სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ლაბიოპლასტიკა: ინტიმური პლასტიკის ერთ-ერთი ყველაზე დელიკატური და ფაქიზი ნიუანსები
ლაბიოპლასტიკა: ინტიმური პლასტიკის ერთ-ერთი ყველაზე დელიკატური და ფაქიზი ნიუანსები

გი­ნე­კო­ლოგ­მა და ინ­ტი­მუ­რი პლას­ტი­კუ­რი ქი­რურ­გი­ის სპე­ცი­ა­ლის­ტმა, ეს­თე­ტი­კუ­რი მე­დი­ცი­ნის კლი­ნი­კა ნეო-ნეოს დამ­ფუძ­ნე­ბელ­მა - ეკა­ტე­რი­ნე და­რა­სე­ლი­ამ, რო­მელ­საც 15 წელ­ზე მეტი ხნის გა­მოც­დი­ლე­ბა აქვს, ლა­ბი­ოპ­ლას­ტი­კის დე­ტა­ლებ­ზე და მი­ზე­ზებ­ზე ისა­უბ­რა. თუ რა არის თა­ნა­მედ­რო­ვე ქა­ლებ­ში ამ პრო­ცე­დუ­რის ეს­თე­ტი­კუ­რი მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბი­სა და პო­პუ­ლა­რო­ბის მი­ზე­ზე­ბი.

რო­გორ ფიქ­რობთ, რა არის ლა­ბი­ლაპ­ლას­ტი­კის პრო­ცე­დუ­რი­სად­მი ინ­ტე­რე­სის ზრდის მი­ზე­ზი?

- ამ ოპე­რა­ცი­ის არ­სე­ბო­ბი­სა და გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბის შე­სა­ხებ, უკვე ფარ­თოდ გახ­და ცნო­ბი­ლი. ადრე, ბევ­რი ქალი არ იყო ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლი მსგავ­სი შე­საძ­ლებ­ლო­ბის არ­სე­ბო­ბის შე­სა­ხებ, მაგ­რამ ბევრ მათ­განს ყო­ველ­თვის სურ­და ასე­თი პრო­ცე­დუ­რა. ბოლო წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ქა­ლის ცხოვ­რე­ბის წესი შე­იც­ვა­ლა. ძა­ლი­ან პო­პუ­ლა­რუ­ლი გახ­და ფიტ­ნე­სი, იოგა, სა­ვარ­ჯი­შო დარ­ბა­ზი. სწო­რედ ამ აქ­ტი­ვო­ბე­ბის დროს, ქა­ლე­ბის გარ­კვე­ულ ნა­წილს ფი­ზი­კურ დის­კომ­ფორ­ტს უქ­მნის დიდი ზო­მის მცი­რე სა­სირ­ცხო ბა­გე­ე­ბი. გარ­და ამი­სა, შე­იძ­ლე­ბა მოხ­დეს სა­კუ­თა­რი თა­ვის შე­და­რე­ბა სხვებ­თან,თუნ­დაც სა­ერ­თო საშ­ხა­პე­ში, სა­უ­ნა­ში.

შე­იც­ვა­ლა ქა­ლის თეთ­რე­უ­ლიც. ახლა უფრო მჭიდ­რო საც­ვლებს იც­ვა­მენ. ასე­თი საც­ვლე­ბის, ისე­ვე რო­გორც მჭიდ­რო ჯინ­სის ტა­რე­ბი­სას, პა­ცი­ენ­ტე­ბი შე­იძ­ლე­ბა გა­ნიც­დიდ­ნენ დის­კომ­ფორ­ტს დიდი სა­სირ­ცხო ბა­გე­ე­ბის გამო. ეს ყვე­ლა­ფე­რი კი ამ ოპე­რა­ცი­ი­სად­მი ინ­ტე­რესს იწ­ვევს.

გარ­და ამი­სა, ქა­ლე­ბი თით­ქოს უფრო მკაც­რე­ბი გახ­დნენ მათი სხე­უ­ლის ყვე­ლა დე­ტა­ლის ეს­თე­ტი­კუ­რო­ბის მი­მართ, მათ შო­რის სხე­უ­ლის ინ­ტი­მუ­რი ად­გი­ლე­ბის მი­მარ­თაც და თუ ადრე მსგავ­სი პლას­ტი­კუ­რი ქი­რურ­გია რთუ­ლად ხელ­მი­საწ­ვდო­მი ოპე­რა­ცია იყო, ახლა ყვე­ლა­ფე­რი შე­იც­ვა­ლა. ქა­ლებს უბ­რა­ლოდ სურთ გა­ა­უმ­ჯო­ბე­სონ სხე­უ­ლის ის უბა­ნი, რო­მელ­საც ისი­ნი პრობ­ლე­მუ­რად თვლი­ან.

არ­სე­ბობს ამ სა­კი­თხში რა­ი­მე "სი­ლა­მა­ზის სტან­დარ­ტი"? რო­გორც მკერ­დის ქი­რურ­გი­ა­ში, მა­გა­ლი­თად. რის­კენ ის­წრაფ­ვი­ან თქვე­ნი პა­ცი­ენ­ტე­ბი, რისი მი­ღე­ბა სურთ?

- ამ სა­კი­თხში არ არ­სე­ბობს სი­ლა­მა­ზის სტან­დარ­ტი. ყვე­ლა­ფე­რი ნორ­მის ფარ­გლებ­შია. თუ სტან­დარ­ტებს გან­ვი­ხი­ლავთ, მა­შინ არც ფერ­წე­რა­ში და არც ქან­და­კე­ბებ­ში არ ყო­ფი­ლა სტან­დარ­ტი.

არ­სე­ბობს მო­საზ­რე­ბა, რომ მცი­რე სა­სირ­ცხო ბა­გე­ე­ბი არ უნდა გა­მო­დი­ო­დეს დიდ სა­სირ­ცხო ბა­გე­ებს გა­რეთ და იყოს გარ­კვე­უ­ლი სიგ­რძის, რომ ეს არის ერ­თგვა­რი პა­თო­ლო­გია, სი­ნამ­დვი­ლეს არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა. თუ დის­კომ­ფორ­ტს არ გა­ნიც­დით, მცი­რე სა­სირ­ცხო ბა­გე­ე­ბის ნე­ბის­მი­ე­რი სტრუქ­ტუ­რა ყო­ველ­თვის არის ნორ­მის ვა­რი­ან­ტი.

სხვა საქ­მეა, თუ გარ­კვე­ულ შემ­თხვე­ვებ­ში არ­სე­ბობს ფი­ზი­კუ­რი დის­კომ­ფორ­ტი, ან არის ეს­თე­ტი­კუ­რი უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა. არ­ცთუ ხში­რად, მაგ­რამ ხდე­ბა: ქალ­ბა­ტო­ნი მო­დის და სურს შეც­ვა­ლოს მცი­რე სა­სირ­ცხო ბა­გე­ე­ბის ფორ­მა, მაგ­რამ მას წარ­მოდ­გე­ნა არ აქვს, ზუს­ტად რო­გორ. კი­თხვა­ზე:- რო­გორ ხე­დავთ ოპე­რა­ცი­ის შე­დეგს? ის პა­სუ­ხობს: თქვე­ნი შე­ხე­დუ­ლე­ბი­სა­მებრ. ჩემი შე­ხე­დუ­ლე­ბი­სა­მებრ კი, მისი სა­სირ­ცხო ბა­გე­ე­ბი უკვე ნორ­მაა! სა­ვარ­ძელ­ზე მე შე­მიძ­ლია პა­ცი­ენტს ვაჩ­ვე­ნო ის, რაც აბ­სო­ლუ­ტუ­რად არ უნდა გა­კეთ­დეს, რომ მგრძნო­ბე­ლო­ბა არ შემ­ცირ­დეს, ან ბა­რი­ე­რის ფუნ­ქცია არ და­კარ­გოს.

ამას­თან, თუ ქალს გან­ზრახ სურს შეც­ვა­ლოს რამე, მე ისე გა­ვა­კე­თებ, რო­გორც მას სურს, რა თქმა უნდა, სა­მე­დი­ცი­ნო სტან­დარ­ტე­ბის შე­სა­ბა­მი­სად. ქალ­მა ხომ ამით უნდა იცხოვ­როს მო­მა­ვალ­ში. მე ვერ მო­ვახ­ვევ თავს ჩემს პი­რად ეს­თე­ტი­კურ აღ­ქმას.

თა­ვად ურ­ჩევთ პა­ცი­ენტს რა­მეს? და რო­გორ რე­ა­გი­რებთ, თუ სურთ „ყვე­ლაფ­რის“ მოჭ­რა?

