მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვოგის, ვაშინგტონ პოსტისა და მაგნუმ ფოტოს ხელმძღვანელები ქართული ფოტოკონკურსის ჟიურიში არიან
ვოგის, ვაშინგტონ პოსტისა და მაგნუმ ფოტოს ხელმძღვანელები ქართული ფოტოკონკურსის ჟიურიში არიან

ქუ­თა­ი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო უნი­ვერ­სი­ტე­ტის ფო­ტო­კონ­კურ­სი – KIU Photo Contest წელს პირ­ვე­ლად იმარ­თე­ბა და იგი ქუ­თა­ი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო უნი­ვერ­სი­ტე­ტის ინი­ცი­ა­ტი­ვი­თა და სა­ერ­თა­შო­რი­სო საქ­ველ­მოქ­მე­დო ფონ­დი „ქარ­თუს“ და­ფი­ნან­სე­ბით ტარ­დე­ბა. კონ­კურ­სის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რია არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია „კულ­ტუ­რა და კონ­ტაქ­ტე­ბი“.

კონ­კურ­სის მი­ზა­ნია სა­ქარ­თვე­ლო­ში ფო­ტოგ­რა­ფი­ის, რო­გორც თა­ნა­მედ­რო­ვე ხე­ლოვ­ნე­ბის დარ­გის გან­ვი­თა­რე­ბა და ახალ­გაზ­რდა ფო­ტოგ­რა­ფე­ბის პრო­ფე­სი­უ­ლი ზრდის ხელ­შე­წყო­ბას, მათი გა­მოვ­ლე­ნით, მხარ­და­ჭე­რი­თა და გაძ­ლი­ე­რე­ბით.

წელს ფო­ტო­კონ­კურ­სის თე­მაა „სა­ქარ­თვე­ლო – ფო­ტო­ე­ბით მო­თხრო­ბი­ლი ის­ტო­რი­ე­ბი“. მო­ნა­წი­ლე­ე­ბი თა­ვი­სუ­ფალ­ნი არი­ან თე­მის ინ­ტერპრე­ტა­ცი­ა­ში, კრე­ა­ტი­ულ მიდ­გო­მა­სა და ნა­მუ­შევ­რის ეს­თე­ტი­კა­ში. ფო­ტო­კონ­კურ­სში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა 18-დან 30 წლამ­დე ასა­კის მოყ­ვა­რულ და პრო­ფე­სი­ო­ნალ ფო­ტოგ­რა­ფებს შე­უძ­ლი­ათ. კა­ტე­გო­რი­ე­ბის მი­ხედ­ვით საპ­რი­ზო ფონ­დი 1 000-დან - 10 000 ლა­რამ­დეა გან­სა­ზღვრუ­ლი.

„KIU Photo Contest - ქუ­თა­ი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო უნი­ვერ­სი­ტე­ტის მიერ და­არ­სე­ბუ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი კონ­კურ­სია დღეს სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლოვ­ნე­ბის დარ­გში. უნი­ვერ­სი­ტეტს აქვს ამ­ბი­ცია გახ­დეს არა მხო­ლოდ მეც­ნი­ე­რე­ბის და გა­ნათ­ლე­ბის, არა­მედ კულ­ტუ­რი­სა და ხე­ლოვ­ნე­ბის ხელ­შემ­წყო­ბი კე­რაც სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ის რე­გი­ონ­ში. ამ ფოტო კონ­კურ­სით გვინ­და ხელი შე­ვუ­წყოთ ნი­ჭი­ერ ახალ­გაზ­რდა ფო­ტოგ­რა­ფებს სა­ქარ­თვე­ლო­ში. სა­ერ­თა­შო­რი­სო ჟი­უ­რი, რო­მე­ლიც წარ­მოდ­გე­ნი­ლია ამ სფე­როს წამ­ყვა­ნი ხე­ლო­ვა­ნე­ბით და ფოტო ხე­ლოვ­ნე­ბის დარ­გის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბით, უზ­რუნ­ველ­ყოფს სა­ქარ­თვე­ლო­ში ახა­ლი ტა­ლან­ტე­ბის და მო­მა­ვა­ლი ფო­ტოგ­რა­ფე­ბის აღ­მო­ჩე­ნას და არა მხო­ლოდ ამ ფოტო კონ­კურსს არა­მედ ზო­გა­დად სა­ქარ­თვე­ლოს მსოფ­ლიო ხე­ლოვ­ნე­ბის ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში მო­აქ­ცევს.“ - აღ­ნიშ­ნავს KIU-ს კან­ცლე­რი მაგ­და მაღ­რა­ძე.

