სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"როცა სტილისტებთან, სტომატოლოგთან მიწევდა მისვლა, ზიზღით მიყურებდნენ" - შიდსის სტატისტიკა საქართველოში და სტიგმა, რომელიც დაავადების გამოვლენას ართულებს
"როცა სტილისტებთან, სტომატოლოგთან მიწევდა მისვლა, ზიზღით მიყურებდნენ" - შიდსის სტატისტიკა საქართველოში და სტიგმა, რომელიც დაავადების გამოვლენას ართულებს

შიდსთან ბრძო­ლის მსოფ­ლიო დღე ყო­ველ­წლი­უ­რად 1-ელ დე­კემ­ბერს აღი­ნიშ­ნე­ბა, ის შიდსის პან­დე­მი­ის მი­მართ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბას ემ­სა­ხუ­რე­ბა. ამ დღის აღ­ნიშ­ვნის იდეა 1988 წლის შიდსის პრე­ვენ­ცი­ის პროგ­რა­მით, ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრე­ბის სა­მიტ­ზე გაჩ­ნდა...

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ დღეს მსოფ­ლიო ახა­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სის პან­დე­მი­ას ებ­რძვის, შიდსთან, ბრძო­ლა ცხა­დია, არ შე­წყვე­ტი­ლა და ეს დღეც მსოფ­ლი­ო­ში უკვე 29-ედ აღი­ნიშ­ნე­ბა.

AMBEBI.GE აივ ინ­ფი­ცი­რე­ბულ მა­მა­კაცს ესა­უბ­რა:

"წლე­ბის წინ სო­ფელ­ში ვცხოვ­რობ­დი და ამ და­ა­ვა­დე­ბის შე­სა­ხებ არა­ფე­რი ვი­ცო­დი. ერთხელ მე­გო­ბარ­მა მი­თხრა, ორ­გა­ნი­ზა­ცი­აც და­მი­სა­ხე­ლა, წა­ვი­დეთ, სის­ხლი ჩა­ვა­ბა­როთ, ფუ­ლად დახ­მა­რე­ბას მოგ­ვცე­მე­ნო. მა­ტე­რი­ა­ლუ­რად მი­ჭირ­და და წა­ვე­დით. ამი­ღეს სის­ხლი და კომ­პენ­სა­ცია ავი­ღე. 10 დღის შემ­დეგ კი სის­ხლის ანა­ლი­ზის პა­სუხ­მა აჩ­ვე­ნა, რომ აივ-ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი. იმ წუ­თებ­ში ვერ გა­ვაც­ნო­ბი­ე­რე, ეს რას ნიშ­ნავ­და... რო­დე­საც ამ დი­აგ­ნო­ზის შე­სა­ხებ დე­ტა­ლუ­რად არც ისე სა­სი­ა­მოვ­ნო ინ­ფორ­მა­ცია მი­ვი­ღე, ძა­ლი­ან იმოქ­მე­და. დეპ­რე­სია და­მე­წყო და ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი დამ­ჭირ­და...

და­ვუ­კავ­შირ­დი არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს, რომ­ლებ­საც სხვა­დას­ხვა შეკ­რე­ბა-სე­მი­ნა­რებ­ზე დავ­ყავ­დი და მათი თა­ნად­გო­მით, მხარ­და­ჭე­რით ყვე­ლა­ფე­რი დავძლიე... ცუ­დად მახ­სოვს ის პე­რი­ო­დიც, როცა გარ­კვე­უ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის მხრი­დან დის­კრი­მი­ნა­ცი­ის ობი­ექ­ტი ვი­ყა­ვი" - გვიყ­ვე­ბა პა­ცი­ენ­ტი და სა­უ­ბარს აგ­რძე­ლებს: "როცა სტი­ლის­ტებ­თან, სტო­მა­ტო­ლოგ­თან მი­წევ­და მის­ვლა, მათ­თვის არას­დროს და­მი­მა­ლავს ჩემი და­ა­ვა­დე­ბის შე­სა­ხებ და მათი მხრი­დან თით­ქმის ყო­ველ­თვის სა­ო­ცა­რი პა­ნი­კა იწყე­ბო­და, ზი­ზღით მი­ყუ­რებ­დნენ. ერთხელ ერ­თმა სტო­მა­ტო­ლოგ­მა, რო­მელ­თა­ნაც კბი­ლე­ბის გა­საწ­მენ­დად მი­ვე­დი, რო­დე­საც ჩემი და­ა­ვა­დე­ბის შე­სა­ხებ შე­ი­ტყო, ირ­გვლივ ყვე­ლას მოს­დო".

ჩვე­ნი რეს­პონ­დენ­ტი უკვე 7 წე­ლია, რაც ამ და­ა­ვა­დე­ბას ებ­რძვის, მკურ­ნა­ლობს. ამ­ბობს, რომ კლი­ნი­კუ­რად არა­ფე­რი აწუ­ხებს, უბ­რა­ლოდ, ყო­ველ­დღი­უ­რად სვამს შე­სა­ბა­მის მე­დი­კა­მენტს, რო­მე­ლიც ექი­მის მიერ აქვს გა­მო­წე­რი­ლი.

"თა­ვი­დან 2 სხვა­დას­ხვა აბს ვსვამ­დი. ახლა გა­უმ­ჯო­ბეს­და მდგო­მა­რე­ო­ბა და მხო­ლოდ ერთს ვი­ღებ. იმუ­ნი­ტე­ტი კარგ მდგო­მა­რე­ო­ბა­შია და ვირუ­სი 0-ია, ანუ გა­ყი­ნუ­ლი, მდგო­მა­რე­ო­ბა მკურ­ნა­ლო­ბას ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა," - აღ­ნიშ­ნავს პა­ცი­ენ­ტი, რო­მელ­საც ცხა­დია, ეჭვი აქვს, თუ სად და რო­გორ შე­იძ­ლე­ბო­და, და­ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი­ყო, მაგ­რამ ვე­რა­ფერს ამ­ტკი­ცებს. ამის მი­ზე­ზად ერთ-ერთი სტო­მა­ტო­ლო­გი­უ­რი კლი­ნი­კა ჰგო­ნია, "რო­გორც ჩანს, რა­ღაც ინ­სტრუ­მენტს არ ჰქონ­და სა­თა­ნა­დო სტე­რი­ლი­ზა­ცია გა­კე­თე­ბუ­ლი, თუმ­ცა ვინ იცის" - აღ­ნიშ­ნავს პა­ცი­ენ­ტი.

- სამ­სა­ხუ­რი გაქვთ?

- ამ­ჟა­მად არა, ადრე სა­ხელ­მწი­ფო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში ვი­მუ­შა­ვე, სა­დაც არა­ნა­ი­რი დის­კომ­ფორ­ტი არ შემ­ქმნია, რად­გან არა­ვინ იცო­და, რომ აივ ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი, სტი­ლის­ტებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის გა­მოც­დი­ლე­ბით, ჩემს დი­აგ­ნოზს არ ვამ­ხელ­დი, რომ გა­ე­გოთ, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ხმა­საც არა­ვინ გამ­ცემ­და.

