მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

24

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 06:11-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 19-19-დან ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მუშახელს ვერ ვშოულობთ. შრომა არ უნდათ..." - ახალგაზრდა ფერმერი დედოფლისწყაროდან, რომელიც საუკუნოვან ოჯახურ მეურნეობას უძღვება
"მუშახელს ვერ ვშოულობთ. შრომა არ უნდათ..." - ახალგაზრდა ფერმერი დედოფლისწყაროდან, რომელიც საუკუნოვან ოჯახურ მეურნეობას უძღვება

ახალ­გაზ­რდა ფერ­მე­რი ბექა გო­ნაშ­ვი­ლი მრა­ვალ­დარ­გო­ვან მე­ურ­ნე­ო­ბას უძღვე­ბა. ეს საქ­მი­ა­ნო­ბა მას შთა­მო­მავ­ლო­ბით მოს­დგამს - გო­ნაშ­ვი­ლე­ბის სა­ო­ჯა­ხო მე­ურ­ნე­ო­ბა მარ­ცვლე­უ­ლი კულ­ტუ­რე­ბის მოყ­ვა­ნას, მსხვილ­ფე­ხა რქო­სა­ნი პი­რუ­ტყვის მოვ­ლა-მო­შე­ნე­ბა­სა და მე­ცხვა­რე­ო­ბას მო­ი­ცავს. ერთ-ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მი­მარ­თუ­ლე­ბა საკ­ვე­ბი პრო­დუქ­ტე­ბის წარ­მო­ე­ბაა. ურ­თუ­ლეს ეპი­დე­მი­ურ ვი­თა­რე­ბა­ში რა სირ­თუ­ლე­ე­ბის დაძ­ლე­ვა მო­უხ­დათ დე­დოფ­ლის­წყა­რო­ელ ფერ­მე­რებს, რო­გორ მო­ვიდ­ნენ შე­მოდ­გო­მამ­დე და დღეს რა პრობ­ლე­მე­ბი აქვთ, ამის შე­სა­ხებ ბექა გო­ნაშ­ვი­ლი გვე­სა­უბ­რე­ბა.

- პან­დე­მი­ის გა­მო­ცხა­დე­ბის პე­რი­ოდ­ში რო­გორც ყვე­ლა, ჩვენც გა­ურ­კვევ­ლო­ბა­ში ვი­ყა­ვით. თუმ­ცა წლე­ულს ჩვენს პრო­დუქ­ცი­ა­ზე მეტი მო­თხოვ­ნა იყო. მე­ნე­ჯმენ­ტში ცვლი­ლე­ბა არ შეგ­ვი­ტა­ნია, მხო­ლოდ კად­რე­ბის და­მა­ტე­ბამ მოგ­ვი­წია. გა­ვი­ზარ­დეთ კი­დეც, თბი­ლის­ში ჩვე­ნი ქსე­ლის უკვე მე­ო­რე მა­ღა­ზი­ას ვხსნით. კონ­ცეფ­ცია იგი­ვე იქ­ნე­ბა ხორ­ცის გა­და­მუ­შა­ვე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით, ასე­ვე და­ე­მა­ტე­ბა რძის პრო­დუქ­ტე­ბის, ყვე­ლის წარ­მო­ე­ბა და ჩვენ­თან მო­სუ­ლი კლი­ენ­ტე­ბი ამას თა­ვად ნა­ხა­ვენ.

არც ფერ­მე­რულ მე­ურ­ნე­ო­ბა­ში გვქო­ნია არ­სე­ბი­თი შე­ზღუდ­ვა. ცოტა გა­და­ად­გი­ლე­ბა შეგ­ვი­ფერ­ხდა, როცა ტრაქ­ტო­რის­ტე­ბის მოყ­ვა­ნა დაგ­ვჭირ­და, სხვა მხრივ კი არ დავ­ზა­რა­ლე­ბულ­ვართ. სა­ყო­ველ­თაო ლოკ­და­უ­ნის დროს ცოტა ცხვრის გა­და­რეკ­ვა გაგ­ვი­ჭირ­და - მარ­ნე­უ­ლის ტე­რი­ტო­რი­ის ერთი-ორი მო­ნაკ­ვე­თი ცხვრის გა­და­სა­რე­კი ტრა­საა, არა­და, მარ­ნე­უ­ლი ჩა­კე­ტი­ლი იყო. მაგ საქ­მის შუ­ა­წელ­ზე რომ ვი­ყა­ვით, მა­შინ მო­იხ­სნა შე­ზღუდ­ვე­ბი.

