მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

24

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პოლიციელმა მითხრა, იქნებ გადაიფიქრო განცხადების დაწერა, მამაა მაინცო..." - 22 წლის გოგონას ბრძოლა ოჯახში გამეფებული ძალადობის წინააღმდეგ
"პოლიციელმა მითხრა, იქნებ გადაიფიქრო განცხადების დაწერა, მამაა მაინცო..." - 22 წლის გოგონას ბრძოლა ოჯახში გამეფებული ძალადობის წინააღმდეგ

სა­ქარ­თვე­ლო­ში ბავ­შვთა მი­მართ ძა­ლა­დო­ბა კვლავ სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მაა, რაც არა­ერ­თმა ავ­ტო­რი­ტე­ტულ­მა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ და­ა­დას­ტუ­რა. გა­ე­როს ბავ­შვთა ფონ­დის უახ­ლეს­მა კვლე­ვამ, რო­მე­ლიც ბოლო ორი წლის ვი­თა­რე­ბას ასა­ხავს, სა­გან­გა­შო სუ­რა­თი აჩ­ვე­ნა. სა­ქარ­თვე­ლო­ში მშობ­ლე­ბის დიდი ნა­წი­ლი ძა­ლა­დო­ბას აღ­ზრდის გა­მარ­თლე­ბულ მე­თო­დად მი­იჩ­ნევს. ამას­თა­ნა­ვე, ბავ­შვე­ბის 69% -ში ერთხელ მა­ინც გა­მო­უ­ყე­ნე­ბი­ათ ძა­ლა­დო­ბის ესა თუ ის სა­ხე­ო­ბა.

დე­დოფ­ლის­წყა­რო­ში მცხოვ­რე­ბი 22 წლის სო­ფიო ჯე­თე­რიშ­ვი­ლის ის­ტო­რია ნათ­ლად ასა­ხავს ბავ­შვთა მი­მართ ძა­ლა­დო­ბის არა­ერთ პრობ­ლე­მურ ას­პექტს - და­წყე­ბუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის სტე­რე­ო­ტი­პუ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბე­ბი­დან, სა­მარ­თალ­დამ­ცავ­თა არა­სა­თა­ნა­დო მიდ­გო­მე­ბით დამ­თავ­რე­ბუ­ლი. სო­ფიო მა­მის მხრი­დან გა­უ­საძ­ლი­სი ძა­ლა­დო­ბის გამო სახ­ლი­დან რამ­დენ­ჯერ­მე გა­მო­იქ­ცა. ბო­ლოს ეს 18 წლის ასაკ­ში გა­ა­კე­თა და მას შემ­დეგ და­მო­უ­კი­დებ­ლად ცხოვ­რობს. ამ­ბობს, რომ მისი ის­ტო­რი­ის შე­სა­ხებ რაც შე­იძ­ლე­ბა ბევ­რმა უნდა გა­ი­გოს, რათა სტი­მუ­ლი იყოს იმ მო­ზარ­დე­ბის­თვის, ვინც ახლა ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლია.

- რა ტი­პის ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლი იყა­ვით და რამ­დე­ნად ინ­ტენ­სი­უ­რი ხა­სი­ა­თი ჰქონ­და ამას?

- პირ­ვე­ლად 5-6 წლის ვი­ყა­ვი, რო­დე­საც მა­მამ ქუ­ჩა­ში გა­მაგ­დო. ის ღამე გა­რეთ გა­ვა­თე­ნე. სახ­ლის წინ ვი­ჯე­ქი და ცხა­დად მახ­სოვს, რომ შიში არ მიგ­რძვნია. ალ­ბათ უფრო იმი­ტომ, რომ მა­ინც ჩემს სახ­ლთან ახ­ლოს ვი­ყა­ვი, ვერ გავ­ბე­დე სხვა­გან გაქ­ცე­ვა, ბნე­ლო­და და თან არ ვი­ცო­დი სად უნდა წავ­სუ­ლი­ყა­ვი. ძა­ლი­ან მრცხვე­ნო­და, მან­ქა­ნე­ბი რომ გა­ივ­ლიდ­ნენ და შუქს მო­მა­ნა­თებ­დნენ. დე­დას არ უც­დია შე­ვეყ­ვა­ნე, რად­გან ეს რომ გა­ე­კე­თე­ბი­ნა, მამა სა­შინ­ლად სცემ­და. მის წი­ნა­აღ­მდეგ ვერ წა­ვი­დო­და. მას შემ­დეგ დიდ­ხანს ფი­ზი­კურ და ფსი­ქო­ლო­გი­ურ ძა­ლა­დო­ბა­ში ვიზ­რდე­ბო­დი, პე­რი­ო­დუ­ლად იყო ხოლ­მე ისე­თი გა­უ­საძ­ლი­სი სცე­ნე­ბი, მე­ტის ატა­ნა რომ არ შე­მეძ­ლო და პრო­ტეს­ტის ნიშ­ნად სახ­ლი­დან გავ­რბო­დი...

