სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გთხოვთ, შემეხმიანეთ ის ადამიანები, ვინც ისარგებლეთ "თრეველერ.ჯის" მომსახურებით! დაგვეხმარეთ სამართალის ძიებაში!" - რას წერს შატილის ავარიას გადარჩენილი
"გთხოვთ, შემეხმიანეთ ის ადამიანები, ვინც ისარგებლეთ "თრეველერ.ჯის" მომსახურებით! დაგვეხმარეთ სამართალის ძიებაში!" - რას წერს შატილის ავარიას გადარჩენილი

შა­ტი­ლის გზა­ზე, სო­ფელ ბი­სოს­თან 3 თვის წინ დატ­რი­ა­ლე­ბუ­ლი ტრა­გე­დი­ის შე­დე­გად გა­დარ­ჩე­ნი­ლი ხა­ტია დევ­სუ­რაშ­ვი­ლი, სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლით იმ ადა­მი­ა­ნებს მი­მარ­თავს, რომ­ლებ­საც სა­ბე­დის­წე­რო ტუ­რის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი კომ­პა­ნი­ის მი­სა­მარ­თით სხვა­დას­ხვა დროს სხვა­დას­ხვა სა­ხის პრე­ტენ­ზია ჰქო­ნი­ათ. ხა­ტია დევ­სუ­რაშ­ვი­ლი მათ, წა­მო­წყე­ბულ სა­მარ­თლებ­რივ ბრძო­ლა­ში დახ­მა­რე­ბა­სა და გვერ­დით დად­გო­მას თხოვს.

"მო­გე­სალ­მე­ბით "თრე­ვე­ლერ.ჯის" მიერ უპა­სუ­ხის­მგებ­ლოდ და­გეგ­მი­ლი შა­ტი­ლის ტუ­რის სას­წა­უ­ლებ­რი­ვად გა­დარ­ჩე­ნი­ლი მგზავ­რი! რო­გორც იცით, 23 აგ­ვის­ტოს შა­ტილ­ში მოხ­და ტრა­გე­დია, რო­მელ­მაც მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო შეძ­რა, პი­რა­დად ჩემ­თვის კი ამ დღეს ცხოვ­რე­ბა თავ­და­ყი­რა დატ­რი­ალ­და ისე­ვე, რო­გორც დატ­რი­ალ­და ის მან­ქა­ნა, რო­მელ­შიც მე და ჩემი და - მეა დევ­სუ­რაშ­ვი­ლი ვის­ხე­დით. ამ დღეს მე­დეა სა­ბო­ლოო ტურ­ზე იმ­ყო­ფე­ბო­და და მო­ი­ა­რა შა­ტი­ლის ულა­მა­ზე­სი ად­გი­ლე­ბი, შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბით დატ­ვირ­თუ­ლი ვბრუნ­დე­ბო­დით სახ­ლში, რო­დე­საც ავ­ტო­კა­ტას­ტრო­ფა მოხ­და და მე­დეა გა­მო­ემ­შვი­დო­ბა სი­ცო­ცხლეს. მე უამ­რა­ვი, სი­ცო­ცხლეს­თან შე­უ­თავ­სე­ბე­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბით მი­მიყ­ვა­ნეს პირ­ველ სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო კლი­ნი­კა­ში და შალ­ვა ბო­ლო­თაშ­ვი­ლის მიერ, გან­წი­რუ­ლი უფ­ლის წყა­ლო­ბით გა­დავ­რჩი.

ჯგუფ­ში მო­ვი­ძიე "თრე­ვე­ლერ.ჯის" შე­სა­ხებ გა­მოთ­ქმუ­ლი აზ­რე­ბი და იმ­დე­ნი უარ­ყო­ფი­თი მო­საზ­რე­ბა და პრე­ტენ­ზია წა­ვი­კი­თხე ამ კომ­პა­ნი­ის მი­მართ, რომ ახლა უკვე აღარ მიკ­ვირს, რაც ჩვენ დაგ­ვე­მარ­თა, და­სა­ნა­ნია რომ სა­ნამ მათ გავ­ყვე­ბო­დი ტურ­ზე, მა­ნამ­დე არ ვნა­ხე ეს ინ­ფორ­მა­ცია, ხომ გა­დავ­რჩე­ბო­დით და დღეს ჩემი და ცო­ცხა­ლი იქ­ნე­ბო­და.