- ოჯა­ხის წევ­რებ­მა იცი­ან?

- ექიმ­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბის შემ­დეგ, დე­დას მა­შინ­ვე ვუ­თხა­რი და ის­ტე­რი­კა­ში ჩა­ვარ­და. მერე ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი დახ­მა­რე­ბა მა­საც დას­ჭირ­და, არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბიც ესა­უბრნენ. და­ვარ­წმუ­ნეთ, რომ ეს და­ა­ვა­დე­ბა სა­ში­ში არ არის, მკურ­ნა­ლო­ბას ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა. დღეს უკვე ამ ყვე­ლა­ფერს სა­ღად უყუ­რებს.

იმე­დი გვაქვს, რომ ეს და­ა­ვა­დე­ბა გან­კურ­ნე­ბა­დი გახ­დე­ბა. მალე ვაქ­ცი­ნაც იქ­ნე­ბა, რო­მელ­საც გა­ვი­კე­თებთ და ყო­ვე­დღი­უ­რად წამ­ლის მი­ღე­ბა აღარ დაგ­ვჭირ­დე­ბა... სხვებს კი ჩემი გა­მოც­დი­ლე­ბით ვე­ტყვი, დეპ­რე­სი­ა­სა და გან­ცდებ­ში არ უნდა ჩა­ვარ­დნენ. ასე­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა და­ა­ვა­დე­ბას­თან ბრძო­ლას ხელს უშ­ლის... ჩემ­თან რჩე­ვის­თვის ბევ­რი მო­დის, მეც ვე­სა­უბ­რე­ბი, ვახ­სე­ნებ, რომ წა­მა­ლი აუ­ცი­ლებ­ლად უნდა და­ლი­ონ, მა­გა­ლი­თე­ბი მო­მაქვს, შე­სა­ბა­მის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­ში ვაგ­ზავ­ნი, ფსი­ქო­ლო­გის დამ­ხა­რე­ბა თუ სჭირ­დე­ბა, ვურ­ჩევ. ასე უკვე არა­ერ­თი ადა­მი­ა­ნი გა­ვი­ცა­ნი და მათ­თან ვმე­გობ­რობ კი­დეც. ამ და­ა­ვა­დე­ბის მარ­თვა შე­საძ­ლე­ბე­ლია. აი­ვინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლე­ბის დის­კრი­მი­ნა­ცია არ შე­იძ­ლე­ბა, ჩვენ ასე­თე­ბად არ დავ­ბა­დე­ბულ­ვართ! თუმ­ცა სამი წელი დამ­ჭირ­და სა­ზო­გა­დო­ე­ბის გან­წყო­ბე­ბის გამო, ეს სირ­თუ­ლე­ე­ბი გა­და­მე­ლა­ხა.

AMBEBI.GE ინ­ფექ­ცი­უ­რი პა­თო­ლო­გი­ის და შიდსის ცენ­ტრის ექიმ-ეპი­დე­მი­ო­ლოგს, მე­დი­ცი­ნის დოქ­ტორს, მაია ცინ­ცა­ძეს ესა­უბ­რა:

- სა­ქარ­თვე­ლო­ში აივ ინ­ფექ­ცი­ის პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა 1989 წელს და­ფიქ­სირ­და. დღე­ვან­დე­ლი მო­ნა­ცე­მე­ბით, სულ რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლია 8598 შემ­თხვე­ვა, მათ­გან უმე­ტე­სო­ბა მა­მა­კა­ცია. 1781 პა­ცი­ენ­ტი გარ­და­იც­ვა­ლა. სპე­ცი­ფი­კურ ან­ტი­ვირუ­სულ მკურ­ნა­ლო­ბა­ზეა (არვ თე­რა­პია) 5379 პა­ცი­ენ­ტი. თუ უკა­ნას­კნე­ლი წლე­ბის დი­ნა­მი­კას გა­დავ­ხე­დავთ, ვნა­ხავთ, რომ აივ/შიდსის გა­მოვ­ლე­ნის მაჩ­ვე­ნე­ბელ­მა სტა­ბი­ლურ ნიშ­ნულს მი­აღ­წია და ეს მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი ბოლო წლებ­ში შე­ნარ­ჩუ­ნე­ბუ­ლი იყო, წე­ლი­წად­ში 600-დან -700-მდე შემ­თხვე­ვა. 2020 წელს ეს სტა­ბი­ლუ­რი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი გარ­კვე­ულ­წი­ლად შემ­ცირ­და და მიმ­დი­ნა­რე მო­ნა­ცე­მე­ბით 500-მდე ახა­ლი შემ­თხვე­ვა გვაქვს.

- რისი ბრა­ლია ეს?

- სა­ვა­რა­უ­დოდ, გა­მოვ­ლე­ნი­ლი შემ­თხვე­ვე­ბის შემ­ცი­რე­ბა გა­მო­იწ­ვია მიმ­დი­ნა­რე წელს კო­ვიდ-19-ის ეპი­დე­მი­ამ, რო­მელ­მაც გარ­კვე­ულ­წი­ლად შე­ამ­ცი­რა აივ-ტეს­ტი­რე­ბის მსურ­ველ­თა რა­ო­დე­ნო­ბა, შე­სა­ბი­სად, გა­მოვ­ლე­ნის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლიც შემ­ცირ­და.

თუ რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვე­ბის აივ გა­და­ცე­მის გზე­ბის მი­ხედ­ვით გა­ნა­წი­ლე­ბას გან­ვი­ხი­ლავთ, პირ­ველ ად­გილ­ზეა ჰე­ტე­რო­სექ­სუ­ა­ლუ­რი კონ­ტაქ­ტით გა­და­ცე­მის შემ­თხვე­ვე­ბი (49,2%), მე­ო­რე ად­გილ­ზეა – ნარ­კო­ტი­კე­ბის ინექ­ცი­უ­რი მომ­ხმა­რებ­ლე­ბი (36.3%), მა­მა­კა­ცებ­მა, რომ­ლებ­საც სექ­სი აქვთ მა­მა­კაც­თან, შე­ად­გი­ნეს შემ­თხვე­ვა­თა 12,2%, ვერ­ტი­კა­ლუ­რი (ანუ დე­დი­დან ბავ­შვზე გა­და­ცე­მა) გზით და­ინ­ფი­ცირ­და 1,3%, სის­ხლის გა­დას­ხმით და­ინ­ფი­ცირ­და და ვირუ­სის გა­და­ცე­მის გზა და­უდ­გე­ნე­ლია 1%–ზე ნაკ­ლებ შემ­თხვე­ვებ­ში.

- რო­გო­რია სტა­ტის­ტი­კა - ბოლო წლე­ბის მო­ნა­ცე­მე­ბით ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ბავ­შვე­ბი თუ იბა­დე­ბი­ან?