- კარ­გია, თუ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში ხელი არ შეგშლი­ათ.

ასევე დაგაინტერესებთ
18:02 / 27-09-2020

"აშშ-ში სტაჟირებამ უდიდესი გავლენა მოახდინა ჩემს შეხედულებებზე" - ახალგაზრდა კახელი ფერმერი ამერიკული გამოცდილებით

17:28 / 24-10-2020

"თუ არაფერს გავაკეთებთ, გვექნება მხოლოდ იმპორტული პროდუქცია და ჩვენსას ვერაფერს შევქმნით" - ასპინძელი მხატვარ-დიზაინერის გზა ფერმერობამდე

19:16 / 22-11-2020

ვანელი ფერმერი ლედი ამერიკული გამოცდილებით - "ამერიკაში აგრარული სექტორი მაღალ საფეხურზეა, საქართველოში უმეტესად ხელით შრომა გვიწევს"

15:38 / 20-12-2020

პროფესიონალი ქართველი სელექციონერი ამერიკული განათლებით და ბაბუის კვალდაკვალ - რა გეგმები აქვს 24 წლის გენეტიკოსს, რომელიც მცენარეთა ახალი ჯიშების გამოყვანაზე მუშაობს

- კი, სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო სა­მუ­შა­ო­ებ­ში შე­ფერ­ხე­ბა არ გვქო­ნია.წლე­ულს ში­რაქ­ში მარ­ცვლე­უ­ლი კულ­ტუ­რე­ბის მო­სა­ვა­ლი სა­უ­კე­თე­სო ნამ­დვი­ლად არ ყო­ფი­ლა, მაგ­რამ არც ისე­თი სა­გან­გა­შო მდგო­მა­რე­ო­ბა გვქო­ნია, რომ უმო­სავ­ლოდ ვი­ყოთ. ამ ყვე­ლა­ფერს შე­იძ­ლე­ბა მე­ო­რე მხრი­და­ნაც შევ­ხე­დოთ - კი­ლოგ­რა­მი ხორ­ბა­ლი დე­დოფ­ლის­წყა­რო­ში 95 თეთ­რი ღირ­და. ამ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ასე­თი ფასი არას­დროს ყო­ფი­ლა, ხორ­ბალს ყო­ველ­თვის და­ბა­ლი ფასი ედო. ამ მა­ღალ­მა ფას­მა მო­სავ­ლის და­ბა­ლი რა­ო­დე­ნო­ბა და­ა­ბა­ლან­სა.

- არც ცხვრის ექ­სპორ­ტში შეგშლი­ათ ხელი?

- წლე­ულს ცოტა დაგ­ვი­ან­და, პან­დე­მი­ის გამო ვერ შე­მო­დი­ოდ­ნენ სა­ერ­თა­შო­რი­სო ბაზ­რე­ბი­დან კლი­ენ­ტე­ბი, მაგ­რამ მა­ინც მო­ხერ­ხდა ექ­სპორ­ტი - სა­უ­დის არა­ბეთ­ში ერთი გემი ცხვა­რი გა­ვუშ­ვით, ხოლო ქუ­ვე­ით­ში - ერთი თვითმფრი­ნა­ვი. ახლა ერთი გე­მის­თვის ცხვარს კი­დევ ვამ­ზა­დებთ. ცხვრის ხორ­ცი კი ჩა­ვარ­და - ამა­ზე ნაკ­ლე­ბად არის მო­თხოვ­ნა. პან­დე­მი­ამ გავ­ლე­ნა მა­ინც მო­ახ­დი­ნა და ხორ­ცის ფა­სე­ბი გა­ზა­ფხუ­ლი­დან დაბ­ლა ჩა­მო­ვი­და. თუმ­ცა ბოლო 2 კვი­რაა ნა­სუ­ქი სა­ქონ­ლის ხორ­ცის ფას­მა მო­ი­მა­ტა.