- და­ნამ­დვი­ლე­ბით შე­მიძ­ლია გი­თხრათ, რომ "ყვე­ლა­ფერს" არ მოვ­ჭრი, რად­გან ასეთ შემ­თხვე­ვა­ში ეს­თე­ტი­კუ­რი ლა­ბი­ოპ­ლას­ტი­კა „და­მა­ხინ­ჯე­ბის“ ოპე­რა­ცი­ად გა­და­იქ­ცე­ვა. მყავ­და პა­ცი­ენ­ტი, რო­მელ­საც სურ­და რომ „იქ“ ყვე­ლა­ფე­რი ბარ­ბის თო­ჯი­ნა­სა­ვით ყო­ფი­ლი­ყო. ასეთ შემ­თხვე­ვებ­ში უარს ვამ­ბობ. ასეთ პა­ცი­ენ­ტებს ვე­უბ­ნე­ბი ეს­თე­ტი­კის გარ­და, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ოპე­რა­ცი­ას არ ჰქონ­დეს უარ­ყო­ფი­თი შე­დე­გე­ბი სა­ს­ქე­სო ორ­გა­ნო­ე­ბის ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბა­ზე! ისე რომ თქვე­ნი მგრძნო­ბე­ლო­ბა არ შემ­ცირ­დეს და დამ­ცა­ვი ბა­რი­ე­რი არ დაქ­ვე­ით­დეს. თუ თქვენ "ყვე­ლა­ფერს" მო­იჭ­რით, მო­მა­ვალ­ში ეს ქრო­ნი­კუ­ლი ინ­ფექ­ცი­ე­ბით ან სა­შოს ლორ­წო­ვა­ნის სიმ­შრა­ლით / სის­ხლდე­ნით დამ­თავ­რდე­ბა და ეს პრობ­ლე­მა მთე­ლი ცხოვ­რე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში გაგ­ყვე­ბათ.

პრო­ცე­დუ­რა მტკივ­ნე­უ­ლია? გარ­თუ­ლე­ბე­ბის რის­კი მა­ღა­ლია?

- ლა­ბი­ოპ­ლას­ტი­კა ტარ­დე­ბა ად­გი­ლობ­რი­ვი ანეს­თე­ზი­ის ქვეშ, რა­საც მრა­ვა­ლი უპი­რა­ტე­სო­ბა აქვს ზო­გა­დი ანეს­თე­ზი­ის­გან გან­სხვა­ვე­ბით. ეს ოპე­რა­ცია არ არის გუ­ლის გა­და­ნერგვა, რომ ზო­გა­დი ანეს­თე­ზია დაგ­ჭირ­დეთ. ლა­ბი­ოპ­ლას­ტი­კის შემ­დეგ პირ­ველ დღეს შე­იძ­ლე­ბა იყოს გარ­კვე­უ­ლი ტკი­ვი­ლი, ამი­ტომ ჩვენ გირ­ჩევთ, და­ლი­ოთ ტკი­ვილ­გა­მა­ყუ­ჩე­ბე­ლი. მე­ო­რე დღეს, ამ­გვა­რი ზო­მე­ბის მი­ღე­ბა, რო­გორც წესი, აღარ არის სა­ჭი­რო. ასე­ვე რე­კო­მენ­დე­ბუ­ლია ოპე­რა­ცი­ის შემ­დეგ პირ­ველ დღე­ებ­ში ნაკ­ლე­ბად აქ­ტი­უ­რი იყოთ - ეს გა­მო­რი­ცხავს პოს­ტო­პე­რა­ცი­უ­ლი შე­შუ­პე­ბის ზრდას და რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია უფრო სწრა­ფი იქ­ნე­ბა. თუ და­ი­ცავთ სა­თა­ნა­დო მოვ­ლას (ან­ტი­სეპ­ტი­კუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბით და­მუ­შა­ვე­ბა დღე­ში 10-15-ჯერ) და და­ის­ვე­ნებთ, მა­შინ არა­ნა­ი­რი გარ­თუ­ლე­ბა არ გექ­ნე­ბათ.

რა შე­სა­ფე­რი­სი მე­თო­დე­ბით ტარ­დე­ბა ლა­ბი­ოპ­ლას­ტი­კა?

- ქი­რურ­გი­უ­ლი კლი­შე (რო­მელ­ზეც ახლა ახალ­ბე­და ქი­რურ­გებს უყ­ვართ სა­უ­ბა­რი) ნამ­დვი­ლად არ არ­სე­ბობს. თი­თო­ე­ულ ქალს აქვს სა­კუ­თა­რი ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი სტრუქ­ტუ­რა, შე­სა­ბა­მი­სად, ქი­რურ­გი­უ­ლი ტაქ­ტი­კა ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი უნდა იყოს. თქვენ არ შე­გიძ­ლი­ათ გა­მო­ი­ყე­ნოთ მხო­ლოდ ერთი, ან სხვა ტექ­ნი­კა. ზოგ­ჯერ, ერთ ოპე­რა­ცი­ა­ში რამ­დე­ნი­მე ტექ­ნი­კის კომ­ბი­ნა­ცი­აც კი გა­მო­ი­ყე­ნე­ბა.

