საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

10

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 19:15-ზე, მთვარე მორიელში იქნება 23:58-დან დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ნუსიამ ვახუშტის დაბადებიდან ერთი თვე იცოცხლა, ეს იყო დასაწყისი ამ ოჯახის ტრაგედიისა" - ნანა კოტეტიშვილი ცნობილი ბიძაშვილის მძიმე ბავშვობასა და საოცარ სიყვარულზე
"ნუსიამ ვახუშტის დაბადებიდან ერთი თვე იცოცხლა, ეს იყო დასაწყისი ამ ოჯახის ტრაგედიისა" - ნანა კოტეტიშვილი ცნობილი ბიძაშვილის მძიმე ბავშვობასა და საოცარ სიყვარულზე

"ვერ გა­მოგ­ლო­ვილ­ნი" - ასე და­არ­ქვა მწე­რალ­მა ნანა კო­ტე­ტიშ­ვილ­მა მე­მუ­ა­რულ ნა­წარ­მო­ებს. წიგნ­ში ავ­ტო­რის ღირ­სე­უ­ლი წი­ნაპ­რე­ბის - კო­ტე­ტიშ­ვი­ლე­ბი­სა და მა­ყაშ­ვი­ლე­ბის საგ­ვა­რე­უ­ლოს დრა­მა­ტუ­ლი თავ­გა­და­სავ­ლე­ბია მო­თხრო­ბი­ლი. ნა­წარ­მო­ებ­ში დიდი ად­გი­ლი უკა­ვია მო­გო­ნე­ბებს ქარ­თუ­ლი ფოლკ­ლო­რის მო­ა­მა­გე მეც­ნი­ერ­ზე, მთარ­გმნელ­სა და პოეტ ვა­ხუშ­ტი კო­ტე­ტიშ­ვილ­ზე, რო­მე­ლიც წიგ­ნის ავ­ტო­რის ბი­ძაშ­ვი­ლი იყო.

"მო­გო­ნე­ბე­ბი კი­დევ ერთ სა­გუ­ლის­ხმო ამ­ბავს ხდის ფარ­დას, სა­ხელ­დობრ, ვა­ხუშ­ტი კო­ტე­ტიშ­ვი­ლის ფშა­უ­რი კა­ფი­ა­ო­ბით და­ინ­ტე­რე­სე­ბა სწო­რედ ნანა კო­ტე­ტიშ­ვი­ლის ქორ­წი­ლი­დან იღებს და­სა­ბამს. ნა­ნას ქმა­რი, ცნო­ბი­ლი მწე­რა­ლი და მეც­ნი­ე­რი გიგი ხორ­ნა­უ­ლი, ხევ­სუ­რი გახ­ლავთ და ქორ­წი­ლის დროს ვა­ხუშ­ტი კო­ტე­ტიშ­ვი­ლის თა­მა­დო­ბამ დამ­ხვდურ­ნი იმ­დე­ნად მო­ხიბ­ლა, მალე ეს უნებ­ლიე სიმ­პა­ტია ორ­მხრივ ურ­თი­ერ­თო­ბა­ში გა­და­ი­ზარ­და. წლე­ბის შემ­დეგ, ვა­ხუშ­ტი კო­ტე­ტიშ­ვი­ლის­მი­ერ გა­მარ­თუ­ლი ფოლკ­ლო­რუ­ლი შეხ­ვედ­რე­ბი და­სა­მახ­სოვ­რე­ბელ ტრა­დი­ცი­ად იქცა, რო­მელ­საც სოფ­ლად და ქა­ლა­ქად უამ­რა­ვი კა­ფი­ის მოყ­ვა­რუ­ლი დიდი ინ­ტე­რე­სით ელო­და და ეგე­ბე­ბო­და", - ნათ­ქვა­მია წი­ნა­სი­ტყვა­ო­ბა­ში.

ნანა კო­ტე­ტიშ­ვი­ლი:

- ჩვე­ნი ოჯა­ხის ის­ტო­რია სა­ქარ­თვე­ლოს იმ უმ­ძი­მეს ხა­ნას უკავ­შირ­დე­ბა, რო­მელ­საც სტა­ლი­ნუ­რი ეპო­ქა ერ­ქვა. იმ ტრა­გიზ­მით სავ­სე პე­რი­ოდ­ში მა­სობ­რი­ვად გა­ნად­გურ­და რჩე­უ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა. ერთ-ერთი მსხვერ­პლი იყო ვა­ხუშ­ტის მამა, ვახ­ტანგ კო­ტე­ტიშ­ვი­ლი, ცნო­ბი­ლი ლი­ტე­რა­ტო­რი, ხე­ლო­ვა­ნი, მხატ­ვა­რი და მო­ქან­და­კე, ქარ­თუ­ლი ხალ­ხუ­რი სი­ტყვი­ე­რე­ბის მეც­ნი­ე­რუ­ლი კვლე­ვის ფუ­ძემ­დე­ბე­ლი. კო­ტე­ტიშ­ვი­ლე­ბის ამ შტოს მღვდლი­ა­ანს ეძახ­დნენ. ოჯა­ხის უფ­რო­სი, ვახ­ტან­გის მამა - ილია კო­ტე­ტიშ­ვი­ლი და­ვი­თის ეკ­ლე­სი­ის დე­კა­ნო­ზი, მა­ნამ­დე კი სვე­ტი­ცხოვ­ლის, თბი­ლი­სის წმინ­და სა­მე­ბის, პეტ­რე-პავ­ლეს ეკ­ლე­სი­ე­ბის მო­ძღვა­რი გახ­ლდათ.

ვახ­ტან­გის გარ­და, მას კი­დევ სამი შვი­ლი ჰყავ­და: ივ­ლი­ტა, გიგო და ლადო (მა­მა­ჩე­მი). მათ ბავ­შვო­ბა სვე­ტი­ცხოვ­ლის ეზო­ში გა­ა­ტა­რეს. ისი­ნი ბავ­შვო­ბი­დან­ვე ეზი­არ­ნენ ამ წმინ­და სა­ლო­ცა­ვის მადლს. ვახ­ტანგ კო­ტე­ტიშ­ვი­ლი გა­მორ­ჩე­უ­ლი იყო თა­ნა­მედ­რო­ვე­თა­გან. ვახ­ტან­გი, რო­გორც ცნო­ბი­ლი სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წე, წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში იყო მწე­რალ­თა კავ­ში­რის თავ­მჯდო­მა­რის მო­ად­გი­ლე, რე­დაქ­ტო­რობ­და გა­ზეთ "ქარ­თულ სი­ტყვას“, თავ­მჯდო­მა­რე­ობ­და სამ­ხატ­ვრო აკა­დე­მი­ის პრე­ზი­დი­უმს და სხვა. ვა­ხუშ­ტის დედა, ნინო (ნუ­სია) დი­ლევ­სკა ქარ­თვე­ლიშ­ვი­ლე­ბის ჩა­მო­მა­ვა­ლი იყო. მის ნაზ, ნა­ტიფ, არის­ტოკ­რა­ტულ გა­რეგ­ნო­ბას ღრმა სუ­ლი­ე­რე­ბა და პო­ე­ტუ­რი ნიჭი გან­სა­კუთ­რე­ბულ იერს აძ­ლევ­და. მათ ოჯახ­ში იკ­რი­ბე­ბო­და იმ დრო­ის რჩე­უ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა: ტი­ცი­ან ტა­ბი­ძე, მი­ხე­ილ ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი, დი­მიტ­რი არა­ყიშ­ვი­ლი, კონ­სტან­ტი­ნე გამ­სა­ხურ­დია, ლადო გუ­დი­აშ­ვი­ლი, პავ­ლე ინ­გო­როყ­ვა, გა­ლა­კტი­ონ ტა­ბი­ძე და სხვა­ნი.

იმ პე­რი­ო­დის მთე­ლი სიმ­ძი­მე ჩვენს ოჯა­ხებ­ზე პირ­და­პირ აი­სა­ხა - ვახ­ტანგ კო­ტე­ტიშ­ვი­ლი 1937 წელს დახ­ვრი­ტეს, 44 წლის ასაკ­ში. ამ ტრა­გე­დი­ამ უფრო შე­ა­კავ­ში­რა ჩვე­ნი ბი­ძე­ბის და მა­მი­დის ოჯა­ხე­ბი. ეს ერ­თა­დერ­თი გზა იყო შთა­მო­მავ­ლო­ბის გა­და­სარ­ჩე­ნად. ასეთ გა­რე­მო­ში გა­ი­ა­რა ვა­ხუშ­ტის ბავ­შვო­ბამ. სა­ჭი­რო იყო დიდი სუ­ლი­ე­რი სიმ­ტკი­ცე, რომ ბავ­შვებს არ ეგ­რძნოთ მა­შინ­დე­ლი­სი­ნამ­დვი­ლის მთე­ლი სიმ­ძი­მე. ყვე­ლა­ფე­რი უფ­რო­სე­ბის ხა­ლი­სი­ა­ნი გან­წყო­ბი­ლე­ბით იფა­რე­ბო­და. ყვე­ლა ხუმ­რობ­და, გვა­ხა­ლი­სებ­და. უფრო გვი­ან შე­ვამ­ჩნი­ეთ მათ თვა­ლებ­ში შე­მორ­ჩე­ნი­ლი დიდი სევ­და.

