საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

10

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 19:15-ზე, მთვარე მორიელში იქნება 23:58-დან დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დავით ზალკანიანი: "მინისტერიალმა ერთხმად დაამტკიცა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი, რომელიც გვაახლოებს წევრობასთან" - რა ინფორმაციას ავრცელებს NATO-ს ვებგვერდი
დავით ზალკანიანი: "მინისტერიალმა ერთხმად დაამტკიცა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი, რომელიც გვაახლოებს წევრობასთან" - რა ინფორმაციას ავრცელებს NATO-ს ვებგვერდი

სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის, და­ვით ზალ­კა­ლი­ა­ნის გან­ცხა­დე­ბით, მი­ნის­ტე­რი­ალ­მა ერ­თხმად და­ამ­ტკი­ცა ნატო-სა­ქარ­თვე­ლოს არ­სე­ბი­თი პა­კე­ტი, რო­მე­ლიც მნიშ­ვნე­ლო­ვან­წი­ლად აძ­ლი­ე­რებს სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვი­სუ­ნა­რი­ა­ნო­ბას, მდგრა­დო­ბას და აახ­ლო­ებს ქვე­ყა­ნას ნატო-ს წევ­რო­ბას­თან.

მი­სი­ვე გან­ცხა­დე­ბით, მი­ნის­ტე­რი­ა­ლი ნატო-ში სა­ქარ­თვე­ლოს მო­კავ­ში­რე­ე­ბის­თვის ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­წო­დე­ბის კარ­გი შე­საძ­ლებ­ლო­ბა იყო.

"იყო ძა­ლი­ან კარ­გი შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რომ ჩვენს მო­კავ­ში­რე­ებს ნატო-ში მი­ე­ღოთ ინ­ფორ­მა­ცია პირ­ველ­წყა­რო­დან რე­გი­ონ­ში შექ­მნილ გე­ო­პო­ლი­ტი­კურ სი­ტუ­ა­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით და ასე­ვე, ვიმ­სჯე­ლებთ იმ ერ­თობ­ლივ ქმე­დე­ბებ­ზე, რაც აუ­ცი­ლე­ბე­ლია იმის­თვის, რომ ეს საფრ­თხე­ე­ბი გა­ნე­იტ­რალ­დეს. მი­ნის­ტე­რი­ალ­მა და­ამ­ტკი­ცა ერ­თხმად ნატო-სა­ქარ­თვე­ლოს არ­სე­ბი­თი პა­კე­ტი, რო­მე­ლიც მნიშ­ვნე­ლო­ვან­წი­ლად აძ­ლი­ე­რებს ჩვენს თავ­დაც­ვი­სუ­ნა­რი­ა­ნო­ბას, ჩვენს მდგრა­დო­ბას და კი­დევ უფრო გვა­ახ­ლო­ებს წევ­რო­ბას­თან,” - გა­ნა­ცხა­და და­ვით ზალ­კა­ლი­ან­მა.

ცნო­ბის­თვის, ნატო-ში, ონ­ლა­ინ რე­ჟიმ­ში სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრე­ბის შეხ­ვედ­რა გა­ი­მარ­თა. მი­ნის­ტე­რი­ალ­მა ერ­თხმად და­ამ­ტკი­ცა ნატო-სა­ქარ­თვე­ლოს არ­სე­ბი­თი გაძ­ლი­ე­რე­ბუ­ლი პა­კე­ტი. ასე­ვე, მი­ნის­ტე­რი­ალ­ზე მო­წო­ნე­ბუ­ლი იქნა ნატო-ს 2030-ის სტრა­ტე­გი­აც. მი­ნის­ტე­რი­ა­ლის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას ფაქტს ნატო-ს გე­ნე­რა­ლუ­რი მდი­ვა­ნი, იენს სტოლ­ტენ­ბერ­გი გა­მო­ეხ­მა­უ­რა და მი­ე­სალ­მე­ბა ნატო-სა­ქარ­თვე­ლოს გა­ნახ­ლე­ბუ­ლი არ­სე­ბი­თი პა­კე­ტის დამ­ტკი­ცე­ბას.

"ნატო-ს მი­ნის­ტე­რი­ა­ლი სა­ქარ­თვე­ლო­სა და უკ­რა­ი­ნის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრებ­თან შეხ­ვედ­რით დამ­თავ­რდა, სა­დაც შავი ზღვის რე­გი­ო­ნის უსაფრ­თხო­ე­ბა და ორი­ვე პარტნი­ო­რის მი­მართ ნა­ტოს უწყვე­ტი მხარ­და­ჭე­რა იქნა გან­ხი­ლუ­ლი", - ამის შე­სა­ხებ ნატო-ს ოფი­ცი­ა­ლურ ვებგ­ვერ­დზე გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ პრეს­რე­ლიზ­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, რო­მე­ლიც ორ­დღი­ან მი­ნის­ტე­რი­ალ­თან და­კავ­ში­რე­ბით გავ­რცელ­და.

„ჩვენ მათი რე­ფორ­მე­ბის პროგ­რა­მე­ბი გან­ვი­ხი­ლეთ და გარ­კვე­ვით გან­ვა­ცხა­დეთ, რომ ვაძ­ლი­ე­რებთ მათ მი­მართ ჩვენს პრაქ­ტი­კულ მხარ­და­ჭე­რას,“ - გა­ნა­ცხა­და ნატო-ს გე­ნე­რა­ლურ­მა მდი­ვან­მა იენს სტოლ­ტენ­ბერ­გმა შეხ­ვედ­რის შემ­დეგ.

