სამხედრო
მსოფლიო
პოლიტიკა

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვერ გავიგე რას ნიშნავს ზურა ჯაფარიძის განცხადება - მიდის, თუ  ჩვენ გვაგდებს?" - სანდრო რაქვიაშვილი
"ვერ გავიგე რას ნიშნავს ზურა ჯაფარიძის განცხადება - მიდის, თუ  ჩვენ გვაგდებს?" - სანდრო რაქვიაშვილი

"არ წარ­მო­მიდ­გე­ნია, რომ ზურა გირ­ჩი ჯა­ფა­რი­ძე "გირ­ჩი­დან" წა­ვი­დეს და კი­დევ უფრო არ წარ­მო­მიდ­გე­ნია, რომ ზუ­რამ თქვას თქვენ წა­დით, მე აქ ვრჩე­ბიო, ტექ­ნი­კუ­რად წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი რა­ღა­ცაა", - ამის შე­სა­ხებ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" "გირ­ჩის" ერთ-ერ­თმა წევ­რმა სან­დრო რაქ­ვი­აშ­ვილ­მა გა­ნუ­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, ზუ­რაბ ჯა­ფა­რი­ძის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის შე­სა­ხებ ორი დღის წინ იცო­და.

რო­გორც სან­დრო რაქ­ვი­აშ­ვი­ლი აცხა­დებს, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი და­პი­რის­პი­რე­ბა "გირჩში“ ბოლო დღე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში არ ყო­ფი­ლა, რაც შე­საძ­ლოა, ყო­ფი­ლი­ყო ზუ­რაბ ჯა­ფა­რი­ძის გან­ცხა­დე­ბის მი­ზე­ზი.

"ჩვენ ეს ამ­ბა­ვი და­ახ­ლო­ე­ბით ვი­ცო­დით გუ­შინ­წინ სა­ღა­მო­დან. მა­ნამ­დე იყო მცდე­ლო­ბა კო­მუ­ნი­კა­ცია გვქო­ნო­და. თან იმ ფონ­ზე, როცა ოპო­ზი­ცი­ის შეხ­ვედ­რებ­ზეც ერ­თად დავ­დი­ო­დით, გვინ­დო­და ამ თე­მა­ზე სა­უ­ბა­რი. მი­ზე­ზი არ ვი­ცით, თვი­თო­ნაც თქვა, რომ მი­ზეზს არ და­ა­სა­ხე­ლებს და ადრე თუ გვი­ან, უნდა გა­ვი­გოთ. მე არ მახ­სოვს, რომ ბოლო დღე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში კა­მა­თი ყო­ფი­ლი­ყო. კა­მა­თი ჩვენ­თან ყო­ველ­თვის არის, რაზე არ გვი­კა­მა­თია, "გირჩში“ ვართ ბო­ლოს და ბო­ლოს. ბოლო დღე­ებ­ში არა­ფე­რი ხდე­ბო­და. აი, გუ­ში­ნაც, მე, ზურა და ვახო ერ­თად ვის­ხე­დით ოპო­ზი­ი­ცი­ის შეხ­ვედ­რა­ზე, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ვი­ცო­დით, რომ ასეთ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ვი­ყა­ვით. კონ­ფლიქ­ტი ბოლო დღე­ებ­ში არ გვქო­ნია.

წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია ია­გოს გან­ცხა­დე­ბა ყო­ფი­ლი­ყო ამის მი­ზე­ზი, ვე­რას­დროს და­ვი­ჯე­რებ ამას. თვი­თო­ნაც არ ამ­ბობს. მე ვიცი, რომ ორ­შა­ბათს სა­ღა­მოს ულ­ტი­მა­ტუ­მი წაგ­ვი­ყე­ნა, ია­გოს უფრო დიდ­წი­ლად, რომ პარ­ტი­ის მარ­თვას ჩა­მო­ცი­ლე­ბო­და. ჩვენ გარ­კვე­ულ თე­მებ­ზე არ­სა­უბ­რის ცენ­ზუ­რა არ გვქონ­და, რა თქმა უნდა, "გირჩში" ეს წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი ქცე­ვაა. თა­ვი­დან ეს ხუმ­რო­ბად აღ­ვიქ­ვით.

