სამართალი
მსოფლიო
პოლიტიკა

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ანტიგმირის წლევანდელი ტიტულის ფლობაში პირველობას არავის უთმობს გუბაზ სანიკიძე, რომელმაც ყველაფერი იკადრა" - რას წერს ღია წერილში პოლიტიკაში წასული ელისო ბოლქვაძე?
"ანტიგმირის წლევანდელი ტიტულის ფლობაში პირველობას არავის უთმობს გუბაზ სანიკიძე, რომელმაც ყველაფერი იკადრა" - რას წერს ღია წერილში პოლიტიკაში წასული ელისო ბოლქვაძე?

ელი­სო ბოლ­ქვა­ძე ზვი­ად ძი­ძი­გურს - დღეს თქვენ ხელ­წე­რას უწუ­ნებთ ივა­ნიშ­ვილს, მე სწო­რედ ამ ხელ­წე­რამ მო­მიყ­ვა­ნა "ქარ­თულ ოც­ნე­ბა­ში" და მაქვს პა­ტი­ვი, ამ გუნ­დი­დან ვიყო წარ­მოდ­გე­ნი­ლი მე­ა­თე მოწ­ვე­ვის პარ­ლა­მენ­ტში "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" სა­არ­ჩევ­ნო სიის წევ­რი ელი­სო ბოლ­ქვა­ძე "სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სერ­ვა­ტი­უ­ლი პარ­ტი­ის“ ლი­დერს ზვი­ად ძი­ძი­გურს ღია წე­რი­ლით მი­მარ­თავს და იმ ბრალ­დე­ბე­ბი­სა და კრი­ტი­კის ახ­სნას სთხოვს, რი­თაც ის "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" წი­ნა­აღ­მდეგ გა­მო­ვი­და.

რო­გორც ელი­სო ბოლ­ქვა­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს, ზვი­ად ძი­ძი­გუ­რი ოპო­ზი­ცი­უ­რი სპექტრი­დან იყო გა­მო­ნაკ­ლი­სი, რო­მე­ლიც ოპო­ზი­ცი­ის რი­ტო­რი­კას არ იზი­ა­რებ­და და ეს გა­მო­ნაკ­ლი­სიც აღარ არ­სე­ბობს.

"მე­დი­ა­ში გა­ვე­ცა­ნი თქვენს პო­ზი­ცი­ას მიმ­დი­ნა­რე პო­ლი­ტი­კურ მოვ­ლე­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, რო­მე­ლიც გან­ვლი­ლი 30 წლის ერ­თგვარ შე­ჯა­მე­ბად წარ­მოგ­ვიდ­გი­ნეთ, ოპო­ზი­ცი­ის რვაწ­ლი­ა­ნი კრი­ტი­კის მე­სი­ჯ­ბოქ­სი და სტე­რე­ო­ტი­პე­ბი გა­ი­ზი­ა­რეთ და ცხა­დია, მთა­ვარ დამ­ნა­შა­ვედ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი გა­მო­იყ­ვა­ნეთ. პრინ­ციპ­ში, ამ­გვარ ბრალ­დე­ბებს "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" მიჩ­ვე­უ­ლია - რო­გორც კი ოპო­ნენტს არ­გუ­მენ­ტი უმ­თავ­რდე­ბა, იწყებს გან­ზო­გა­დე­ბულ სა­უ­ბარს ივა­ნიშ­ვი­ლის მარ­თვის სტილ­ზე ანუ ხელ­წე­რა­ზე, აგ­რძე­ლებს არა­ფორ­მა­ლუ­რი მმარ­თვე­ლო­ბით და ას­რუ­ლებს მისი რუს ოლი­გარ­ქად გა­მო­ცხა­დე­ბით.