გა­მორ­ჩე­უ­ლი და სა­ინ­ტე­რე­სოა KIU Photo Contest-ის ჟი­უ­რის შე­მად­გენ­ლო­ბაც და მას­ში შე­დი­ან ფო­ტოგ­რა­ფი­ის სფე­რო­ში სა­ერ­თა­შო­რი­სოდ აღი­ა­რე­ბუ­ლი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბი: ტო­მას დვორ­ჟა­კი, მე­რი­ენ­გო­ლო­ნი, ალე­სი­აგ­ლა­ვი­ა­ნო, აზუნ­ვაგ­ბო­გუ და ქარ­თვე­ლო ფო­ტოგ­რა­ფი ნა­თე­ლა გრი­გა­ლაშ­ვი­ლი.

ჟი­უ­რის შე­სა­ხებ:

ალე­სია გლა­ვი­ა­ნო ჟურ­ნალ ვოგ იტა­ლი­ას (Vogue Italia) ბრენ­დის ვი­ზუ­ა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი და ფეს­ტი­ვალ Photo Vogue-ის ხელ­მძღვა­ნე­ლია. გლა­ვი­ა­ნო წამ­ყვა­ნი ფი­გუ­რაა სა­ერ­თა­შო­რი­სო ფო­ტოგ­რა­ფი­უ­ლი კრი­ტი­კის სფე­რო­ში. 2011 წელს მან ფეს­ტი­ვალ Photo Vogue-ს ჩა­უ­ყა­რა სა­ფუძ­ვე­ლი, რო­მე­ლიც წარ­მო­ად­გენს ინო­ვა­ცი­ურ პლატ­ფორ­მას, იმ ფო­ტოგ­რა­ფე­ბის­თვის, რო­მელ­თაც პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი ფოტო რე­დაქ­ტო­რე­ბის დახ­მა­რე­ბით, სა­კუ­თა­რი ნა­მუ­შევ­რე­ბის ღია სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის წარ­დგე­ნა სურთ. Photo Vogue-ის უმ­თავ­რე­სი მი­სი­აა, ახა­ლი სა­ხე­ე­ბის აღ­მო­ჩე­ნით, ფო­ტოგ­რა­ფი­ის სფე­როს გამ­დიდ­რე­ბა და გამ­რა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბა. თა­ვი­სი კა­რი­ე­რის მან­ძილ­ზე გლა­ვი­ა­ნო არა­ერ­თი პრეს­ტი­ჟუ­ლი კონ­კურ­სის ჟი­უ­რის წევ­რი იყო, მათ შო­რის World Press Photo-სა და Festival International de Mode et de Photographie à Hyères-ის.

მე­რი­ენ გო­ლო­ნი გა­ზეთ ვა­შინგტონ პოს­ტის (The Washington Post) ფო­ტოგ­რა­ფი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლია. 2012 წლამ­დე, მა­ნამ სა­ნამ ის The Washington Post-ის გუნდს შე­უ­ერ­თდე­ბო­და, გო­ლო­ნი 20 წლის მან­ძილ­ზე ჟურ­ნალ TIME-ის მთა­ვა­რი ფოტო რე­დაქ­ტო­რის მო­ვა­ლე­ო­ბას ას­რუ­ლებ­და. გარ­და ამი­სა, ის იყო ფოტო ფეს­ტი­ვალ Look 3: The Festival of the Photograph-ის კუ­რა­ტო­რი და სწო­რედ მისი დახ­მა­რე­ბით იქ­მნე­ბო­და ორი წლის მან­ძილ­ზე ციფ­რუ­ლი აქ­ტი­ვე­ბის მარ­თვის სის­ტე­მა, ამ დიდი არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის­თვის. გარ­და რე­დაქ­ტო­რო­ბი­სა, გო­ლო­ნი 15 წლის მან­ძილ­ზე ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და ჟურ­ნალ TIME-ის ყო­ველკ­ვი­რე­ულ სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­მო­ცე­მის ფო­ტოგ­რა­ფი­ის დე­პარ­ტა­მენტს.