- 2001 წლი­დან სა­ქარ­თვე­ლო შე­უ­ერ­თდა UNGAS დეკ­ლა­რა­ცი­ას, რომ­ლის მი­ხედ­ვით, ყვე­ლა ორ­სუ­ლი ქა­ლის­თვის სა­ვალ­დე­ბუ­ლო გახ­და აივ/შიდსზე სკრი­ნინ­გი (სა­ერ­თოდ აივ ტეს­ტი­რე­ბა ნე­ბა­ყოფ­ლო­ბი­თი იყო დო­ნო­რე­ბის გა­მოკ­ლე­ბით). 2005 წლის შემ­დეგ სა­ქარ­თვე­ლომ უზ­რუნ­ველ­ყო დე­დი­დან ბავ­შვზე აივ გა­და­ცე­მის პრო­ფი­ლაქ­ტი­კის ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ზე უნი­ვერ­სა­ლუ­რი ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბა, რაც გუ­ლის­ხმობ­და აივ ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ორ­სუ­ლე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფას აივ თე­რა­პი­ით მშო­ბი­ა­რო­ბის უსაფრ­თხო სტრა­ტე­გი­ას, ახალ­შო­ბი­ლის აივ პრო­ფი­ლაქ­ტი­კას და კვე­ბის უსაფრ­თხო პრაქ­ტი­კას.

შე­დე­გად, ანუ დე­დი­დან ბავ­შვზე აივ გა­და­ცე­მის სრულ­ფა­სო­ვა­ნი პრო­ფი­ლაქ­ტი­კის ჩა­ტა­რე­ბის ფონ­ზე, 2007 წლი­დან ქვე­ყა­ნა­ში არ და­ბა­დე­ბუ­ლა არც ერთი აივ-ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ახალ­შო­ბი­ლი.

- ტეს­ტი­რე­ბის მსურ­ველ­თა რი­ცხვი მა­ღა­ლია?

- კო­ვიდ ინ­ფექ­ცი­ამ­დე აივ/შიდსზე ტეს­ტი­რე­ბის მსურ­ველ­თა რი­ცხვი დღი­უ­რად და­ახ­ლო­ე­ბით 15–20–ს შე­ად­გენ­და. წინა წლებ­ში იყო ინ­ტე­რე­სი და იყო ში­შის ფაქ­ტო­რიც, გარ­კვე­უ­ლი რისკქ­ცე­ვის შემ­დეგ, რო­მე­ლიც შე­იძ­ლე­ბა გამ­ხდა­რი­ყო ვირუ­სით და­ინ­ფი­ცი­რე­ბის მი­ზე­ზი. ამ­ჟა­მად რისკქ­ცე­ვე­ბის მი­ხედ­ვით გა­მოკ­ვლე­ვის მსურ­ველ­თა რა­ო­დე­ნო­ბა გარ­კვე­ულ­წი­ლად შემ­ცირ­და და აივ ტეს­ტი­რე­ბა­ზე ძი­რი­თა­დად კლი­ნი­კუ­რი ნიშ­ნე­ბის/სიმპტო­მე­ბის გა­მოვ­ლე­ნის შემ­თხვე­ვა­ში მო­დი­ან.

- ტეს­ტი­რე­ბის­თვის ძი­რი­თა­დად ვინ მო­დი­ოდ­ნენ, რა კა­ტე­გო­რი­ის ადა­მი­ა­ნე­ბი?

- აივ ტეს­ტი­რე­ბას ძი­რი­თა­დად იტა­რე­ბენ ნარ­კო­ტი­კე­ბის ინექ­ცი­უ­რი მომ­ხმა­რებ­ლე­ბი და მათი ნემ­სის ან სქე­სობ­რი­ვი პარტნი­ო­რე­ბი, სქე­სობ­რი­ვი გზით გა­დამ­დე­ბი ინ­ფექ­ცი­ის მქო­ნე პი­რე­ბი და მათი სქე­სობ­რი­ვი პარტნი­ო­რე­ბი, პი­რე­ბი, ვი­საც აქვთ ხში­რი, და­უც­ვე­ლი (პრე­ზერ­ვა­ტი­ვის გა­რე­შე) შემ­თხვე­ვი­თი კონ­ტაქ­ტე­ბი, მა­მა­კა­ცე­ბი, რომ­ლებ­საც სექ­სი ჰქონ­დათ მა­მა­კაც­თან, სექსმუ­შა­კე­ბი ასე­ვე, ვინც ხში­რად იტა­რებს სხვა­დას­ხვა სა­მე­დი­ცი­ნო მა­ნი­პუ­ლა­ცი­ებს – ქი­რურ­გი­ულ, გი­ნე­კო­ლო­გი­ურ, სტო­მა­ტო­ლო­გი­ურ ჩა­რე­ვებს, პი­რე­ბი, რომ­ლებ­საც გა­კე­თე­ბუ­ლი ჰქონ­დათ პირ­სინ­გი, ან ტა­ტუ­ი­რე­ბა არა­სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში.

მაია ცინ­ცა­ძე

- რა კლი­ნი­კუ­რი გა­მოვ­ლი­ნე­ბა იწ­ვევს ეჭვს, რომ პა­ცი­ენტს შე­იძ­ლე­ბა შიდსის ვირუ­სი ჰქონ­დეს?

- კლი­ნი­კუ­რი ნიშ­ნე­ბი, რომ­ლებ­საც ჩა­მო­გით­ვლით, ისე­დაც შე­იძ­ლე­ბა ჰქონ­დეს დაქ­ვე­ი­თე­ბუ­ლი იმუ­ნუ­რი სის­ტე­მის მქო­ნე ადა­მი­ანს, რაც ავ­ტო­მა­ტუ­რად არ ნიშ­ნავს, რომ ის მა­ინ­ცდა­მა­ინც აივ ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლია, თუმ­ცა ამ სიმპტო­მე­ბის არ­სე­ბო­ბა ეჭ­ვის სა­ფუძ­ველს ნამ­დვი­ლად იწ­ვევს - ხომ არ არის აივ-ით გა­მოწ­ვე­უ­ლი იმუ­ნო­დე­ფი­ცი­ტი. აივ/შიდსზე ეჭვი უნდა მი­ვი­ტა­ნოთ თუ ადა­მი­ანს აღე­ნიშ­ნე­ბა:

  • არა­მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი ცხე­ლე­ბა, 38 და უფრო მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რა, რო­მე­ლიც 2 კვი­რა­ზე მეტ ხანს გრძელ­დე­ბა
  • წო­ნა­ში უე­ცა­რი კლე­ბა 10%–ით და მე­ტით
  • დრო­ის მცი­რე შუ­ა­ლედ­ში ოფ­ლი­ა­ნო­ბა
  • ღა­მის სა­ა­თებ­ში ლიმ­ფუ­რი კვან­ძე­ბის გა­დი­დე­ბა ფა­ღა­რა­თი/კუ­ჭის აშ­ლი­ლო­ბა, რო­მე­ლიც საკ­ვე­ბის­მი­ერ მო­წამ­ვლას არ უკავ­შირ­დე­ბა,
  • სხვა­დას­ხვა სა­ხის გა­მო­ნა­ყა­რი კან­სა და ლორ­წო­ვან გარ­სებ­ზე, ფილ­ტვე­ბის ან­თე­ბა, რო­მე­ლიც ან­ტი­ბაქ­ტე­რი­ულ მკურ­ნა­ლო­ბას ცუ­დად ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა და წე­ლი­წად­ში რამ­დენ­ჯერ­მე მე­ორ­დე­ბა.

