მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

24

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"არსებითი საკითხია, როდის მოვა ივანიშვილი გონს, რომ გამოსავალი ვადამდელ არჩევნებში იპოვოს" - რაზე შეთანხმდნენ ოპოზიციური პარტიების ლიდერები შეხვედრისას
"არსებითი საკითხია, როდის მოვა ივანიშვილი გონს, რომ გამოსავალი ვადამდელ არჩევნებში იპოვოს" - რაზე შეთანხმდნენ ოპოზიციური პარტიების ლიდერები შეხვედრისას

"ლელო სა­ქარ­თვე­ლოს­თვის“ ცენ­ტრა­ლურ ოფის­ში ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ე­ბის წარ­მო­მად­გე­ნელ­თა შეხ­ვედ­რა გა­ი­მარ­თა. შეხ­ვედ­რის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ კი მათ კო­მენ­ტა­რე­ბი ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან გა­ა­კე­თეს. გა­გაც­ნობთ, ზო­გი­ერ­თი მათ­გა­ნის გან­ცხა­დე­ბას.

  • გიგა ბო­კე­რია, "ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს" ერთ-ერთი ლი­დე­რი:

ყვე­ლა თე­მა­ზე ვიკ­რი­ბე­ბით რუ­ტი­ნუ­ლად ჩვენ, პარ­ტი­ე­ბი. ჩვენ ჯერ არა­ნა­ი­რი სი­ახ­ლე არ გვაქვს, არც მე­სა­მე რა­უნდთან და­კავ­ში­რე­ბით და ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ე­ბის პო­ზი­ცი­აც უც­ვლე­ლია.

ჩვე­ნი ყვე­ლა წი­ნა­და­დე­ბა არის ხე­ლა­ხა­ლი არ­ჩევ­ნე­ბის ქოლ­გის ქვეშ. მე არ გან­ვი­ხი­ლავ სხვა წი­ნა­და­დე­ბებს და არც ჩვე­ნი პო­ლი­ტი­კუ­რი გუნ­დი. ახა­ლი არ­ჩევ­ნე­ბის ქოლ­გის ქვეშ არის ბევ­რი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი წი­ნა­და­დე­ბა, რა­ზეც ალ­ბათ, ალე­კო ელი­საშ­ვი­ლი სა­უბ­რობს, იმი­ტომ, რომ ახა­ლი არ­ჩევ­ნე­ბი უნდა ჩა­ტარ­დეს ნორ­მა­ლუ­რად და ნორ­მა­ლუ­რად ჩა­ტა­რე­ბას სჭირ­დე­ბა არ­სე­ბი­თი ცვლი­ლე­ბე­ბი.

არ­სე­ბი­თი სა­კი­თხია, თუ რო­დის მოვა ივა­ნიშ­ვი­ლი გონს, რომ კრი­ზი­სი­დან გა­მო­სა­ვა­ლი ვა­დამ­დელ არ­ჩევ­ნებ­ში იპო­ვოს.

  • ალე­კო ელი­საშ­ვი­ლი, პარ­ტია "მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის" ლი­დე­რი:

ცხა­რე დის­კუ­სია გვქონ­და. რამ­დე­ნი­მე სა­ა­თი გაგ­რძელ­და. აზ­რთა სხვა­დას­ხვა­ო­ბაა, მაგ­რამ სა­ერ­თო პო­ზი­ცია შე­ვა­ჯე­რეთ და მზად ვართ, მე­სა­მე რა­უნ­დის­თვის და ელ­ჩებ­თან შეხ­ვედ­რის­თვის. ულ­ტი­მა­ტუ­მი არ არის. ერთი მხრივ გვაქვს ბო­ი­კო­ტი, მე­ო­რე მხრივ შე­თა­ვა­ზე­ბა. ულ­ტი­მა­ტუ­მით არ ვსა­უბ­რობთ. გვაქვს შე­თა­ვა­ზე­ბა, ასე­ვე "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის­თვის” კრი­ზი­სის დაძ­ლე­ვის ხედ­ვა გვაქვს გაგ­ზავ­ნი­ლი. ბო­ი­კო­ტი, მარ­თა­ლია, გვაქვს და ფეხს არ ვუც­ვლით ამ ბო­ი­კოტს გან­სა­კუთ­რე­ბით ჩვე­ნი პარ­ტია, მაგ­რამ მზად ვართ შევ­ხვდეთ.

