მეცნიერება
პოლიტიკა

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"შესაძლებელია, კორონავირუსზე ტესტირება აფთიაქებშიც ჩატარდეს" - ამირან გამყრელიძე
"შესაძლებელია, კორონავირუსზე ტესტირება აფთიაქებშიც ჩატარდეს" - ამირან გამყრელიძე

სა­ქარ­თვე­ლოს და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლის ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძის გან­ცხა­დე­ბით, შე­საძ­ლე­ბე­ლია, რომ კო­რო­ნა­ვირუს­ზე ტეს­ტი­რე­ბა აფ­თი­ა­ქებ­შიც ჩა­ტარ­დეს. ამის შე­სა­ხებ გამ­ყრე­ლი­ძემ „პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა­ში „360 გრა­დუ­სი“ ისა­უბ­რა, რი­თაც უპა­სუ­ხა, წამ­ყვა­ნის კი­თხვას, შე­საძ­ლე­ბე­ლია, თუ არა აფ­თი­ა­ქებ­ში კო­რო­ნა­ვირუს­ზე ტეს­ტი­რე­ბის ჩა­ტა­რე­ბა, რათა ტეს­ტი­რე­ბა­ზე ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბა გა­ფარ­თოვ­დეს.

მისი თქმით, აფ­თი­ა­ქი ამ შემ­თხვე­ვა­ში, პი­რო­ბებს უნდა აკ­მა­ყო­ფი­ლებ­დეს.

"პრინ­ციპ­ში შე­საძ­ლე­ბე­ლია. ამ ეტაპ­ზე და­ვაკ­ვირ­დე­ბით. ჩვენ გა­ვა­ფარ­თო­ვეთ ტეს­ტი­რე­ბა, აქამ­დე 30-მდე და­წე­სე­ბუ­ლე­ბა იყო, ხვა­ლი­დან, ზე­გი­დან თბი­ლის­ში უკვე 80-ზე მეტი და­წე­სე­ბუ­ლე­ბა იქ­ნე­ბა. მთელს ქვე­ყა­ნა­ში, და­ახ­ლო­ე­ბით 300-მდე და შემ­დეგ­ში უფრო გა­ფარ­თოვ­დე­ბა. მათ შო­რის ერთ-ერთ ვა­რი­ან­ტად იყო გან­ხი­ლუ­ლი. აფ­თი­ა­ქებს აქ­ტი­უ­რად ვი­ყე­ნებ­დით ც-ჰე­პა­ტი­ტის სკრი­ნინ­გის დროს, აქაც შე­იძ­ლე­ბა, რა თქმა უნდა, სა­დაც შე­სა­ბა­მი­სი ფარ­თია“, - გა­ნა­ცხა­და გამ­ყრე­ლი­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, ზო­გი­ერ­თი ქვე­ყა­ნა უკვე სა­უბ­რობს ტეს­ტებ­ზე, რო­მე­ლიც ორ­სუ­ლო­ბის დამ­დგე­ნი ტეს­ტის მსგავ­სად, აფ­თი­ა­ქებ­ში იყი­დე­ბა.

"არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი, რომ რამ­დე­ნი­მე ხან­ში მსგავ­სი ტეს­ტი­რე­ბა ნერ­წყვი­დან და არა ნა­ცხი­დან შე­მო­ვი­დეს. ნერ­წყვის ტეს­ტე­ბის ვა­ლი­და­ცია სა­ერ­თა­შო­რი­სო დიდ კომ­პა­ნი­ებ­ში ახლა მიმ­დი­ნა­რე­ობს, ჯერ არ არის. მო­მა­ვალ­ში (არა ხვალ-ზეგ) არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი, რომ ამ ტი­პის ტეს­ტი იყი­დოთ და თქვენ თვი­თონ ჩა­ი­ტა­როთ. მისი ჩა­ტა­რე­ბის ტექ­ნო­ლო­გია ძა­ლი­ან მარ­ტი­ვია. არა­ვი­თა­რი სა­მე­დი­ცი­ნო გა­ნათ­ლე­ბა არ სჭირ­დე­ბა“,- გა­ნა­ცხა­და გამ­ყრე­ლი­ძემ და დას­ძი­ნა, რომ იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ სხვას უკე­თებს პირი ამ ტესტს, მა­შინ შე­სა­ბა­მი­სად უნდა იყოს აღ­ჭურ­ვი­ლი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"შესაძლებელია, კორონავირუსზე ტესტირება აფთიაქებშიც ჩატარდეს" - ამირან გამყრელიძე

"შესაძლებელია, კორონავირუსზე ტესტირება აფთიაქებშიც ჩატარდეს" - ამირან გამყრელიძე

საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, შესაძლებელია, რომ კორონავირუსზე ტესტირება აფთიაქებშიც ჩატარდეს. ამის შესახებ გამყრელიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ ისაუბრა, რითაც უპასუხა, წამყვანის კითხვას, შესაძლებელია, თუ არა აფთიაქებში კორონავირუსზე ტესტირების ჩატარება, რათა ტესტირებაზე ხელმისაწვდომობა გაფართოვდეს.

მისი თქმით, აფთიაქი ამ შემთხვევაში, პირობებს უნდა აკმაყოფილებდეს.

"პრინციპში შესაძლებელია. ამ ეტაპზე დავაკვირდებით. ჩვენ გავაფართოვეთ ტესტირება, აქამდე 30-მდე დაწესებულება იყო, ხვალიდან, ზეგიდან თბილისში უკვე 80-ზე მეტი დაწესებულება იქნება. მთელს ქვეყანაში, დაახლოებით 300-მდე და შემდეგში უფრო გაფართოვდება. მათ შორის ერთ-ერთ ვარიანტად იყო განხილული. აფთიაქებს აქტიურად ვიყენებდით ც-ჰეპატიტის სკრინინგის დროს, აქაც შეიძლება, რა თქმა უნდა, სადაც შესაბამისი ფართია“, - განაცხადა გამყრელიძემ.

მისივე თქმით, ზოგიერთი ქვეყანა უკვე საუბრობს ტესტებზე, რომელიც ორსულობის დამდგენი ტესტის მსგავსად, აფთიაქებში იყიდება.

"არ არის გამორიცხული, რომ რამდენიმე ხანში მსგავსი ტესტირება ნერწყვიდან და არა ნაცხიდან შემოვიდეს. ნერწყვის ტესტების ვალიდაცია საერთაშორისო დიდ კომპანიებში ახლა მიმდინარეობს, ჯერ არ არის. მომავალში (არა ხვალ-ზეგ) არ არის გამორიცხული, რომ ამ ტიპის ტესტი იყიდოთ და თქვენ თვითონ ჩაიტაროთ. მისი ჩატარების ტექნოლოგია ძალიან მარტივია. არავითარი სამედიცინო განათლება არ სჭირდება“,- განაცხადა გამყრელიძემ და დასძინა, რომ იმ შემთხვევაში, თუ სხვას უკეთებს პირი ამ ტესტს, მაშინ შესაბამისად უნდა იყოს აღჭურვილი.

კორონავირუსით თბილისში 17 წლის გოგო გარდაიცვალა - "მთავარი არხი"

"თანმდევი დაავადება არ ჰქონდა, ფილტვები დაუზიანდა" - ბათუმში კოვიდით 31 წლის ქალი გარდაიცვალა, რომელმაც ერთი კვირის წინ იმშობიარა

"მადლობა, რომ ლამის ტერორისტად გამომაცხადეთ... ყველამ იცის, ვინ ვარ მე და ვინ ბრძანდებით თქვენ" - ცერცვაძის პასუხი ავსტრიაში მოღვაწე ქართველ ექიმს