე­ლიც ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის­გან მო­დის. და­ად­გნენ დიქ­ტა­ტუ­რის გზას, მაგ­რამ სა­ქარ­თვე­ლო­ში დიქ­ტა­ტუ­რა არ გა­მო­უ­ვათ, ეს შე­უძ­ლე­ბე­ლია“, - გა­ნა­ცხა­და სერ­გი კა­პა­ნა­ძემ.

მან აქვე დას­ძი­ნა, რომ „თუკი ამ ყვე­ლაფ­რის მერე ვინ­მე პარ­ლა­მენ­ტში მა­ინც შევა, ყო­ჩაღ მას, რად­გან ეს „ქარ­თულ ოც­ნე­ბა­ში“ შეს­ვლის გა­ფორ­მე­ბა იქ­ნე­ბა“.

ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა სა­ჯა­როდ გახ­სნა დახ­ლი - კი­დევ ერთხელ გა­მო­აგ­ზავ­ნა გზავ­ნი­ლი: მაქვს ფული. გინ­დათ ფული? მო­დით, ვინც პრინ­ცი­პე­ბის ერ­თგუ­ლი ხართ, ნუ მოხ­ვალთ, - ასე ეხ­მი­ა­ნე­ბა „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ ერთ-ერთი ლი­დე­რი ნიკა მე­ლია „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი მდივ­ნის, ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძის გან­ცხა­დე­ბას.

მისი თქმით, დღეს კო­ბა­ხი­ძემ რე­ა­ლუ­რად ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის გზავ­ნი­ლე­ბი გა­აჟ­ღე­რა.

„დღეს ად­გი­ლი ჰქონ­და ღია შე­ტე­ვას ოპო­ზი­ცი­ა­ზე არა­თუ კო­ბა­ხი­ძის, არა­მედ ივა­ნიშ­ვი­ლის მხრი­დან, რად­გან ყვე­ლამ ძა­ლი­ან კარ­გად ვი­ცით, რომ როცა სა­უბ­რობს ბა­ტო­ნი კო­ბა­ხი­ძე სა­უბ­რობს ბა­ტო­ნი ივა­ნიშ­ვი­ლი და ნე­ბის­მი­ე­რი გზავ­ნი­ლი, რო­მე­ლიც ამ ადა­მი­ა­ნის­გან ჟღერ­დე­ბა, ეს არის შე­თან­ხმე­ბუ­ლი ბა­ტონ ივა­ნიშ­ვილ­თან ან რო­გორც წესი მისი გზავ­ნი­ლია, რო­მე­ლიც ხმო­ვან­დე­ბა ბა­ტონ კო­ბა­ხი­ძის მიერ.

როცა მთა­ვა­რი ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ის მი­მართ გა­მო­დი­ხარ მუ­ქა­რით, რომ რე­გის­ტრა­ცი­ი­დან მო­იხ­სნე­ბა, წარ­მო­იდ­გი­ნეთ რა მდგო­მა­რე­ო­ბა­ში აპი­რებს ჩა­ა­ყე­ნონ სხვა პარ­ტი­ე­ბი, რომ­ლე­ბიც ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის რე­ჟი­მი­დან წა­მო­სულ ძა­ლა­დობ­რივ მუ­ქა­რებს არ ეთან­ხმე­ბი­ან.

მან მკა­ფიო ხაზი გა­ავ­ლო, რომ ვინც პარ­ლა­მენ­ტში შე­მოხ­ვალთ ფულს მოგ­ცემთ, ვინც არ შე­მოხ­ვალთ - არ მოგ­ცემთ.

