სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩემს ირგვლივ კვლავ არ ესმით, რატომ ვატარებ ჰიჯაბს" - რატომ მიდის პოდიუმიდან 23 წლის წარმატებული მოდელი
"ჩემს ირგვლივ კვლავ არ ესმით, რატომ ვატარებ ჰიჯაბს" - რატომ მიდის პოდიუმიდან 23 წლის წარმატებული მოდელი

ამე­რი­კე­ლი მო­დე­ლი ჰა­ლი­მა ადე­ნი პო­დი­უმ­ზე გა­მოს­ვლა­ზე უარს აცხა­დებს, ამის შე­სა­ხებ მან სა­ზო­გა­დო­ე­ბას ამ ცოტა ხნის წინ ამ­ცნო, ჰა­ლი­მა სა­მო­დე­ლო ბიზ­ნე­სი­დან წას­ვლის მი­ზე­ზად მისი რე­ლი­გი­ის მი­მართ სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნე­გა­ტი­ურ გან­წყო­ბას ასა­ხე­ლებს. შე­გახ­სე­ნებთ, 23 წლის ჰა­ლი­მა პირ­ვე­ლი ქალი მო­დე­ლია, რო­მე­ლიც ბრი­ტა­ნუ­ლი "ვო­გის" გა­რე­კან­ზე ჰი­ჯა­ბით გა­მოჩ­ნდა.

ჰა­ლი­მამ სო­ცი­ა­ლურ ქსელ "ინ­სტაგ­რამ­ზე“ ვრცე­ლი პოს­ტი გა­მო­აქ­ვეყ­ნა, რო­მელ­შიც კა­რი­ე­რის და­ტო­ვე­ბის მი­ზე­ზებ­სა და მის გან­ვლილ გზა­ზე წერს. მისი თქმით, გა­და­ღე­ბე­ბის წინ ლოც­ვე­ბის გა­მო­ტო­ვე­ბა, არა­კომ­ფორ­ტუ­ლი სა­მო­სის ჩაც­მა, ჰი­ჯა­ბის სხვა სტილ­ში მორ­გე­ბა მისი რე­ლი­გი­ის ღა­ლა­ტია და გა­და­ღე­ბებ­სა და მო­დე­ბის ჩვე­ნე­ბებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა­ზე სა­ბო­ლო­ოდ უარს ამ­ბობს. "უკვე გა­ვა­ა­ნა­ლი­ზე სად და­ვუშ­ვი შეც­დო­მა და ამ პრო­ფე­სი­ი­დან მივ­დი­ვარ", - წერს ის.

რო­გორც ადე­ნი ყვე­ბა, ამე­რი­კუ­ლი ჯინ­სის სა­მო­სის გა­და­ღე­ბი­სას მას ჰი­ჯა­ბის მა­გივ­რად თავ­ზე ჯინ­სის სა­მო­სი შე­მო­ახ­ვი­ეს, რა­მაც მო­დელს დის­კომ­ფორ­ტი შე­უქ­მნა.

"რა­ტომ მი­ვე­ცი მათ სა­შუ­ა­ლე­ბა თავ­ზე ჯინ­სი შე­მო­ეხ­ვი­ათ, რო­დე­საც ხში­რად მოკ­ლე კა­ბის ჩაც­მა­ზეც არ ვი­ყა­ვი თა­ნახ­მა, მა­შინ ძა­ლი­ან სა­სო­წარ­კვე­თი­ლი დავ­რჩი, ვიგ­რძე­ნი, რომ დავ­კარ­გე კავ­ში­რი ჩემ თავ­თან, იმას­თან, ვინც რე­ა­ლუ­რად უნდა ვყო­ფი­ლი­ყა­ვი“, - ამ­ბობს ჰა­ლი­მა.