ჩემი მრა­ვალ­წლი­ა­ნი გა­მოც­დი­ლე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, გა­მოკ­ვლე­ვის დროს პა­ცი­ენტს ვაჩ­ვე­ნებ, რო­გორ და სად გა­ივ­ლის ჭრი­ლო­ბის ხაზი, რისი გა­კე­თე­ბა შე­იძ­ლე­ბა მისი ანა­ტო­მი­ის თა­ვი­სე­ბუ­რე­ბე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით და რო­გორ მი­იღ­წე­ვა მაქ­სი­მა­ლუ­რად სა­სურ­ვე­ლი შე­დე­გი.

რო­გო­რი ნა­კე­რე­ბი გა­მო­ი­ყე­ნე­ბა?

- მსგავ­სი ოპე­რა­ცი­ი­სას გა­მო­ი­ყე­ნე­ბა გა­წო­ვა­დი ნა­კე­რე­ბი. მას უწო­დე­ბენ "ვიკ­რილს". იგი კარ­გად აღიქ­ვამს ქსო­ვი­ლებს და გა­ი­წო­ვე­ბა გარ­კვე­უ­ლი დრო­ის შემ­დეგ (ჩვე­უ­ლებ­რივ, ოთხი კვი­რის შემ­დეგ).

არის ად­გი­ლე­ბი, სა­დაც ძა­ფე­ბი არ იშ­ლე­ბა - შემ­დეგ მე -14 დღეს პა­ცი­ენ­ტი მო­დის ქი­რურგთან ნა­კე­რე­ბის ამო­სა­ღე­ბად. ამის წყა­ლო­ბით, ოპე­რა­ცი­ის კვა­ლი აღარ რჩე­ბა.

რამ­დე­ნი ხა­ნია ლა­ბი­ლაპ­ლას­ტი­კის შემ­დეგ გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბის პე­რი­ო­დი? რამ­დე­ნად სწრა­ფად შე­გიძ­ლი­ათ და­უბ­რუნ­დეთ ჩვე­ულ ცხოვ­რე­ბას? რა დრო სჭირ­დე­ბა ოპე­რა­ცი­ის შე­დე­გის შე­ფა­სე­ბას?

გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბის პე­რი­ო­დი გრძელ­დე­ბა და­ახ­ლო­ე­ბით სამი კვი­რა. ნა­კე­რე­ბის ნარ­ჩე­ნე­ბის მო­ცი­ლე­ბის შემ­დეგ, და­ახ­ლო­ე­ბით ერთ კვი­რა­ში იხ­სნე­ბა ყვე­ლა შე­ზღუდ­ვა, მათ შო­რის სექ­სუ­ა­ლურ ცხოვ­რე­ბა­ზე.

რაც შე­ე­ხე­ბა ყო­ველ­დღი­ურ საქ­მი­ა­ნო­ბას, ოპე­რა­ცი­ის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, პირ­ვე­ლი დღე უკე­თე­სია გა­ა­ტა­როთ სახ­ლში და ერთი ან ორი დღის შემ­დეგ უკვე შე­გიძ­ლი­ათ სამ­სა­ხურ­ში, ან სას­წავ­ლე­ბელ­ში წას­ვლა. სამ კვი­რა­ში შე­გიძ­ლი­ათ ნა­ხოთ ოპე­რა­ცი­ის პირ­ვე­ლა­დი შე­დე­გი, სა­ბო­ლოო კი უნდა შე­ფას­დეს ორი-სამი თვის შემ­დეგ. ეს აუ­ცი­ლე­ბე­ლია იმის­თვის, რომ გა­მო­ი­რი­ცხოს შე­საძ­ლო ფა­რუ­ლი შე­შუ­პე­ბა და ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში ბა­გე­ე­ბი უკვე მი­ი­ღე­ბენ სა­ბო­ლოო სა­ხეს.

რას ფიქ­რობთ ლა­ზე­რუ­ლი ლა­ბი­აპ­ლას­ტი­კის შე­სა­ხებ?

