მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

24

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა ტიპის რეკლამებია ყველაზე აქტუალური დღეს ციფრულ სამყაროში (ინფოგრაფიკა)
რა ტიპის რეკლამებია ყველაზე აქტუალური დღეს ციფრულ სამყაროში (ინფოგრაფიკა)

„მაქვს პრო­დუქ­ტი, შე­მიძ­ლია მომ­სა­ხუ­რე­ბა, მჭირ­დე­ბა რეკ­ლა­მა“ - სი­ტყვა­თა ეს ჯაჭ­ვი ყვე­ლა მცი­რე თუ დიდი ბიზ­ნე­სის­თვის ნაც­ნო­ბია. რაც უნდა ცნო­ბი­ლი და წარ­მა­ტე­ბუ­ლი იყოს ბრენ­დი, რეკ­ლა­მა სა­სი­ცო­ცხლოდ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, მცი­რე ბიზ­ნე­სი­სა თუ სტარ­ტა­პე­რე­ბის­თვის კი ერ­თა­დერ­თი სა­შუ­ა­ლე­ბაა, რომ თა­ვი­ან­თი პრო­დუქ­ტი თუ მომ­სა­ხუ­რე­ბა მომ­ხმა­რე­ბელს გა­აც­ნონ.

დღე­ი­სათ­ვის ყვე­ლა­ზე გავ­რცე­ლე­ბუ­ლია ონ­ლა­ინ­რეკ­ლა­მა - ანუ რეკ­ლა­მა ციფ­რულ სამ­ყა­რო­ში, გუ­გლით და­წყე­ბუ­ლი ტიკ-ტო­კით დამ­თავ­რე­ბუ­ლი. ცხოვ­რე­ბა ინ­ტერ­ნეტ­რე­სურ­სე­ბის გა­რე­შე უკვე ვე­ღარ წარ­მოგ­ვიდ­გე­ნია; გან­სა­კუთ­რე­ბით, პან­დე­მი­ის პი­რო­ბებ­ში, როცა გა­რე­სამ­ყა­როს­თან და­კავ­ში­რე­ბის ყვე­ლა­ზე უსაფრ­თხო სა­შუ­ა­ლე­ბა სწო­რედ ვირ­ტუ­ა­ლუ­რი პროგ­რა­მე­ბია.

რად­გან ყვე­ლა­ზე მეტი ადა­მი­ა­ნი ვირ­ტუ­ა­ლურ სივ­რცე­ში იყ­რის თავს -სხვა­დას­ხვა სა­იტ­ზე ინ­ფორ­მა­ცი­ას ეც­ნო­ბა, ფე­ის­ბუქ­ზე სტა­ტუსს ანახ­ლებს თუ ინ­სტაგ­რამს სქ­რო­ლავს, რეკ­ლა­მის­თვის ყვე­ლა­ზე კარ­გი ად­გი­ლი სწო­რედ ციფ­რუ­ლი სამ­ყა­როა. ამ ფაქტს ამ­ყა­რებს სტა­ტის­ტი­კუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბი, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც გა­სუ­ლი წლის მო­ნა­ცე­მე­ბით ადა­მი­ა­ნი დღე­ში სა­შუ­ა­ლოდ 144 წუთს ატა­რებს ვირ­ტუ­ა­ლურ სივ­რცე­ში.

რა ტი­პის რეკ­ლა­მა სჭირ­დე­ბა ჩემს ბიზ­ნესს და სად უნდა გან­ვა­თავ­სო?