მე­რი­ენ გო­ლონს მი­ღე­ბუ­ლი აქვს არა­ერ­თი პრეს­ტი­ჟუ­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო ჯილ­დო, ისე­თე­ბი რო­გო­რი­ცაა POYi და NPPA's Best of Photojournalism. 2013 წელს FA Lucie Awards-მა მას წლის სა­უ­კე­თე­სო ფოტო რე­დაქ­ტო­რის ტი­ტუ­ლი მი­ა­ნი­ჭა. იგი ორ­ჯერ და­სა­ხელ­და ფო­ტოგ­რა­ფი­ის სფე­როს წარ­მო­მად­გე­ნე­ლი 100 ყვე­ლა­ზე გავ­ლე­ნი­ა­ნი ადა­მი­ა­ნის სი­ა­ში.

ტო­მას დვორ­ჟა­კი ფო­ტოგ­რა­ფი და ფოტო სა­ა­გენ­ტო მაგ­ნუმ ფო­ტოს (Magnum Photos) პრე­ზი­დენ­ტია. დვორ­ჟა­კი ფო­ტოგ­რა­ფი­ით ჯერ კი­დევ ად­რე­ულ ასაკ­ში და­ინ­ტე­რეს­და და 1991 წელს, სკო­ლის დამ­თავ­რე­ბის­თა­ნა­ვე, აღ­მო­სავ­ლეთ ევ­რო­პა­სა და ახლო აღ­მო­სავ­ლეთ­ში მოგ­ზა­უ­რო­ბა და გა­და­ღე­ბა და­ი­წყო. 1993 წელს ის თბი­ლის­ში გად­მო­ვი­და სა­ცხოვ­რებ­ლად, სა­დაც 1999 წლამ­დე ცხოვ­რობ­და. ამ დრო­ის მან­ძილ­ზე ის თა­ვის გრძელ­ვა­დი­ან პრო­ექტ „კავ­კა­სი­ა­ზე“ მუ­შა­ობ­და, რომ­ლის ფარ­გლებ­შიც გა­და­ი­ღო რო­გორც რე­გი­ონ­ში მცხოვ­რე­ბი ადა­მი­ა­ნე­ბის ცხოვ­რე­ბა, ასე­ვე, აქ მიმ­დი­ნა­რე არა­ერ­თი სამ­ხედ­რო კონ­ფლიქ­ტი - ჩეჩ­ნეთ­ში, ყა­რა­ბაღ­სა და აფხა­ზეთ­ში. დვორ­ჟა­კი 2000 წელს სა­ა­გენ­ტო Magnum Photos წევ­რო­ბის კან­დი­და­ტი გახ­და, 2004 წელს კი სა­ა­გენ­ტოს წევ­რის სტა­ტუ­სი მი­ი­ღო. შემ­დე­გი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში დვორ­ჟაკ­მა არა­ერ­თი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სო­ცი­ა­ლურ-პო­ლი­ტი­კუ­რი მოვ­ლე­ნა გა­და­ი­ღო: აღ­ბეჭ­და 11 სექ­ტემ­ბრის ტე­რაქ­ტე­ბი, წლე­ბის მან­ძილ­ზე იღებ­და ომს ავ­ღა­ნეთ­სა და ერაყ­ში და ასე­ვე, აფიქ­სი­რებ­და ამ ომის გავ­ლე­ნას ამე­რი­კა­ზე. 2005-2008 წლებ­ში ჟურ­ნალ TIME-ის­თვის გა­და­ი­ღო რამ­დე­ნი­მე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი რე­პორ­ტა­ჟი მა­კე­დო­ნი­ა­ში, პა­კის­ტან­ში, ჩეჩ­ნეთ­ში, შრი­ლან­კა­ზე, ნი­გე­რი­ა­სა და ლი­ბან­ში. 2008 წლის რუ­სეთ-სა­ქარ­თვე­ლოს ომის შემ­დეგ დვორ­ჟა­კი სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუნ­და და უხელ­მძღვა­ნე­ლა პრო­ექტს „ქარ­თუ­ლი გა­ზა­ფხუ­ლი“, რომ­ლის ფარ­გლებ­შიც სა­ა­გენ­ტო Magnum-ის წევ­რი ფო­ტოგ­რა­ფე­ბის ჯგუფ­მა სა­ქარ­თვე­ლოს სხვა­დას­ხვა რე­გი­ო­ნი აღ­ბეჭ­და. 2017 წლი­დან დვორ­ჟა­კი Magnum Photos პრე­ზი­დენ­ტის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­სრუ­ლე­ბე­ლია.