ამი­ტომ, მე ვფიქ­რობ, რომ სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბაც კი­დევ ერთხელ დარ­წმუნ­და თუ რას ვაპ­რო­ტეს­ტებთ ჩვენ უკა­ნას­კნე­ლი ერთი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში და ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი კი­დევ ერთხელ ღრმად ცდე­ბა. დიდი შეც­დო­მა და­უშ­ვა უკვე, ის არ ით­ვა­ლის­წი­ნებს მთა­ვარს, რომ ამ ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ე­ბის უკან ცო­ცხა­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი დგა­ნან, სა­ქარ­თვე­ლოს ასი­ა­თა­სო­ბით მო­ქა­ლა­ქე, რომ­ლებ­საც ჩვენ წარ­მო­ვაგ­დენთ. ამი­ტომ, ამ ყვე­ლაფ­რის ფონ­ზე, ნე­ბის­მი­ე­რი ადა­მი­ა­ნი, ნე­ბის­მი­ე­რი პო­ლი­ტი­კო­სი, ნე­ბის­მი­ე­რი სუ­ბი­ექ­ტი პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ის სა­ხით ვინც შევა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის პარ­ლა­მენ­ტში, ბუ­ნებ­რი­ვია ის ვე­ღარ იქ­ნე­ბა ვე­ღარც პო­ლი­ტი­კო­სი და მი­თუ­მე­ტეს ვე­ღარც ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი. ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა სა­ჯა­როდ დახ­ლი გახ­სნა - კი­დევ ერთხელ გა­მო­აგ­ზავ­ნა გზავ­ნი­ლი: მაქვს ფული. გინ­დათ ფული? მო­დით. ვი­საც ღირ­სე­ბა გაქვთ, პრინ­ცი­პე­ბის ერ­თგუ­ლი ხართ, ნუ მოხ­ვალთ,“ - გა­ნა­ცხა­და მე­ლი­ამ.

"ჩვენ ვი­ხი­ლეთ სა­სო­წარ­კვე­თი­ლი ღლა­პის ბრი­ფინ­გი", - ასე გა­მო­ეხ­მა­უ­რა „ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს“ ერთ-ერთი ლი­დე­რი გიგი უგუ­ლა­ვა „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი მდივ­ნის ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძის დღე­ვან­დელ ბრი­ფინგს.

რო­გორც უგუ­ლა­ვა აღ­ნიშ­ნავს, კარ­გია, რომ კო­ბა­ხი­ძემ სა­კუ­თა­რი შეს­წო­რე­ბუ­ლი კონ­სტი­ტუ­ცია წა­ი­კი­თხა და „მიხ­ვდა, რომ რო­დე­საც ადა­მი­ა­ნი პარ­ლა­მენტს ბო­ი­კოტს უცხა­დებს, მმარ­თველ გუნდს უფ­ლე­ბა არ აქვს მისი ნე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ და­ტო­ვოს“.

„მან გვამ­ცნო, რომ აღარ დაგ­ვა­კა­ვე­ბენ პარ­ლა­მენ­ტში. პარ­ლა­მენ­ტში აპი­რებ­დნენ ცი­ხის მო­წყო­ბას, რო­დე­საც ხალ­ხი და­წერ­და ბო­ი­კოტ­ზე გან­ცხა­დე­ბას, რომ გთხოვთ, შეგ­ვი­წყვი­ტოთ უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა, მან გვამ­ცნო, რომ კი ბა­ტო­ნო, დაგ­ვიკ­მა­ყო­ფი­ლე­ბენ. კარ­გია, რომ თა­ვი­სი­ვე ადაპ­ტი­რე­ბულ შეს­წო­რე­ბულ-გა­და­სეკ­ვესტრე­ბუ­ლი კონ­სტი­ტუ­ცია წა­ი­კი­თხა და მიხ­ვდა, რომ რო­დე­საც ადა­მი­ა­ნი ამ­ბობს, რომ ბო­ი­კოტს უცხა­დებს და ტო­ვებს პარ­ლა­მენტს, შენ, უმ­რავ­ლე­სო­ბას არ გაქვს უფ­ლე­ბა და­ტო­ვო პარ­ლა­მენ­ტში მისი ნე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ. ადა­მი­ა­ნის ნე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ სად­მე და­ტო­ვე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის და­ნა­შა­უ­ლია და ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა ყვე­ლა ჯან­საღ აზრს.

