სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"იაგოს, სანდრო, ვახოს შევთავაზე ცივილიზებული ფორმით დაშორება - პასუხად მივიღე: "დავოკებულიყავი", რომ "გავნადგურდებოდი" - ჯაფარიძე
"იაგოს, სანდრო, ვახოს შევთავაზე ცივილიზებული ფორმით დაშორება - პასუხად მივიღე: "დავოკებულიყავი", რომ "გავნადგურდებოდი" - ჯაფარიძე

"გირ­ჩის" ლი­დე­რი ზუ­რაბ ჯა­ფა­რი­ძე პარ­ტი­ის სხვა ლი­დე­რებს "გირ­ჩის" რე­სურ­სე­ბის გა­და­ნა­წი­ლე­ბას და გა­ყო­ფას სთა­ვა­ზობს. ამის შე­სა­ხებ ჯა­ფა­რი­ძე „ფე­ის­ბუ­ქის“ და­ხუ­რულ ჯგუფ­ში წერს.

"სა­ლა­მი მე­გობ­რე­ბო კი­დევ ერთხელ გიხ­დით ბო­დიშს შექ­მნი­ლი სი­ტუ­ა­ცი­ის გამო. თუ ვინ­მეს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაა ეს - ჩე­მია მაგ­რამ გარ­კვე­უ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბია მი­სა­ღე­ბი, რო­მელ­თა დრო­ში გა­წელ­ვაც "გირჩს" მხო­ლოდ და­ა­ზი­ა­ნებს. მეს­მის ყვე­ლა იმ ადა­მი­ა­ნის, ვი­საც ერ­თო­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა სურს, მაგ­რამ, სამ­წუ­ხა­როდ ეგ რე­სურ­სი ამო­წუ­რუ­ლია. თუ რა­მის გა­კე­თე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი იყო ამ მხრივ, ყვე­ლა­ფე­რი გა­ვა­კე­თე ბოლო წლებ­ში ამი­ტომ, ტყუ­ი­ლად ნუ და­ი­ტო­ვებთ ფუჭ იმე­დებს და ნუ წარ­მო­იდ­გენთ თით­ქოს ეს ყვე­ლა­ფე­რი ერთ დღე­ში მოხ­და და ახლა და­ლა­პა­რა­კე­ბით გა­ნი­მუხ­ტე­ბა.

გუ­შინ­წინ სა­ღა­მოს, მე მქონ­და სა­უ­ბა­რი იმ ადა­მი­ა­ნებ­თან, ვინც ჩა­უ­ყა­რა სა­ფუძ­ვე­ლი “გირჩს”, ვინც წლე­ბია სა­კუ­თა­რი დრო, ენერ­გია და ცხოვ­რე­ბა ჩადო გირჩში, ვინც ჩემ­თან ერ­თად შექ­მნა და ჩა­ა­ტა­რა მთე­ლი წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნია წელს, სექ­ტემ­ბერ-ოქ­ტომ­ბერ­ში, ვინც არა­სო­დეს ჩან­და წინა პლან­ზე, თუმ­ცა აკე­თებ­და ფას­და­უ­დე­ბელ საქ­მეს გირ­ჩის­თვის გან­ხილ­ვის თემა იყო გირ­ჩის მო­მა­ვა­ლი. ჩვენ არ გვაქვს პრე­ტენ­ზია გირ­ჩის ყვე­ლა რე­სურ­სზე, მაგ­რამ ვთვლით რომ სა­ხე­ლი “გირ­ჩი”, ისე­ვე რო­გორც გირ­ჩის ფბ გვერ­დი, უნდა დარ­ჩეს ჩვენ­თან. ყვე­ლა­ფერს რომ თავი და­ვა­ნე­ბოთ - ერ­თიც და მე­ო­რეც გოგა ხა­ჩი­ძის შექ­მნი­ლია.

გუ­შინ დი­ლით მე მქონ­და კო­მუ­ნი­კა­ცია იაგო/სან­დრო/ვა­ხოს­თან, და შევ­თა­ვა­ზე ცი­ვი­ლი­ზე­ბუ­ლი ფორ­მით და­შო­რე­ბა - ჩვენ გვრჩე­ბა მხო­ლოდ სა­ხე­ლი და პე­ი­ჯი, ხოლო მათ რჩე­ბათ ყვე­ლა­ფე­რი და­ნარ­ჩე­ნი - ბიბ­ლი­უ­რი თა­ვი­სუფ­ლე­ბა თა­ვის შე­მო­სავ­ლე­ბით, პორ­ტა­ლი თა­ვის ჯე­დე­ბით, ვებგ­ვერ­დი, ფბ ჯგუ­ფე­ბი, ავე­ჯი, ინ­ვენ­ტა­რი და ა.შ. პა­სუ­ხად მი­ვი­ღე: ჯერ რჩე­ვა რომ “და­ვო­კე­ბუ­ლი­ყა­ვი” შემ­დეგ მუ­ქა­რა რომ “გავ­ნად­გურ­დე­ბო­დი”, შემ­დეგ ეჭვი რომ შე­საძ­ლოა “სუ­სის კაცი” ვიყო ბო­ლოს კი ისევ რჩე­ვა, რომ ჩემი ნე­ბით წავ­სუ­ლი­ყა­ვი გირ­ჩი­დან, რად­გან სა­ხელ­ში უკვე მი­წე­რია გირ­ჩი და ეგ უნდა ვიმ­ყო­ფი­ნო.

ამ პა­სუ­ხი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, დღეს კი­დევ ერთხელ, ამ­ჯე­რად სა­ჯა­როდ, ვთა­ვა­ზობ ამ ადა­მი­ა­ნებს ცი­ვი­ლი­ზე­ბულ გაყ­რას. ჩვენ პრე­ტენ­ზი­ას ვა­ცხა­დებთ მხო­ლოდ სა­ხელ­სა და ფბ გვერ­დზე. მე­ტიც, ვთა­ვა­ზობთ რომ ეს სა­კი­თხი - ვის რჩე­ბა სა­ხე­ლი და ფბ გვერ­დი - გა­და­წყვი­ტოთ თქვენ, გირჩმა: ამ ჯგუფ­ში მო­წყო­ბი­ლი მარ­ტი­ვი პო­ლით ან პორ­ტალ­ზე ჯე­დე­ბით. კენ­ჭისყ­რით ორი­ვეს გა­კე­თე­ბა უმარ­ტი­ვე­სია ტექ­ნი­კუ­რი თვალ­საზ­რი­სით. პა­სუ­ხი გვინ­და დღის ბო­ლომ­დე, და­დე­ბი­თი პა­სუ­ხის შემ­თხვე­ვა­ში, ორი­ვე ტი­პის კენ­ჭისყრა შე­საძ­ლე­ბე­ლია გა­კეთ­დეს ხვალ­ვე. თუ თქვე­ნი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა იქ­ნე­ბა მათ სა­სარ­გებ­ლოდ, ჩვენ უარს ვი­ტყვით ყვე­ლა­ფერ­ზე და და­ვი­წყებთ ნუ­ლი­დან ამის­თვი­საც სრუ­ლი მზა­ო­ბა გვაქვს“, - წერს ჯა­ფა­რი­ძე.

ცნო­ბის­თვის, თა­ნა­პარ­ტი­ე­ლებ­თან გა­მი­ჯვნის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის შე­სა­ხებ ზუ­რაბ ჯა­ფა­რი­ძემ გუ­შინ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში და­წე­რა. "ერთი მხრივ ჩემი, ხოლო მე­ო­რე მხრივ ია­გოს, ვა­ხოს და სან­დროს გზე­ბი გა­ი­ყო. აღარ ვა­პი­რებ მათ­თან ერ­თად „გირ­ჩის“ კე­თე­ბას", - წერს ჯა­ფა­რი­ძე. მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი, ზუ­რაბ ჯა­ფა­რი­ძემ გა­ნა­ცხა­და, რომ „გირ­ჩი“ არ და­უ­ტო­ვე­ბია და პარ­ტი­ის ლი­დე­რად რჩე­ბა.

მკითხველის კომენტარები / 27 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ZS
25

Jafara aris realuri sahe girchisa, jafara opozicionerta im mcirerichovan jgufs miekutvneba visac principebi da girseba ar dauhurdavebia 

ნია
37

ჯაფარას მივეცი ხმა, და "გირჩი" ჩემთვის და ბევრი ჩვენი მოქალაქისთვის ზურაბ ჯაფარიძესთან ასოცირდება. ისე კი გამიხარდა, ეს არაფრის მაქნისნი რომ ჩამოიშორა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

"იაგოს, სანდრო, ვახოს შევთავაზე ცივილიზებული ფორმით დაშორება - პასუხად მივიღე: "დავოკებულიყავი", რომ "გავნადგურდებოდი" - ჯაფარიძე

"იაგოს, სანდრო, ვახოს შევთავაზე ცივილიზებული ფორმით დაშორება - პასუხად მივიღე: "დავოკებულიყავი", რომ "გავნადგურდებოდი" - ჯაფარიძე

"გირჩის" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე პარტიის სხვა ლიდერებს "გირჩის" რესურსების გადანაწილებას და გაყოფას სთავაზობს. ამის შესახებ ჯაფარიძე „ფეისბუქის“ დახურულ ჯგუფში წერს.