ასე­ვე, ნერ­ვუ­ლი სის­ტე­მის სხვა­დას­ხვა სა­ხის და­ზი­ა­ნე­ბე­ბი. ეს სიმპტო­მე­ბი იმუ­ნი­ტე­ტის დე­ფი­ცი­ტის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლია და ამ ნიშ­ნე­ბის გა­მოვ­ლე­ნი­სას აუ­ცი­ლებ­ლად უნდა გა­ვი­კე­თოთ აივ/შიდსზე ტეს­ტი­რე­ბა, რომ დრო­უ­ლად მოხ­დეს აი­ვის გა­მო­რი­ცხვა ან დი­აგ­ნო­ზის და­დას­ტუ­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში დრო­უ­ლად და­ვი­წყოთ მკურ­ნა­ლო­ბა.

AMBEBI.GE-ს აღ­ნიშ­ნულ თე­მა­ზე ნინო ხე­თა­გუ­რი, შიდსის ჯან­დაც­ვის ფონ­დის სა­ქარ­თვე­ლოს პროგ­რა­მის მე­ნე­ჯე­რიც ესა­უბ­რა:

- მარ­თა­ლია, სა­ქარ­თვე­ლო­ში შიდსი პან­დე­მია არ არის, მაგ­რამ ბევ­რი რამ მა­ინც ტეს­ტი­რე­ბა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. არა­და, სა­ზო­გა­დო­ე­ბის გარ­კვე­ულ ნა­წილს სტიგ­მა აქვს - თუ ვინ­მე შიდსზე ტეს­ტი­რე­ბას იკე­თებს ე.ი. მსუ­ბუ­ქი ყო­ფაქ­ცე­ვი­საა, ან რო­მე­ლი­მე რის კჯ­გუფს მი­ე­კუთ­ნე­ბა, ნარ­კო­ტი­კე­ბის ინექ­ცი­უ­რი გზით მომ­ხმა­რე­ბე­ლია, კო­მერ­ცი­უ­ლი სექსმუ­შა­კი, ან უმ­ცი­რე­სო­ბის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი. ასე არ არის, ეს ინ­ფექ­ცია ნე­ბის­მი­ერ ადა­მი­ანს შე­იძ­ლე­ბა, და­ე­მარ­თოს.

აივ ინ­ფექ­ცია შე­იძ­ლე­ბა ადა­მი­ანს დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­შიც ჰქონ­დეს და ვერც გრძნობ­დეს. ის არის და­ა­ვა­დე­ბე­ბის ერ­თობ­ლი­ო­ბა, რო­მე­ლიც იმუ­ნო­დე­ფი­ცი­ტის ფონ­ზე ვი­თარ­დე­ბა, რო­მე­ლიც აივ ვირუსს იწ­ვევს.

მას მერე, რაც სა­ქარ­თვე­ლო­ში მკურ­ნა­ლო­ბა სა­ერ­თა­შო­რი­სო დო­ნო­რე­ბის მხარ­და­ჭე­რით ხდე­ბა, მის 74%-ს სა­ხელ­მწი­ფო ფა­რავს. რაც უფრო ადრე აღ­მო­ა­ჩენს ადა­მი­ა­ნი ამ ვირუსს, მით წარ­მა­ტე­ბუ­ლად ხდე­ბა მკურ­ნა­ლო­ბა და სი­ცო­ცხლის ხან­გრძლი­ვო­ბა იზ­რდე­ბა," - აღ­ნიშ­ნავს ნინო ხე­თა­გუ­რი, რო­მე­ლიც მათ, ვინც აივ ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლებს სა­ხი­ფა­თოდ აღიქ­ვამს, ურ­ჩევს:

"აქ დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს ადა­მი­ა­ნე­ბის ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბას. ბევ­რმა არ იცის, რომ შიდსი ჰა­ერ­წვე­თო­ვა­ნი გზით კი არა, ამა თუ იმ სა­რის­კო ქცე­ვით გა­და­დის... რაც შე­ე­ხე­ბა სტიგ­მას, აივ ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლე­ბი ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან. თუკი ვთქვათ, სა­რის­კო ქცე­ვა ჰქონ­დათ, ეს იმას არ ნიშ­ნავს, რომ ისი­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბის­გან უნდა გა­ი­რი­ყონ. ისი­ნი სა­ში­შე­ბი ნამ­დვი­ლად არ არი­ან, თუ ადა­მი­ან­მა იცის, თავი ამ ინ­ფექ­ცი­ის­გან რო­გორ უნდა და­იც­ვას, მის­თვის აივ ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი არა­ვი­თარ საფრ­თხეს არ წარ­მო­ად­გენს. კო­ვიდ­ვირუ­სი გა­ცი­ლე­ბით კონ­ტა­გი­ო­ზუ­რია, გა­და­დის ჰა­ერ­წვე­თო­ვა­ნი გზით და მის­გან დაც­ვის სა­შუ­ა­ლე­ბა ერ­თა­დერ­თი პირ­ბა­დეა და ისიც ასპრო­ცენ­ტი­ა­ნი დაც­ვა არ არის. შიდსის შემ­თხვე­ვა­ში დის­კრი­მი­ნა­ცი­ის, სტიგ­მის მო­მენ­ტი რომ არ არ­სე­ბობ­დეს, გა­ცი­ლე­ბით მარ­ტი­ვად აღ­მო­სა­ფხვრე­ლია ეს პან­დე­მია, ვი­ნა­ი­დან ის ისე არ გა­და­დის, რო­გორც კო­რო­ნა­ვირუ­სი.

ნინო ხე­თა­გუ­რი

ასე რომ, ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბას, რო­გორც ვთქვი, უდი­დე­სი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს. ასე­ვე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია სა­ზო­გა­დო­ე­ბის, ნე­ბის­მი­ერ საქ­მე­ში, მათ შო­რის, შიდსთან ბრძო­ლა­ში ერ­თი­ა­ნო­ბა, გა­ი­თა­ვი­სოს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა, იყოს სო­ლი­და­რუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის მი­მართ, რომ­ლე­ბიც აივ ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლე­ბი არი­ან, ვი­ნა­ი­დან სი­ტიგ­მა­სა და ადა­მინ­თა დის­კრი­მი­ნა­ცი­ას­თან ბრძო­ლას დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს, ის უდი­დეს ბა­რი­ერს, ტეს­ტის არ გა­კე­თე­ბას აჩენს. არა­და, მხო­ლოდ ტეს­ტი­რე­ბა ად­გენს აივ ინ­ფექ­ცი­ას" - აღ­ნიშ­ნავს ქალ­ბა­ტო­ნი ნინო.

ხოლო, რა საპ­რე­ვენ­ციო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბია სა­ჭი­რო იმის­თვის, რომ თა­ვი­დან ავი­ცი­ლოთ აივ ვირუ­სი, ამ თე­მა­ზე ჩვენ­თან სა­უ­ბარს ინ­ფექ­ცი­უ­რი პა­თო­ლო­გი­ის და შიდსის ცენ­ტრის ექიმ-ეპი­დე­მი­ო­ლო­გი, მე­დი­ცი­ნის დოქ­ტო­რი მაია ცინ­ცა­ძე გა­ნაგ­რძობს:

"ყვე­ლამ კარ­გად იცის, რომ ეს ინ­ფექ­ცია ჰაერ-წვე­თო­ვა­ნი გზით არ გა­და­ე­ცე­მა, ანუ და­ცე­მი­ნე­ბით, დახ­ვე­ლე­ბით, ხე­ლის ჩა­მორ­თმე­ვით, გა­და­კოც­ნით, სა­ყო­ფა­ცხო­რე­ბო, სო­ცი­ა­ლუ­რი კონ­ტაქ­ტე­ბით. ვირუ­სი არ გა­და­ე­ცე­მა მწე­რე­ბის (მაგ., კო­ღოს) კბე­ნის შე­დე­გად.

აივი გა­და­ე­ცე­მა:

  • სქე­სობ­რი­ვი გზა – აივ ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თან და­უც­ვე­ლი სქე­სობ­რი­ვი კონ­ტაქ­ტით
  • სის­ხლის­მი­ე­რი გზა – აივ ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი სის­ხლის ან მისი ცალ­კე­უ­ლი კომ­პო­ნენ­ტე­ბის გა­დას­ხმით, ასე­ვე აივ–ით და­ბინ­ძუ­რე­ბუ­ლი, არას­ტე­რი­ლუ­რი, ზი­ა­რი შპ­რი­ცის, ნემ­სის და სხვა სა­მე­დი­ცი­ნო ინ­სტრუ­მენ­ტე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის შემ­თხვე­ვა­ში
  • ვერ­ტი­კა­ლუ­რი გზა – დე­დი­დან ბავ­შვზე – ორ­სუ­ლო­ბის, მშო­ბი­ა­რო­ბის ან ძუ­ძუ­თი კვე­ბის დროს.

და­უ­ზი­ა­ნე­ბე­ლი კანი და ლორ­წო­ვა­ნი გარ­სი ეფექ­ტუ­რი ბა­რი­ე­რია ვირუ­სის წი­ნა­აღ­მდეგ, მაგ­რამ რო­დე­საც ხდე­ბა აივ ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი შპ­რი­ცის, ტა­ტუ­ი­რე­ბის ან პირ­სინ­გის ნემ­სის შეყ­ვა­ნა ან სხვა არას­ტე­რი­ლუ­რი ინ­სტრუ­მენ­ტე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა, მაგ., ფრჩხი­ლე­ბის მაკ­რატ­ლის ან სა­მარ­თებ­ლის გა­მო­ყე­ნე­ბა, ჩნდე­ბა ინ­ფი­ცი­რე­ბის რე­ა­ლუ­რი რის­კი" - გან­მარ­ტავს ექი­მი.

- 1-ელ დე­კემ­ბერს, შიდსთან ბრძო­ლის სა­ერ­თა­შო­რი­სო დღეს რას ეტყო­დით სა­ზო­გა­დო­ე­ბას?

- 1-ელი დე­კემ­ბე­რი ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მო­წო­დე­ბით, შიდსთან ბრძო­ლის სა­ერ­თა­შო­რი­სო დღედ არის აღი­ა­რე­ბუ­ლი, რა­საც სა­ქარ­თვე­ლო უკვე ტრა­დი­ცი­უ­ლად 29-ედ უერ­თდე­ბა. ყო­ველ წელს, ამ დღეს გარ­კვე­უ­ლი დე­ვი­ზი აქვს, 2020 წლის თე­მაა - „გლო­ბა­ლუ­რი სო­ლი­და­რო­ბა, სა­ერ­თო პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა“.

მარ­თა­ლია, დღეს მსოფ­ლიო სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყუ­რა­დღე­ბა კო­ვიდ­პან­დე­მი­ა­ზეა მი­პყრო­ბი­ლი, მაგ­რამ აქ­ტუ­ა­ლო­ბა აივ ინ­ფექ­ცი­ას არ და­უ­კარ­გავს და საკ­მა­ოდ მწვა­ვედ გვახ­სე­ნებს თავს. აუ­ცი­ლე­ბე­ლია, მოხ­დეს შიდსის შე­სა­ხებ ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბა, სა­ჭი­როა შიდსთან ასო­ცი­რე­ბუ­ლი დის­კრი­მი­ნა­ცი­ის აღ­მო­ფხვრა, ასე­ვე აივ ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის სი­ცო­ცხლის ხა­რის­ხის გა­უმ­ჯო­ბ­ბე­სე­ბა, რის­თვი­საც ყვე­ლას­თვის ხელ­მი­საწ­ვდო­მი უნდა იყოს სპე­ცი­ფი­კუ­რი აივ მკურ­ნა­ლო­ბა და ასე­ვე, სტა­ბი­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის მი­საღ­წე­ვად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია მკურ­ნა­ლო­ბის რე­ჟი­მის დაც­ვა.

დღე­ი­სათ­ვის, აივ/შიდსის რო­გორც სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­დაც­ვის საფრ­თხის დას­რუ­ლე­ბა ბევ­რად არის და­მო­კი­დე­ბუ­ლი იმა­ზე, თუ რო­გორ და­ა­მარ­ცხებს მსოფ­ლიო კო­ვიდ-19 პან­დე­მი­ას. უნდა გავ­ხდეთ ამ ორი პან­დე­მი­ის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლის თა­ნა­მო­ნა­წი­ლე, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში და­ვას­რუ­ლოთ ორი­ვე ეპი­დე­მია.

შიდსზე კონ­სულ­ტი­რე­ბი­სათ­ვის დაგ­ვი­რე­კეთ ცხელ ხაზ­ზე 2 39 80 18

სა­ქარ­თვე­ლო­ში აივ/შიდსზე კონ­სულ­ტი­რე­ბა და ტეს­ტი­რე­ბა უფა­სოა.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნიკა
1

არანაირი სტიგმა არ მაქვს, მაგ აქოთებულ ინფექციურში არ ვარ მიმსვლელი ცოცხალი თავით.

ტტტტ
4

არ დაფჭირდეს თორე შეხვალ კიარა იცხოვრებ კიდეც იქ 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

"როცა სტილისტებთან, სტომატოლოგთან მიწევდა მისვლა, ზიზღით მიყურებდნენ" - შიდსის სტატისტიკა საქართველოში და სტიგმა, რომელიც დაავადების გამოვლენას ართულებს

"როცა სტილისტებთან, სტომატოლოგთან მიწევდა მისვლა, ზიზღით მიყურებდნენ" - შიდსის სტატისტიკა საქართველოში და სტიგმა, რომელიც დაავადების გამოვლენას ართულებს

შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღე ყოველწლიურად 1-ელ დეკემბერს აღინიშნება, ის შიდსის პანდემიის მიმართ საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლებას ემსახურება. ამ დღის აღნიშვნის იდეა 1988 წლის შიდსის პრევენციის პროგრამით, ჯანდაცვის მინისტრების სამიტზე გაჩნდა...

მიუხედავად იმისა, რომ დღეს მსოფლიო ახალი კორონავირუსის პანდემიას ებრძვის, შიდსთან, ბრძოლა ცხადია, არ შეწყვეტილა და ეს დღეც მსოფლიოში უკვე 29-ედ აღინიშნება.

AMBEBI.GE აივ ინფიცირებულ მამაკაცს ესაუბრა:

"წლების წინ სოფელში ვცხოვრობდი და ამ დაავადების შესახებ არაფერი ვიცოდი. ერთხელ მეგობარმა მითხრა, ორგანიზაციაც დამისახელა, წავიდეთ, სისხლი ჩავაბაროთ, ფულად დახმარებას მოგვცემენო. მატერიალურად მიჭირდა და წავედით. ამიღეს სისხლი და კომპენსაცია ავიღე. 10 დღის შემდეგ კი სისხლის ანალიზის პასუხმა აჩვენა, რომ აივ-ინფიცირებული ვიყავი. იმ წუთებში ვერ გავაცნობიერე, ეს რას ნიშნავდა... როდესაც ამ დიაგნოზის შესახებ დეტალურად არც ისე სასიამოვნო ინფორმაცია მივიღე, ძალიან იმოქმედა. დეპრესია დამეწყო და ფსიქოლოგიური კონსულტაციები დამჭირდა...

დავუკავშირდი არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებსაც სხვადასხვა შეკრება-სემინარებზე დავყავდი და მათი თანადგომით, მხარდაჭერით ყველაფერი დავძლიე... ცუდად მახსოვს ის პერიოდიც, როცა გარკვეული ადამიანების მხრიდან დისკრიმინაციის ობიექტი ვიყავი" - გვიყვება პაციენტი და საუბარს აგრძელებს: "როცა სტილისტებთან, სტომატოლოგთან მიწევდა მისვლა, მათთვის არასდროს დამიმალავს ჩემი დაავადების შესახებ და მათი მხრიდან თითქმის ყოველთვის საოცარი პანიკა იწყებოდა, ზიზღით მიყურებდნენ. ერთხელ ერთმა სტომატოლოგმა, რომელთანაც კბილების გასაწმენდად მივედი, როდესაც ჩემი დაავადების შესახებ შეიტყო, ირგვლივ ყველას მოსდო".

ჩვენი რესპონდენტი უკვე 7 წელია, რაც ამ დაავადებას ებრძვის, მკურნალობს. ამბობს, რომ კლინიკურად არაფერი აწუხებს, უბრალოდ, ყოველდღიურად სვამს შესაბამის მედიკამენტს, რომელიც ექიმის მიერ აქვს გამოწერილი.

"თავიდან 2 სხვადასხვა აბს ვსვამდი. ახლა გაუმჯობესდა მდგომარეობა და მხოლოდ ერთს ვიღებ. იმუნიტეტი კარგ მდგომარეობაშია და ვირუსი 0-ია, ანუ გაყინული, მდგომარეობა მკურნალობას ექვემდებარება," - აღნიშნავს პაციენტი, რომელსაც ცხადია, ეჭვი აქვს, თუ სად და როგორ შეიძლებოდა, დაინფიცირებულიყო, მაგრამ ვერაფერს ამტკიცებს. ამის მიზეზად ერთ-ერთი სტომატოლოგიური კლინიკა ჰგონია, "როგორც ჩანს, რაღაც ინსტრუმენტს არ ჰქონდა სათანადო სტერილიზაცია გაკეთებული, თუმცა ვინ იცის" - აღნიშნავს პაციენტი.

- სამსახური გაქვთ?

- ამჟამად არა, ადრე სახელმწიფო დაწესებულებებში ვიმუშავე, სადაც არანაირი დისკომფორტი არ შემქმნია, რადგან არავინ იცოდა, რომ აივ ინფიცირებული ვიყავი, სტილისტებთან ურთიერთობის გამოცდილებით, ჩემს დიაგნოზს არ ვამხელდი, რომ გაეგოთ, დარწმუნებული ვარ, ხმასაც არავინ გამცემდა.

- ოჯახის წევრებმა იციან?

- ექიმთან მოლაპარაკების შემდეგ, დედას მაშინვე ვუთხარი და ისტერიკაში ჩავარდა. მერე ფსიქოლოგიური დახმარება მასაც დასჭირდა, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებიც ესაუბრნენ. დავარწმუნეთ, რომ ეს დაავადება საშიში არ არის, მკურნალობას ექვემდებარება. დღეს უკვე ამ ყველაფერს საღად უყურებს.

იმედი გვაქვს, რომ ეს დაავადება განკურნებადი გახდება. მალე ვაქცინაც იქნება, რომელსაც გავიკეთებთ და ყოვედღიურად წამლის მიღება აღარ დაგვჭირდება... სხვებს კი ჩემი გამოცდილებით ვეტყვი, დეპრესიასა და განცდებში არ უნდა ჩავარდნენ. ასეთი დამოკიდებულება დაავადებასთან ბრძოლას ხელს უშლის... ჩემთან რჩევისთვის ბევრი მოდის, მეც ვესაუბრები, ვახსენებ, რომ წამალი აუცილებლად უნდა დალიონ, მაგალითები მომაქვს, შესაბამის ორგანიზაციებში ვაგზავნი, ფსიქოლოგის დამხარება თუ სჭირდება, ვურჩევ. ასე უკვე არაერთი ადამიანი გავიცანი და მათთან ვმეგობრობ კიდეც. ამ დაავადების მართვა შესაძლებელია. აივინფიცირებულების დისკრიმინაცია არ შეიძლება, ჩვენ ასეთებად არ დავბადებულვართ! თუმცა სამი წელი დამჭირდა საზოგადოების განწყობების გამო, ეს სირთულეები გადამელახა.

AMBEBI.GE ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის ექიმ-ეპიდემიოლოგს, მედიცინის დოქტორს, მაია ცინცაძეს ესაუბრა:

- საქართველოში აივ ინფექციის პირველი შემთხვევა 1989 წელს დაფიქსირდა. დღევანდელი მონაცემებით, სულ რეგისტრირებულია 8598 შემთხვევა, მათგან უმეტესობა მამაკაცია. 1781 პაციენტი გარდაიცვალა. სპეციფიკურ ანტივირუსულ მკურნალობაზეა (არვ თერაპია) 5379 პაციენტი. თუ უკანასკნელი წლების დინამიკას გადავხედავთ, ვნახავთ, რომ აივ/შიდსის გამოვლენის მაჩვენებელმა სტაბილურ ნიშნულს მიაღწია და ეს მაჩვენებელი ბოლო წლებში შენარჩუნებული იყო, წელიწადში 600-დან -700-მდე შემთხვევა. 2020 წელს ეს სტაბილური მაჩვენებელი გარკვეულწილად შემცირდა და მიმდინარე მონაცემებით 500-მდე ახალი შემთხვევა გვაქვს.

- რისი ბრალია ეს?