შემ­დეგ ისევ შინ მაბ­რუ­ნებ­დნენ და ყო­ვე­ლი დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ სულ უფრო იზ­რდე­ბო­და ძა­ლა­დო­ბის დო­ზე­ბი მა­მის მხრი­დან. 16 წლის რომ ვი­ყა­ვი, დედა მე­ო­თხე შვილ­ზე იყო ორ­სუ­ლად, მა­შინ გა­ვი­ქე­ცი კი­დევ სახ­ლი­დან. მი­ზე­ზი ის იყო, რომ მამა რა­ღაც მარ­ცვლე­უ­ლის ფუ­თე­ბის გამო ეჩხუ­ბე­ბო­და ორ­სულ დე­დას და ცხვირ­წინ უტ­რი­ა­ლებ­და და­ნას. ძა­ლი­ან შე­მე­შინ­და, ჩა­ვე­რიე და დანა გა­მოვსტა­ცე ხე­ლი­დან. შემ­დეგ პრო­ტეს­ტის ნიშ­ნად ის მარ­ცვლე­უ­ლის ფუ­თე­ბი დავ­ჭე­რი, რომ მიმხვდა­რი­ყო არა­ფერს ნიშ­ნავ­და რა­ღაც მარ­ცვლე­უ­ლი და ამის გამო ცოლი ასე არ უნდა და­ემ­ცი­რე­ბი­ნა, მით უფრო შვი­ლე­ბის თვალ­წინ. მა­მამ სას­ტი­კად მცე­მა და სახ­ლი­დან გა­ვი­ქე­ცი. გვერ­დით სო­ფელ­ში ბე­ბო­სა და პა­პას სახ­ლში მი­ვე­დი. მინ­დო­და პო­ლი­ცია გა­მო­მე­ძა­ხე­ბი­ნა, მაგ­რამ არ მომ­ცეს ამის უფ­ლე­ბა, პა­ტა­რა ვი­ყა­ვი და მარ­ტო­მაც ვერ გავ­ბე­დე. ისევ და­მაბ­რუ­ნეს სახ­ლში. ბო­ლოს 18 წლის რომ ვი­ყა­ვი მა­შინ დავ­ტო­ვე სახ­ლი და ზუს­ტად ვიცი, სა­ბო­ლო­ო­დაც. მა­შინ პირ­ვე­ლად ჩავ­რთე საქ­მე­ში პო­ლი­ცია.

- სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებს რა რე­ა­გი­რე­ბა ჰქონ­დათ? რამ­დე­ნად სწო­რად აღიქ­ვამ­დნენ თქვენს პრობ­ლე­მას?

- ეს ალ­ბათ ჯერ კი­დევ დიდი პრობ­ლე­მაა ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში. ისი­ნი ცდი­ლო­ბენ, სო­ლი­და­რუ­ლე­ბი იყ­ვნენ კა­ცის მი­მართ, თუნ­დაც მო­ძა­ლა­დე იყოს ეს კაცი. სი­მარ­თლე გი­თხრათ, იმედ­გაც­რუ­ე­ბუ­ლი დავ­რჩი. პო­ლი­ცი­ელ­მა მი­თხრა, იქ­ნებ გა­და­გე­ფიქ­რე­ბი­ნა გან­ცხა­დე­ბის და­წე­რა, მა­მაა მა­ინც და ცხელ გულ­ზე არ ღირს ამის გა­კე­თე­ბაო. ვუხ­სნი­დი, რომ ეს ცხელ გულ­ზე კი არა მთე­ლი წლე­ბის ტან­ჯვის შე­დე­გი იყო, რო­გორც იქნა, გავ­ბე­დე და სა­მარ­თლებ­რი­ვად და­ვი­წყე ჩემი უფ­ლე­ბე­ბის­თვის ბრძო­ლა. მაგ­რამ ისი­ნი მა­ინც მი­ბიძ­გებ­დნენ, რომ რო­გორ­მე გა­და­მე­ფიქ­რე­ბი­ნა. და­ჭე­რით ვერ და­ვი­ჭერთ, რად­გან რომ გა­მო­ვა ცი­ხი­დან, მერე უა­რე­სად გამ­წარ­დე­ბა და შემ­დეგ ჩვენ ვერ და­გი­ცავ­თო. და­ა­ფიქ­სი­რეს, რომ ად­გი­ლი ჰქონ­და ფი­ზი­კურ ძა­ლა­დო­ბას და ორ­დე­რი გა­მო­უ­წე­რეს. ორ­დე­რი არ და­ურ­ღვე­ვია, რად­გან მე იმ სახ­ლში მას შე­მე­დეგ არ მივ­სულ­ვარ.