„მი­ნის­ტრებ­მა ასე­ვე ისა­უბ­რეს ბე­ლა­რუს­სა და მთი­ან ყა­რა­ბაღ­ში გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებ­ზე,“ - აღ­ნიშ­ნუ­ლია ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ პრეს­რე­ლიზ­ში.

მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, ნატო-ს სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრე­ბის მიერ გა­მარ­თულ ორ­დღი­ა­ნი ვირ­ტუ­ა­ლუ­რი შეხ­ვედ­რე­ბის დროს ნატო-ს ადაპ­ტა­ცი­ას­თან, რუ­სე­თის სამ­ხედ­რო ზრდას­თან, შა­ვის ზღვის რე­გი­ო­ნის უსაფრ­თხო­ე­ბას­თან, ჩი­ნეთ­თან და ავ­ღა­ნეთ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­კი­თხე­ბი გა­ნი­ხი­ლეს.

შე­გახ­სე­ნებთ, ნატო-ს მი­ნის­ტე­რი­ა­ლი 1-2 დე­კემ­ბერს გა­ი­მარ­თა.

მკითხველის კომენტარები / 26 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
muamar kadafi
29

ნატო მტკიცედ დგას ჰორიზონტზე

gela
24

უკვე სასაცილოა ეს ყველაფერი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

დავით ზალკანიანი: "მინისტერიალმა ერთხმად დაამტკიცა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი, რომელიც გვაახლოებს წევრობასთან" - რა ინფორმაციას ავრცელებს NATO-ს ვებგვერდი

დავით ზალკანიანი: "მინისტერიალმა ერთხმად დაამტკიცა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი, რომელიც გვაახლოებს წევრობასთან" - რა ინფორმაციას ავრცელებს NATO-ს ვებგვერდი

საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, მინისტერიალმა ერთხმად დაამტკიცა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი, რომელიც მნიშვნელოვანწილად აძლიერებს საქართველოს თავდაცვისუნარიანობას, მდგრადობას და აახლოებს ქვეყანას ნატო-ს წევრობასთან.

მისივე განცხადებით, მინისტერიალი ნატო-ში საქართველოს მოკავშირეებისთვის ინფორმაციის მიწოდების კარგი შესაძლებლობა იყო.

"იყო ძალიან კარგი შესაძლებლობა, რომ ჩვენს მოკავშირეებს ნატო-ში მიეღოთ ინფორმაცია პირველწყაროდან რეგიონში შექმნილ გეოპოლიტიკურ სიტუაციასთან დაკავშირებით და ასევე, ვიმსჯელებთ იმ ერთობლივ ქმედებებზე, რაც აუცილებელია იმისთვის, რომ ეს საფრთხეები განეიტრალდეს. მინისტერიალმა დაამტკიცა ერთხმად ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი, რომელიც მნიშვნელოვანწილად აძლიერებს ჩვენს თავდაცვისუნარიანობას, ჩვენს მდგრადობას და კიდევ უფრო გვაახლოებს წევრობასთან,” - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

ცნობისთვის, ნატო-ში, ონლაინ რეჟიმში საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართა. მინისტერიალმა ერთხმად დაამტკიცა ნატო-საქართველოს არსებითი გაძლიერებული პაკეტი. ასევე, მინისტერიალზე მოწონებული იქნა ნატო-ს 2030-ის სტრატეგიაც. მინისტერიალის მიმდინარეობისას ფაქტს ნატო-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი გამოეხმაურა და მიესალმება ნატო-საქართველოს განახლებული არსებითი პაკეტის დამტკიცებას.

"ნატო-ს მინისტერიალი საქართველოსა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრით დამთავრდა, სადაც შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოება და ორივე პარტნიორის მიმართ ნატოს უწყვეტი მხარდაჭერა იქნა განხილული", - ამის შესახებ ნატო-ს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ პრესრელიზშია აღნიშნული, რომელიც ორდღიან მინისტერიალთან დაკავშირებით გავრცელდა.

„ჩვენ მათი რეფორმების პროგრამები განვიხილეთ და გარკვევით განვაცხადეთ, რომ ვაძლიერებთ მათ მიმართ ჩვენს პრაქტიკულ მხარდაჭერას,“ - განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა შეხვედრის შემდეგ.

„მინისტრებმა ასევე ისაუბრეს ბელარუსსა და მთიან ყარაბაღში განვითარებულ მოვლენებზე,“ - აღნიშნულია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.

მათივე ინფორმაციით, ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების მიერ გამართულ ორდღიანი ვირტუალური შეხვედრების დროს ნატო-ს ადაპტაციასთან, რუსეთის სამხედრო ზრდასთან, შავის ზღვის რეგიონის უსაფრთხოებასთან, ჩინეთთან და ავღანეთთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.

შეგახსენებთ, ნატო-ს მინისტერიალი 1-2 დეკემბერს გაიმართა.

"წელს ცოტა განსხვავებულად უნდა შევხვდეთ ახალ წელს..." - რაზე ისაუბრა დღეს პრემიერმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე

LIVE - ეთერშია გადაცემა Newsroom-ი

"ჩვენზე ჭკვიანები რომ იყვნენ, ისინი იქნებოდნენ ხელისუფლებაში... სააკაშვილმა იოცნებოს მაგაზე" - ირაკლი კობახიძე ოპოზიციაზე და პასუხი ექსპრეზიდენტს