- ამა­ზე, ალ­ბათ, რეს­ტორ­ნე­ბის და­ხურ­ვამ, სა­რი­ტუ­ა­ლო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის შე­ჩე­რე­ბა­მაც იმოქ­მე­და.

- კი, ქელე­ხი, ქორ­წი­ლე­ბი აღარ არის და ხორ­ცზე და­ბა­ლი მო­თხოვ­ნაც ამის ბრა­ლია. მსოფ­ლი­ო­შიც ასეა.

- თქვე­ნი საქ­მი­ა­ნო­ბა სა­ო­ჯა­ხო ბიზ­ნესს გა­ნე­კუთ­ვნე­ბა?

- ჩვე­ნი საქ­მი­ა­ნო­ბის კა­ტე­გო­რია მცი­რე და სა­შუ­ა­ლო ბიზ­ნე­სია. ეს საქ­მე პა­პა­ჩემ­მა და­ი­წყო, ახლა კი ჩარ­თუ­ლი ვართ მა­მა­ჩე­მი, მე და ჩემი ძმა. ცხა­დია, პა­პას საქ­მე ჩვენ გა­ვა­ფარ­თო­ვეთ.

- რა მი­ი­ღეთ პა­პის­გან ისე­თი, რაც სხვე­ბის­გან გა­მო­გარ­ჩევთ?

- ყვე­ლა­ფე­რი მის­გან გად­მოგ­ვე­ცა. ის 50-იანი წლე­ბი­დან ჩა­ერ­თო ამ საქ­მე­ში, ჩვე­ნი სოფ­ლის კო­ლექ­ტი­ვის ვე­ტე­ქი­მი იყო. მა­შინ გა­ი­ჩი­ნა 4 ცხვა­რი და მას შემ­დეგ სულ ჰყავ­და. როცა საბ­ჭო­თა კავ­ში­რი და­ი­შა­ლა, უფრო აქ­ტი­უ­რად ჩა­ერ­თო მე­ცხვა­რე­ო­ბა­ში. ძრო­ხე­ბიც გვყავ­და - ერთხელ 17 სული მოგვპა­რეს სახ­ლი­დან. პა­პას სა­ძოვ­რე­ბი იჯა­რით ჰქონ­და აღე­ბუ­ლი, იმ ად­გი­ლებ­ში ახლა ჩვე­ნი სა­ქო­ნე­ლი ძოვს.

2007 წელს, როცა პა­პას აღარ შე­ეძ­ლო მუ­შა­ო­ბა, ყვე­ლა­ფე­რი მა­მა­ჩემს და ბი­ძა­ჩემს გა­უ­ნა­წი­ლა. მა­შინ უკვე 5000 სული ცხვა­რი ჰყავ­და. დაგ­ვი­ტო­ვა სა­ძოვ­რე­ბიც, რა­საც ჩვენც მი­ვა­მა­ტეთ - მთა­ში 300 ჰექ­ტა­რი ვი­ყი­დეთ. პა­პამ ცხვარ­ში ყოფ­ნაც მას­წავ­ლა. 8 წლის ვი­ყა­ვი, სა­პარ­სავ­ზე რომ წა­მიყ­ვა­ნა. მას შემ­დეგ მე­ცხვა­რე­ო­ბა იმ დო­ნე­ზე მა­ინც ვი­ცით, რომ მე­ურ­ნე­ო­ბა ვმარ­თოთ.

- რა ახა­სი­ა­თებს ამ საქ­მეს ისე­თი, რაც სხვა პრო­ფე­სი­ას არა აქვს?

- სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბას ბევ­რი პლუ­სი აქვს, მაგ­რამ მი­ნუ­სე­ბი­ცაა. პლუ­სი ის არის, რომ ბუ­ნე­ბას­თან ახ­ლოს ხარ, სა­უ­კე­თე­სო ან­ტი­დეპ­რე­სან­ტია, თუნ­დაც ის შრო­მა, რომ ირ­ჯე­ბი და იღ­ლე­ბი, კარ­გი და სა­სი­ა­მოვ­ნოა. თუმ­ცა ეს რის­კი­ა­ნიც არის. პრობ­ლე­მაა მუ­შა­ხე­ლიც, ამ­ხე­ლა მე­ურ­ნე­ო­ბას ერთი კაცი ვერ გა­უ­ძღვე­ბა. სა­ქარ­თვე­ლო­ში ცოდ­ნის დო­ნეც და­ბა­ლია.

- სულ რამ­დე­ნი კაცი გყავთ და­საქ­მე­ბუ­ლი?

- ალ­ბათ, 120-130.

- ცხვარს რომ კარ­გად მო­ვუ­ა­როთ, რა არის სა­ჭი­რო?

- სწო­რად კვე­ბა, სა­ჭი­რო დროს საკ­ვე­ბის მი­ცე­მა. აუ­ცი­ლე­ბე­ლია მისი ვე­ტე­რი­ნა­რუ­ლად და­მუ­შა­ვე­ბაც. თუ ამას დავ­ზო­გავთ, კარ­გი შე­დე­გი არ გვექ­ნე­ბა.

- 5000 ცხვარს რამ­დენ ხან­ში ცრით?

- გა­აჩ­ნია... მა­გა­ლი­თად, ერთი დღე დამ­ჭირ­ვე­ბია თურ­ქუ­ლის ასაც­რე­ლად. ამ­წუ­თას პრობ­ლე­მა ის არის, რომ მუ­შა­ხელს ვერ ვშო­უ­ლობთ. შრო­მა არ უნ­დათ... ყვე­ლა­ზე მან­კი­ე­რი რაც არის, სო­ცი­ა­ლუ­რი დახ­მა­რე­ბის სის­ტე­მაა. ვერც ერთ მთავ­რო­ბას ვერ ეყო შნო, მას­ზე უარი თქვას. სო­ცი­ა­ლუ­რი დახ­მა­რე­ბა ეძ­ლე­ვა უნარ­შე­ზღუ­დულ პირ­საც და ჯან-ღო­ნით სავ­სე კაც­საც, ვი­საც შრო­მა შე­უძ­ლია. ეს არ შე­იძ­ლე­ბა!

რო­გორ შე­იძ­ლე­ბა კაცს დღე­ში 50 ლარს აძ­ლევ­დე, აჭ­მევ­დე, ას­მევ­დე და მა­ინც ვერ შო­უ­ლობ­დე, რომ საქ­მე­ში და­იხ­მა­რო?! მერე გა­მოვ­ლენ და ბუში იყო კარ­გი პრე­ზი­დენ­ტი, ობა­მა თუ ტრამ­პი, ამას გა­ნი­ხი­ლა­ვენ. პრო­ფე­სი­უ­ლი კად­რე­ბი რომ გვი­ჭირს და ვე­ტე­ქიმს ვერ ვშო­უ­ლობთ, ამა­ზე აღა­რა­ფერს ვამ­ბობ.

- სა­მუ­შა­ოდ რა­ტომ არ მო­დი­ან?

- სა­ში­ნე­ლი არ­გუ­მენ­ტი აქვთ - თურ­მე რა­საც იღე­ბენ, საკ­მა­რი­სია და მუ­შა­ო­ბა რომ და­ი­წყონ, დახ­მა­რე­ბა მო­ეხ­სნე­ბათ.

- დამ­წყებ მე­ურ­ნე­ებს რას ურ­ჩევთ?