მე­ო­რე დღეს ანუ გუ­შინ ვსა­უბ­რობ­დით ერ­თად ოპო­ზი­ცი­ას­თან და სა­ღა­მოს უკვე აღ­ვიქ­ვით, რომ ეს აღარ იყო ხუმ­რო­ბა. ვერ გა­ვი­გე რას ნიშ­ნავს მისი ეს გან­ცხა­დე­ბა, მი­დის, ჩვენ გვაგ­დებს თუ რას ნიშ­ნავს არ ვიცი. ორი დღე დავ­ხარ­ჯეთ მი­ზე­ზის გა­სარ­კვე­ვად და ვერ გა­ვარ­კვი­ეთ და არც ვერ­სია მაქვს. ზურა გირ­ჩი ჯა­ფა­რი­ძე "გირ­ჩი­დან" რომ გა­ვი­დეს, ჩემ­თვის ცოტა უც­ნა­უ­რი იქ­ნე­ბა. არ წარ­მო­მიდ­გე­ნია, რომ ზურა გირ­ჩი ჯა­ფა­რი­ძე "გირ­ჩი­დან" წა­ვი­დეს და კი­დევ უფრო არ წარ­მო­მიდ­გე­ნია, რომ ზუ­რამ თქვას თქვენ წა­დით, მე აქ ვრჩე­ბიო. ტექ­ნი­კუ­რად წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი რა­ღა­ცაა“, - გა­ნა­ცხა­და სან­დრო რაქ­ვი­აშ­ვილ­მა.

ცნო­ბის­თვის, თა­ნა­პარ­ტი­ე­ლებ­თან გა­მი­ჯვნის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის შე­სა­ხებ ზუ­რაბ ჯა­ფა­რი­ძემ დღეს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში და­წე­რა. "ერთი მხრივ ჩემი, ხოლო მე­ო­რე მხრივ ია­გოს, ვა­ხოს და სან­დროს გზე­ბი გა­ი­ყო. აღარ ვა­პი­რებ მათ­თან ერ­თად "გირ­ჩის“ კე­თე­ბას" - წერს ჯა­ფა­რი­ძე.

მკითხველის კომენტარები / 14 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ეეჰ..
65

რა გაახარეთ საქოცეთი?

aburjga
0

თქვენ გაგდებთ! ცალსახაა! ))) 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

"ვერ გავიგე რას ნიშნავს ზურა ჯაფარიძის განცხადება - მიდის, თუ  ჩვენ გვაგდებს?" - სანდრო რაქვიაშვილი

"ვერ გავიგე რას ნიშნავს ზურა ჯაფარიძის განცხადება - მიდის, თუ  ჩვენ გვაგდებს?" - სანდრო რაქვიაშვილი

"არ წარმომიდგენია, რომ ზურა გირჩი ჯაფარიძე "გირჩიდან" წავიდეს და კიდევ უფრო არ წარმომიდგენია, რომ ზურამ თქვას თქვენ წადით, მე აქ ვრჩებიო, ტექნიკურად წარმოუდგენელი რაღაცაა", - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" "გირჩის" ერთ-ერთმა წევრმა სანდრო რაქვიაშვილმა განუცხადა.

მისივე თქმით, ზურაბ ჯაფარიძის გადაწყვეტილების შესახებ ორი დღის წინ იცოდა.

როგორც სანდრო რაქვიაშვილი აცხადებს, განსაკუთრებული დაპირისპირება "გირჩში“ ბოლო დღეების განმავლობაში არ ყოფილა, რაც შესაძლოა, ყოფილიყო ზურაბ ჯაფარიძის განცხადების მიზეზი.