  • გი­ორ­გი ვა­შა­ძე, "სტრა­ტე­გია აღ­მა­შე­ნებ­ლის“ ლი­დე­რი:

დღეს ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი, კარ­გი სა­მუ­შაო შეხ­ვედ­რა გვქონ­და, სა­დაც ოპო­ზი­ცი­ამ ერ­თი­ა­ნო­ბა შე­ვი­ნარ­ჩუ­ნეთ და სა­ერ­თო პო­ზი­ცი­ა­ზე ვდგა­ვართ. ძა­ლი­ან ბევ­რი სა­კი­თხი იყო გან­ხი­ლუ­ლი, დე­ტა­ლებ­ში ვერ შე­ვალ. დღეს დღის ბო­ლომ­დე ჩა­მო­ყა­ლიბ­დე­ბა ეს სა­კი­თხე­ბი და ჩვე­ნი მო­ლო­დი­ნია, რომ შევ­ხვდე­ბით დიპ­ლო­მა­ტი­ურ კორ­პუსს ალ­ბათ ხვალ და ამ გა­ნახ­ლე­ბულ პო­ზი­ცი­ებს აუ­ცი­ლებ­ლად ვამ­ცნობთ, რად­გან ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ჩვენ ოპო­ზი­ცი­ამ ვაჩ­ვე­ნოთ, რომ მზად ვართ ადეკ­ვა­ტუ­რად შე­ვა­ფა­სოთ ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბუ­ლი უმ­ძი­მე­სი ვი­თა­რე­ბა და გარ­კვე­უ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბი რაც იყო დიპ­ლო­მა­ტე­ბის მიერ მო­წო­დე­ბუ­ლი, იმა­ზე დაყ­რდნო­ბით ჩვენ ახალ კონ­სტრუქ­ცი­ას წარ­ვად­გენთ.

არა­ფე­რი გა­მოგ­ვიკ­ლია მო­თხოვ­ნე­ბის­თვის, რა მი­ვა­მა­ტეთ და რა ფორ­მა­ცია აქვს მო­თხოვ­ნებს, სა­ბო­ლოო დო­კუ­მენ­ტი რომ შე­ჯერ­დე­ბა, ამის შემ­დეგ გვაქვს უფ­ლე­ბა, რომ ვი­სა­უბ­როთ. ვი­კა­მა­თეთ სტრა­ტე­გი­ა­ზეც, სა­კი­თხებ­ზეც, რა უფრო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ყვე­ლამ თა­ვი­სი კომ­პრო­მი­სუ­ლი ნა­ბი­ჯი გა­დად­გა და სა­ერ­თო პო­ზი­ცი­ე­ბი შე­ვა­ჯე­რეთ, რო­გორც კი დიპ­ლო­მა­ტებ­თან გვექ­ნე­ბა კო­მუ­ნი­კა­ცია სა­ერ­თო შე­ჯე­რე­ბუ­ლი პო­ზი­ცი­ით - ჩვენ მათ­თა­ნაც გვაქვს გარ­კვე­უ­ლი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი აღე­ბუ­ლი, ამის შემ­დეგ სა­ჯა­რო გახ­დე­ბა ჩვე­ნი პო­ზი­ცია,

  • ნიკა მე­ლია, "ნა­ცი­ონ­ლა­უ­რი მოძ­რა­ო­ბის" ერთ-ერთი ლი­დე­რი:

ოპო­ზი­ცია არის რო­გორც არა­სო­დეს ერ­თი­ა­ნი, ერ­თი­ა­ნი იმ პო­ზი­ცი­ა­ში, რო­მელ­საც აქვს მხარ­და­ჭე­რა სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში. პო­ზი­ცია გუ­ლის­ხმობს, რომ ქვე­ყა­ნა­ში არ­ჩევ­ნე­ბი არ ჩა­ტარ­და, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის მიერ შექ­მნი­ლია პო­ლი­ტი­კუ­რი კრი­ზი­სი, სხვა კრი­ზი­სებს და­ა­მა­ტა და შექ­მნა ხე­ლოვ­ნუ­რად პო­ლი­ტი­კუ­რი კრი­ზი­სიც, ამი­ტომ ამ პო­ლი­ტი­კუ­რი კრი­ზი­სის გან­მუხ­ტვას სჭირ­დე­ბა გა­მო­სა­ვა­ლი და ეს გა­მო­სა­ვა­ლი არის ახალ არ­ჩევ­ნებ­ში.