ასე­ვე გა­ვი­გეთ სრუ­ლი სი­გი­ჟე და ბოდ­ვა, რომ თურ­მე „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ რე­გის­ტრა­ცი­ის გა­უქ­მე­ბას აპი­რებს. მო­გე­სალ­მე­ბით მთლი­ა­ნად უკვე გა­ფორ­მე­ბულ დიქ­ტა­ტუ­რა­ში იმი­ტომ, რომ ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ის რე­გის­ტრა­ცი­ის გა­უქ­მე­ბა ყუ­რით მოთ­რე­უ­ლი არ­გუ­მენ­ტე­ბით, პირ­და­პირ გა­დად­გმუ­ლი ნა­ბი­ჯია არა ავ­ტოკ­რა­ტი­ის­კენ, არა­მედ პირ­და­პირ დიქ­ტა­ტუ­რის­კენ. იქ იყო ია­ფ­ფა­სი­ა­ნი მუ­ქა­რე­ბი, რომ შეგ­ვი­წყვე­ტენ და­ფი­ნან­სე­ბას. მა­გა­ზე კა­ლა­ძის სი­ტყვე­ბი შეგ­ვიძ­ლია გა­ვიხ­სე­ნოთ - აქე­და­ნაც რომ მოს­ჩანს ანძა და შეგ­ვიძ­ლია კო­ბა­ხი­ძეს ვუ­თხრათ. შე­წყვეტ და კი­დევ ერთხელ და­არ­ღვევ კა­ნონს, ამის უფ­ლე­ბა არ გაქვს, მაგ­რამ არა­ვინ გა­მო­გე­კი­დე­ბა, კი, ბა­ტო­ნო, შე­წყვი­ტე. ამით ჩვენს პო­ზი­ცი­ას არ შე­ვიც­ვლით. იყო კი­დევ უამ­რა­ვი ბოდ­ვა“, - გა­ნა­ცხა­და უგუ­ლა­ვამ.

რაც შე­ე­ხე­ბა კო­ბა­ხი­ძის გან­ცხა­დე­ბას, რომ პარ­ლა­მენ­ტში არ­ჩევ­ნე­ბის სა­გა­მო­ძი­ე­ბო დრო­ე­ბი­თი კო­მი­სია შე­იქ­მნე­ბა, უგუ­ლა­ვა ამ­ბობს, რომ ეს კო­მი­სია „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის­თვის“ თა­ვის გა­მარ­თლე­ბის მცდე­ლო­ბაა.

„რაც შე­ე­ხე­ბა კო­მი­სი­ას, თვი­თონ გა­ა­ყალ­ბეს არ­ჩევ­ნე­ბი და ახლა თვი­თონ­ვე ქმნი­ან კო­მი­სი­ას, რომ თა­ვი­სი გა­ყალ­ბე­ბუ­ლი თვი­თონ­ვე შე­ის­წავ­ლონ. ეს არის „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ლო­გი­კა „სამ ტან­ცუ­ეტ, სამ პა­ი­ოტ“, ამი­ტომ ამ კო­მი­სი­ის­გან არა­ფე­რი გა­მო­ვა. ეს კო­მი­სია იქ­ნე­ბა მხო­ლოდ და მხო­ლოდ სა­კუ­თა­რი თა­ვის უბად­რუ­კი „გაპ­რა­ვე­ბის“ მცდე­ლო­ბა“, - გა­ნა­ცხა­და უგუ­ლა­ვამ.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ დღეს "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" აღ­მას­რუ­ლე­ბელ­მა მდი­ვან­მა ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ ბრი­ფინ­გი გა­მარ­თა, სა­დაც გა­ნა­ცხა­და, რომ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბა ყვე­ლა იმ დე­პუ­ტატს შე­უ­წყვეტს უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბას, რო­მე­ლიც მათ გან­ცხა­დე­ბით მი­მარ­თავს. ამას­თან, კო­ბა­ხი­ძის თქმით, სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გე­ბის შემ­სწავ­ლე­ლი დრო­ე­ბი­თი სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სია შე­იქ­მნე­ბა, რო­მე­ლიც სა­არ­ჩევ­ნო უბ­ნებს გა­დათ­ვლის და „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ სა­სარ­გებ­ლოდ 1%-იანი გა­დახ­რის აღ­მო­ჩე­ნის შემ­თხვე­ვა­შიც კი, რიგ­გა­რე­შე არ­ჩევ­ნე­ბი და­ი­ნიშ­ნე­ბა.

