პოლიტიკა
მსოფლიო

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 17:58-ზე, მთვარე სასწორშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას; მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჭირვეულის მორჯულება ერთ და ორ დღეში არ ხდება, ეს პროცესი აუცილებლად დასრულდება ჭირვეულის მორჯულებით" - გიგი უგულავა
"ჭირვეულის მორჯულება ერთ და ორ დღეში არ ხდება, ეს პროცესი აუცილებლად დასრულდება ჭირვეულის მორჯულებით" - გიგი უგულავა

"ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს“ ერთ-ერთი ლი­დე­რის, გიგი უგუ­ლა­ვას გან­ცხა­დე­ბით, მას ვერ წარ­მო­უდ­გე­ნია ოპო­ზი­ცი­ის რი­გე­ბი­დან ვინ­მე რიგ­გა­რე­შე არ­ჩევ­ნე­ბის პი­რო­ბის გა­რე­შე შე­ვი­დეს პარ­ლა­მენ­ტში. რო­გორც მან ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და, მმარ­თვე­ლი გუნ­დი პარ­ლა­მენ­ტში მარ­ტო იქ­ნე­ბა წარ­მოდ­გე­ნი­ლი თუ კვლავ "წი­თელ ხა­ზებ­ზე“ ისა­უბ­რებს.

"ასეთ პო­ლი­ტი­კურ კლი­მატ­ში, მას შემ­დეგ, რაც სა­ზო­გა­დო­ე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა თან­ხმდე­ბა, რომ არ­ჩევ­ნე­ბი გა­ყალბ­და, რა­საც ერთი თვეა ჩვენ, ჩვენ ამომ­რჩევ­ლებს ვე­უბ­ნე­ბით, მე ვერ წარ­მო­მიდ­გე­ნია, რომ ვინ­მე ოპო­ზი­ცი­ის რი­გე­ბი­დან ამ პარ­ლა­მენ­ტში შევა რიგ­გა­რე­შე არ­ჩევ­ნე­ბის პი­რო­ბის გა­რე­შე. ვვა­რა­უ­დობ, რომ თუ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ დღეს ისე­თი­ვე ხის­ტი იქ­ნე­ბა, რო­გორც გუ­შინ ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძე რომ ვაჟ­კა­ცობ­და "წი­თე­ლი ხა­ზე­ბი­აო“, მა­შინ მარ­ტო ის­ხდე­ბი­ან“, - გა­ნა­ცხა­და უგუ­ლა­ვამ.

მან ოპო­ზი­ცი­ის წევ­რებს შო­რის მიმ­დი­ნა­რე კონ­სულ­ტა­ცი­ა­ზეც ისა­უბ­რა და აღ­ნიშ­ნა, რომ დღე­ვან­დელ შეხ­ვედ­რა­ზე პო­ზი­ცი­ე­ბი შე­ჯერ­და, კი­დევ ერთხელ გა­ი­ა­რეს ის სა­კი­თხე­ბი, რომ­ლის გა­რე­შეც ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან შე­თან­ხმე­ბას ვერ მი­აღ­წე­ვენ.

"მე­ო­რე­ხა­რის­ხოვ­ნად მი­ვიჩ­ნევ იმ სა­კი­თხებს, თუ არ იქ­ნე­ბა შე­თან­ხმე­ბა რიგ­გა­რე­შე სა­კი­თხებ­თან და­კავ­ში­რე­ბით. მთა­ვა­რი თემა ძა­ლა­ში რჩე­ბა. ჩვენ არ ვა­პი­რებთ მო­ლა­პა­რა­კე­ბის შე­წყვე­ტას, თუ მო­ლა­პა­რა­კე­ბის შე­წყვე­ტას აპი­რებს „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“, ეს მისი პრობ­ლე­მაა, რო­დე­საც წი­თელ ხა­ზებ­ზე სა­უბ­რობს. ჩვენ, ჩვენ ფა­სი­ლი­ტა­ტორ ელ­ჩებს ვე­უბ­ნე­ბით მად­ლო­ბას, იქ­ნე­ბა შემ­დე­გი რა­უნ­დი? ჩვენ კი­დევ შე­ვეც­დე­ბით და­ვარ­წმუ­ნოთ, თუ არა, მა­შინ იქ­ნე­ბა ერ­თპარ­ტი­უ­ლი პარ­ლა­მენ­ტი, ამ ერ­თპარ­ტი­უ­ლი პარ­ლა­მენ­ტის პი­რო­ბებ­ში „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ ძა­ლი­ან მალე ისევ და­უბ­რუნ­დე­ბა მო­ლა­პა­რა­კე­ბის მა­გი­დას. რო­გორც მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ჭირ­ვე­უ­ლის მორ­ჯუ­ლე­ბა ერთ დღე­ში და ორ დღე­ში არ ხდე­ბა, ამი­ტომ ეს პრო­ცე­სია, ეს აუ­ცი­ლებ­ლად დას­რულ­დე­ბა ჭირ­ვე­უ­ლის მორ­ჯუ­ლე­ბით“, - გა­ნა­ცხა­და უგუ­ლა­ვამ.