წე­რი­ლის მო­წე­რა თქვენ­და­მი პა­ტი­ვის­ცე­მამ გა­და­მა­წყვე­ტი­ნა - იშ­ვი­ა­თი ბი­ოგ­რა­ფი­ი­სა და წარ­სუ­ლის მქო­ნე ადა­მი­ა­ნის, რო­მე­ლიც ჯერ კი­დევ 80-იანი წლე­ბი­დან ჩა­ერ­თო ეროვ­ნულ მოძ­რა­ო­ბა­ში, გახ­და ხალ­ხის რჩე­უ­ლი უზე­ნა­ეს საბ­ჭო­ში, ხელი მო­ა­წე­რა და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის აქტს, იცავ­და პირ­ველ პრე­ზი­დენტს, პრინ­ცი­პე­ბის გამო იჯდა ცი­ხე­ში და არ შე­უ­წყვე­ტია ქარ­თულ პო­ლი­ტი­კა­ში მოღ­ვა­წე­ო­ბა, სა­დაც ოთხი მოწ­ვე­ვის პარ­ლა­მენ­ტის წევ­რო­ბა მო­ას­წრო. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ოპო­ზი­ცი­ა­ში წახ­ვე­დით, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას რომ ალ­ბათ იყა­ვით ერ­თა­დერ­თი ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც არ შე­უ­ერ­თდა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის კი­ცხვა­სა და გმო­ბას იმ სა­ხით, რა­საც დიდი ხა­ნია მიჩ­ვე­უ­ლი ვართ ოპო­ზი­ცი­ის მხრი­დან.

დღეს კი, სწო­რედ ამ გან­ვლი­ლი 30 წლის შე­სა­ხებ გა­მოთ­ქვამთ წუ­ხილს, და­ნა­ნე­ბით კი­თხუ­ლობთ, რაში გა­ა­ტა­რა ქვე­ყა­ნამ ეს დროო. ამ ოც­და­ა­თი წლის ბოლო რვა წე­ლი­წა­დი პარ­ლა­მენ­ტში გა­ა­ტა­რეთ, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ალ­მის ქვეშ და ვიცე-სპი­კე­რის სა­ვარ­ძელ­ში, ვიდ­რე შარ­შან ამ დროს პოსტს და­ტო­ვებ­დით. იმე­დია, ჯერ კი­დევ ვთან­ხმდე­ბით იმა­ზე, რომ ის რაც მოხ­და 2012 წელს, რა­მაც შე­საძ­ლე­ბე­ლი გა­ხა­და ავ­ტო­რი­ტა­რიზ­მი­სა და ძა­ლა­დო­ბის დას­რუ­ლე­ბა, ქარ­თველ ხალ­ხთან ერ­თად თა­ვი­სი გა­მორ­ჩე­უ­ლი წვლი­ლი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­საც მი­უ­ძღვის. მის­მა გამ­ჭრი­ა­ხო­ბამ, ალ­ღომ, ორ­გა­ნი­ზა­ცი­ულ­მა უნა­რებ­მა და უდი­დეს­მა სო­ცი­ა­ლურ­მა კა­პი­ტალ­მა და ხალ­ხის ნდო­ბამ შე­საძ­ლე­ბე­ლი გა­ხა­და ამ ქვე­ყა­ნა­ში დე­მოკ­რა­ტი­ის, პლუ­რა­ლიზ­მი­სა და სა­ბა­ზი­სო თა­ვი­სუფ­ლე­ბე­ბის პრაქ­ტი­კის დამ­კვიდ­რე­ბა - და­ვარ­ქვათ ამას მისი ხელ­წე­რა, რო­გორც თა­ვად ხში­რად იმე­ო­რებს ხოლ­მე ამ სი­ტყვას.

თქვენ, რო­გორც მახ­სოვს, არც მას­თან და არც მის ხელ­წე­რას­თან პრობ­ლე­მა არ გქონ­დათ, ამი­ტო­მაც თა­ვი­სუფ­ლად გრძნობ­დით თავს "ოც­ნე­ბის“ შიგ­ნი­თაც და როცა წას­ვლა გა­და­წყვი­ტეთ, არც ამა­ში შე­უშ­ლია ვინ­მეს ხელი.

