სპორტი
Faceამბები
მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მიზანია თებერვლის დასაწყისში სრულფასოვანი ცხოვრების გაგრძელების შესაძლებლობა მოგვეცეს" - რას ამბობს პრემიერი ვაქცინაციაზე?
"მიზანია თებერვლის დასაწყისში სრულფასოვანი ცხოვრების გაგრძელების შესაძლებლობა მოგვეცეს" - რას ამბობს პრემიერი ვაქცინაციაზე?

პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას გან­ცხა­დე­ბით, შე­ზღუდ­ვე­ბის ორ­თვი­ან გეგ­მას­თან ერ­თად, დღე­ში გა­სა­კე­თე­ბე­ლი ტეს­ტე­ბის ოდე­ნო­ბის 20 ათა­სამ­დე გაზ­რდა ხელს შე­უ­წყობს ეპი­დე­მი­ის გავ­რე­ლე­ბის დო­ნის სწრაფ გა­მოვ­ლე­ნას. ამის შე­სა­ხებ გა­ხა­რი­ამ მთავ­რო­ბის სხდო­მი­სას გა­ნა­ცხა­და.

"მო­გეხ­სე­ნე­ბათ, რომ ჩვენ გა­მო­ვა­ცხა­დეთ მიზ­ნობ­რი­ვი, წერ­ტი­ლო­ვა­ნი შე­ზღუდ­ვე­ბის ორ­თვი­ა­ნი კონ­კრე­ტუ­ლი გეგ­მა, რო­მელ­მაც უნდა და­ას­ტა­ბი­ლუ­როს ქვე­ყა­ნა­ში კო­ვი­დის ინ­ფექ­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბის სის­წრა­ფე. ჩვენ ამავდრო­უ­ლად, ამ ორ­თვი­ან გეგ­მას­თან ერ­თად, ვა­ცხა­დებთ ინ­ტენ­სი­უ­რი ტეს­ტი­რე­ბის ახალ გრა­ფიკს, რო­მე­ლიც და­ი­წყო გუ­შინ და რო­მე­ლიც უახ­ლო­ეს პე­რი­ოდ­ში დღე­ში 20 ათას ტესტს მი­აღ­წევს. ეს არის პა­რა­ლე­ლუ­რი პრო­ცე­სი, რო­მელ­მაც შე­ზღუდ­ვე­ბის პე­რი­ოდ­ში, ხელი უნდა შე­უ­წყოს ეპი­დე­მი­ის გავ­რცე­ლე­ბის დო­ნის სწრაფ გა­მოვ­ლე­ნას. მო­ქა­ლა­ქე­ებს შე­საძ­ლებ­ლო­ბა ექ­ნე­ბათ, სა­ხელ­მწი­ფოს ხარ­ჯზე, ყო­ველ­დღი­უ­რად, 20 ათა­სი ტეს­ტი გა­ი­კე­თონ, გარ­და იმი­სა, რა­საც კო­მერ­ცი­უ­ლი სექ­ტო­რი გა­ა­კე­თებს.

ამ ნა­ბი­ჯის მი­ზა­ნია, რომ შე­ზღუდ­ვე­ბის ორ­თვი­ა­ნი გეგ­მა იყოს მაქ­სი­მა­ლუ­რად ეფექ­ტუ­რი, რომ ჩვენ ინ­ფი­ცი­რე­ბის შემ­თხვე­ვე­ბი მაქ­სი­მა­ლუ­რად სწრა­ფად გა­მო­ვავ­ლი­ნოთ, მო­ვახ­დი­ნოთ იზო­ლა­ცია ან მკურ­ნა­ლო­ბა და თე­ბერ­ვლის და­სა­წყის­ში სრულ­ფა­სო­ვა­ნი ცხოვ­რე­ბის გაგ­რძე­ლე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა მოგ­ვე­ცეს", - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი გა­ხა­რი­ამ.

რო­გორც მან აღ­ნიშ­ნა, შე­იქ­მნა უწყე­ბა­თა­შო­რი­სი კო­მი­სია, რო­მე­ლიც იზ­რუ­ნებს ვაქ­ცი­ნა­ცი­ის გეგ­მის მომ­ზა­დე­ბა­ზე, ისე­ვე რო­გორ ვაქ­ცი­ნე­ბის შეს­ყიდ­ვა­ზე. კო­მი­სი­ას და­ე­ვა­ლე­ბა იმ ტექ­ნი­კუ­რი სა­მუ­შა­ო­ბის ჩა­ტა­რე­ბაც, რო­მე­ლიც ვაქ­ცი­ნა­ცი­ის და­სა­წყე­ბად არის სა­ჭი­რო.

„მო­გეხ­სე­ნე­ბათ, რომ სა­ქარ­თვე­ლო გახ­ლავთ კო­ვაქს პლატ­ფორ­მის წევ­რი ქვე­ყა­ნა, ჩვენ უკვე გა­და­ვი­ხა­დეთ გარ­კვე­უ­ლი თან­ხე­ბი სქარ­თვე­ლო­ში ვაქ­ცი­ნის დრო­უ­ლად შე­მო­ტა­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბით და ამ უწყე­ბა­თა­შო­რის­მა კო­მი­სი­ამ უნდა უზ­რუნ­ველ­ყოს, რო­გორც ვაქ­ცი­ნის დრო­უ­ლი შე­მო­ტა­ნა სა­ქარ­თვე­ლო­ში, ასე­ვე ის ტექ­ნი­კუ­რი მო­სამ­ზა­დე­ბე­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბის ჩა­ტა­რე­ბა, რო­მე­ლიც აუ­ცი­ლე­ბე­ლია დრო­უ­ლი და ეფექ­ტუ­რი ვაქ­ცი­ნა­ცი­ის და­სა­წყე­ბად,“ - გა­ნა­ცხა­და გა­ხა­რი­ამ.

მი­სი­ვე თქმით, შე­ზღუდ­ვე­ბის 2-თვი­ა­ნი პე­რი­ო­დი და ტეს­ტი­რე­ბა­ზე ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბის გაზ­რდა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია იმის­თვის, რომ მაქ­სი­მა­ლუ­რად შემ­ცირ­დეს ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის სის­წრა­ფე.

„ყვე­ლას კარ­გად უნდა გვეს­მო­დეს, რომ შე­უძ­ლე­ბე­ლია 2 თვე­ში ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის კრი­ტი­კუ­ლი შემ­ცი­რე­ბა, თუმ­ცა, ჩვენ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო და არის ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის სის­წრა­ფის შე­ჩე­რე­ბა. ამი­ტომ ყვე­ლამ ერ­თად უნდა და­ვიც­ვათ ის კა­ნო­ნე­ბი და შე­ზღუდ­ვე­ბი, რო­მე­ლიც უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სია იმის­თვის, რომ და­ვიც­ვათ ერ­თმა­ნე­თი, და­ვიც­ვათ ჩვე­ნი მო­ხუ­ცე­ბი. რა თქმა უნდა, ქვე­ყა­ნა­ში არა­ვინ და არას­დროს შე­ზღუ­დავს არც გა­მო­ხატ­ვის თა­ვი­სუფ­ლე­ბას, არც სი­ტყვის თა­ვი­სუფ­ლე­ბას, თუმ­ცა, ის მო­თხოვ­ნე­ბი, რომ­ლებ­საც დღეს გვი­ყე­ნებს კა­ნო­ნი, ეპი­დე­მი­ო­ლო­გე­ბი და ექი­მე­ბი, არ არის ისე­თი რთუ­ლი. ჩვენ შეგ­ვიძ­ლია შე­ვი­ნარ­ჩუ­ნოთ რო­გორც ჩვე­ნი გა­მო­ხატ­ვის თა­ვი­სუფ­ლე­ბა, ამას­თან ერ­თად და­ვიც­ვათ ელე­მენ­ტა­რუ­ლი წე­სე­ბი. არ არის რთუ­ლი პირ­ბა­დის ტა­რე­ბა და ეს წე­სე­ბი ეხე­ბა ყვე­ლას,“ - გა­ნა­ცხა­და გა­ხა­რი­ამ.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 31 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლილი
32

გახარია უუნარო ქოსატყუილა.დააქცია დააჩაჩანაკა ადამიანები,სხვა პლანეტაზე ცხოვრობს თავის ქოცხროვასთან და მუშკეტერა ექიმებთან ერთად.სამარცხვინო ხელისუფლების პრემიერი.ჩემი არც ხელისუფლებაა,არც მერი,არც პრემიერი და არც ჯანდაცვა.ვისია არ ვიცი.

რაო
2

და სახელლმწიფოში ფული ვიშ შეაქ? შემთხვევით ჩვენ ხალხს ხომ არა გადასახადების გადამხდელებს? 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

"მიზანია თებერვლის დასაწყისში სრულფასოვანი ცხოვრების გაგრძელების შესაძლებლობა მოგვეცეს" - რას ამბობს პრემიერი ვაქცინაციაზე?

"მიზანია თებერვლის დასაწყისში სრულფასოვანი ცხოვრების გაგრძელების შესაძლებლობა მოგვეცეს" - რას ამბობს პრემიერი ვაქცინაციაზე?

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, შეზღუდვების ორთვიან გეგმასთან ერთად, დღეში გასაკეთებელი ტესტების ოდენობის 20 ათასამდე გაზრდა ხელს შეუწყობს ეპიდემიის გავრელების დონის სწრაფ გამოვლენას. ამის შესახებ გახარიამ მთავრობის სხდომისას განაცხადა.

"მოგეხსენებათ, რომ ჩვენ გამოვაცხადეთ მიზნობრივი, წერტილოვანი შეზღუდვების ორთვიანი კონკრეტული გეგმა, რომელმაც უნდა დაასტაბილუროს ქვეყანაში კოვიდის ინფექციის გავრცელების სისწრაფე. ჩვენ ამავდროულად, ამ ორთვიან გეგმასთან ერთად, ვაცხადებთ ინტენსიური ტესტირების ახალ გრაფიკს, რომელიც დაიწყო გუშინ და რომელიც უახლოეს პერიოდში დღეში 20 ათას ტესტს მიაღწევს. ეს არის პარალელური პროცესი, რომელმაც შეზღუდვების პერიოდში, ხელი უნდა შეუწყოს ეპიდემიის გავრცელების დონის სწრაფ გამოვლენას. მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ, სახელმწიფოს ხარჯზე, ყოველდღიურად, 20 ათასი ტესტი გაიკეთონ, გარდა იმისა, რასაც კომერციული სექტორი გააკეთებს.

ამ ნაბიჯის მიზანია, რომ შეზღუდვების ორთვიანი გეგმა იყოს მაქსიმალურად ეფექტური, რომ ჩვენ ინფიცირების შემთხვევები მაქსიმალურად სწრაფად გამოვავლინოთ, მოვახდინოთ იზოლაცია ან მკურნალობა და თებერვლის დასაწყისში სრულფასოვანი ცხოვრების გაგრძელების შესაძლებლობა მოგვეცეს", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

როგორც მან აღნიშნა, შეიქმნა უწყებათაშორისი კომისია, რომელიც იზრუნებს ვაქცინაციის გეგმის მომზადებაზე, ისევე როგორ ვაქცინების შესყიდვაზე. კომისიას დაევალება იმ ტექნიკური სამუშაობის ჩატარებაც, რომელიც ვაქცინაციის დასაწყებად არის საჭირო.

„მოგეხსენებათ, რომ საქართველო გახლავთ კოვაქს პლატფორმის წევრი ქვეყანა, ჩვენ უკვე გადავიხადეთ გარკვეული თანხები სქართველოში ვაქცინის დროულად შემოტანასთან დაკავშირებით და ამ უწყებათაშორისმა კომისიამ უნდა უზრუნველყოს, როგორც ვაქცინის დროული შემოტანა საქართველოში, ასევე ის ტექნიკური მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარება, რომელიც აუცილებელია დროული და ეფექტური ვაქცინაციის დასაწყებად,“ - განაცხადა გახარიამ.

მისივე თქმით, შეზღუდვების 2-თვიანი პერიოდი და ტესტირებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მაქსიმალურად შემცირდეს ვირუსის გავრცელების სისწრაფე.

„ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ შეუძლებელია 2 თვეში ვირუსის გავრცელების კრიტიკული შემცირება, თუმცა, ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო და არის ვირუსის გავრცელების სისწრაფის შეჩერება. ამიტომ ყველამ ერთად უნდა დავიცვათ ის კანონები და შეზღუდვები, რომელიც უმნიშვნელოვანესია იმისთვის, რომ დავიცვათ ერთმანეთი, დავიცვათ ჩვენი მოხუცები. რა თქმა უნდა, ქვეყანაში არავინ და არასდროს შეზღუდავს არც გამოხატვის თავისუფლებას, არც სიტყვის თავისუფლებას, თუმცა, ის მოთხოვნები, რომლებსაც დღეს გვიყენებს კანონი, ეპიდემიოლოგები და ექიმები, არ არის ისეთი რთული. ჩვენ შეგვიძლია შევინარჩუნოთ როგორც ჩვენი გამოხატვის თავისუფლება, ამასთან ერთად დავიცვათ ელემენტარული წესები. არ არის რთული პირბადის ტარება და ეს წესები ეხება ყველას,“ - განაცხადა გახარიამ.

"მსოფლიო ვეღარ იქნება ისეთი, როგორიც იყო პანდემიამდე..." - პრემიერი პანდემიის შედეგებსა და ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებაზე

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"