მე და ვა­ხუშ­ტი

მე და ვა­ხუშ­ტი თა­ნა­ტო­ლე­ბი ვი­ყა­ვით, ერთ უბან­ში ვცხოვ­რობ­დით და მხო­ლოდ ერთი ქუჩა გვა­შო­რებ­და ერ­თმა­ნეთს. თით­ქმის ყო­ველ დი­ლით მივ­რბო­დი ვა­ხუშ­ტის­თან, რაც დი­დო­ბა­ში ცხოვ­რე­ბის წე­სად მექ­ცა. ვა­ხუშ­ტის ზრდი­და უფ­რო­სი და ლე­ი­ლა, რო­მელ­მაც დე­დის მა­გივ­რო­ბა გა­უ­წია. დი­დე­და, მა­მი­და ივ­ლი­ტა, ძია გიგო და დე­და­ჩე­მი - ნინო მა­ყაშ­ვი­ლი - მისი ბი­ცო­ლა, ვა­ხუშ­ტის ირ­გვლივ ტრი­ა­ლებ­დნენ. დე­და­ჩემ­მა, მი­უ­ხე­და­ვად მძი­მე ბე­დის­წე­რი­სა, რაც მა­ყაშ­ვი­ლე­ბის ად­გილ-მა­მუ­ლის დარ­ბე­ვით და სო­ფელ იყალ­თო­დან მათი გა­მო­ძე­ვე­ბით დამ­თავ­რდა, მთელ სა­ნა­თე­სა­ოს უმ­ძი­მე­სი ცხოვ­რე­ბის წლე­ბი თა­ვი­სი იუ­მო­რით და ხა­ლი­სი­ა­ნი ბუ­ნე­ბით გა­და­ა­ტა­ნი­ნა.

მა­მი­და ივ­ლი­ტას ოჯა­ხი, რომ­ლის თავ­კა­ცი გახ­ლდათ ცნო­ბი­ლი ეთ­ნოგ­რა­ფი სერ­გი მა­კა­ლა­თია, ის კერა იყო, რო­მელ­მაც გა­დაგ­ვარ­ჩი­ნა ობო­ლი ძმის­შვი­ლე­ბი. ხში­რად ვიკ­რი­ბე­ბო­დით მთაწ­მინ­და­ზე, კო­ტე­ტიშ­ვი­ლე­ბის საგ­ვა­რე­უ­ლო სახ­ლში, კოტე მეს­ხის 18 ნო­მერ­ში, რო­მე­ლიც დღე­საც დგას. ეს იყო და­უ­ვი­წყა­რი დღე­ე­ბი, იყო ბევ­რი ხუმ­რო­ბა, რისი ნი­ჭიც მთელ შთა­მო­მავ­ლო­ბას დი­დე­და­ჩე­მის, ეკა­ტე­რი­ნე ბი­ძი­ნაშ­ვი­ლი­სა­გან გა­მოგ­ვყვა. თუმ­ცა პა­პა­ჩე­მი, მამა ილია, არა­ნაკ­ლებ ენა­მოს­წრე­ბუ­ლი ყო­ფი­ლა.

გან­სა­კუთ­რე­ბით გა­მო­ირ­ჩე­ო­და ლე­ი­ლა, ყვე­ლას მეტ­სა­ხე­ლებს არ­ქმევ­და. ეს კი უკვე კო­ტე­ტიშ­ვი­ლე­ბი­სე­უ­ლი იუ­მო­რი იყო, რაც შემ­დეგ უფრო ძლი­ე­რად ვა­ხუშ­ტი­ში გა­მო­იკ­ვე­თა. თით­ქოს დღე­საც ვხე­დავ, რო­გორ ვსხედ­ვართ მე და ვა­ხუშ­ტი 4-5 წლი­სა­ნი ჩვე­ნი ძვე­ლე­ბუ­რი ქარ­თუ­ლი ტახ­ტის დიდ უჯ­რა­ში და ვთა­მა­შობთ. ვი­ცი­ნით, ვხმა­უ­რობთ, ვერ გვა­ჩუ­მე­ბენ. ტყუ­პი­ვით გვიყ­ვარ­და ერ­თმა­ნე­თი, სულ ერ­თად ყოფ­ნა გვინ­დო­და...მა­მას სიკ­ვდი­ლის შემ­დეგ, 1940 წლი­დან დი­დე­დას აღარ გა­უ­ცი­ნია. მე ცო­ცხა­ლი, ეშ­მა­კი ბავ­შვი ვი­ყა­ვი, ამი­ტომ დი­დე­და ხში­რად მაგ­დებ­და სახ­ლი­დან. არ უყ­ვარ­და, როცა ვა­ხუშ­ტი, ბუ­ნე­ბით წყნა­რი, მშვი­დი, გამ­გო­ნე ბავ­შვი, ჩემს და­ნახ­ვა­ზე აფო­რი­აქ­დე­ბო­და, იწყებ­და მთე­ლი ხმით ყვი­რილს და ხტუნ­ვას.

ათას რა­მეს გავ­ზი­დავ­დით ხოლ­მე ოთა­ხი­დან აი­ვან­ზე და მერე გვე­ზა­რე­ბო­და ალა­გე­ბა. დი­დე­დას ქვე­და­კა­ბის ჯი­ბე­ში ედო უჯ­რის გა­სა­ღე­ბი, სა­დაც სხვა­დას­ხვა სა­სუსნა­ვი ინა­ხე­ბო­და. როცა საქ­მი­ა­ნობ­და, მოვ­პა­რავ­დი გა­სა­ღებს, მერე მი­ვი­პა­რე­ბო­დით მე­ო­რე, ბნელ ოთახ­ში და იქ ვი­კარ­გე­ბო­დით კარ­გა ხნით. ჩვენ ხვე­ლე­ბას რომ გა­ი­გო­ნებ­და, უკვე იცო­და, რას ვა­კე­თებ­დით და ყვი­რი­ლით გა­მოგ­ვრე­კავ­და ხოლ­მე იქი­დან. აი, სწო­რედ ამ დროს მაგ­დებ­და სახ­ლი­დან, რად­გან ბუნ­ტის­თა­ვი მე ვი­ყა­ვი. სი­ცილ-კის­კი­სით მივ­რბო­დი ხოლ­მე სახ­ლის­კენ, ვა­ხუშ­ტი უკან მომ­დევ­და, აივ­ნი­დან კი დი­დე­დას ყვი­რი­ლი ის­მო­და. მე­ო­რე თა­მა­ში ომო­ბა­ნა იყო ვა­ხუშ­ტის მე­ზობ­ლებ­სა და კლა­სე­ლებ­თან. ეს სრო­ლით და დიდი აურ­ზა­უ­რით თავ­დე­ბო­და. ახლა და­მა­ლო­ბა­ნა, და­ჭე­რო­ბა­ნა და, ვინ მოთ­ვლის, კი­დევ რამ­დე­ნი რამ.

"ლე­ი­ლა, ვა­ხუშ­ტი გა­მი­ზარ­დე, არა­ვის და­ა­ჩაგ­ვრი­ნოო"

გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი დღე იყო ვა­ხუშ­ტო­ბა - 24 დე­კემ­ბე­რი, რო­დე­საც მათ ოჯახ­ში ვიკ­რი­ბე­ბო­დით და წი­თე­ლი ღვი­ნით და ბოღ­ლი­წო­თი (წი­თელ ღვი­ნო­ში ჩას­ვე­ლე­ბუ­ლი პური) აღ­ვნიშ­ნავ­დით. პუ­რის პა­ტა­რა ნაჭ­რებს ვა­წობ­დით ღვი­ნო­ში და ვამ­ბობ­დით სა­დღეგ­რძე­ლო­ებს. ვა­ხუშ­ტი სკო­ლი­დან მი­დი­ო­და ლე­ი­ლას­თან, მეც­ნი­ე­რე­ბა­თა აკა­დე­მი­ის მა­თე­მა­ტი­კის ინ­სტი­ტუ­ტის ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში, სა­დაც ის მუ­შა­ობ­და, კა­რა­დე­ბის უკან ამ­ზა­დებ­და გაკ­ვე­თი­ლებს. აკა­დე­მი­ა­ში ვა­ხუშ­ტის ყვე­ლა იც­ნობ­და, ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში კი მას შვი­ლო­ბი­ლად თვლიდ­ნენ.

ვა­ხუშ­ტის და­ბა­დე­ბას ბევ­რი ცრემ­ლი მოჰ­ყვა. ვა­ხუშ­ტის დედა ნუ­სია, სუს­ტი აგე­ბუ­ლე­ბის, ნაზი, სა­შინ­ლად და­სუს­ტე­ბუ­ლი, სიკ­ვდილს ებ­რძო­და..