მკითხველის კომენტარები / 14 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ბერდია
104

სასოწარკვეთილს კობახიძე კი არა, ნიკა გვარამია ჰგავდა გუშინ. მაგის ნაბჟუტურებმა გაამყარა ოცნების პოზიციები. ნეტა მიშას დაკვეთა იყო, თუ ბოღმამ გამოაშტერა ასე.

mama
69

სასოწარკვეთილი ვინარი მემგონი კიხედავთ 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"სასოწარკვეთილი ღლაპის ბრიფინგი" - როგორ ეხმაურებიან ოპოზიციის ლიდერები ირაკლი კობახიძის დღევანდელ ბრიფინგს

"სასოწარკვეთილი ღლაპის ბრიფინგი" - როგორ ეხმაურებიან ოპოზიციის ლიდერები ირაკლი კობახიძის დღევანდელ ბრიფინგს

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის“ ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომლის თქმითაც, "ქართული ოცნების" გადაწყვეტილებით, საპარლამენტო უმრავლესობა ყველა იმ დეპუტატს შეუწყვეტს უფლებამოსილებას, რომელიც მათ განცხადებით მიმართავს, ოპოზიციური პარტიების ლიდერები ეხმაურებიან:

ვიდრე მოლაპარაკების რესურსი არსებობს, ვფიქრობ, რომ განცხადებასთან დაკავშირებით არ უნდა იჩქაროს ოპოზიციამ, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისივე განმარტებით, ამ თემასთან დაკავშირებით მსჯელობა ოპოზიციას დღევანდელ შეხვედრაზე ექნება.

ამასთანავე, გიორგი ვაშაძის ინფორმაციით ხვალ დაახლოებით, 11:00 საათზე ელჩების მოდერატორობით ხელისუფლების წარმომადგენლებთან მოლაპარაკების მორიგი რაუნდი გაიმართება.

„ამაზე ჩვენ გვექნება დღეს მსჯელობა და საბოლოო პოზიციაზე, რაზეც ჩამოვყალიბდებით, ამ პოზიციას გაგაცნობთ.

ხვალ 11:00 საათზე, სავარაუდოდ, იქნება შეხვედრა დიპლომატიიური კორპუსის მედიაციით, სადაც იმედი მაქვს, რომ რაღაც საკითხებზე შეთანხმება შედგება.

სანამ შეთანხმება არ შედგება, ჩვენ პარლამენტში შესვლას არ ვაპირებთ. დანარჩენ საკითხთან დაკავშირებით, როცა ვიმსჯელებთ, აქედან გამომდინარე გვექნება გადაწყვეტილება“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობისთვის“ საარჩევნო რეგისტრაციის შესაძლო გაუქმება „პუტინის რუსეთის მოდელია“. როგორც ბოკერია აღნიშნავს, „ქართული ოცნება“ ამ მეთოდით ავტორიტარული რეჟიმის დამყარებას ცდილობს.

„ერთი შეფასება, რომელიც პირველი მომდის თავში არის ის, რომ მორიგ ჯერზე პერსონალურად ივანიშვილს უმტყუნა ნერვებმა და ამის შედეგია ეს გულწრფელი განცხადებები, რაც მოვისმინეთ კობახიძისგან. ეს ჩვენ კი ისედაც ვიცით, მაგრამ ასე ღიად მაინც ერიდებიან ხოლმე ივანიშვილის რეჟიმის სხვადასხვა წარმომადგენლები თქვან, რომ სურთ პოლიტიკური ავტორიტარული რეჟიმის დამყარება ბოლომდე და გაღმა გასვლა. რეჟიმი, სადაც მსხვილ ოპოზიციურ პარტიას, ამ შემთხვევაში იმ პოლიტიკურ პარტიას, რომელმაც ამ მანიპულირებული ციფრებითაც კი 27% მიიღო, უუქმებენ რეგისტრაციას. ეს არის პუტინის რუსეთის მოდელი. სწორედ პუტინის რუსეთშია ეს მეთოდი. ამ მეთოდს პუტინის რუსეთმა მიმართა არაერთხელ პოლიტიკური კონკურენციის პირდაპირ შესაზღუდად იმიტომ, რომ არ ეყო სხვა მეთოდები. ეს არის იმის შედეგი, რომ რეჟიმის შიგნით, ივანიშვილის გარემოცვაშიც კი გასაგები ხდება ის კრიზისი, რომელიც თვითონ შექმნა ივანშვილმა თავისი უპასუხისმგებლო, მავნებლური და უტიფარი ნაბიჯებით.