- დედა არ გე­სარ­ჩლე­ბო­დათ? თა­ვად არ უც­დია თა­ვის დაც­ვა მო­ძა­ლა­დის­გან?

- დე­და­ჩე­მი ძა­ლი­ან კარ­გი ადა­მი­ა­ნია, მაგ­რამ სუს­ტია. მეს­მის მისი... წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ძა­ლა­დო­ბას გა­ნიც­დის მა­მა­ჩე­მის­გან და უკვე შე­ეჩ­ვია კი­დეც, ალ­ბათ. არ შე­უძ­ლია თა­ვის დაც­ვა. ემორ­ჩი­ლე­ბა ყვე­ლა­ფერ­ში. ეგ კი არა 5 წლის წინ მე­ო­თხე შვი­ლი გა­უ­ჩი­ნა - ბიჭი. მა­ნამ­დე სამი გოგო ვი­ყა­ვით და მა­მა­ჩე­მი შვი­ლე­ბად არ მიგ­ვიჩ­ნევ­და. სიყ­ვა­რუ­ლი ერთხე­ლაც არ გვიგ­რძვნია არ­ცერ­თს. ბიჭი რომ იბა­დე­ბო­და, მხო­ლოდ მა­შინ გა­და­წყვი­ტა მა­მა­ჩემ­მა ხელი მო­ე­წე­რა დე­და­ჩემ­თან, რად­გან ბი­ჭის­თვის გვა­რი მი­ე­ცა. მის­ცეს ბავ­შვს გვა­რი და მა­ლე­ვე ხე­ლის გა­წე­რა მოს­თხო­ვა დე­დას, ქო­ნე­ბას ვერ მო­ი­თხოვ, გაყ­რა რომ მო­ინ­დო­მოო. დე­დაც და­თან­ხმდა. და ცხოვ­რო­ბენ ახლა ისევ ერ­თად. მე და ჩემი დები ყვე­ლა­ნი წა­მო­სუ­ლე­ბი ვართ სახ­ლი­დან. ბევ­რჯერ მი­ფიქ­რია, რა­ტომ არ გა­შორ­და დედა მა­მას და ალ­ბათ ბევ­რი მი­ზე­ზია. ერთხელ მახ­სოვს, სახ­ლი­დან წა­მო­სუ­ლე­ბი ვი­ყა­ვით, ბე­ბო­სა და პა­პას სახ­ლში ვცხოვ­რობ­დით, მი­ხა­რო­და, გვეშ­ვე­ლა, თავი და­ვაღ­წი­ეთ მა­მას, აღა­რა­სო­დეს დავ­ბრუნ­დე­ბით იმ სა­ში­ნელ გა­რე­მო­ში-მეთ­ქი და უეც­რად თვა­ლი მოვ­კა­რი, რომ ბა­ლი­შის ქვეშ მა­მას სუ­რა­თი ედო დე­და­ჩემს. გა­ვოგნ­დი ახ­ლაც მი­ჭირს ამის ახ­სნა... შემ­დეგ დედა ისევ დაბ­რუნ­და მა­მას­თან.

- რო­გორ ფიქ­რობთ, რა ზი­ა­ნი მო­გა­ყე­ნათ ამ ყვე­ლა­ფერ­მა?