აზუნ­ვაგ­ბო­გუ ორ­გა­ნი­ზა­ცია აფ­რი­კის ხე­ლო­ვან­თა ფონ­დის (African Artists’ Foundation) დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი და დი­რექ­ტო­რია. 2018-2019 წლებ­ში ის ას­რუ­ლებ­და Zeitz Museum of Contemporary Art-ის დი­რექ­ტო­რი­სა და მთა­ვა­რი კუ­რა­ტო­რის მო­ვა­ლე­ო­ბას სამ­ხრეთ აფ­რი­კა­ში. ამას­თა­ნა­ვე, ნვაგ­ბო­გუ არის სა­ერ­თა­შო­რი­სო ფოტო ფეს­ტი­ვა­ლის LagosPhoto-ს დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი და ხელ­მძღვა­ნე­ლი. იგი გა­მოს­ცემს სა­ხე­ლოვ­ნე­ბო ჟურ­ნალ „Art Base Africa“-ს, რო­მე­ლიც წარ­მო­ად­გენს ერ­თგვა­რი ვირ­ტუ­ა­ლურ სივ­რცეს, სა­დაც შე­საძ­ლე­ბე­ლია თა­ნა­მედ­რო­ვე აფ­რი­კუ­ლი ხე­ლოვ­ნე­ბის გაც­ნო­ბა. გარ­და ამი­სა, ნვაგ­ბო­გუ და­მო­უ­კი­დე­ბელ კუ­რა­ტო­რულ საქ­მი­ა­ნო­ბა­საც ეწე­ვა, გან­სა­კუთ­რე­ბი­თაა და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი მო­მავ­ლის მუ­ზე­ო­ლო­გი­ით.

ნა­თე­ლა გრი­გა­ლაშ­ვი­ლი ქარ­თვე­ლი ფო­ტო­დო­კუ­მენ­ტა­ლის­ტი და ფო­ტოჟურ­ნა­ლის­ტია, რო­მელ­საც ფო­ტოგ­რა­ფი­ის სფე­რო­ში მუ­შა­ო­ბის 30 წლი­ა­ნი გა­მოც­დი­ლე­ბა აქვს. მრა­ვა­ლი წლის მან­ძილ­ზე პრე­სა­ში მუ­შა­ო­ბის შემ­დეგ, 2010 წელს გრი­გა­ლაშ­ვილ­მა გა­და­წყვი­ტა, რომ ჩა­მო­შო­რე­ბო­და პრე­სას და და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ფო­ტოგ­რა­ფი გამ­ხდა­რი­ყო. ამ დრო­ი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, ის თა­ვის გრძელ­ვა­დი­ან დო­კუ­მენ­ტურ სე­რი­ებ­ზე მუ­შა­ობს.

კა­რი­ე­რის და­სა­წყის­ში, იგი წლე­ბის მან­ძილ­ზე, შავ-თეთრ ფირ­ზე იღებ­და, თუმ­ცა უკვე 10 წელ­ზე მე­ტია, რაც ციფ­რულ ფე­რად ფო­ტოგ­რა­ფი­ა­ზე გა­და­ვი­და. გრი­გა­ლაშ­ვი­ლი ძი­რი­თა­დად გრძელ­ვა­დი­ან დო­კუ­მენ­ტურ ფოტო პრო­ექ­ტებს იღებს, სა­ქარ­თვე­ლოს სხვა­დას­ხვა რე­გი­ონ­ში. ამ პრო­ექ­ტე­ბის ფარ­გლებ­ში ის სოფ­ლებ­სა და მცი­რე ქა­ლა­ქებ­ში მცხოვ­რე­ბი ადა­მი­ა­ნე­ბის ყო­ველ­დღი­უ­რო­ბა­სა და პრობ­ლე­მებ­ზე ფო­კუ­სირ­დე­ბა.

