მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თანმდევი დაავადება არ ჰქონდა, ფილტვები დაუზიანდა" - ბათუმში კოვიდით 31 წლის ქალი გარდაიცვალა, რომელმაც ერთი კვირის წინ იმშობიარა
"თანმდევი დაავადება არ ჰქონდა, ფილტვები დაუზიანდა" - ბათუმში კოვიდით 31 წლის ქალი გარდაიცვალა, რომელმაც ერთი კვირის წინ იმშობიარა

ბა­თუმ­ში კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი 31 წლის რუ­სუ­დან კო­კო­ბი­ნა­ძე გარ­და­იც­ვა­ლა, იგი კლი­ნი­კა "მე­დი­ნა­ში" მკურ­ნა­ლობ­და. რო­გორც კლი­ნი­კა­ში აცხა­დე­ბენ, პა­ცი­ენ­ტმა ერთი კვი­რის წინ ბა­თუ­მის სამ­შო­ბი­ა­რო სახ­ლში სა­კე­ის­რო კვე­თის შე­დე­გად იმ­შო­ბი­ა­რა, შემ­დეგ მისი მდგო­მა­რე­ო­ბა დამ­ძიმ­და და რამ­დე­ნი­მე დღის შემ­დეგ კლი­ნი­კა "მე­დი­ნა­ში" მო­ა­თავ­სეს.

"მე­დი­ნა­ში" ამ­ბო­ბენ, რომ რუ­სუ­დან კო­კო­ბი­ნა­ძეს თან­მდე­ვი და­ა­ვა­დე­ბე­ბი არ აღე­ნიშ­ნე­ბო­და და მას ძლი­ე­რი სუნ­თქვის უკ­მა­რი­სო­ბა ჰქონ­და. ექი­მე­ბის თქმით, ახალ­შო­ბი­ლი ჯან­მრთე­ლია და სახ­ლში უკვე გა­წე­რეს.

"მრა­ვა­ლი პა­ცი­ენ­ტი გვყავს გა­დარ­ჩე­ნი­ლი, თუმ­ცა დღეს ვერ შევ­ძე­ლით პა­ცი­ენ­ტის გა­დარ­ჩე­ნა, ვი­ნა­ი­დან, მას ჰქონ­და ფილ­ტვის მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბა ახა­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სის ინ­ფექ­ცი­ის გამო. ის ბა­თუ­მის სამ­შო­ბი­ა­რო სახ­ლში იწვა, კო­რო­ნა­ვირუ­სის დი­აგ­ნო­ზით. მი­უ­ხე­და­ვად ადეკ­ვა­ტუ­რი მკურ­ნა­ლო­ბი­სა, მისი მდგო­მა­რე­ო­ბა უა­რეს­დე­ბო­და.

კერ­ძოდ, გა­მო­ხა­ტუ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი - ჰქონ­და სუნ­თქვის უკ­მა­რი­სო­ბა, რო­მე­ლიც მოქ­მე­დებ­და ორ­სუ­ლის მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე, ასე­ვე აი­სა­ხა ნა­ყო­ფის მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე.

25 ნო­ემ­ბერს მისი მდგო­მა­რე­ო­ბა დამ­ძიმ­და და სა­კე­ის­რო კვე­თა ჩა­ტარ­და, ვი­ნა­ი­დან, არ იყო პი­რო­ბე­ბი იმა­სა, რომ ემ­შო­ბი­ა­რა. ბავ­შვის მდგო­მა­რე­ო­ბა კარ­გია, გა­ე­წე­რა სახ­ლში. სამ­წუ­ხა­როდ, პა­ცი­ენ­ტის მდგო­მა­რე­ო­ბა დამ­ძიმ­და და 27 ნო­ემ­ბერს სამ­შო­ბი­ა­რო სახ­ლში კლი­ნი­კა "მე­დი­ნა­ში" გად­მო­იყ­ვა­ნეს. მას კვლე­ვის შე­დე­გად ფილ­ტვის ქსო­ვი­ლის დიდი და­ზი­ა­ნე­ბა, პნევ­მო­ნია და 23 - პრო­ცენ­ტი­ა­ნი და­ზი­ა­ნე­ბა აღე­ნიშ­ნე­ბო­და.

მას მა­ღა­ლი ნა­კა­დით ჟანგბა­დი მი­ე­წო­დე­ბო­და. პირ­ველ და 2 დე­კემ­ბერს მდგო­მა­რე­ო­ბა შე­და­რე­ბით გა­უმ­ჯო­ბეს­და, თუმ­ცა გუ­შინ სა­ღა­მოს ფილ­ტვის არ­ტე­რი­ის თრომ­ბო­ემ­ბო­ლია მოხ­და, რო­მელ­მაც გა­მო­იწ­ვია გუ­ლის გა­ჩე­რე­ბა. ფილ­ტვის რე­ა­ნი­მა­ცია ჩა­ტარ­და, მაგ­რამ დღეს შუ­ა­დღით გული გა­ჩერ­და. სამ­წუ­ხა­როდ, რე­ა­ნი­მა­ცი­ულ­მა ღო­ნის­ძი­ე­ბებ­მა შე­დე­გი არ გა­მო­ი­ღო. ჩვენ­თვის ცნო­ბი­ლია, რომ მას თან­მდე­ვი და­ა­ვა­დე­ბა არ ჰქონ­და", - აღ­ნიშ­ნა კლი­ნი­კა "მე­დი­ნას" ექიმ­მა ჯუმ­ბერ უნ­გი­ა­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 12 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნიკა
107

მთავარია ცერცვაძე იყოს ჯანმრთელი და ბედნიერი

გაბოროტებულებს
26

დაუწყეთ ახლა ექიმებს ლანძღვა! ვერ არჩენენ და თავს ზემოთ ძალა არა აქვთ. ცერცვაძეს კიდევ შეეშვით, რამ გაგაბოროტათ ასე! არ მოკვდა ის კაცი და დამნაშავეა ამიტომ?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

"თანმდევი დაავადება არ ჰქონდა, ფილტვები დაუზიანდა" - ბათუმში კოვიდით 31 წლის ქალი გარდაიცვალა, რომელმაც ერთი კვირის წინ იმშობიარა

"თანმდევი დაავადება არ ჰქონდა, ფილტვები დაუზიანდა" - ბათუმში კოვიდით 31 წლის ქალი გარდაიცვალა, რომელმაც ერთი კვირის წინ იმშობიარა

ბათუმში კორონავირუსით ინფიცირებული 31 წლის რუსუდან კოკობინაძე გარდაიცვალა, იგი კლინიკა "მედინაში" მკურნალობდა. როგორც კლინიკაში აცხადებენ, პაციენტმა ერთი კვირის წინ ბათუმის სამშობიარო სახლში საკეისრო კვეთის შედეგად იმშობიარა, შემდეგ მისი მდგომარეობა დამძიმდა და რამდენიმე დღის შემდეგ კლინიკა "მედინაში" მოათავსეს.

"მედინაში" ამბობენ, რომ რუსუდან კოკობინაძეს თანმდევი დაავადებები არ აღენიშნებოდა და მას ძლიერი სუნთქვის უკმარისობა ჰქონდა. ექიმების თქმით, ახალშობილი ჯანმრთელია და სახლში უკვე გაწერეს.

"მრავალი პაციენტი გვყავს გადარჩენილი, თუმცა დღეს ვერ შევძელით პაციენტის გადარჩენა, ვინაიდან, მას ჰქონდა ფილტვის მძიმე დაზიანება ახალი კორონავირუსის ინფექციის გამო. ის ბათუმის სამშობიარო სახლში იწვა, კორონავირუსის დიაგნოზით. მიუხედავად ადეკვატური მკურნალობისა, მისი მდგომარეობა უარესდებოდა.

კერძოდ, გამოხატული ცვლილებები - ჰქონდა სუნთქვის უკმარისობა, რომელიც მოქმედებდა ორსულის მდგომარეობაზე, ასევე აისახა ნაყოფის მდგომარეობაზე.

25 ნოემბერს მისი მდგომარეობა დამძიმდა და საკეისრო კვეთა ჩატარდა, ვინაიდან, არ იყო პირობები იმასა, რომ ემშობიარა. ბავშვის მდგომარეობა კარგია, გაეწერა სახლში. სამწუხაროდ, პაციენტის მდგომარეობა დამძიმდა და 27 ნოემბერს სამშობიარო სახლში კლინიკა "მედინაში" გადმოიყვანეს. მას კვლევის შედეგად ფილტვის ქსოვილის დიდი დაზიანება, პნევმონია და 23 - პროცენტიანი დაზიანება აღენიშნებოდა.

მას მაღალი ნაკადით ჟანგბადი მიეწოდებოდა. პირველ და 2 დეკემბერს მდგომარეობა შედარებით გაუმჯობესდა, თუმცა გუშინ საღამოს ფილტვის არტერიის თრომბოემბოლია მოხდა, რომელმაც გამოიწვია გულის გაჩერება. ფილტვის რეანიმაცია ჩატარდა, მაგრამ დღეს შუადღით გული გაჩერდა. სამწუხაროდ, რეანიმაციულმა ღონისძიებებმა შედეგი არ გამოიღო. ჩვენთვის ცნობილია, რომ მას თანმდევი დაავადება არ ჰქონდა", - აღნიშნა კლინიკა "მედინას" ექიმმა ჯუმბერ უნგიაძემ.

"ნაცნობობის თემა ამ სიტუაციაში ძალიან უხერხულია... პირადად გავეცნობი ყველა იმ შემთხვევას, რომელიც დაგვიანებულია და ოჯახის ექიმმა დღეების მანძილზე არ დარეკა პაციენტთან"

ღია მუზეუმი, ჩანჩქერები, წისქვილები და ღვინის მარანი - მთიანაჭარას კაპნისთავის ტურისტული ბილიკი შეემატა

„ვოლვოს უსაფრთხოების ცენტრი“ 20 წლის იუბილეს აღნიშნავს