პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

17

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე, მთვარე მორიელშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
საზოგადოება
წიგნები
კონფლიქტები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩემი და თქვენი გზები, როგორც ჩანს, მართლაც განსხვავდება" - ვის მიმართა და რა განაცხადა გიორგი ვაშაძემ ინფორმაციაზე, რომ ის თითქოს პარლამენტში შედის
"ჩემი და თქვენი გზები, როგორც ჩანს, მართლაც განსხვავდება" - ვის მიმართა და რა განაცხადა გიორგი ვაშაძემ ინფორმაციაზე, რომ ის თითქოს პარლამენტში შედის

დარ­ჩე­ბა თუ არა "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" პარ­ლა­მენ­ტში მარ­ტო, ეს სულ მალე გა­ირ­კვე­ვა. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, 7 ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი პო­ლი­ტი­კო­სი აპი­რებს სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნო­ში შეს­ვლას, მათ შო­რის "სტრა­ტე­გია აღ­მა­შე­ნებ­ლის" ლი­დე­რი გი­ორ­გი ვა­შა­ძე, მისი პარ­ტი­ის წევ­რი პა­ა­ტა მან­ჯგა­ლა­ძე. ამ სა­კი­თხზე კო­მენ­ტა­რი გა­ა­კე­თა გი­ორ­გი ვა­შა­ძემ.

"პირ­ვე­ლი, "სტრა­ტე­გია აღ­მა­შე­ნე­ბე­ლი" შე­თან­ხმე­ბის გა­რე­შე არ­სად შეს­ვლას არ აპი­რებს. სამ­წუ­ხა­როდ, ისევ და ისევ ბინ­ძუ­რი თავ­დას­ხმის ობი­ექ­ტი გავ­ხდით. ისე­ვე, რო­გორც წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო პე­რი­ოდ­ში. სწო­რედ იმ ძა­ლებ­მა, რომ­ლე­ბიც დღეს ოპო­ზი­ცი­ურ ერ­თო­ბა­ზე ლა­პა­რა­კო­ბენ, მათ შო­რის ნიკა გვა­რა­მი­ას მხარ­და­ჭე­რილ­მა ძა­ლებ­მა და­არ­ღვი­ეს სა­ერ­თო ოპო­ზი­ცი­უ­რი შე­თან­ხმე­ბა და მისი უშუ­ა­ლო მო­ნა­წი­ლე­ო­ბით და­მი­ყე­ნეს ოპო­ნენ­ტად კან­დი­და­ტი ის­ნის რა­ი­ონ­ში და ჩა­შა­ლეს ის დიდი პრო­ცე­სი, რა­საც დიდი გა­მარ­ჯვე­ბა უნდა მო­ე­ტა­ნა.

რაც შე­ე­ხე­ბა ჩემს ამო­ცა­ნებს, ჩემი და ჩემი გუნ­დის მთა­ვა­რი ამო­ცა­ნაა, ის 30% ჩვე­ნი ამომ­რჩევ­ლის, რო­მელ­მაც ამ არ­ჩევ­ნებ­ზე არც "ნა­ცებს" და არც "ქო­ცებს" არ მის­ცა ხმა, გა­ვა­ერ­თი­ა­ნო, რათა ამ ჯა­დოს­ნუ­რი წრი­დან გა­მო­ვი­დეთ. არ ვა­პი­რებ სხვის რი­ტო­რი­კას აყო­ლას, ამ ბინ­ძურ ქმე­დე­ბებ­ზე აყო­ლას და ყვე­ლას ვე­უბ­ნე­ბი, თავი შე­ი­კა­ვონ ამ სი­ბინ­ძუ­რი­სა და თავ­დას­ხმე­ბის­გან. ჩემი და თქვე­ნი გზე­ბი, რო­გორც ჩანს, მარ­თლაც გან­სხვავ­დე­ბა, მე მინ­და, ივა­ნიშ­ვი­ლი მო­ვაშ­თო ამ ქვეყ­ნი­დან, თქვენ გინ­დათ ოპო­ზი­ცი­ა­ში იყოთ მუდ­მი­ვად პირ­ვე­ლე­ბი.

დიახ, ჩემი ამო­ცა­ნა არის არც “ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა” და არც “ქო­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“, არა­მედ 30%-იანი დიდი მო­ნო­ლი­თი, რო­მე­ლიც ამ მო­ჯა­დო­ვე­ბუ­ლი წრი­დან გა­მო­იყ­ვანს პრო­ცესს", - გა­ნა­ცხა­და "სტრა­ტე­გია აღ­მა­შე­ნებ­ლის“ ლი­დერ­მა გი­ორ­გი ვა­შა­ძემ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბის მე­ო­თხე რა­უნ­დის და­წყე­ბამ­დე.