დღეს თქვენ ხელ­წე­რას უწუ­ნებთ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვლილს, მე, კი, სწო­რედ ამ ხელ­წე­რამ მო­მიყ­ვა­ნა "ქარ­თულ ოც­ნე­ბა­ში" და მაქვს პა­ტი­ვი სწო­რედ ამ გუნ­დი­დან ვიყო წარ­მოდ­გე­ნი­ლი მე­ა­თე მოწ­ვე­ვის პარ­ლა­მენ­ტში. ეს ხელ­წე­რა იყო, რაც ათე­უ­ლი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მხო­ლოდ ერ­თე­უ­ლებ­მა ვი­ცო­დით და რაც დღეს სა­ყო­ველ­თა­ოდ ცნო­ბი­ლია - რო­დე­საც ჩემს და თქვენს სამ­შობ­ლოს ყვე­ლა­ზე მე­ტად გა­უ­ჭირ­და, რო­დე­საც ჩვე­ნი­ვე ხე­ლით და­ვან­გრი­ეთ სა­ხელ­მწი­ფო და არ და­ვუ­ტო­ვეთ რე­სურ­სი, ეზ­რუ­ნა ქვე­ყა­ნა­ზე და ხალ­ხზე, სწო­რედ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი, რო­გორც ჭიგო ვაზს, ისე შე­ე­ხი­და სა­ხელ­მწი­ფოს; ამი­ტომ, სი­ა­მოვ­ნე­ბით მო­ვის­მენ­დი კონ­კრე­ტულ არ­გუ­მენ­ტებს, მკა­ფი­ოდ და წე­რი­ლო­ბი­თი სა­ხით, სად იყო პრობ­ლე­მა, რა არ გა­კეთ­და, რამ არ და­გაკ­მა­ყო­ფი­ლათ, რა შე­იძ­ლე­ბო­და უკეთ გა­კე­თე­ბუ­ლი­ყო და ვერ გა­კეთ­და, რისი მიღ­წე­ვის სა­შუ­ა­ლე­ბას გვაძ­ლევ­და რე­ა­ლუ­რი ვი­თა­რე­ბა და ვერ გა­კეთ­და? ზო­გა­დი შე­ფა­სე­ბე­ბის ნაც­ვლად, შე­საძ­ლე­ბე­ლია კონ­კრე­ტუ­ლი არ­გუ­მენ­ტე­ბი ჩა­მო­ი­წე­როს და მსჯე­ლო­ბა შე­სა­ბა­მი­სად გან­ვი­თარ­დეს?

სწო­რედ თქვენ­გან მა­ინ­ტე­რე­სებს ეს პა­სუ­ხი, რად­გა­ნაც რო­გორც აღ­ვნიშ­ნე, იმ ერ­თა­დერთ ადა­მი­ა­ნად იყა­ვით დარ­ჩე­ნი­ლი, რო­მელ­მაც ნა­მუ­სი შე­ი­ნარ­ჩუ­ნა და არ შე­უ­ერ­თდა და­ნარ­ჩენ ოპო­ზი­ცი­ას უარ­გუ­მენ­ტო ბრალ­დე­ბე­ბით სავ­სე და სინ­დი­სის­გან დაც­ლილ კრი­ტი­კა­ში. ნუთუ, ეს გა­მო­ნაკ­ლი­სიც აღარ არ­სე­ბობს? ნუთუ, ოპო­ზი­ცი­ა­ში გა­დას­ვლა ამ მან­კი­ე­რი მე­თო­დო­ლო­გი­ის ყვე­ლა პოს­ტუ­ლა­ტის უპი­რო­ბო გა­ზი­ა­რე­ბას მო­ი­თხოვს?

ჯერ ისევ 2020 წე­ლია. ალ­ბათ ერთ-ერთი ურ­თუ­ლე­სი წე­ლი­წა­დი სა­ქარ­თვე­ლო­სა და მთლი­ა­ნად მსოფ­ლი­ოს უახ­ლეს ის­ტო­რი­ა­ში. ქვე­ყა­ნა­ში პან­დე­მია მძვინ­ვა­რებს, რომ­ლის პო­ლი­ტი­ზე­ბა­საც პირ­ვე­ლი დღი­დან ოპო­ზი­ცია ჯი­უ­ტად ცდი­ლობს. სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი ჩა­ტარ­და, სა­დაც ორმა მი­ლი­ონ­მა ამომ­რჩე­ველ­მა თა­ვი­სი ნება გა­მო­ხა­ტა. ყო­ველ­მა მე­ო­რე ამომ­რჩე­ველ­მა მხა­რი "ქარ­თულ ოც­ნე­ბას" და­უ­ჭი­რა, რო­მელ­მაც და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის 30-წლი­ან ის­ტო­რი­ა­ში ერ­თა­დერ­თმა შეძ­ლო მე­სა­მე ვა­დით ძა­ლა­უფ­ლე­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა. სი­ძულ­ვი­ლი­სა და სიმ­წრის­გან დაბრმა­ვე­ბულ­მა ოპო­ზი­ცი­ამ სა­არ­ჩევ­ნო უბ­ნებს წე­სი­ე­რად და­ხურ­ვაც არ აცა­და და გა­ყალ­ბე­ბა­ზე ლა­პა­რა­კი და­ი­წყო. მთე­ლი ოპო­ზი­ცია მარ­თლაც გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი ბრალ­დე­ბე­ბი­თა და შე­მარ­თე­ბით უტევს "ქარ­თულ ოც­ნე­ბა­სა" და ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს.