მინ­და მოგ­მარ­თოთ თხოვ­ნით, დაგ­ვეხ­მა­როთ სა­მარ­თა­ლის ძი­ე­ბა­ში! უპა­სუ­ხის­მგებ­ლოდ და ადა­მი­ა­ნე­ბის სი­ცო­ცხლის რის­კის ქვეშ და­ყე­ნე­ბის ფა­სად და­გეგ­მილ­მა ტურ­მა შე­ი­წი­რა 17 ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე და გა­ა­ნად­გუ­რა ასე­უ­ლო­ბით მათი ახ­ლო­ბე­ლი. ტუ­რი­დან სამი თვის თავ­ზე ჩვენ და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის სტა­ტუ­სიც კი არ გვაქვს მო­ნი­ჭე­ბუ­ლი, ავიყ­ვა­ნეთ ად­ვო­კა­ტი რამ­დე­ნი­მე გარ­დაც­ვლი­ლის და და­შა­ვე­ბულ­თა ოჯა­ხებ­მა და იმე­დი გვაქვს, რომ და­ვამ­ტკი­ცებთ, რომ მომ­ხდა­რი მან­ქა­ნის გა­უ­მარ­თა­ო­ბამ გა­მო­იწ­ვია, და თუ ეს დამ­ტკიც­და კომ­პა­ნია "თრე­ვე­ლერ.ჯის" ბრა­ლე­უ­ლო­ბას წა­უ­ყე­ნე­ბენ.

აქვე მინ­და აღ­ვნიშ­ნო, რომ ზემ­ოთხსე­ნე­ბულ კომ­პა­ნი­ას არ მო­უ­კი­თხია არ­ცერ­თი მისი მგზავ­რი ამ­ხე­ლა ტრა­გე­დი­ის შემ­დეგ, არც ცო­ცხა­ლი და არც გარ­დაც­ვლი­ლი, დიდ აღ­შფო­თე­ბას იწ­ვევს ის ფაქ­ტი, რომ ამ კომ­პა­ნი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბამ გა­მო­ი­ჩი­ნა უკი­დუ­რე­სი არა­ა­და­მი­ა­ნო­ბა, მომ­ხდა­რი ფაქ­ტის უგუ­ლე­ბელ­ყო­ფით, მუ­შა­ო­ბას და ცხოვ­რე­ბას აგ­რძე­ლე­ბენ ჩვე­უ­ლი რიტ­მით თით­ქოს არა­ფე­რი მომ­ხდა­რი­ყოს, აგ­რძე­ლე­ბენ მუ­შა­ო­ბას ტრა­გე­დი­ის მე­ო­რე დღი­დან­ვე!!

უმორ­ჩი­ლე­სად გთხოვთ, შე­მეხ­მი­ა­ნეთ ის ადა­მი­ა­ნე­ბი, ვინც ისარ­გებ­ლეთ აღ­ნიშ­ნუ­ლი კომ­პა­ნი­ის მომ­სა­ხუ­რე­ბით და მკა­ფი­ოდ შე­ნიშ­ნეთ და­უ­დევ­რო­ბა და უპა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა, რა­მაც თქვენ გა­მო­გიყ­ვა­ნათ წყო­ბი­ლე­ბი­დან, ერთხელ და სა­მუ­და­მოდ უნდა და­ვუმ­ტკი­ცოთ ამ არა­ა­და­მი­ა­ნე­ბის გრო­ვას, რომ რო­დე­საც პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას თა­ვის თავ­ზე იღე­ბენ, ნება იბო­ძონ და ადა­მი­ა­ნე­ბის სი­ცო­ცხლეს მო­უფრ­თხილ­დნენ, შე­უს­რუ­ლონ მგზავ­რებს ყვე­ლა და­ნა­პი­რე­ბი და შინ მშვი­დო­ბით მი­იყ­ვა­ნონ! შე­მეხ­მი­ა­ნეთ ისი­ნი, ვინც ბო­ლომ­დე მხარ­ში და­მიდ­გე­ბით და ჩემ­თან ერ­თად იბ­რძო­ლებთ სხვე­ბის გა­და­სარ­ჩე­ნად, მად­ლო­ბას გიხ­დით წი­ნას­წარ", - წერს ხა­ტია დევ­სუ­რაშ­ვი­ლი.