ვახ­ტან­გი, ორი ქა­ლიშ­ვი­ლის - ლე­ი­ლა­სა და მა­ნა­ნას შემ­დეგ ბედ­ნი­ე­რი იყო ბი­ჭის, მემ­კვიდ­რის და­ბა­დე­ბით. ნუ­სი­ამ ერთი თვე იცო­ცხლა, ისე წა­ვი­და ამ ქვეყ­ნი­დან, ბავ­შვი არც უნა­ხავს. დედა გვი­ამ­ბობ­და, ისე­თი დიდი მწუ­ხა­რე­ბა იყო, პა­ტა­რა ვა­ხუშ­ტი თით­ქმის აღა­რა­ვის ახ­სოვ­დაო. მა­მა­ჩე­მი ექი­მი იყო და მან მო­უ­ძებ­ნა სას­წრა­ფოდ ძიძა, ახალ­გაზ­რდა რუსი ქალი ჩვი­ლი ბავ­შვით, რო­მელ­მაც გა­და­არ­ჩი­ნა ვა­ხუშ­ტი. ეს იყო და­სა­წყი­სი იმ დიდი ტრა­გე­დი­ი­სა, რო­მელ­საც ამ ოჯახს უმ­ზა­დებ­და ბე­დის­წე­რა.

ამას მოჰ­ყვა ჯერ უმ­ცრო­სი ქა­ლიშ­ვი­ლის - მა­ნა­ნას სიკ­ვდი­ლი, რო­მელ­მაც ვერ გა­და­ი­ტა­ნა დე­დის და­კარ­გვა, შემ­დეგ კი ძია ვახ­ტან­გის დახ­ვრე­ტა. 15 წლის ლე­ი­ლას უნდა ეზ­რუ­ნა ვა­ხუშ­ტის გაზ­რდა­ზე და დი­დე­და მათ­თან გა­და­ვი­და სა­ცხოვ­რებ­ლად. ვა­ხუშ­ტის­თვის ლე­ი­ლა­ში გან­სხე­უ­ლე­ბუ­ლი იყო დე­დაც, მა­მაც და მა­ნა­ნაც. ლე­ი­ლამ ვაჟ­კა­ცუ­რად ზიდა ეს მძი­მე ტვირ­თი. რო­დე­საც ვახ­ტან­გის და­სა­პა­ტიმ­რებ­ლად მო­ვიდ­ნენ, მან მო­მაკ­ვდავ შვილ­თან გა­მომ­შვი­დო­ბე­ბის ნება ითხო­ვა, რო­მე­ლიც სა­ა­ვად­მყო­ფო­ში იწვა. ამის ნება არ დარ­თეს. სახ­ლი­დან გას­ვლი­სას კი ლე­ი­ლას ამოს­ძა­ხა: "ლე­ი­ლა, ვა­ხუშ­ტი გა­მი­ზარ­დე, არა­ვის და­ა­ჩაგ­ვრი­ნოო".

მა­შინ ვა­ხუშ­ტი 2 წლის იყო. მა­მის ეს სი­ტყვე­ბი ლე­ი­ლას სულ ყურ­ში ჩა­ეს­მო­და. არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი დაძ­მო­ბა ჰქონ­დათ. ლე­ი­ლა, ანა­ფო­რა­სა­ვით გრძელ კა­ბა­ში, ერთი მიზ­ნით იყო მოვ­ლე­ნი­ლი ამ­ქვეყ­ნად, ყვე­ლა­ფე­რი ძმას ანაც­ვა­ლა, პრო­ფე­სი­აც და ქა­ლო­ბაც. და­უ­ფას­და კი­დეც თავ­გან­წირ­ვა - ვა­ხუშ­ტი კარ­გი გა­ი­ზარ­და, თა­ნა­ტო­ლებ­ში გა­მორ­ჩე­უ­ლი იყო გა­რეგ­ნო­ბით, პო­ე­ტუ­რი ნი­ჭით, სი­ლა­ღით, იუ­მო­რით, მდი­და­რი სუ­ლი­ე­რი სამ­ყა­რო­თი. მისი ლექ­სე­ბი ჩვენს თა­ო­ბა­ში ყვე­ლამ ზე­პი­რად იცო­და...ჩვენ „მტრის შვი­ლე­ბი” გვერ­ქვა... დიდი სი­დუ­ხ­ჭი­რე გა­მო­ვი­ა­რეთ, გა­უ­ხა­რე­ლი ბავ­შვო­ბა გვქონ­და... ხში­რად მე­სიზ­მრე­ბა ვა­ხუშ­ტის ის ძვე­ლი, აივ­ნი­ა­ნი, ლა­მა­ზი ორ­სარ­თუ­ლი­ა­ნი სახ­ლი, ჩემ­თვის ძა­ლი­ან ძვირ­ფა­სი, ჩემ­მა ბავ­შვო­ბა­მაც ხომ იქ გა­ი­ა­რა. სიზ­მარ­ში სახ­ლი ყო­ველ­თვის გა­ნა­თე­ბუ­ლია, გა­ღე­ბუ­ლი კარ-ფან­ჯრით, ცა­რი­ე­ლი, უხალ­ხოდ... ალ­ბათ, ვა­ხუშ­ტის მო­ლო­დინ­ში... თით­ქოს ვა­ხუშ­ტის ხმაც ის­მის, მშობ­ლე­ბი­სად­მი მი­ძღვნილ ლექსს რომ ამ­ბობ­და მოს­წავ­ლე... "ჩვენ ცის­ფერ ყვა­ვი­ლებს გვა­ჩუ­ქებს მთაწ­მინ­და და მათ საფ­ლა­ვებ­ზე ცრემ­ლე­ბად დავღვა­როთ".

"ჩემი მარ­ტო­ო­ბის ბაღ­ში, გაჩ­ნდა უცხო ყო­ი­ლი, რო­გორც უპატ­რო­ნო ბავ­შვი, ნი­ავს ჩა­მო­ყო­ლი­ლი..."

ვა­ხუშ­ტი­სა და მზე­ოს ამ­ბა­ვი სწრა­ფად მო­ე­დო ქა­ლაქს. ჩვენ, მის­მა ბი­ძაშ­ვი­ლებ­მა, გვი­ან გა­ვი­გეთ... თბი­ლი­სის ომის მძი­მე დღე­ე­ბი იდგა, სახ­ლე­ბი­დან ვერ გა­მოვ­დი­ო­დით... არ ვი­ცო­დით, სად იყო ვა­ხუშ­ტი. ბო­ლოს ვნა­ხეთ მისი დამ­წვა­რი სახ­ლის წინ. იმ სახ­ლს ჩვე­ნი ბავ­შვო­ბაც თან გაჰ­ყვა... და ყვე­ლა­ფე­რი, რაც ამ ოჯახ­თან იყო და­კავ­ში­რე­ბუ­ლი... ვა­ხუშ­ტის მა­მის, ვახ­ტანგ კო­ტე­ტიშ­ვი­ლის პი­რა­დი არ­ქი­ვი, უნი­კა­ლუ­რი ბიბ­ლი­ო­თე­კა, ქარ­თუ­ლი ხალ­ხუ­რი მუ­სი­კა­ლუ­რი საკ­რა­ვე­ბი­სა და ქარ­თუ­ლი ფარ­და­გე­ბის კო­ლექ­ცია, ვა­ხუშ­ტის არ­ქი­ვი, ლექ­სე­ბის რვე­უ­ლე­ბი, მისი აღ­მზრდე­ლი დის ხე­ლით გა­და­წე­რი­ლი, ფოლკ­ლო­რუ­ლი მა­სა­ლე­ბი მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო­დან, ვა­ხუშ­ტის დე­დის, ნუ­სია დი­ლევ­სკას და­ნა­ტო­ვა­რი ქარ­თვე­ლიშ­ვი­ლე­ბი­სა და დი­ლევ­სკე­ბის ოჯა­ხუ­რი რე­ლიკ­ვი­ე­ბი და კი­დევ, ვინ მოთ­ვლის, რამ­დე­ნი რამ...დრო გა­დი­ო­და, ვა­ხუშ­ტი არ ჩან­და. მდგო­მა­რე­ო­ბი­დან გა­მოს­ვლას დიდი დრო დას­ჭირ­და...

გავ­რცელ­და და­უ­ჯე­რე­ბე­ლი ამ­ბა­ვი ვა­ხუშ­ტის და­ო­ჯა­ხე­ბი­სა... დაგ­ვა­ინ­ტე­რე­სა, ვინ იყო ის ქალი და წა­ვე­დით სა­ნა­ხა­ვად, ხალ­ხის მით­ქმა-მოთ­ქმით გა­ო­ცე­ბუ­ლი და "გან­რის­ხე­ბუ­ლი" მი­ვი­ჭე­რით მას­თან. სახ­ტად დავ­რჩით, როცა ხელ­ში შეგ­ვრჩა ლა­მა­ზი, თბი­ლი, ღი­მი­ლი­ა­ნი პა­ტა­რა გოგო, რო­მელ­მაც მოკ­რძა­ლე­ბით გვი­ამ­ბო თა­ვი­სი ამ­ბა­ვი...თურ­მე ახალ წელს მზეო სხვებ­თან ერ­თად ეს­ტუმ­რა მი­სა­ლო­ცად, ვა­ხუშ­ტი მისი ლექ­ტო­რი იყო. ის მარ­ტო იჯდა სა­ა­ხალ­წლო სუფ­რას­თან, არა­ვის ელო­და...