ქარ­თულ პო­ლი­ტი­კა­ში ან­ტიგ­მი­რის სტა­ტუს­ზე გა­სუ­ლი 30 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში კონ­კურ­სი არ შემ­წყდა­რა, ხან ვინ ფლობ­და ამ წო­დე­ბას, ხან ვინ. ან­ტიგ­მი­რის წლე­ვან­დე­ლი ტი­ტუ­ლის ფლო­ბა­ში პირ­ვე­ლო­ბას არა­ვის უთ­მობს გუ­ბაზ სა­ნი­კი­ძე, რო­მელ­მაც ყვე­ლა­ფე­რი იკად­რა, ყვე­ლა­ფე­რი მან­კი­ე­რი მო­ირ­გო და შე­ი­სის­ხლხორ­ცა. "მრის­ხა­ნე" ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რის როლ­ში შეჭ­რილს ასე­თი ფრა­ზაც კი ათ­ქმე­ვი­ნა სინ­დი­სის­გან თა­ვი­სუ­ფალ­მა გო­ნე­ბამ: “ოპო­ზი­ცი­ამ რვა წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ყვე­ლა არ­ჩევ­ნე­ბი წა­ვა­გე­თო”...

რო­გორც ჩანს, გუ­ბაზ სა­ნი­კი­ძემ, რო­მე­ლიც იმა­ვე 1990 წლი­და­ნაა ქარ­თულ პო­ლი­ტი­კა­ში, ეროვ­ნუ­ლი მოძ­რა­ო­ბი­დან მო­დის, და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის აქ­ტზეც ხელი მო­ა­წე­რა და პარ­ლა­მენ­ტის წევ­რიც გახ­და 1999 წელს, მთლი­ა­ნად ამო­შა­ლა თა­ვი­სი მეხ­სი­ე­რე­ბი­დან "ოც­ნე­ბა­ში“ გა­ტა­რე­ბუ­ლი წარ­სუ­ლი. პო­ლი­ტი­კუ­რი გახ­რწნი­ლე­ბი­სა და უტიფ­რო­ბის მსგავ­სი მა­გა­ლი­თი, რო­გო­რიც გუ­ბა­ზია, ალ­ბათ არა­თუ ქარ­თულ, მსოფ­ლიო პო­ლი­ტი­კა­შიც ძნე­ლი სა­პოვ­ნე­ლია. და­უ­ჯე­რე­ბე­ლია, მაგ­რამ ნუთუ შე­ძე­ლით და ნა­ბი­ჯი გა­დად­გით იმ მი­მარ­თუ­ლე­ბით, შე­დე­ქით იმ გზა­ზე, რომ­ლის და­სას­რუ­ლიც ცალ­სა­ხად და გარ­და­უვ­ლად გუ­ბაზ სა­ნი­კი­ძე­ო­ბაა?

31 ოქ­ტომ­ბერს გარ­და არ­ჩევ­ნე­ბი­სა, თქვე­ნი და­ბა­დე­ბის დღეც იყო. 56 წლის ასაკ­ში მი­აღ­წი­ეთ ალ­ბათ ის­ტო­რი­ულ მი­ნი­მუმს და ქვეყ­ნის მას­შტა­ბით ხმე­ბის 0,16% აი­ღეთ. ნუთუ, სწო­რედ ესაა მი­ზე­ზი, რომ ნაც­ვლად მი­ზე­ზე­ბი­სა და შე­დე­გე­ბის ადეკ­ვა­ტუ­რი გა­ა­ნა­ლი­ზე­ბი­სა, სხვა­თა მსგავ­სად კვლავ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს მი­ა­დე­ქით და­ნარ­ჩე­ნი ოპო­ზი­ცი­ის მსგავ­სად და იგი­ვე სა­ხის კრი­ტი­კა გა­ი­ზი­ა­რეთ, რა­საც ამ­დე­ნი წელი თა­ვად­ვე პა­სუ­ხობ­დით? ოპო­ზი­ცი­ის მთა­ვა­რი ხელ­წე­რა ამ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ხომ უარ­გუ­მენ­ტო და სინ­დი­სის­გან თა­ვი­სუ­ფა­ლი რი­ტო­რი­კა იყო, ნუთუ იგი­ვეს შე­უ­ერ­თდით? ოპო­ზი­ცი­ის ტრა­გიზ­მი ხომ სწო­რედ უარ­გუ­მენ­ტო, ცრუ და უტი­ფარ თავ­დას­ხმებ­შია, რაც მარ­თლაც რომ ტრა­გი­კუ­ლად და­გის­რულ­დათ 31 ოქ­ტომ­ბერს.

