სამხედრო
მსოფლიო
პოლიტიკა

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სააკაშვილს ახალგაზრდა უკრაინელ პოლიტიკოსთან რომანი აქვს? - "გოგონა პერიოდულად ცხოვრობს მის რეზიდენციაში, მათ სერიოზული ურთიერთობა აქვთ" (სკანდალური ფოტოები)
სააკაშვილს ახალგაზრდა უკრაინელ პოლიტიკოსთან რომანი აქვს? - "გოგონა პერიოდულად ცხოვრობს მის რეზიდენციაში, მათ სერიოზული ურთიერთობა აქვთ" (სკანდალური ფოტოები)

"მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს ახა­ლი რო­მა­ნი აქვს. მისი რჩე­უ­ლი უკ­რა­ი­ნუ­ლი პარ­ტია "ხალ­ხის მსა­ხუ­რის" ერთ-ერთი ლი­დე­რი, ლიზა იას­კოა. წყვი­ლი, ლეს­ნიკ­ში მდე­ბა­რე სა­ა­კაშ­ვი­ლის ფე­შე­ნე­ბე­ლურ სახ­ლში ცხოვ­რობს", - წერს უკ­რა­ი­ნუ­ლი გა­მო­ცე­მა Strana.ua. გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს ექ­სპრე­ზი­დენ­ტსა და ოქსფორ­დის უნი­ვერ­სი­ტე­ტის კურსდამ­თავ­რე­ბულ უკ­რა­ი­ნელ პო­ლი­ტი­კოსს, რო­მე­ლიც ევ­რო­პის საბ­ჭოს სა­პარ­ლა­მენ­ტო ასამ­ბლე­ა­ში უკ­რა­ი­ნულ დე­ლე­გა­ცი­ას ხელ­მძღვა­ნე­ლობს, სე­რი­ო­ზუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა აკავ­ში­რებთ.

"ამის შე­სა­ხებ გა­მო­ცე­მას წყვი­ლის გა­რე­მოც­ვა უყ­ვე­ბა, რო­მელ­თა ინ­ფორ­მა­ცი­ი­თაც, გო­გო­ნა პე­რი­ო­დუ­ლად ცხოვ­რობს სა­ა­კაშ­ვი­ლის რე­ზი­დენ­ცი­ა­ში - ლეს­ნი­კის და­სახ­ლე­ბა­ში მდე­ბა­რე ქარ­თულ-უკ­რა­ი­ნულ სახ­ლში. მათი პირ­ვე­ლი ერ­თობ­ლი­ვი ფო­ტო­ე­ბი ჯერ კი­დევ ივ­ნის­ში გა­მოქ­ვეყ­ნდა, თუმ­ცა, ძი­რი­თა­დად გა­და­ღე­ბუ­ლი იყო საქ­მი­ან შეხ­ვედ­რებ­სა და სა­ერ­თო გა­რე­მოც­ვა­ში, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის სახ­ლთან, რო­მე­ლიც კი­ევ­თან ახ­ლოს მდე­ბა­რე­ობს. წყვი­ლი ზა­ფხუ­ლი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი ერ­თა­დაა და მათ სე­რი­ო­ზუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა აქვთ", - წერს გა­მო­ცე­მა.

Strana.ua-ვე ცნო­ბით, წყვი­ლი ცნო­ბი­ლი ჟურ­ნა­ლის­ტის, დი­მიტ­რი გორ­დო­ნის, მომ­ღე­რალ ოლია პო­ლი­ა­კო­ვი­სა და პრო­დი­უ­სერ მი­ხე­ილ ია­სინ­სკის კამ­პა­ნი­ა­ში ის­ვე­ნებ­და. ისი­ნი სა­ა­კაშ­ვი­ლის სახ­ლის უკა­ნა ეზო­ში, ჭიქა ღვი­ნო­ზე პო­ლი­ტი­კა­სა და სხვა თე­მებ­ზე სა­სა­უბ­როდ იკ­რი­ბე­ბოდ­ნენ.

"პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის უცხო თვა­ლის­გან და­სა­მა­ლად, სა­ა­კაშ­ვილ­მა რამ­დე­ნი­მე­მეტ­რი­ა­ნი ღო­ბეც კი გა­ა­კე­თა და მე­ზობ­ლე­ბის ფან­ჯრებს მაქ­სი­მა­ლუ­რად მო­ე­რი­და, თუმ­ცა სა­ერ­თო მე­გობ­რებ­მა წყვი­ლის ფოტო "ინ­სტრაგ­რამ­ზე" მა­ინც ატ­ვირ­თეს", - წერს გა­მო­ცე­მა, რომ­ლის ცნო­ბით­ვე, ცნო­ბილ პო­ლი­ტი­კურ ფი­გუ­რებს გა­დაკ­ვე­თა საქ­მის ფარ­გლებ­ში უწევ­დათ, ერ­თად და­დი­ოდ­ნენ ტე­ლე­ე­თე­რებ­სა და პო­ლი­ტი­კურ შო­უ­ებ­ში ლვოვ­სა და სხვა ქა­ლა­ქებ­ში. სა­ინ­ფორ­მა­ციო სივ­რცე­ში წყვი­ლი ერ­თად პირ­ვე­ლად სექ­ტემ­ბერ­ში გა­მოჩ­ნდა.

Strana.ua-ს ცნო­ბით, ან­დრეი ბოგ­და­ნომ გა­მო­აქ­ვეყ­ნა ფოტო, რო­მელ­ზეც ის სა­ა­კაშ­ვილ­სა და იას­კოს­თან ერ­თად არის ასა­ხუ­ლი.

"ვსა­უბ­რობთ ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზულ თე­მებ­ზე, გან­ვი­ხი­ლავთ უკ­რა­ი­ნის არ­ჩევ­ნებს ძა­ლი­ან კარგ კამ­პა­ნი­ა­ში", - წერ­და "ხალ­ხის მსა­ხუ­რის" წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, რო­მელ­საც საკ­მა­ოდ მა­ღა­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბა ეჭი­რა, თუმ­ცა სწო­რედ ვლა­დი­მირ ზე­ლენ­სკის პრე­ზი­დენ­ტო­ბის პე­რი­ოდ­ში გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს.

"იას­კომ არა­ერ­თხელ და­ა­ყე­ნა სა­კი­თხი ყი­რიმ­ში უკ­რა­ი­ნუ­ლი ენის და­კარ­გვის საფრ­თხის შე­სა­ხებ, ევ­რო­პა­ში ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის დამ­ცველ სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან, რო­გორც თა­ვად კო­მი­სარ­თან, აგ­რეთ­ვე სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბის წევ­რებ­თან, ვი­საც ეს თემა ეხე­ბო­და. ყო­ვე­ლი ასე­თი ჩარ­თვი­სას, ის სა­ა­კაშ­ვი­ლის კა­პი­ნეტ­ში იჯდა, უკ­რა­ი­ნულ-ქარ­თუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი წიგ­ნე­ბის ბიბ­ლი­ო­თე­კის ფონ­ზე", - წერს გა­მო­ცე­მა, რომ­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ი­თაც, ბოლო დროს მან და სა­ა­კაშ­ვილ­მა არა­ერ­თი ერ­თობ­ლი­ვი ვი­დე­ო­მი­მარ­თაც გა­ავ­რცე­ლეს.

Strana.ua აგ­რეთ­ვე წერს, რომ იას­კომ ნო­ემ­ბრის და­სა­წყის­ში Covid 19-ის ტესტზე და­დე­ბი­თი პა­სუ­ხი მი­ი­ღო, აქე­დან რამ­დე­ნი­მე კვი­რა­ში და­ინ­ფი­ცირ­და მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლიც.

"რის შემ­დე­გაც წყვი­ლი სა­ა­კაშ­ვი­ლის სახ­ლი­დან სხვა­დას­ხვა ფოტო დ ვი­დე­ო­მას­ლას ტვირ­თავ­და ლი­ზას საყ­ვა­რელ ძაღ­ლთან, ჩაკ­რას­თან ერ­თად, რო­მე­ლიც მას იუ­ბი­ლე­ზე აჩუ­ქეს", - წერს გა­მო­ცე­მა, რომ­ლის­ვე ცნო­ბი­თაც, უკ­რა­ი­ნის პარ­ლა­მენ­ტში წყვი­ლის კო­ლე­გე­ბის­თვის ამ რო­მა­ნის შე­სა­ხებ უკვე ცნო­ბი­ლია და "მი­უ­ხე­და­ვად დიდი ასა­კობ­რი­ვი სხვა­ო­ბი­სა, ლიზა ბედ­ნი­რე­ბის­გან ანა­თებს".

"ეს ურ­თი­ერ­თო­ბა ფრაქ­ცი­ა­შიც დიდი ხა­ნია გან­ხილ­ვის სა­გა­ნია, რო­გორც პი­რად მი­მო­წე­რა­ში, ასე­ვე პარ­ტი­ის ჩათ­ში. ბევ­რს არ ეს­მის, რაში სჭირ­დე­ბა ლი­ზას ის, თუნ­დაც იმი­ტომ, რომ ეს ის ადა­მი­ა­ნი არ არის, რო­მე­ლიც მას კა­რი­ე­რის გა­კე­თე­ბა­ში და­ეხ­მა­რე­ბა. გარ­და ამი­სა, სა­ა­კაშ­ვილს უამ­რა­ვი რო­მა­ნი ჰქონ­და და უკ­რა­ი­ნე­ლი ახალ­გაზ­რდა გო­გო­ნე­ბის მი­მართ მისი ლტოლ­ვა ყვე­ლამ იცის. მათ ერ­თად ხე­და­ვენ რეს­ტო­ნებ­ში, ასე­ვე ინ­ტერ­ვი­უ­ე­ბის დროს. თუმ­ცა, სა­ინ­ტე­რე­სოა რამ­დენ ხანს გას­ტანს ეს სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი რო­მა­ნი...", - წერს გა­მო­ცე­მა თა­ვის ანო­ნი­მურ წყა­რო­ზე დაყ­რდნო­ბით.

ინ­ტერ­ნეტ­ში ახა­ლი წყვი­ლის გა­მო­ჩე­ნა აქ­ტი­უ­რი გან­ხივ­ლის სა­გა­ნი გახ­და. უკ­რა­ი­ნუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წი­ლის თქმით, საკ­ვირ­ვე­ლია, რა­ტომ იპყრობს მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი წარ­მა­ტე­ბუ­ლი და ლა­მა­ზი გო­გო­ნე­ბის გულს, მა­შინ, რო­დე­საც წარ­მა­ტე­ბუ­ლი კა­რი­ე­რის გა­კე­თე­ბა მათ­თვი­საც არ არის ძნე­ლი.

"ეს რო­მა­ნი დრო­ე­ბი­თია, რო­გორც და­ნარ­ჩე­ნი სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი რო­მა­ნე­ბი, რად­გან სა­ა­კაშ­ვი­ლის ახა­ლი გა­ტა­ცე­ბა ძა­ლი­ან პა­ტა­რა გო­გო­ნაა, რო­გორც ჩანს, მე­ნე­ჯმენ­ტში გა­მოც­დი­ლი მი­შას მი­თი­თე­ბე­ბი მას კა­რი­ე­რუ­ლი წინსვლის­თვის სჭირ­დე­ბა...", - წერს ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რე­ბე­ლი "ლე­სია შა­ე­რო".

"ფაქ­ტია, რომ ეს კაცი სულ ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრშია და არა მხო­ლოდ პო­ლი­ტი­კუ­რი კუ­თხით, მშვე­ნი­ე­რი სქე­სის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბიც სწყა­ლო­ბენ... თუმ­ცა რო­გორც იმა­ში ვერ ჩა­მო­ყა­ლიბ­და, მისი გული ქარ­თულ პო­ლი­ტი­კას ეკუთ­ვნის თუ უკ­რა­ი­ნულს, ასე­ვე ვერ ჩა­მო­ყა­ლიბ­და ქა­ლებ­შიც", - წერს კო­ლია სო­რო­კი­ნი.

ცნო­ბის­თვის, ლიზა იას­კო ოფი­ცი­ალ

ურად და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი არ არის. რო­გორც ერთ-ერთი უკ­რა­ი­ნუ­ლი გა­მო­ცე­მა წერ­და, მან სა­ხე­ლი "ფეიკ-ლეს­ბი" ფო­ტო­თი გა­ით­ქვა, რო­მელ­ზეც ის გო­გო­ნას კოც­ნის.

მკითხველის კომენტარები / 94 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ხა! ხა! ხა!
39

ალბათ პოლიტიკაში ამეცადინებს, სანდრა კი კოსპექტებს უწერს. მაგის ნიჭი გააჩნიათ

ნანუკა
54

თბილისში როდის ჩამოდის, როგორც დაგვპირდა, არჩევნების მეორე დღეს ველოდებოდით

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

სააკაშვილს ახალგაზრდა უკრაინელ პოლიტიკოსთან რომანი აქვს? - "გოგონა პერიოდულად ცხოვრობს მის რეზიდენციაში, მათ სერიოზული ურთიერთობა აქვთ" (სკანდალური ფოტოები)

სააკაშვილს ახალგაზრდა უკრაინელ პოლიტიკოსთან რომანი აქვს? - "გოგონა პერიოდულად ცხოვრობს მის რეზიდენციაში, მათ სერიოზული ურთიერთობა აქვთ" (სკანდალური ფოტოები)

"მიხეილ სააკაშვილს ახალი რომანი აქვს. მისი რჩეული უკრაინული პარტია "ხალხის მსახურის" ერთ-ერთი ლიდერი, ლიზა იასკოა. წყვილი, ლესნიკში მდებარე სააკაშვილის ფეშენებელურ სახლში ცხოვრობს", - წერს უკრაინული გამოცემა Strana.ua. გამოცემის ცნობით, საქართველოს ექსპრეზიდენტსა და ოქსფორდის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულ უკრაინელ პოლიტიკოსს, რომელიც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში უკრაინულ დელეგაციას ხელმძღვანელობს, სერიოზული ურთიერთობა აკავშირებთ.

"ამის შესახებ გამოცემას წყვილის გარემოცვა უყვება, რომელთა ინფორმაციითაც, გოგონა პერიოდულად ცხოვრობს სააკაშვილის რეზიდენციაში - ლესნიკის დასახლებაში მდებარე ქართულ-უკრაინულ სახლში. მათი პირველი ერთობლივი ფოტოები ჯერ კიდევ ივნისში გამოქვეყნდა, თუმცა, ძირითადად გადაღებული იყო საქმიან შეხვედრებსა და საერთო გარემოცვაში, მიხეილ სააკაშვილის სახლთან, რომელიც კიევთან ახლოს მდებარეობს. წყვილი ზაფხულიდან მოყოლებული ერთადაა და მათ სერიოზული ურთიერთობა აქვთ", - წერს გამოცემა.

Strana.ua-ვე ცნობით, წყვილი ცნობილი ჟურნალისტის, დიმიტრი გორდონის, მომღერალ ოლია პოლიაკოვისა და პროდიუსერ მიხეილ იასინსკის კამპანიაში ისვენებდა. ისინი სააკაშვილის სახლის უკანა ეზოში, ჭიქა ღვინოზე პოლიტიკასა და სხვა თემებზე სასაუბროდ იკრიბებოდნენ.

"პირადი ცხოვრების უცხო თვალისგან დასამალად, სააკაშვილმა რამდენიმემეტრიანი ღობეც კი გააკეთა და მეზობლების ფანჯრებს მაქსიმალურად მოერიდა, თუმცა საერთო მეგობრებმა წყვილის ფოტო "ინსტრაგრამზე" მაინც ატვირთეს", - წერს გამოცემა, რომლის ცნობითვე, ცნობილ პოლიტიკურ ფიგურებს გადაკვეთა საქმის ფარგლებში უწევდათ, ერთად დადიოდნენ ტელეეთერებსა და პოლიტიკურ შოუებში ლვოვსა და სხვა ქალაქებში. საინფორმაციო სივრცეში წყვილი ერთად პირველად სექტემბერში გამოჩნდა.

Strana.ua-ს ცნობით, ანდრეი ბოგდანომ გამოაქვეყნა ფოტო, რომელზეც ის სააკაშვილსა და იასკოსთან ერთად არის ასახული.

"ვსაუბრობთ ძალიან სერიოზულ თემებზე, განვიხილავთ უკრაინის არჩევნებს ძალიან კარგ კამპანიაში", - წერდა "ხალხის მსახურის" წარმომადგენელი, რომელსაც საკმაოდ მაღალი თანამდებობა ეჭირა, თუმცა სწორედ ვლადიმირ ზელენსკის პრეზიდენტობის პერიოდში გაათავისუფლეს.

"იასკომ არაერთხელ დააყენა საკითხი ყირიმში უკრაინული ენის დაკარგვის საფრთხის შესახებ, ევროპაში ადამიანის უფლებების დამცველ საზოგადოებასთან, როგორც თავად კომისართან, აგრეთვე საერთაშორისო საზოგადოების წევრებთან, ვისაც ეს თემა ეხებოდა. ყოველი ასეთი ჩართვისას, ის სააკაშვილის კაპინეტში იჯდა, უკრაინულ-ქართული პოლიტიკური წიგნების ბიბლიოთეკის ფონზე", - წერს გამოცემა, რომლის ინფორმაციითაც, ბოლო დროს მან და სააკაშვილმა არაერთი ერთობლივი ვიდეომიმართაც გაავრცელეს.

Strana.ua აგრეთვე წერს, რომ იასკომ ნოემბრის დასაწყისში Covid 19-ის ტესტზე დადებითი პასუხი მიიღო, აქედან რამდენიმე კვირაში დაინფიცირდა მიხეილ სააკაშვილიც.

"რის შემდეგაც წყვილი სააკაშვილის სახლიდან სხვადასხვა ფოტო დ ვიდეომასლას ტვირთავდა ლიზას საყვარელ ძაღლთან, ჩაკრასთან ერთად, რომელიც მას იუბილეზე აჩუქეს", - წერს გამოცემა, რომლისვე ცნობითაც, უკრაინის პარლამენტში წყვილის კოლეგებისთვის ამ რომანის შესახებ უკვე ცნობილია და "მიუხედავად დიდი ასაკობრივი სხვაობისა, ლიზა ბედნირებისგან ანათებს".

"ეს ურთიერთობა ფრაქციაშიც დიდი ხანია განხილვის საგანია, როგორც პირად მიმოწერაში, ასევე პარტიის ჩათში. ბევრს არ ესმის, რაში სჭირდება ლიზას ის, თუნდაც იმიტომ, რომ ეს ის ადამიანი არ არის, რომელიც მას კარიერის გაკეთებაში დაეხმარება. გარდა ამისა, სააკაშვილს უამრავი რომანი ჰქონდა და უკრაინელი ახალგაზრდა გოგონების მიმართ მისი ლტოლვა ყველამ იცის. მათ ერთად ხედავენ რესტონებში, ასევე ინტერვიუების დროს. თუმცა, საინტერესოა რამდენ ხანს გასტანს ეს სამსახურებრივი რომანი...", - წერს გამოცემა თავის ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით.

ინტერნეტში ახალი წყვილის გამოჩენა აქტიური განხივლის საგანი გახდა. უკრაინული საზოგადოების ნაწილის თქმით, საკვირველია, რატომ იპყრობს მიხეილ სააკაშვილი წარმატებული და ლამაზი გოგონების გულს, მაშინ, როდესაც წარმატებული კარიერის გაკეთება მათთვისაც არ არის ძნელი.

"ეს რომანი დროებითია, როგორც დანარჩენი სამსახურებრივი რომანები, რადგან სააკაშვილის ახალი გატაცება ძალიან პატარა გოგონაა, როგორც ჩანს, მენეჯმენტში გამოცდილი მიშას მითითებები მას კარიერული წინსვლისთვის სჭირდება...", - წერს ინტერნეტმომხმარებელი "ლესია შაერო".

"ფაქტია, რომ ეს კაცი სულ ყურადღების ცენტრშია და არა მხოლოდ პოლიტიკური კუთხით, მშვენიერი სქესის წარმომადგენლებიც სწყალობენ... თუმცა როგორც იმაში ვერ ჩამოყალიბდა, მისი გული ქართულ პოლიტიკას ეკუთვნის თუ უკრაინულს, ასევე ვერ ჩამოყალიბდა ქალებშიც", - წერს კოლია სოროკინი.

ცნობისთვის, ლიზა იასკო ოფიციალ

ურად დაქორწინებული არ არის. როგორც ერთ-ერთი უკრაინული გამოცემა წერდა, მან სახელი "ფეიკ-ლესბი" ფოტოთი გაითქვა, რომელზეც ის გოგონას კოცნის.

"რუსეთმა უკან უნდა წაიღოს აფხაზეთისა და ცხინვალის აღიარება" - რა განცხადებას ავრცელებს ევროპარლამენტარი მარინა კალიურანდი

დაუმორჩილებლობის აქცია პარლამენტის მიმდებარედ - სამოქალაქო აქტივისტები აცხადებენ, რომ "კომენდანტის საათს" არ ემორჩილებიან

"ერი ისტორიის სანაგვეზე მოგისვრით და ვეღარავის დაიჭერთ" - როგორ ეხმიანება ოპოზიცია იმ პირის დაკავებას, რომელმაც ჩავლეიშვილს თავზე ნაგავი დააყარა