- სავარაუდოდ, გამოვლენილი შემთხვევების შემცირება გამოიწვია მიმდინარე წელს კოვიდ-19-ის ეპიდემიამ, რომელმაც გარკვეულწილად შეამცირა აივ-ტესტირების მსურველთა რაოდენობა, შესაბისად, გამოვლენის მაჩვენებელიც შემცირდა.

თუ რეგისტრირებული შემთხვევების აივ გადაცემის გზების მიხედვით განაწილებას განვიხილავთ, პირველ ადგილზეა ჰეტეროსექსუალური კონტაქტით გადაცემის შემთხვევები (49,2%), მეორე ადგილზეა – ნარკოტიკების ინექციური მომხმარებლები (36.3%), მამაკაცებმა, რომლებსაც სექსი აქვთ მამაკაცთან, შეადგინეს შემთხვევათა 12,2%, ვერტიკალური (ანუ დედიდან ბავშვზე გადაცემა) გზით დაინფიცირდა 1,3%, სისხლის გადასხმით დაინფიცირდა და ვირუსის გადაცემის გზა დაუდგენელია 1%–ზე ნაკლებ შემთხვევებში.

- როგორია სტატისტიკა - ბოლო წლების მონაცემებით ინფიცირებული ბავშვები თუ იბადებიან?

- 2001 წლიდან საქართველო შეუერთდა UNGAS დეკლარაციას, რომლის მიხედვით, ყველა ორსული ქალისთვის სავალდებულო გახდა აივ/შიდსზე სკრინინგი (საერთოდ აივ ტესტირება ნებაყოფლობითი იყო დონორების გამოკლებით). 2005 წლის შემდეგ საქართველომ უზრუნველყო დედიდან ბავშვზე აივ გადაცემის პროფილაქტიკის ღონისძიებებზე უნივერსალური ხელმისაწვდომობა, რაც გულისხმობდა აივ ინფიცირებული ორსულების უზრუნველყოფას აივ თერაპიით მშობიარობის უსაფრთხო სტრატეგიას, ახალშობილის აივ პროფილაქტიკას და კვების უსაფრთხო პრაქტიკას.

შედეგად, ანუ დედიდან ბავშვზე აივ გადაცემის სრულფასოვანი პროფილაქტიკის ჩატარების ფონზე, 2007 წლიდან ქვეყანაში არ დაბადებულა არც ერთი აივ-ინფიცირებული ახალშობილი.

- ტესტირების მსურველთა რიცხვი მაღალია?

- კოვიდ ინფექციამდე აივ/შიდსზე ტესტირების მსურველთა რიცხვი დღიურად დაახლოებით 15–20–ს შეადგენდა. წინა წლებში იყო ინტერესი და იყო შიშის ფაქტორიც, გარკვეული რისკქცევის შემდეგ, რომელიც შეიძლება გამხდარიყო ვირუსით დაინფიცირების მიზეზი. ამჟამად რისკქცევების მიხედვით გამოკვლევის მსურველთა რაოდენობა გარკვეულწილად შემცირდა და აივ ტესტირებაზე ძირითადად კლინიკური ნიშნების/სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში მოდიან.

- ტესტირებისთვის ძირითადად ვინ მოდიოდნენ, რა კატეგორიის ადამიანები?

- აივ ტესტირებას ძირითადად იტარებენ ნარკოტიკების ინექციური მომხმარებლები და მათი ნემსის ან სქესობრივი პარტნიორები, სქესობრივი გზით გადამდები ინფექციის მქონე პირები და მათი სქესობრივი პარტნიორები, პირები, ვისაც აქვთ ხშირი, დაუცველი (პრეზერვატივის გარეშე) შემთხვევითი კონტაქტები, მამაკაცები, რომლებსაც სექსი ჰქონდათ მამაკაცთან, სექსმუშაკები ასევე, ვინც ხშირად იტარებს სხვადასხვა სამედიცინო მანიპულაციებს – ქირურგიულ, გინეკოლოგიურ, სტომატოლოგიურ ჩარევებს, პირები, რომლებსაც გაკეთებული ჰქონდათ პირსინგი, ან ტატუირება არასამედიცინო დაწესებულებაში.

მაია ცინცაძე

- რა კლინიკური გამოვლინება იწვევს ეჭვს, რომ პაციენტს შეიძლება შიდსის ვირუსი ჰქონდეს?

- კლინიკური ნიშნები, რომლებსაც ჩამოგითვლით, ისედაც შეიძლება ჰქონდეს დაქვეითებული იმუნური სისტემის მქონე ადამიანს, რაც ავტომატურად არ ნიშნავს, რომ ის მაინცდამაინც აივ ინფიცირებულია, თუმცა ამ სიმპტომების არსებობა ეჭვის საფუძველს ნამდვილად იწვევს - ხომ არ არის აივ-ით გამოწვეული იმუნოდეფიციტი. აივ/შიდსზე ეჭვი უნდა მივიტანოთ თუ ადამიანს აღენიშნება:

  • არამოტივირებული ცხელება, 38 და უფრო მაღალი ტემპერატურა, რომელიც 2 კვირაზე მეტ ხანს გრძელდება
  • წონაში უეცარი კლება 10%–ით და მეტით
  • დროის მცირე შუალედში ოფლიანობა
  • ღამის საათებში ლიმფური კვანძების გადიდება ფაღარათი/კუჭის აშლილობა, რომელიც საკვებისმიერ მოწამვლას არ უკავშირდება,
  • სხვადასხვა სახის გამონაყარი კანსა და ლორწოვან გარსებზე, ფილტვების ანთება, რომელიც ანტიბაქტერიულ მკურნალობას ცუდად ექვემდებარება და წელიწადში რამდენჯერმე მეორდება.

ასევე, ნერვული სისტემის სხვადასხვა სახის დაზიანებები. ეს სიმპტომები იმუნიტეტის დეფიციტის მაჩვენებელია და ამ ნიშნების გამოვლენისას აუცილებლად უნდა გავიკეთოთ აივ/შიდსზე ტესტირება, რომ დროულად მოხდეს აივის გამორიცხვა ან დიაგნოზის დადასტურების შემთხვევაში დროულად დავიწყოთ მკურნალობა.

AMBEBI.GE-ს აღნიშნულ თემაზე ნინო ხეთაგური, შიდსის ჯანდაცვის ფონდის საქართველოს პროგრამის მენეჯერიც ესაუბრა:

- მართალია, საქართველოში შიდსი პანდემია არ არის, მაგრამ ბევრი რამ მაინც ტესტირებაზეა დამოკიდებული. არადა, საზოგადოების გარკვეულ ნაწილს სტიგმა აქვს - თუ ვინმე შიდსზე ტესტირებას იკეთებს ე.ი. მსუბუქი ყოფაქცევისაა, ან რომელიმე რის კჯგუფს მიეკუთნება, ნარკოტიკების ინექციური გზით მომხმარებელია, კომერციული სექსმუშაკი, ან უმცირესობის წარმომადგენელი. ასე არ არის, ეს ინფექცია ნებისმიერ ადამიანს შეიძლება, დაემართოს.