და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის 30-მა წელ­მა ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა ნამ­დვი­ლად შეც­ვა­ლა, მისი დე­მოკ­რა­ტი­ის და მიღ­წე­ვე­ბის გამ­ყა­რე­ბა­ში მთა­ვარ პე­რი­ო­დად სწო­რედ ბოლო რვა წელი იქცა. სტა­ბი­ლუ­რო­ბის, მშვი­დო­ბი­ა­ნი და დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის 8 წელი. 30 წლის წინ ქარ­თულ პო­ლი­ტი­კას თავი სამ­ტრე­დი­ა­ში რკი­ნიგ­ზის გა­და­კეტვი­თა და რუ­სე­თის­თვის ბლო­კა­დის გა­მო­ცხა­დე­ბით და­ა­მახ­სოვ­რეთ, რაც დღემ­დე იუ­მო­რის და ღი­მი­ლის საგ­ნად იქცა და ეროვ­ნუ­ლი მოძ­რა­ო­ბის საყ­მაწ­ვი­ლო სე­ნის გა­მოვ­ლი­ნე­ბა უფრო იყო, ვიდ­რე პრაგ­მა­ტუ­ლი და შე­დეგ­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კის პრო­დუქ­ტი. თუნ­დაც მა­შინ­დე­ლი ფაქ­ტის დღეს ღი­მი­ლით გახ­სე­ნე­ბა მე­ტყვე­ლებს იმ ცვლი­ლე­ბა­ზე, რაც ქვე­ყა­ნამ ამ წლებ­ში გა­ნი­ცა­და. თქვენც შე­იც­ვა­ლეთ, ამ­ხე­ლა გა­მოც­დი­ლე­ბა და­აგ­რო­ვეთ. სწო­რედ ამი­ტო­მაა სა­ინ­ტე­რე­სო, საით მი­დის ზვი­ა­დის გზა, ქარ­თუ­ლი პო­ლი­ტი­კი­სა და გა­მოწ­ვე­ვე­ბის რე­ა­ლის­ტურ ხედ­ვა­სა და შე­ფა­სე­ბებ­ზე თუ გუ­ბა­ზო­ბის­კენ, ცალ­სა­ხა დეგ­რა­და­ცი­ი­სა და ფსკე­რის­კენ", - წერს ელი­სო ბოლ­ქვა­ძე.

მკითხველის კომენტარები / 59 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
სიმართლე
1

აქ ზოგიერთი კითხულობს რამ მოიყვანა ბოლქვაძე პარლამენტშიო. რამ, და ფულმა!!! დეპუტატის პრივილეგიებმა!!!. რაც შეეხება პიანისტობას, თუ მუსიკოსი ხარ უნდა დაუკრა, სულ ფორმაში უნდა იყო, კონცერტები უნდა გამართო. ისე არავინ არ გადაგიხდის ფულს, მითუმეტეს საფრანგეთში (ევროპაში ზოგადად). ეტყობა ეზარება შრომა და თავის შეწუხება. იმუშავოს კონსერვატორიაში თუ შეუძლია. ახალგაზრდები აღზარდოს!!! იშოვა იაფი შემოსავალი ქართველი ხალხის ხარჯზე!!! აი ამიტომ ზის პარლამენტში!

გიო
67

ჯობია დაუკრას, და ყველამ საკუთარ მორალს მიხედოს

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

"ანტიგმირის წლევანდელი ტიტულის ფლობაში პირველობას არავის უთმობს გუბაზ სანიკიძე, რომელმაც ყველაფერი იკადრა" - რას წერს ღია წერილში პოლიტიკაში წასული ელისო ბოლქვაძე?

