მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ახლაც მიკეთია "კათეტერი" და ამ სირბილშიც ვიკეთებ გადასხმას" - რას ყვება 8 შვილის დედა, რომელმაც კოვიდი დაამარცხა და ინფიცირებულებს ეხმარება
"ახლაც მიკეთია "კათეტერი" და ამ სირბილშიც ვიკეთებ გადასხმას" - რას ყვება 8 შვილის დედა, რომელმაც კოვიდი დაამარცხა და ინფიცირებულებს ეხმარება

რამ­დე­ნი­მე დღის წინ, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში, ერთ-ერ­თმა მომ­ხმა­რე­ბელ­მა, რუსო ბე­რი­ძემ ინ­ფორ­მა­ცია გა­ავ­რცე­ლა, რომ რვა შვი­ლის დედა, რო­მელ­მაც კო­ვი­დი გა­და­ი­ტა­ნა, ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლებს გა­დას­ხმის­თვის სახ­ლში აკი­თხავს. ბე­რი­ძის ცნო­ბით, აღ­ნიშ­ნუ­ლი ადა­მი­ა­ნი ექთა­ნი, მრა­ვალ­შვი­ლი­ა­ნი დედა, ნა­თია დი­ა­კო­ნი­ძეა,რო­მე­ლიც მას­თა­ნაც იმ­ყო­ფე­ბო­და სახ­ლში, ოჯა­ხის ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი წევ­რე­ბის და­სახ­მა­რებ­ლად.

AMBEBI.GE ნა­თია დი­ა­კო­ნი­ძეს და­უ­კავ­შირ­და:

"კი, 8 შვი­ლის მარ­ტო­ხე­ლა დედა ვარ, ვცხოვ­რობ ვარ­კე­თილ­ში, ნა­ქი­რა­ვებ ბი­ნა­ში... 15 წლის ვი­ყა­ვი, რომ მო­მი­ტა­ცეს. მოკ­ლედ, გავ­თხოვ­დი, ბავ­შვე­ბი შე­მე­ძი­ნა და სა­ექთ­ნო ლი­ცე­უმ­ში სწავ­ლის დას­რუ­ლე­ბა ვე­ღარ შევ­ძე­ლი, ხელი შე­მე­შა­ლა. ასე რომ, უდიპ­ლო­მო ექთა­ნი ვარ, მაგ­რამ 20-წლი­ა­ნი სტა­ჟი მაქვს გა­დას­ხმე­ბის კე­თე­ბის, 8 შვი­ლის გაზ­რდას­თან ერ­თად, კი იცით, რომ გა­მოც­დი­ლე­ბა მო­დის. ამ წლე­ბის მან­ძილ­ზე სხვა­დას­ხვა და­ა­ვა­დე­ბას­თან მქო­ნია შე­ხე­ბა და უკვე ჩემი გა­მოც­დი­ლე­ბით, რა­ღა­ცე­ბის რჩე­ვა სხვე­ბის­თვი­საც შე­მიძ­ლია," - გვე­უბ­ნე­ბა ქალ­ბა­ტო­ნი ნა­თია, რო­მელ­მაც ცოტა ხნის წინ კო­რო­ნა­ვირუ­სი გა­და­ი­ტა­ნა, გა­მო­ვი­და მდგო­მა­რე­ო­ბი­დან და სურ­ვი­ლი გა­უჩ­ნდა, რომ სხვა და­ა­ვა­დე­ბუ­ლებს და­ეხ­მა­როს:

"ერთ-ერთი გო­გოს პოს­ტი ვნა­ხე, ქუ­თა­ის­ში და­დის სახ­ლებ­ში და კო­ვი­დი­ა­ნებს ეხ­მა­რე­ბა. რად­გა­ნაც ვირუ­სი უკვე და­ვა­მარ­ცხე, სურ­ვი­ლი გა­მიჩ­ნდა, მეც ასე დავ­ხმა­რე­ბო­დი ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლებს და დავ­წე­რე პოს­ტი, ვი­საც უნდა დახ­მა­რე­ბა, მო­ვალ და მო­გემ­სა­ხუ­რე­ბით-მეთ­ქი... ერთი გვერ­დია, "რო­გორ და­ვა­მარ­ცხოთ კო­ვი­დი", სა­დაც ხალ­ხი დახ­მა­რე­ბას ითხოვს. იქაც და ისე­დაც მსურ­ვე­ლე­ბი გა­მოჩ­დნენ, სა­ზღვარ­გა­რე­თი­და­ნაც მი­კავ­შირ­დე­ბი­ან, - ახ­ლობ­ლებს მა­ბა­რე­ბენ, ყუ­რა­დღე­ბა მი­ე­აქ­ციო, ქა­ლაქ­გა­რე­თაც და­ვი­დი­ვარ, სად აღარ მი­წევს მის­ვლა," - გვიყ­ვე­ბა რეს­პონ­დენ­ტი...

- 8 შვილს რო­გორ არ­ჩენთ?

- ინ­დო­ე­ლებ­თან ძი­ძად ღა­მის ცვლა­ში ვმუ­შა­ობ, მცი­რე­წლო­ვა­ნი ტყუპ ბავ­შვებს ვუვ­ლი. კო­ვი­დიც, სა­ვა­რა­უ­დოდ, თა­ნამ­შრომ­ლის­გან იქ გა­და­მე­დო და სამ­სა­ხურ­ში თით­ქმის ყვე­ლა და­ვინ­ფი­ცირ­დით. რაც შე­ე­ხე­ბა ჩემს შვი­ლებს, 4 გოგო მყავს და 4 ბიჭი. უფ­რო­სი - 23 წლი­საა, მომ­დევ­ნო­ე­ბი - 19-ის, 18-ის, 16-ის, 10-ის, 8-ის, 6-ის და 3 წლის, მე­უღ­ლეს წე­ლი­წად-ნა­ხე­ვა­რია, დავ­ცილ­დი...

- ასე მარ­ტო რო­გორ უმკლავ­დე­ბით ამ­ხე­ლა ოჯახს?

- თვი­თონ ბავ­შვე­ბი მეხ­მა­რე­ბი­ან ერ­თმა­ნე­თის გაზ­რდა­ში. უფ­რო­სი ბიჭი ცო­ლი­ა­ნია და ქუ­თა­ის­ში ცხოვ­რობს. უფ­რო­სე­ბი უმ­ცრო­სებს აქ­ცე­ვენ ყუ­რა­დღე­ბას... მე­ცა­დი­ნე­ო­ბენ, მას­წავ­ლე­ბე­თან და­დი­ან... კომ­პი­უ­ტე­რი კი გვაქვს ერთი, მაგ­რამ მო­რი­გე­ო­ბით სარ­გებ­ლო­ბენ, ასე­ვე ერთი სკო­ლის მოს­წავ­ლის ნო­უთ­ბუ­ქიც გვავ­ქვს. უფ­რო­სი გოგო სტუ­დენ­ტია. მოს­წავ­ლე კი, სულ 4 გვყავს სახ­ლში.

- კო­რონ­ვირუსს სად და რო­გორ უმ­კურ­ნა­ლეთ?

- რო­გორც გი­თხა­რით, სა­დაც ვმუ­შა­ობ, იქ და­ვინ­ფი­ცირ­დი, ყვე­ლას გა­დაგ­ვე­დო. მერე იქვე ერთი კვი­რა ჩა­კე­ტი­ლი ვი­ყა­ვი. შემ­დეგ სახ­ლში წა­მო­ვე­დი... რაც კო­რო­ნას ახა­სი­ა­თებს, ყვე­ლა სიმპტო­მი მქონ­და. ცოტა ბრონ­ქე­ბის პრობ­ლე­მა მაქვს და ამი­ტომ ხვე­ლა იყო გაძ­ლი­ე­რე­ბუ­ლი, ტემ­პე­რა­ტუ­რა­მაც ამი­წია, მა­ინ­ცდა­მა­ინც მძი­მედ არ ვყო­ფილ­ვარ. თვი­თონ ვი­კე­თებ­დი გა­დას­ხმას. ის კი არა, ახ­ლაც მი­კე­თია "კა­თე­ტე­რი" და ამ სირ­ბილ­შიც საპრო­ფი­ლაქ­ტი­კოდ გა­დას­ხმას კი­დევ ვი­კე­თებ. იმუ­ნი­ტე­ტის­თვის „ომე­გა 3“-ს და „დ 3“-საც ვსვამ­დი და ყვე­ლა რე­კო­მენ­და­ცი­ას ვი­ცავ­დი, რა­საც ექი­მე­ბი გვაწ­ვდი­ან.

- სის­ტე­მის დად­გმა სად ის­წავ­ლეთ?

- პირ­ვე­ლი ბავ­შვი პრობ­ლე­მუ­რი იყო, სა­ა­ვად­მყო­ფო­ში ხში­რად ვი­წე­ქით ხოლ­მე... მერე ორ­სუ­ლად რომ ვი­ყა­ვი შემ­დეგ ბავ­შვზე, მჭირ­დე­ბო­და გა­დას­ხმა და ჩემს თავ­ზე ვის­წავ­ლე, თვი­თონ ვი­კე­თებ­დი. ოჯა­ხის წევ­რებ­სა და ახ­ლობ­ლებს სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში ვუდ­გამ­დი. უცხო­ე­ბის­თვის არ გა­მი­კე­თე­ბია.

- ახლა რომ და­დი­ხართ და­ინ­ფი­ცი­რე­ბულ პა­ცი­ენ­ტებ­თან, რა სუ­რა­თია - მძი­მედ არი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი?

- თუ დიდი ოჯა­ხია, თითო ოჯახ­ში 2-3-ი გა­დას­ხმაა გსა­კე­თე­ბე­ლი. დღე­ში 30 პა­ცი­ენ­ტთან მი­წევს სის­ტე­მის დად­გმა. არი­ან მო­ხუ­ცე­ბი, რომ­ლე­ბიც მარ­ტო ყავთ სახ­ლში და­ტო­ვე­ბუ­ლე­ბი და იქ წამ­ლე­ბიც უნდა მი­ვი­ტა­ნო. ზოგი ჩა­კე­ტი­ლია სახ­ლში. წამ­ლე­ბის ფულს მი­ნა­ზღა­უ­რე­ბენ და კი­დევ ტაქ­სის თან­ხას იხ­დი­ან, რად­გა­ნაც ტრან­სპორ­ტი არ არის, გა­და­სა­ად­გი­ლებ­ლად ტაქ­სის და­ქი­რა­ვე­ბა მი­წევს და ისე ვმოძ­რა­ობ.

დი­ლი­დან ღა­მემ­დე ჩარ­თუ­ლი ვარ... ისე, ერთი რამ კი ძა­ლი­ან მიკ­ვირს - თუკი რამ­დე­ნი­მე დღე მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რა გრძელ­დე­ბა, ექი­მე­ბი ან­ტი­ბი­ო­ტი­კის რა­ტომ არ ნიშ­ნა­ვენ? ფილ­ტვე­ბის ან­თე­ბა, ას­თმის შე­ტე­ვა ან­ტი­ბი­ო­ტი­კის გა­რე­შე რო­გორ უნდა და­ა­მარ­ცხო? ექი­მი არ ვარ, არა­ფერს ვამ­ტკი­ცებ, მაგ­რამ ასე ვფიქ­რობ. მე მა­გა­ლი­თად, ვი­კე­თებ­დი ატი­ბი­ო­ტიკს... მოკ­ლედ, ყვე­ლას ჯან­მრთე­ლო­ბას ვუ­სურ­ვებ. მთა­ვა­რია, არაფ­რის შე­ე­შინ­დეთ და და­იც­ვან რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი...

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლელა
1

ყოჩაღ,გონიერი ქალი! ანტიბიოტიკზეც ვეთანხმები,რას ელოდებიან? როდის ყოფილა ანტიბიოტიკის გარეშე ფილტვების პრობლემა მოგვარებულიყოს?

ედობუა
1

 როგორც ექიმს,მიმაჩნია,რომ ეს ქმედება-წვეთოვანის ასე უპრაგონოდ დადგმა კრიმინალია.ამ ქალბატონის ქმედებები დანაშაულია სამედიცინო კუთხით.დღეში 30 წვეთოვანი საერთოდ ტყუილი და სისულელეა,იმიტომ რომ ერთი წვეთოვანი 2 საათს მაინც გრძელდება..ანტიბიოტიკი საპროფილაქტიკო მედიკამენტი არაა და რაც მთავარია, ზოგიერთი ჟურნალისტი ძალიან სულელურ ინტერვიუს აქვეყნებს

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

"ახლაც მიკეთია "კათეტერი" და ამ სირბილშიც ვიკეთებ გადასხმას" - რას ყვება 8 შვილის დედა, რომელმაც კოვიდი დაამარცხა და ინფიცირებულებს ეხმარება

"ახლაც მიკეთია "კათეტერი" და ამ სირბილშიც ვიკეთებ გადასხმას" - რას ყვება 8 შვილის დედა, რომელმაც კოვიდი დაამარცხა და ინფიცირებულებს ეხმარება

რამდენიმე დღის წინ, სოციალურ ქსელში, ერთ-ერთმა მომხმარებელმა, რუსო ბერიძემ ინფორმაცია გაავრცელა, რომ რვა შვილის დედა, რომელმაც კოვიდი გადაიტანა, ინფიცირებულებს გადასხმისთვის სახლში აკითხავს. ბერიძის ცნობით, აღნიშნული ადამიანი ექთანი, მრავალშვილიანი დედა, ნათია დიაკონიძეა, რომელიც მასთანაც იმყოფებოდა სახლში, ოჯახის ინფიცირებული წევრების დასახმარებლად.

AMBEBI.GE ნათია დიაკონიძეს დაუკავშირდა:

"კი, 8 შვილის მარტოხელა დედა ვარ, ვცხოვრობ ვარკეთილში, ნაქირავებ ბინაში... 15 წლის ვიყავი, რომ მომიტაცეს. მოკლედ, გავთხოვდი, ბავშვები შემეძინა და საექთნო ლიცეუმში სწავლის დასრულება ვეღარ შევძელი, ხელი შემეშალა. ასე რომ, უდიპლომო ექთანი ვარ, მაგრამ 20-წლიანი სტაჟი მაქვს გადასხმების კეთების, 8 შვილის გაზრდასთან ერთად, კი იცით, რომ გამოცდილება მოდის. ამ წლების მანძილზე სხვადასხვა დაავადებასთან მქონია შეხება და უკვე ჩემი გამოცდილებით, რაღაცების რჩევა სხვებისთვისაც შემიძლია," - გვეუბნება ქალბატონი ნათია, რომელმაც ცოტა ხნის წინ კორონავირუსი გადაიტანა, გამოვიდა მდგომარეობიდან და სურვილი გაუჩნდა, რომ სხვა დაავადებულებს დაეხმაროს:

"ერთ-ერთი გოგოს პოსტი ვნახე, ქუთაისში დადის სახლებში და კოვიდიანებს ეხმარება. რადგანაც ვირუსი უკვე დავამარცხე, სურვილი გამიჩნდა, მეც ასე დავხმარებოდი ინფიცირებულებს და დავწერე პოსტი, ვისაც უნდა დახმარება, მოვალ და მოგემსახურებით-მეთქი... ერთი გვერდია, "როგორ დავამარცხოთ კოვიდი", სადაც ხალხი დახმარებას ითხოვს. იქაც და ისედაც მსურველები გამოჩდნენ, საზღვარგარეთიდანაც მიკავშირდებიან, - ახლობლებს მაბარებენ, ყურადღება მიეაქციო, ქალაქგარეთაც დავიდივარ, სად აღარ მიწევს მისვლა," - გვიყვება რესპონდენტი...

- 8 შვილს როგორ არჩენთ?

- ინდოელებთან ძიძად ღამის ცვლაში ვმუშაობ, მცირეწლოვანი ტყუპ ბავშვებს ვუვლი. კოვიდიც, სავარაუდოდ, თანამშრომლისგან იქ გადამედო და სამსახურში თითქმის ყველა დავინფიცირდით. რაც შეეხება ჩემს შვილებს, 4 გოგო მყავს და 4 ბიჭი. უფროსი - 23 წლისაა, მომდევნოები - 19-ის, 18-ის, 16-ის, 10-ის, 8-ის, 6-ის და 3 წლის, მეუღლეს წელიწად-ნახევარია, დავცილდი...

- ასე მარტო როგორ უმკლავდებით ამხელა ოჯახს?

- თვითონ ბავშვები მეხმარებიან ერთმანეთის გაზრდაში. უფროსი ბიჭი ცოლიანია და ქუთაისში ცხოვრობს. უფროსები უმცროსებს აქცევენ ყურადღებას... მეცადინეობენ, მასწავლებეთან დადიან... კომპიუტერი კი გვაქვს ერთი, მაგრამ მორიგეობით სარგებლობენ, ასევე ერთი სკოლის მოსწავლის ნოუთბუქიც გვავქვს. უფროსი გოგო სტუდენტია. მოსწავლე კი, სულ 4 გვყავს სახლში.

- კორონვირუსს სად და როგორ უმკურნალეთ?

- როგორც გითხარით, სადაც ვმუშაობ, იქ დავინფიცირდი, ყველას გადაგვედო. მერე იქვე ერთი კვირა ჩაკეტილი ვიყავი. შემდეგ სახლში წამოვედი... რაც კორონას ახასიათებს, ყველა სიმპტომი მქონდა. ცოტა ბრონქების პრობლემა მაქვს და ამიტომ ხველა იყო გაძლიერებული, ტემპერატურამაც ამიწია, მაინცდამაინც მძიმედ არ ვყოფილვარ. თვითონ ვიკეთებდი გადასხმას. ის კი არა, ახლაც მიკეთია "კათეტერი" და ამ სირბილშიც საპროფილაქტიკოდ გადასხმას კიდევ ვიკეთებ. იმუნიტეტისთვის „ომეგა 3“-ს და „დ 3“-საც ვსვამდი და ყველა რეკომენდაციას ვიცავდი, რასაც ექიმები გვაწვდიან.

- სისტემის დადგმა სად ისწავლეთ?

- პირველი ბავშვი პრობლემური იყო, საავადმყოფოში ხშირად ვიწექით ხოლმე... მერე ორსულად რომ ვიყავი შემდეგ ბავშვზე, მჭირდებოდა გადასხმა და ჩემს თავზე ვისწავლე, თვითონ ვიკეთებდი. ოჯახის წევრებსა და ახლობლებს საჭიროების შემთხვევაში ვუდგამდი. უცხოებისთვის არ გამიკეთებია.

- ახლა რომ დადიხართ დაინფიცირებულ პაციენტებთან, რა სურათია - მძიმედ არიან ადამიანები?

- თუ დიდი ოჯახია, თითო ოჯახში 2-3-ი გადასხმაა გსაკეთებელი. დღეში 30 პაციენტთან მიწევს სისტემის დადგმა. არიან მოხუცები, რომლებიც მარტო ყავთ სახლში დატოვებულები და იქ წამლებიც უნდა მივიტანო. ზოგი ჩაკეტილია სახლში. წამლების ფულს მინაზღაურებენ და კიდევ ტაქსის თანხას იხდიან, რადგანაც ტრანსპორტი არ არის, გადასაადგილებლად ტაქსის დაქირავება მიწევს და ისე ვმოძრაობ.

დილიდან ღამემდე ჩართული ვარ... ისე, ერთი რამ კი ძალიან მიკვირს - თუკი რამდენიმე დღე მაღალი ტემპერატურა გრძელდება, ექიმები ანტიბიოტიკის რატომ არ ნიშნავენ? ფილტვების ანთება, ასთმის შეტევა ანტიბიოტიკის გარეშე როგორ უნდა დაამარცხო? ექიმი არ ვარ, არაფერს ვამტკიცებ, მაგრამ ასე ვფიქრობ. მე მაგალითად, ვიკეთებდი ატიბიოტიკს... მოკლედ, ყველას ჯანმრთელობას ვუსურვებ. მთავარია, არაფრის შეეშინდეთ და დაიცვან რეკომენდაციები...

"მალე ზურას დაბადების დღე მოდის და შვილთან წავიდა" - ნინო ჟვანია დედამთილის გარდაცვალებაზე

ზურაბ ჟვანიას დედა რემა ჟვანია  გარდაიცვალა

"ერთხელ მეზობელი მოვიდა და გვითხრა, თქვენ ხომ არ გიჭირთო?..." - ცნობილი პოლიტიკოსის დედა შვილის პირადზე, რუსეთში სწავლასა და მეუღლეზე