თბილისში, მთაწმინდაზე ავტომობილი გაჩერებულ მანქანას დაეჯახა, რის შედეგადაც ეს უკანასკნელი სახლის სადარბაზოში შევარდა. შემთხვევა დაახლოებით ერთი საათის წინ მოხდა. მომხდარის ამსახველ ფოტოს სოციალურ ქსელში ინტერნეტმომხმარებელი ნინო მუსერიძე აქვეყნებს.
როგორც ირკვევა, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
როგორც AMBEBI.GE-ს შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს, ავარიაში მონაწილე მძღოლი ადმინისტრაციულად დაჯარიმდა.
ფოტო: ნინო მუსერიძე
Ეს ტვინ არეული ხალხი საერთოდ არ არის გარეთ გამოსაშვები.ღმერთი არაკლავს თვითონ იკლავენ თავს. Ამათზეა ნათქვამი გიჟი მიუშვი ნებასაო. Მაგრამ სამწუხარო ისაა სხვას რომ აზარალებენ და ღუპავენ თავიანთი შეცდომით.
ამ კომენდანტის საათისა და ჯარიმის შიშით მანქანებიც კი ბინაში ასვლას და მიმალვას ცდილობენ:)