სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ და როგორ მოკლა "ირანის ბირთვული პროგრამის მამა", მეცნიერი, რომელიც საიდუმლო პროგრამას ხელმძღვანელობდა - ირანის მუქარა და ბრალდებები ისრაელს
ვინ და როგორ მოკლა "ირანის ბირთვული პროგრამის მამა", მეცნიერი, რომელიც საიდუმლო პროგრამას ხელმძღვანელობდა - ირანის მუქარა და ბრალდებები ისრაელს

ირა­ნის დე­და­ქა­ლაქ თე­ი­რა­ნის აღ­მო­სავ­ლე­თით მდე­ბა­რე პა­ტა­რა ქა­ლაქ აბ­სარ­დში გა­სულ პა­რას­კევს მოკ­ლეს ირა­ნე­ლი მეც­ნი­ე­რი, მოჰ­სენ ფახ­რი­ზა­დე, რო­მე­ლიც ბირ­თვუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბით მუ­შა­ობ­და და რო­გორც ის­რა­ე­ლი­სა და და­სავ­ლე­თის დაზ­ვერ­ვის სამ­სა­ხუ­რე­ბის წყა­რო­ე­ბი ამ­ბო­ბენ, ის ირა­ნის ბირ­თვუ­ლი პროგ­რა­მის შექ­მნის მთა­ვა­რი ინ­სტრუ­მენ­ტი იყო.

ირა­ნი მეც­ნი­ე­რის მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ში პირ­და­პირ ადა­ნა­შა­უ­ლებს ის­რა­ელს და ირა­ნი­დან გა­ძე­ვე­ბულ ოპო­ზი­ცი­ურ ჯგუ­ფებს.

  • რო­გორ მოკ­ლეს ფახ­რი­ზა­დე?

ირან­ში ამ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით ორი ურ­თი­ერ­თსა­წი­ნა­აღ­მდე­გო მო­საზ­რე­ბა არ­სე­ბობს. თავ­და­პირ­ვე­ლი ვერ­სი­ით, ფახ­რი­ზა­დეს დაც­ვის წევ­რებ­სა და თავ­დამ­სხმე­ლებს შო­რის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი და­პი­რის­პი­რე­ბა მოხ­და, რა დრო­საც მეც­ნი­ე­რი მძი­მედ და­იჭ­რა.

"ტე­რო­რის­ტებ­სა და პი­რად დაც­ვას შო­რის შე­ტა­კე­ბის დროს ბა­ტო­ნი ფახ­რი­ზა­დე მძი­მედ და­იჭ­რა, ის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს. სამ­წუ­ხა­როდ, ექი­მე­ბის ძა­ლის­ხმე­ვა წა­რუ­მა­ტე­ბე­ლი აღ­მოჩ­ნდა“, - ნათ­ქვა­მი იყო ირა­ნის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს თავ­და­პირ­ველ გან­ცხა­დე­ბა­ში.

თუმ­ცა ბოლო ვერ­სი­ით, ფახ­რი­ზა­დე მოკ­ლეს ია­რა­ღით, რო­მე­ლიც დის­ტან­ცი­უ­რად იმარ­თე­ბო­და. ამის შე­სა­ხებ ირა­ნის უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის ხელ­მძღვა­ნელ­მა ალი შამ­ხან­მა მეც­ნი­ე­რის დაკ­რძალ­ვის ცე­რე­მო­ნი­ა­ზე სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას გა­ნა­ცხა­და. მისი თქმით, თავ­დამ­სხმე­ლებ­მა გა­მო­ი­ყე­ნეს "ელექტრო­ნუ­ლი ტექ­ნი­კა.“

ირა­ნის უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს ხელ­მძღვა­ნე­ლი, ადიმ­რალ შამ­ხა­ნიც ადას­ტუ­რებს, რომ საქ­მე ეხე­ბა დის­ტან­ცი­ურ შე­ტე­ვას "სპე­ცი­ა­ლუ­რი მე­თო­დე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით.“

"ეს იყო ძა­ლი­ან კომ­პლექ­სუ­რი მი­სია ელექტრო­ნუ­ლი აღ­ჭურ­ვი­ლო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით“, - გა­ნა­ცხა­და მან მეც­ნი­ე­რის დაკ­რძალ­ვა­ზე. ასე­ვე, მკვლე­ლო­ბის მომ­ზა­დე­ბა­სა და ორ­გა­ნი­ზე­ბა­ში ბრა­ლი დას­დო ირა­ნი­დან გა­და­სახ­ლე­ბულ ოპო­ზი­ცი­ურ ჯგუფ­სა და ის­რა­ელს.