პოლიტიკური ბოიკოტის გაფორმება და პირველად საქართველოს ისტორიაში ერთპარტიული პარლამენტის შექმნა არის კიდევ ერთი გადამწყვეტი ფაქტორი, რომელიც ძალიან დიდ პრობლემებს შეუქმნით მათ მომავალში. ამის შედეგია ეს საუბარი. ბატონმა კობახიძემ მისთვის ჩვეული, უტიფარი ფორმით ცივი წყალი გადაასხა ყველა იმ გულწრფელად თუ არაგულწრფელად შემცდარ კოლეგას ოპოზიციაში, რომელიც ჩვენი აზრით, ამ კონტექსტისთვის მეორეხარისხოვანი საკითხებით აპირებდა ამ ბოიკოტის ტორპედირებას. თქვა, რომ თქვენი შემოსვლა საერთოდ არ გვაინტერესებს, ისე მივიღებთ ყველაფერსო“, - განაცხადა ბოკერიამ.

როგორც ბოკერიამ აღნიშნა, „ყოველთვის, როცა ივანიშვილს ნერვები უმტყუნებს, ის ყველაზე მძიმე შეცდომებს უშვებს“.

„მან დაარღვია შეთანხმებაც და გამოიტანა გარეთ მოლაპარაკებებიდან ის, რის გაკეთებასაც თვითონ აპირებს. ყველა დიდ ამბავთან ერთად, ყველაზე დიდი ოპიზიციური პარტიისთვის,“ნაციონალური მოძრაობისთვის“ მან დაამატა მუქარები, რომ რადგან რაც ჩვენ გვინდა, იმას არ აკეთებთ, ამ რეპრესიულ ნაბიჯებს გადავდგამთო. როგორც ჩანს, ერთ ნაწილში მაინც გონივრულობამ გამოანათა, რომ ვითარება, როცა განცხადებას დაწერდნენ ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები პარლამენტიდან გასვლაზე და კობახიძე იმუქრებოდა, არ გაგიშვებთ პარლამენტიდანო, ახლა შემოატრიალა და გადაწყვიტა, რომ ვინც დაწერთ განცხადებას, იმათ შეგიწყვიტავთო და ამით უნდა დააწვინოს ოპონენტები. ცდება, როგორც ყოველთვის, როცა ივანიშვილს ნერვები უმტუყნებს ხოლმე, ის ყველაზე მძიმე შეცდომებს უშვებს. ჩვენი ამოცანა არის ამ მტკიცე პოზიციით ჩამთავრება პროტესტის ამ ფაზის, ვგულისხმობ ამ არალეგიტიმური პარლამენტის სრულფასოვან ბოიკოტირებას, რაც მოხდება რამდემიმე დღეში და შემდეგ სამოქალაქო, მშვიდობიანი პროტესტის გაგრძელება სხვადასხვა მომენტში, სხვადასხვა ინტენსივობით და იმის მიღწევა, რასაც ჰქვია ხელისუფლების არჩევის უფლება ჩვენი მოქალაქეების მხრიდან“, - განაცხადა ბოკერიამ.

"თუკი ირაკლი კობახიძეს ჰგონია, მის მუქარაზე ჩვენი რეაქცია იქნება, რომ უკანა ფეხებზე დავდგებით და ვიტყვით: - ყველაფერს შეგისრულებთ, ბრიყვები არიან", - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა სერგი კაპანაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.

კაპანაძის შეფასებით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება არაადეკვატურ და სახიფათო გზას დაადგა, როცა ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს გაუქმებითა და დაფინანსების შეწყვეტით ემუქრება, ხოლო ოპოზიციურ მედიას - გაჩუმებით.

მისივე თქმით, არავის სჯერა, რომ „ქართული ოცნების“ უმრავლესობით შექმნილი პარლამენტის საგამოძიებო კომისია დაადგენს, გააყალბეს თუ არა მათ 31 ოქტომბრის არჩევნები.