"ანტიგმირის წლევანდელი ტიტულის ფლობაში პირველობას არავის უთმობს გუბაზ სანიკიძე, რომელმაც ყველაფერი იკადრა" - რას წერს ღია წერილში პოლიტიკაში წასული ელისო ბოლქვაძე?

ელისო ბოლქვაძე ზვიად ძიძიგურს - დღეს თქვენ ხელწერას უწუნებთ ივანიშვილს, მე სწორედ ამ ხელწერამ მომიყვანა "ქართულ ოცნებაში" და მაქვს პატივი, ამ გუნდიდან ვიყო წარმოდგენილი მეათე მოწვევის პარლამენტში "ქართული ოცნების" საარჩევნო სიის წევრი ელისო ბოლქვაძე "საქართველოს კონსერვატიული პარტიის“ ლიდერს ზვიად ძიძიგურს ღია წერილით მიმართავს და იმ ბრალდებებისა და კრიტიკის ახსნას სთხოვს, რითაც ის "ქართული ოცნების" წინააღმდეგ გამოვიდა.

როგორც ელისო ბოლქვაძე სოციალურ ქსელში წერს, ზვიად ძიძიგური ოპოზიციური სპექტრიდან იყო გამონაკლისი, რომელიც ოპოზიციის რიტორიკას არ იზიარებდა და ეს გამონაკლისიც აღარ არსებობს.

"მედიაში გავეცანი თქვენს პოზიციას მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებით, რომელიც განვლილი 30 წლის ერთგვარ შეჯამებად წარმოგვიდგინეთ, ოპოზიციის რვაწლიანი კრიტიკის მესიჯბოქსი და სტერეოტიპები გაიზიარეთ და ცხადია, მთავარ დამნაშავედ ბიძინა ივანიშვილი გამოიყვანეთ. პრინციპში, ამგვარ ბრალდებებს "ქართული ოცნება" მიჩვეულია - როგორც კი ოპონენტს არგუმენტი უმთავრდება, იწყებს განზოგადებულ საუბარს ივანიშვილის მართვის სტილზე ანუ ხელწერაზე, აგრძელებს არაფორმალური მმართველობით და ასრულებს მისი რუს ოლიგარქად გამოცხადებით.

წერილის მოწერა თქვენდამი პატივისცემამ გადამაწყვეტინა - იშვიათი ბიოგრაფიისა და წარსულის მქონე ადამიანის, რომელიც ჯერ კიდევ 80-იანი წლებიდან ჩაერთო ეროვნულ მოძრაობაში, გახდა ხალხის რჩეული უზენაეს საბჭოში, ხელი მოაწერა დამოუკიდებლობის აქტს, იცავდა პირველ პრეზიდენტს, პრინციპების გამო იჯდა ციხეში და არ შეუწყვეტია ქართულ პოლიტიკაში მოღვაწეობა, სადაც ოთხი მოწვევის პარლამენტის წევრობა მოასწრო. მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციაში წახვედით, შეიძლება ითქვას რომ ალბათ იყავით ერთადერთი ადამიანი, რომელიც არ შეუერთდა ბიძინა ივანიშვილის კიცხვასა და გმობას იმ სახით, რასაც დიდი ხანია მიჩვეული ვართ ოპოზიციის მხრიდან.

დღეს კი, სწორედ ამ განვლილი 30 წლის შესახებ გამოთქვამთ წუხილს, დანანებით კითხულობთ, რაში გაატარა ქვეყანამ ეს დროო. ამ ოცდაათი წლის ბოლო რვა წელიწადი პარლამენტში გაატარეთ, "ქართული ოცნების" ალმის ქვეშ და ვიცე-სპიკერის სავარძელში, ვიდრე შარშან ამ დროს პოსტს დატოვებდით. იმედია, ჯერ კიდევ ვთანხმდებით იმაზე, რომ ის რაც მოხდა 2012 წელს, რამაც შესაძლებელი გახადა ავტორიტარიზმისა და ძალადობის დასრულება, ქართველ ხალხთან ერთად თავისი გამორჩეული წვლილი ბიძინა ივანიშვილსაც მიუძღვის. მისმა გამჭრიახობამ, ალღომ, ორგანიზაციულმა უნარებმა და უდიდესმა სოციალურმა კაპიტალმა და ხალხის ნდობამ შესაძლებელი გახადა ამ ქვეყანაში დემოკრატიის, პლურალიზმისა და საბაზისო თავისუფლებების პრაქტიკის დამკვიდრება - დავარქვათ ამას მისი ხელწერა, როგორც თავად ხშირად იმეორებს ხოლმე ამ სიტყვას.