ირა­ნუ­ლი მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მეც­ნი­ე­რი მოკ­ლეს "დის­ტან­ცი­უ­რად მარ­თუ­ლი ტყვი­ამფრქვე­ვით, ან ია­რა­ღით, რო­მე­ლიც იმარ­თე­ბო­და სა­ტე­ლი­ტი­დან.“

"ფორბსის“ თა­ნახ­მად, ასე­თი ია­რა­ღე­ბი ახლა ფარ­თოდ გა­მო­ი­ყე­ნე­ბა მთელ შუა აღ­მო­სავ­ლეთ­ში. მათ იყე­ნე­ბენ, რო­გორც პრო­ფე­სი­ო­ნა­ლურ არ­მი­ებ­ში, ასე­ვე მო­იხ­მა­რენ ბო­ე­ვი­კე­ბიც.

  • ირა­ნის უზე­ნა­ე­სი ლი­დე­რის გან­ცხა­დე­ბა

ირა­ნის უზე­ნა­ე­სი ლი­დე­რი აია­თო­ლა ალი ხა­მე­ნეი შე­სა­ბა­მის უწყე­ბებს მკვლე­ლო­ბის გა­მო­ძი­ე­ბი­სა და დამ­ნა­შა­ვე­ე­ბის დას­ჯის­კენ მო­უ­წო­დებს.

"თა­ვი­სი დიდი სა­მეც­ნი­ე­რო ძა­ლის­ხმე­ვით მან სი­ცო­ცხლე შეს­წი­რა ღვთის გზას და მო­წა­მე­ო­ბის მა­ღა­ლი სტა­ტუ­სი მისი ღვთი­უ­რი ჯილ­დოა. ყვე­ლა შე­სა­ბა­მის­მა თა­ნამ­დე­ბო­ბის პირ­მა ორი დღის წეს­რი­გი უნდა და­სა­ხოს : პირ­ვე­ლი, გა­მო­ი­ძი­ოს ეს და­ნა­შა­უ­ლი და მკაც­რად და­სა­ჯოს დამ­ნა­შა­ვე­ე­ბი და პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი პი­რე­ბი, მე­ო­რე : უზ­რუნ­ველ­ყოს მო­წა­მის სა­მეც­ნი­ე­რო და ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი საქ­მი­ა­ნო­ბის გაგ­რძე­ლე­ბა ყვე­ლა სექ­ტორ­ში, სა­დაც ის მოღ­ვა­წე­ობ­და,“- წერს აია­თო­ლა ალი ხა­მე­ნეი "ტვი­ტერ­ში“.

  • მკვლე­ლო­ბის ია­რა­ღი

ირა­ნუ­ლი მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ირა­ნის ბირ­თვუ­ლი პროგ­რა­მის მთა­ვა­რი სპე­ცი­ა­ლის­ტი, მოჰ­სენ ფახ­რი­ზა­დე ის­რა­ელ­ში წარ­მო­ე­ბუ­ლი ია­რა­ღით მოკ­ლეს. "ტე­რო­რის­ტუ­ლი აქ­ტის გან­ხორ­ცი­ლე­ბის ად­გი­ლი­დან ამო­ღე­ბუ­ლი ია­რაღ­ზე ის­რა­ე­ლის სამ­ხედ­რო ინ­დუსტრი­ის ლოგო და სპე­ცი­ფი­კა­ცი­აა და­ტა­ნი­ლი,“- იუ­წყე­ბა ირა­ნუ­ლი მე­დია. ირა­ნის სა­გა­რეო საქ­მე­თა სტრა­ტე­გი­უ­ლი საბ­ჭოს ხელ­მძღვა­ნე­ლი კა­მალ ხა­რა­ზი აცხა­დებს, რომ მეც­ნი­ე­რის მკვლე­ლებს ქვე­ყა­ნა კა­ტე­გო­რი­ულ პა­სუხს გას­ცემს.

  • რას აცხა­დე­ბენ ის­რა­ელ­ში?