„რა სისულელეა და ვის სჯერა ამის?! ეს არის ჰაერის გაყიდვა, მაგრამ კობახიძის განცხადება რაიმე ინიციატივა და წინადადება კი არ იყო, ეს რეალურად მუქარა იყო. კობახიძე გამოვიდა და ყველას დაემუქრა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ გააუქმებს, ოპოზიციურ მედიას თავს დაესხმება, ოპოზიციურ პარტიებს დაფინანსებას შეუწყვეტს. მან გააჟღერა მუქარა, რომელიც ბიძინა ივანიშვილისგან მოდის. დაადგნენ დიქტატურის გზას, მაგრამ საქართველოში დიქტატურა არ გამოუვათ, ეს შეუძლებელია“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

მან აქვე დასძინა, რომ „თუკი ამ ყველაფრის მერე ვინმე პარლამენტში მაინც შევა, ყოჩაღ მას, რადგან ეს „ქართულ ოცნებაში“ შესვლის გაფორმება იქნება“.

ბიძინა ივანიშვილმა საჯაროდ გახსნა დახლი - კიდევ ერთხელ გამოაგზავნა გზავნილი: მაქვს ფული. გინდათ ფული? მოდით, ვინც პრინციპების ერთგული ხართ, ნუ მოხვალთ, - ასე ეხმიანება „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებას.

მისი თქმით, დღეს კობახიძემ რეალურად ბიძინა ივანიშვილის გზავნილები გააჟღერა.

„დღეს ადგილი ჰქონდა ღია შეტევას ოპოზიციაზე არათუ კობახიძის, არამედ ივანიშვილის მხრიდან, რადგან ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ როცა საუბრობს ბატონი კობახიძე საუბრობს ბატონი ივანიშვილი და ნებისმიერი გზავნილი, რომელიც ამ ადამიანისგან ჟღერდება, ეს არის შეთანხმებული ბატონ ივანიშვილთან ან როგორც წესი მისი გზავნილია, რომელიც ხმოვანდება ბატონ კობახიძის მიერ.

როცა მთავარი ოპოზიციური პარტიის მიმართ გამოდიხარ მუქარით, რომ რეგისტრაციიდან მოიხსნება, წარმოიდგინეთ რა მდგომარეობაში აპირებს ჩააყენონ სხვა პარტიები, რომლებიც ბიძინა ივანიშვილის რეჟიმიდან წამოსულ ძალადობრივ მუქარებს არ ეთანხმებიან.

მან მკაფიო ხაზი გაავლო, რომ ვინც პარლამენტში შემოხვალთ ფულს მოგცემთ, ვინც არ შემოხვალთ - არ მოგცემთ.

ამიტომ, მე ვფიქრობ, რომ საერთაშორისო საზოგადოებაც კიდევ ერთხელ დარწმუნდა თუ რას ვაპროტესტებთ ჩვენ უკანასკნელი ერთი თვის განმავლობაში და ბიძინა ივანიშვილი კიდევ ერთხელ ღრმად ცდება. დიდი შეცდომა დაუშვა უკვე, ის არ ითვალისწინებს მთავარს, რომ ამ ოპოზიციური პარტიების უკან ცოცხალი ადამიანები დგანან, საქართველოს ასიათასობით მოქალაქე, რომლებსაც ჩვენ წარმოვაგდენთ. ამიტომ, ამ ყველაფრის ფონზე, ნებისმიერი ადამიანი, ნებისმიერი პოლიტიკოსი, ნებისმიერი სუბიექტი პოლიტიკური პარტიის სახით ვინც შევა ბიძინა ივანიშვილის პარლამენტში, ბუნებრივია ის ვეღარ იქნება ვეღარც პოლიტიკოსი და მითუმეტეს ვეღარც ოპოზიციონერი. ბიძინა ივანიშვილმა საჯაროდ დახლი გახსნა - კიდევ ერთხელ გამოაგზავნა გზავნილი: მაქვს ფული. გინდათ ფული? მოდით. ვისაც ღირსება გაქვთ, პრინციპების ერთგული ხართ, ნუ მოხვალთ,“ - განაცხადა მელიამ.

"ჩვენ ვიხილეთ სასოწარკვეთილი ღლაპის ბრიფინგი", - ასე გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის დღევანდელ ბრიფინგს.

როგორც უგულავა აღნიშნავს, კარგია, რომ კობახიძემ საკუთარი შესწორებული კონსტიტუცია წაიკითხა და „მიხვდა, რომ როდესაც ადამიანი პარლამენტს ბოიკოტს უცხადებს, მმართველ გუნდს უფლება არ აქვს მისი ნების საწინააღმდეგოდ დატოვოს“.