- ამის გამო სკო­ლა­ში ხში­რად ვი­ყა­ვი ბუ­ლინ­გის მსხვერ­პლი. ფი­ზი­კუ­რა­დაც მის­წორ­დე­ბოდ­ნენ ბავ­შვე­ბი და მე არ ვი­ცო­დი, რო­გორ და­მეც­ვა თავი. ვი­დე­ქი და ვტი­რო­დი. სო­ფელ­ში მა­ინც ყვე­ლამ ყვე­ლა­ფე­რი იცის ერ­თმა­ნეთ­ზე. მას­წავ­ლებ­ლებ­საც უფრო ჭო­რა­ო­ბის სურ­ვი­ლი ამოძ­რა­ვებ­დათ. ერ­თის­გა­ნაც არ მიგ­რძვნია რე­ა­ლუ­რი თა­ნად­გო­მა და თა­ნაგ­რძნო­ბა. არა­ვის მო­უ­სურ­ვე­ბია დამ­ლა­პა­რა­კე­ბო­და, რა­ტომ ვი­ყა­ვი ასე ჩა­კე­ტი­ლი, და­ბა­ლი თვით­შე­ფა­სე­ბით და რა­ტომ მი­ჭირ­და ადა­მი­ა­ნებ­თან კო­მუ­ნი­კა­ცია. შემ­დეგ უნი­ვერ­სი­ტეტ­შიც ვი­ყა­ვი სექ­სუ­ა­ლუ­რი შე­ვიწ­რო­ე­ბი­სა და ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლი. ერთხელ ვთქვი, რომ ოჯა­ხუ­რი ძა­ლა­დო­ბის გამო სახ­ლი­დან ვარ წა­მო­სუ­ლი და და­მო­უ­კი­დებ­ლად ვცხოვ­რობ-მეთ­ქი. ამის გამო ზო­გი­ერ­თებ­მა გა­და­წყვი­ტეს, რომ სექ­სუ­ა­ლუ­რად შე­ვე­ვიწ­რო­ვე­ბი­ნე. რად­გა­ნაც სა­ზო­გა­დო­ე­ბის გარ­კვე­ულ ნა­წილ­ში ჯერ კი­დევ არის ის წარ­მოდ­გე­ნა, რომ თუ გოგო სახ­ლს ტო­ვებს და და­მო­უ­კი­დებ­ლად ცხოვ­რობს, ე.ი. თავს სხვა, ბნე­ლი გზე­ბით ირ­ჩენს და მსუ­ბუქ ყო­ფაქ­ცე­ვას ეწე­ვა.

- 18 წლი­დან და­მო­უ­კი­დებ­ლად ცხოვ­რობთ, რო­გორ შე­ძე­ლით თა­ვის გა­ტა­ნა? რას საქ­მი­ა­ნობთ ახლა?

- სწავ­ლის პა­რა­ლე­ლუ­რად, ვმუ­შა­ობ­დი ყველ­გან. მა­ღა­ზი­ა­ში გამ­ყიდვ­ლად, დაც­ვის სამ­სა­ხურ­ში, მე­ე­ზო­ვედ და ა.შ. არა­ფე­რი მი­თა­კი­ლია. შემ­დეგ გავ­ხდი წარ­მა­ტე­ბუ­ლი სტუ­დენ­ტი და სტი­პენ­დი­აც და­მე­ნიშ­ნა, გაც­ვლი­თი პროგ­რა­მით სა­ზღვარ­გა­რეთ მივ­დი­ო­დი და პან­დე­მი­ამ შე­მი­შა­ლა ხელი, მაგ­რამ აუ­ცი­ლებ­ლად წა­ვალ და რომ ჩა­მო­ვალ, ჩემს გეგ­მებს გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლებ.

- გვი­ამ­ბეთ თქვენს გეგ­მებ­ზე...