ფახ­რი­ზა­დეს მკვლე­ლო­ბის ბრალ­დე­ბა­ზე ოფი­ცი­ა­ლურ ის­რა­ელს გან­ცხა­დე­ბა არ გა­უვრცე­ლე­ბია, თუმ­ცა ის­რა­ე­ლის დაზ­ვერ­ვის მი­ნის­ტრმა, ელი კო­ენ­მა ორ­შა­ბათს ერთ-ერთ რა­დი­ო­სად­გურ­თან ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ნა­ცხა­და, რომ მან არ იცის ვინ დგას ამ მკვლე­ლო­ბის უკან.

  • რა­ტომ გახ­და ფახ­რი­ზა­დე სა­მიზ­ნე?

ის­რა­ე­ლი­სა და და­სავ­ლე­თის უსაფრ­თხო­ე­ბის წყა­რო­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ფახ­რი­ზა­დე ირა­ნის ბირ­თვულ პროგ­რა­მა­ში მნიშ­ვნე­ლო­ვან როლს ას­რუ­ლებ­და. რო­გორც ამ­ბო­ბენ, ფი­ზი­კის პრო­ფე­სო­რი ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და "პრო­ექტ ამადს“, პროგ­რა­მას, რო­მე­ლიც ირან­მა სა­ვა­რა­უ­დოდ, 1989 წელს და­ი­წყო პო­ტენ­ცი­უ­რი ბირ­თვუ­ლი ბომ­ბის შე­სა­ხებ კვლე­ვის ჩა­სა­ტა­რებ­ლად.

ატო­მუ­რი ენერ­გი­ის სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ა­გენ­ტოს ცნო­ბით, პრო­ექ­ტი 2003 წელს და­ი­ხუ­რა, თუმ­ცა ის­რა­ე­ლის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ნა­თა­ნი­აჰუმ 2018 წელს გა­ნა­ცხა­და, რომ მის მიერ მო­პო­ვე­ბუ­ლი დო­კუ­მენ­ტე­ბი ცხად­ყოფ­და, რომ ამ პროგ­რა­მას ფახ­რი­ზა­დე ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და და პრო­ექტ "ამად­ზე" მუ­შა­ო­ბა ფა­რუ­ლად მიმ­დი­ნა­რე­ობ­და.

მა­შინ თა­ვი­სი გა­მოს­ვლის დროს ნა­თა­ნი­აჰუმ ფახ­რი­ზა­დეს შე­სა­ხებ თქვა - "და­ი­მახ­სოვ­რეთ ეს სა­ხე­ლი.“

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ეს არ არის პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა, რო­დე­საც ირა­ნი ის­რა­ელს მეც­ნი­ე­რის მკვლე­ლო­ბა­ში სდებს ბრალს. 2010-2012 წლებ­ში ირა­ნი ის­რა­ელს ოთხი ირა­ნე­ლი ბირ­თვუ­ლი მეც­ნი­ე­რის მკვლე­ლო­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებ­და. ანა­ლი­ტი­კო­სე­ბის შე­ფა­სე­ბით, ბოლო მკვლე­ლო­ბა მიზ­ნად ისა­ხავ­და არა ირა­ნის ბირ­თვუ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბის­თვის ზი­ა­ნის მი­ყე­ნე­ბას, არა­მედ მის დას­რუ­ლე­ბას და მცდე­ლო­ბას, რომ ირა­ნი და აშშ და­უბ­რუნ­დნენ 2015 წელს და­დე­ბულ ბირ­თვულ შე­თან­ხმე­ბას.

2018 წელს დო­ნალდ ტრამპმა უარი თქვა ამ გა­რი­გე­ბა­ზე და აღად­გი­ნა სან­ქცი­ე­ბი ირა­ნის წი­ნა­აღ­მდეგ. სა­პა­სუ­ხოდ კი ირან­მა ურა­ნის მა­რა­გით გამ­დიდ­რე­ბა და­ი­წყო, რო­მე­ლიც ბირ­თვუ­ლი ია­რა­ღის შე­საქ­მნე­ლად გა­მო­ი­ყე­ნე­ბა.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია BBC.com-ის მი­ხედ­ვით

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
w
0

ზედმეტ ლაილუის შეეშვით თუ გაქვთ ერთი ადგილი გაეცით პასუხი თუ არადა იჯექით წყნარად 

ინკვიზიტორი
11

რა ყველა მე მიყურებთ, კაცო??? მე არ მომიკლავს! ალიბი მაქვს!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