2007 წელს ნა­თე­ლა გრი­გა­ლაშ­ვი­ლის გა­და­ე­ცა ალექ­სან­დრე რო­ი­ნიშ­ვი­ლის პრი­ზი, ქარ­თუ­ლი ფო­ტოგ­რა­ფი­ის გან­ვი­თა­რე­ბა­ში შე­ტა­ნი­ლი წვლი­ლის­თვის. 2015 წელს მან და­ა­არ­სა ფოტო სა­ა­გენ­ტო Kontakt Photos. გრი­გა­ლაშ­ვი­ლი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო საქ­მი­ა­ნო­ბი­თა­ცაა და­კა­ვე­ბუ­ლი. მისი ინი­ცი­ა­ტი­ვით და­არ­სდა ფოტო კლუ­ბე­ბი ჯა­ვა­ხეთ­ში (2014), პან­კი­სის ხე­ო­ბა­სა (2015) და მა­ღალმთი­ან აჭა­რა­ში (2016), სა­დაც ის თვე­ე­ბის მან­ძილ­ზე ას­წავ­ლი­და ფო­ტოგ­რა­ფი­ას და­ინ­ტე­რე­სე­ბულ ახალ­გაზ­რდო­ბას.

დე­ტა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცია კონ­კურ­სის შე­სა­ხებ: https://kiuphoto.com/ka/

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა
ავტორი:

ვოგის, ვაშინგტონ პოსტისა და მაგნუმ ფოტოს ხელმძღვანელები ქართული ფოტოკონკურსის ჟიურიში არიან

ვოგის, ვაშინგტონ პოსტისა და მაგნუმ ფოტოს ხელმძღვანელები ქართული ფოტოკონკურსის ჟიურიში არიან

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ფოტოკონკურსი – KIU Photo Contest წელს პირველად იმართება და იგი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ინიციატივითა და საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი „ქართუს“ დაფინანსებით ტარდება. კონკურსის ორგანიზატორია არასამთავრობო ორგანიზაცია „კულტურა და კონტაქტები“.

კონკურსის მიზანია საქართველოში ფოტოგრაფიის, როგორც თანამედროვე ხელოვნების დარგის განვითარება და ახალგაზრდა ფოტოგრაფების პროფესიული ზრდის ხელშეწყობას, მათი გამოვლენით, მხარდაჭერითა და გაძლიერებით.

წელს ფოტოკონკურსის თემაა „საქართველო – ფოტოებით მოთხრობილი ისტორიები“. მონაწილეები თავისუფალნი არიან თემის ინტერპრეტაციაში, კრეატიულ მიდგომასა და ნამუშევრის ესთეტიკაში. ფოტოკონკურსში მონაწილეობა 18-დან 30 წლამდე ასაკის მოყვარულ და პროფესიონალ ფოტოგრაფებს შეუძლიათ. კატეგორიების მიხედვით საპრიზო ფონდი 1 000-დან - 10 000 ლარამდეა განსაზღვრული.

„KIU Photo Contest - ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მიერ დაარსებული მნიშვნელოვანი კონკურსია დღეს საქართველოს ხელოვნების დარგში. უნივერსიტეტს აქვს ამბიცია გახდეს არა მხოლოდ მეცნიერების და განათლების, არამედ კულტურისა და ხელოვნების ხელშემწყობი კერაც სამხრეთ კავკასიის რეგიონში. ამ ფოტო კონკურსით გვინდა ხელი შევუწყოთ ნიჭიერ ახალგაზრდა ფოტოგრაფებს საქართველოში. საერთაშორისო ჟიური, რომელიც წარმოდგენილია ამ სფეროს წამყვანი ხელოვანებით და ფოტო ხელოვნების დარგის პროფესიონალებით, უზრუნველყოფს საქართველოში ახალი ტალანტების და მომავალი ფოტოგრაფების აღმოჩენას და არა მხოლოდ ამ ფოტო კონკურსს არამედ ზოგადად საქართველოს მსოფლიო ხელოვნების ყურადღების ცენტრში მოაქცევს.“ - აღნიშნავს KIU-ს კანცლერი მაგდა მაღრაძე.

გამორჩეული და საინტერესოა KIU Photo Contest-ის ჟიურის შემადგენლობაც და მასში შედიან ფოტოგრაფიის სფეროში საერთაშორისოდ აღიარებული პროფესიონალები: ტომას დვორჟაკი, მერიენგოლონი, ალესიაგლავიანო, აზუნვაგბოგუ და ქართველო ფოტოგრაფი ნათელა გრიგალაშვილი.

ჟიურის შესახებ:

ალესია გლავიანო ჟურნალ ვოგ იტალიას (Vogue Italia) ბრენდის ვიზუალური დირექტორი და ფესტივალ Photo Vogue-ის ხელმძღვანელია. გლავიანო წამყვანი ფიგურაა საერთაშორისო ფოტოგრაფიული კრიტიკის სფეროში. 2011 წელს მან ფესტივალ Photo Vogue-ს ჩაუყარა საფუძველი, რომელიც წარმოადგენს ინოვაციურ პლატფორმას, იმ ფოტოგრაფებისთვის, რომელთაც პროფესიონალი ფოტო რედაქტორების დახმარებით, საკუთარი ნამუშევრების ღია საზოგადოებისთვის წარდგენა სურთ. Photo Vogue-ის უმთავრესი მისიაა, ახალი სახეების აღმოჩენით, ფოტოგრაფიის სფეროს გამდიდრება და გამრავალფეროვნება. თავისი კარიერის მანძილზე გლავიანო არაერთი პრესტიჟული კონკურსის ჟიურის წევრი იყო, მათ შორის World Press Photo-სა და Festival International de Mode et de Photographie à Hyères-ის.

მერიენ გოლონი გაზეთ ვაშინგტონ პოსტის (The Washington Post) ფოტოგრაფიის მიმართულების ხელმძღვანელია. 2012 წლამდე, მანამ სანამ ის The Washington Post-ის გუნდს შეუერთდებოდა, გოლონი 20 წლის მანძილზე ჟურნალ TIME-ის მთავარი ფოტო რედაქტორის მოვალეობას ასრულებდა. გარდა ამისა, ის იყო ფოტო ფესტივალ Look 3: The Festival of the Photograph-ის კურატორი და სწორედ მისი დახმარებით იქმნებოდა ორი წლის მანძილზე ციფრული აქტივების მართვის სისტემა, ამ დიდი არასამთავრობო ორგანიზაციისთვის. გარდა რედაქტორობისა, გოლონი 15 წლის მანძილზე ხელმძღვანელობდა ჟურნალ TIME-ის ყოველკვირეულ საერთაშორისო გამოცემის ფოტოგრაფიის დეპარტამენტს.

მერიენ გოლონს მიღებული აქვს არაერთი პრესტიჟული საერთაშორისო ჯილდო, ისეთები როგორიცაა POYi და NPPA's Best of Photojournalism. 2013 წელს FA Lucie Awards-მა მას წლის საუკეთესო ფოტო რედაქტორის ტიტული მიანიჭა. იგი ორჯერ დასახელდა ფოტოგრაფიის სფეროს წარმომადგენელი 100 ყველაზე გავლენიანი ადამიანის სიაში.

ტომას დვორჟაკი ფოტოგრაფი და ფოტო სააგენტო მაგნუმ ფოტოს (Magnum Photos) პრეზიდენტია. დვორჟაკი ფოტოგრაფიით ჯერ კიდევ ადრეულ ასაკში დაინტერესდა და 1991 წელს, სკოლის დამთავრებისთანავე, აღმოსავლეთ ევროპასა და ახლო აღმოსავლეთში მოგზაურობა და გადაღება დაიწყო. 1993 წელს ის თბილისში გადმოვიდა საცხოვრებლად, სადაც 1999 წლამდე ცხოვრობდა. ამ დროის მანძილზე ის თავის გრძელვადიან პროექტ „კავკასიაზე“ მუშაობდა, რომლის ფარგლებშიც გადაიღო როგორც რეგიონში მცხოვრები ადამიანების ცხოვრება, ასევე, აქ მიმდინარე არაერთი სამხედრო კონფლიქტი - ჩეჩნეთში, ყარაბაღსა და აფხაზეთში. დვორჟაკი 2000 წელს სააგენტო Magnum Photos წევრობის კანდიდატი გახდა, 2004 წელს კი სააგენტოს წევრის სტატუსი მიიღო. შემდეგი წლების განმავლობაში დვორჟაკმა არაერთი მნიშვნელოვანი სოციალურ-პოლიტიკური მოვლენა გადაიღო: აღბეჭდა 11 სექტემბრის ტერაქტები, წლების მანძილზე იღებდა ომს ავღანეთსა და ერაყში და ასევე, აფიქსირებდა ამ ომის გავლენას ამერიკაზე. 2005-2008 წლებში ჟურნალ TIME-ისთვის გადაიღო რამდენიმე მნიშვნელოვანი რეპორტაჟი მაკედონიაში, პაკისტანში, ჩეჩნეთში, შრილანკაზე, ნიგერიასა და ლიბანში. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ დვორჟაკი საქართველოში დაბრუნდა და უხელმძღვანელა პროექტს „ქართული გაზაფხული“, რომლის ფარგლებშიც სააგენტო Magnum-ის წევრი ფოტოგრაფების ჯგუფმა საქართველოს სხვადასხვა რეგიონი აღბეჭდა. 2017 წლიდან დვორჟაკი Magnum Photos პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელია.