„მან გვამცნო, რომ აღარ დაგვაკავებენ პარლამენტში. პარლამენტში აპირებდნენ ციხის მოწყობას, როდესაც ხალხი დაწერდა ბოიკოტზე განცხადებას, რომ გთხოვთ, შეგვიწყვიტოთ უფლებამოსილება, მან გვამცნო, რომ კი ბატონო, დაგვიკმაყოფილებენ. კარგია, რომ თავისივე ადაპტირებულ შესწორებულ-გადასეკვესტრებული კონსტიტუცია წაიკითხა და მიხვდა, რომ როდესაც ადამიანი ამბობს, რომ ბოიკოტს უცხადებს და ტოვებს პარლამენტს, შენ, უმრავლესობას არ გაქვს უფლება დატოვო პარლამენტში მისი ნების საწინააღმდეგოდ. ადამიანის ნების საწინააღმდეგოდ სადმე დატოვება სისხლის სამართლის დანაშაულია და ეწინააღმდეგება ყველა ჯანსაღ აზრს.

ასევე გავიგეთ სრული სიგიჟე და ბოდვა, რომ თურმე „ქართული ოცნება“ „ნაციონალური მოძრაობის“ რეგისტრაციის გაუქმებას აპირებს. მოგესალმებით მთლიანად უკვე გაფორმებულ დიქტატურაში იმიტომ, რომ ოპოზიციური პარტიის რეგისტრაციის გაუქმება ყურით მოთრეული არგუმენტებით, პირდაპირ გადადგმული ნაბიჯია არა ავტოკრატიისკენ, არამედ პირდაპირ დიქტატურისკენ. იქ იყო იაფფასიანი მუქარები, რომ შეგვიწყვეტენ დაფინანსებას. მაგაზე კალაძის სიტყვები შეგვიძლია გავიხსენოთ - აქედანაც რომ მოსჩანს ანძა და შეგვიძლია კობახიძეს ვუთხრათ. შეწყვეტ და კიდევ ერთხელ დაარღვევ კანონს, ამის უფლება არ გაქვს, მაგრამ არავინ გამოგეკიდება, კი, ბატონო, შეწყვიტე. ამით ჩვენს პოზიციას არ შევიცვლით. იყო კიდევ უამრავი ბოდვა“, - განაცხადა უგულავამ.

რაც შეეხება კობახიძის განცხადებას, რომ პარლამენტში არჩევნების საგამოძიებო დროებითი კომისია შეიქმნება, უგულავა ამბობს, რომ ეს კომისია „ქართული ოცნებისთვის“ თავის გამართლების მცდელობაა.

„რაც შეეხება კომისიას, თვითონ გააყალბეს არჩევნები და ახლა თვითონვე ქმნიან კომისიას, რომ თავისი გაყალბებული თვითონვე შეისწავლონ. ეს არის „ქართული ოცნების“ ლოგიკა „სამ ტანცუეტ, სამ პაიოტ“, ამიტომ ამ კომისიისგან არაფერი გამოვა. ეს კომისია იქნება მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი თავის უბადრუკი „გაპრავების“ მცდელობა“, - განაცხადა უგულავამ.

შეგახსენებთ, რომ დღეს "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ ბრიფინგი გამართა, სადაც განაცხადა, რომ "ქართული ოცნების" გადაწყვეტილებით, საპარლამენტო უმრავლესობა ყველა იმ დეპუტატს შეუწყვეტს უფლებამოსილებას, რომელიც მათ განცხადებით მიმართავს. ამასთან, კობახიძის თქმით, საპარლამენტო არჩევნების შედეგების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია შეიქმნება, რომელიც საარჩევნო უბნებს გადათვლის და „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ 1%-იანი გადახრის აღმოჩენის შემთხვევაშიც კი, რიგგარეშე არჩევნები დაინიშნება.

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"

LIVE - ეთერშია გადაცემა "რეზიუმე"

"ივანიშვილი დანიშნავს არჩევნებს ან ოპოზიცია დაიწყებს აქციებისთვის მზადებას, პროტესტი რევოლუციაში გადაიზრდება" - მელია