ვინ და როგორ მოკლა "ირანის ბირთვული პროგრამის მამა", მეცნიერი, რომელიც საიდუმლო პროგრამას ხელმძღვანელობდა - ირანის მუქარა და ბრალდებები ისრაელს

ვინ და როგორ მოკლა "ირანის ბირთვული პროგრამის მამა", მეცნიერი, რომელიც საიდუმლო პროგრამას ხელმძღვანელობდა - ირანის მუქარა და ბრალდებები ისრაელს

ირანის დედაქალაქ თეირანის აღმოსავლეთით მდებარე პატარა ქალაქ აბსარდში გასულ პარასკევს მოკლეს ირანელი მეცნიერი, მოჰსენ ფახრიზადე, რომელიც ბირთვული მიმართულებით მუშაობდა და როგორც ისრაელისა და დასავლეთის დაზვერვის სამსახურების წყაროები ამბობენ, ის ირანის ბირთვული პროგრამის შექმნის მთავარი ინსტრუმენტი იყო.

ირანი მეცნიერის მკვლელობის საქმეში პირდაპირ ადანაშაულებს ისრაელს და ირანიდან გაძევებულ ოპოზიციურ ჯგუფებს.

  • როგორ მოკლეს ფახრიზადე?

ირანში ამ საკითხთან დაკავშირებით ორი ურთიერთსაწინააღმდეგო მოსაზრება არსებობს. თავდაპირველი ვერსიით, ფახრიზადეს დაცვის წევრებსა და თავდამსხმელებს შორის შეიარაღებული დაპირისპირება მოხდა, რა დროსაც მეცნიერი მძიმედ დაიჭრა.

"ტერორისტებსა და პირად დაცვას შორის შეტაკების დროს ბატონი ფახრიზადე მძიმედ დაიჭრა, ის საავადმყოფოში გადაიყვანეს. სამწუხაროდ, ექიმების ძალისხმევა წარუმატებელი აღმოჩნდა“, - ნათქვამი იყო ირანის თავდაცვის სამინისტროს თავდაპირველ განცხადებაში.

თუმცა ბოლო ვერსიით, ფახრიზადე მოკლეს იარაღით, რომელიც დისტანციურად იმართებოდა. ამის შესახებ ირანის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა ალი შამხანმა მეცნიერის დაკრძალვის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, თავდამსხმელებმა გამოიყენეს "ელექტრონული ტექნიკა.“

ირანის უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელი, ადიმრალ შამხანიც ადასტურებს, რომ საქმე ეხება დისტანციურ შეტევას "სპეციალური მეთოდების გამოყენებით.“

"ეს იყო ძალიან კომპლექსური მისია ელექტრონული აღჭურვილობის გამოყენებით“, - განაცხადა მან მეცნიერის დაკრძალვაზე. ასევე, მკვლელობის მომზადებასა და ორგანიზებაში ბრალი დასდო ირანიდან გადასახლებულ ოპოზიციურ ჯგუფსა და ისრაელს.

ირანული მედიის ინფორმაციით, მეცნიერი მოკლეს "დისტანციურად მართული ტყვიამფრქვევით, ან იარაღით, რომელიც იმართებოდა სატელიტიდან.“

"ფორბსის“ თანახმად, ასეთი იარაღები ახლა ფართოდ გამოიყენება მთელ შუა აღმოსავლეთში. მათ იყენებენ, როგორც პროფესიონალურ არმიებში, ასევე მოიხმარენ ბოევიკებიც.

  • ირანის უზენაესი ლიდერის განცხადება

ირანის უზენაესი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი შესაბამის უწყებებს მკვლელობის გამოძიებისა და დამნაშავეების დასჯისკენ მოუწოდებს.

"თავისი დიდი სამეცნიერო ძალისხმევით მან სიცოცხლე შესწირა ღვთის გზას და მოწამეობის მაღალი სტატუსი მისი ღვთიური ჯილდოა. ყველა შესაბამისმა თანამდებობის პირმა ორი დღის წესრიგი უნდა დასახოს : პირველი, გამოიძიოს ეს დანაშაული და მკაცრად დასაჯოს დამნაშავეები და პასუხისმგებელი პირები, მეორე : უზრუნველყოს მოწამის სამეცნიერო და ტექნოლოგიური საქმიანობის გაგრძელება ყველა სექტორში, სადაც ის მოღვაწეობდა,“- წერს აიათოლა ალი ხამენეი "ტვიტერში“.