ამ კი­თხვა­ზე პა­სუ­ხი თქვენ­ზე უკეთ არა­ვინ იცის, თუმ­ცა ჩვენ შეგ­ვიძ­ლია მი­მარ­თუ­ლე­ბა მოგ­ცეთ. სა­ნამ რეკ­ლა­მის­თვის გა­მო­ყო­ფი­ლი ბი­უ­ჯე­ტის ხარ­ჯვას და­ი­წყებთ, თქვენ თავს ჰკი­თხეთ: რას ვყი­დი, ვის უნდა მივ­ყი­დო და სად არის ის, ვი­საც უნდა მივ­ყი­დო? ამის შემ­დეგ თქვენს ბი­უ­ჯეტ­საც გა­და­ხე­დეთ. არ იფიქ­როთ, რომ მცი­რე ბი­უ­ჯე­ტით რეკ­ლა­მის შექ­მნა-გავ­რცე­ლე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლია. მე­ტიც, არ­სე­ბობს პლატ­ფორ­მა, სა­დაც რეკ­ლა­მის გან­თავ­სე­ბის მი­ნი­მა­ლუ­რი ფასი 1 ლა­რია... ამა­ზე ქვე­ვით ვი­სა­უბ­რებთ, მა­ნამ­დე კი 3 ტი­პის ყვე­ლა­ზე მარ­ტი­ვად გა­სა­კე­თე­ბელ და და­ბალ­ბი­უ­ჯე­ტი­ან რეკ­ლა­მებს, მათს და­დე­ბით და უარ­ყო­ფით მა­ხა­სი­ა­თებ­ლებს გა­გაც­ნობთ.

რო­გორც ვხე­დავთ, თი­თო­ე­ულს აქვს თა­ვი­სი და­დე­ბი­თი და უარ­ყო­ფი­თი მხა­რე­ე­ბი. ფე­ის­ბუ­ქი და ინ­სტაგ­რა­მი სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებს მი­ე­კუთ­ვნე­ბა. აქ გან­თავ­სე­ბუ­ლი რეკ­ლა­მა წარ­მა­ტე­ბას აღ­წევს იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუკი სწო­რად არის შერ­ჩე­უ­ლი რო­გორც რეკ­ლა­მის ში­ნა­არ­სი და ვი­ზუ­ა­ლუ­რი მხა­რე, ასე­ვე მიზ­ნობ­რი­ვი აუ­დი­ტო­რია.

ბოლო დროს თით­ქმის ყვე­ლა დიდი თუ პა­ტა­რა კომ­პა­ნია იყე­ნებს ფე­ის­ბუკ­სა თუ ინ­სტაგ­რამ­ში რეკ­ლა­მის გაშ­ვე­ბის ფუნ­ქცი­ას. რაც უფრო იმა­ტებს რეკ­ლა­მე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა, მით უფრო იზ­რდე­ბა კონ­კუ­რენ­ცია, ამი­ტომ კომ­პა­ნი­ე­ბი უკვე ხში­რად გა­მოთ­ქვა­მენ უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბას, რომ რეკ­ლა­მა­ში გა­დახ­დი­ლი თან­ხა დღეს ისეთ შე­დეგს ვე­ღარ აჩ­ვე­ნებს, რო­გორც რამ­დე­ნი­მე წლის წინ. ამას თან ერ­თვის ისიც, რომ სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბის მომ­ხმა­რე­ბელ­თა ნა­წილს რეკ­ლა­მე­ბი­სად­მი უარ­ყო­ფი­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა უჩ­ნდე­ბა, რაც ბრენ­დი­სად­მი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა­ზეც ახ­დენს გავ­ლე­ნას. უფრო მე­ტიც, რეკ­ლა­მე­ბის სი­ჭარ­ბე ერთ-ერთი მი­ზე­ზია, რა­ტო­მაც მომ­ხმა­რე­ბელ­თა ნა­წი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებს ტო­ვებს.

რაც შე­ე­ხე­ბა ბი­უ­ჯე­ტუ­რი რეკ­ლა­მი­რე­ბის მე­სა­მე სა­შუ­ა­ლე­ბას - ეს არის პლატ­ფორ­მა adword.ge, რო­მე­ლიც რეკ­ლა­მის არა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში, არა­მედ ყვე­ლა­ზე მა­ღალ­რე­ი­ტინ­გულ სა­ი­ტებ­ზე გან­თავ­სე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას გაძ­ლევთ, რო­გო­რი­ცაა: ambebi.ge, IPN.ge, intermedia.ge, bpn.ge, mkurnali.ge, gemrielia.ge, marao.ge და ა. შ. მათ­და­მი ნდო­ბის მა­ღა­ლი ხა­რის­ხი, კომ­პა­ნი­ის იმიჯ­ზეც და­დე­ბი­თად მოქ­მე­დებს და რეკ­ლა­მაც უფრო ეფექ­ტი­ა­ნია.

adword.ge-ზე რეკ­ლა­მის შექ­მნა და ატ­ვირ­თვა ყვე­ლა სხვა პლატ­ფორ­მას­თან შე­და­რე­ბით გა­ცი­ლე­ბით მარ­ტი­ვია. საკ­მა­რი­სია სა­იტ­ზე რე­გის­ტრა­ცი­ის გავ­ლა, რამ­დე­ნი­მე სა­ინ­ფორ­მა­ციო ვე­ლის შევ­სე­ბა და იმ სა­ი­ტი­სა თუ სა­ი­ტე­ბის შერ­ჩე­ვა, რომ­ლებ­ზეც გსურთ, რომ თქვე­ნი რეკ­ლა­მა გა­მოჩ­ნდეს.

თუკი ფე­ის­ბუკ- და ინ­სტაგ­რამ­რეკ­ლა­მა­ში ცვლი­ლე­ბის შე­ტა­ნა ძა­ლი­ან რთუ­ლი და ხან­გრძლი­ვი პრო­ცე­სია, adword.ge-ზე სა­შუ­ა­ლე­ბა გაქვთ ნე­ბის­მი­ერ დროს შეც­ვა­ლოთ თქვე­ნი სა­რეკ­ლა­მო მა­სა­ლა, თა­ნაც ყო­ველ­გვა­რი და­მა­ტე­ბი­თი გა­და­სა­ხა­დის გა­რე­შე.

რო­გორც აღ­ვნიშ­ნეთ, adword.ge-ზე რეკ­ლა­მის გან­თავ­სე­ბა სავ­სე­ბით ხელ­მი­საწ­ვდო­მია. რეკ­ლა­მის გა­საშ­ვე­ბად საკ­მა­რი­სია ბა­ლანსზე გქონ­დეთ სულ მცი­რე 1 ლარი. ბა­ლანსზე არ­სე­ბუ­ლი თან­ხა გა­ხარ­ჯვას მხო­ლოდ მა­შინ და­ი­წყებს, რაც თქვენს რეკ­ლა­მას მომ­ხმა­რე­ბე­ლი და­აკ­ლი­კავს, ანუ რეკ­ლა­მა თა­ვის ფუქნცი­ას შე­ას­რუ­ლებს. 1 კლი­კის სა­ფა­სუ­რი 5 თეთ­რია.

ყვე­ლა ზე­მო­ჩა­მოთ­ვლილ უპი­რა­ტე­სო­ბას­თან ერ­თად აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ისიც, რომ შე­გიძ­ლი­ათ­თ­ვალ­ყუ­რი ადევ­ნოთ სტა­ტის­ტი­კას: რამ­დენ­მა ადა­მი­ან­მა და­აკ­ლი­კა თქვენს რეკ­ლა­მას, რა ოდე­ნო­ბის თან­ხა გა­ი­ხარ­ჯა, რამ­დე­ნი დაგ­რჩათ ბა­ლანსზე და ა. შ. ეს ყვე­ლა­ფე­რი გეხ­მა­რე­ბათ ობი­ექ­ტუ­რად შე­ა­ფა­სოთ თქვე­ნი მარ­კე­ტინ­გუ­ლი სტრა­ტე­გია, გა­ზარ­დოთ ბრენ­დის ცნო­ბა­დო­ბა და ახა­ლი მომ­ხმა­რებ­ლე­ბი შე­ი­ძი­ნოთ.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ალექს
0

რაც უფრო ბრიყვულად გეჩვნება , მით ეფექტურია !

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა
ავტორი:

რა ტიპის რეკლამებია ყველაზე აქტუალური დღეს ციფრულ სამყაროში (ინფოგრაფიკა)

რა ტიპის რეკლამებია ყველაზე აქტუალური დღეს ციფრულ სამყაროში (ინფოგრაფიკა)

„მაქვს პროდუქტი, შემიძლია მომსახურება, მჭირდება რეკლამა“ - სიტყვათა ეს ჯაჭვი ყველა მცირე თუ დიდი ბიზნესისთვის ნაცნობია. რაც უნდა ცნობილი და წარმატებული იყოს ბრენდი, რეკლამა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, მცირე ბიზნესისა თუ სტარტაპერებისთვის კი ერთადერთი საშუალებაა, რომ თავიანთი პროდუქტი თუ მომსახურება მომხმარებელს გააცნონ.

დღეისათვის ყველაზე გავრცელებულია ონლაინრეკლამა - ანუ რეკლამა ციფრულ სამყაროში, გუგლით დაწყებული ტიკ-ტოკით დამთავრებული. ცხოვრება ინტერნეტრესურსების გარეშე უკვე ვეღარ წარმოგვიდგენია; განსაკუთრებით, პანდემიის პირობებში, როცა გარესამყაროსთან დაკავშირების ყველაზე უსაფრთხო საშუალება სწორედ ვირტუალური პროგრამებია.

რადგან ყველაზე მეტი ადამიანი ვირტუალურ სივრცეში იყრის თავს -სხვადასხვა საიტზე ინფორმაციას ეცნობა, ფეისბუქზე სტატუსს ანახლებს თუ ინსტაგრამს სქროლავს, რეკლამისთვის ყველაზე კარგი ადგილი სწორედ ციფრული სამყაროა. ამ ფაქტს ამყარებს სტატისტიკური მონაცემები, რომლის მიხედვითაც გასული წლის მონაცემებით ადამიანი დღეში საშუალოდ 144 წუთს ატარებს ვირტუალურ სივრცეში.

რა ტიპის რეკლამა სჭირდება ჩემს ბიზნესს და სად უნდა განვათავსო?

ამ კითხვაზე პასუხი თქვენზე უკეთ არავინ იცის, თუმცა ჩვენ შეგვიძლია მიმართულება მოგცეთ. სანამ რეკლამისთვის გამოყოფილი ბიუჯეტის ხარჯვას დაიწყებთ, თქვენ თავს ჰკითხეთ: რას ვყიდი, ვის უნდა მივყიდო და სად არის ის, ვისაც უნდა მივყიდო? ამის შემდეგ თქვენს ბიუჯეტსაც გადახედეთ. არ იფიქროთ, რომ მცირე ბიუჯეტით რეკლამის შექმნა-გავრცელება შეუძლებელია. მეტიც, არსებობს პლატფორმა, სადაც რეკლამის განთავსების მინიმალური ფასი 1 ლარია... ამაზე ქვევით ვისაუბრებთ, მანამდე კი 3 ტიპის ყველაზე მარტივად გასაკეთებელ და დაბალბიუჯეტიან რეკლამებს, მათს დადებით და უარყოფით მახასიათებლებს გაგაცნობთ.

როგორც ვხედავთ, თითოეულს აქვს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები. ფეისბუქი და ინსტაგრამი სოციალურ ქსელებს მიეკუთვნება. აქ განთავსებული რეკლამა წარმატებას აღწევს იმ შემთხვევაში, თუკი სწორად არის შერჩეული როგორც რეკლამის შინაარსი და ვიზუალური მხარე, ასევე მიზნობრივი აუდიტორია.