შე­გახ­სე­ნებთ, 23 აგ­ვის­ტოს, დუ­შე­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში, შა­ტი­ლის გზა­ზე მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სი 100 მეტ­რის სი­მაღ­ლი­დან გა­და­ვარ­და.

შემ­თხვე­ვის შე­დე­გად, 17 ადა­მი­ა­ნი გარ­და­იც­ვა­ლა, 3 კი და­შავ­და. სა­ბე­დის­წე­რო ტურს ცო­ცხლად გა­და­ურ­ჩე­ნენ: 23 წლის ხა­ტია დევ­სუ­რაშ­ვი­ლი, რომ­ლის და - მე­დეა ავ­ტო­კა­ტას­ტრო­ფას ემსხვერ­პლა, თა­მარ არ­ღვლი­ა­ნი და ნატა თხე­ლი­ძე.

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Ani
12

რა ტვინი წაიღე ვის ცხელა მაგისთვის ვერ ხედავ რა მდგომარეობაა რა ჩივილი მოგინდა ამ გაგანია კორონას დროს ხომ კარგად ხარ ერთი

ანი
3

უსირცხვილი არ ხარ აბა რა ხარ ეხლა მაგას რომ წერ დონე ხარ სუფთა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

"გთხოვთ, შემეხმიანეთ ის ადამიანები, ვინც ისარგებლეთ "თრეველერ.ჯის" მომსახურებით! დაგვეხმარეთ სამართალის ძიებაში!" - რას წერს შატილის ავარიას გადარჩენილი

"გთხოვთ, შემეხმიანეთ ის ადამიანები, ვინც ისარგებლეთ "თრეველერ.ჯის" მომსახურებით! დაგვეხმარეთ სამართალის ძიებაში!" - რას წერს შატილის ავარიას გადარჩენილი

შატილის გზაზე, სოფელ ბისოსთან 3 თვის წინ დატრიალებული ტრაგედიის შედეგად გადარჩენილი ხატია დევსურაშვილი, სოციალური ქსელით იმ ადამიანებს მიმართავს, რომლებსაც საბედისწერო ტურის ორგანიზატორი კომპანიის მისამართით სხვადასხვა დროს სხვადასხვა სახის პრეტენზია ჰქონიათ. ხატია დევსურაშვილი მათ, წამოწყებულ სამართლებრივ ბრძოლაში დახმარებასა და გვერდით დადგომას თხოვს.

"მოგესალმებით "თრეველერ.ჯის" მიერ უპასუხისმგებლოდ დაგეგმილი შატილის ტურის სასწაულებრივად გადარჩენილი მგზავრი! როგორც იცით, 23 აგვისტოს შატილში მოხდა ტრაგედია, რომელმაც მთელი საქართველო შეძრა, პირადად ჩემთვის კი ამ დღეს ცხოვრება თავდაყირა დატრიალდა ისევე, როგორც დატრიალდა ის მანქანა, რომელშიც მე და ჩემი და - მეა დევსურაშვილი ვისხედით. ამ დღეს მედეა საბოლოო ტურზე იმყოფებოდა და მოიარა შატილის ულამაზესი ადგილები, შთაბეჭდილებებით დატვირთული ვბრუნდებოდით სახლში, როდესაც ავტოკატასტროფა მოხდა და მედეა გამოემშვიდობა სიცოცხლეს. მე უამრავი, სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებებით მიმიყვანეს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში და შალვა ბოლოთაშვილის მიერ, განწირული უფლის წყალობით გადავრჩი.

ჯგუფში მოვიძიე "თრეველერ.ჯის" შესახებ გამოთქმული აზრები და იმდენი უარყოფითი მოსაზრება და პრეტენზია წავიკითხე ამ კომპანიის მიმართ, რომ ახლა უკვე აღარ მიკვირს, რაც ჩვენ დაგვემართა, დასანანია რომ სანამ მათ გავყვებოდი ტურზე, მანამდე არ ვნახე ეს ინფორმაცია, ხომ გადავრჩებოდით და დღეს ჩემი და ცოცხალი იქნებოდა.