თქვენ, როგორც მახსოვს, არც მასთან და არც მის ხელწერასთან პრობლემა არ გქონდათ, ამიტომაც თავისუფლად გრძნობდით თავს "ოცნების“ შიგნითაც და როცა წასვლა გადაწყვიტეთ, არც ამაში შეუშლია ვინმეს ხელი.

დღეს თქვენ ხელწერას უწუნებთ ბიძინა ივანიშვლილს, მე, კი, სწორედ ამ ხელწერამ მომიყვანა "ქართულ ოცნებაში" და მაქვს პატივი სწორედ ამ გუნდიდან ვიყო წარმოდგენილი მეათე მოწვევის პარლამენტში. ეს ხელწერა იყო, რაც ათეული წლების განმავლობაში მხოლოდ ერთეულებმა ვიცოდით და რაც დღეს საყოველთაოდ ცნობილია - როდესაც ჩემს და თქვენს სამშობლოს ყველაზე მეტად გაუჭირდა, როდესაც ჩვენივე ხელით დავანგრიეთ სახელმწიფო და არ დავუტოვეთ რესურსი, ეზრუნა ქვეყანაზე და ხალხზე, სწორედ ბიძინა ივანიშვილი, როგორც ჭიგო ვაზს, ისე შეეხიდა სახელმწიფოს; ამიტომ, სიამოვნებით მოვისმენდი კონკრეტულ არგუმენტებს, მკაფიოდ და წერილობითი სახით, სად იყო პრობლემა, რა არ გაკეთდა, რამ არ დაგაკმაყოფილათ, რა შეიძლებოდა უკეთ გაკეთებულიყო და ვერ გაკეთდა, რისი მიღწევის საშუალებას გვაძლევდა რეალური ვითარება და ვერ გაკეთდა? ზოგადი შეფასებების ნაცვლად, შესაძლებელია კონკრეტული არგუმენტები ჩამოიწეროს და მსჯელობა შესაბამისად განვითარდეს?

სწორედ თქვენგან მაინტერესებს ეს პასუხი, რადგანაც როგორც აღვნიშნე, იმ ერთადერთ ადამიანად იყავით დარჩენილი, რომელმაც ნამუსი შეინარჩუნა და არ შეუერთდა დანარჩენ ოპოზიციას უარგუმენტო ბრალდებებით სავსე და სინდისისგან დაცლილ კრიტიკაში. ნუთუ, ეს გამონაკლისიც აღარ არსებობს? ნუთუ, ოპოზიციაში გადასვლა ამ მანკიერი მეთოდოლოგიის ყველა პოსტულატის უპირობო გაზიარებას მოითხოვს?

ჯერ ისევ 2020 წელია. ალბათ ერთ-ერთი ურთულესი წელიწადი საქართველოსა და მთლიანად მსოფლიოს უახლეს ისტორიაში. ქვეყანაში პანდემია მძვინვარებს, რომლის პოლიტიზებასაც პირველი დღიდან ოპოზიცია ჯიუტად ცდილობს. საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა, სადაც ორმა მილიონმა ამომრჩეველმა თავისი ნება გამოხატა. ყოველმა მეორე ამომრჩეველმა მხარი "ქართულ ოცნებას" დაუჭირა, რომელმაც დამოუკიდებლობის 30-წლიან ისტორიაში ერთადერთმა შეძლო მესამე ვადით ძალაუფლების შენარჩუნება. სიძულვილისა და სიმწრისგან დაბრმავებულმა ოპოზიციამ საარჩევნო უბნებს წესიერად დახურვაც არ აცადა და გაყალბებაზე ლაპარაკი დაიწყო. მთელი ოპოზიცია მართლაც გაერთიანებული ბრალდებებითა და შემართებით უტევს "ქართულ ოცნებასა" და ბიძინა ივანიშვილს.