მისი თქმით, მიმ­დი­ნა­რე­ობს თავ­დას­ხმა, რომ­ლის მი­ზა­ნია ოპო­ზი­ცი­ურ ფლანგზე ნე­ბის­მი­ერ ლი­დერს, რო­მელ­საც შე­უძ­ლია, და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი გან­რი­გი ჰქონ­დეს და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი როლი ითა­მა­შოს კონ­სო­ლი­და­ცი­ა­ში, ტა­ლა­ხი ეს­რო­ლონ.

"ეს ხდე­ბა ისე­ვე, რო­გორც იყო წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნოდ და მე შე­გახ­სე­ნებთ, სწო­რედ "მთა­ვა­რის“ მიერ გა­კე­თე­ბულ სი­უ­ჟეტს, ვი­თომ რო­გორ ვეკ­ვრე­ბო­დით ვი­ღა­ცებს და რო­გორ გა­დავ­დი­ო­დით "ბნელ მხა­რეს“. "ბნელ მხა­რეს“ არი­ან ის ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლებ­საც თა­ვი­სი ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რო­ბა უნ­დათ და არა გა­მარ­ჯვე­ბა ამ ქვე­ყა­ნა­ში. მე სხვა ოპო­ზი­ცი­ურ პარ­ტი­ებ­საც მო­ვუ­წო­დებ, კარ­გად დავ­ფიქ­რდეთ! რა თქმა უნდა, აქ ყვე­ლა ერ­თი­ა­ნი უნდა ვი­ყოთ, მაგ­რამ ჩვენ ჩვე­ნი გზა უნდა ავირ­ჩი­ოთ იმის­თვის, რომ არ ვი­ყოთ მძე­ვა­ლი. ჩემი შეც­დო­მა თუ რამე არის, არის ის, რომ იმ აღ­ვი­რახ­სნილ კრი­ტი­კას, რაც წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნოდ იყო, მე არ ვუ­პი­რის­პირ­დე­ბო­დი ისე, რო­გორც სა­ჭი­რო იყო. მე­გო­ნა, რომ ხალ­ხი ბრძე­ნია და ამას ყვე­ლა­ფერს პა­სუხს გას­ცემს. ჩვენ ჩვე­ნი გან­რი­გი გვაქვს და ყვე­ლა თავ­დას­ხმას ამი­ე­რი­დან ვუ­პი­რის­პირ­დე­ბით,“- გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი ვა­შა­ძემ.

ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის კი­თხვა­ზე, აპი­რებს თუ არა პარ­ლა­მენ­ტში შეს­ვლას, ვა­შა­ძემ აღ­ნიშ­ნა, რომ არ აპი­რებს, ამას­თა­ნა­ვე, გან­მარ­ტა, რომ ის იყო ერთ - ერთი პირ­ვე­ლი ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი პო­ლი­ტი­კო­სი, რო­მე­ლიც მიმ­დი­ნა­რე მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის დე­ტა­ლე­ბის გა­სა­ჯა­რო­ვე­ბას ითხოვ­და.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 16 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ალექს
12

მე არა ვთქვი ვიცეპრემიერი იქნება თქო ? საკურატორო დარგებიც ვიცი , არ ვიტყვი !

ჰა?!
0

ამდენ იწილო-ბიწილოს არ ჯობია განმარტო:

შეხვალ პარლამენტში ოპოზიციონერებიდან მარტო ან რომელიმე მცირე ჯგუფთან ერთად? 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ავტოსაგზაო შემთხვევა სამგორში - თვითმხილველების ინფორმაციით, ავტომანქანა ველოსიპედით მოძრავ მოქალაქეს დაეჯახა.
ავტორი:

"ჩემი და თქვენი გზები, როგორც ჩანს, მართლაც განსხვავდება" - ვის მიმართა და რა განაცხადა გიორგი ვაშაძემ ინფორმაციაზე, რომ ის თითქოს პარლამენტში შედის

"ჩემი და თქვენი გზები, როგორც ჩანს, მართლაც განსხვავდება" - ვის მიმართა და რა განაცხადა გიორგი ვაშაძემ ინფორმაციაზე, რომ ის თითქოს პარლამენტში შედის

დარჩება თუ არა "ქართული ოცნება" პარლამენტში მარტო, ეს სულ მალე გაირკვევა. გავრცელებული ინფორმაციით, 7 ოპოზიციონერი პოლიტიკოსი აპირებს საკანონმდებლო ორგანოში შესვლას, მათ შორის "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე, მისი პარტიის წევრი პაატა მანჯგალაძე. ამ საკითხზე კომენტარი გააკეთა გიორგი ვაშაძემ.