ეს პო­ზი­ცია არის ერ­თი­ა­ნი და, რა თქმა უნდა, არ­სე­ბობს სხვა შე­თან­ხმე­ბის ელე­მენ­ტე­ბიც, რო­მე­ლიც გუ­ლის­ხმობს იმას, ახალ არ­ჩევ­ნებ­თან ერ­თად, რა ცვლი­ლე­ბე­ბი უნდა გან­ხორ­ცი­ელ­დეს, რომ რე­ა­ლუ­რად ახა­ლი არ­ჩევ­ნე­ბი ახა­ლი არ­ჩევ­ნე­ბის­თვის კი არ იყოს, არა­მედ ჩა­ტარ­დეს თა­ვი­სუ­ფალ გა­რე­მო­ში. ეს გუ­ლის­ხმობს სა­კა­ნონ­მდებ­ლო დო­ნე­ზე გა­სა­ტა­რე­ბელ ცვლი­ლე­ბებს და ა.შ. მაგ­რამ მთა­ვა­რი და ფუნ­და­მენ­ტუ­რად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი არის, რომ ყვე­ლა ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტია პო­ზი­ცი­ა­ში ერ­თი­ა­ნია,

  • ზუ­რაბ ჯა­ფა­რი­ძე, "გირ­ჩის" ლი­დე­რი

"ოპო­ზი­ცია ერ­თი­ა­ნია, ბო­ი­კო­ტის რე­ჟიმ­ში რჩე­ბა. სხვა­დას­ხვა ტი­პის სა­კი­თხებ­ზე ვსა­უბ­რობ­დით, პო­ზი­ცი­ე­ბი შე­ვა­ჯე­რეთ და ჩემი აზ­რით, მზად ვართ, მო­დე­რა­ტო­რებს შევ­ხვდეთ და და­ვე­ლა­პა­რა­კოთ. მი­ლი­ო­ნი სა­კი­თხი გან­ვი­ხი­ლეთ, სხვა­დას­ხვა პარ­ტი­ას, სა­კი­თხებ­თან და­კავ­ში­რე­ბით სხვა­დას­ხვა პო­ზი­ცია გვაქვს. ცხა­რე კა­მა­თი გვქონ­და, მაგ­რამ ოპო­ზი­ცია ერ­თი­ა­ნია!

ერ­თი­ა­ნი პო­ზი­ცია ნიშ­ნავს, რომ ოპო­ზი­ცია მო­ლა­პა­რა­კე­ბის მა­გი­დას­თან ერ­თი­ა­ნი პო­ზი­ცი­ით მივა. ახ­ლაც ვამ­ბობ, რომ არას­წო­რი ნა­ბი­ჯი გა­დად­გეს რიგ­მა ოპო­ზი­ცი­ურ­მა პარ­ტი­ებ­მა, რო­დე­საც და­ფი­ნან­სე­ბა მი­ი­ღეს. "გირ­ჩი" პარ­ლა­მენ­ტში ტყუ­ი­ლად გად­მოგ­დე­ბუ­ლი კან­ფე­ტის­თვის არ შევა, თუ ოპო­ზი­ცია ერ­თი­ა­ნი არ იქ­ნე­ბა, არა­ფერს აზრი არ აქვს. ვინ­მეს თუ ჰგო­ნია, იტყვის, რომ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი სა­სა­მარ­თლო­ში რე­ფორ­მას ატა­რებს და ამის გამო მე პარ­ლა­მენ­ტში შე­ვალ - არა, ძა­ლი­ან ცდე­ბა! მო­დე­რა­ტო­რებ­თან ერ­თი­ა­ნი პო­ზი­ცი­ით მი­ვალთ და ამის ერთი ნა­წი­ლი ვა­დამ­დე­ლი არ­ჩევ­ნე­ბიც იქ­ნე­ბა. ერ­თი­ან პო­ზი­ცი­ას ვერ მო­გიყ­ვე­ბით, პა­კე­ტია სრუ­ლი, რო­მელ­საც ჯერ მო­დე­რა­ტო­რებს გა­ვაც­ნობთ და მერე ვნა­ხოთ... მო­თხოვ­ნე­ბი, რა­ღაც ნა­წილ­ში გა­ი­ზარ­და, რა­ღაც ნა­წილ­ში და­სუს­ტდა.