ბოლო დროს თითქმის ყველა დიდი თუ პატარა კომპანია იყენებს ფეისბუკსა თუ ინსტაგრამში რეკლამის გაშვების ფუნქციას. რაც უფრო იმატებს რეკლამების რაოდენობა, მით უფრო იზრდება კონკურენცია, ამიტომ კომპანიები უკვე ხშირად გამოთქვამენ უკმაყოფილებას, რომ რეკლამაში გადახდილი თანხა დღეს ისეთ შედეგს ვეღარ აჩვენებს, როგორც რამდენიმე წლის წინ. ამას თან ერთვის ისიც, რომ სოციალური ქსელების მომხმარებელთა ნაწილს რეკლამებისადმი უარყოფითი დამოკიდებულება უჩნდება, რაც ბრენდისადმი დამოკიდებულებაზეც ახდენს გავლენას. უფრო მეტიც, რეკლამების სიჭარბე ერთ-ერთი მიზეზია, რატომაც მომხმარებელთა ნაწილი სოციალურ ქსელებს ტოვებს.

რაც შეეხება ბიუჯეტური რეკლამირების მესამე საშუალებას - ეს არის პლატფორმა adword.ge, რომელიც რეკლამის არა სოციალურ ქსელში, არამედ ყველაზე მაღალრეიტინგულ საიტებზე განთავსების საშუალებას გაძლევთ, როგორიცაა: ambebi.ge, IPN.ge, intermedia.ge, bpn.ge, mkurnali.ge, gemrielia.ge, marao.ge და ა. შ. მათდამი ნდობის მაღალი ხარისხი, კომპანიის იმიჯზეც დადებითად მოქმედებს და რეკლამაც უფრო ეფექტიანია.

adword.ge-ზე რეკლამის შექმნა და ატვირთვა ყველა სხვა პლატფორმასთან შედარებით გაცილებით მარტივია. საკმარისია საიტზე რეგისტრაციის გავლა, რამდენიმე საინფორმაციო ველის შევსება და იმ საიტისა თუ საიტების შერჩევა, რომლებზეც გსურთ, რომ თქვენი რეკლამა გამოჩნდეს.

თუკი ფეისბუკ- და ინსტაგრამრეკლამაში ცვლილების შეტანა ძალიან რთული და ხანგრძლივი პროცესია, adword.ge-ზე საშუალება გაქვთ ნებისმიერ დროს შეცვალოთ თქვენი სარეკლამო მასალა, თანაც ყოველგვარი დამატებითი გადასახადის გარეშე.

როგორც აღვნიშნეთ, adword.ge-ზე რეკლამის განთავსება სავსებით ხელმისაწვდომია. რეკლამის გასაშვებად საკმარისია ბალანსზე გქონდეთ სულ მცირე 1 ლარი. ბალანსზე არსებული თანხა გახარჯვას მხოლოდ მაშინ დაიწყებს, რაც თქვენს რეკლამას მომხმარებელი დააკლიკავს, ანუ რეკლამა თავის ფუქნციას შეასრულებს. 1 კლიკის საფასური 5 თეთრია.

ყველა ზემოჩამოთვლილ უპირატესობასთან ერთად აღსანიშნავია ისიც, რომ შეგიძლიათთვალყური ადევნოთ სტატისტიკას: რამდენმა ადამიანმა დააკლიკა თქვენს რეკლამას, რა ოდენობის თანხა გაიხარჯა, რამდენი დაგრჩათ ბალანსზე და ა. შ. ეს ყველაფერი გეხმარებათ ობიექტურად შეაფასოთ თქვენი მარკეტინგული სტრატეგია, გაზარდოთ ბრენდის ცნობადობა და ახალი მომხმარებლები შეიძინოთ.

ჭარბი წონა და Covid-19 - რა ცვლილებები მიდის ინფიცირებულის ორგანიზმში სიმსუქნის დროს და რატომ არის მნიშვნელოვანი სითხე და C და D ვიტამინები

"ვაძლიერებთ კლინიკურ სასტუმროებს, სადაც ხდება, როგორც თერაპიული სერვისის მიწოდება, ასევე არის ჟანგბადის კონცენტრატორები" - ბოჭორიშვილის კლინიკის დირექტორი

ვოგის, ვაშინგტონ პოსტისა და მაგნუმ ფოტოს ხელმძღვანელები ქართული ფოტოკონკურსის ჟიურიში არიან