ვა­ხუშ­ტი კო­ტე­ტიშ­ვი­ლი და მზეო გო­გო­ჭუ­რი

უცებ ყვე­ლა­ფე­რი შე­იც­ვა­ლა... ყვე­ლას ლე­გენ­დად დარ­ჩა ის სა­ღა­მო... გა­ნუ­მე­ო­რე­ბე­ლი ყო­ფი­ლა ვა­ხუშ­ტი, თა­ვი­სი იუ­მო­რით, დიდი ემო­ცი­ით... ბევ­რი იცი­ნეს, იმ­ხი­ა­რუ­ლეს და თით­ქოს ყვე­ლას­გან მი­ტო­ვე­ბუ­ლი ვა­ხუშ­ტის მო­უ­ლოდ­ნე­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა - ცხოვ­რე­ბის თა­ვი­დან და­წყე­ბის დიდი სურ­ვი­ლი...ყვე­ლა­ფე­რი კი იმ ლექ­ცი­ით და­ი­წყო, რო­მელ­საც ვა­ხუშ­ტი კი­თხუ­ლობ­და კულ­ტუ­რის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, სამ­სა­ხი­ო­ბო ფა­კულ­ტეტ­ზე: მზე­ომ ლექ­ცი­ა­ზე და­იგ­ვი­ა­ნა და შემ­დეგ ხალ­ხუ­რი ლექ­სი გა­აგ­რძე­ლა, რომ­ლის კი­თხვაც ვა­ხუშ­ტიმ მის და­ნახ­ვა­ზე შე­წყვი­ტა. ასე და­ი­წყო მათი ნაც­ნო­ბო­ბა. მო­წა­მე­თა­ში და­ი­წე­რეს ჯვა­რი... დაგ­ვიბ­რუნ­და ძვე­ლი ვა­ხუშ­ტი, ხა­ლი­სი­ა­ნი, სი­ცო­ცხლით სავ­სე, ახა­ლი ენერ­გი­ით და­მუხ­ტუ­ლი... თა­ნა­ცხოვ­რე­ბის პირ­ვე­ლი და ბოლო სიმ­ძი­მე­ე­ბიც ერ­თად გა­და­ლა­ხეს. გა­სა­ო­ცა­რი იყო პა­ტა­რა გო­გოს დიდი მოთ­მი­ნე­ბა, მათი ცხოვ­რე­ბის და­სა­წყი­სი ოღ­რო­ჩოღ­რო იყო...

ვა­ხუშ­ტი მზე­ოს "ცოლ-შვილს" ეძახ­და

ვა­ხუშ­ტის­თვის თავ­გან­წირ­ვა იყო მე­სა­მედ ახა­ლი ცხოვ­რე­ბის და­წყე­ბა ზრდას­რუ­ლი შვი­ლე­ბი­თა და ქარ­თველ სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან შე­თავ­სე­ბით. ის ლაღი და თა­ვი­სუ­ფა­ლი ადა­მი­ა­ნი იყო, ძა­ლი­ან ემო­ცი­უ­რი და რო­მან­ტი­კუ­ლი. ვა­ხუშ­ტი იყო ქარ­თუ­ლი ფოლკ­ლო­რის დიდი მო­ა­მა­გე, მეც­ნი­ე­რი, აღ­მო­სავ­ლეთმცოდ­ნე, მწე­რა­ლი და მთარ­გმნე­ლი. სე­რი­ო­ზუ­ლი სა­მეც­ნი­ე­რო ნაშ­რო­მე­ბი­სა და თარ­გმა­ნე­ბის (სპარ­სუ­ლი­დან, რუ­სუ­ლი­დან, გერ­მა­ნუ­ლი­დან) გვერ­დით, "სა­ლა­ღო­ბოდ-სათ­რე­ვე­ლად“ თქმუ­ლი მისი ქა­ლა­ქუ­რი კა­ფი­ე­ბი მთელ­მა თბი­ლის­მა იცო­და. იყო კარ­გი თა­მა­და, მომლხე­ნი, ენა­მოს­წრე­ბუ­ლი, სუფ­რებ­ზე სიყ­ვა­რულ­ში, ქა­ლე­ბის ტრფი­ალ­ში ტოლს არა­ვის უდებ­და. ერთ ზა­ფხულს, სტუ­დენ­ტო­ბი­სას, მი­თხრა, შვი­დი მა­ნა­ნა მიყ­ვარ­სო, თან იცი­ნო­და... ჩა­მო­მით­ვა­ლა, შვი­დი­ვე მარ­თლა ძა­ლი­ან ლა­მა­ზი იყო, გან­სა­კუთ­რე­ბით ერთი...

ხალ­ხუ­რი პო­ე­ზი­ის სურ­ნე­ლი სულ თან სდევ­და, უამ­რა­ვი ხალ­ხუ­რი ლექ­სი იცო­და ზე­პი­რად. უამ­რა­ვი სა­ხალ­ხო პო­ე­ტი გა­მო­იყ­ვა­ნა სამ­ზე­ო­ზე. მზე­ოც ასე­თი­ვე ლაღი ბუ­ნე­ბის იყო. მას ოჯა­ხი­დან მოს­დგამ­და ხალ­ხუ­რი შე­მოქ­მე­დე­ბის დიდი სიყ­ვა­რუ­ლი. ისიც ცნო­ბი­ლი ფოლკ­ლო­რის­ტე­ბის, მამა-ბი­ძე­ბის - და­ვით და ნიკო გო­გო­ჭუ­რე­ბის ჩა­მო­მა­ვა­ლია. სა­ერ­თო საქ­მემ უფრო და­ა­ახ­ლო­ვა და გა­ნამ­ტკი­ცა მათი ერ­თო­ბა. ვა­ხუშ­ტი მზე­ოს "ცოლ-შვილს" ეძახ­და. რო­გორც ცოლს, პა­ტივს სცემ­და, ხოლო რო­გორც შვილ­ზე, ისე ზრუ­ნავ­და და ტუქ­სავ­და კი­დეც, ხში­რად უმი­ზე­ზო­დაც და ამა­საც იუ­მორ­ში ატა­რებ­და. ახალ სახ­ლში ახა­ლი ცხოვ­რე­ბა და­ი­წყო. უამ­რა­ვი სტუ­მა­რი მო­დი­ო­და, იყო ჟრი­ა­მუ­ლი და სი­ხა­ლი­სე.

მზეო კარ­გი მას­პინ­ძე­ლი იყო, ყო­ველ­თვის ხა­ლი­სი­ა­ნი, თბი­ლი, პირმ­ცი­ნა­რი, ყვე­ლას გულ­შე­მატ­კი­ვა­რი და ქო­მა­გი. ვა­ხუშ­ტი მზე­ოს უახ­ლო­ე­სი სა­ნა­თე­სა­ოს სა­ფი­ცა­რი იყო. ყვე­ლას უხა­რო­და მის გვერ­დით ყოფ­ნა, ყვე­ლა ცდი­ლობ­და მცი­რე­დი წვლი­ლი შე­ე­ტა­ნა ვა­ხუშ­ტის სი­ცო­ცხლის გა­ხან­გრძლი­ვე­ბა­ში. ამა­თი ხმა რომ არ მეს­მო­დეს, ან კი­ბე­ზე მათი არ­ბენ-ჩარ­ბე­ნის ხმა, ვერ ვი­ცო­ცხლებ­დიო, ამ­ბობ­და ხოლ­მე მოგ­ვი­ა­ნე­ბით, როცა თით­ქმის ვერ გა­მო­დი­ო­და სახ­ლი­დან. ასე მი­დი­ო­და დღე­ე­ბი... უმ­ძი­მეს­მა ბე­დის­წე­რამ ისევ იმ­ძლავ­რა. უფ­რო­სი შვი­ლის - ტა­ტოს სიკ­ვდი­ლი მძი­მედ გა­და­ი­ტა­ნა, მერე სუნ­თქვის უკ­მა­რი­სო­ბაც და­ე­მა­ტა... მზე­ომ გა­და­არ­ჩი­ნა, წყნე­თი­დან სწრა­ფად ჩა­მო­იყ­ვა­ნა მე-9 სა­ა­ვად­მყო­ფო­ში, სულ­ზე მი­უს­წრეს... მერე სა­ა­ვად­მყო­ფო­ე­ბი... ექი­მე­ბი... ოპე­რა­ცი­ე­ბი... შემ­დეგ სკამს მი­ჯაჭ­ვუ­ლი დღე­ე­ბი... ყელ­ში ჩად­გმუ­ლი სა­სუნ­თქი მილი... მუხ­ლებ­ზე და­ჩო­ქი­ლი მზეო ჭრი­ლო­ბას უსუფ­თა­ვებ­და... ერთხელ მეც შე­ვეს­წა­რი... სულს უბე­რავ­და ვა­ხუშ­ტის...