- ტერ­მი­ნი "ლა­ზე­რუ­ლი ლა­ბი­ოპ­ლას­ტი­კა" ახლა ძა­ლი­ან მო­დუ­რია. ადრე,წლე­ბის წინ, მე ვი­ყე­ნებ­დი ქი­რურ­გი­ულ CO2 ლა­ზერს სხვა­დას­ხვა გი­ნე­კო­ლო­გი­უ­რი ოპე­რა­ცი­ე­ბის ჩა­სა­ტა­რებ­ლად, ლა­ბი­ოპ­ლას­ტი­კის ჩათ­ვლით. ლა­ზე­რუ­ლი ტექ­ნი­კი­სას მე წა­ვა­წყდი ჭრი­ლო­ბის შე­ხორ­ცე­ბის პრობ­ლე­მას. შე­დე­გე­ბის საკ­მა­რი­სი ნი­მუ­შე­ბით, მე მი­ვე­დი დას­კვნამ­დე, რომ მცი­რე სა­სირ­ცხო ბა­გე­ებ­ზე ლა­ზე­რუ­ლი სხი­ვით გა­მოწ­ვე­უ­ლი დამ­წვრო­ბის ზე­და­პი­რის შე­ხორ­ცე­ბა უფრო რთუ­ლად მოხ­დე­ბა, ბა­გე­ე­ბის ლორ­წო­ვა­ნი გარ­სი­სა და კა­ნის თა­ვი­სე­ბუ­რი ქსო­ვი­ლე­ბის გამო.

ამი­ტომ უარი ვთქვი ამ ტექ­ნი­კა­ზე, თუმ­ცა ლა­ზე­რი მრა­ვა­ლი სხვა ოპე­რა­ცი­ის­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლი აღ­მოჩ­ნდა. ხში­რად ტერ­მინს "ლა­ზე­რუ­ლი ლა­ბი­ოპ­ლას­ტი­კა" მარ­კე­ტინ­გულ ხრი­კად იყე­ნე­ბენ და ბევრ ქი­რურგს ჯერ კი­დევ "საკ­მა­რი­სად არ უთა­მა­შია" ამით, ქი­რურ­გი­ის­თვის ლა­ზე­რი ძალ­ზე მო­სა­ხერ­ხე­ბე­ლია - ოპე­რა­ცია უსის­ხლოა და მხო­ლოდ 15 წუთი გრძელ­დე­ბა. ამი­ტომ, თუ ჩვენ სას­წორ­ზე გვაქვს: ეს­თე­ტი­კუ­რი შე­დე­გი პა­ცი­ენ­ტის­თვის და ქი­რურ­გის­თვის მო­ხერ­ხე­ბუ­ლო­ბა, მა­შინ პირ­ვე­ლი ვა­რი­ან­ტი, რა თქმა უნდა, უფრო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია.

ჩემი რო­გორც ქა­ლის და შემ­დგომ­ში რო­გორც გი­ნე­კო­ლო­გის აზ­რით, ყვე­ლა ქალი ამ არ­ჩე­ვა­ნი­სა და სურ­ვი­ლის წი­ნა­შე უნდა იყოს თა­ვი­სუ­ფა­ლი და ნე­ბის­მი­ე­რი ქა­ლის სურ­ვი­ლი შეც­ვა­ლოს რა­ი­მე სა­კუ­თარ გა­რეგ­ნო­ბა­ში, თუნ­დაც ინ­ტი­მურ ზო­ნებ­ში, უნდა იყოს მხო­ლოდ მისი ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა და ეს არ უნდა ხდე­ბო­დეს გა­რე­მო­პი­რო­ბე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, თუნ­დაც პარტნი­ო­რის სურ­ვი­ლი­დან გა­მომ­დი­ნა­რე. ეს­თე­ტი­კუ­რი გი­ნე­კო­ლო­გია კი სა­უ­კე­თე­სო სა­შუ­ა­ლე­ბაა ქა­ლე­ბის­თვის და­ა­მარ­ცხონ სა­კუ­თა­რი თუნ­დაც მცი­რე კომ­პლექ­სე­ბი, მო­ი­შო­რონ დის­კომ­ფორ­ტი და რაც უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სია გა­ი­ზარ­დოს მათი თვით­შე­ფა­სე­ბი­სა და სექ­სუ­ა­ლუ­რი ცხოვ­რე­ბის ხა­რის­ხი.

ეკა­ტე­რი­ნე და­რა­სე­ლია

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

ლაბიოპლასტიკა: ინტიმური პლასტიკის ერთ-ერთი ყველაზე დელიკატური და ფაქიზი ნიუანსები

ლაბიოპლასტიკა: ინტიმური პლასტიკის ერთ-ერთი ყველაზე დელიკატური და ფაქიზი ნიუანსები

გინეკოლოგმა და ინტიმური პლასტიკური ქირურგიის სპეციალისტმა, ესთეტიკური მედიცინის კლინიკა ნეო-ნეოს დამფუძნებელმა - ეკატერინე დარასელიამ, რომელსაც 15 წელზე მეტი ხნის გამოცდილება აქვს, ლაბიოპლასტიკის დეტალებზე და მიზეზებზე ისაუბრა. თუ რა არის თანამედროვე ქალებში ამ პროცედურის ესთეტიკური მრავალფეროვნებისა და პოპულარობის მიზეზები.