  • ბად­რი ჯა­ფა­რი­ძე, "ლელო სა­ქარ­თვე­ლოს­თვის" ერთ-ერთი ლი­დე­რი

ჩვენ ვართ ერ­თი­ა­ნი, ჩვე­ნი პო­ზი­ცია არის ერ­თი­ა­ნი, წი­ნა­და­დე­ბი არის ერ­თი­ა­ნი, რო­მე­ლიც ჩა­მო­ვა­ყა­ლი­ბეთ ძა­ლი­ან მკა­ფი­ოდ ამ შეხ­ვედ­რე­ბის შე­დე­გად. არის ახა­ლი სა­ინ­ტე­რე­სო კომ­პო­ნენ­ტე­ბიც, მაგ­რამ, რაც მთა­ვა­რია, ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ე­ბი, ვგუ­ლის­ხმობ მათ, ვინც გა­და­ლა­ხეს ზღვა­რი ბოლო არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გად, ვართ ერ­თი­ა­ნი ჩვენს პო­ზი­ცი­ა­ში, მო­თხოვ­ნა ვა­დამ­დელ არ­ჩევ­ნე­ბღან და­კავ­ში­რე­ბით იგი­ვეა, არის სხვა სა­ინ­ტე­რე­სო წი­ნა­და­დე­ბიც, ჩვე­ნი აზ­რით, ქვეყ­ნის­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი, რო­მელ­საც ჩვენს მო­დე­რა­ტო­რებს აუ­ცი­ლებ­ლად გა­ვაც­ნობთ. სა­ნამ არ გვექ­ნე­ბა ჩვე­ნი მო­დე­რა­ტო­რე­ბის­გან შე­სა­ბა­მი­სი თან­ხმო­ბა, ჩვენ სა­ზო­გა­დო­ბას ვერ გა­ვაც­ნობთ ამ წი­ნა­და­დე­ბებს, მაგ­რამ გპირ­დე­ბით, რომ გა­ვაც­ნობთ, რო­დე­საც შევ­თან­ხმდე­ბით ჩვენს მო­დე­რა­ტო­რებ­თან,

მკითხველის კომენტარები / 36 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ალექს
53

 ვადა არ ვიცი და გამოსული იქნებოდით !

ჩემი აზრი
78

ვაი თქვენს პატრონს. გადაშენდით და დაგვასვენეთ დავიღალეეთ!!!!!!!!!!!!!!!!!!!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა
ავტორი:

"არსებითი საკითხია, როდის მოვა ივანიშვილი გონს, რომ გამოსავალი ვადამდელ არჩევნებში იპოვოს" - რაზე შეთანხმდნენ ოპოზიციური პარტიების ლიდერები შეხვედრისას

"არსებითი საკითხია, როდის მოვა ივანიშვილი გონს, რომ გამოსავალი ვადამდელ არჩევნებში იპოვოს" - რაზე შეთანხმდნენ ოპოზიციური პარტიების ლიდერები შეხვედრისას

"ლელო საქართველოსთვის“ ცენტრალურ ოფისში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელთა შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის დასრულების შემდეგ კი მათ კომენტარები ჟურნალისტებთან გააკეთეს. გაგაცნობთ, ზოგიერთი მათგანის განცხადებას.

  • გიგა ბოკერია, "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი:

ყველა თემაზე ვიკრიბებით რუტინულად ჩვენ, პარტიები. ჩვენ ჯერ არანაირი სიახლე არ გვაქვს, არც მესამე რაუნდთან დაკავშირებით და ოპოზიციური პარტიების პოზიციაც უცვლელია.

ჩვენი ყველა წინადადება არის ხელახალი არჩევნების ქოლგის ქვეშ. მე არ განვიხილავ სხვა წინადადებებს და არც ჩვენი პოლიტიკური გუნდი. ახალი არჩევნების ქოლგის ქვეშ არის ბევრი მნიშვნელოვანი წინადადება, რაზეც ალბათ, ალეკო ელისაშვილი საუბრობს, იმიტომ, რომ ახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს ნორმალურად და ნორმალურად ჩატარებას სჭირდება არსებითი ცვლილებები.

