მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

24

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ორი "გირჩი", ჯაფარიძე-ხოშტარიას ალიანსი და ფინანსური პრობლემები "ევროპულ საქართველოში"? -  რა გადაჯგუფება შეიძლება მოხდეს უახლოეს მომავალში ოპოზიციაში?
ორი "გირჩი", ჯაფარიძე-ხოშტარიას ალიანსი და ფინანსური პრობლემები "ევროპულ საქართველოში"? -  რა გადაჯგუფება შეიძლება მოხდეს უახლოეს მომავალში ოპოზიციაში?

ჯერ ისევ გა­ურ­კვე­ვე­ლია მე­ა­თე მოწ­ვე­ვის პარ­ლა­მენ­ტი ერთი პარ­ტი­ით შე­უდ­გე­ბა მუ­შა­ო­ბას, თუ ბო­ლოს და ბო­ლოს ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ე­ბი ბო­ი­კოტ­ზე უარს იტყვი­ან. ეს უკვე რამ­დე­ნი­მე დღე­ში გა­ირ­კვე­ვა, მაგ­რამ "გირ­ჩის" მა­გა­ლით­მაც აჩ­ვე­ნა, რომ მა­ინც და მა­ინც ყვე­ლა­ფე­რი რიგ­ზე ვერ არის ოპო­ზი­ცი­ურ ფლანგზე. პო­ლი­ტი­კურ ორ­გა­ნი­ზა­ცია "გირჩში", რო­მე­ლიც შე­საძ­ლოა ბევ­რის­თვის მი­უ­ღე­ბე­ლი ძა­ლაა, მაგ­რამ ფაქ­ტია, რომ აქამ­დე იდე­ო­ლო­გი­უ­რად გა­მარ­თუ­ლი პარ­ტია იყო, რო­მელ­საც ახალ­გაზ­რდო­ბის ნა­წი­ლი უჭერ­და მხარს, დღეს ლი­დე­რებს შო­რის მწვა­ვე და­პი­რის­პი­რე­ბას ვხე­დავთ... ერთ-ერთი ვერ­სი­ით, "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბა­შიც" საკ­მა­ოდ უც­ნა­უ­რი ვი­თა­რე­ბაა შექ­მნი­ლი და პარ­ტი­ის მოქ­მედ­მა თავ­მჯდო­მა­რემ გრი­გოლ ვა­შა­ძემ შე­იძ­ლე­ბა და­ტო­ვოს ორ­გა­ნი­ზა­ცია. არ გა­მო­რი­ცხა­ვენ ნიკა მე­ლი­ას წას­ვლა­საც.

ambebi.ge-ს სან­დო წყა­რო უყ­ვე­ბა, რომ უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში ოპო­ზი­ცი­ა­ში სა­ინ­ტე­რე­სო მოვ­ლე­ნე­ბი გან­ვი­თარ­დე­ბა და სე­რი­ო­ზუ­ლი გა­დაჯ­გუ­ფე­ბა იგეგ­მე­ბა.

"პრობ­ლე­მე­ბია "ევ­რო­პულ სა­ქარ­თვე­ლო­შიც”, რო­მელ­საც ცნო­ბილ­მა "დო­ნორ­მა" და­ფი­ნან­სე­ბა შე­უ­ჩე­რა. ჩემი ინ­ფორ­მა­ცი­ით, პარ­ტი­ას ტო­ვებს საკ­მა­ოდ სე­რი­ო­ზუ­ლი სახე - ელე­ნე ხოშ­ტა­რია. დიდი ალ­ბა­თო­ბით, ზუ­რაბ ჯა­ფა­რი­ძე და ელე­ნე ხოშ­ტა­რია ალი­ანსს შეკ­რა­ვენ და ახალ პლატ­ფორ­მას გა­ა­კე­თე­ბენ, რა­საც "გირ­ჩის" ბა­ზა­ზე გეგ­მავ­დნენ, მაგ­რამ ახლა რა იქ­ნე­ბა, რთუ­ლი სათ­ქმე­ლია, პრო­ცე­სე­ბი ისე მი­დის, რომ, რო­გორც ჩანს, მალე ორ "გირჩს" მი­ვი­ღებთ”, - ამ­ბობს ჩვე­ნი წყა­რო.