დას­ნე­უ­ლე­ბის შემ­დეგ ვა­ხუშ­ტი სულ სა­წერ მა­გი­დას­თან იჯდა, კომ­პი­უ­ტერ­თან, დღე­და­ღამ მუ­შა­ობ­და. და­უგ­როვ­და სათ­ქმე­ლი, ახა­ლი თარ­გმა­ნე­ბი, მო­გო­ნე­ბე­ბი, სო­ნე­ტე­ბი... წიგ­ნით "ჩემი წუ­თი­სო­ფე­ლი“ ვა­ხუშ­ტიმ თა­ვის წი­ნაპ­რებს, ბებო-პა­პებს, ბი­ძებს სა­მა­რა­დი­სო ძეგლი და­უდ­გა. ჩემი და ვა­ხუშ­ტის ბავ­შვო­ბის წლე­ბიც ამ წიგნ­შია... "ნე­ტა­ვი სად არის ეხლა ნანა?" - ამ სი­ტყვე­ბით ამ­თავ­რებს ერთ-ერთ თავს... ვა­ხუშ­ტი და მზეო ერ­თად კი­თხუ­ლობ­დნენ, ერ­თად არ­ჩევ­დნენ, ერ­თად აფა­სებ­დნენ.

მზე­ომ თე­ატ­რა­ლუ­რი ინ­სტი­ტუ­ტის სა­რე­ჟი­სო­რო ფა­კულ­ტე­ტი და­ამ­თავ­რა. ცნო­ბი­ლია მისი დო­კუ­მენ­ტუ­რი ფილ­მი მხატ­ვარ თენ­გიზ მირ­ზაშ­ვილ­ზე (ჩუბ­ჩი­კა­ზე), რო­მელ­მაც დიდი მო­წო­ნე­ბა და­იმ­სა­ხუ­რა. ვა­ხუშ­ტი­ზე ფილ­მის მომ­ზა­დე­ბა­საც აპი­რებს იმ დო­კუ­მენ­ტუ­რი მა­სა­ლით, რო­მე­ლიც მრავ­ლად აქვს შე­მო­ნა­ხუ­ლი. ადრე ლექ­სებს წერ­და, ხა­ტავ­და, ახლა პრო­ფე­სი­ად ექცა. მზე­ომ ცნო­ბილ მხატ­ვარ ზუ­რაბ ნი­ჟა­რა­ძეს­თან ფერ­წე­რის კარ­გი სკო­ლა გა­ი­ა­რა. და­უგ­როვ­და ნა­მუ­შევ­რე­ბი: ვა­ხუშ­ტის პორ­ტრე­ტი, ავ­ტო­პორ­ტრე­ტი, უამ­რა­ვი ულა­მა­ზე­სი პე­ი­ზა­ჟი და სხვ. ხევ­სუ­რებს ხომ ფე­რის სა­ო­ცა­რი შეგ­რძნე­ბა აქვთ...

ხევ­სუ­რე­ბის შე­მოს­ვლა კო­ტე­ტიშ­ვი­ლე­ბის საგ­ვა­რე­უ­ლო­ში თით­ქოს გან­გე­ბის ძა­ლით მოხ­და. მა­მა­ჩე­მი, ცნო­ბი­ლი ექი­მი და ქარ­თუ­ლი მე­დი­ცი­ნის ის­ტო­რი­ის მკვლე­ვა­რი ლადო კო­ტე­ტიშ­ვი­ლი, სულ იმის ცდა­ში იყო, რო­გორ­მე და­ე­ახ­ლო­ე­ბი­ნა ბარ­თან მთა და, კერ­ძოდ, ხევ­სუ­რე­თი, სა­დაც ჯერ კი­დევ შე­მორ­ჩე­ნი­ლი იყო ქარ­თუ­ლი სული და ტრა­დი­ცი­ე­ბი. ეს მი­აჩ­ნდა სა­ქარ­თვე­ლოს გა­დარ­ჩე­ნის ერ­თა­დერთ სა­შუ­ა­ლე­ბად.დღემ­დე არ გა­ნე­ლე­ბუ­ლა მას­ში ის დიდი სიყ­ვა­რუ­ლი, რო­მე­ლიც პირ­ვე­ლი­ვე ნახ­ვით ჩა­ი­სა­ხაყ­ვე­ლა­ფე­რი, რას­თა­ნაც ვა­ხუშ­ტის შე­ხე­ბა ჰქონ­და, მზე­ოს­თა­ნაა. ორი წელი გა­ვი­და ვა­ხუშ­ტის გარ­დაც­ვა­ლე­ბი­დან. თით­ქოს უნდა გა­ნე­ლე­ბუ­ლი­ყო მზე­ოს­თვის ოდ­ნავ მა­ინც ამ ამ­ბის სიმ­ძი­მე, მაგ­რამ არა, რო­დე­საც ვა­ხუშ­ტი­ზე ვლა­პა­რა­კობთ, ყო­ველ­თვის ცრემ­ლი ერე­ვა თვალ­ზე.

"სა­ნამ ცო­ცხა­ლი ვიქ­ნე­ბი, ვა­ხუშ­ტის და­ბა­დე­ბის დღეს ყო­ველ­თვის აღ­ვნიშ­ნა­ვო“, - თქვა მზე­ომ წელს ვა­ხუშ­ტის საფ­ლავ­თან. არ გა­ნე­ლე­ბუ­ლა მას­ში ის დიდი სიყ­ვა­რუ­ლი, რო­მე­ლიც პირ­ვე­ლი­ვე ნახ­ვით ჩა­ი­სა­ხა.

ასა­კობ­რივ­მა სხვა­ო­ბამ არა­ფე­რი შეც­ვა­ლა. სიყ­ვა­რულს ხომ ასა­კი არ გა­აჩ­ნია. ვა­ხუშ­ტის­თვის კი ხევ­სუ­რე­თი სა­ფი­ცა­რი იყო... მან სხვა ბრწყინ­ვა­ლე ლექს-სო­ნე­ტებ­თან ერ­თად ფშავ-ხევ­სუ­რუ­ლი სო­ნე­ტიც“ ამოთ­ქვა: "აქ პირ­ველ­თა­გან იყო ლექ­სი, სი­ტყვა, ვით სე­ტყვა,

/ აქ ყვე­ლა სი­ტყვის მე­უ­ფეა, თა­ნაც ტყვე არი.

/ ყვე­ლა კაი ყმას წელ­ზე ლექ­სი ხმა­ლი­ვით ერტყა

/ და გულ­ზე ლექ­სის დაღი აჩ­ნდა, ვით ნა­ტყვი­ა­რი.

/ ქარ­თულ­მა სულ­მა აქ ოდით­გან იხმლო, იმ­შვილ­და,

/ ქავ-ცი­ხის ლიბო არ დაშ­ლი­ლა, არ გა­მომ­პა­ლა,

/ აქ დღე­საც ის­მის მად­ლი­ა­ნი ლოც­ვა ღვთის­შვილ­თა,

/ ხმო­ბენ: ლა­შა­რი, იახ­სა­რი, ბერი კო­პა­ლა.

/ აქ ყო­ვე­ლი­ვე მი­გემ­ნია: ტკბი­ლი თუ მწუ­თხე,

/ გულ­ზე ლექ­სე­ბის გუთ­ნე­უ­ლი გამ­დევს ხნუ­ლე­ბად,

/ ვყო­ფილ­ვარ ბევ­რგან, მაგ­რამ ქვეყ­ნად არც ერთი კუ­თხე, /ჩემი სუ­ლის­თვის უფრო ახლო არ მე­გუ­ლე­ბა.

/ ჩემი სამ­ზეო, სა­ი­ქიო, შავ-ხევ-სუ­ლე­თი,

/ აკ­ლდა­მა ჩემ­თა ოც­ნე­ბა­თა - ფშავ-ხევ­სუ­რე­თი.

ეს ამ­ბა­ვიც, ისე­ვე რო­გორც ბევ­რი სხვა, წლებს გაჰ­ყვე­ბა და მხო­ლოდ მო­გო­ნე­ბებ­ში დარ­ჩე­ბა. ამ­ბო­ბენ, და­ხუ­რულ სივ­რცე­ში დიდ­ხანს რჩე­ბაო ხმე­ბი... თუ ეს მარ­თლაც ასეა, ვა­ხუშ­ტი­სა და მზე­ოს ოჯახ­ში რამ­დე­ნი სა­ინ­ტე­რე­სო რამ უნ­და­ი­ყოს შე­მო­ნა­ხუ­ლი, ვა­ხუშ­ტი­სა და სხვა­თა და სხვა­თა მიერ თქმუ­ლი, რამ­დე­ნი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი თუ ენა­მოს­წრე­ბუ­ლი ნათ­ქვა­მი, რამ­დე­ნი ლექ­სი, მხი­ა­რუ­ლი თუ სევ­დი­ა­ნი. ეს ყვე­ლა­ფე­რი მის­ტი­კურ გან­წყო­ბი­ლე­ბას ქმნის... ნე­ტავ შე­იძ­ლე­ბო­დეს ამ ხმე­ბის ჩა­წე­რა. ვინ იცის, იქ­ნებ ოდეს­მე ეს დროც დად­გეს.

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნანა
0

ქ ნო

ნანა იქნებ გამოაქვეყნოთ კოტე მაყაშვილის ოჯახზეც ის ტქვენი დედის ძმა იყო და მარო მაყაშვილის მამა

გივი
2

გმადლობ ნანა. კარგი, ძალიან კარგი სტატიაა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"ნუსიამ ვახუშტის დაბადებიდან ერთი თვე იცოცხლა, ეს იყო დასაწყისი ამ ოჯახის ტრაგედიისა" - ნანა კოტეტიშვილი ცნობილი ბიძაშვილის მძიმე ბავშვობასა და საოცარ სიყვარულზე

"ნუსიამ ვახუშტის დაბადებიდან ერთი თვე იცოცხლა, ეს იყო დასაწყისი ამ ოჯახის ტრაგედიისა" - ნანა კოტეტიშვილი ცნობილი ბიძაშვილის მძიმე ბავშვობასა და საოცარ სიყვარულზე

"ვერ გამოგლოვილნი" - ასე დაარქვა მწერალმა ნანა კოტეტიშვილმა მემუარულ ნაწარმოებს. წიგნში ავტორის ღირსეული წინაპრების - კოტეტიშვილებისა და მაყაშვილების საგვარეულოს დრამატული თავგადასავლებია მოთხრობილი. ნაწარმოებში დიდი ადგილი უკავია მოგონებებს ქართული ფოლკლორის მოამაგე მეცნიერზე, მთარგმნელსა და პოეტ ვახუშტი კოტეტიშვილზე, რომელიც წიგნის ავტორის ბიძაშვილი იყო.

"მოგონებები კიდევ ერთ საგულისხმო ამბავს ხდის ფარდას, სახელდობრ, ვახუშტი კოტეტიშვილის ფშაური კაფიაობით დაინტერესება სწორედ ნანა კოტეტიშვილის ქორწილიდან იღებს დასაბამს. ნანას ქმარი, ცნობილი მწერალი და მეცნიერი გიგი ხორნაული, ხევსური გახლავთ და ქორწილის დროს ვახუშტი კოტეტიშვილის თამადობამ დამხვდურნი იმდენად მოხიბლა, მალე ეს უნებლიე სიმპატია ორმხრივ ურთიერთობაში გადაიზარდა. წლების შემდეგ, ვახუშტი კოტეტიშვილისმიერ გამართული ფოლკლორული შეხვედრები დასამახსოვრებელ ტრადიციად იქცა, რომელსაც სოფლად და ქალაქად უამრავი კაფიის მოყვარული დიდი ინტერესით ელოდა და ეგებებოდა", - ნათქვამია წინასიტყვაობაში.

ნანა კოტეტიშვილი:

- ჩვენი ოჯახის ისტორია საქართველოს იმ უმძიმეს ხანას უკავშირდება, რომელსაც სტალინური ეპოქა ერქვა. იმ ტრაგიზმით სავსე პერიოდში მასობრივად განადგურდა რჩეული საზოგადოება. ერთ-ერთი მსხვერპლი იყო ვახუშტის მამა, ვახტანგ კოტეტიშვილი, ცნობილი ლიტერატორი, ხელოვანი, მხატვარი და მოქანდაკე, ქართული ხალხური სიტყვიერების მეცნიერული კვლევის ფუძემდებელი. კოტეტიშვილების ამ შტოს მღვდლიაანს ეძახდნენ. ოჯახის უფროსი, ვახტანგის მამა - ილია კოტეტიშვილი დავითის ეკლესიის დეკანოზი, მანამდე კი სვეტიცხოვლის, თბილისის წმინდა სამების, პეტრე-პავლეს ეკლესიების მოძღვარი გახლდათ.

ვახტანგის გარდა, მას კიდევ სამი შვილი ჰყავდა: ივლიტა, გიგო და ლადო (მამაჩემი). მათ ბავშვობა სვეტიცხოვლის ეზოში გაატარეს. ისინი ბავშვობიდანვე ეზიარნენ ამ წმინდა სალოცავის მადლს. ვახტანგ კოტეტიშვილი გამორჩეული იყო თანამედროვეთაგან. ვახტანგი, როგორც ცნობილი საზოგადო მოღვაწე, წლების განმავლობაში იყო მწერალთა კავშირის თავმჯდომარის მოადგილე, რედაქტორობდა გაზეთ "ქართულ სიტყვას“, თავმჯდომარეობდა სამხატვრო აკადემიის პრეზიდიუმს და სხვა. ვახუშტის დედა, ნინო (ნუსია) დილევსკა ქართველიშვილების ჩამომავალი იყო. მის ნაზ, ნატიფ, არისტოკრატულ გარეგნობას ღრმა სულიერება და პოეტური ნიჭი განსაკუთრებულ იერს აძლევდა. მათ ოჯახში იკრიბებოდა იმ დროის რჩეული საზოგადოება: ტიციან ტაბიძე, მიხეილ ჯავახიშვილი, დიმიტრი არაყიშვილი, კონსტანტინე გამსახურდია, ლადო გუდიაშვილი, პავლე ინგოროყვა, გალაკტიონ ტაბიძე და სხვანი.

იმ პერიოდის მთელი სიმძიმე ჩვენს ოჯახებზე პირდაპირ აისახა - ვახტანგ კოტეტიშვილი 1937 წელს დახვრიტეს, 44 წლის ასაკში. ამ ტრაგედიამ უფრო შეაკავშირა ჩვენი ბიძების და მამიდის ოჯახები. ეს ერთადერთი გზა იყო შთამომავლობის გადასარჩენად. ასეთ გარემოში გაიარა ვახუშტის ბავშვობამ. საჭირო იყო დიდი სულიერი სიმტკიცე, რომ ბავშვებს არ ეგრძნოთ მაშინდელისინამდვილის მთელი სიმძიმე. ყველაფერი უფროსების ხალისიანი განწყობილებით იფარებოდა. ყველა ხუმრობდა, გვახალისებდა. უფრო გვიან შევამჩნიეთ მათ თვალებში შემორჩენილი დიდი სევდა.

მე და ვახუშტი

მე და ვახუშტი თანატოლები ვიყავით, ერთ უბანში ვცხოვრობდით და მხოლოდ ერთი ქუჩა გვაშორებდა ერთმანეთს. თითქმის ყოველ დილით მივრბოდი ვახუშტისთან, რაც დიდობაში ცხოვრების წესად მექცა. ვახუშტის ზრდიდა უფროსი და ლეილა, რომელმაც დედის მაგივრობა გაუწია. დიდედა, მამიდა ივლიტა, ძია გიგო და დედაჩემი - ნინო მაყაშვილი - მისი ბიცოლა, ვახუშტის ირგვლივ ტრიალებდნენ. დედაჩემმა, მიუხედავად მძიმე ბედისწერისა, რაც მაყაშვილების ადგილ-მამულის დარბევით და სოფელ იყალთოდან მათი გამოძევებით დამთავრდა, მთელ სანათესაოს უმძიმესი ცხოვრების წლები თავისი იუმორით და ხალისიანი ბუნებით გადაატანინა.

მამიდა ივლიტას ოჯახი, რომლის თავკაცი გახლდათ ცნობილი ეთნოგრაფი სერგი მაკალათია, ის კერა იყო, რომელმაც გადაგვარჩინა ობოლი ძმისშვილები. ხშირად ვიკრიბებოდით მთაწმინდაზე, კოტეტიშვილების საგვარეულო სახლში, კოტე მესხის 18 ნომერში, რომელიც დღესაც დგას. ეს იყო დაუვიწყარი დღეები, იყო ბევრი ხუმრობა, რისი ნიჭიც მთელ შთამომავლობას დიდედაჩემის, ეკატერინე ბიძინაშვილისაგან გამოგვყვა. თუმცა პაპაჩემი, მამა ილია, არანაკლებ ენამოსწრებული ყოფილა.

განსაკუთრებით გამოირჩეოდა ლეილა, ყველას მეტსახელებს არქმევდა. ეს კი უკვე კოტეტიშვილებისეული იუმორი იყო, რაც შემდეგ უფრო ძლიერად ვახუშტიში გამოიკვეთა. თითქოს დღესაც ვხედავ, როგორ ვსხედვართ მე და ვახუშტი 4-5 წლისანი ჩვენი ძველებური ქართული ტახტის დიდ უჯრაში და ვთამაშობთ. ვიცინით, ვხმაურობთ, ვერ გვაჩუმებენ. ტყუპივით გვიყვარდა ერთმანეთი, სულ ერთად ყოფნა გვინდოდა...მამას სიკვდილის შემდეგ, 1940 წლიდან დიდედას აღარ გაუცინია. მე ცოცხალი, ეშმაკი ბავშვი ვიყავი, ამიტომ დიდედა ხშირად მაგდებდა სახლიდან. არ უყვარდა, როცა ვახუშტი, ბუნებით წყნარი, მშვიდი, გამგონე ბავშვი, ჩემს დანახვაზე აფორიაქდებოდა, იწყებდა მთელი ხმით ყვირილს და ხტუნვას.

ათას რამეს გავზიდავდით ხოლმე ოთახიდან აივანზე და მერე გვეზარებოდა ალაგება. დიდედას ქვედაკაბის ჯიბეში ედო უჯრის გასაღები, სადაც სხვადასხვა სასუსნავი ინახებოდა. როცა საქმიანობდა, მოვპარავდი გასაღებს, მერე მივიპარებოდით მეორე, ბნელ ოთახში და იქ ვიკარგებოდით კარგა ხნით. ჩვენ ხველებას რომ გაიგონებდა, უკვე იცოდა, რას ვაკეთებდით და ყვირილით გამოგვრეკავდა ხოლმე იქიდან. აი, სწორედ ამ დროს მაგდებდა სახლიდან, რადგან ბუნტისთავი მე ვიყავი. სიცილ-კისკისით მივრბოდი ხოლმე სახლისკენ, ვახუშტი უკან მომდევდა, აივნიდან კი დიდედას ყვირილი ისმოდა. მეორე თამაში ომობანა იყო ვახუშტის მეზობლებსა და კლასელებთან. ეს სროლით და დიდი აურზაურით თავდებოდა. ახლა დამალობანა, დაჭერობანა და, ვინ მოთვლის, კიდევ რამდენი რამ.

"ლეილა, ვახუშტი გამიზარდე, არავის დააჩაგვრინოო"

განსაკუთრებული დღე იყო ვახუშტობა - 24 დეკემბერი, როდესაც მათ ოჯახში ვიკრიბებოდით და წითელი ღვინით და ბოღლიწოთი (წითელ ღვინოში ჩასველებული პური) აღვნიშნავდით. პურის პატარა ნაჭრებს ვაწობდით ღვინოში და ვამბობდით სადღეგრძელოებს. ვახუშტი სკოლიდან მიდიოდა ლეილასთან, მეცნიერებათა აკადემიის მათემატიკის ინსტიტუტის ბიბლიოთეკაში, სადაც ის მუშაობდა, კარადების უკან ამზადებდა გაკვეთილებს. აკადემიაში ვახუშტის ყველა იცნობდა, ბიბლიოთეკაში კი მას შვილობილად თვლიდნენ.

ვახუშტის დაბადებას ბევრი ცრემლი მოჰყვა. ვახუშტის დედა ნუსია, სუსტი აგებულების, ნაზი, საშინლად დასუსტებული, სიკვდილს ებრძოდა..

ვახტანგი, ორი ქალიშვილის - ლეილასა და მანანას შემდეგ ბედნიერი იყო ბიჭის, მემკვიდრის დაბადებით. ნუსიამ ერთი თვე იცოცხლა, ისე წავიდა ამ ქვეყნიდან, ბავშვი არც უნახავს. დედა გვიამბობდა, ისეთი დიდი მწუხარება იყო, პატარა ვახუშტი თითქმის აღარავის ახსოვდაო. მამაჩემი ექიმი იყო და მან მოუძებნა სასწრაფოდ ძიძა, ახალგაზრდა რუსი ქალი ჩვილი ბავშვით, რომელმაც გადაარჩინა ვახუშტი. ეს იყო დასაწყისი იმ დიდი ტრაგედიისა, რომელსაც ამ ოჯახს უმზადებდა ბედისწერა.

ამას მოჰყვა ჯერ უმცროსი ქალიშვილის - მანანას სიკვდილი, რომელმაც ვერ გადაიტანა დედის დაკარგვა, შემდეგ კი ძია ვახტანგის დახვრეტა. 15 წლის ლეილას უნდა ეზრუნა ვახუშტის გაზრდაზე და დიდედა მათთან გადავიდა საცხოვრებლად. ვახუშტისთვის ლეილაში განსხეულებული იყო დედაც, მამაც და მანანაც. ლეილამ ვაჟკაცურად ზიდა ეს მძიმე ტვირთი. როდესაც ვახტანგის დასაპატიმრებლად მოვიდნენ, მან მომაკვდავ შვილთან გამომშვიდობების ნება ითხოვა, რომელიც საავადმყოფოში იწვა. ამის ნება არ დართეს. სახლიდან გასვლისას კი ლეილას ამოსძახა: "ლეილა, ვახუშტი გამიზარდე, არავის დააჩაგვრინოო".

მაშინ ვახუშტი 2 წლის იყო. მამის ეს სიტყვები ლეილას სულ ყურში ჩაესმოდა. არაჩვეულებრივი დაძმობა ჰქონდათ. ლეილა, ანაფორასავით გრძელ კაბაში, ერთი მიზნით იყო მოვლენილი ამქვეყნად, ყველაფერი ძმას ანაცვალა, პროფესიაც და ქალობაც. დაუფასდა კიდეც თავგანწირვა - ვახუშტი კარგი გაიზარდა, თანატოლებში გამორჩეული იყო გარეგნობით, პოეტური ნიჭით, სილაღით, იუმორით, მდიდარი სულიერი სამყაროთი. მისი ლექსები ჩვენს თაობაში ყველამ ზეპირად იცოდა...ჩვენ „მტრის შვილები” გვერქვა... დიდი სიდუხჭირე გამოვიარეთ, გაუხარელი ბავშვობა გვქონდა... ხშირად მესიზმრება ვახუშტის ის ძველი, აივნიანი, ლამაზი ორსართულიანი სახლი, ჩემთვის ძალიან ძვირფასი, ჩემმა ბავშვობამაც ხომ იქ გაიარა. სიზმარში სახლი ყოველთვის განათებულია, გაღებული კარ-ფანჯრით, ცარიელი, უხალხოდ... ალბათ, ვახუშტის მოლოდინში... თითქოს ვახუშტის ხმაც ისმის, მშობლებისადმი მიძღვნილ ლექსს რომ ამბობდა მოსწავლე... "ჩვენ ცისფერ ყვავილებს გვაჩუქებს მთაწმინდა და მათ საფლავებზე ცრემლებად დავღვაროთ".

"ჩემი მარტოობის ბაღში, გაჩნდა უცხო ყოილი, როგორც უპატრონო ბავშვი, ნიავს ჩამოყოლილი..."

ვახუშტისა და მზეოს ამბავი სწრაფად მოედო ქალაქს. ჩვენ, მისმა ბიძაშვილებმა, გვიან გავიგეთ... თბილისის ომის მძიმე დღეები იდგა, სახლებიდან ვერ გამოვდიოდით... არ ვიცოდით, სად იყო ვახუშტი. ბოლოს ვნახეთ მისი დამწვარი სახლის წინ. იმ სახლს ჩვენი ბავშვობაც თან გაჰყვა... და ყველაფერი, რაც ამ ოჯახთან იყო დაკავშირებული... ვახუშტის მამის, ვახტანგ კოტეტიშვილის პირადი არქივი, უნიკალური ბიბლიოთეკა, ქართული ხალხური მუსიკალური საკრავებისა და ქართული ფარდაგების კოლექცია, ვახუშტის არქივი, ლექსების რვეულები, მისი აღმზრდელი დის ხელით გადაწერილი, ფოლკლორული მასალები მთელი საქართველოდან, ვახუშტის დედის, ნუსია დილევსკას დანატოვარი ქართველიშვილებისა და დილევსკების ოჯახური რელიკვიები და კიდევ, ვინ მოთვლის, რამდენი რამ...დრო გადიოდა, ვახუშტი არ ჩანდა. მდგომარეობიდან გამოსვლას დიდი დრო დასჭირდა...

გავრცელდა დაუჯერებელი ამბავი ვახუშტის დაოჯახებისა... დაგვაინტერესა, ვინ იყო ის ქალი და წავედით სანახავად, ხალხის მითქმა-მოთქმით გაოცებული და "განრისხებული" მივიჭერით მასთან. სახტად დავრჩით, როცა ხელში შეგვრჩა ლამაზი, თბილი, ღიმილიანი პატარა გოგო, რომელმაც მოკრძალებით გვიამბო თავისი ამბავი...თურმე ახალ წელს მზეო სხვებთან ერთად ესტუმრა მისალოცად, ვახუშტი მისი ლექტორი იყო. ის მარტო იჯდა საახალწლო სუფრასთან, არავის ელოდა...

ვახუშტი კოტეტიშვილი და მზეო გოგოჭური

უცებ ყველაფერი შეიცვალა... ყველას ლეგენდად დარჩა ის საღამო... განუმეორებელი ყოფილა ვახუშტი, თავისი იუმორით, დიდი ემოციით... ბევრი იცინეს, იმხიარულეს და თითქოს ყველასგან მიტოვებული ვახუშტის მოულოდნელი გადაწყვეტილება - ცხოვრების თავიდან დაწყების დიდი სურვილი...ყველაფერი კი იმ ლექციით დაიწყო, რომელსაც ვახუშტი კითხულობდა კულტურის უნივერსიტეტში, სამსახიობო ფაკულტეტზე: მზეომ ლექციაზე დაიგვიანა და შემდეგ ხალხური ლექსი გააგრძელა, რომლის კითხვაც ვახუშტიმ მის დანახვაზე შეწყვიტა. ასე დაიწყო მათი ნაცნობობა. მოწამეთაში დაიწერეს ჯვარი... დაგვიბრუნდა ძველი ვახუშტი, ხალისიანი, სიცოცხლით სავსე, ახალი ენერგიით დამუხტული... თანაცხოვრების პირველი და ბოლო სიმძიმეებიც ერთად გადალახეს. გასაოცარი იყო პატარა გოგოს დიდი მოთმინება, მათი ცხოვრების დასაწყისი ოღროჩოღრო იყო...