არსებითი საკითხია, თუ როდის მოვა ივანიშვილი გონს, რომ კრიზისიდან გამოსავალი ვადამდელ არჩევნებში იპოვოს.

  • ალეკო ელისაშვილი, პარტია "მოქალაქეების" ლიდერი:

ცხარე დისკუსია გვქონდა. რამდენიმე საათი გაგრძელდა. აზრთა სხვადასხვაობაა, მაგრამ საერთო პოზიცია შევაჯერეთ და მზად ვართ, მესამე რაუნდისთვის და ელჩებთან შეხვედრისთვის. ულტიმატუმი არ არის. ერთი მხრივ გვაქვს ბოიკოტი, მეორე მხრივ შეთავაზება. ულტიმატუმით არ ვსაუბრობთ. გვაქვს შეთავაზება, ასევე "ქართული ოცნებისთვის” კრიზისის დაძლევის ხედვა გვაქვს გაგზავნილი. ბოიკოტი, მართალია, გვაქვს და ფეხს არ ვუცვლით ამ ბოიკოტს განსაკუთრებით ჩვენი პარტია, მაგრამ მზად ვართ შევხვდეთ.

  • გიორგი ვაშაძე, "სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი:

დღეს ძალიან სერიოზული, კარგი სამუშაო შეხვედრა გვქონდა, სადაც ოპოზიციამ ერთიანობა შევინარჩუნეთ და საერთო პოზიციაზე ვდგავართ. ძალიან ბევრი საკითხი იყო განხილული, დეტალებში ვერ შევალ. დღეს დღის ბოლომდე ჩამოყალიბდება ეს საკითხები და ჩვენი მოლოდინია, რომ შევხვდებით დიპლომატიურ კორპუსს ალბათ ხვალ და ამ განახლებულ პოზიციებს აუცილებლად ვამცნობთ, რადგან ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ოპოზიციამ ვაჩვენოთ, რომ მზად ვართ ადეკვატურად შევაფასოთ ქვეყანაში არსებული უმძიმესი ვითარება და გარკვეული ინფორმაციები რაც იყო დიპლომატების მიერ მოწოდებული, იმაზე დაყრდნობით ჩვენ ახალ კონსტრუქციას წარვადგენთ.

არაფერი გამოგვიკლია მოთხოვნებისთვის, რა მივამატეთ და რა ფორმაცია აქვს მოთხოვნებს, საბოლოო დოკუმენტი რომ შეჯერდება, ამის შემდეგ გვაქვს უფლება, რომ ვისაუბროთ. ვიკამათეთ სტრატეგიაზეც, საკითხებზეც, რა უფრო მნიშვნელოვანია, ყველამ თავისი კომპრომისული ნაბიჯი გადადგა და საერთო პოზიციები შევაჯერეთ, როგორც კი დიპლომატებთან გვექნება კომუნიკაცია საერთო შეჯერებული პოზიციით - ჩვენ მათთანაც გვაქვს გარკვეული ვალდებულებები აღებული, ამის შემდეგ საჯარო გახდება ჩვენი პოზიცია,

  • ნიკა მელია, "ნაციონლაური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი:

ოპოზიცია არის როგორც არასოდეს ერთიანი, ერთიანი იმ პოზიციაში, რომელსაც აქვს მხარდაჭერა საზოგადოებაში. პოზიცია გულისხმობს, რომ ქვეყანაში არჩევნები არ ჩატარდა, ბიძინა ივანიშვილის მიერ შექმნილია პოლიტიკური კრიზისი, სხვა კრიზისებს დაამატა და შექმნა ხელოვნურად პოლიტიკური კრიზისიც, ამიტომ ამ პოლიტიკური კრიზისის განმუხტვას სჭირდება გამოსავალი და ეს გამოსავალი არის ახალ არჩევნებში.