ჯერ­ჯე­რო­ბით მარ­თლაც ძნე­ლი სათ­ქმე­ლია, ვის დარ­ჩე­ბა პარ­ტია იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ "გირ­ჩის" ლი­დე­რე­ბი ვერ მი­აღ­წე­ვენ შე­თან­ხმე­ბას - პარ­ტია და­იშ­ლე­ბა, პო­ლი­ტი­კუ­რი აპ­სა­რე­ზი­დან გაქ­რე­ბა, თუ მარ­თლაც ორ "გირჩს” მი­ვი­ღებთ. ის კია, რომ ზუ­რაბ ჯა­ფა­რი­ძე ყო­ფილ თა­ნა­გუნ­დე­ლებ­თან ყვე­ლა­ნა­ირ მო­ლა­პა­რა­კე­ბას გა­მო­რი­ცხავს, ემიჯ­ნე­ბა პარ­ტი­ას, ახა­ლი ინ­სტი­ტუ­ცი­ის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას გეგ­მავს და რო­გორც ამ­ბობს, მისი სა­ხე­ლიც და ლო­გოც "გირ­ჩი” იქ­ნე­ბა.

"მე გა­მოვ­დი­ვარ იმ სის­ტე­მი­დან და ჩემ­თვის ახალ ინ­სტი­ტუ­ცი­ას, ახალ "გირჩს” გა­ვა­კე­თებ, მე ვრჩე­ბი გირ­ჩი, არა­ნა­ი­რი კონ­სენ­სუ­სი არ იქ­ნე­ბა, მე ჩემს საქ­მეს გა­ვა­კე­თებ, ისი­ნი - თა­ვის საქ­მეს გა­ა­კე­თე­ბენ, ისი­ნიც ამ­ბო­ბენ, რომ "გირ­ჩია”, მაგ­რამ მათ თუ რამე თქვეს, ან გა­ა­კე­თეს, თუ ვინ­მე მკი­თხავს, ვი­ტყვი, რომ ეს "გირ­ჩის" პო­ზი­ცია არ არის", - ამ­ბობს ზუ­რაბ ჯა­ფა­რი­ძე "გან­ქორ­წი­ნე­ბულ" თა­ნა­პარ­ტი­ე­ლებ­ზე.

"მანდ ეგრე არ არის, რომ ჯა­ფა­რას ჰქონ­დეს მთე­ლი ავ­ტო­რი­ტე­ტი. მეგ­რე­ლიშ­ვილ­საც საკ­მაო ავ­ტო­რი­ტე­ტი აქვს. "გირ­ჩი” იდე­ო­ლო­გი­უ­რად რამ­დე­ნი­მე ფრთად არის და­ყო­ფი­ლი. მა­გა­ლი­თად, მეგ­რე­ლიშ­ვილს მხარს უჭერს ბენ­დუ­ქი­ძის "სას­ტა­ვი”, თა­ვი­სუ­ფა­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტის ტი­პე­ბი. სა­ვა­რა­უ­დოდ, იმ სამს უფრო აქვს ჯა­ფა­რას გაშ­ვე­ბის ბერ­კე­ტი, ვიდ­რე ჯა­ფა­რას - მათი, რად­გან მათ ხელ­შია სე­რი­ო­ზუ­ლი ძალა. "გირ­ჩე­ლებს" აქვთ რა­ღაც ჯე­ტე­ბი - ელექტრო­ნუ­ლი ვა­ლუ­ტა, რო­მელ­საც რაც მეტს ყი­დუ­ლობ, მეტი გავ­ლე­ნა გაქვს პარ­ტი­ა­ში. მათ საკ­მა­ოდ სტრუქ­ტუ­რი­რე­ბუ­ლი ორ­გა­ნიზ­მი აქვთ და ეს მთლი­ა­ნად მეგ­რე­ლიშ­ვი­ლის აწყო­ბი­ლია. შიდა იდე­ო­ლო­გი­უ­რი ბირ­თვი და ტექ­ნი­კუ­რი პარ­ტი­უ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი რა­საც ჰქვია, მთლი­ა­ნად მეგ­რე­ლიშ­ვილ­ზე დგას. თან ის სამი იხ­რე­ბა პარ­ლა­მენ­ტში შეს­ვლის­კენ და აქვთ ეჭვი, რომ ზუ­რამ "გა­აძ­რო" ფუ­ლის ახა­ლი არხი და შე­და­რე­ბით "და­ვარ­ცხნი­ლი" პარ­ტი­ის გა­კე­თე­ბას აპი­რებს.