ვახუშტი მზეოს "ცოლ-შვილს" ეძახდა

ვახუშტისთვის თავგანწირვა იყო მესამედ ახალი ცხოვრების დაწყება ზრდასრული შვილებითა და ქართველ საზოგადოებასთან შეთავსებით. ის ლაღი და თავისუფალი ადამიანი იყო, ძალიან ემოციური და რომანტიკული. ვახუშტი იყო ქართული ფოლკლორის დიდი მოამაგე, მეცნიერი, აღმოსავლეთმცოდნე, მწერალი და მთარგმნელი. სერიოზული სამეცნიერო ნაშრომებისა და თარგმანების (სპარსულიდან, რუსულიდან, გერმანულიდან) გვერდით, `სალაღობოდ-სათრეველად“ თქმული მისი ქალაქური კაფიები მთელმა თბილისმა იცოდა. იყო კარგი თამადა, მომლხენი, ენამოსწრებული, სუფრებზე სიყვარულში, ქალების ტრფიალში ტოლს არავის უდებდა. ერთ ზაფხულს, სტუდენტობისას, მითხრა, შვიდი მანანა მიყვარსო, თან იცინოდა... ჩამომითვალა, შვიდივე მართლა ძალიან ლამაზი იყო, განსაკუთრებით ერთი...

ხალხური პოეზიის სურნელი სულ თან სდევდა, უამრავი ხალხური ლექსი იცოდა ზეპირად. უამრავი სახალხო პოეტი გამოიყვანა სამზეოზე. მზეოც ასეთივე ლაღი ბუნების იყო. მას ოჯახიდან მოსდგამდა ხალხური შემოქმედების დიდი სიყვარული. ისიც ცნობილი ფოლკლორისტების, მამა-ბიძების - დავით და ნიკო გოგოჭურების ჩამომავალია. საერთო საქმემ უფრო დააახლოვა და განამტკიცა მათი ერთობა. ვახუშტი მზეოს "ცოლ-შვილს" ეძახდა. როგორც ცოლს, პატივს სცემდა, ხოლო როგორც შვილზე, ისე ზრუნავდა და ტუქსავდა კიდეც, ხშირად უმიზეზოდაც და ამასაც იუმორში ატარებდა. ახალ სახლში ახალი ცხოვრება დაიწყო. უამრავი სტუმარი მოდიოდა, იყო ჟრიამული და სიხალისე.

მზეო კარგი მასპინძელი იყო, ყოველთვის ხალისიანი, თბილი, პირმცინარი, ყველას გულშემატკივარი და ქომაგი. ვახუშტი მზეოს უახლოესი სანათესაოს საფიცარი იყო. ყველას უხაროდა მის გვერდით ყოფნა, ყველა ცდილობდა მცირედი წვლილი შეეტანა ვახუშტის სიცოცხლის გახანგრძლივებაში. ამათი ხმა რომ არ მესმოდეს, ან კიბეზე მათი არბენ-ჩარბენის ხმა, ვერ ვიცოცხლებდიო, ამბობდა ხოლმე მოგვიანებით, როცა თითქმის ვერ გამოდიოდა სახლიდან. ასე მიდიოდა დღეები... უმძიმესმა ბედისწერამ ისევ იმძლავრა. უფროსი შვილის - ტატოს სიკვდილი მძიმედ გადაიტანა, მერე სუნთქვის უკმარისობაც დაემატა... მზეომ გადაარჩინა, წყნეთიდან სწრაფად ჩამოიყვანა მე-9 საავადმყოფოში, სულზე მიუსწრეს... მერე საავადმყოფოები... ექიმები... ოპერაციები... შემდეგ სკამს მიჯაჭვული დღეები... ყელში ჩადგმული სასუნთქი მილი... მუხლებზე დაჩოქილი მზეო ჭრილობას უსუფთავებდა... ერთხელ მეც შევესწარი... სულს უბერავდა ვახუშტის...

დასნეულების შემდეგ ვახუშტი სულ საწერ მაგიდასთან იჯდა, კომპიუტერთან, დღედაღამ მუშაობდა. დაუგროვდა სათქმელი, ახალი თარგმანები, მოგონებები, სონეტები... წიგნით "ჩემი წუთისოფელი“ ვახუშტიმ თავის წინაპრებს, ბებო-პაპებს, ბიძებს სამარადისო ძეგლი დაუდგა. ჩემი და ვახუშტის ბავშვობის წლებიც ამ წიგნშია... "ნეტავი სად არის ეხლა ნანა?" - ამ სიტყვებით ამთავრებს ერთ-ერთ თავს... ვახუშტი და მზეო ერთად კითხულობდნენ, ერთად არჩევდნენ, ერთად აფასებდნენ.

მზეომ თეატრალური ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი დაამთავრა. ცნობილია მისი დოკუმენტური ფილმი მხატვარ თენგიზ მირზაშვილზე (ჩუბჩიკაზე), რომელმაც დიდი მოწონება დაიმსახურა. ვახუშტიზე ფილმის მომზადებასაც აპირებს იმ დოკუმენტური მასალით, რომელიც მრავლად აქვს შემონახული. ადრე ლექსებს წერდა, ხატავდა, ახლა პროფესიად ექცა. მზეომ ცნობილ მხატვარ ზურაბ ნიჟარაძესთან ფერწერის კარგი სკოლა გაიარა. დაუგროვდა ნამუშევრები: ვახუშტის პორტრეტი, ავტოპორტრეტი, უამრავი ულამაზესი პეიზაჟი და სხვ. ხევსურებს ხომ ფერის საოცარი შეგრძნება აქვთ...

ხევსურების შემოსვლა კოტეტიშვილების საგვარეულოში თითქოს განგების ძალით მოხდა. მამაჩემი, ცნობილი ექიმი და ქართული მედიცინის ისტორიის მკვლევარი ლადო კოტეტიშვილი, სულ იმის ცდაში იყო, როგორმე დაეახლოებინა ბართან მთა და, კერძოდ, ხევსურეთი, სადაც ჯერ კიდევ შემორჩენილი იყო ქართული სული და ტრადიციები. ეს მიაჩნდა საქართველოს გადარჩენის ერთადერთ საშუალებად.დღემდე არ განელებულა მასში ის დიდი სიყვარული, რომელიც პირველივე ნახვით ჩაისახაყველაფერი, რასთანაც ვახუშტის შეხება ჰქონდა, მზეოსთანაა. ორი წელი გავიდა ვახუშტის გარდაცვალებიდან. თითქოს უნდა განელებულიყო მზეოსთვის ოდნავ მაინც ამ ამბის სიმძიმე, მაგრამ არა, როდესაც ვახუშტიზე ვლაპარაკობთ, ყოველთვის ცრემლი ერევა თვალზე.

"სანამ ცოცხალი ვიქნები, ვახუშტის დაბადების დღეს ყოველთვის აღვნიშნავო“, - თქვა მზეომ წელს ვახუშტის საფლავთან. არ განელებულა მასში ის დიდი სიყვარული, რომელიც პირველივე ნახვით ჩაისახა.

ასაკობრივმა სხვაობამ არაფერი შეცვალა. სიყვარულს ხომ ასაკი არ გააჩნია. ვახუშტისთვის კი ხევსურეთი საფიცარი იყო... მან სხვა ბრწყინვალე ლექს-სონეტებთან ერთად ფშავ-ხევსურული სონეტიც“ ამოთქვა: "აქ პირველთაგან იყო ლექსი, სიტყვა, ვით სეტყვა,

/ აქ ყველა სიტყვის მეუფეა, თანაც ტყვე არი.

/ ყველა კაი ყმას წელზე ლექსი ხმალივით ერტყა

/ და გულზე ლექსის დაღი აჩნდა, ვით ნატყვიარი.

/ ქართულმა სულმა აქ ოდითგან იხმლო, იმშვილდა,

/ ქავ-ციხის ლიბო არ დაშლილა, არ გამომპალა,

/ აქ დღესაც ისმის მადლიანი ლოცვა ღვთისშვილთა,

/ ხმობენ: ლაშარი, იახსარი, ბერი კოპალა.

/ აქ ყოველივე მიგემნია: ტკბილი თუ მწუთხე,

/ გულზე ლექსების გუთნეული გამდევს ხნულებად,

/ ვყოფილვარ ბევრგან, მაგრამ ქვეყნად არც ერთი კუთხე, /ჩემი სულისთვის უფრო ახლო არ მეგულება.

/ ჩემი სამზეო, საიქიო, შავ-ხევ-სულეთი,

/ აკლდამა ჩემთა ოცნებათა - ფშავ-ხევსურეთი.

ეს ამბავიც, ისევე როგორც ბევრი სხვა, წლებს გაჰყვება და მხოლოდ მოგონებებში დარჩება. ამბობენ, დახურულ სივრცეში დიდხანს რჩებაო ხმები... თუ ეს მართლაც ასეა, ვახუშტისა და მზეოს ოჯახში რამდენი საინტერესო რამ უნდაიყოს შემონახული, ვახუშტისა და სხვათა და სხვათა მიერ თქმული, რამდენი მნიშვნელოვანი თუ ენამოსწრებული ნათქვამი, რამდენი ლექსი, მხიარული თუ სევდიანი. ეს ყველაფერი მისტიკურ განწყობილებას ქმნის... ნეტავ შეიძლებოდეს ამ ხმების ჩაწერა. ვინ იცის, იქნებ ოდესმე ეს დროც დადგეს.