მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

24

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 06:11-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 19-19-დან ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თითქოს არაფრით გამორჩეული  ქალი, ათეისტი,  რევოლუციონერი,  არა  რომანტიკა... და  მაინც,  ტაბიძის  სულის  აღვირი" - გალაკტიონისა და ოლია ოკუჯავას სასიყვარულო  წერილები
"თითქოს არაფრით გამორჩეული  ქალი, ათეისტი,  რევოლუციონერი,  არა  რომანტიკა... და  მაინც,  ტაბიძის  სულის  აღვირი" - გალაკტიონისა და ოლია ოკუჯავას სასიყვარულო  წერილები

ორი­ვე ახალ­გაზ­რდა: მა­მა­კა­ცი, მი­სი­ვე სი­ტყვე­ბით, "მხო­ლოდ უბე­დუ­რი და და­წყევ­ლი­ლი, უსახ­ლკა­რო, უბი­ნაო... მარ­თლა... "ქუ­ჩის ბიჭი", ხოლო ქალი, სიყ­ვა­რუ­ლის ამ­გვა­რად ამომთქმე­ლი - "მე ვი­ტან­ჯე­ბო­დი, ვე­ცე­მო­დი და კვლავ ფეხ­ზე ვდგე­ბო­დი. ვი­ტან­ჯე­ბი, ვე­ცე­მი და თან­და­თან სიღ­რმე­ში ვეშ­ვე­ბი. გა­ი­გე ჩემი გან­ცდე­ბი და შენც გა­ნი­ცა­დე, რად­გან სი­ტყვე­ბი უძ­ლუ­რია აღ­წე­როს ისი­ნი"; ორი­ვე ბო­ბო­ქა­რი ვნე­ბის ადა­მი­ა­ნი, ერ­თმა­ნე­თის­თვის სა­ბე­დის­წე­რო­ე­ბი რომ აღ­მოჩ­ნდნენ და მათი სიყ­ვა­რუ­ლის პო­ე­ზი­აც და პრო­ზაც სწო­რედ რომ იყო - ტან­ჯვა, და­ცე­მა, კვლავ წა­მოდ­გო­მა და... არ­ცთუ ხან­გრძლი­ვი ერ­თობ­ლი­ვი ცხოვ­რე­ბის მძაფ­რი ქარ­ტე­ხი­ლი, რო­მელ­მაც, სა­ბო­ლო­ოდ, ორი­ვე გა­ა­ნად­გუ­რა.

გა­ლა­კტი­ონ ტა­ბი­ძე­სა და მის მე­უღ­ლეს - ოლია ოკუ­ჯა­ვას ერ­თმა­ნე­თი სრუ­ლი­ად შემ­თხვე­ვით, ქუ­თა­ის­ში გა­უც­ნი­ათ. ბი­ძაშ­ვი­ლე­ბი - გა­ლა­კტი­ონ და ტი­ცი­ან ტა­ბი­ძე­ე­ბი, თურ­მე, ქუ­ჩას მი­უყ­ვე­ბოდ­ნენ, მარ­ტოდ მო­მა­ვა­ლი, იმ­ხა­ნად ქუ­თა­ი­სის წმინ­და ნი­ნოს სას­წავ­ლებ­ლის მოს­წავ­ლე ოლია რომ შე­უ­ნიშ­ნავთ. თა­ვად ოლია იხ­სე­ნებ­და: გა­ლა­კტი­ო­ნი რომ და­ვი­ნა­ხე, მივ­ხვდი, რომ ცხოვ­რე­ბა ტან­ჯვად გა­და­მექ­ცე­ო­დაო. ტა­ბი­ძე­ე­ბის სას­წავ­ლე­ბე­ლი - კლა­სი­კუ­რი გიმ­ნა­ზია იქვე, ოლი­ას სას­წავ­ლე­ბელ­თან ახ­ლოს იყო და ახალ­გაზ­რდა ქალს შემ­ჩნე­უ­ლიც ჰყავ­და გა­ლა­კტი­ო­ნი, გა­ნუყ­რე­ლი შარ­ფი­თა და ქუ­ჩა­ზე გან­მარ­ტო­ე­ბით მო­სი­ა­რუ­ლე. სწო­რედ იმ პე­რი­ო­დი­დან და­ი­წყო მათი ნაც­ნო­ბო­ბაც და სიყ­ვა­რუ­ლიც. იმ­ხა­ნად გა­ლა­კტი­ო­ნი 20 წლის ყო­ფი­ლა. ოლია სი­ლა­მა­ზით არ გა­მო­ირ­ჩე­ო­და. ზო­გი­ერ­თი, თურ­მე, მას "უშ­ნო­დაც" კი მი­იჩ­ნევ­და. ერთხელ ამ უკა­ნას­კნე­ლის ბი­ძაშ­ვი­ლის შვილ­მა, ქალ­ბა­ტონ­მა ნატო ოკუ­ჯა­ვამ აღ­ნიშ­ნა კი­დეც, რამ­ხე­ლა სუ­ლი­ე­რი კავ­ში­რი უნდა ყო­ფი­ლი­ყო მათ შო­რის, რომ მი­უ­ხე­და­ვად ამ­გვა­რი გა­რეგ­ნო­ბი­სა, ერ­თმა­ნე­თი ერთი ნახ­ვით შე­უყ­ვარ­და­თო. გა­ლა­კტი­ო­ნის ძმის­შვი­ლი, აწ გარ­დაც­ვლი­ლი ნო­დარ ტა­ბი­ძე კი მათ სიყ­ვა­რულს "უდი­დეს და უმ­ძაფ­რეს პო­ე­მას" უწო­დებ­და. გა­ლა­კტი­ო­ნი პირ­ვე­ლად ოლი­ას აკი­თხებ­და თა­ვის ლექ­სებს, ის იყო მისი პო­ე­ზი­ის პირ­ვე­ლი კრი­ტი­კო­სი. თვი­თო­ნაც უნი­ჭი­ე­რე­სი და მრა­ვალ­მხრივ გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი ქალი იყო, ისიც წერ­და. ქუ­თა­ი­სის წმ. ნი­ნოს სა­ხე­ლო­ბის ქალ­თა გიმ­ნა­ზი­ის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, მა­ლე­ვე, ოლი­ას ჭი­ა­თუ­რა­ში მო­უხ­და წას­ვლა - მას­წავ­ლებ­ლად და­ი­წყო მუ­შა­ო­ბა. გან­შო­რე­ბას ორი­ვე სა­შინ­ლად გა­ნიც­დი­და. ოლია ამ­ბობ­და, სულ მგო­ნია, კარი გა­ი­ღე­ბა და ჩემი გა­ლა­კტი­ო­ნი შე­მო­ვაო. გა­ლა­კტი­ო­ნი კი საყ­ვა­რელ ქალს სწერ­და: "ოლია! მას შემ­დეგ, რაც შენ წადი, რა­ღაც სა­ში­ნელ­მა სი­ცა­რი­ე­ლემ მო­იც­ვა მთე­ლი ჩემი არ­სე­ბა... სი­ცა­რი­ე­ლემ, რომ­ლის გა­ნად­გუ­რე­ბას არ ვიცი, რა­ნა­ი­რი მდგო­მა­რე­ო­ბა შეძ­ლებს და რა არის მისი წა­მა­ლი? რო­დე­საც შენ აქ იყა­ვი, მე შე­მეძ­ლო და­მე­ნა­ხე შენ... ჩემ­თვის უბ­რა­ლოდ შენს ახ­ლოს ყოფ­ნა საკ­მა­რი­სი იყო, რომ შენს გარ­და არა­ფერ­ზე არ მე­ფიქ­რა"... (6 იან­ვა­რი, 1914 წ.)

ოლია ოკუ­ჯა­ვას დიდი ოჯა­ხი ჰქონ­და, 8 დედ­მა­მიშ­ვი­ლი იყ­ვნენ და მათ გა­ლა­კტი­ონ­თან ძა­ლი­ან კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­დათ. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სი­ახ­ლო­ვე გა­ლა­კტი­ონს მი­ხე­ილ­თან ჰქო­ნია, მო­მა­ვალ­ში ცნო­ბი­ლი პო­ე­ტი­სა და კომ­პო­ზი­ტო­რის, ბუ­ლატ ოკუ­ჯა­ვას მა­მას­თან. ოჯა­ხის წევ­რე­ბი­დან ოლი­ა­სა და გა­ლა­კტი­ო­ნის ქორ­წი­ნე­ბის წი­ნა­აღ­მდე­გი მხო­ლოდ ოლი­ას დედა - ლი­ზი­კო ყო­ფი­ლა. ქალ­ბა­ტო­ნი ნატო ოკუ­ჯა­ვას თქმით, ლი­ზი­კოს მე­უღ­ლეს - საკ­მა­ოდ გა­ნათ­ლე­ბულ კაცს, სტე­ფა­ნეს სმა ჰყვა­რე­ბია, ლა­მის ალ­კოჰო­ლი­კად გა­დაქ­ცე­უ­ლა, ამი­ტომ არ უნ­დო­და, მისი ქა­ლიშ­ვი­ლიც სმის მოყ­ვა­რულ კაცს გაჰ­ყო­ლო­და ცო­ლად, თუმ­ცა მა­ინც ვე­რა­ფერს გახ­და - ოლი­ას იმ­დე­ნად უყ­ვარ­და გა­ლა­კტი­ო­ნი, დე­დას არ და­უ­ჯე­რა, მამა კი და­ი­ყო­ლი­ეს და წყვილ­მა 1916 წლის 23 აგ­ვის­ტოს ჯვა­რიც და­ი­წე­რა.

მათ სიყ­ვა­რულ­ზე სტა­ტი­ის და­წე­რის ინ­სპი­რა­ტო­რი აღ­მოჩ­ნდა ერთი, ჩემ­თვის მა­ნამ­დე უც­ნო­ბი ფოტო და მის­გან მომ­დი­ნა­რე მძაფ­რი გან­ცდით და­წე­რი­ლი ფე­ის­ბუკ-პოს­ტი, რო­მელ­მაც სრუ­ლი­ად სხვა, სა­ინ­ტე­რე­სო კუ­თხით და­მა­ნახ­ვა გა­ლა­კტი­ო­ნი­სა და ოლი­ას სიყ­ვა­რუ­ლის ამ­ბა­ვი. პოს­ტის ავ­ტო­რი მწე­რა­ლი გუ­რამ მეგ­რე­ლიშ­ვი­ლია:

"ჩემ­თვის, ერთ-ერთი ამო­უხ­სნე­ლი ფე­ნო­მე­ნი გა­ლას ცხოვ­რე­ბა­ში მისი ცოლი, ოლღა ოკუ­ჯა­ვაა. ოლღა ჯერ კი­დევ ახალ­გაზ­რდა შე­ვი­და კო­მუ­ნის­ტურ პარ­ტი­ა­ში და იყო აქ­ტი­უ­რი რე­ვო­ლუ­ცი­ო­ნე­რი, მებ­რძო­ლი და მას­კუ­ლი­ნუ­რი ენერ­გე­ტი­კის ქალი. ცნო­ბი­ლია, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ოკუ­პა­ცი­ის წლებ­ში, რო­გორც პარ­ტაქ­ტი­ვის­ტი და­დი­ო­და გა­ლი­ფე შარ­ვლით, ია­რა­ღით და იყო იმ ეპო­ქის სუ­ლის­კვე­თე­ბით აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლი მა­ნამ, სა­ნამ ტროც­კიზ­მი ბრალ­დე­ბით არ გა­ა­სა­მარ­თლეს. სულ მე­ფიქ­რე­ბო­და, რო­გო­რი უც­ნა­უ­რია ადა­მი­ა­ნის სული, გო­ნე­ბა, ვნე­ბე­ბი. აქეთ გალა - მო­სი­ა­რუ­ლე ღრუბ­ლებს ზე­მოთ, სი­ტყვის ჯა­დო­ქა­რი, გრძნო­ბე­ბი­სა და ემო­ცი­ე­ბის უც­ნა­უ­რად დამ­ბუ­ჟე­ბე­ლი არა­ამ­ქვეყ­ნი­უ­რი მორ­წმუ­ნე კაცი და იქით მისი საყ­ვა­რე­ლი ცოლი, ოლღა. გა­ლას ცხოვ­რე­ბის და­მან­გრე­ვე­ლი თა­ვი­სი უბე­დუ­რე­ბით. პო­ე­ტის ნამ­დვი­ლი მუზა, ერთი შე­ხედ­ვით არაფ­რით გა­მორ­ჩე­უ­ლი ქალი, რო­გო­რიც ათა­სო­ბით, ასი ათა­სო­ბი­თაა ჩვენ გვერ­დით. ათე­ის­ტი, პარ­ტი­უ­ლი, რე­ვო­ლუ­ცი­ო­ნე­რი, არა რო­მან­ტი­კა, არა "ცის­ფე­რი ცხე­ნე­ბი", არა "სი­ლაჟ­ვარ­დე­ე­ბი" და მა­ინც, ტა­ბი­ძის სუ­ლის აღ­ვი­რი.

ფო­ტო­ზე ორი­ვე­ნი არი­ან. პირ­ვე­ლი გა­და­სახ­ლე­ბი­დან დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი ოლღა ჯო­ხით. ნა­ა­ვად­მყო­ფა­რი და უკვე მო­ტე­ხი­ლი და გა­ლა­კტი­ო­ნი, რო­მე­ლიც ასე­ვე ძა­ლი­ან შეც­ვლი­ლია გა­რეგ­ნუ­ლად. ამ ფო­ტოს და­ვარ­ქმევ­დი დე­მო­ნი­სა და კე­თი­ლი ან­გე­ლო­ზის სიყ­ვა­რუ­ლის ამ­ბავს. ბოლო სე­რი­ა­ში, ან­გე­ლო­ზი ჯო­ჯო­ხეთ­ში ჩა­დის შეყ­ვა­რე­ბუ­ლის მო­სა­ძებ­ნად.

დე­დაო ღვთი­სავ, მზეო მა­რი­ამ!/ რო­გორც ნაწ­ვი­მარ სი­ლა­ში ვარ­დი,/ ჩემი ცხოვ­რე­ბის გზა სიზ­მა­რია/ და შო­რე­უ­ლი ცის სი­ლაჟ­ვარ­დე".

  • მა­ინც რო­გო­რი იყო "დე­მო­ნი­სა და ან­გე­ლო­ზის სიყ­ვა­რუ­ლის ამ­ბა­ვი" - ყვე­ლა­ზე უკეთ მისი სიმ­ძაფ­რე შეყ­ვა­რე­ბუ­ლე­ბის მი­მო­წე­რა­შია გად­მო­ცე­მუ­ლი.

"...ოლ­კინ, მი­თხა­რი, გიყ­ვარ­ვარ ძვე­ლე­ბუ­რად? მე მგო­ნია, არა!.. ჩემგვა­რი კაცი განა შე­იძ­ლე­ბა ვინ­მეს უყ­ვარ­დეს? და­დე­ბი­თად ძლი­ე­რი ჩემ­ში არა­ფე­რი არ არის. რომ ვიყო ბა­ი­რო­ნი, ლერ­მონ­ტო­ვი, გი­ო­ტე... მა­შინ შე­მიყ­ვა­რებ­დნენ. მე კი ისე პა­ტა­რა და დაწ­ვრილ­მა­ნე­ბუ­ლი კაცი ვარ... მაგ­რამ არა­ფე­რია, "Мы еще повоюем" (ჩვენ კი­დევ წა­ვიბ­რძო­ლებთ - ი.ხ.). შენ ის მი­თხა­რი, გიყ­ვარ­ვარ ძვე­ლე­ბუ­რად? ... მომ­წე­რე, ოლ­კინ, რა­ნა­ი­რად და რის­თვის გიყ­ვარ­ვარ... რას იზამ ოლ­კინ, მე რომ მოვ­კვდე? მა­გა­ლი­თად მოვ­კვდი და აღა­რაა ქვე­ყა­ნა­ზე გა­ლო­ნი. მოკ­ვდა სა­წყა­ლი გა­ლო­ნი და და­ა­საფ­ლა­ვეს. რას იზამ მა­შინ? მოხ­და ისე, რომ მე მოვ­კვდი სა­დღაც შორს, ცივ ქვე­ყა­ნა­ში, ან მოვ­კვდი სა­ზი­ზღა­რი და სა­მარ­ცხვი­ნო სიკ­ვდი­ლით... მოკ­ვდა გა­ლო­ნი ძაღ­ლი­ვით. რაც იზამ ჩმოკ­ლინ? იტი­რებ თუ არ იტი­რებ? ჩემო ძვირ­ფა­სო, ერ­თა­დერ­თო მე­გო­ბა­რო, ერ­თა­დერ­თო ნუ­გე­შო"... (31 აგ­ვის­ტო, 1914 წ. ქუ­თა­ი­სი)

სა­ო­ცა­რია ბე­დის­წე­რა. ის, რა­საც ახალ­გაზ­რდა გა­ლა­კტი­ო­ნი თა­ვის სიყ­ვა­რულ­თან არ­კვევ­და და სცდი­და, ამ უკა­ნას­კნელს ერგო ხვედ­რად. გზა­დაგ­ზა კი იყო - ეჭ­ვი­ა­ნო­ბაც, აღ­მაფ­რე­ნაც ერ­თად ყოფ­ნაც, სი­ხა­რუ­ლიც, გან­შო­რე­ბე­ბიც, ავად­მყო­ფო­ბაც, ცრემ­ლე­ბიც, რე­ვო­ლუ­ცი­აც, "სის­ხლი და ცხედ­რე­ბიც", წე­რი­ლე­ბის ზღვაც, ლექ­სე­ბიც...

და­ქორ­წი­ნე­ბის შემ­დეგ, მა­ლე­ვე გა­ლა­კტი­ო­ნი და ოლია სწავ­ლის გა­საგ­რძე­ლებ­ლად მოს­კოვ­ში წა­ვიდ­ნენ, მაგ­რამ სი­დუ­ხ­ჭი­რის გამო პო­ე­ტი იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და, ქუ­თა­ის­ში დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი­ყო, ოლია კი იქ დარ­ჩა, კო­მუ­ნის­ტურ პარ­ტი­ა­შიც შე­ვი­და და უმაღ­ლეს პო­ლი­ტი­კურ კურ­სებ­ზეც ჩა­ი­რი­ცხა.

"ოლ­კინ! შენ აღარ გიყ­ვარ­ვარ! არა­ვის არ ვუყ­ვარ­ვარ ქვე­ყა­ნა­ზე! უკე­თე­სია, რომ მოვ­კვდე­ბო­დე! სიკ­ვდი­ლი კი თით­ქო ამ­ბობს: გა­ლა­კტი­ონ ტა­ბი­ძე, შენ ჯერ არ მოკ­ვდე­ბი, კი­დევ ბევრ რა­მეს გა­ა­კე­თე­ბო! ვნა­ხოთ, ვნა­ხოთ! მე მთელ დე­და­მი­წას დუ­ელ­ში ვიწ­ვევ!... (30 ნო­ემ­ბე­რი, 1916 წ. ქუ­თა­ი­სი)

დიახ, ჯერ ის არ მოკ­ვდა, რად­გან ნაღ­მებ­ზე უნდა ევლო, მე­ფის გვირ­გვი­ნი და­ედ­გა და ისე "გაფ­რე­ნი­ლი­ყო", რაც შე­ე­ხე­ბა მის სიყ­ვა­რულს... ოლია ისე­თი თავ­გა­დაკ­ლუ­ლი კო­მუ­ნის­ტი გახ­და, მოს­კოვ­ში სწავ­ლი­სას, თურ­მე, კო­მუ­ნის­ტურ შა­ბა­თო­ბებ­ზეც და­დი­ო­და. ერთხელ, მო­რე­ბის ზიდ­ვი­სას, მარ­ცხე­ნა ხელ­ში ხიწ­ვი შე­ერ­ჭო, სის­ხლი მო­ე­წამ­ლა და ხე­ლის ამ­პუ­ტი­რე­ბა გახ­და სა­ჭი­რო. ოლი­ას კა­ტე­გო­რი­უ­ლი უარი უთ­ქვამს, მე გა­ლა­კტი­ო­ნის მე­უღ­ლე ვარ და უხე­ლო ვერ ვიქ­ნე­ბიო. ხელი გა­უხ­მა, თურ­მე. ოლი­ას ძმის, შალ­ვას მე­უღ­ლეს უთ­ქვამს, - ოლი­ას ისე­ვე ფა­ნა­ტი­კუ­რად უყ­ვარ­და გა­ლა­კტი­ო­ნი, რო­გორც პარ­ტი­აო და ფაქ­ტია - მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რაც კო­მუ­ნის­ტებ­მა მას და­მარ­თეს, მათი მა­ინც ბო­ლომ­დე სწამ­და.

"გა­ზა­ფხუ­ლის იე­ბის შე­მობ­რძა­ნე­ბას გი­ლო­ცავ, ძვირ­ფა­სო გალ! შენ­თან მო­ვე­დი, რათა მე­ხა­რე­ბი­ნა, რომ გა­ზა­ფხუ­ლი ახ­ლო­საა, რომ ლე­ნი­ნიზ­მის გა­მარ­ჯვე­ბის დღე მო­ახ­ლოვ­და... არ და­გა­ვი­წყდეს, რომ პო­ე­ტი ხარ, გახ­სოვ­დეს პო­ე­ტის და­ნიშ­ნუ­ლე­ბა ასეთ ვი­თა­რე­ბა­შიც... მე მიყ­ვარს აკორ­დი, გრი­გა­ლი და არა ნა­ხან­ძრა­ლი, ნამ­სხვრე­ვე­ბი. ფერ­ფლი ყვე­ლა­ფერს ედე­ბა, თავს ყველ­გან კარ­გად გრძნობს, ამას კი მე ბავ­შვო­ბი­დან­ვე გა­მო­ვუ­ცხა­დე შე­უ­რი­გე­ბე­ლი ბრძო­ლა, ომი". (1917 წ. გა­ზა­ფხუ­ლი)

"ოლია! რო­დე­საც ჩა­მო­ვალ [მოს­კოვ­ში], უსა­თუ­ოდ ერ­თად უნდა ვი­ცხოვ­როთ, აქე­დან წა­მო­ვი­ღებ რამე-რა­მე­ებს. ტა­ნი­სა­მო­სი გინ­და, შენ, დე­დო­ფა­ლო! ...მე ვოც­ნე­ბობ ჩვენ ერ­თად ყოფ­ნა­ზე, პა­ტა­რა ბავ­შვზე, განა კარ­გი არ არის?"... (30 ნო­ემ­ბე­რი, 1917 წ.)

"აუ, გეს­მის შენ ჩემი ძა­ხი­ლი? ეს ახა­ლი ცხოვ­რე­ბის შემ­ქმნელ­თა ხმაა. აი, გაგ­ვე­პა­სუ­ხე! მსოფ­ლიო რე­ვო­ლუ­ცი­ის ჰიმ­ნი შეჰ­ქ­მე­ნი! ცაზე გა­იხ­სნა გი­გან­ტუ­რი ფარ­და და გა­მოჩ­ნდა ყვა­ვი­ლე­ბი, ხე­დავ, რო­გორ გვერ­ტყმი­ან ისი­ნი გარს? გალ, ჩა­აქ­სო­ვე შენს ლექ­სებ­ში ჩემი სიყ­ვა­რუ­ლის ცე­ცხლი და ისი­ნი მთელ მსოფ­ლი­ოს და­ი­პყრო­ბენ...

გალ, სა­ტა­ნურ ძა­ლას ვფლობ და ძა­ლი­ან მინ­და მო­გეხ­ვიო, მაგ­რამ მე­ში­ნია, რომ ვერ გა­უძ­ლებ შენ. მიყ­ვარ­ხარ ცე­ცხლო­ვა­ნი სიყ­ვა­რუ­ლით, გა­უფრ­თხილ­დი, არ ჩა­აქ­რო ეს ცე­ცხლი. ჩემი ცე­ცხლი ახალ სამ­ყა­რო­ებს პირ­დე­ბა შენს გე­ნი­ას..." (1928 წ. ივ­ლი­სი)

1929 წელს ოლი­ას ტროც­კის­ტო­ბა და­აბ­რა­ლეს და 3 წლით უზ­ბე­კეთ­ში გა­და­ა­სახ­ლეს. შინ 1932 წელს დაბ­რუნ­და. თუმ­ცა სულ რა­ღაც 4 წე­ლი­წად­ში იგი კვლავ და­ა­პა­ტიმ­რეს და ორი­ო­ლის ოლ­ქში გა­ის­ტუმ­რეს, რა­საც მოჰ­ყვა გა­ლა­კტი­ო­ნის "...აჰა,და­იძ­რა რკი­ნის ბორ­ბლე­ბი,/ მივ­დევ ვა­გო­ნებს, მახ­რჩობს გრძნო­ბე­ბი,/ გემ­შვი­დო­ბე­ბი სა­მა­რა­დი­სოდ,/ სა­მა­რა­დი­სოდ გემ­შვი­დო­ბე­ბი!"...

"ძვირ­ფა­სო გალ, აქ [ქ. ია­როს­ლავ­ლი] ზამ­თა­რი თან­და­თან ძა­ლა­ში შე­დის. თით­ქმის ყო­ველ­დღე თოვს. გუ­შინ­წინ სა­ღა­მოს სე­ირ­ნო­ბის დროს წვრი­ლად თოვ­და, ელექტრო­ნის შუქ­ზე ფიფ­ქე­ბი ყვა­ვი­ლის თეთ­რი ფურ­ცლე­ბი­ვით ცვი­ო­და, ტყემ­ლის ყვა­ვი­ლის თეთ­რი ფურ­ცლე­ბი­ვით. გახ­სოვს, გალ, რო­გორ ცვი­ო­და ხოლ­მე ყვა­ვი­ლი გა­ზა­ფხულ­ზე, ნი­ა­ვის ნაზ წა­მოქ­როლ­ვა­ზე. ჰოდა, ეს თოვ­ლის ფან­ტე­ლე­ბი იმ თეთ­რი ფურ­ცლე­ბი­ვით რი­ა­ლებს, თით­ქოს იღი­მე­ბი­ან, უდარ­დე­ლად ცეკ­ვა­ვენ, დაქ­რი­ან მარ­ჯვნივ და მარ­ცხნივ - ტრი­ა­ლე­ბენ, ტრი­ა­ლე­ბენ. ასე­ვე ჩემი ფიქ­რე­ბი შენ დაგტ­რი­ა­ლე­ბენ... ვი­გო­ნებ შენს ლექ­სებს "თოვ­ლი", "ატ­მის ყვა­ვი­ლე­ბი"... გეხ­ვე­ვით და გკოც­ნით შენ და შენს ლექ­სებს, რო­გორ თავ­და­ვი­წყე­ბით მყვა­რე­ბი­ხართ თქვენ! რო­დის ვიქ­ნე­ბი კვლავ თქვენ­თან?... შენი ოლია" (1937 წ. 21 დე­კემ­ბე­რი)

გა­ლა­კტი­ო­ნი ოლი­ას:

"...თვე­ში ორ­ჯერ ვი­ღებ­დი შენს წე­რი­ლებს, რაც ერ­თდრო­უ­ლად მა­ნუ­გე­შებ­და და თან - მა­სევ­დი­ა­ნებ­და. მე არა­ფერს გწერ­დი... ძა­ლი­ან ავად ვი­ყა­ვი, ძა­ლა­გა­მოც­ლი­ლი. თუმ­ცა ერთხელ ვრცე­ლი წე­რი­ლი მოგ­წე­რე. იქ­ნებ არც მი­გი­ღია ის წე­რი­ლი? ძა­ლი­ან მა­წუ­ხებ­და შენი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა და რა­ღა­ცით მინ­დო­და დაგ­ხმა­რე­ბო­დი, მინ­დო­და, ამა­ნა­თი გა­მო­მეგ­ზავ­ნა: პრო­დუქ­ტე­ბი, თბი­ლი ტან­საც­მე­ლი და სა­ერ­თო­დაც ვფიქ­რობ­დი, თა­ვად მი­კარ­ნა­ხებ­დი, რა გა­მე­კე­თე­ბი­ნა. შენ­გან პა­სუ­ხი არ მი­მი­ღია და ამის შემ­დეგ მხო­ლოდ დე­პე­შებს გიგ­ზავ­ნი­დი. ვიცი, შენ­გან დიდ საყ­ვე­დუ­რებს ვიმ­სა­ხუ­რებ, მაგ­რამ ერთს ვერ ვი­გებ: ჩემი გა­მოგ­ზავ­ნი­ლი ფუ­ლის გამო თავს შე­უ­რა­ცხყო­ფი­ლად რა­ტომ გრძნობ?... ნუთუ ჩემი თა­ნაგ­რძნო­ბა შენ­და­მი სიყ­ვა­რუ­ლის გა­მო­ხატ­ვა არ არის?... აბა, ჩემი უსუ­სუ­რი ყო­ფი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სხვა რა შე­მიძ­ლია, გა­გი­კე­თო? წე­რი­ლე­ბი უნდა ვწე­რო! მაგ­რამ კარ­გად იცი, რომ ეს ნაკ­ლე­ბად მე­ხერ­ხე­ბა. იცი ამ მხრივ ჩემი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი და მა­ინც რა­ტომ მა­წა­მებ საყ­ვე­დუ­რე­ბით?... ნუთუ მე შენ გი­ვი­წყებ? ჩემი დე­პე­შე­ბით კარ­გად ხვდე­ბი, რომ ჩე­მამ­დე შენი ყვე­ლა წე­რი­ლი აღ­წევს. ნუ მო­მაკ­ლებ შენს წე­რი­ლებს. ნუთუ გგო­ნია, რომ ადა­მი­ა­ნუ­რი გრძნო­ბე­ბი არ გა­მაჩ­ნია?...ნუ მი­ე­ცე­მი სა­სო­წარ­კვე­თას. შენ მარ­ტო არ ხარ... გთხოვ, მომ­წე­რე ხოლ­მე! იყა­ვი გამ­ბე­და­ვი, შე­უ­პო­ვა­რი და დიდსუ­ლო­ვა­ნი, ისე­თი, რო­გო­რიც მიყ­ვარ­ხარ და პა­ტივს გცემ". (1940 წ. აპ­რი­ლი)

ოლია გა­ლა­კტი­ონს:

"ჩემო ძვირ­ფა­სო, ჩემო უგო­ნო სიყ­ვა­რუ­ლო! აი, მი­ი­ღე ჩემ­გან ეს მინ­დვ­რის ყვა­ვი­ლე­ბი, ისი­ნი ნორ­ჩე­ბია და უტყვი, მაგ­რამ მა­ინც თავ­და­ვი­წყე­ბით მო­ის­წრაფ­ვი­ან შენ­სკენ! ჩემო ძვირ­ფა­სო, ყო­ველ­დღი­უ­რად გა­დავ­ცემ შენს მო­კი­თხვას ჰა­ე­რის ტალ­ღებს. ხომ გეს­მის?... ო, დღე­ვან­დე­ლი დილა იყო ვარ­დის­ფე­რი. მზემ სის­ხამ­ზე ვარ­დე­ბით მო­ფი­ნა თოვ­ლი. თოვ­ლიც ვარ­დის­ფე­რი იყო... მო­მა­გონ­და შენი "იის­ფე­რი თოვ­ლი"...

ჩემო ძვირ­ფა­სო, ძვირ­ფა­სო გალკ! ირ­გვლივ ყი­ნუ­ლის ლო­ლუ­ე­ბი ბრჭყვი­ა­ლე­ბენ და ალ­მა­სე­ბად იც­რემ­ლე­ბი­ან. მაშ, ახ­ლოა გა­ზა­ფხუ­ლი! გა­ზეთ­ში წა­ვი­კი­თხე, რომ მანდ, შენ­თან, სა­ქარ­თვე­ლო­ში, თბი­ლა. 20-25 გრა­დუ­სია სით­ბო. თეს­ვა და­ი­წყო, აყ­ვავ­და ნუში და ა.შ. და­მი­კოც­ნე მაგ გა­ზა­ფხუ­ლის ფე­რა­დო­ვა­ნი შე­მო­ბი­ჯე­ბა! ჩემო ძვირ­ფა­სო! ტი­ტა­ნუ­რი ძა­ლით მინ­და, რომ მო­გეხ­ვიო. ეხ, შეგ­ხვდე­ბი კი ოდეს­მე?! მაგ­რამ შორს ეს ფიქ­რე­ბი - ეს დე­მო­ნი ჩემი სუ­ლი­სა! ძვირ­ფა­სო ჩემო, ნაღ­ვლო­ბენ, დარ­დო­ბენ, ხე­ლო­ბენ ოც­ნე­ბა­ნი შენ­ზე. შინ ყოფ­ნა მინ­და, მორ­ჩა და გა­თავ­და!!! თით­ქოს დავ­კარ­გე ყვე­ლაფ­რის იმე­დი. ძვირ­ფა­სო გა­ლიკ, გული მე­წუ­რე­ბა, გული მძვინ­ვა­რებს - უნდა შე­ი­ტყოს შენი ჯან­მრთე­ლო­ბის, შენი ცხოვ­რე­ბის ამ­ბა­ვი, გკოც­ნით, გკოც­ნით შენ და შენს ქმნი­ლე­ბებს! ვი­გო­ნებ რი­ონს, რომ­ლის ნა­პირ­ზეც არა­ერ­თხელ გვი­სა­უბ­რია მდი­ნა­რის ნაზ ჩურ­ჩულ­ში, რო­მე­ლიც ერ­თვო­და მთვა­რის სხი­ვე­ბის ციმ­ციმს ტალ­ღებ­ზე... ძვირ­ფა­სო, უკვე მი­ჭირს წე­რი­ლის წერა. რა ვქნა? ძა­ლი­ან მი­ჭირს, მშვი­დო­ბით! შენი ოლია. მას შენ გა­გი­ჟე­ბით უყ­ვარ­ხარ". (1941წ. 14 მარ­ტი)

"ხალ­ხის მტრად" შე­რა­ცხუ­ლი და ორი­ო­ლის ცი­ხის პა­ტი­მა­რი ოლია ოკუ­ჯა­ვა 1941 წელს დათ­ვე­ბის ტყე­ში დახ­ვრი­ტეს, რა­საც გა­ლა­კტი­ო­ნის დეპ­რე­სია და თვით­მკვლე­ლო­ბა­ზე ფიქ­რე­ბი მოჰ­ყვა, წლე­ბის შემ­დეგ კი, 1959 წლის 17 მარ­ტის სა­ღა­მოს პო­ეტ­მა დიდი ხნით ადრე ჩა­ფიქ­რე­ბუ­ლი თვით­მკვლე­ლო­ბა სის­რუ­ლე­ში მო­იყ­ვა­ნა…

ავ­ტო­რი: ირმა ხარ­ში­ლა­ძე

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლარისა
0

მაპატიეთ, მაგრამ თუ გაგიგონიათ ბულატ ოკუჯავა, ისიც უნდა იცოდეთ, რომ ბულატ შალვოვიჩი იყო. თქვენ გიწერიათ, რომ მიხეილის შვილი იყო. გადაამოწმეთ. საერთოდ ბულატ ოკუჯავა დიდ პოეტად მიიჩნევა, მის ცხოვრებაზეც საინტერესო სტატია შეიძლება დაიწეროს, და არა მარტო დიდი პოეტი იყო, მისი პროზა, მაგალითად რომანი " პაემანი ბონაპარტთან", მგონი ქართულად თარგმნილიც არ არის, შედევრია.

კვლავაც და კვლავაც -5
4

კვლავაც მოვკლავთ სიყვარულს მარადს -9

კვლავაც ჩავასობთ სიმართლეს ლახვარს -10

კვლავც დავუჩოქებთ მტერსა მტარვალს -9

კვლავც ავღზევდებით ფერფლიდან ქარად -10

კვლავც დავიქდნით შოთა ილია ვაჟას -11

კვლავც ვემონებით დამპრობ დამქაშს -9

კვლავაც მიგვიძღვის მერანი მარ(დ)ად -10

კვლავაც ვიშიშვლებთ ქარქაშთ ხმალად -9

კვლავც უვიცობას მოვიხმობთ ფარად -10

კვლავც ვერ ვანსხვავებთ მტყუან მართალს -9

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა
ავტორი:

"თითქოს არაფრით გამორჩეული  ქალი, ათეისტი,  რევოლუციონერი,  არა  რომანტიკა... და  მაინც,  ტაბიძის  სულის  აღვირი" - გალაკტიონისა და ოლია ოკუჯავას სასიყვარულო  წერილები

"თითქოს არაფრით გამორჩეული  ქალი, ათეისტი,  რევოლუციონერი,  არა  რომანტიკა... და  მაინც,  ტაბიძის  სულის  აღვირი" - გალაკტიონისა და ოლია ოკუჯავას სასიყვარულო  წერილები

ორივე ახალგაზრდა: მამაკაცი, მისივე სიტყვებით, "მხოლოდ უბედური და დაწყევლილი, უსახლკარო, უბინაო... მართლა... "ქუჩის ბიჭი", ხოლო ქალი, სიყვარულის ამგვარად ამომთქმელი - "მე ვიტანჯებოდი, ვეცემოდი და კვლავ ფეხზე ვდგებოდი. ვიტანჯები, ვეცემი და თანდათან სიღრმეში ვეშვები. გაიგე ჩემი განცდები და შენც განიცადე, რადგან სიტყვები უძლურია აღწეროს ისინი"; ორივე ბობოქარი ვნების ადამიანი, ერთმანეთისთვის საბედისწეროები რომ აღმოჩნდნენ და მათი სიყვარულის პოეზიაც და პროზაც სწორედ რომ იყო - ტანჯვა, დაცემა, კვლავ წამოდგომა და... არცთუ ხანგრძლივი ერთობლივი ცხოვრების მძაფრი ქარტეხილი, რომელმაც, საბოლოოდ, ორივე გაანადგურა.

გალაკტიონ ტაბიძესა და მის მეუღლეს - ოლია ოკუჯავას ერთმანეთი სრულიად შემთხვევით, ქუთაისში გაუცნიათ. ბიძაშვილები - გალაკტიონ და ტიციან ტაბიძეები, თურმე, ქუჩას მიუყვებოდნენ, მარტოდ მომავალი, იმხანად ქუთაისის წმინდა ნინოს სასწავლებლის მოსწავლე ოლია რომ შეუნიშნავთ. თავად ოლია იხსენებდა: გალაკტიონი რომ დავინახე, მივხვდი, რომ ცხოვრება ტანჯვად გადამექცეოდაო. ტაბიძეების სასწავლებელი - კლასიკური გიმნაზია იქვე, ოლიას სასწავლებელთან ახლოს იყო და ახალგაზრდა ქალს შემჩნეულიც ჰყავდა გალაკტიონი, განუყრელი შარფითა და ქუჩაზე განმარტოებით მოსიარულე. სწორედ იმ პერიოდიდან დაიწყო მათი ნაცნობობაც და სიყვარულიც. იმხანად გალაკტიონი 20 წლის ყოფილა. ოლია სილამაზით არ გამოირჩეოდა. ზოგიერთი, თურმე, მას "უშნოდაც" კი მიიჩნევდა. ერთხელ ამ უკანასკნელის ბიძაშვილის შვილმა, ქალბატონმა ნატო ოკუჯავამ აღნიშნა კიდეც, რამხელა სულიერი კავშირი უნდა ყოფილიყო მათ შორის, რომ მიუხედავად ამგვარი გარეგნობისა, ერთმანეთი ერთი ნახვით შეუყვარდათო. გალაკტიონის ძმისშვილი, აწ გარდაცვლილი ნოდარ ტაბიძე კი მათ სიყვარულს "უდიდეს და უმძაფრეს პოემას" უწოდებდა. გალაკტიონი პირველად ოლიას აკითხებდა თავის ლექსებს, ის იყო მისი პოეზიის პირველი კრიტიკოსი. თვითონაც უნიჭიერესი და მრავალმხრივ განვითარებული ქალი იყო, ისიც წერდა. ქუთაისის წმ. ნინოს სახელობის ქალთა გიმნაზიის დასრულების შემდეგ, მალევე, ოლიას ჭიათურაში მოუხდა წასვლა - მასწავლებლად დაიწყო მუშაობა. განშორებას ორივე საშინლად განიცდიდა. ოლია ამბობდა, სულ მგონია, კარი გაიღება და ჩემი გალაკტიონი შემოვაო. გალაკტიონი კი საყვარელ ქალს სწერდა: "ოლია! მას შემდეგ, რაც შენ წადი, რაღაც საშინელმა სიცარიელემ მოიცვა მთელი ჩემი არსება... სიცარიელემ, რომლის განადგურებას არ ვიცი, რანაირი მდგომარეობა შეძლებს და რა არის მისი წამალი? როდესაც შენ აქ იყავი, მე შემეძლო დამენახე შენ... ჩემთვის უბრალოდ შენს ახლოს ყოფნა საკმარისი იყო, რომ შენს გარდა არაფერზე არ მეფიქრა"... (6 იანვარი, 1914 წ.)

ოლია ოკუჯავას დიდი ოჯახი ჰქონდა, 8 დედმამიშვილი იყვნენ და მათ გალაკტიონთან ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდათ. განსაკუთრებული სიახლოვე გალაკტიონს მიხეილთან ჰქონია, მომავალში ცნობილი პოეტისა და კომპოზიტორის, ბულატ ოკუჯავას მამასთან. ოჯახის წევრებიდან ოლიასა და გალაკტიონის ქორწინების წინააღმდეგი მხოლოდ ოლიას დედა - ლიზიკო ყოფილა. ქალბატონი ნატო ოკუჯავას თქმით, ლიზიკოს მეუღლეს - საკმაოდ განათლებულ კაცს, სტეფანეს სმა ჰყვარებია, ლამის ალკოჰოლიკად გადაქცეულა, ამიტომ არ უნდოდა, მისი ქალიშვილიც სმის მოყვარულ კაცს გაჰყოლოდა ცოლად, თუმცა მაინც ვერაფერს გახდა - ოლიას იმდენად უყვარდა გალაკტიონი, დედას არ დაუჯერა, მამა კი დაიყოლიეს და წყვილმა 1916 წლის 23 აგვისტოს ჯვარიც დაიწერა.

მათ სიყვარულზე სტატიის დაწერის ინსპირატორი აღმოჩნდა ერთი, ჩემთვის მანამდე უცნობი ფოტო და მისგან მომდინარე მძაფრი განცდით დაწერილი ფეისბუკ-პოსტი, რომელმაც სრულიად სხვა, საინტერესო კუთხით დამანახვა გალაკტიონისა და ოლიას სიყვარულის ამბავი. პოსტის ავტორი მწერალი გურამ მეგრელიშვილია:

"ჩემთვის, ერთ-ერთი ამოუხსნელი ფენომენი გალას ცხოვრებაში მისი ცოლი, ოლღა ოკუჯავაა. ოლღა ჯერ კიდევ ახალგაზრდა შევიდა კომუნისტურ პარტიაში და იყო აქტიური რევოლუციონერი, მებრძოლი და მასკულინური ენერგეტიკის ქალი. ცნობილია, რომ საქართველოს ოკუპაციის წლებში, როგორც პარტაქტივისტი დადიოდა გალიფე შარვლით, იარაღით და იყო იმ ეპოქის სულისკვეთებით აღფრთოვანებული მანამ, სანამ ტროცკიზმი ბრალდებით არ გაასამართლეს. სულ მეფიქრებოდა, როგორი უცნაურია ადამიანის სული, გონება, ვნებები. აქეთ გალა - მოსიარულე ღრუბლებს ზემოთ, სიტყვის ჯადოქარი, გრძნობებისა და ემოციების უცნაურად დამბუჟებელი არაამქვეყნიური მორწმუნე კაცი და იქით მისი საყვარელი ცოლი, ოლღა. გალას ცხოვრების დამანგრეველი თავისი უბედურებით. პოეტის ნამდვილი მუზა, ერთი შეხედვით არაფრით გამორჩეული ქალი, როგორიც ათასობით, ასი ათასობითაა ჩვენ გვერდით. ათეისტი, პარტიული, რევოლუციონერი, არა რომანტიკა, არა "ცისფერი ცხენები", არა "სილაჟვარდეები" და მაინც, ტაბიძის სულის აღვირი.

ფოტოზე ორივენი არიან. პირველი გადასახლებიდან დაბრუნებული ოლღა ჯოხით. ნაავადმყოფარი და უკვე მოტეხილი და გალაკტიონი, რომელიც ასევე ძალიან შეცვლილია გარეგნულად. ამ ფოტოს დავარქმევდი დემონისა და კეთილი ანგელოზის სიყვარულის ამბავს. ბოლო სერიაში, ანგელოზი ჯოჯოხეთში ჩადის შეყვარებულის მოსაძებნად.

დედაო ღვთისავ, მზეო მარიამ!/ როგორც ნაწვიმარ სილაში ვარდი,/ ჩემი ცხოვრების გზა სიზმარია/ და შორეული ცის სილაჟვარდე".

  • მაინც როგორი იყო "დემონისა და ანგელოზის სიყვარულის ამბავი" - ყველაზე უკეთ მისი სიმძაფრე შეყვარებულების მიმოწერაშია გადმოცემული.

"...ოლკინ, მითხარი, გიყვარვარ ძველებურად? მე მგონია, არა!.. ჩემგვარი კაცი განა შეიძლება ვინმეს უყვარდეს? დადებითად ძლიერი ჩემში არაფერი არ არის. რომ ვიყო ბაირონი, ლერმონტოვი, გიოტე... მაშინ შემიყვარებდნენ. მე კი ისე პატარა და დაწვრილმანებული კაცი ვარ... მაგრამ არაფერია, "Мы еще повоюем" (ჩვენ კიდევ წავიბრძოლებთ - ი.ხ.). შენ ის მითხარი, გიყვარვარ ძველებურად? ... მომწერე, ოლკინ, რანაირად და რისთვის გიყვარვარ... რას იზამ ოლკინ, მე რომ მოვკვდე? მაგალითად მოვკვდი და აღარაა ქვეყანაზე გალონი. მოკვდა საწყალი გალონი და დაასაფლავეს. რას იზამ მაშინ? მოხდა ისე, რომ მე მოვკვდი სადღაც შორს, ცივ ქვეყანაში, ან მოვკვდი საზიზღარი და სამარცხვინო სიკვდილით... მოკვდა გალონი ძაღლივით. რაც იზამ ჩმოკლინ? იტირებ თუ არ იტირებ? ჩემო ძვირფასო, ერთადერთო მეგობარო, ერთადერთო ნუგეშო"... (31 აგვისტო, 1914 წ. ქუთაისი)

საოცარია ბედისწერა. ის, რასაც ახალგაზრდა გალაკტიონი თავის სიყვარულთან არკვევდა და სცდიდა, ამ უკანასკნელს ერგო ხვედრად. გზადაგზა კი იყო - ეჭვიანობაც, აღმაფრენაც ერთად ყოფნაც, სიხარულიც, განშორებებიც, ავადმყოფობაც, ცრემლებიც, რევოლუციაც, "სისხლი და ცხედრებიც", წერილების ზღვაც, ლექსებიც...

დაქორწინების შემდეგ, მალევე გალაკტიონი და ოლია სწავლის გასაგრძელებლად მოსკოვში წავიდნენ, მაგრამ სიდუხჭირის გამო პოეტი იძულებული გახდა, ქუთაისში დაბრუნებულიყო, ოლია კი იქ დარჩა, კომუნისტურ პარტიაშიც შევიდა და უმაღლეს პოლიტიკურ კურსებზეც ჩაირიცხა.

"ოლკინ! შენ აღარ გიყვარვარ! არავის არ ვუყვარვარ ქვეყანაზე! უკეთესია, რომ მოვკვდებოდე! სიკვდილი კი თითქო ამბობს: გალაკტიონ ტაბიძე, შენ ჯერ არ მოკვდები, კიდევ ბევრ რამეს გააკეთებო! ვნახოთ, ვნახოთ! მე მთელ დედამიწას დუელში ვიწვევ!... (30 ნოემბერი, 1916 წ. ქუთაისი)

დიახ, ჯერ ის არ მოკვდა, რადგან ნაღმებზე უნდა ევლო, მეფის გვირგვინი დაედგა და ისე "გაფრენილიყო", რაც შეეხება მის სიყვარულს... ოლია ისეთი თავგადაკლული კომუნისტი გახდა, მოსკოვში სწავლისას, თურმე, კომუნისტურ შაბათობებზეც დადიოდა. ერთხელ, მორების ზიდვისას, მარცხენა ხელში ხიწვი შეერჭო, სისხლი მოეწამლა და ხელის ამპუტირება გახდა საჭირო. ოლიას კატეგორიული უარი უთქვამს, მე გალაკტიონის მეუღლე ვარ და უხელო ვერ ვიქნებიო. ხელი გაუხმა, თურმე. ოლიას ძმის, შალვას მეუღლეს უთქვამს, - ოლიას ისევე ფანატიკურად უყვარდა გალაკტიონი, როგორც პარტიაო და ფაქტია - მიუხედავად იმისა, რაც კომუნისტებმა მას დამართეს, მათი მაინც ბოლომდე სწამდა.

"გაზაფხულის იების შემობრძანებას გილოცავ, ძვირფასო გალ! შენთან მოვედი, რათა მეხარებინა, რომ გაზაფხული ახლოსაა, რომ ლენინიზმის გამარჯვების დღე მოახლოვდა... არ დაგავიწყდეს, რომ პოეტი ხარ, გახსოვდეს პოეტის დანიშნულება ასეთ ვითარებაშიც... მე მიყვარს აკორდი, გრიგალი და არა ნახანძრალი, ნამსხვრევები. ფერფლი ყველაფერს ედება, თავს ყველგან კარგად გრძნობს, ამას კი მე ბავშვობიდანვე გამოვუცხადე შეურიგებელი ბრძოლა, ომი". (1917 წ. გაზაფხული)

"ოლია! როდესაც ჩამოვალ [მოსკოვში], უსათუოდ ერთად უნდა ვიცხოვროთ, აქედან წამოვიღებ რამე-რამეებს. ტანისამოსი გინდა, შენ, დედოფალო! ...მე ვოცნებობ ჩვენ ერთად ყოფნაზე, პატარა ბავშვზე, განა კარგი არ არის?"... (30 ნოემბერი, 1917 წ.)

"აუ, გესმის შენ ჩემი ძახილი? ეს ახალი ცხოვრების შემქმნელთა ხმაა. აი, გაგვეპასუხე! მსოფლიო რევოლუციის ჰიმნი შეჰქმენი! ცაზე გაიხსნა გიგანტური ფარდა და გამოჩნდა ყვავილები, ხედავ, როგორ გვერტყმიან ისინი გარს? გალ, ჩააქსოვე შენს ლექსებში ჩემი სიყვარულის ცეცხლი და ისინი მთელ მსოფლიოს დაიპყრობენ...

გალ, სატანურ ძალას ვფლობ და ძალიან მინდა მოგეხვიო, მაგრამ მეშინია, რომ ვერ გაუძლებ შენ. მიყვარხარ ცეცხლოვანი სიყვარულით, გაუფრთხილდი, არ ჩააქრო ეს ცეცხლი. ჩემი ცეცხლი ახალ სამყაროებს პირდება შენს გენიას..." (1928 წ. ივლისი)

1929 წელს ოლიას ტროცკისტობა დააბრალეს და 3 წლით უზბეკეთში გადაასახლეს. შინ 1932 წელს დაბრუნდა. თუმცა სულ რაღაც 4 წელიწადში იგი კვლავ დააპატიმრეს და ორიოლის ოლქში გაისტუმრეს, რასაც მოჰყვა გალაკტიონის "...აჰა,დაიძრა რკინის ბორბლები,/ მივდევ ვაგონებს, მახრჩობს გრძნობები,/ გემშვიდობები სამარადისოდ,/ სამარადისოდ გემშვიდობები!"...

"ძვირფასო გალ, აქ [ქ. იაროსლავლი] ზამთარი თანდათან ძალაში შედის. თითქმის ყოველდღე თოვს. გუშინწინ საღამოს სეირნობის დროს წვრილად თოვდა, ელექტრონის შუქზე ფიფქები ყვავილის თეთრი ფურცლებივით ცვიოდა, ტყემლის ყვავილის თეთრი ფურცლებივით. გახსოვს, გალ, როგორ ცვიოდა ხოლმე ყვავილი გაზაფხულზე, ნიავის ნაზ წამოქროლვაზე. ჰოდა, ეს თოვლის ფანტელები იმ თეთრი ფურცლებივით რიალებს, თითქოს იღიმებიან, უდარდელად ცეკვავენ, დაქრიან მარჯვნივ და მარცხნივ - ტრიალებენ, ტრიალებენ. ასევე ჩემი ფიქრები შენ დაგტრიალებენ... ვიგონებ შენს ლექსებს "თოვლი", "ატმის ყვავილები"... გეხვევით და გკოცნით შენ და შენს ლექსებს, როგორ თავდავიწყებით მყვარებიხართ თქვენ! როდის ვიქნები კვლავ თქვენთან?... შენი ოლია" (1937 წ. 21 დეკემბერი)

გალაკტიონი ოლიას:

"...თვეში ორჯერ ვიღებდი შენს წერილებს, რაც ერთდროულად მანუგეშებდა და თან - მასევდიანებდა. მე არაფერს გწერდი... ძალიან ავად ვიყავი, ძალაგამოცლილი. თუმცა ერთხელ ვრცელი წერილი მოგწერე. იქნებ არც მიგიღია ის წერილი? ძალიან მაწუხებდა შენი ჯანმრთელობის მდგომარეობა და რაღაცით მინდოდა დაგხმარებოდი, მინდოდა, ამანათი გამომეგზავნა: პროდუქტები, თბილი ტანსაცმელი და საერთოდაც ვფიქრობდი, თავად მიკარნახებდი, რა გამეკეთებინა. შენგან პასუხი არ მიმიღია და ამის შემდეგ მხოლოდ დეპეშებს გიგზავნიდი. ვიცი, შენგან დიდ საყვედურებს ვიმსახურებ, მაგრამ ერთს ვერ ვიგებ: ჩემი გამოგზავნილი ფულის გამო თავს შეურაცხყოფილად რატომ გრძნობ?... ნუთუ ჩემი თანაგრძნობა შენდამი სიყვარულის გამოხატვა არ არის?... აბა, ჩემი უსუსური ყოფიდან გამომდინარე, სხვა რა შემიძლია, გაგიკეთო? წერილები უნდა ვწერო! მაგრამ კარგად იცი, რომ ეს ნაკლებად მეხერხება. იცი ამ მხრივ ჩემი შესაძლებლობები და მაინც რატომ მაწამებ საყვედურებით?... ნუთუ მე შენ გივიწყებ? ჩემი დეპეშებით კარგად ხვდები, რომ ჩემამდე შენი ყველა წერილი აღწევს. ნუ მომაკლებ შენს წერილებს. ნუთუ გგონია, რომ ადამიანური გრძნობები არ გამაჩნია?...ნუ მიეცემი სასოწარკვეთას. შენ მარტო არ ხარ... გთხოვ, მომწერე ხოლმე! იყავი გამბედავი, შეუპოვარი და დიდსულოვანი, ისეთი, როგორიც მიყვარხარ და პატივს გცემ". (1940 წ. აპრილი)

ოლია გალაკტიონს:

"ჩემო ძვირფასო, ჩემო უგონო სიყვარულო! აი, მიიღე ჩემგან ეს მინდვრის ყვავილები, ისინი ნორჩებია და უტყვი, მაგრამ მაინც თავდავიწყებით მოისწრაფვიან შენსკენ! ჩემო ძვირფასო, ყოველდღიურად გადავცემ შენს მოკითხვას ჰაერის ტალღებს. ხომ გესმის?... ო, დღევანდელი დილა იყო ვარდისფერი. მზემ სისხამზე ვარდებით მოფინა თოვლი. თოვლიც ვარდისფერი იყო... მომაგონდა შენი "იისფერი თოვლი"...

ჩემო ძვირფასო, ძვირფასო გალკ! ირგვლივ ყინულის ლოლუები ბრჭყვიალებენ და ალმასებად იცრემლებიან. მაშ, ახლოა გაზაფხული! გაზეთში წავიკითხე, რომ მანდ, შენთან, საქართველოში, თბილა. 20-25 გრადუსია სითბო. თესვა დაიწყო, აყვავდა ნუში და ა.შ. დამიკოცნე მაგ გაზაფხულის ფერადოვანი შემობიჯება! ჩემო ძვირფასო! ტიტანური ძალით მინდა, რომ მოგეხვიო. ეხ, შეგხვდები კი ოდესმე?! მაგრამ შორს ეს ფიქრები - ეს დემონი ჩემი სულისა! ძვირფასო ჩემო, ნაღვლობენ, დარდობენ, ხელობენ ოცნებანი შენზე. შინ ყოფნა მინდა, მორჩა და გათავდა!!! თითქოს დავკარგე ყველაფრის იმედი. ძვირფასო გალიკ, გული მეწურება, გული მძვინვარებს - უნდა შეიტყოს შენი ჯანმრთელობის, შენი ცხოვრების ამბავი, გკოცნით, გკოცნით შენ და შენს ქმნილებებს! ვიგონებ რიონს, რომლის ნაპირზეც არაერთხელ გვისაუბრია მდინარის ნაზ ჩურჩულში, რომელიც ერთვოდა მთვარის სხივების ციმციმს ტალღებზე... ძვირფასო, უკვე მიჭირს წერილის წერა. რა ვქნა? ძალიან მიჭირს, მშვიდობით! შენი ოლია. მას შენ გაგიჟებით უყვარხარ". (1941წ. 14 მარტი)

"ხალხის მტრად" შერაცხული და ორიოლის ციხის პატიმარი ოლია ოკუჯავა 1941 წელს დათვების ტყეში დახვრიტეს, რასაც გალაკტიონის დეპრესია და თვითმკვლელობაზე ფიქრები მოჰყვა, წლების შემდეგ კი, 1959 წლის 17 მარტის საღამოს პოეტმა დიდი ხნით ადრე ჩაფიქრებული თვითმკვლელობა სისრულეში მოიყვანა…

ავტორი: ირმა ხარშილაძე