როგორ ფიქრობთ, რა არის ლაბილაპლასტიკის პროცედურისადმი ინტერესის ზრდის მიზეზი?

- ამ ოპერაციის არსებობისა და განხორციელების შესაძლებლობის შესახებ, უკვე ფართოდ გახდა ცნობილი. ადრე, ბევრი ქალი არ იყო ინფორმირებული მსგავსი შესაძლებლობის არსებობის შესახებ, მაგრამ ბევრ მათგანს ყოველთვის სურდა ასეთი პროცედურა. ბოლო წლების განმავლობაში ქალის ცხოვრების წესი შეიცვალა. ძალიან პოპულარული გახდა ფიტნესი, იოგა, სავარჯიშო დარბაზი. სწორედ ამ აქტივობების დროს, ქალების გარკვეულ ნაწილს ფიზიკურ დისკომფორტს უქმნის დიდი ზომის მცირე სასირცხო ბაგეები. გარდა ამისა, შეიძლება მოხდეს საკუთარი თავის შედარება სხვებთან,თუნდაც საერთო საშხაპეში, საუნაში.

შეიცვალა ქალის თეთრეულიც. ახლა უფრო მჭიდრო საცვლებს იცვამენ. ასეთი საცვლების, ისევე როგორც მჭიდრო ჯინსის ტარებისას, პაციენტები შეიძლება განიცდიდნენ დისკომფორტს დიდი სასირცხო ბაგეების გამო. ეს ყველაფერი კი ამ ოპერაციისადმი ინტერესს იწვევს.

გარდა ამისა, ქალები თითქოს უფრო მკაცრები გახდნენ მათი სხეულის ყველა დეტალის ესთეტიკურობის მიმართ, მათ შორის სხეულის ინტიმური ადგილების მიმართაც და თუ ადრე მსგავსი პლასტიკური ქირურგია რთულად ხელმისაწვდომი ოპერაცია იყო, ახლა ყველაფერი შეიცვალა. ქალებს უბრალოდ სურთ გააუმჯობესონ სხეულის ის უბანი, რომელსაც ისინი პრობლემურად თვლიან.

არსებობს ამ საკითხში რაიმე "სილამაზის სტანდარტი"? როგორც მკერდის ქირურგიაში, მაგალითად. რისკენ ისწრაფვიან თქვენი პაციენტები, რისი მიღება სურთ?

- ამ საკითხში არ არსებობს სილამაზის სტანდარტი. ყველაფერი ნორმის ფარგლებშია. თუ სტანდარტებს განვიხილავთ, მაშინ არც ფერწერაში და არც ქანდაკებებში არ ყოფილა სტანდარტი.

არსებობს მოსაზრება, რომ მცირე სასირცხო ბაგეები არ უნდა გამოდიოდეს დიდ სასირცხო ბაგეებს გარეთ და იყოს გარკვეული სიგრძის, რომ ეს არის ერთგვარი პათოლოგია, სინამდვილეს არ შეესაბამება. თუ დისკომფორტს არ განიცდით, მცირე სასირცხო ბაგეების ნებისმიერი სტრუქტურა ყოველთვის არის ნორმის ვარიანტი.

სხვა საქმეა, თუ გარკვეულ შემთხვევებში არსებობს ფიზიკური დისკომფორტი, ან არის ესთეტიკური უკმაყოფილება. არცთუ ხშირად, მაგრამ ხდება: ქალბატონი მოდის და სურს შეცვალოს მცირე სასირცხო ბაგეების ფორმა, მაგრამ მას წარმოდგენა არ აქვს, ზუსტად როგორ. კითხვაზე:- როგორ ხედავთ ოპერაციის შედეგს? ის პასუხობს: თქვენი შეხედულებისამებრ. ჩემი შეხედულებისამებრ კი, მისი სასირცხო ბაგეები უკვე ნორმაა! სავარძელზე მე შემიძლია პაციენტს ვაჩვენო ის, რაც აბსოლუტურად არ უნდა გაკეთდეს, რომ მგრძნობელობა არ შემცირდეს, ან ბარიერის ფუნქცია არ დაკარგოს.