ქართულ პოლიტიკაში ანტიგმირის სტატუსზე გასული 30 წლის განმავლობაში კონკურსი არ შემწყდარა, ხან ვინ ფლობდა ამ წოდებას, ხან ვინ. ანტიგმირის წლევანდელი ტიტულის ფლობაში პირველობას არავის უთმობს გუბაზ სანიკიძე, რომელმაც ყველაფერი იკადრა, ყველაფერი მანკიერი მოირგო და შეისისხლხორცა. "მრისხანე" ოპოზიციონერის როლში შეჭრილს ასეთი ფრაზაც კი ათქმევინა სინდისისგან თავისუფალმა გონებამ: “ოპოზიციამ რვა წლის განმავლობაში ყველა არჩევნები წავაგეთო”...

როგორც ჩანს, გუბაზ სანიკიძემ, რომელიც იმავე 1990 წლიდანაა ქართულ პოლიტიკაში, ეროვნული მოძრაობიდან მოდის, დამოუკიდებლობის აქტზეც ხელი მოაწერა და პარლამენტის წევრიც გახდა 1999 წელს, მთლიანად ამოშალა თავისი მეხსიერებიდან "ოცნებაში“ გატარებული წარსული. პოლიტიკური გახრწნილებისა და უტიფრობის მსგავსი მაგალითი, როგორიც გუბაზია, ალბათ არათუ ქართულ, მსოფლიო პოლიტიკაშიც ძნელი საპოვნელია. დაუჯერებელია, მაგრამ ნუთუ შეძელით და ნაბიჯი გადადგით იმ მიმართულებით, შედექით იმ გზაზე, რომლის დასასრულიც ცალსახად და გარდაუვლად გუბაზ სანიკიძეობაა?

31 ოქტომბერს გარდა არჩევნებისა, თქვენი დაბადების დღეც იყო. 56 წლის ასაკში მიაღწიეთ ალბათ ისტორიულ მინიმუმს და ქვეყნის მასშტაბით ხმების 0,16% აიღეთ. ნუთუ, სწორედ ესაა მიზეზი, რომ ნაცვლად მიზეზებისა და შედეგების ადეკვატური გაანალიზებისა, სხვათა მსგავსად კვლავ ბიძინა ივანიშვილს მიადექით დანარჩენი ოპოზიციის მსგავსად და იგივე სახის კრიტიკა გაიზიარეთ, რასაც ამდენი წელი თავადვე პასუხობდით? ოპოზიციის მთავარი ხელწერა ამ წლების განმავლობაში ხომ უარგუმენტო და სინდისისგან თავისუფალი რიტორიკა იყო, ნუთუ იგივეს შეუერთდით? ოპოზიციის ტრაგიზმი ხომ სწორედ უარგუმენტო, ცრუ და უტიფარ თავდასხმებშია, რაც მართლაც რომ ტრაგიკულად დაგისრულდათ 31 ოქტომბერს.

დამოუკიდებლობის 30-მა წელმა ჩვენი ქვეყანა ნამდვილად შეცვალა, მისი დემოკრატიის და მიღწევების გამყარებაში მთავარ პერიოდად სწორედ ბოლო რვა წელი იქცა. სტაბილურობის, მშვიდობიანი და დემოკრატიული განვითარების 8 წელი. 30 წლის წინ ქართულ პოლიტიკას თავი სამტრედიაში რკინიგზის გადაკეტვითა და რუსეთისთვის ბლოკადის გამოცხადებით დაამახსოვრეთ, რაც დღემდე იუმორის და ღიმილის საგნად იქცა და ეროვნული მოძრაობის საყმაწვილო სენის გამოვლინება უფრო იყო, ვიდრე პრაგმატული და შედეგზე ორიენტირებული პოლიტიკის პროდუქტი. თუნდაც მაშინდელი ფაქტის დღეს ღიმილით გახსენება მეტყველებს იმ ცვლილებაზე, რაც ქვეყანამ ამ წლებში განიცადა. თქვენც შეიცვალეთ, ამხელა გამოცდილება დააგროვეთ. სწორედ ამიტომაა საინტერესო, საით მიდის ზვიადის გზა, ქართული პოლიტიკისა და გამოწვევების რეალისტურ ხედვასა და შეფასებებზე თუ გუბაზობისკენ, ცალსახა დეგრადაციისა და ფსკერისკენ", - წერს ელისო ბოლქვაძე.