- მო­მა­ვა­ლი აგ­რო­ნო­მი ვარ. ძა­ლი­ან მინ­და, კარ­გი გა­ნათ­ლე­ბა მი­ვი­ღო უცხო­ეთ­ში და პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი დავ­ბრუნ­დე ჩემს მშობ­ლი­ურ დე­დოფ­ლის­წყა­რო­ში. იქ ვა­პი­რებ გა­ვა­შე­ნო ჩემი მე­ურ­ნე­ო­ბა და მა­ტე­რი­ა­ლუ­რად გა­ვაძ­ლი­ე­რო ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლი ქა­ლე­ბი, და­ვა­საქ­მო ჩემს ბიზ­ნეს­ში. სამ­წუ­ხა­როდ, სა­ხელ­მწი­ფო ვერ უზ­რუნ­ველ­ყოფს სა­თა­ნა­დოდ ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლე­ბის მა­ტე­რი­ა­ლურ კე­თილ­დღე­ო­ბას და სწო­რედ ეს ხდე­ბა იმის მი­ზე­ზი, რომ მათ უწევთ მთე­ლი ცხოვ­რე­ბა მოთ­მე­ნა, რაც ხში­რად ფა­ტა­ლუ­რა­დაც სრულ­დე­ბა. გარ­და ამი­სა, ძა­ლი­ან მინ­და ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბა­ზე ვი­მუ­შა­ვო გენ­დე­რის კუ­თხით. ეს ჩვენს სა­ზო­გა­დო­ე­ბას ძა­ლი­ან სჭირ­დე­ბა. ჩემი გა­მოც­დი­ლე­ბით ვამ­ბობ.

- რას ურ­ჩევ­დით იმ მო­ზარ­დებს, რომ­ლე­ბიც ახლა ოჯახ­ში ძა­ლა­დო­ბას გა­ნიც­დი­ან?

- ამა­ზე უსას­რუ­ლოდ შე­მიძ­ლია ვი­ლა­პა­რა­კო... პირ­ველ რიგ­ში, მინ­და ყვე­ლას ვუ­თხრა, რომ მარ­ტო არ არი­ან. აუ­ცი­ლებ­ლად გა­ბე­დონ და ხმა ამო­ი­ღონ. არა­ვის მის­ცეთ უფ­ლე­ბა ცხოვ­რე­ბა და­გი­მა­ხინ­ჯოთ და თქვე­ნი გან­ვი­თა­რე­ბა შე­ა­ფერ­ხოს! მე პი­რა­დად, ეს სიმ­წა­რე, სირ­ცხვი­ლი და აგ­რე­სია სწავ­ლა­ში გა­და­ვი­ტა­ნე. ცუდ გა­მო­სა­ვალ­ზე წა­მი­თაც არ მი­ფიქ­რია, არც ნა­ად­რევ ქორ­წი­ნე­ბა­ზე და არც მი­თუ­მე­ტეს სა­კუ­თა­რი თა­ვის­თვის რა­ი­მე ზი­ა­ნის მი­ყე­ნე­ბა­ზე. მქონ­და იმე­დი და მი­ზა­ნი და მე ეს შევ­ძე­ლი - და­ვაღ­წიე თავი ძა­ლა­დო­ბას, ვარ სტი­პენ­დი­ან­ტი სტუ­დენ­ტი და ვცხოვ­რობ და­მო­უ­კი­დებ­ლად. წინ ბევ­რი სა­ინ­ტე­რე­სო გა­მოწ­ვე­ვა მე­ლო­დე­ბა, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, და­ნარ­ჩენ მიზ­ნებ­საც მი­ვაღ­წევ. ამი­ტომ, ნუ შე­გე­შინ­დე­ბათ და შეგრცხვე­ბათ. არც პირ­ვე­ლი ხართ და არც უკა­ნას­კნე­ლი. ამო­ი­ღეთ ხმა და იბ­რძო­ლეთ.

მკითხველის კომენტარები / 19 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
SL
115

ეს ყველაფერი კარგი.... მაგრამ რატომღაც მგონია რომ არიან ძალიან ბევრი უკეთესი სტუდენტები, რომლებსაც სტიპენდია არ აქვს. განსხვავება რა არის?

გიორგი
8

წარმატებები ამ გოგოს

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა
ავტორი:

"პოლიციელმა მითხრა, იქნებ გადაიფიქრო განცხადების დაწერა, მამაა მაინცო..." - 22 წლის გოგონას ბრძოლა ოჯახში გამეფებული ძალადობის წინააღმდეგ

"პოლიციელმა მითხრა, იქნებ გადაიფიქრო განცხადების დაწერა, მამაა მაინცო..." - 22 წლის გოგონას ბრძოლა ოჯახში გამეფებული ძალადობის წინააღმდეგ

საქართველოში ბავშვთა მიმართ ძალადობა კვლავ სერიოზული პრობლემაა, რაც არაერთმა ავტორიტეტულმა ორგანიზაციამ დაადასტურა. გაეროს ბავშვთა ფონდის უახლესმა კვლევამ, რომელიც ბოლო ორი წლის ვითარებას ასახავს, საგანგაშო სურათი აჩვენა. საქართველოში მშობლების დიდი ნაწილი ძალადობას აღზრდის გამართლებულ მეთოდად მიიჩნევს. ამასთანავე, ბავშვების 69% -ში ერთხელ მაინც გამოუყენებიათ ძალადობის ესა თუ ის სახეობა.