ერთი სი­ტყვით, ოპო­ზი­ცი­ა­ში გა­დაჯ­გუ­ფე­ბა იქ­ნე­ბა. გრი­გოლ ვა­შა­ძე­ზე ადრე გი­თხა­რით და და­დას­ტურ­და, რომ ის, ფაქ­ტობ­რი­ვად, წა­სუ­ლია პო­ლი­ტი­კი­დან. ეს ერთი კვი­რა გა­და­წყვეტს, ოპო­ზი­ცი­ის სა­ბო­ლოო ბედს...” - გვე­უბ­ნე­ბა წყა­რო, რო­მე­ლიც არ გა­მო­რი­ცხავს, რომ ჯა­ფა­რი­ძე-ხოშ­ტა­რი­ას სა­ვა­რა­უ­დო ალი­ანსს შე­საძ­ლოა ნიკა მე­ლი­აც შე­უ­ერ­თდეს.

ambebi.ge ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­და­სა­მოწ­მებ­ლად "ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს” წარ­მო­მად­გე­ნელს ელე­ნე ხოშ­ტა­რი­ას და­უ­კავ­შირ­და, რო­მელ­მაც შემ­დე­გი გვი­პა­სუ­ხა:

"სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის როცა რამე მექ­ნე­ბა სათ­ქმე­ლი, აუ­ცი­ლებ­ლად ვი­ტყვი. ზუ­რას­თან არც კი მი­ლა­პა­რა­კია ეს დღე­ე­ბი. ისე, დიდ წარ­მა­ტე­ბას ვუ­სურ­ვებ მას". კი­თხვა - მარ­თლა აპი­რებს თუ არა პარ­ტი­ი­დან წას­ვლას? - ელე­ნე ხოშ­ტა­რი­ამ ამ ეტაპ­ზე უპა­სუ­ხოდ და­ტო­ვა.

მკითხველის კომენტარები / 85 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
!
138

ჯაფარა და ხოშტარია უძლიერესი ტანდემი იქნება!

ქეთი
27

ვაი თქვენს პატრონს.....უფრო სწორად ჩვენსას თქვენისთანების ხელში

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა
ავტორი:

ორი "გირჩი", ჯაფარიძე-ხოშტარიას ალიანსი და ფინანსური პრობლემები "ევროპულ საქართველოში"? -  რა გადაჯგუფება შეიძლება მოხდეს უახლოეს მომავალში ოპოზიციაში?

ორი "გირჩი", ჯაფარიძე-ხოშტარიას ალიანსი და ფინანსური პრობლემები "ევროპულ საქართველოში"? -  რა გადაჯგუფება შეიძლება მოხდეს უახლოეს მომავალში ოპოზიციაში?

ჯერ ისევ გაურკვეველია მეათე მოწვევის პარლამენტი ერთი პარტიით შეუდგება მუშაობას, თუ ბოლოს და ბოლოს ოპოზიციური პარტიები ბოიკოტზე უარს იტყვიან. ეს უკვე რამდენიმე დღეში გაირკვევა, მაგრამ "გირჩის" მაგალითმაც აჩვენა, რომ მაინც და მაინც ყველაფერი რიგზე ვერ არის ოპოზიციურ ფლანგზე. პოლიტიკურ ორგანიზაცია "გირჩში", რომელიც შესაძლოა ბევრისთვის მიუღებელი ძალაა, მაგრამ ფაქტია, რომ აქამდე იდეოლოგიურად გამართული პარტია იყო, რომელსაც ახალგაზრდობის ნაწილი უჭერდა მხარს, დღეს ლიდერებს შორის მწვავე დაპირისპირებას ვხედავთ... ერთ-ერთი ვერსიით, "ნაციონალურ მოძრაობაშიც" საკმაოდ უცნაური ვითარებაა შექმნილი და პარტიის მოქმედმა თავმჯდომარემ გრიგოლ ვაშაძემ შეიძლება დატოვოს ორგანიზაცია. არ გამორიცხავენ ნიკა მელიას წასვლასაც.

ambebi.ge-ს სანდო წყარო უყვება, რომ უახლოეს მომავალში ოპოზიციაში საინტერესო მოვლენები განვითარდება და სერიოზული გადაჯგუფება იგეგმება.

"პრობლემებია "ევროპულ საქართველოშიც”, რომელსაც ცნობილმა "დონორმა" დაფინანსება შეუჩერა. ჩემი ინფორმაციით, პარტიას ტოვებს საკმაოდ სერიოზული სახე - ელენე ხოშტარია. დიდი ალბათობით, ზურაბ ჯაფარიძე და ელენე ხოშტარია ალიანსს შეკრავენ და ახალ პლატფორმას გააკეთებენ, რასაც "გირჩის" ბაზაზე გეგმავდნენ, მაგრამ ახლა რა იქნება, რთული სათქმელია, პროცესები ისე მიდის, რომ, როგორც ჩანს, მალე ორ "გირჩს" მივიღებთ”, - ამბობს ჩვენი წყარო.