აივ ინფექცია შეიძლება ადამიანს დიდი ხნის განმავლობაშიც ჰქონდეს და ვერც გრძნობდეს. ის არის დაავადებების ერთობლიობა, რომელიც იმუნოდეფიციტის ფონზე ვითარდება, რომელიც აივ ვირუსს იწვევს.

მას მერე, რაც საქართველოში მკურნალობა საერთაშორისო დონორების მხარდაჭერით ხდება, მის 74%-ს სახელმწიფო ფარავს. რაც უფრო ადრე აღმოაჩენს ადამიანი ამ ვირუსს, მით წარმატებულად ხდება მკურნალობა და სიცოცხლის ხანგრძლივობა იზრდება," - აღნიშნავს ნინო ხეთაგური, რომელიც მათ, ვინც აივ ინფიცირებულებს სახიფათოდ აღიქვამს, ურჩევს:

"აქ დიდი მნიშვნელობა აქვს ადამიანების ცნობიერების ამაღლებას. ბევრმა არ იცის, რომ შიდსი ჰაერწვეთოვანი გზით კი არა, ამა თუ იმ სარისკო ქცევით გადადის... რაც შეეხება სტიგმას, აივ ინფიცირებულები ჩვეულებრივი ადამიანები არიან. თუკი ვთქვათ, სარისკო ქცევა ჰქონდათ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ისინი საზოგადოებისგან უნდა გაირიყონ. ისინი საშიშები ნამდვილად არ არიან, თუ ადამიანმა იცის, თავი ამ ინფექციისგან როგორ უნდა დაიცვას, მისთვის აივ ინფიცირებული არავითარ საფრთხეს არ წარმოადგენს. კოვიდვირუსი გაცილებით კონტაგიოზურია, გადადის ჰაერწვეთოვანი გზით და მისგან დაცვის საშუალება ერთადერთი პირბადეა და ისიც ასპროცენტიანი დაცვა არ არის. შიდსის შემთხვევაში დისკრიმინაციის, სტიგმის მომენტი რომ არ არსებობდეს, გაცილებით მარტივად აღმოსაფხვრელია ეს პანდემია, ვინაიდან ის ისე არ გადადის, როგორც კორონავირუსი.

ნინო ხეთაგური

ასე რომ, ცნობიერების ამაღლებას, როგორც ვთქვი, უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ასევე მნიშვნელოვანია საზოგადოების, ნებისმიერ საქმეში, მათ შორის, შიდსთან ბრძოლაში ერთიანობა, გაითავისოს პასუხისმგებლობა, იყოს სოლიდარული ადამიანების მიმართ, რომლებიც აივ ინფიცირებულები არიან, ვინაიდან სიტიგმასა და ადამინთა დისკრიმინაციასთან ბრძოლას დიდი მნიშვნელობა აქვს, ის უდიდეს ბარიერს, ტესტის არ გაკეთებას აჩენს. არადა, მხოლოდ ტესტირება ადგენს აივ ინფექციას" - აღნიშნავს ქალბატონი ნინო.

ხოლო, რა საპრევენციო ღონისძიებებია საჭირო იმისთვის, რომ თავიდან ავიცილოთ აივ ვირუსი, ამ თემაზე ჩვენთან საუბარს ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის ექიმ-ეპიდემიოლოგი, მედიცინის დოქტორი მაია ცინცაძე განაგრძობს:

"ყველამ კარგად იცის, რომ ეს ინფექცია ჰაერ-წვეთოვანი გზით არ გადაეცემა, ანუ დაცემინებით, დახველებით, ხელის ჩამორთმევით, გადაკოცნით, საყოფაცხორებო, სოციალური კონტაქტებით. ვირუსი არ გადაეცემა მწერების (მაგ., კოღოს) კბენის შედეგად.

აივი გადაეცემა:

  • სქესობრივი გზა – აივ ინფიცირებულთან დაუცველი სქესობრივი კონტაქტით
  • სისხლისმიერი გზა – აივ ინფიცირებული სისხლის ან მისი ცალკეული კომპონენტების გადასხმით, ასევე აივ–ით დაბინძურებული, არასტერილური, ზიარი შპრიცის, ნემსის და სხვა სამედიცინო ინსტრუმენტების გამოყენების შემთხვევაში
  • ვერტიკალური გზა – დედიდან ბავშვზე – ორსულობის, მშობიარობის ან ძუძუთი კვების დროს.

დაუზიანებელი კანი და ლორწოვანი გარსი ეფექტური ბარიერია ვირუსის წინააღმდეგ, მაგრამ როდესაც ხდება აივ ინფიცირებული შპრიცის, ტატუირების ან პირსინგის ნემსის შეყვანა ან სხვა არასტერილური ინსტრუმენტების გამოყენება, მაგ., ფრჩხილების მაკრატლის ან სამართებლის გამოყენება, ჩნდება ინფიცირების რეალური რისკი" - განმარტავს ექიმი.

- 1-ელ დეკემბერს, შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს რას ეტყოდით საზოგადოებას?

- 1-ელი დეკემბერი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მოწოდებით, შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღედ არის აღიარებული, რასაც საქართველო უკვე ტრადიციულად 29-ედ უერთდება. ყოველ წელს, ამ დღეს გარკვეული დევიზი აქვს, 2020 წლის თემაა - „გლობალური სოლიდარობა, საერთო პასუხისმგებლობა“.

მართალია, დღეს მსოფლიო საზოგადოების ყურადღება კოვიდპანდემიაზეა მიპყრობილი, მაგრამ აქტუალობა აივ ინფექციას არ დაუკარგავს და საკმაოდ მწვავედ გვახსენებს თავს. აუცილებელია, მოხდეს შიდსის შესახებ ცნობიერების ამაღლება, საჭიროა შიდსთან ასოცირებული დისკრიმინაციის აღმოფხვრა, ასევე აივ ინფიცირებული ადამიანების სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობბესება, რისთვისაც ყველასთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს სპეციფიკური აივ მკურნალობა და ასევე, სტაბილური მდგომარეობის მისაღწევად მნიშვნელოვანია მკურნალობის რეჟიმის დაცვა.

დღეისათვის, აივ/შიდსის როგორც საზოგადოებრივი ჯანდაცვის საფრთხის დასრულება ბევრად არის დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ დაამარცხებს მსოფლიო კოვიდ-19 პანდემიას. უნდა გავხდეთ ამ ორი პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის თანამონაწილე, რომ საქართველოში დავასრულოთ ორივე ეპიდემია.

შიდსზე კონსულტირებისათვის დაგვირეკეთ ცხელ ხაზზე 2 39 80 18

საქართველოში აივ/შიდსზე კონსულტირება და ტესტირება უფასოა.

ბაქსვუდის მოხალისეთა კლუბის საქველმოქმედო აქცია - “Secret Santa Challenge - გახდი საიდუმლო სანტა 2021” დაიწყო

წინასწარი ტესტის მიხედვით, მაია ზალდასტანიშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა - რას ამბობს ინფექციური საავადმყოფოს მიმღები განყოფილების უფროსი

კობა დავითაშვილი გარდაიცვალა