აზუნვაგბოგუ ორგანიზაცია აფრიკის ხელოვანთა ფონდის (African Artists’ Foundation) დამფუძნებელი და დირექტორია. 2018-2019 წლებში ის ასრულებდა Zeitz Museum of Contemporary Art-ის დირექტორისა და მთავარი კურატორის მოვალეობას სამხრეთ აფრიკაში. ამასთანავე, ნვაგბოგუ არის საერთაშორისო ფოტო ფესტივალის LagosPhoto-ს დამფუძნებელი და ხელმძღვანელი. იგი გამოსცემს სახელოვნებო ჟურნალ „Art Base Africa“-ს, რომელიც წარმოადგენს ერთგვარი ვირტუალურ სივრცეს, სადაც შესაძლებელია თანამედროვე აფრიკული ხელოვნების გაცნობა. გარდა ამისა, ნვაგბოგუ დამოუკიდებელ კურატორულ საქმიანობასაც ეწევა, განსაკუთრებითაა დაინტერესებული მომავლის მუზეოლოგიით.

ნათელა გრიგალაშვილი ქართველი ფოტოდოკუმენტალისტი და ფოტოჟურნალისტია, რომელსაც ფოტოგრაფიის სფეროში მუშაობის 30 წლიანი გამოცდილება აქვს. მრავალი წლის მანძილზე პრესაში მუშაობის შემდეგ, 2010 წელს გრიგალაშვილმა გადაწყვიტა, რომ ჩამოშორებოდა პრესას და დამოუკიდებელი ფოტოგრაფი გამხდარიყო. ამ დროიდან მოყოლებული, ის თავის გრძელვადიან დოკუმენტურ სერიებზე მუშაობს.

კარიერის დასაწყისში, იგი წლების მანძილზე, შავ-თეთრ ფირზე იღებდა, თუმცა უკვე 10 წელზე მეტია, რაც ციფრულ ფერად ფოტოგრაფიაზე გადავიდა. გრიგალაშვილი ძირითადად გრძელვადიან დოკუმენტურ ფოტო პროექტებს იღებს, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. ამ პროექტების ფარგლებში ის სოფლებსა და მცირე ქალაქებში მცხოვრები ადამიანების ყოველდღიურობასა და პრობლემებზე ფოკუსირდება.

2007 წელს ნათელა გრიგალაშვილის გადაეცა ალექსანდრე როინიშვილის პრიზი, ქართული ფოტოგრაფიის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის. 2015 წელს მან დააარსა ფოტო სააგენტო Kontakt Photos. გრიგალაშვილი საგანმანათლებლო საქმიანობითაცაა დაკავებული. მისი ინიციატივით დაარსდა ფოტო კლუბები ჯავახეთში (2014), პანკისის ხეობასა (2015) და მაღალმთიან აჭარაში (2016), სადაც ის თვეების მანძილზე ასწავლიდა ფოტოგრაფიას დაინტერესებულ ახალგაზრდობას.

დეტალური ინფორმაცია კონკურსის შესახებ: https://kiuphoto.com/ka/

"ეს არის მკურნალობის ეფექტიანი და ხელმისაწვდომი მეთოდი" - რატომ ვერ ხერხდება საქართველოში covid 19-ის წინააღმდეგ პლაზმით მკურნალობის მასობრივად გამოყენება?

ადგილები, სადაც კორონავირუსის გამოსავლენი ტესტის გაკეთება შეგიძლიათ

როდის და რომელ ვაქცინას შემოიტანენ საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგოდ - ამირან გამყრელიძე სავარაუდო თარიღს ასახელებს