რო­დე­საც 18 წლის ასაკ­ში ჰა­ლი­მა სა­მო­დე­ლო სფე­რო­ში გა­მოჩ­ნდა, თა­ვი­სი რე­ლი­გი­უ­რი ხედ­ვე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ რამ­დე­ნი­მე ნა­ბი­ჯის გა­დად­გმა მო­უ­წია, თუმ­ცა ასო­ბით გა­და­ღე­ბე­ბის შემ­დეგ მო­დე­ლი მიხ­ვდა, რომ ასე გაგ­რძე­ლე­ბა აღარ შე­ეძ­ლო და სა­მო­დე­ლო სფე­რო­ზე უარი თქვა.

"ატა­რო ჰი­ჯა­ბი მარ­თლაც დიდი მოგ­ზა­უ­რო­ბაა, თა­ვი­სი და­დე­ბი­თი და უარ­ყო­ფი­თი მხა­რე­ე­ბით, თუ ჩემი ჰი­ჯა­ბი არ შე­იძ­ლე­ბა სხვე­ბის­თვის ხი­ლუ­ლი იყოს, მა­შინ ჩავ­თვა­ლოთ, რომ არც მე ვჩან­ვარ მათ­თვის. მე მხო­ლოდ ჩემი თა­ვის და­და­ნა­შა­უ­ლე­ბა შე­მიძ­ლია, იმა­ში რაც მოხ­და, ჩემს ირ­გვლივ ქა­ლებს კვლავ არ ეს­მით, რა­ტომ ვა­ტა­რებ ჰი­ჯაბს და რა­ტომ არის ეს ჩემ­თვის ასე­თი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი“, - აღ­ნიშ­ნავს ჰა­ლი­მა ადე­ნი.

მო­დე­ლის ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას მხა­რი და­უ­ჭი­რეს პო­პუ­ლა­რულ­მა მომ­ღე­რალ­მა რი­ა­ნამ და დებ­მა ბელა და ჯიჯი ჰა­დი­დებ­მა.

ჰა­ლი­მა კე­ნი­ა­ში ლტოლ­ვილ­თა ბა­ნაკ­ში და­ი­ბა­და, მისი ოჯა­ხი სო­მა­ლი­და­ნაა. 6 წლის ასაკ­ში ჰა­ლი­მა ოჯახ­თან ერ­თად ამე­რი­კა­ში გა­და­ვი­და სა­ცხოვ­რე­ბად. პირ­ვე­ლად ის ამე­რი­კულ­მა სა­მო­დე­ლო სა­ა­გენ­ტომ 18 წლის ასაკ­ში აღ­მო­ა­ჩი­ნა და მო­დე­ლი მი­ნე­სო­ტას შტა­ტის სა­ხე­ლით სი­ლა­მა­ზის კონ­კურ­სში ნა­ხე­ვარ ფი­ნალ­ში მოხ­ვდა.

ის იყო პირ­ვე­ლი ქალი მო­დე­ლი, რო­მე­ლიც მო­დის სფე­რო­ში ჰი­ჯა­ბით გა­მოჩ­ნდა და მა­ლე­ვე სი­ლა­მა­ზის კონ­კურ­სი­დან მო­დის კვი­რე­უ­ლებ­ზე გა­და­ინცვლა. ჰა­ლი­მა რი­ა­ნას მა­კი­ა­ჟის ბრენ­დის სახე გახ­და და მან რამ­დე­ნი­მე სე­რი­ო­ზულ ბრენდთა­ნაც ხან­გრძლი­ვად ითა­ნაშ­რომ­ლა.

რო­გორც მო­დე­ლი ამ­ბობს, კა­რი­ე­რის გა­ნავ­ლო­ბა­ში მან ბევ­რჯერ და­არ­ღვია ის­ლა­მუ­რი რე­ლი­გი­ის წე­სე­ბი, მას უწევ­და სხვა­დას­ხვა ნივ­თე­ბით და­ე­ფა­რა სხე­უ­ლი, იმის­თვის რომ შიშ­ვე­ლი არ გა­მო­ჩე­ნი­ლი­ყო და რამ­დენ­ჯერ­მე მო­დელს ჰი­ჯა­ბის ტა­რე­ბის გა­მოც მოს­ვლია უთან­ხმო­ე­ბა.

"სი­მარ­თლე ის არის, რომ მე არა­კომ­ფორ­ტუ­ლად ვგრძნობ თავს, ეს მე არ ვარ“, - და­წე­რა მო­დელ­მა ინ­სტაგ­რამ­ზე.