  • მკვლელობის იარაღი

ირანული მედიის ინფორმაციით, ირანის ბირთვული პროგრამის მთავარი სპეციალისტი, მოჰსენ ფახრიზადე ისრაელში წარმოებული იარაღით მოკლეს. "ტერორისტული აქტის განხორცილების ადგილიდან ამოღებული იარაღზე ისრაელის სამხედრო ინდუსტრიის ლოგო და სპეციფიკაციაა დატანილი,“- იუწყება ირანული მედია. ირანის საგარეო საქმეთა სტრატეგიული საბჭოს ხელმძღვანელი კამალ ხარაზი აცხადებს, რომ მეცნიერის მკვლელებს ქვეყანა კატეგორიულ პასუხს გასცემს.

  • რას აცხადებენ ისრაელში?

ფახრიზადეს მკვლელობის ბრალდებაზე ოფიციალურ ისრაელს განცხადება არ გაუვრცელებია, თუმცა ისრაელის დაზვერვის მინისტრმა, ელი კოენმა ორშაბათს ერთ-ერთ რადიოსადგურთან ინტერვიუში განაცხადა, რომ მან არ იცის ვინ დგას ამ მკვლელობის უკან.

  • რატომ გახდა ფახრიზადე სამიზნე?

ისრაელისა და დასავლეთის უსაფრთხოების წყაროების ინფორმაციით, ფახრიზადე ირანის ბირთვულ პროგრამაში მნიშვნელოვან როლს ასრულებდა. როგორც ამბობენ, ფიზიკის პროფესორი ხელმძღვანელობდა "პროექტ ამადს“, პროგრამას, რომელიც ირანმა სავარაუდოდ, 1989 წელს დაიწყო პოტენციური ბირთვული ბომბის შესახებ კვლევის ჩასატარებლად.

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ცნობით, პროექტი 2003 წელს დაიხურა, თუმცა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ნათანიაჰუმ 2018 წელს განაცხადა, რომ მის მიერ მოპოვებული დოკუმენტები ცხადყოფდა, რომ ამ პროგრამას ფახრიზადე ხელმძღვანელობდა და პროექტ "ამადზე" მუშაობა ფარულად მიმდინარეობდა.

მაშინ თავისი გამოსვლის დროს ნათანიაჰუმ ფახრიზადეს შესახებ თქვა - "დაიმახსოვრეთ ეს სახელი.“

აღსანიშნავია, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ირანი ისრაელს მეცნიერის მკვლელობაში სდებს ბრალს. 2010-2012 წლებში ირანი ისრაელს ოთხი ირანელი ბირთვული მეცნიერის მკვლელობაში ადანაშაულებდა. ანალიტიკოსების შეფასებით, ბოლო მკვლელობა მიზნად ისახავდა არა ირანის ბირთვული საქმიანობისთვის ზიანის მიყენებას, არამედ მის დასრულებას და მცდელობას, რომ ირანი და აშშ დაუბრუნდნენ 2015 წელს დადებულ ბირთვულ შეთანხმებას.

2018 წელს დონალდ ტრამპმა უარი თქვა ამ გარიგებაზე და აღადგინა სანქციები ირანის წინააღმდეგ. საპასუხოდ კი ირანმა ურანის მარაგით გამდიდრება დაიწყო, რომელიც ბირთვული იარაღის შესაქმნელად გამოიყენება.

მომზადებულია BBC.com-ის მიხედვით

ძლიერი გვალვა ირანში და წყლის დეფიციტით გამოწვეული საპროტესტო აქციები, რომელსაც მსხვერპლი მოჰყვა - პროტესტის პოლიტიკური მხარე: "აცხონე, ალაჰო, რეზა-შაჰის სული“

ბავშვის სქესის გამხელის წვეულებაზე გაჩენილი ხანძრის გამო, წყვილს 20-წლიანი პატიმრობა ემუქრება - რა ახალი დეტალები გახდა ცნობილი კალიფორნიის მასშტაბურ ხანძარზე

აშშ-ში უიშვიათესი დაავადების შემთხვევას იკვლევენ - რა არის მაიმუნის ყვავილი, რამდენად გადამდებია ადამიანისთვის და რა სირთულეები ახასიათებს