- გა­და­დონ 4-5 წელი და სად­მე მო­ჯა­მა­გი­რედ წა­ვიდ­ნენ, იშ­რო­მონ, ის­წავ­ლონ ეს საქ­მე. მაგ დროს ხელ­ფასს ნუ გა­მო­ე­კი­დე­ბი­ან. საკ­მა­რი­სია, სა­არ­სე­ბო სა­შუ­ა­ლე­ბა ჰქონ­დეთ. ის­წავ­ლონ, რაც შე­იძ­ლე­ბა მეტი ის­წავ­ლონ სხვი­სი შრო­მის­გან, სხვი­სი შეც­დო­მე­ბის­გან და მერე შექ­მნან თა­ვი­ან­თი მე­ურ­ნე­ო­ბა. ეს არის ჩემი უმ­თავ­რე­სი რჩე­ვა.

სამ­წუ­ხა­როდ, სა­ქარ­თვე­ლო­ში აგ­რა­რუ­ლი გა­ნათ­ლე­ბა ძა­ლი­ან და­ბა­ლი დო­ნი­საა, გან­სა­კუთ­რე­ბით პრაქ­ტი­კა, თე­ო­რი­ას რა უშავს. ამი­ტომ ჯერ უნდა იშ­რო­მონ სხვა­გან, სხვას­თან და ამით მი­ი­ღონ გა­მოც­დი­ლე­ბა. სხვა შემ­თხვე­ვა­ში, ამა თუ იმ საქ­მე­ში ფუ­ლის ჩა­დე­ბა, თუნ­დაც სეს­ხის აღე­ბა კარ­გი შე­დე­გით ვერ დას­რულ­დე­ბა. თა­ვი­დან ჯობს დრო და­ხარ­ჯონ, ვიდ­რე ფული, რათა წარ­მა­ტე­ბას მი­აღ­წი­ონ.

მკითხველის კომენტარები / 104 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გიორგი
3

საინტერესო სტატიაა! წარმატებები!

ლუარსაბი
88

ნორმალურად რომ უხდიდე ალბათ, იმუშავებდნენ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა
ავტორი:

"მუშახელს ვერ ვშოულობთ. შრომა არ უნდათ..." - ახალგაზრდა ფერმერი დედოფლისწყაროდან, რომელიც საუკუნოვან ოჯახურ მეურნეობას უძღვება

"მუშახელს ვერ ვშოულობთ. შრომა არ უნდათ..." - ახალგაზრდა ფერმერი დედოფლისწყაროდან, რომელიც საუკუნოვან ოჯახურ მეურნეობას უძღვება

ახალგაზრდა ფერმერი ბექა გონაშვილი მრავალდარგოვან მეურნეობას უძღვება. ეს საქმიანობა მას შთამომავლობით მოსდგამს - გონაშვილების საოჯახო მეურნეობა მარცვლეული კულტურების მოყვანას, მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის მოვლა-მოშენებასა და მეცხვარეობას მოიცავს. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება საკვები პროდუქტების წარმოებაა. ურთულეს ეპიდემიურ ვითარებაში რა სირთულეების დაძლევა მოუხდათ დედოფლისწყაროელ ფერმერებს, როგორ მოვიდნენ შემოდგომამდე და დღეს რა პრობლემები აქვთ, ამის შესახებ ბექა გონაშვილი გვესაუბრება.

- პანდემიის გამოცხადების პერიოდში როგორც ყველა, ჩვენც გაურკვევლობაში ვიყავით. თუმცა წლეულს ჩვენს პროდუქციაზე მეტი მოთხოვნა იყო. მენეჯმენტში ცვლილება არ შეგვიტანია, მხოლოდ კადრების დამატებამ მოგვიწია. გავიზარდეთ კიდეც, თბილისში ჩვენი ქსელის უკვე მეორე მაღაზიას ვხსნით. კონცეფცია იგივე იქნება ხორცის გადამუშავების მიმართულებით, ასევე დაემატება რძის პროდუქტების, ყველის წარმოება და ჩვენთან მოსული კლიენტები ამას თავად ნახავენ.