დედოფლისწყაროში მცხოვრები 22 წლის სოფიო ჯეთერიშვილის ისტორია ნათლად ასახავს ბავშვთა მიმართ ძალადობის არაერთ პრობლემურ ასპექტს - დაწყებული საზოგადოების სტერეოტიპული დამოკიდებულებებიდან, სამართალდამცავთა არასათანადო მიდგომებით დამთავრებული. სოფიო მამის მხრიდან გაუსაძლისი ძალადობის გამო სახლიდან რამდენჯერმე გამოიქცა. ბოლოს ეს 18 წლის ასაკში გააკეთა და მას შემდეგ დამოუკიდებლად ცხოვრობს. ამბობს, რომ მისი ისტორიის შესახებ რაც შეიძლება ბევრმა უნდა გაიგოს, რათა სტიმული იყოს იმ მოზარდებისთვის, ვინც ახლა ძალადობის მსხვერპლია.

- რა ტიპის ძალადობის მსხვერპლი იყავით და რამდენად ინტენსიური ხასიათი ჰქონდა ამას?

- პირველად 5-6 წლის ვიყავი, როდესაც მამამ ქუჩაში გამაგდო. ის ღამე გარეთ გავათენე. სახლის წინ ვიჯექი და ცხადად მახსოვს, რომ შიში არ მიგრძვნია. ალბათ უფრო იმიტომ, რომ მაინც ჩემს სახლთან ახლოს ვიყავი, ვერ გავბედე სხვაგან გაქცევა, ბნელოდა და თან არ ვიცოდი სად უნდა წავსულიყავი. ძალიან მრცხვენოდა, მანქანები რომ გაივლიდნენ და შუქს მომანათებდნენ. დედას არ უცდია შევეყვანე, რადგან ეს რომ გაეკეთებინა, მამა საშინლად სცემდა. მის წინააღმდეგ ვერ წავიდოდა. მას შემდეგ დიდხანს ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაში ვიზრდებოდი, პერიოდულად იყო ხოლმე ისეთი გაუსაძლისი სცენები, მეტის ატანა რომ არ შემეძლო და პროტესტის ნიშნად სახლიდან გავრბოდი...

შემდეგ ისევ შინ მაბრუნებდნენ და ყოველი დაბრუნების შემდეგ სულ უფრო იზრდებოდა ძალადობის დოზები მამის მხრიდან. 16 წლის რომ ვიყავი, დედა მეოთხე შვილზე იყო ორსულად, მაშინ გავიქეცი კიდევ სახლიდან. მიზეზი ის იყო, რომ მამა რაღაც მარცვლეულის ფუთების გამო ეჩხუბებოდა ორსულ დედას და ცხვირწინ უტრიალებდა დანას. ძალიან შემეშინდა, ჩავერიე და დანა გამოვსტაცე ხელიდან. შემდეგ პროტესტის ნიშნად ის მარცვლეულის ფუთები დავჭერი, რომ მიმხვდარიყო არაფერს ნიშნავდა რაღაც მარცვლეული და ამის გამო ცოლი ასე არ უნდა დაემცირებინა, მით უფრო შვილების თვალწინ. მამამ სასტიკად მცემა და სახლიდან გავიქეცი. გვერდით სოფელში ბებოსა და პაპას სახლში მივედი. მინდოდა პოლიცია გამომეძახებინა, მაგრამ არ მომცეს ამის უფლება, პატარა ვიყავი და მარტომაც ვერ გავბედე. ისევ დამაბრუნეს სახლში. ბოლოს 18 წლის რომ ვიყავი მაშინ დავტოვე სახლი და ზუსტად ვიცი, საბოლოოდაც. მაშინ პირველად ჩავრთე საქმეში პოლიცია.

- სამართალდამცავებს რა რეაგირება ჰქონდათ? რამდენად სწორად აღიქვამდნენ თქვენს პრობლემას?

- ეს ალბათ ჯერ კიდევ დიდი პრობლემაა ჩვენს ქვეყანაში. ისინი ცდილობენ, სოლიდარულები იყვნენ კაცის მიმართ, თუნდაც მოძალადე იყოს ეს კაცი. სიმართლე გითხრათ, იმედგაცრუებული დავრჩი. პოლიციელმა მითხრა, იქნებ გადაგეფიქრებინა განცხადების დაწერა, მამაა მაინც და ცხელ გულზე არ ღირს ამის გაკეთებაო. ვუხსნიდი, რომ ეს ცხელ გულზე კი არა მთელი წლების ტანჯვის შედეგი იყო, როგორც იქნა, გავბედე და სამართლებრივად დავიწყე ჩემი უფლებებისთვის ბრძოლა. მაგრამ ისინი მაინც მიბიძგებდნენ, რომ როგორმე გადამეფიქრებინა. დაჭერით ვერ დავიჭერთ, რადგან რომ გამოვა ციხიდან, მერე უარესად გამწარდება და შემდეგ ჩვენ ვერ დაგიცავთო. დააფიქსირეს, რომ ადგილი ჰქონდა ფიზიკურ ძალადობას და ორდერი გამოუწერეს. ორდერი არ დაურღვევია, რადგან მე იმ სახლში მას შემედეგ არ მივსულვარ.

- დედა არ გესარჩლებოდათ? თავად არ უცდია თავის დაცვა მოძალადისგან?

- დედაჩემი ძალიან კარგი ადამიანია, მაგრამ სუსტია. მესმის მისი... წლების განმავლობაში ძალადობას განიცდის მამაჩემისგან და უკვე შეეჩვია კიდეც, ალბათ. არ შეუძლია თავის დაცვა. ემორჩილება ყველაფერში. ეგ კი არა 5 წლის წინ მეოთხე შვილი გაუჩინა - ბიჭი. მანამდე სამი გოგო ვიყავით და მამაჩემი შვილებად არ მიგვიჩნევდა. სიყვარული ერთხელაც არ გვიგრძვნია არცერთს. ბიჭი რომ იბადებოდა, მხოლოდ მაშინ გადაწყვიტა მამაჩემმა ხელი მოეწერა დედაჩემთან, რადგან ბიჭისთვის გვარი მიეცა. მისცეს ბავშვს გვარი და მალევე ხელის გაწერა მოსთხოვა დედას, ქონებას ვერ მოითხოვ, გაყრა რომ მოინდომოო. დედაც დათანხმდა. და ცხოვრობენ ახლა ისევ ერთად. მე და ჩემი დები ყველანი წამოსულები ვართ სახლიდან. ბევრჯერ მიფიქრია, რატომ არ გაშორდა დედა მამას და ალბათ ბევრი მიზეზია. ერთხელ მახსოვს, სახლიდან წამოსულები ვიყავით, ბებოსა და პაპას სახლში ვცხოვრობდით, მიხაროდა, გვეშველა, თავი დავაღწიეთ მამას, აღარასოდეს დავბრუნდებით იმ საშინელ გარემოში-მეთქი და უეცრად თვალი მოვკარი, რომ ბალიშის ქვეშ მამას სურათი ედო დედაჩემს. გავოგნდი ახლაც მიჭირს ამის ახსნა... შემდეგ დედა ისევ დაბრუნდა მამასთან.

- როგორ ფიქრობთ, რა ზიანი მოგაყენათ ამ ყველაფერმა?

- ამის გამო სკოლაში ხშირად ვიყავი ბულინგის მსხვერპლი. ფიზიკურადაც მისწორდებოდნენ ბავშვები და მე არ ვიცოდი, როგორ დამეცვა თავი. ვიდექი და ვტიროდი. სოფელში მაინც ყველამ ყველაფერი იცის ერთმანეთზე. მასწავლებლებსაც უფრო ჭორაობის სურვილი ამოძრავებდათ. ერთისგანაც არ მიგრძვნია რეალური თანადგომა და თანაგრძნობა. არავის მოუსურვებია დამლაპარაკებოდა, რატომ ვიყავი ასე ჩაკეტილი, დაბალი თვითშეფასებით და რატომ მიჭირდა ადამიანებთან კომუნიკაცია. შემდეგ უნივერსიტეტშიც ვიყავი სექსუალური შევიწროებისა და ძალადობის მსხვერპლი. ერთხელ ვთქვი, რომ ოჯახური ძალადობის გამო სახლიდან ვარ წამოსული და დამოუკიდებლად ვცხოვრობ-მეთქი. ამის გამო ზოგიერთებმა გადაწყვიტეს, რომ სექსუალურად შევევიწროვებინე. რადგანაც საზოგადოების გარკვეულ ნაწილში ჯერ კიდევ არის ის წარმოდგენა, რომ თუ გოგო სახლს ტოვებს და დამოუკიდებლად ცხოვრობს, ე.ი. თავს სხვა, ბნელი გზებით ირჩენს და მსუბუქ ყოფაქცევას ეწევა.