ამასთან, თუ ქალს განზრახ სურს შეცვალოს რამე, მე ისე გავაკეთებ, როგორც მას სურს, რა თქმა უნდა, სამედიცინო სტანდარტების შესაბამისად. ქალმა ხომ ამით უნდა იცხოვროს მომავალში. მე ვერ მოვახვევ თავს ჩემს პირად ესთეტიკურ აღქმას.

თავად ურჩევთ პაციენტს რამეს? და როგორ რეაგირებთ, თუ სურთ „ყველაფრის“ მოჭრა?

- დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ "ყველაფერს" არ მოვჭრი, რადგან ასეთ შემთხვევაში ესთეტიკური ლაბიოპლასტიკა „დამახინჯების“ ოპერაციად გადაიქცევა. მყავდა პაციენტი, რომელსაც სურდა რომ „იქ“ ყველაფერი ბარბის თოჯინასავით ყოფილიყო. ასეთ შემთხვევებში უარს ვამბობ. ასეთ პაციენტებს ვეუბნები ესთეტიკის გარდა, მნიშვნელოვანია, რომ ოპერაციას არ ჰქონდეს უარყოფითი შედეგები სასქესო ორგანოების ფუნქციონირებაზე! ისე რომ თქვენი მგრძნობელობა არ შემცირდეს და დამცავი ბარიერი არ დაქვეითდეს. თუ თქვენ "ყველაფერს" მოიჭრით, მომავალში ეს ქრონიკული ინფექციებით ან საშოს ლორწოვანის სიმშრალით / სისხლდენით დამთავრდება და ეს პრობლემა მთელი ცხოვრების განმავლობაში გაგყვებათ.

პროცედურა მტკივნეულია? გართულებების რისკი მაღალია?

- ლაბიოპლასტიკა ტარდება ადგილობრივი ანესთეზიის ქვეშ, რასაც მრავალი უპირატესობა აქვს ზოგადი ანესთეზიისგან განსხვავებით. ეს ოპერაცია არ არის გულის გადანერგვა, რომ ზოგადი ანესთეზია დაგჭირდეთ. ლაბიოპლასტიკის შემდეგ პირველ დღეს შეიძლება იყოს გარკვეული ტკივილი, ამიტომ ჩვენ გირჩევთ, დალიოთ ტკივილგამაყუჩებელი. მეორე დღეს, ამგვარი ზომების მიღება, როგორც წესი, აღარ არის საჭირო. ასევე რეკომენდებულია ოპერაციის შემდეგ პირველ დღეებში ნაკლებად აქტიური იყოთ - ეს გამორიცხავს პოსტოპერაციული შეშუპების ზრდას და რეაბილიტაცია უფრო სწრაფი იქნება. თუ დაიცავთ სათანადო მოვლას (ანტისეპტიკური საშუალებით დამუშავება დღეში 10-15-ჯერ) და დაისვენებთ, მაშინ არანაირი გართულება არ გექნებათ.

რა შესაფერისი მეთოდებით ტარდება ლაბიოპლასტიკა?

- ქირურგიული კლიშე (რომელზეც ახლა ახალბედა ქირურგებს უყვართ საუბარი) ნამდვილად არ არსებობს. თითოეულ ქალს აქვს საკუთარი ინდივიდუალური სტრუქტურა, შესაბამისად, ქირურგიული ტაქტიკა ინდივიდუალური უნდა იყოს. თქვენ არ შეგიძლიათ გამოიყენოთ მხოლოდ ერთი, ან სხვა ტექნიკა. ზოგჯერ, ერთ ოპერაციაში რამდენიმე ტექნიკის კომბინაციაც კი გამოიყენება.

ჩემი მრავალწლიანი გამოცდილების საფუძველზე, გამოკვლევის დროს პაციენტს ვაჩვენებ, როგორ და სად გაივლის ჭრილობის ხაზი, რისი გაკეთება შეიძლება მისი ანატომიის თავისებურებების გათვალისწინებით და როგორ მიიღწევა მაქსიმალურად სასურველი შედეგი.

როგორი ნაკერები გამოიყენება?

- მსგავსი ოპერაციისას გამოიყენება გაწოვადი ნაკერები. მას უწოდებენ "ვიკრილს". იგი კარგად აღიქვამს ქსოვილებს და გაიწოვება გარკვეული დროის შემდეგ (ჩვეულებრივ, ოთხი კვირის შემდეგ).

არის ადგილები, სადაც ძაფები არ იშლება - შემდეგ მე -14 დღეს პაციენტი მოდის ქირურგთან ნაკერების ამოსაღებად. ამის წყალობით, ოპერაციის კვალი აღარ რჩება.

რამდენი ხანია ლაბილაპლასტიკის შემდეგ გამოჯანმრთელების პერიოდი? რამდენად სწრაფად შეგიძლიათ დაუბრუნდეთ ჩვეულ ცხოვრებას? რა დრო სჭირდება ოპერაციის შედეგის შეფასებას?

გამოჯანმრთელების პერიოდი გრძელდება დაახლოებით სამი კვირა. ნაკერების ნარჩენების მოცილების შემდეგ, დაახლოებით ერთ კვირაში იხსნება ყველა შეზღუდვა, მათ შორის სექსუალურ ცხოვრებაზე.

რაც შეეხება ყოველდღიურ საქმიანობას, ოპერაციის დასრულების შემდეგ, პირველი დღე უკეთესია გაატაროთ სახლში და ერთი ან ორი დღის შემდეგ უკვე შეგიძლიათ სამსახურში, ან სასწავლებელში წასვლა. სამ კვირაში შეგიძლიათ ნახოთ ოპერაციის პირველადი შედეგი, საბოლოო კი უნდა შეფასდეს ორი-სამი თვის შემდეგ. ეს აუცილებელია იმისთვის, რომ გამოირიცხოს შესაძლო ფარული შეშუპება და ამ ხნის განმავლობაში ბაგეები უკვე მიიღებენ საბოლოო სახეს.

რას ფიქრობთ ლაზერული ლაბიაპლასტიკის შესახებ?

- ტერმინი "ლაზერული ლაბიოპლასტიკა" ახლა ძალიან მოდურია. ადრე,წლების წინ, მე ვიყენებდი ქირურგიულ CO2 ლაზერს სხვადასხვა გინეკოლოგიური ოპერაციების ჩასატარებლად, ლაბიოპლასტიკის ჩათვლით. ლაზერული ტექნიკისას მე წავაწყდი ჭრილობის შეხორცების პრობლემას. შედეგების საკმარისი ნიმუშებით, მე მივედი დასკვნამდე, რომ მცირე სასირცხო ბაგეებზე ლაზერული სხივით გამოწვეული დამწვრობის ზედაპირის შეხორცება უფრო რთულად მოხდება, ბაგეების ლორწოვანი გარსისა და კანის თავისებური ქსოვილების გამო.

ამიტომ უარი ვთქვი ამ ტექნიკაზე, თუმცა ლაზერი მრავალი სხვა ოპერაციისთვის აუცილებელი აღმოჩნდა. ხშირად ტერმინს "ლაზერული ლაბიოპლასტიკა" მარკეტინგულ ხრიკად იყენებენ და ბევრ ქირურგს ჯერ კიდევ "საკმარისად არ უთამაშია" ამით, ქირურგიისთვის ლაზერი ძალზე მოსახერხებელია - ოპერაცია უსისხლოა და მხოლოდ 15 წუთი გრძელდება. ამიტომ, თუ ჩვენ სასწორზე გვაქვს: ესთეტიკური შედეგი პაციენტისთვის და ქირურგისთვის მოხერხებულობა, მაშინ პირველი ვარიანტი, რა თქმა უნდა, უფრო მნიშვნელოვანია.

ჩემი როგორც ქალის და შემდგომში როგორც გინეკოლოგის აზრით, ყველა ქალი ამ არჩევანისა და სურვილის წინაშე უნდა იყოს თავისუფალი და ნებისმიერი ქალის სურვილი შეცვალოს რაიმე საკუთარ გარეგნობაში, თუნდაც ინტიმურ ზონებში, უნდა იყოს მხოლოდ მისი ინდივიდუალური გადაწყვეტილება და ეს არ უნდა ხდებოდეს გარემოპირობებიდან გამომდინარე, თუნდაც პარტნიორის სურვილიდან გამომდინარე. ესთეტიკური გინეკოლოგია კი საუკეთესო საშუალებაა ქალებისთვის დაამარცხონ საკუთარი თუნდაც მცირე კომპლექსები, მოიშორონ დისკომფორტი და რაც უმნიშვნელოვანესია გაიზარდოს მათი თვითშეფასებისა და სექსუალური ცხოვრების ხარისხი.

ეკატერინე დარასელია

თბილისში ურბანული განვითარებისთვის ჯილდოს მფლობელი კომპანია ვარკეთილში საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობას ერთ წელიწადში დაასრულებს

რა არის ნაწლავის მიკრობიოტა და როგორ მივხვდეთ აქვს თუ ბავშვს დისბიოზი?

რატომაა ონლაინ შოპინგისას პროდუქციის ფასები უფრო ხელსაყრელი?