მინდა მოგმართოთ თხოვნით, დაგვეხმაროთ სამართალის ძიებაში! უპასუხისმგებლოდ და ადამიანების სიცოცხლის რისკის ქვეშ დაყენების ფასად დაგეგმილმა ტურმა შეიწირა 17 ადამიანის სიცოცხლე და გაანადგურა ასეულობით მათი ახლობელი. ტურიდან სამი თვის თავზე ჩვენ დაზარალებულის სტატუსიც კი არ გვაქვს მონიჭებული, ავიყვანეთ ადვოკატი რამდენიმე გარდაცვლილის და დაშავებულთა ოჯახებმა და იმედი გვაქვს, რომ დავამტკიცებთ, რომ მომხდარი მანქანის გაუმართაობამ გამოიწვია, და თუ ეს დამტკიცდა კომპანია "თრეველერ.ჯის" ბრალეულობას წაუყენებენ.

აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ზემოთხსენებულ კომპანიას არ მოუკითხია არცერთი მისი მგზავრი ამხელა ტრაგედიის შემდეგ, არც ცოცხალი და არც გარდაცვლილი, დიდ აღშფოთებას იწვევს ის ფაქტი, რომ ამ კომპანიის ხელმძღვანელობამ გამოიჩინა უკიდურესი არაადამიანობა, მომხდარი ფაქტის უგულებელყოფით, მუშაობას და ცხოვრებას აგრძელებენ ჩვეული რიტმით თითქოს არაფერი მომხდარიყოს, აგრძელებენ მუშაობას ტრაგედიის მეორე დღიდანვე!!

უმორჩილესად გთხოვთ, შემეხმიანეთ ის ადამიანები, ვინც ისარგებლეთ აღნიშნული კომპანიის მომსახურებით და მკაფიოდ შენიშნეთ დაუდევრობა და უპასუხისმგებლობა, რამაც თქვენ გამოგიყვანათ წყობილებიდან, ერთხელ და სამუდამოდ უნდა დავუმტკიცოთ ამ არაადამიანების გროვას, რომ როდესაც პასუხისმგებლობას თავის თავზე იღებენ, ნება იბოძონ და ადამიანების სიცოცხლეს მოუფრთხილდნენ, შეუსრულონ მგზავრებს ყველა დანაპირები და შინ მშვიდობით მიიყვანონ! შემეხმიანეთ ისინი, ვინც ბოლომდე მხარში დამიდგებით და ჩემთან ერთად იბრძოლებთ სხვების გადასარჩენად, მადლობას გიხდით წინასწარ", - წერს ხატია დევსურაშვილი.

შეგახსენებთ, 23 აგვისტოს, დუშეთის მუნიციპალიტეტში, შატილის გზაზე მიკროავტობუსი 100 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა.

შემთხვევის შედეგად, 17 ადამიანი გარდაიცვალა, 3 კი დაშავდა. საბედისწერო ტურს ცოცხლად გადაურჩენენ: 23 წლის ხატია დევსურაშვილი, რომლის და - მედეა ავტოკატასტროფას ემსხვერპლა, თამარ არღვლიანი და ნატა თხელიძე.

"მითხრა, რომ სევდიანი ხმა მაქვს და თუ მინდოდა, რომელიმე კუთხის სიმღერა მემღერა, აჯობებდა არჩევანი მეგრულ სიმღერებზე გამეკეთებინა" - რას წერს სანდრა რულოვსი ანზორ ერქომაიშვილზე

"სულ რამდენიმე დღით ვარ თბილისში და ტაქსის მძღოლები მეკითხებიან, ვაპირებთ თუ არა მანქანებზე თეთრი ფერის შეცვლას..." - რას წერს შოთა არველაძე ძმის შესაძლო მერობის კანდიდატობაზე

"ცხარე ცრემლით მეტირება... ყველა ემოცია ცოცხალია და ახლაც, გახსენებისას უფრო განვიცადე, ვიდრე ეს იქ გამოვხატე" - რა ისტორიას იხსენებს თეა ადეიშვილი