- 18 წლიდან დამოუკიდებლად ცხოვრობთ, როგორ შეძელით თავის გატანა? რას საქმიანობთ ახლა?

- სწავლის პარალელურად, ვმუშაობდი ყველგან. მაღაზიაში გამყიდვლად, დაცვის სამსახურში, მეეზოვედ და ა.შ. არაფერი მითაკილია. შემდეგ გავხდი წარმატებული სტუდენტი და სტიპენდიაც დამენიშნა, გაცვლითი პროგრამით საზღვარგარეთ მივდიოდი და პანდემიამ შემიშალა ხელი, მაგრამ აუცილებლად წავალ და რომ ჩამოვალ, ჩემს გეგმებს განვახორციელებ.

- გვიამბეთ თქვენს გეგმებზე...

- მომავალი აგრონომი ვარ. ძალიან მინდა, კარგი განათლება მივიღო უცხოეთში და პროფესიონალი დავბრუნდე ჩემს მშობლიურ დედოფლისწყაროში. იქ ვაპირებ გავაშენო ჩემი მეურნეობა და მატერიალურად გავაძლიერო ძალადობის მსხვერპლი ქალები, დავასაქმო ჩემს ბიზნესში. სამწუხაროდ, სახელმწიფო ვერ უზრუნველყოფს სათანადოდ ძალადობის მსხვერპლების მატერიალურ კეთილდღეობას და სწორედ ეს ხდება იმის მიზეზი, რომ მათ უწევთ მთელი ცხოვრება მოთმენა, რაც ხშირად ფატალურადაც სრულდება. გარდა ამისა, ძალიან მინდა ცნობიერების ამაღლებაზე ვიმუშავო გენდერის კუთხით. ეს ჩვენს საზოგადოებას ძალიან სჭირდება. ჩემი გამოცდილებით ვამბობ.

- რას ურჩევდით იმ მოზარდებს, რომლებიც ახლა ოჯახში ძალადობას განიცდიან?

- ამაზე უსასრულოდ შემიძლია ვილაპარაკო... პირველ რიგში, მინდა ყველას ვუთხრა, რომ მარტო არ არიან. აუცილებლად გაბედონ და ხმა ამოიღონ. არავის მისცეთ უფლება ცხოვრება დაგიმახინჯოთ და თქვენი განვითარება შეაფერხოს! მე პირადად, ეს სიმწარე, სირცხვილი და აგრესია სწავლაში გადავიტანე. ცუდ გამოსავალზე წამითაც არ მიფიქრია, არც ნაადრევ ქორწინებაზე და არც მითუმეტეს საკუთარი თავისთვის რაიმე ზიანის მიყენებაზე. მქონდა იმედი და მიზანი და მე ეს შევძელი - დავაღწიე თავი ძალადობას, ვარ სტიპენდიანტი სტუდენტი და ვცხოვრობ დამოუკიდებლად. წინ ბევრი საინტერესო გამოწვევა მელოდება, დარწმუნებული ვარ, დანარჩენ მიზნებსაც მივაღწევ. ამიტომ, ნუ შეგეშინდებათ და შეგრცხვებათ. არც პირველი ხართ და არც უკანასკნელი. ამოიღეთ ხმა და იბრძოლეთ.

რა შემთხვევაში დადგება "კომენდანტის საათის" შემსუბუქების საკითხი - ამირან გამყრელიძის განმარტება

საქართველოში კორონავირუსით რეინფიცირების ერთი შემთხვევა დაფიქსირდა

"წარმომიდგენია, ბერა რა ცუდად არის. ისიც კი არ ვიცი, როგორ მოვიკითხო ან რა ვუთხრა?" - რას ამბობს ივანიშვილების ოჯახის ახლობელი გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებზე?