სამხედრო
მსოფლიო
პოლიტიკა

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მე ვარ კარტოგრაფი - ცდილობენ ჩემს "გაშავებას", იყენებენ მდაბიო არგუმენტებს, რომ ვარ გიგი უგულავას ძმა" - ირაკლი უგულავა
"მე ვარ კარტოგრაფი - ცდილობენ ჩემს "გაშავებას", იყენებენ მდაბიო არგუმენტებს, რომ ვარ გიგი უგულავას ძმა" - ირაკლი უგულავა

გე­ო­სა­ინ­ფორ­მა­ციო ინ­ჟი­ნე­რი­ის სპე­ცი­ა­ლის­ტი ირაკ­ლი უგუ­ლა­ვა, რო­მელ­მაც და­ვით გა­რე­ჯის საქ­მის რუ­კებ­თან და­კავ­ში­რე­ბით ექ­სპერ­ტი­ზა ჩა­ა­ტა­რა, გან­მარ­ტავს, რომ რუ­კე­ბი შეს­რუ­ლე­ბუ­ლია ისეთ პრო­ექ­ცი­ა­ში, რო­მელ­შიც არ­სე­ბუ­ლი ხარ­ვე­ზე­ბი ამ საქ­მე­ში მათი გა­მო­ყე­ნე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას არ იძ­ლე­ვა.

"სა­ექ­სპერ­ტო დას­კვნის გა­კე­თე­ბის­თვის ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის ად­ვო­კა­ტებ­მა მომ­მარ­თეს და მე ამ სა­კი­თხზე ჩემი სა­ექ­სპერ­ტო დას­კვნა გა­ვა­კე­თე. ჩემი მხრი­დან ვერ­დიქ­ტი არის შემ­დე­გი - ამ რუ­კე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა იმ მიზ­ნით, რომ მოხ­დეს მან­ძი­ლე­ბის შე­ფა­სე­ბა და წერ­ტი­ლე­ბის და­შო­რე­ბის ერ­თმა­ნეთ­თან შე­ფა­სე­ბა, მი­უ­ღე­ბე­ლია იმის გამო, რომ ისი­ნი შეს­რუ­ლე­ბუ­ლია მოძ­ვე­ლე­ბულ კარ­ტოგ­რა­ფი­ულ პრო­ექ­ცი­ა­ში და ამის სა­შუ­ა­ლე­ბას არ იძ­ლე­ვა.

შე­მოწ­მე­ბა მოხ­და შემ­დეგ­ნა­ი­რად - ავი­ღეთ სა­კონ­ტრო­ლო წერ­ტი­ლე­ბი, ეს სა­კონ­ტრო­ლო წერ­ტი­ლე­ბი არ ემ­თხვე­ვა უფრო ზუს­ტად რუ­კა­ზე აღე­ბულ ანა­ლო­გი­ურ სა­კონ­ტრო­ლო წერ­ტი­ლებს. გარ­და ამი­სა, არ ემ­თხვე­ვა რე­ა­ლუ­რად ად­გილ­ზე აღე­ბულ სა­კონ­ტრო­ლო წერ­ტი­ლებს და ეს არ­დამ­თხვე­ვა საკ­მა­ოდ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. ის სცდე­ბა და­საშ­ვებ ზღვარს.

რუ­კე­ბი შეს­რუ­ლე­ბუ­ლია ისეთ პრო­ექ­ცი­ა­ში, რომ და­მა­ხინ­ჯე­ბე­ბი ამ საქ­მე­ში მათი გა­მო­ყე­ნე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას არ იძ­ლე­ვა. რუ­კე­ბი გა­კე­თე­ბუ­ლია ისეთ კარ­ტოგ­რა­ფი­ულ პრო­ექ­ცი­ა­ში, რო­მელ­შიც დარ­ღვე­უ­ლია მა­თე­მა­ტი­კუ­რი სა­ფუძ­ვლე­ბი, დარ­ღვე­უ­ლია მან­ძი­ლე­ბი უც­ვლელ ობი­ექ­ტებს შო­რის. ანუ, გა­და­მოწ­მდა სა­კონ­ტრო­ლო წერ­ტი­ლე­ბი და ეს სა­კონ­ტრო­ლო წერ­ტი­ლე­ბი არ ემ­თხვე­ვა უფრო გვი­ან­დელ რუ­კებს", - გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი უგუ­ლა­ვამ.

მისი თქმით, პრობ­ლე­მა ის არის, რომ პრო­კუ­რა­ტუ­რას არ აქვს რე­ა­ლუ­რი სა­ფუძ­ვე­ლი ამ ექ­სპერ­ტი­ზის დის­კრე­დი­ტა­ცია მო­ახ­დი­ნოს და ცდი­ლო­ბენ თემა პო­ლი­ტი­კურ ჭრილ­ში გა­ნი­ხი­ლონ, რომ „ირაკ­ლი უგუ­ლა­ვა გუგი უგუ­ლა­ვას ძმაა“.

"ძა­ლი­ან სამ­წუ­ხა­როა იმი­ტომ, რომ პრო­კუ­რორს იუ­რი­დი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბა აქვს და კა­ნო­ნე­ბის ცოდ­ნა ბევ­რად უფრო მა­ღალ დო­ნე­ზე მო­ე­თხო­ვე­ბა, ვიდ­რე მე. მე კარ­ტოგ­რა­ფი, გე­ოგ­რა­ფი ვარ სპე­ცი­ა­ლო­ბით. მან უნდა იცო­დეს, რომ ეს საქ­მი­ა­ნო­ბა არ ით­ვა­ლის­წი­ნებს ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში სა­ვალ­დე­ბუ­ლო ლი­ცენ­ზი­რე­ბას. კა­ნონ­ში ასე წე­რია. სამ­წუ­ხა­როდ, რო­გორც ჩანს, მათ არ აქვთ ამ დას­კვნის წი­ნა­აღ­მდეგ არ­სე­ბი­თი არ­გუ­მენ­ტე­ბი და ცდი­ლო­ბენ ჩემი პი­როვ­ნე­ბის „გა­შა­ვე­ბას“ და ცუ­დად წარ­მო­ჩე­ნას. იყე­ნე­ბენ ისეთ მდა­ბიო აგუ­მენ­ტებს, თით­ქოს მე ვარ გიგი უგუ­ლა­ვას ძმა. რა თქმა უნდა, მე ვარ მისი ძმა, მაგ­რამ მგო­ნი, ეს არ არის არც და­საძ­რა­ხი და არც ჩემს პრო­ფე­სი­ულ კვა­ლი­ფი­კა­ცი­ა­ზე არ მი­უ­თი­თებს",-გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი უგუ­ლა­ვამ.

მან სა­კუ­თარ საქ­მი­ა­ნო­ბა­ზეც ისა­უბ­რა და გან­მარ­ტა, რომ ამ საქ­მე­ში 21 - წლი­ა­ნი გა­მოც­დი­ლე­ბა აქვს.

"ჩემი საქ­მი­ა­ნო­ბა არის გე­ო­სა­ინ­ფორ­მა­ციო სის­ტე­მე­ბი და კარ­ტოგ­რა­ფია. 21 წე­ლია ამ საქ­მით ვარ და­კა­ვე­ბუ­ლი. გა­ნათ­ლე­ბით ვარ გე­ოგ­რა­ფი და მაქვს გე­ოგ­რა­ფის დიპ­ლო­მი",- გან­მარ­ტა ირაკ­ლი უგუ­ლა­ვამ.

სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ ჩა­დე­ნილ ქმე­დე­ბებ­ში ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი ივე­რი მე­ლაშ­ვი­ლი და ნა­ტა­ლია ილი­ჩო­ვა კვლავ პა­ტიმ­რო­ბა­ში რჩე­ბი­ან. თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ და­კა­ვე­ბუ­ლე­ბის მი­მართ აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით შე­ფარ­დე­ბუ­ლი პა­ტიმ­რო­ბა გა­და­სინ­ჯა და ძა­ლა­ში და­ტო­ვა. აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მო­სა­მარ­თლე ზვი­ად შა­რა­ძემ გუ­შინ გა­მო­ა­ცხა­და.

ნა­ტა­ლია ილი­ჩო­ვა­სა და ივე­რი მე­ლაშ­ვილს პი­რად თავ­დებ­ში 214 ადა­მი­ა­ნი, მათ შო­რის, პო­ლი­ტი­კო­სე­ბიც უდ­გე­ბოდ­ნენ.

ცნო­ბის­თვის, სა­ქარ­თვე­ლოს გე­ნე­რა­ლურ­მა პრო­კუ­რა­ტუ­რამ სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხურ­თან ერ­თობ­ლი­ვი თა­ნამ­შრომ­ლო­ბით და­ა­კა­ვა სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მე­ზო­ბე­ლი ქვეყ­ნე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის სა­სა­ზღვრო ურ­თი­ერ­თო­ბა­თა სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სი - ივე­რი მე­ლაშ­ვი­ლი და სა­ქარ­თვე­ლოს შს სა­მი­ნის­ტროს სა­სა­ზღვრო პო­ლი­ცი­ის სახ­მე­ლე­თო სა­ზღვრის დაც­ვის დე­პარ­ტა­მენ­ტის მთა­ვა­რი ინ­სპექ­ტო­რი ნა­ტა­ლია ილი­ჩო­ვა.

პრო­კუ­რა­ტუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნით დად­გინ­და, რომ ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი სა­ზღვრე­ბის დე­ლი­მი­ტა­ცი­ის პრო­ცეს­ში ხელ­მძღვა­ნე­ლობ­დნენ 1970-80-იან წლებ­ში გა­მო­ცე­მულ რუ­კებ­ზე და­ტა­ნი­ლი სა­ზღვრის ხა­ზე­ბით, რაც არ­სე­ბი­თად ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა ჩვე­ნი ქვეყ­ნის ის­ტო­რი­ულ სა­ზღვარს, მათ შო­რის და­ვით გა­რეჯ­თან მი­მარ­თე­ბით.

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
w
7

შედარებისთვის როდესაც იღებთ უფრო გვიანდელ რუკასხომ შეიძლება გვიანდელი არ იყოს ზუსტი. როგორც შეთანხმებული იყო კომისია 1996წელს ისე უნდა გაეგრძელებინათ. როდესაც ქვეყნისთვის სასიკეთო რუკაზე უარს ამბობ ყოველთვის იქნება კითხვები.როდესაც ერთი ძმა რაღაცას აპროტესტებს ხოლო მეორე მის მხარდამჭერ დასკვნას დებს ყოველთვის იქნება ეჭვები. ნუთუ სხვა სპეციალისტი არ არსებობს საქართველოში.

დო მაჟორი
6

რომელ მოძ­ვე­ლე­ბულ კარ­ტოგ­რა­ფი­ულ პრო­ექ­ცი­ა­შია ეგ ტოპორუკა შესრულებული? კატოგრაფიული პროექციები ექვემდებარება ტრანსფორმაციას სხვა პროექციაში. დადეთ ეგ რუკა სადმე ინტერნეტში, რომ იოლად ჩამოვტვირთო და თავად დავრწმუნდე მის უვარგისობაში!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

"მე ვარ კარტოგრაფი - ცდილობენ ჩემს "გაშავებას", იყენებენ მდაბიო არგუმენტებს, რომ ვარ გიგი უგულავას ძმა" - ირაკლი უგულავა

"მე ვარ კარტოგრაფი - ცდილობენ ჩემს "გაშავებას", იყენებენ მდაბიო არგუმენტებს, რომ ვარ გიგი უგულავას ძმა" - ირაკლი უგულავა

გეოსაინფორმაციო ინჟინერიის სპეციალისტი ირაკლი უგულავა, რომელმაც დავით გარეჯის საქმის რუკებთან დაკავშირებით ექსპერტიზა ჩაატარა, განმარტავს, რომ რუკები შესრულებულია ისეთ პროექციაში, რომელშიც არსებული ხარვეზები ამ საქმეში მათი გამოყენების საშუალებას არ იძლევა.

"საექსპერტო დასკვნის გაკეთებისთვის ბრალდებულების ადვოკატებმა მომმართეს და მე ამ საკითხზე ჩემი საექსპერტო დასკვნა გავაკეთე. ჩემი მხრიდან ვერდიქტი არის შემდეგი - ამ რუკების გამოყენება იმ მიზნით, რომ მოხდეს მანძილების შეფასება და წერტილების დაშორების ერთმანეთთან შეფასება, მიუღებელია იმის გამო, რომ ისინი შესრულებულია მოძველებულ კარტოგრაფიულ პროექციაში და ამის საშუალებას არ იძლევა.

შემოწმება მოხდა შემდეგნაირად - ავიღეთ საკონტროლო წერტილები, ეს საკონტროლო წერტილები არ ემთხვევა უფრო ზუსტად რუკაზე აღებულ ანალოგიურ საკონტროლო წერტილებს. გარდა ამისა, არ ემთხვევა რეალურად ადგილზე აღებულ საკონტროლო წერტილებს და ეს არდამთხვევა საკმაოდ მნიშვნელოვანია. ის სცდება დასაშვებ ზღვარს.

რუკები შესრულებულია ისეთ პროექციაში, რომ დამახინჯებები ამ საქმეში მათი გამოყენების საშუალებას არ იძლევა. რუკები გაკეთებულია ისეთ კარტოგრაფიულ პროექციაში, რომელშიც დარღვეულია მათემატიკური საფუძვლები, დარღვეულია მანძილები უცვლელ ობიექტებს შორის. ანუ, გადამოწმდა საკონტროლო წერტილები და ეს საკონტროლო წერტილები არ ემთხვევა უფრო გვიანდელ რუკებს", - განაცხადა ირაკლი უგულავამ.

მისი თქმით, პრობლემა ის არის, რომ პროკურატურას არ აქვს რეალური საფუძველი ამ ექსპერტიზის დისკრედიტაცია მოახდინოს და ცდილობენ თემა პოლიტიკურ ჭრილში განიხილონ, რომ „ირაკლი უგულავა გუგი უგულავას ძმაა“.

"ძალიან სამწუხაროა იმიტომ, რომ პროკურორს იურიდიული განათლება აქვს და კანონების ცოდნა ბევრად უფრო მაღალ დონეზე მოეთხოვება, ვიდრე მე. მე კარტოგრაფი, გეოგრაფი ვარ სპეციალობით. მან უნდა იცოდეს, რომ ეს საქმიანობა არ ითვალისწინებს ჩვენს ქვეყანაში სავალდებულო ლიცენზირებას. კანონში ასე წერია. სამწუხაროდ, როგორც ჩანს, მათ არ აქვთ ამ დასკვნის წინააღმდეგ არსებითი არგუმენტები და ცდილობენ ჩემი პიროვნების „გაშავებას“ და ცუდად წარმოჩენას. იყენებენ ისეთ მდაბიო აგუმენტებს, თითქოს მე ვარ გიგი უგულავას ძმა. რა თქმა უნდა, მე ვარ მისი ძმა, მაგრამ მგონი, ეს არ არის არც დასაძრახი და არც ჩემს პროფესიულ კვალიფიკაციაზე არ მიუთითებს",-განაცხადა ირაკლი უგულავამ.

მან საკუთარ საქმიანობაზეც ისაუბრა და განმარტა, რომ ამ საქმეში 21 - წლიანი გამოცდილება აქვს.

"ჩემი საქმიანობა არის გეოსაინფორმაციო სისტემები და კარტოგრაფია. 21 წელია ამ საქმით ვარ დაკავებული. განათლებით ვარ გეოგრაფი და მაქვს გეოგრაფის დიპლომი",- განმარტა ირაკლი უგულავამ.

საქართველოს ტერიტორიების საწინააღმდეგოდ ჩადენილ ქმედებებში ბრალდებულები ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა კვლავ პატიმრობაში რჩებიან. თბილისის საქალაქო სასამართლომ დაკავებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა გადასინჯა და ძალაში დატოვა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე ზვიად შარაძემ გუშინ გამოაცხადა.

ნატალია ილიჩოვასა და ივერი მელაშვილს პირად თავდებში 214 ადამიანი, მათ შორის, პოლიტიკოსებიც უდგებოდნენ.

ცნობისთვის, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთობლივი თანამშრომლობით დააკავა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი - ივერი მელაშვილი და საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა.

პროკურატურის ინფორმაციით, ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ბრალდებულები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში ხელმძღვანელობდნენ 1970-80-იან წლებში გამოცემულ რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით, რაც არსებითად ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ისტორიულ საზღვარს, მათ შორის დავით გარეჯთან მიმართებით.

"ერთი იძახის, რომ სხვისია ეს მიწა, ვინ ხარ შენ, ვინ გეკითხება, დაეტიე, სადაც ხარ? - ჩვენ გავარკვევთ, თუ სახელმწიფოს არ შეუძლია" - მეუფე იაკობი კარტოგრაფებსა და გარეჯზე

ინფორმაცია მშობლებისთვის - რა უნდა იცოდეთ იმ სკოლებთან დაკავშირებით, სადაც ხვალიდან სწავლა საკლასო ოთახებში განახლდება

სერვისები, რომლებსაც ხვალიდან შსს-ს მომსახურების სააგენტო განაახლებს