საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
იპოთეკური სესხის სუბსიდირების პროგრამა გრძელდება
იპოთეკური სესხის სუბსიდირების პროგრამა გრძელდება

სა­ხელ­მწი­ფოს მხრი­დან იპო­თე­კუ­რი სეს­ხის სუბ­სი­დი­რე­ბის პროგ­რა­მა სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის პირ­ვე­ლი ივ­ლი­სი­და­ნაა ხელ­მი­საწ­ვდო­მი. პროგ­რა­მის დას­რუ­ლე­ბამ­დე დარ­ჩე­ნი­ლია ერთი თვე.პროგ­რა­მის ფარ­გელბ­ში თა­ნა­და­ფი­ნან­სე­ბით უკვე გა­ცე­მუ­ლია 6 000-ზე მეტი სეს­ხი, რო­მელ­თა ჯა­მუ­რი მო­ცუ­ლო­ბა 614 500 000 ლარ­ზე მე­ტია.

სუბ­სი­დი­რე­ბის პროგ­რა­მას, სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბულ კო­მერ­ცი­ულ ბან­კებ­თან ერ­თად, ახორ­ცი­ე­ლებს სა­ქარ­თვე­ლოს ეკო­ნო­მი­კი­სა და მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის სა­მი­ნის­ტროს სა­ა­გენ­ტო „აწარ­მოე სა­ქარ­თვე­ლო­ში“.

რას გთა­ვა­ზობს იპო­თე­კუ­რი სეს­ხის სუბ­სი­დი­რე­ბის პროგ­რა­მა?

პროგ­რა­მის ფარ­გლებ­ში, სა­ხელ­მწი­ფო იპო­თე­კუ­რი სეს­ხის საპ­რო­ცენ­ტო გა­ნაკ­ვეთს 4%-მდე ასუბ­სი­დი­რებს. სუბ­სი­დია შე­ე­ხე­ბა იპო­თე­კუ­რი სეს­ხის ყვე­ლა იმ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბას, რო­მე­ლიც და­ი­დე­ბა 2020 წლის ბო­ლომ­დე და გაგ­რძელ­დე­ბა 5 წლის ვა­დით. იპო­თე­კუ­რი სეს­ხის მაქ­სი­მა­ლუ­რი ოდე­ნო­ბა არის 200 000 ლარი. სეს­ხის მიზ­ნობ­რი­ო­ბა კი, აუ­ცი­ლებ­ლად უნდა იყოს დე­ვე­ლო­პე­რუ­ლი კომ­პა­ნი­ის პირ­ვე­ლა­დი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის შე­ძე­ნა.

რო­გორ პა­სუ­ხობს ბიზ­ნე­სი ამ ინ­ცი­ა­ტი­ვას?

„თა­ნა­მედ­რო­ვე სამ­ყა­რო­ში, როცა დრო ძა­ლი­ან აჩ­ქა­რე­ბუ­ლია მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია პრო­ცე­სე­ბის ოპ­ტი­მი­ზა­ცია და შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად მათი ციფ­რულ სამ­ყა­რო­ში გა­და­ტა­ნა. სწო­რედ ეს იყოს ჩვე­ნი ერთ-ერთი მთა­ვა­რი მო­ტი­ვა­ცია AREA.GE-ს შექ­მნი­სას. ჩვენ შევ­ძე­ლით შეგ­ვეც­ვა­ლა მომ­ხმა­რებ­ლის ქცე­ვა და უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის ძი­ე­ბის პრო­ცე­სი ციფ­რუ­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბის ეკ­რა­ნებ­თან გად­მოგ­ვე­ტა­ნა. პან­დე­მი­ის პე­რი­ოდ­ში, კი­დევ უფრო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გახ­და ციფ­რუ­ლი პრო­ცე­სე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა. სწო­რედ ამი­ტომ, სა­ხელ­მწი­ფოს მხრი­დან ინი­ცი­რე­ბუ­ლი იპო­თე­კუ­რი სეს­ხის სუბ­სი­დი­რე­ბის პროგ­რა­მის პო­პუ­ლა­რი­ცა­ზი­ის­თვის შევ­ქმე­ნით პლატ­ფორ­მა SUBSIDIREBA.GE , რო­მე­ლიც აერ­თი­ა­ნებს ამ თე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბულ ყვე­ლა სა­ჭი­რო ინ­ფორ­მა­ცი­ას ერთ სივ­რცე­ში,რაც ცხა­დია მომ­ხმა­რებ­ლებ­ლის­თვის ძა­ლი­ან დიდი კომ­ფორ­ტია.კერ­ძოდ კი­ა­მარ­ტი­ვებს და რაც მთა­ვა­რია ას­წრა­ფებს უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის ძი­ე­ბი­სა და იპო­თე­კუ­რი სეს­ხის აღე­ბის გრძელ პრო­ცესს“ - აცხა­დებს AREA.GE-ს ბიზ­ნეს გან­ვი­თა­რე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლი სა­ლო­მე ტყე­შე­ლაშ­ვი­ლი.

სად უნდა იპო­ვო ბინა, რო­მე­ლიც აკ­მა­ყო­ფი­ლებს სუბ­სი­დი­რე­ბის­თვის სა­ჭი­რო პი­რო­ბებს?

AREA.GE-ზე წარ­მოდ­გე­ნი­ლია ყვე­ლა­ზე მეტი დე­ვე­ლო­პე­რუ­ლი კომ­პა­ნი­ის გვერ­დი, შე­სა­ბა­მი­სი პრო­ექ­ტე­ბით, ბი­ნე­ბი­თა და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი შე­თა­ვა­ზე­ბე­ბით. მომ­ხმა­რე­ბელს აქვს შე­საძ­ლებ­ლო­ბა, ერთ სივ­რცე­ში და­ათ­ვა­ლი­ე­როს ყვე­ლა დე­ვე­ლო­პე­რის ის გან­ცხა­დე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც სრუ­ლად აკ­მა­ყო­ფი­ლე­ბენ სუბ­სი­დი­რე­ბის პი­რო­ბებს.

რო­გორ უნდა მო­ი­თხო­ვო სუბ­სი­დი­რე­ბუ­ლი იპო­თე­კუ­რი სეს­ხი?

AREA.GE-სა და სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კის პარტნი­ო­რო­ბის ფარ­გლებ­ში პლატ­ფორ­მე­ბი­დან AREA.GE და SUBSIDIREBA.GE მომ­ხმა­რე­ბელს შე­საძ­ლებ­ლო­ბა აქვს დის­ტან­ცი­უ­რად გა­აგ­ზავ­ნოს იპო­თე­კუ­რი სეს­ხის მო­თხო­ვა. მო­თხოვ­ნის გაგ­ზავ­ნის შემ­დეგ 1 სა­მუ­შაო დღის ვა­და­ში „სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კის“ წარ­მო­მად­გე­ნე­ლი და­უ­კავ­შირ­დე­ბა მათ და და­ას­რუ­ლებს იპო­თე­კუ­რი სეს­ხის აღე­ბის პრო­ცე­დუ­რას.

R

liliana
0

ამ რთულ დროს ლიბერთი ბანკი დამეხმარა სესხის სუბსიდირებაში. 4 წელი დამრჩა იპოთეკური სესხი სახდელი და იმედია მალე მორჩება კოვიდი და ეშველება ხალხს.

ავტორი:

იპოთეკური სესხის სუბსიდირების პროგრამა გრძელდება

იპოთეკური სესხის სუბსიდირების პროგრამა გრძელდება

სახელმწიფოს მხრიდან იპოთეკური სესხის სუბსიდირების პროგრამა საქართველოს მოქალაქეებისთვის პირველი ივლისიდანაა ხელმისაწვდომი. პროგრამის დასრულებამდე დარჩენილია ერთი თვე.პროგრამის ფარგელბში თანადაფინანსებით უკვე გაცემულია 6 000-ზე მეტი სესხი, რომელთა ჯამური მოცულობა 614 500 000 ლარზე მეტია.

სუბსიდირების პროგრამას, საქართველოში არსებულ კომერციულ ბანკებთან ერთად, ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტო „აწარმოე საქართველოში“.

რას გთავაზობს იპოთეკური სესხის სუბსიდირების პროგრამა?

პროგრამის ფარგლებში, სახელმწიფო იპოთეკური სესხის საპროცენტო განაკვეთს 4%-მდე ასუბსიდირებს. სუბსიდია შეეხება იპოთეკური სესხის ყველა იმ ხელშეკრულებას, რომელიც დაიდება 2020 წლის ბოლომდე და გაგრძელდება 5 წლის ვადით. იპოთეკური სესხის მაქსიმალური ოდენობა არის 200 000 ლარი. სესხის მიზნობრიობა კი, აუცილებლად უნდა იყოს დეველოპერული კომპანიის პირველადი საცხოვრებელი უძრავი ქონების შეძენა.

როგორ პასუხობს ბიზნესი ამ ინციატივას?

„თანამედროვე სამყაროში, როცა დრო ძალიან აჩქარებულია მნიშვნელოვანია პროცესების ოპტიმიზაცია და შეძლებისდაგვარად მათი ციფრულ სამყაროში გადატანა. სწორედ ეს იყოს ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მოტივაცია AREA.GE-ს შექმნისას. ჩვენ შევძელით შეგვეცვალა მომხმარებლის ქცევა და უძრავი ქონების ძიების პროცესი ციფრული მოწყობილობების ეკრანებთან გადმოგვეტანა. პანდემიის პერიოდში, კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდა ციფრული პროცესების განვითარება. სწორედ ამიტომ, სახელმწიფოს მხრიდან ინიცირებული იპოთეკური სესხის სუბსიდირების პროგრამის პოპულარიცაზიისთვის შევქმენით პლატფორმა SUBSIDIREBA.GE , რომელიც აერთიანებს ამ თემასთან დაკავშირებულ ყველა საჭირო ინფორმაციას ერთ სივრცეში,რაც ცხადია მომხმარებლებლისთვის ძალიან დიდი კომფორტია.კერძოდ კიამარტივებს და რაც მთავარია ასწრაფებს უძრავი ქონების ძიებისა და იპოთეკური სესხის აღების გრძელ პროცესს“ - აცხადებს AREA.GE-ს ბიზნეს განვითარების ხელმძღვანელი სალომე ტყეშელაშვილი.

სად უნდა იპოვო ბინა, რომელიც აკმაყოფილებს სუბსიდირებისთვის საჭირო პირობებს?

AREA.GE-ზე წარმოდგენილია ყველაზე მეტი დეველოპერული კომპანიის გვერდი, შესაბამისი პროექტებით, ბინებითა და განსაკუთრებული შეთავაზებებით. მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა, ერთ სივრცეში დაათვალიეროს ყველა დეველოპერის ის განცხადებები, რომლებიც სრულად აკმაყოფილებენ სუბსიდირების პირობებს.

როგორ უნდა მოითხოვო სუბსიდირებული იპოთეკური სესხი?

AREA.GE-სა და საქართველოს ბანკის პარტნიორობის ფარგლებში პლატფორმებიდან AREA.GE და SUBSIDIREBA.GE მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს დისტანციურად გააგზავნოს იპოთეკური სესხის მოთხოვა. მოთხოვნის გაგზავნის შემდეგ 1 სამუშაო დღის ვადაში „საქართველოს ბანკის“ წარმომადგენელი დაუკავშირდება მათ და დაასრულებს იპოთეკური სესხის აღების პროცედურას.

R

ქინძმარაული ღვინის სოფელი - უპრეცენდენტო მასშტაბის პროექტი KTW Development-ისგან

BTU-ს სტუდენტების დასაქმება საერთაშორისო IT კომპანიაში Exadel

„რომპეტროლი“ კოვიდთან მებრძოლ მედპერსონალს სამი თვის განმავლობაში ლანჩით უზრუნველჰყოფს