"პირველი, "სტრატეგია აღმაშენებელი" შეთანხმების გარეშე არსად შესვლას არ აპირებს. სამწუხაროდ, ისევ და ისევ ბინძური თავდასხმის ობიექტი გავხდით. ისევე, როგორც წინასაარჩევნო პერიოდში. სწორედ იმ ძალებმა, რომლებიც დღეს ოპოზიციურ ერთობაზე ლაპარაკობენ, მათ შორის ნიკა გვარამიას მხარდაჭერილმა ძალებმა დაარღვიეს საერთო ოპოზიციური შეთანხმება და მისი უშუალო მონაწილეობით დამიყენეს ოპონენტად კანდიდატი ისნის რაიონში და ჩაშალეს ის დიდი პროცესი, რასაც დიდი გამარჯვება უნდა მოეტანა.

რაც შეეხება ჩემს ამოცანებს, ჩემი და ჩემი გუნდის მთავარი ამოცანაა, ის 30% ჩვენი ამომრჩევლის, რომელმაც ამ არჩევნებზე არც "ნაცებს" და არც "ქოცებს" არ მისცა ხმა, გავაერთიანო, რათა ამ ჯადოსნური წრიდან გამოვიდეთ. არ ვაპირებ სხვის რიტორიკას აყოლას, ამ ბინძურ ქმედებებზე აყოლას და ყველას ვეუბნები, თავი შეიკავონ ამ სიბინძურისა და თავდასხმებისგან. ჩემი და თქვენი გზები, როგორც ჩანს, მართლაც განსხვავდება, მე მინდა, ივანიშვილი მოვაშთო ამ ქვეყნიდან, თქვენ გინდათ ოპოზიციაში იყოთ მუდმივად პირველები.

დიახ, ჩემი ამოცანა არის არც “ნაციონალური მოძრაობა” და არც “ქოციონალური მოძრაობა“, არამედ 30%-იანი დიდი მონოლითი, რომელიც ამ მოჯადოვებული წრიდან გამოიყვანს პროცესს", - განაცხადა "სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ხელისუფლებასთან მოლაპარაკების მეოთხე რაუნდის დაწყებამდე.

მისი თქმით, მიმდინარეობს თავდასხმა, რომლის მიზანია ოპოზიციურ ფლანგზე ნებისმიერ ლიდერს, რომელსაც შეუძლია, დამოუკიდებელი განრიგი ჰქონდეს და მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს კონსოლიდაციაში, ტალახი ესროლონ.

"ეს ხდება ისევე, როგორც იყო წინასაარჩევნოდ და მე შეგახსენებთ, სწორედ "მთავარის“ მიერ გაკეთებულ სიუჟეტს, ვითომ როგორ ვეკვრებოდით ვიღაცებს და როგორ გადავდიოდით "ბნელ მხარეს“. "ბნელ მხარეს“ არიან ის ადამიანები, რომლებსაც თავისი ოპოზიციონერობა უნდათ და არა გამარჯვება ამ ქვეყანაში. მე სხვა ოპოზიციურ პარტიებსაც მოვუწოდებ, კარგად დავფიქრდეთ! რა თქმა უნდა, აქ ყველა ერთიანი უნდა ვიყოთ, მაგრამ ჩვენ ჩვენი გზა უნდა ავირჩიოთ იმისთვის, რომ არ ვიყოთ მძევალი. ჩემი შეცდომა თუ რამე არის, არის ის, რომ იმ აღვირახსნილ კრიტიკას, რაც წინასაარჩევნოდ იყო, მე არ ვუპირისპირდებოდი ისე, როგორც საჭირო იყო. მეგონა, რომ ხალხი ბრძენია და ამას ყველაფერს პასუხს გასცემს. ჩვენ ჩვენი განრიგი გვაქვს და ყველა თავდასხმას ამიერიდან ვუპირისპირდებით,“- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ჟურნალისტების კითხვაზე, აპირებს თუ არა პარლამენტში შესვლას, ვაშაძემ აღნიშნა, რომ არ აპირებს, ამასთანავე, განმარტა, რომ ის იყო ერთ - ერთი პირველი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, რომელიც მიმდინარე მოლაპარაკებების დეტალების გასაჯაროვებას ითხოვდა.

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"

"რას იტყვის გვარამია ჩემზე და კელი დეგნანზე, აქ რა მოსატანია... ქალბატონ ელჩთან მაქვს საქმიანი ურთიერთობა“ - რას ამბობს ნინო წილოსანი განცხადებაზე, რომ აშშ-ის ელჩი მისი დაქალია

LIVE - ეთერშია გადაცემა "რეზიუმე"