სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

8

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 16:43-ზე, მთვარე სასწორში გადავა 11:07 თუ დღეს დახმარება გთხოვეს, უარი არ უთხრათ. კარგია მოწყალების გაღებაც; მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, კამათს, ფულის ხარჯვას; ურთიერთობის გარჩევას. განსაკუთრებით შეყვარებულებმა; არავის გაუბრაზდეთ და გაანაწყენოთ. თუ დღეს ვინმეს გაებუტებით, მასთან შერიგება გაგიჭირდებათ; არ გირჩევთ მგზავრობასა და მოგზაურობის დაწყებას; კარგია მუშაობა ბაღში, საოჯახო საქმეების შესრულება კი სხვა დღისთვის გადადეთ; მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას. უპირატესობა მიანიჭეთ წყალს, წვენებს. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სიგარეტის დოზაც. იკვებეთ ზომიერად, არც შიმშილობაა სასურველი და არც კუჭის გადატვირთვა. ივარჯიშეთ სასიამოვნო მუსიკის ფონზე.
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მოქალაქეებს ბუნებრივი გაზის ტარიფი არ გაეზრდებათ" - დავით ნარმანია
"მოქალაქეებს ბუნებრივი გაზის ტარიფი არ გაეზრდებათ" - დავით ნარმანია

სა­ქარ­თვე­ლოს ენერ­გე­ტი­კი­სა და წყალ­მო­მა­რა­გე­ბის მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი ეროვ­ნუ­ლი კო­მი­სი­ის თავ­მჯდო­მა­რის, და­ვით ნარ­მა­ნი­ას გან­ცხა­დე­ბით, მო­ქა­ლა­ქე­ებს ბუ­ნებ­რი­ვი გა­ზის ტა­რი­ფი არ გა­ეზ­რდე­ბათ მათ შო­რის, არც 2021 და 2022 წლებ­ში.

რო­გორც და­ვით ნარ­მა­ნი­ამ „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ შპს „თბი­ლი­სი ენერ­ჯის“ მიერ არა­სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო მომ­ხმა­რებ­ლე­ბის­თვის ტა­რი­ფის ზრდის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­ზე კო­მენ­ტი­რე­ბი­სას გა­ნუ­ცხა­და, კო­მერ­ცი­ულ სექ­ტორ­ში გა­ზის ტა­რი­ფის ზრდა სე­მეკ­თან შე­თან­ხმე­ბას არ სა­ჭი­რო­ებს. ხოლო, რაც შე­ე­ხე­ბა სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო მომ­ხმა­რებ­ლე­ბის ნა­წილს, ბუ­ნებ­რი­ვი გა­ზის ტა­რი­ფი სე­მე­კის მიერ 3 წლის ვა­დი­თაა დად­გე­ნი­ლი და შე­სა­ბა­მი­სად, ამ პე­რი­ოდ­ში ტა­რი­ფის ზრდა არ მოხ­დე­ბა.

„ბუ­ნებ­რი­ვი აი­რის სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო ტა­რი­ფი ერთი წლის წინ და­ვად­გი­ნეთ სამ წლი­ა­ნი ვა­დით, რაც ნიშ­ნავს, რომ 2021 და 2022 წლებ­ში მო­ქა­ლა­ქე­ებს ბუ­ნებ­რი­ვი აი­რის ტა­რი­ფი არ გა­ეზ­რდე­ბათ.

კო­მერ­ცი­ულ სექ­ტორ­ში გა­ზის ფასი დე­რე­გუ­ლი­რე­ბუ­ლია მოქ­მე­დი კა­ნონ­მდებ­ლო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე და არ სა­ჭი­რო­ებს კო­მი­სი­ას­თან შე­თან­ხმე­ბას. შე­სა­ბა­მი­სად, უბ­რა­ლოდ ინ­ფორ­მა­ცი­ის სა­ხით გვაც­ნო­ბა კომ­პა­ნი­ამ ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის შე­სა­ხებ“, - აღ­ნიშ­ნა და­ვით ნარ­მა­ნი­ამ.

ცნო­ბის­თვის, 3 იან­ვრი­დან შპს“ თბი­ლი­სი ენერ­ჯის“ არა­სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო მომ­ხმა­რებ­ლებს, პუ­რის სა­წარ­მო­ე­ბის გარ­და, ბუ­ნებ­რი­ვი გა­ზის ღი­რე­ბუ­ლე­ბა 24 თეთ­რით ეზ­რდე­ბათ და ერთ კუ­ბურ მეტრზე 86 თეთ­რის ნაც­ლად, ერთი ლა­რით და 10 თეთ­რით გა­ნი­სა­ზღვრე­ბა. კომ­პა­ნი­ა­ში აღ­ნიშ­ნუ­ლის მი­ზე­ზად ლა­რის კურ­სის გა­უ­ფა­სუ­რე­ბას ასა­ხე­ლე­ბენ.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
nina
0

ასეთ სფეროს ხელმძღვანელობას დღევანდელ პირობებში უნარჩუნდებათ ხელფასები თუ გაღატაკებული ხალხის ფონის შესაბამისად გადაიხედება მათი ხელფასებიც

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

"მოქალაქეებს ბუნებრივი გაზის ტარიფი არ გაეზრდებათ" - დავით ნარმანია

"მოქალაქეებს ბუნებრივი გაზის ტარიფი არ გაეზრდებათ" - დავით ნარმანია

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარის, დავით ნარმანიას განცხადებით, მოქალაქეებს ბუნებრივი გაზის ტარიფი არ გაეზრდებათ მათ შორის, არც 2021 და 2022 წლებში.

როგორც დავით ნარმანიამ „ინტერპრესნიუსს“ შპს „თბილისი ენერჯის“ მიერ არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის ტარიფის ზრდის გადაწყვეტილებაზე კომენტირებისას განუცხადა, კომერციულ სექტორში გაზის ტარიფის ზრდა სემეკთან შეთანხმებას არ საჭიროებს. ხოლო, რაც შეეხება საყოფაცხოვრებო მომხმარებლების ნაწილს, ბუნებრივი გაზის ტარიფი სემეკის მიერ 3 წლის ვადითაა დადგენილი და შესაბამისად, ამ პერიოდში ტარიფის ზრდა არ მოხდება.

„ბუნებრივი აირის საყოფაცხოვრებო ტარიფი ერთი წლის წინ დავადგინეთ სამ წლიანი ვადით, რაც ნიშნავს, რომ 2021 და 2022 წლებში მოქალაქეებს ბუნებრივი აირის ტარიფი არ გაეზრდებათ.

კომერციულ სექტორში გაზის ფასი დერეგულირებულია მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე და არ საჭიროებს კომისიასთან შეთანხმებას. შესაბამისად, უბრალოდ ინფორმაციის სახით გვაცნობა კომპანიამ ამ გადაწყვეტილების შესახებ“, - აღნიშნა დავით ნარმანიამ.

ცნობისთვის, 3 იანვრიდან შპს“ თბილისი ენერჯის“ არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებს, პურის საწარმოების გარდა, ბუნებრივი გაზის ღირებულება 24 თეთრით ეზრდებათ და ერთ კუბურ მეტრზე 86 თეთრის ნაცლად, ერთი ლარით და 10 თეთრით განისაზღვრება. კომპანიაში აღნიშნულის მიზეზად ლარის კურსის გაუფასურებას ასახელებენ.

"საქართველოში ყველანაირი ჰესი უნდა აშენდეს! არა ჰესებს, ნიშნავს არა ქვეყნის მომავალს, თუმცა ეს არ ნიშნავს ცუდი პროექტების მხარდაჭერას" - რას წერს რომან გოცირიძე

დღეიდან, საქართველოს 93-ვე დაცულ ტერიტორიაზე ვიზიტორთა მიღება განახლდა - როდის გაიხსნება სეზონი აჭარაში?

რა თანხა დაიხარჯა კოვიდპაციენტების დიაგნოსტიკასა და მკურნალობაზე პანდემიის დაწყებიდან დღემდე - ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემები