სამხედრო
მსოფლიო
პოლიტიკა

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ყველაზე ფატალური შეიძლება "შავი პარასკევის" გამო დატრიალებული ამბები აღმოჩნდეს"  - დააგვიანა თუ არა ხელისუფლებამ ღონისძიებების გატარება? ექსპერტის შეფასება
"ყველაზე ფატალური შეიძლება "შავი პარასკევის" გამო დატრიალებული ამბები აღმოჩნდეს"  - დააგვიანა თუ არა ხელისუფლებამ ღონისძიებების გატარება? ექსპერტის შეფასება

დღეს პან­დე­მი­ას­თან ბრძო­ლის სა­კი­თხი ყვე­ლა­ზე აქ­ტუ­ა­ლუ­რია, და­ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა რი­ცხვი­სა და სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბის ზრდის გამო ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ 28 ნო­ემ­ბრი­დან მკაც­რი შე­ზღუდ­ვე­ბი და­ა­წე­სა. რო­გორც ამ­ბო­ბენ, ეს არ არის სრუ­ლი სის­ტე­მუ­რი "ლოკ­და­უ­ნი", თუმ­ცა იმე­დოვ­ნე­ბენ, რომ ორ­თვი­ა­ნი გეგ­მა, რო­მე­ლიც წარ­მო­ად­გი­ნეს, ინ­ფი­ცი­რე­ბის გავ­რცე­ლე­ბას მნიშ­ვნე­ლოვ­ნად შე­ა­ჩე­რებს.

ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ეპიდ­ვი­თა­რე­ბის დამ­ძი­მე­ბას ოპო­ზი­ცი­ის აქ­ცი­ებს აბ­რა­ლებს, თუმ­ცა ეს მა­ინ­ცდა­მა­ინც და­მა­ჯე­რე­ბე­ლი არ არის, რად­გან ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ერთი ნა­წი­ლი თავ­ყრი­ლო­ბე­ბის­გან დი­დად არც სხვა დროს იზღუ­დავ­და თავს. შე­სა­ბა­მი­სად, ის­მის კი­თხვა, ხომ არ და­აგ­ვი­ა­ნა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ქმე­დი­თი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის გა­ტა­რე­ბა? გვე­სა­უბ­რე­ბა ექ­სპერ­ტი სან­დრო თვა­ლჭ­რე­ლი­ძე:

- ჩემი აზ­რით, ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­უ­რი ვი­თა­რე­ბის გამ­წვა­ვე­ბის ერთ-ერთი მთა­ვა­რი მი­ზე­ზი ის არის, რომ მთავ­რო­ბამ აღარ, უფრო სწო­რად, ვე­ღარ შეძ­ლო ეპი­დე­მი­ო­ლო­გე­ბის მოს­მე­ნა და მათი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბა. ამას უპირ­ვე­ლე­სად პო­ლი­ტი­კუ­რი მი­ზე­ზი აქვს - არ­ჩევ­ნე­ბის გამო იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და აღარ და­ე­ჯე­რე­ბი­ნა ეპი­დე­მი­ო­ლო­გე­ბი­სა და ინ­ფექ­ცი­ო­ნის­ტე­ბის­თვის. მას არ შე­ეძ­ლო არ­ჩევ­ნე­ბის გა­და­ტა­ნა. ხომ წარ­მო­გიდ­გე­ნი­ათ, ამას რა მოჰ­ყვე­ბო­და. არა­და, წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნოდ ხალ­ხმრა­ვალ­მა შეხ­ვედ­რებ­მა, გაზ­რდილ­მა მო­ბი­ლო­ბამ - ოპო­ზი­ცი­ურ პარ­ტი­ებს ქვეყ­ნის ერთი კუ­თხი­დან მე­ო­რე­ში დაჰ­ყავ­დათ ამომ­რჩევ­ლე­ბი - და შემ­დგომ პოსტსა­არ­ჩევ­ნო აქ­ცი­ებ­მა მო­ი­ტა­ნა ეს შე­დე­გი, მაგ­რამ ყვე­ლა­ზე ფა­ტა­ლუ­რი შე­იძ­ლე­ბა აღ­მოჩ­ნდეს გა­სულ კვი­რას "შავი პა­რას­კე­ვის" გამო დატ­რი­ა­ლე­ბუ­ლი ამ­ბე­ბი. ამან შე­საძ­ლოა დიდი ეპი­დე­მი­უ­რი აფეთ­ქე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს არა მარ­ტო დე­და­ქა­ლაქ­ში. იმ დღეს დე­და­ქა­ლა­ქი­დან გას­ვლამ მო­მი­წია და ვნა­ხე, ათი­ა­თა­სო­ბით მან­ქა­ნა რო­გორ შე­მო­დი­ო­და რე­გი­ო­ნე­ბი­დან თბი­ლის­ში. ვფიქ­რობ, ამ პრო­ცე­სის­თვის ასე­თი თა­ვი­სუფ­ლე­ბის უფ­ლე­ბა არ უნდა მი­ე­ცა მთავ­რო­ბას.

მე ინ­ფი­ცი­რე­ბის სტა­ტის­ტი­კა კარ­გად შე­ვის­წავ­ლე და გა­ვა­კე­თე მისი პო­ლი­ტი­კურ მოვ­ლე­ნებ­თან კო­რე­ლა­ცია, ანუ ინ­ფი­ცი­რე­ბის გაზ­რდის მი­ზე­ზე­ბი ჩემი აზრი კი არ არის, არა­მედ ღრმა სტა­ტის­ტი­კურ კვლე­ვა­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი უტყუ­ა­რი ფაქ­ტი.

ჩვე­ნი და ევ­რო­პუ­ლი ქვეყ­ნე­ბის ბიზ­ნეს­სის­ტე­მა სრუ­ლი­ად გან­სხვავ­დე­ბა ერ­თმა­ნე­თის­გან. მათი ბიზ­ნე­სი უფრო მწარ­მო­ებ­ლუ­რია, ჩვე­ნი კი ყიდ­ვა-გა­ყიდ­ვა­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი. ჩვენ­თან ბიზ­ნეს­საქ­მი­ა­ნო­ბა სწრაფ მო­გე­ბა­ზეა გათ­ვლი­ლი. მთავ­რო­ბამ, რო­გორც ჩანს, ბიზ­ნე­სის თხოვ­ნით ვერ და­უშ­ვა "შავი პა­რას­კე­ვის" გა­უქ­მე­ბა. რო­გორც ვიცი, ეპი­დე­მი­ო­ლო­გე­ბი ამ­ბობ­დნენ, რომ შე­ზღუდ­ვე­ბი უნდა გა­მო­ე­ცხა­დე­ბი­ნათ არა 28 ნო­ემ­ბრი­დან, არა­მედ 27-დან და ასე­თი ზე­და­ხო­რა არ გა­ი­მარ­თე­ბო­და. სამ­წუ­ხა­როდ, მთავ­რო­ბამ არ გა­ი­ზი­ა­რა ეპი­დე­მი­ო­ლო­გე­ბის აზრი და ან­გა­რი­ში გა­უ­წია ბიზ­ნესს.

რო­გორც პა­ა­ტა იმ­ნა­ძემ თქვა, და მე მისი მჯე­რა, შე­ზღუდ­ვე­ბის შე­დე­გებს სა­დღაც 2 კვი­რა­ში და­ვი­ნა­ხავთ, ანუ ინ­ფი­ცი­რე­ბის მას­შტა­ბიც და გარ­დაც­ვა­ლე­ბის რი­ცხვიც შემ­ცირ­დე­ბა. დიდი იმე­დი მაქვს, რომ იან­ვრის ბო­ლოს მო­ვა­ხერ­ხებთ ვი­თა­რე­ბის სტა­ბი­ლი­ზა­ცი­ას. ამა­სო­ბა­ში, ალ­ბათ, ვაქ­ცი­ნაც შე­მო­ვა. რო­გორც ით­ქვა, პირ­ველ ეტაპ­ზე 700 000 დო­ზის შე­მო­ტა­ნა იგეგ­მე­ბა. თუ სწო­რად გა­ა­ნა­წი­ლეს მიზ­ნობ­რივ ჯგუ­ფებ­ში, იმე­დია, ეპი­დე­მი­ას მო­მა­ვალ წელს მო­ვე­რე­ვით.

- სო­ცი­ა­ლურ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა­ზე მინ­და გკი­თხოთ. როცა ქვე­ყა­ნა­ში ყო­ველ­დღი­უ­რად და­ინ­ფი­ცი­რე­ბი­სა და გარ­დაც­ვა­ლე­ბის ამ­დე­ნი შემ­თხვე­ვა გვაქვს, რითი შე­იძ­ლე­ბა ავ­ხსნათ ის, რაც გა­სულ პა­რას­კევს სა­ვაჭ­რო ობი­ექ­ტებ­ში ხდე­ბო­და?

- სწო­რედ ეგ მკი­თხა ჩემ­მა შვილ­მა, რო­მე­ლიც ახლა გერ­მა­ნი­ა­შია. გა­ო­ცე­ბუ­ლი იყო. ჩემი აზ­რით, საქ­მე გვაქვს 3 მოვ­ლე­ნის დამ­თხვე­ვას­თან: პირ­ვე­ლი - არის ხალ­ხი (ასე­თებს მეც ვიც­ნობ), რო­მე­ლიც ამ­ბობს, რომ კო­რო­ნა­ვირუ­სი არ არის რთუ­ლი ინ­ფექ­ცია, რომ ჩვე­უ­ლებ­რი­ვი გრი­პის­გან არაფ­რით გან­სხვავ­დე­ბა. ამ­ტკი­ცე­ბენ, სე­ზო­ნუ­რი გრი­პე­ბის დრო­საც ამ­დე­ნი­ვე იღუ­პე­ბო­დაო. მე მათ სო­ცი­ა­ლუ­რი ათე­ის­ტე­ბი შე­ვარ­ქვი; მე­ო­რე - ახ­ლოვ­დე­ბა ახა­ლი წელი და მო­ქა­ლა­ქე­ებს ახ­ლობ­ლე­ბის­თვის რა­ი­მეს ჩუ­ქე­ბა სურთ, "შავი პა­რას­კე­ვი" კი, როცა ფას­დაკ­ლე­ბე­ბია, სა­უ­კე­თე­სო სა­შუ­ა­ლე­ბად მი­იჩ­ნი­ეს; მე­სა­მე - სა­ყო­ველ­თაო სი­დუ­ხ­ჭი­რე. რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წი­ლის­თვის, პი­რო­ბი­თად, 100 ლა­რის და­ზოგ­ვაც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. ამი­ტო­მაც არ და­ე­ზა­რათ, მათ შო­რის რე­გი­ო­ნე­ბი­და­ნაც ჩა­მო­ვიდ­ნენ, ჩად­გნენ რი­გებ­ში და სა­ა­ხალ­წლო სა­ჩუქ­რე­ბი იყი­დეს.

როცა სო­ცი­ა­ლურ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას ვახ­სე­ნებთ, ვი­ლა­პა­რა­კოთ ყვე­ლა მხა­რე­ზე. მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის გარ­და, სო­ცი­ა­ლუ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ეკის­რე­ბათ ბიზ­ნე­სის წარ­მო­მად­გენ­ლებ­საც. იმის­თვის, რომ მო­გე­ბა მი­ე­ღოთ, არ გა­უფრ­თხილ­დნენ მო­ქა­ლა­ქე­ებს და ეპი­დე­მი­ის მი­უ­ხე­და­ვად, "შავი პა­რას­კე­ვი" გა­მო­ა­ცხა­დეს, თა­ნაც აუ­ცი­ლე­ბე­ლი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი არა­თუ არ და­იც­ვეს, არც კი სცა­დეს.

უმ­თავ­რე­სი პრობ­ლე­მა კი ისაა, რომ ქარ­თუ­ლი მენ­ტა­ლი­ტე­ტი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, და­ახ­ლო­ე­ბით ასე ფიქ­რობს ხალ­ხის ნა­წი­ლი - თუ ავად გავ­ხდი, სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბა 1%-ზე და­ბა­ლია და რაღა მე მოვ­კვდე­ბიო. სა­კუ­თა­რი თა­ვის გარ­და, არა­ვინ ენაღ­ვლე­ბათ.გერბზე კი და­ვა­წე­რეთ, რომ "ძალა ერ­თო­ბა­შია", მაგ­რამ ეს სა­ქარ­თვე­ლო­ში მხო­ლოდ ლო­ზუნ­გია. ჩვენ არა­ვი­თა­რი ერ­თო­ბა არ გვინ­და, ჩვენს ოჯა­ხებ­ში ან პო­ლი­ტი­კურ პარ­ტი­ებ­ში ვცხოვ­რობთ, და­ნარ­ჩენს კი არა­ვის ვუფრ­თხილ­დე­ბით...წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

მკითხველის კომენტარები / 24 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
თემო
12

როდის არ დააგვიანამ მთავრობამ, როდის გაკეთდა დროულად საქმე, გარდა საახალწლოდ ქუჩების მორთვისა :((( ბრაზი მახრჩობს

სიმართლე
16

აქციები, აქციები არა?!.....

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

"ყველაზე ფატალური შეიძლება "შავი პარასკევის" გამო დატრიალებული ამბები აღმოჩნდეს"  - დააგვიანა თუ არა ხელისუფლებამ ღონისძიებების გატარება? ექსპერტის შეფასება

"ყველაზე ფატალური შეიძლება "შავი პარასკევის" გამო დატრიალებული ამბები აღმოჩნდეს"  - დააგვიანა თუ არა ხელისუფლებამ ღონისძიებების გატარება? ექსპერტის შეფასება

დღეს პანდემიასთან ბრძოლის საკითხი ყველაზე აქტუალურია, დაინფიცირებულთა რიცხვისა და სიკვდილიანობის ზრდის გამო ხელისუფლებამ 28 ნოემბრიდან მკაცრი შეზღუდვები დააწესა. როგორც ამბობენ, ეს არ არის სრული სისტემური "ლოკდაუნი", თუმცა იმედოვნებენ, რომ ორთვიანი გეგმა, რომელიც წარმოადგინეს, ინფიცირების გავრცელებას მნიშვნელოვნად შეაჩერებს.

ხელისუფლება ეპიდვითარების დამძიმებას ოპოზიციის აქციებს აბრალებს, თუმცა ეს მაინცდამაინც დამაჯერებელი არ არის, რადგან ჩვენი მოქალაქეების ერთი ნაწილი თავყრილობებისგან დიდად არც სხვა დროს იზღუდავდა თავს. შესაბამისად, ისმის კითხვა, ხომ არ დააგვიანა ხელისუფლებამ ქმედითი ღონისძიებების გატარება? გვესაუბრება ექსპერტი სანდრო თვალჭრელიძე:

- ჩემი აზრით, ეპიდემიოლოგიური ვითარების გამწვავების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ის არის, რომ მთავრობამ აღარ, უფრო სწორად, ვეღარ შეძლო ეპიდემიოლოგების მოსმენა და მათი რეკომენდაციების გათვალისწინება. ამას უპირველესად პოლიტიკური მიზეზი აქვს - არჩევნების გამო იძულებული გახდა აღარ დაეჯერებინა ეპიდემიოლოგებისა და ინფექციონისტებისთვის. მას არ შეეძლო არჩევნების გადატანა. ხომ წარმოგიდგენიათ, ამას რა მოჰყვებოდა. არადა, წინასაარჩევნოდ ხალხმრავალმა შეხვედრებმა, გაზრდილმა მობილობამ - ოპოზიციურ პარტიებს ქვეყნის ერთი კუთხიდან მეორეში დაჰყავდათ ამომრჩევლები - და შემდგომ პოსტსაარჩევნო აქციებმა მოიტანა ეს შედეგი, მაგრამ ყველაზე ფატალური შეიძლება აღმოჩნდეს გასულ კვირას "შავი პარასკევის" გამო დატრიალებული ამბები. ამან შესაძლოა დიდი ეპიდემიური აფეთქება გამოიწვიოს არა მარტო დედაქალაქში. იმ დღეს დედაქალაქიდან გასვლამ მომიწია და ვნახე, ათიათასობით მანქანა როგორ შემოდიოდა რეგიონებიდან თბილისში. ვფიქრობ, ამ პროცესისთვის ასეთი თავისუფლების უფლება არ უნდა მიეცა მთავრობას.

მე ინფიცირების სტატისტიკა კარგად შევისწავლე და გავაკეთე მისი პოლიტიკურ მოვლენებთან კორელაცია, ანუ ინფიცირების გაზრდის მიზეზები ჩემი აზრი კი არ არის, არამედ ღრმა სტატისტიკურ კვლევაზე დაფუძნებული უტყუარი ფაქტი.

ჩვენი და ევროპული ქვეყნების ბიზნესსისტემა სრულიად განსხვავდება ერთმანეთისგან. მათი ბიზნესი უფრო მწარმოებლურია, ჩვენი კი ყიდვა-გაყიდვაზე დაფუძნებული. ჩვენთან ბიზნესსაქმიანობა სწრაფ მოგებაზეა გათვლილი. მთავრობამ, როგორც ჩანს, ბიზნესის თხოვნით ვერ დაუშვა "შავი პარასკევის" გაუქმება. როგორც ვიცი, ეპიდემიოლოგები ამბობდნენ, რომ შეზღუდვები უნდა გამოეცხადებინათ არა 28 ნოემბრიდან, არამედ 27-დან და ასეთი ზედახორა არ გაიმართებოდა. სამწუხაროდ, მთავრობამ არ გაიზიარა ეპიდემიოლოგების აზრი და ანგარიში გაუწია ბიზნესს.