"სალამი მეგობრებო კიდევ ერთხელ გიხდით ბოდიშს შექმნილი სიტუაციის გამო. თუ ვინმეს პასუხისმგებლობაა ეს - ჩემია მაგრამ გარკვეული გადაწყვეტილებებია მისაღები, რომელთა დროში გაწელვაც "გირჩს" მხოლოდ დააზიანებს. მესმის ყველა იმ ადამიანის, ვისაც ერთობის შენარჩუნება სურს, მაგრამ, სამწუხაროდ ეგ რესურსი ამოწურულია. თუ რამის გაკეთება შესაძლებელი იყო ამ მხრივ, ყველაფერი გავაკეთე ბოლო წლებში ამიტომ, ტყუილად ნუ დაიტოვებთ ფუჭ იმედებს და ნუ წარმოიდგენთ თითქოს ეს ყველაფერი ერთ დღეში მოხდა და ახლა დალაპარაკებით განიმუხტება.

გუშინწინ საღამოს, მე მქონდა საუბარი იმ ადამიანებთან, ვინც ჩაუყარა საფუძველი “გირჩს”, ვინც წლებია საკუთარი დრო, ენერგია და ცხოვრება ჩადო გირჩში, ვინც ჩემთან ერთად შექმნა და ჩაატარა მთელი წინასაარჩევნო კამპანია წელს, სექტემბერ-ოქტომბერში, ვინც არასოდეს ჩანდა წინა პლანზე, თუმცა აკეთებდა ფასდაუდებელ საქმეს გირჩისთვის განხილვის თემა იყო გირჩის მომავალი. ჩვენ არ გვაქვს პრეტენზია გირჩის ყველა რესურსზე, მაგრამ ვთვლით რომ სახელი “გირჩი”, ისევე როგორც გირჩის ფბ გვერდი, უნდა დარჩეს ჩვენთან. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ - ერთიც და მეორეც გოგა ხაჩიძის შექმნილია.

გუშინ დილით მე მქონდა კომუნიკაცია იაგო/სანდრო/ვახოსთან, და შევთავაზე ცივილიზებული ფორმით დაშორება - ჩვენ გვრჩება მხოლოდ სახელი და პეიჯი, ხოლო მათ რჩებათ ყველაფერი დანარჩენი - ბიბლიური თავისუფლება თავის შემოსავლებით, პორტალი თავის ჯედებით, ვებგვერდი, ფბ ჯგუფები, ავეჯი, ინვენტარი და ა.შ. პასუხად მივიღე: ჯერ რჩევა რომ “დავოკებულიყავი” შემდეგ მუქარა რომ “გავნადგურდებოდი”, შემდეგ ეჭვი რომ შესაძლოა “სუსის კაცი” ვიყო ბოლოს კი ისევ რჩევა, რომ ჩემი ნებით წავსულიყავი გირჩიდან, რადგან სახელში უკვე მიწერია გირჩი და ეგ უნდა ვიმყოფინო.

ამ პასუხიდან გამომდინარე, დღეს კიდევ ერთხელ, ამჯერად საჯაროდ, ვთავაზობ ამ ადამიანებს ცივილიზებულ გაყრას. ჩვენ პრეტენზიას ვაცხადებთ მხოლოდ სახელსა და ფბ გვერდზე. მეტიც, ვთავაზობთ რომ ეს საკითხი - ვის რჩება სახელი და ფბ გვერდი - გადაწყვიტოთ თქვენ, გირჩმა: ამ ჯგუფში მოწყობილი მარტივი პოლით ან პორტალზე ჯედებით. კენჭისყრით ორივეს გაკეთება უმარტივესია ტექნიკური თვალსაზრისით. პასუხი გვინდა დღის ბოლომდე, დადებითი პასუხის შემთხვევაში, ორივე ტიპის კენჭისყრა შესაძლებელია გაკეთდეს ხვალვე. თუ თქვენი გადაწყვეტილება იქნება მათ სასარგებლოდ, ჩვენ უარს ვიტყვით ყველაფერზე და დავიწყებთ ნულიდან ამისთვისაც სრული მზაობა გვაქვს“, - წერს ჯაფარიძე.

ცნობისთვის, თანაპარტიელებთან გამიჯვნის გადაწყვეტილების შესახებ ზურაბ ჯაფარიძემ გუშინ სოციალურ ქსელში დაწერა. "ერთი მხრივ ჩემი, ხოლო მეორე მხრივ იაგოს, ვახოს და სანდროს გზები გაიყო. აღარ ვაპირებ მათთან ერთად „გირჩის“ კეთებას", - წერს ჯაფარიძე. მოგვიანებით კი, ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა, რომ „გირჩი“ არ დაუტოვებია და პარტიის ლიდერად რჩება.

"ოცნება" - 47.6%, "ნაცმოძრაობა" - 27.4% - როგორ აფასებენ ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები ISFED-ის პარალელური დათვლის შედეგებს

"მოლაპარაკებების რეალობა მკვეთრად შეიცვალა, უკვე არ არსებობს ოპოზიციის მთავარი ბრალდება, ის გაცამტვერდა" - არჩილ თალაკვაძე

ხმების პარალელური დათვლის შედეგები - ISFED-ი დაზუსტებულ ინფორმაციას ავრცელებს