2018 წელს, ჰა­ლი­მა­მა CNN-თან მუს­ლი­მურ სტან­დარ­ტებ­სა და თა­ვის კა­რი­ე­რა­ზე ისა­უბ­რა, მა­შინ მან ქა­ლე­ბი ჰი­ჯა­ბის ტა­რე­ბის­თვის გა­ამ­ხნე­ვა.

"დღეს ბევ­რი მუს­ლი­მი ქა­ლია, რო­მე­ლიც მი­იჩ­ნევს, რომ სი­ლა­მა­ზის სტან­დარ­ტებს არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა, მინ­და, მათ ვუ­თხრა, რომ ნორ­მა­ლუ­რია იყო გან­სხვა­ვე­ბუ­ლი, გან­სხვა­ვე­ბუ­ლად ყოფ­ნაც ლა­მა­ზია“ , - გა­ნა­ცხა­და იმ­ჟა­მად ჰა­ლი­მამ. წყა­რო

მო­ამ­ზა­და ელე­ნე მეტ­რე­ველ­მა

მკითხველის კომენტარები / 16 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
elene
9

აი ეს არ მესმის და მომკალით , აიწყობენ ცხოვრებას, იშოვიან ფულებს და მერე გაახსენდებათ პრინციპები და ფასეულობები. კარგი რაა.... 

V
13

ფარსია მეტი არაფერი. შენ თუ რამის გაკეთება გინდა ისე გააკეთე აფიშირება არ დაგჭირდეს. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

"ჩემს ირგვლივ კვლავ არ ესმით, რატომ ვატარებ ჰიჯაბს" - რატომ მიდის პოდიუმიდან 23 წლის წარმატებული მოდელი

"ჩემს ირგვლივ კვლავ არ ესმით, რატომ ვატარებ ჰიჯაბს" - რატომ მიდის პოდიუმიდან 23 წლის წარმატებული მოდელი

ამერიკელი მოდელი ჰალიმა ადენი პოდიუმზე გამოსვლაზე უარს აცხადებს, ამის შესახებ მან საზოგადოებას ამ ცოტა ხნის წინ ამცნო, ჰალიმა სამოდელო ბიზნესიდან წასვლის მიზეზად მისი რელიგიის მიმართ საზოგადოების ნეგატიურ განწყობას ასახელებს. შეგახსენებთ, 23 წლის ჰალიმა პირველი ქალი მოდელია, რომელიც ბრიტანული "ვოგის" გარეკანზე ჰიჯაბით გამოჩნდა.

ჰალიმამ სოციალურ ქსელ "ინსტაგრამზე“ ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც კარიერის დატოვების მიზეზებსა და მის განვლილ გზაზე წერს. მისი თქმით, გადაღებების წინ ლოცვების გამოტოვება, არაკომფორტული სამოსის ჩაცმა, ჰიჯაბის სხვა სტილში მორგება მისი რელიგიის ღალატია და გადაღებებსა და მოდების ჩვენებებში მონაწილეობაზე საბოლოოდ უარს ამბობს. "უკვე გავაანალიზე სად დავუშვი შეცდომა და ამ პროფესიიდან მივდივარ", - წერს ის.

როგორც ადენი ყვება, ამერიკული ჯინსის სამოსის გადაღებისას მას ჰიჯაბის მაგივრად თავზე ჯინსის სამოსი შემოახვიეს, რამაც მოდელს დისკომფორტი შეუქმნა.

"რატომ მივეცი მათ საშუალება თავზე ჯინსი შემოეხვიათ, როდესაც ხშირად მოკლე კაბის ჩაცმაზეც არ ვიყავი თანახმა, მაშინ ძალიან სასოწარკვეთილი დავრჩი, ვიგრძენი, რომ დავკარგე კავშირი ჩემ თავთან, იმასთან, ვინც რეალურად უნდა ვყოფილიყავი“, - ამბობს ჰალიმა.

როდესაც 18 წლის ასაკში ჰალიმა სამოდელო სფეროში გამოჩნდა, თავისი რელიგიური ხედვების საწინააღმდეგოდ რამდენიმე ნაბიჯის გადადგმა მოუწია, თუმცა ასობით გადაღებების შემდეგ მოდელი მიხვდა, რომ ასე გაგრძელება აღარ შეეძლო და სამოდელო სფეროზე უარი თქვა.

"ატარო ჰიჯაბი მართლაც დიდი მოგზაურობაა, თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეებით, თუ ჩემი ჰიჯაბი არ შეიძლება სხვებისთვის ხილული იყოს, მაშინ ჩავთვალოთ, რომ არც მე ვჩანვარ მათთვის. მე მხოლოდ ჩემი თავის დადანაშაულება შემიძლია, იმაში რაც მოხდა, ჩემს ირგვლივ ქალებს კვლავ არ ესმით, რატომ ვატარებ ჰიჯაბს და რატომ არის ეს ჩემთვის ასეთი მნიშვნელოვანი“, - აღნიშნავს ჰალიმა ადენი.

მოდელის ამ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირეს პოპულარულმა მომღერალმა რიანამ და დებმა ბელა და ჯიჯი ჰადიდებმა.

ჰალიმა კენიაში ლტოლვილთა ბანაკში დაიბადა, მისი ოჯახი სომალიდანაა. 6 წლის ასაკში ჰალიმა ოჯახთან ერთად ამერიკაში გადავიდა საცხოვრებად. პირველად ის ამერიკულმა სამოდელო სააგენტომ 18 წლის ასაკში აღმოაჩინა და მოდელი მინესოტას შტატის სახელით სილამაზის კონკურსში ნახევარ ფინალში მოხვდა.

ის იყო პირველი ქალი მოდელი, რომელიც მოდის სფეროში ჰიჯაბით გამოჩნდა და მალევე სილამაზის კონკურსიდან მოდის კვირეულებზე გადაინცვლა. ჰალიმა რიანას მაკიაჟის ბრენდის სახე გახდა და მან რამდენიმე სერიოზულ ბრენდთანაც ხანგრძლივად ითანაშრომლა.

როგორც მოდელი ამბობს, კარიერის განავლობაში მან ბევრჯერ დაარღვია ისლამური რელიგიის წესები, მას უწევდა სხვადასხვა ნივთებით დაეფარა სხეული, იმისთვის რომ შიშველი არ გამოჩენილიყო და რამდენჯერმე მოდელს ჰიჯაბის ტარების გამოც მოსვლია უთანხმოება.

"სიმართლე ის არის, რომ მე არაკომფორტულად ვგრძნობ თავს, ეს მე არ ვარ“, - დაწერა მოდელმა ინსტაგრამზე.

2018 წელს, ჰალიმამა CNN-თან მუსლიმურ სტანდარტებსა და თავის კარიერაზე ისაუბრა, მაშინ მან ქალები ჰიჯაბის ტარებისთვის გაამხნევა.

"დღეს ბევრი მუსლიმი ქალია, რომელიც მიიჩნევს, რომ სილამაზის სტანდარტებს არ შეესაბამება, მინდა, მათ ვუთხრა, რომ ნორმალურია იყო განსხვავებული, განსხვავებულად ყოფნაც ლამაზია“ , - განაცხადა იმჟამად ჰალიმამ. წყარო

მოამზადა ელენე მეტრეველმა

მეკო ჩიტიშვილმა სიმსივნე დაამარცხა - "სიხარულისგან იმდენს ვიხტუნავებთ ახლა, მიწისძვრა არ მოხდეს"

ინგლისში, ფეხბურთელის მუხლში კბილები იპოვეს - "გაოგნებული ვიყავი და ექიმს ვეუბნებოდი, თქვენ რა, მეხუმრებით?!“

"ამ მოვლენას სიცოცხლეში ვეღარ ვნახავთ... ბოლოს 800 წლის წინ იყვნენ ასე ახლოს იუპიტერი და სატურნი" - ქართველმა ასტროფოტოგრაფებმა უიშვიათესი მოვლენა გადაიღეს