როგორც პაატა იმნაძემ თქვა, და მე მისი მჯერა, შეზღუდვების შედეგებს სადღაც 2 კვირაში დავინახავთ, ანუ ინფიცირების მასშტაბიც და გარდაცვალების რიცხვიც შემცირდება. დიდი იმედი მაქვს, რომ იანვრის ბოლოს მოვახერხებთ ვითარების სტაბილიზაციას. ამასობაში, ალბათ, ვაქცინაც შემოვა. როგორც ითქვა, პირველ ეტაპზე 700 000 დოზის შემოტანა იგეგმება. თუ სწორად გაანაწილეს მიზნობრივ ჯგუფებში, იმედია, ეპიდემიას მომავალ წელს მოვერევით.

- სოციალურ პასუხისმგებლობაზე მინდა გკითხოთ. როცა ქვეყანაში ყოველდღიურად დაინფიცირებისა და გარდაცვალების ამდენი შემთხვევა გვაქვს, რითი შეიძლება ავხსნათ ის, რაც გასულ პარასკევს სავაჭრო ობიექტებში ხდებოდა?

- სწორედ ეგ მკითხა ჩემმა შვილმა, რომელიც ახლა გერმანიაშია. გაოცებული იყო. ჩემი აზრით, საქმე გვაქვს 3 მოვლენის დამთხვევასთან: პირველი - არის ხალხი (ასეთებს მეც ვიცნობ), რომელიც ამბობს, რომ კორონავირუსი არ არის რთული ინფექცია, რომ ჩვეულებრივი გრიპისგან არაფრით განსხვავდება. ამტკიცებენ, სეზონური გრიპების დროსაც ამდენივე იღუპებოდაო. მე მათ სოციალური ათეისტები შევარქვი; მეორე - ახლოვდება ახალი წელი და მოქალაქეებს ახლობლებისთვის რაიმეს ჩუქება სურთ, "შავი პარასკევი" კი, როცა ფასდაკლებებია, საუკეთესო საშუალებად მიიჩნიეს; მესამე - საყოველთაო სიდუხჭირე. როგორც აღმოჩნდა, ჩვენი საზოგადოების ნაწილისთვის, პირობითად, 100 ლარის დაზოგვაც მნიშვნელოვანია. ამიტომაც არ დაეზარათ, მათ შორის რეგიონებიდანაც ჩამოვიდნენ, ჩადგნენ რიგებში და საახალწლო საჩუქრები იყიდეს.

როცა სოციალურ პასუხისმგებლობას ვახსენებთ, ვილაპარაკოთ ყველა მხარეზე. მოქალაქეების გარდა, სოციალური პასუხისმგებლობა ეკისრებათ ბიზნესის წარმომადგენლებსაც. იმისთვის, რომ მოგება მიეღოთ, არ გაუფრთხილდნენ მოქალაქეებს და ეპიდემიის მიუხედავად, "შავი პარასკევი" გამოაცხადეს, თანაც აუცილებელი რეგულაციები არათუ არ დაიცვეს, არც კი სცადეს.

უმთავრესი პრობლემა კი ისაა, რომ ქართული მენტალიტეტიდან გამომდინარე, დაახლოებით ასე ფიქრობს ხალხის ნაწილი - თუ ავად გავხდი, სიკვდილიანობა 1%-ზე დაბალია და რაღა მე მოვკვდებიო. საკუთარი თავის გარდა, არავინ ენაღვლებათ.გერბზე კი დავაწერეთ, რომ "ძალა ერთობაშია", მაგრამ ეს საქართველოში მხოლოდ ლოზუნგია. ჩვენ არავითარი ერთობა არ გვინდა, ჩვენს ოჯახებში ან პოლიტიკურ პარტიებში ვცხოვრობთ, დანარჩენს კი არავის ვუფრთხილდებით...წაიკითხეთ სრულად

"ყველა პედოფილი მძულს მთელი არსით, იაგოს შეეშალა... ნუ აცვამთ ჯვარზე, იშვიათად მინახავს მისნაირი წესიერი კაცი" - ელისაშვილი

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"

10 მოწვევის პარლამენტში 9 პოლიტიკური სუბიექტი შევიდა - ნახეთ, ვინ მოიპოვა მანდატი?