არც ფერმერულ მეურნეობაში გვქონია არსებითი შეზღუდვა. ცოტა გადაადგილება შეგვიფერხდა, როცა ტრაქტორისტების მოყვანა დაგვჭირდა, სხვა მხრივ კი არ დავზარალებულვართ. საყოველთაო ლოკდაუნის დროს ცოტა ცხვრის გადარეკვა გაგვიჭირდა - მარნეულის ტერიტორიის ერთი-ორი მონაკვეთი ცხვრის გადასარეკი ტრასაა, არადა, მარნეული ჩაკეტილი იყო. მაგ საქმის შუაწელზე რომ ვიყავით, მაშინ მოიხსნა შეზღუდვები.

- კარგია, თუ საქმიანობაში ხელი არ შეგშლიათ.

- კი, სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებში შეფერხება არ გვქონია.წლეულს შირაქში მარცვლეული კულტურების მოსავალი საუკეთესო ნამდვილად არ ყოფილა, მაგრამ არც ისეთი საგანგაშო მდგომარეობა გვქონია, რომ უმოსავლოდ ვიყოთ. ამ ყველაფერს შეიძლება მეორე მხრიდანაც შევხედოთ - კილოგრამი ხორბალი დედოფლისწყაროში 95 თეთრი ღირდა. ამ წლების განმავლობაში ასეთი ფასი არასდროს ყოფილა, ხორბალს ყოველთვის დაბალი ფასი ედო. ამ მაღალმა ფასმა მოსავლის დაბალი რაოდენობა დააბალანსა.

- არც ცხვრის ექსპორტში შეგშლიათ ხელი?

- წლეულს ცოტა დაგვიანდა, პანდემიის გამო ვერ შემოდიოდნენ საერთაშორისო ბაზრებიდან კლიენტები, მაგრამ მაინც მოხერხდა ექსპორტი - საუდის არაბეთში ერთი გემი ცხვარი გავუშვით, ხოლო ქუვეითში - ერთი თვითმფრინავი. ახლა ერთი გემისთვის ცხვარს კიდევ ვამზადებთ. ცხვრის ხორცი კი ჩავარდა - ამაზე ნაკლებად არის მოთხოვნა. პანდემიამ გავლენა მაინც მოახდინა და ხორცის ფასები გაზაფხულიდან დაბლა ჩამოვიდა. თუმცა ბოლო 2 კვირაა ნასუქი საქონლის ხორცის ფასმა მოიმატა.

- ამაზე, ალბათ, რესტორნების დახურვამ, სარიტუალო ღონისძიებების შეჩერებამაც იმოქმედა.

- კი, ქელეხი, ქორწილები აღარ არის და ხორცზე დაბალი მოთხოვნაც ამის ბრალია. მსოფლიოშიც ასეა.

- თქვენი საქმიანობა საოჯახო ბიზნესს განეკუთვნება?

- ჩვენი საქმიანობის კატეგორია მცირე და საშუალო ბიზნესია. ეს საქმე პაპაჩემმა დაიწყო, ახლა კი ჩართული ვართ მამაჩემი, მე და ჩემი ძმა. ცხადია, პაპას საქმე ჩვენ გავაფართოვეთ.

- რა მიიღეთ პაპისგან ისეთი, რაც სხვებისგან გამოგარჩევთ?

- ყველაფერი მისგან გადმოგვეცა. ის 50-იანი წლებიდან ჩაერთო ამ საქმეში, ჩვენი სოფლის კოლექტივის ვეტექიმი იყო. მაშინ გაიჩინა 4 ცხვარი და მას შემდეგ სულ ჰყავდა. როცა საბჭოთა კავშირი დაიშალა, უფრო აქტიურად ჩაერთო მეცხვარეობაში. ძროხებიც გვყავდა - ერთხელ 17 სული მოგვპარეს სახლიდან. პაპას საძოვრები იჯარით ჰქონდა აღებული, იმ ადგილებში ახლა ჩვენი საქონელი ძოვს.

2007 წელს, როცა პაპას აღარ შეეძლო მუშაობა, ყველაფერი მამაჩემს და ბიძაჩემს გაუნაწილა. მაშინ უკვე 5000 სული ცხვარი ჰყავდა. დაგვიტოვა საძოვრებიც, რასაც ჩვენც მივამატეთ - მთაში 300 ჰექტარი ვიყიდეთ. პაპამ ცხვარში ყოფნაც მასწავლა. 8 წლის ვიყავი, საპარსავზე რომ წამიყვანა. მას შემდეგ მეცხვარეობა იმ დონეზე მაინც ვიცით, რომ მეურნეობა ვმართოთ.