ეს პოზიცია არის ერთიანი და, რა თქმა უნდა, არსებობს სხვა შეთანხმების ელემენტებიც, რომელიც გულისხმობს იმას, ახალ არჩევნებთან ერთად, რა ცვლილებები უნდა განხორციელდეს, რომ რეალურად ახალი არჩევნები ახალი არჩევნებისთვის კი არ იყოს, არამედ ჩატარდეს თავისუფალ გარემოში. ეს გულისხმობს საკანონმდებლო დონეზე გასატარებელ ცვლილებებს და ა.შ. მაგრამ მთავარი და ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი არის, რომ ყველა ოპოზიციური პარტია პოზიციაში ერთიანია,

  • ზურაბ ჯაფარიძე, "გირჩის" ლიდერი

"ოპოზიცია ერთიანია, ბოიკოტის რეჟიმში რჩება. სხვადასხვა ტიპის საკითხებზე ვსაუბრობდით, პოზიციები შევაჯერეთ და ჩემი აზრით, მზად ვართ, მოდერატორებს შევხვდეთ და დაველაპარაკოთ. მილიონი საკითხი განვიხილეთ, სხვადასხვა პარტიას, საკითხებთან დაკავშირებით სხვადასხვა პოზიცია გვაქვს. ცხარე კამათი გვქონდა, მაგრამ ოპოზიცია ერთიანია!

ერთიანი პოზიცია ნიშნავს, რომ ოპოზიცია მოლაპარაკების მაგიდასთან ერთიანი პოზიციით მივა. ახლაც ვამბობ, რომ არასწორი ნაბიჯი გადადგეს რიგმა ოპოზიციურმა პარტიებმა, როდესაც დაფინანსება მიიღეს. "გირჩი" პარლამენტში ტყუილად გადმოგდებული კანფეტისთვის არ შევა, თუ ოპოზიცია ერთიანი არ იქნება, არაფერს აზრი არ აქვს. ვინმეს თუ ჰგონია, იტყვის, რომ ბიძინა ივანიშვილი სასამართლოში რეფორმას ატარებს და ამის გამო მე პარლამენტში შევალ - არა, ძალიან ცდება! მოდერატორებთან ერთიანი პოზიციით მივალთ და ამის ერთი ნაწილი ვადამდელი არჩევნებიც იქნება. ერთიან პოზიციას ვერ მოგიყვებით, პაკეტია სრული, რომელსაც ჯერ მოდერატორებს გავაცნობთ და მერე ვნახოთ... მოთხოვნები, რაღაც ნაწილში გაიზარდა, რაღაც ნაწილში დასუსტდა.

  • ბადრი ჯაფარიძე, "ლელო საქართველოსთვის" ერთ-ერთი ლიდერი

ჩვენ ვართ ერთიანი, ჩვენი პოზიცია არის ერთიანი, წინადადები არის ერთიანი, რომელიც ჩამოვაყალიბეთ ძალიან მკაფიოდ ამ შეხვედრების შედეგად. არის ახალი საინტერესო კომპონენტებიც, მაგრამ, რაც მთავარია, ოპოზიციური პარტიები, ვგულისხმობ მათ, ვინც გადალახეს ზღვარი ბოლო არჩევნების შედეგად, ვართ ერთიანი ჩვენს პოზიციაში, მოთხოვნა ვადამდელ არჩევნებღან დაკავშირებით იგივეა, არის სხვა საინტერესო წინადადებიც, ჩვენი აზრით, ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი, რომელსაც ჩვენს მოდერატორებს აუცილებლად გავაცნობთ. სანამ არ გვექნება ჩვენი მოდერატორებისგან შესაბამისი თანხმობა, ჩვენ საზოგადობას ვერ გავაცნობთ ამ წინადადებებს, მაგრამ გპირდებით, რომ გავაცნობთ, როდესაც შევთანხმდებით ჩვენს მოდერატორებთან,

"გირჩი" არც ჩემი არ არის, არც ზურა ჯაფარიძის, არც ვახო მეგრელიშვილის, ვერც ვერავინ წაიღებს და ვერც ვერავის მისცემს" - იაგო ხვიჩია

გიგი უგულავას თქმით, ოპოზიციის სამი მოთხოვნა - რიგგარეშე არჩევნები, ცესკოს  სრული რეფორმა და პოლიტპატიმრების საკითხი, უცვლელი რჩება

"თუ რიგგარეშე არჩევნები არ ჩაინიშნა, ოპოზიციის პარლამენტში შესვლა აღიქმება როგორც ივანიშვილის მიერ ყურით შეთრევა“ - ნიკა მელია