ცნო­ბის­თვის, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­სა და ოპო­ზი­ცი­ას შო­რის ფა­სი­ლი­ტა­ტო­რი ელ­ჩე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით, დი­ა­ლო­გის მე­სა­მე რა­უნ­დი 7 დე­კემ­ბერს გა­ი­მარ­თა. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, პო­ლი­ტი­კუ­რი პა­ტიმ­რე­ბის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას­თან და სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებ­თან/პლე­ბის­ციტ­თან ერ­თად ოპო­ზი­ცი­ის შე­თა­ვა­ზე­ბა მო­ი­ცავს სა­არ­ჩევ­ნო სის­ტე­მას­თან და ცე­კოს რე­ფორ­მი­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბულ სა­კი­თხებს. კერ­ძოდ, ოპო­ზი­ცია ითხოვს, რომ ყვე­ლა სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი, ასე­ვე თვით­მმარ­თვე­ლო­ბის არ­ჩევ­ნე­ბი ჩა­ტარ­დეს სრუ­ლად პრო­პორ­ცი­უ­ლი წე­სით, ბუ­ნებ­რი­ვი ბა­რი­ე­რი­თა და სა­არ­ჩევ­ნო ბლო­კე­ბის შექ­მნის შე­საძ­ლებ­ლო­ბით. ასე­ვე უნდა გა­დად­გეს ცენ­ტრა­ლუ­რი სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ის თავ­მჯდო­მა­რე და შე­იც­ვა­ლოს სამი არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის (ISFED, TI, GYLA) მიერ ნო­მი­ნი­რე­ბუ­ლი პი­როვ­ნე­ბით, რო­მელ­საც პარ­ლა­მენ­ტი და­ამ­ტკი­ცებს, ასე­ვე სა­უბ­ნო და სა­ოლ­ქო სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ე­ბის თავ­მჯდო­მა­რე­ე­ბად უნდა და­ი­ნიშ­ნონ სამი არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის (ISFED, TI, GYLA) მიერ ნო­მი­ნი­რე­ბუ­ლი პი­როვ­ნე­ბე­ბი.

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
კახელა
0

საზოგადოების დიდი ნაწილი არჩევნებს გაყალბებულად არ მიიჩნევს,რაც თქვენს აქციებზე მყოფი ხალხის რაოდენობითაც დადასტურდა,მოსარჯულებლებიც თქვენ ხართ,ამდენი ხანი მიშას ჭკუაზე რომ დადიხართ.

gio
0

შენ ჭირვეულობ ჩასვრილი ბავშვივით, შენისთანა, რომ პოლიტიკოსი იქნება აღარ მინდა იმ ქვეყანაში ცხოვრება. თანაპარტიელებმა ძალიან კარგად იციან რა ღვითოცა ხარ. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

"ჭირვეულის მორჯულება ერთ და ორ დღეში არ ხდება, ეს პროცესი აუცილებლად დასრულდება ჭირვეულის მორჯულებით" - გიგი უგულავა

"ჭირვეულის მორჯულება ერთ და ორ დღეში არ ხდება, ეს პროცესი აუცილებლად დასრულდება ჭირვეულის მორჯულებით" - გიგი უგულავა

"ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას განცხადებით, მას ვერ წარმოუდგენია ოპოზიციის რიგებიდან ვინმე რიგგარეშე არჩევნების პირობის გარეშე შევიდეს პარლამენტში. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, მმართველი გუნდი პარლამენტში მარტო იქნება წარმოდგენილი თუ კვლავ "წითელ ხაზებზე“ ისაუბრებს.