ჯერჯერობით მართლაც ძნელი სათქმელია, ვის დარჩება პარტია იმ შემთხვევაში, თუ "გირჩის" ლიდერები ვერ მიაღწევენ შეთანხმებას - პარტია დაიშლება, პოლიტიკური აპსარეზიდან გაქრება, თუ მართლაც ორ "გირჩს” მივიღებთ. ის კია, რომ ზურაბ ჯაფარიძე ყოფილ თანაგუნდელებთან ყველანაირ მოლაპარაკებას გამორიცხავს, ემიჯნება პარტიას, ახალი ინსტიტუციის ჩამოყალიბებას გეგმავს და როგორც ამბობს, მისი სახელიც და ლოგოც "გირჩი” იქნება.

"მე გამოვდივარ იმ სისტემიდან და ჩემთვის ახალ ინსტიტუციას, ახალ "გირჩს” გავაკეთებ, მე ვრჩები გირჩი, არანაირი კონსენსუსი არ იქნება, მე ჩემს საქმეს გავაკეთებ, ისინი - თავის საქმეს გააკეთებენ, ისინიც ამბობენ, რომ "გირჩია”, მაგრამ მათ თუ რამე თქვეს, ან გააკეთეს, თუ ვინმე მკითხავს, ვიტყვი, რომ ეს "გირჩის" პოზიცია არ არის", - ამბობს ზურაბ ჯაფარიძე "განქორწინებულ" თანაპარტიელებზე.

"მანდ ეგრე არ არის, რომ ჯაფარას ჰქონდეს მთელი ავტორიტეტი. მეგრელიშვილსაც საკმაო ავტორიტეტი აქვს. "გირჩი” იდეოლოგიურად რამდენიმე ფრთად არის დაყოფილი. მაგალითად, მეგრელიშვილს მხარს უჭერს ბენდუქიძის "სასტავი”, თავისუფალი უნივერსიტეტის ტიპები. სავარაუდოდ, იმ სამს უფრო აქვს ჯაფარას გაშვების ბერკეტი, ვიდრე ჯაფარას - მათი, რადგან მათ ხელშია სერიოზული ძალა. "გირჩელებს" აქვთ რაღაც ჯეტები - ელექტრონული ვალუტა, რომელსაც რაც მეტს ყიდულობ, მეტი გავლენა გაქვს პარტიაში. მათ საკმაოდ სტრუქტურირებული ორგანიზმი აქვთ და ეს მთლიანად მეგრელიშვილის აწყობილია. შიდა იდეოლოგიური ბირთვი და ტექნიკური პარტიული ორგანიზაციები რასაც ჰქვია, მთლიანად მეგრელიშვილზე დგას. თან ის სამი იხრება პარლამენტში შესვლისკენ და აქვთ ეჭვი, რომ ზურამ "გააძრო" ფულის ახალი არხი და შედარებით "დავარცხნილი" პარტიის გაკეთებას აპირებს.

ერთი სიტყვით, ოპოზიციაში გადაჯგუფება იქნება. გრიგოლ ვაშაძეზე ადრე გითხარით და დადასტურდა, რომ ის, ფაქტობრივად, წასულია პოლიტიკიდან. ეს ერთი კვირა გადაწყვეტს, ოპოზიციის საბოლოო ბედს...” - გვეუბნება წყარო, რომელიც არ გამორიცხავს, რომ ჯაფარიძე-ხოშტარიას სავარაუდო ალიანსს შესაძლოა ნიკა მელიაც შეუერთდეს.

ambebi.ge ინფორმაციის გადასამოწმებლად "ევროპული საქართველოს” წარმომადგენელს ელენე ხოშტარიას დაუკავშირდა, რომელმაც შემდეგი გვიპასუხა:

"საზოგადოებისთვის როცა რამე მექნება სათქმელი, აუცილებლად ვიტყვი. ზურასთან არც კი მილაპარაკია ეს დღეები. ისე, დიდ წარმატებას ვუსურვებ მას". კითხვა - მართლა აპირებს თუ არა პარტიიდან წასვლას? - ელენე ხოშტარიამ ამ ეტაპზე უპასუხოდ დატოვა.

"არ იჯერებს ხალხი "ქართული ოცნების" ლიდერების ძალადობისკენ მიდრეკილებას და სააკაშვილის, უგულავას, ბოკერიას კდემამოსილებას" - მამუკა მდინარაძე

სამოქალაქო აქტივისტები "ავლაბრის" მეტროდან მანქანებით მსვლელობას აწყობენ - რა ხდება ამ წუთებში აქციაზე

"ვამხელ მოძალადეებს, ნეპოტიზმს, რუსეთთან კავშირებს... არ შევეგუები უსამართლობას" - ელენე ხოშტარიამ პოლიტიკური მოძრაობა "დროა" დააფუძნა