"ჩვენ ეს ამბავი დაახლოებით ვიცოდით გუშინწინ საღამოდან. მანამდე იყო მცდელობა კომუნიკაცია გვქონოდა. თან იმ ფონზე, როცა ოპოზიციის შეხვედრებზეც ერთად დავდიოდით, გვინდოდა ამ თემაზე საუბარი. მიზეზი არ ვიცით, თვითონაც თქვა, რომ მიზეზს არ დაასახელებს და ადრე თუ გვიან, უნდა გავიგოთ. მე არ მახსოვს, რომ ბოლო დღეების განმავლობაში კამათი ყოფილიყო. კამათი ჩვენთან ყოველთვის არის, რაზე არ გვიკამათია, "გირჩში“ ვართ ბოლოს და ბოლოს. ბოლო დღეებში არაფერი ხდებოდა. აი, გუშინაც, მე, ზურა და ვახო ერთად ვისხედით ოპოზიიციის შეხვედრაზე, მიუხედავად იმისა, რომ ვიცოდით, რომ ასეთ მდგომარეობაში ვიყავით. კონფლიქტი ბოლო დღეებში არ გვქონია.

წარმოუდგენელია იაგოს განცხადება ყოფილიყო ამის მიზეზი, ვერასდროს დავიჯერებ ამას. თვითონაც არ ამბობს. მე ვიცი, რომ ორშაბათს საღამოს ულტიმატუმი წაგვიყენა, იაგოს უფრო დიდწილად, რომ პარტიის მართვას ჩამოცილებოდა. ჩვენ გარკვეულ თემებზე არსაუბრის ცენზურა არ გვქონდა, რა თქმა უნდა, "გირჩში" ეს წარმოუდგენელი ქცევაა. თავიდან ეს ხუმრობად აღვიქვით.

მეორე დღეს ანუ გუშინ ვსაუბრობდით ერთად ოპოზიციასთან და საღამოს უკვე აღვიქვით, რომ ეს აღარ იყო ხუმრობა. ვერ გავიგე რას ნიშნავს მისი ეს განცხადება, მიდის, ჩვენ გვაგდებს თუ რას ნიშნავს არ ვიცი. ორი დღე დავხარჯეთ მიზეზის გასარკვევად და ვერ გავარკვიეთ და არც ვერსია მაქვს. ზურა გირჩი ჯაფარიძე "გირჩიდან" რომ გავიდეს, ჩემთვის ცოტა უცნაური იქნება. არ წარმომიდგენია, რომ ზურა გირჩი ჯაფარიძე "გირჩიდან" წავიდეს და კიდევ უფრო არ წარმომიდგენია, რომ ზურამ თქვას თქვენ წადით, მე აქ ვრჩებიო. ტექნიკურად წარმოუდგენელი რაღაცაა“, - განაცხადა სანდრო რაქვიაშვილმა.

ცნობისთვის, თანაპარტიელებთან გამიჯვნის გადაწყვეტილების შესახებ ზურაბ ჯაფარიძემ დღეს სოციალურ ქსელში დაწერა. "ერთი მხრივ ჩემი, ხოლო მეორე მხრივ იაგოს, ვახოს და სანდროს გზები გაიყო. აღარ ვაპირებ მათთან ერთად "გირჩის“ კეთებას" - წერს ჯაფარიძე.

"ყველა ერთად იყო, როცა მტრის წინაშე "შარვალი ჩაიხადეს", დღეს რას გააკეთებენ, არ ვიცი" - გია ვოლსკი "გირჩზე"

"ერთადერთი თხოვნა მაქვს ირმა ინაშვილთან..." - გიგი უგულავას მიმართვა "პატრიოტთა ალიანსს"

"იაგოს, სანდრო, ვახოს შევთავაზე ცივილიზებული ფორმით დაშორება - პასუხად მივიღე: "დავოკებულიყავი", რომ "გავნადგურდებოდი" - ჯაფარიძე