- რა ახასიათებს ამ საქმეს ისეთი, რაც სხვა პროფესიას არა აქვს?

- სოფლის მეურნეობას ბევრი პლუსი აქვს, მაგრამ მინუსებიცაა. პლუსი ის არის, რომ ბუნებასთან ახლოს ხარ, საუკეთესო ანტიდეპრესანტია, თუნდაც ის შრომა, რომ ირჯები და იღლები, კარგი და სასიამოვნოა. თუმცა ეს რისკიანიც არის. პრობლემაა მუშახელიც, ამხელა მეურნეობას ერთი კაცი ვერ გაუძღვება. საქართველოში ცოდნის დონეც დაბალია.

- სულ რამდენი კაცი გყავთ დასაქმებული?

- ალბათ, 120-130.

- ცხვარს რომ კარგად მოვუაროთ, რა არის საჭირო?

- სწორად კვება, საჭირო დროს საკვების მიცემა. აუცილებელია მისი ვეტერინარულად დამუშავებაც. თუ ამას დავზოგავთ, კარგი შედეგი არ გვექნება.

- 5000 ცხვარს რამდენ ხანში ცრით?

- გააჩნია... მაგალითად, ერთი დღე დამჭირვებია თურქულის ასაცრელად. ამწუთას პრობლემა ის არის, რომ მუშახელს ვერ ვშოულობთ. შრომა არ უნდათ... ყველაზე მანკიერი რაც არის, სოციალური დახმარების სისტემაა. ვერც ერთ მთავრობას ვერ ეყო შნო, მასზე უარი თქვას. სოციალური დახმარება ეძლევა უნარშეზღუდულ პირსაც და ჯან-ღონით სავსე კაცსაც, ვისაც შრომა შეუძლია. ეს არ შეიძლება!

როგორ შეიძლება კაცს დღეში 50 ლარს აძლევდე, აჭმევდე, ასმევდე და მაინც ვერ შოულობდე, რომ საქმეში დაიხმარო?! მერე გამოვლენ და ბუში იყო კარგი პრეზიდენტი, ობამა თუ ტრამპი, ამას განიხილავენ. პროფესიული კადრები რომ გვიჭირს და ვეტექიმს ვერ ვშოულობთ, ამაზე აღარაფერს ვამბობ.

- სამუშაოდ რატომ არ მოდიან?

- საშინელი არგუმენტი აქვთ - თურმე რასაც იღებენ, საკმარისია და მუშაობა რომ დაიწყონ, დახმარება მოეხსნებათ.

- დამწყებ მეურნეებს რას ურჩევთ?

- გადადონ 4-5 წელი და სადმე მოჯამაგირედ წავიდნენ, იშრომონ, ისწავლონ ეს საქმე. მაგ დროს ხელფასს ნუ გამოეკიდებიან. საკმარისია, საარსებო საშუალება ჰქონდეთ. ისწავლონ, რაც შეიძლება მეტი ისწავლონ სხვისი შრომისგან, სხვისი შეცდომებისგან და მერე შექმნან თავიანთი მეურნეობა. ეს არის ჩემი უმთავრესი რჩევა.

სამწუხაროდ, საქართველოში აგრარული განათლება ძალიან დაბალი დონისაა, განსაკუთრებით პრაქტიკა, თეორიას რა უშავს. ამიტომ ჯერ უნდა იშრომონ სხვაგან, სხვასთან და ამით მიიღონ გამოცდილება. სხვა შემთხვევაში, ამა თუ იმ საქმეში ფულის ჩადება, თუნდაც სესხის აღება კარგი შედეგით ვერ დასრულდება. თავიდან ჯობს დრო დახარჯონ, ვიდრე ფული, რათა წარმატებას მიაღწიონ.