"ასეთ პოლიტიკურ კლიმატში, მას შემდეგ, რაც საზოგადოების უმრავლესობა თანხმდება, რომ არჩევნები გაყალბდა, რასაც ერთი თვეა ჩვენ, ჩვენ ამომრჩევლებს ვეუბნებით, მე ვერ წარმომიდგენია, რომ ვინმე ოპოზიციის რიგებიდან ამ პარლამენტში შევა რიგგარეშე არჩევნების პირობის გარეშე. ვვარაუდობ, რომ თუ "ქართული ოცნება“ დღეს ისეთივე ხისტი იქნება, როგორც გუშინ ირაკლი კობახიძე რომ ვაჟკაცობდა "წითელი ხაზებიაო“, მაშინ მარტო ისხდებიან“, - განაცხადა უგულავამ.

მან ოპოზიციის წევრებს შორის მიმდინარე კონსულტაციაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ დღევანდელ შეხვედრაზე პოზიციები შეჯერდა, კიდევ ერთხელ გაიარეს ის საკითხები, რომლის გარეშეც ხელისუფლებასთან შეთანხმებას ვერ მიაღწევენ.

"მეორეხარისხოვნად მივიჩნევ იმ საკითხებს, თუ არ იქნება შეთანხმება რიგგარეშე საკითხებთან დაკავშირებით. მთავარი თემა ძალაში რჩება. ჩვენ არ ვაპირებთ მოლაპარაკების შეწყვეტას, თუ მოლაპარაკების შეწყვეტას აპირებს „ქართული ოცნება“, ეს მისი პრობლემაა, როდესაც წითელ ხაზებზე საუბრობს. ჩვენ, ჩვენ ფასილიტატორ ელჩებს ვეუბნებით მადლობას, იქნება შემდეგი რაუნდი? ჩვენ კიდევ შევეცდებით დავარწმუნოთ, თუ არა, მაშინ იქნება ერთპარტიული პარლამენტი, ამ ერთპარტიული პარლამენტის პირობებში „ქართული ოცნება“ ძალიან მალე ისევ დაუბრუნდება მოლაპარაკების მაგიდას. როგორც მოგეხსენებათ, ჭირვეულის მორჯულება ერთ დღეში და ორ დღეში არ ხდება, ამიტომ ეს პროცესია, ეს აუცილებლად დასრულდება ჭირვეულის მორჯულებით“, - განაცხადა უგულავამ.

ცნობისთვის, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ფასილიტატორი ელჩების მონაწილეობით, დიალოგის მესამე რაუნდი 7 დეკემბერს გაიმართა. გავრცელებული ინფორმაციით, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებასთან და საპარლამენტო არჩევნებთან/პლებისციტთან ერთად ოპოზიციის შეთავაზება მოიცავს საარჩევნო სისტემასთან და ცეკოს რეფორმირებასთან დაკავშირებულ საკითხებს. კერძოდ, ოპოზიცია ითხოვს, რომ ყველა საპარლამენტო არჩევნები, ასევე თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდეს სრულად პროპორციული წესით, ბუნებრივი ბარიერითა და საარჩევნო ბლოკების შექმნის შესაძლებლობით. ასევე უნდა გადადგეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე და შეიცვალოს სამი არასამთავრობო ორგანიზაციის (ISFED, TI, GYLA) მიერ ნომინირებული პიროვნებით, რომელსაც პარლამენტი დაამტკიცებს, ასევე საუბნო და საოლქო საარჩევნო კომისიების თავმჯდომარეებად უნდა დაინიშნონ სამი არასამთავრობო ორგანიზაციის (ISFED, TI, GYLA) მიერ ნომინირებული პიროვნებები.

ცნობილია, ვინ იქნებიან "ქართული ოცნების" სამდივნოს შემადგენლობაში

"დღეს სრულიად უკანონოდ საზღვარზე გამაჩერეს, მალოდინეს ერთი საათი - გაწითლებული ხარო" - რას წერს გიგი უგულავა "ფეისბუქზე"

"200-ლარიან დახმარებაზე უნდა დასვა გამყრელიძე, ცერცვაძე, იმნაძე და ვნახავთ, როგორ რეკომენდაციებს მოგვცემენ" - ზურაბ ჯაფარიძე