მეცნიერება
პოლიტიკა

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ამ ძალიან მძიმე ფონზე მას გადარჩენის 2 გზა აქვს" - როგორია ნიკოლ ფაშინიანის სომხეთის სათავეში დარჩენის პერსპექტივა და რაზე მიანიშნებს ისტორიული მაგალითები?
"ამ ძალიან მძიმე ფონზე მას გადარჩენის 2 გზა აქვს" - როგორია ნიკოლ ფაშინიანის სომხეთის სათავეში დარჩენის პერსპექტივა და რაზე მიანიშნებს ისტორიული მაგალითები?

მას შემ­დეგ, რაც სომ­ხე­თი, აზერ­ბა­ი­ჯა­ნი და რუ­სე­თი მთი­ან ყა­რა­ბაღ­ში ცე­ცხლის შე­წყვე­ტა­ზე შე­თან­ხმდნენ, ერე­ვან­ში მა­სობ­რი­ვი საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბი და­ი­წყო. მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის, ნი­კოლ ფა­ში­ნი­ა­ნის გა­დად­გო­მას ითხო­ვენ, რო­მე­ლიც ჯერ­ჯე­რო­ბით მა­ინც, მთავ­რო­ბის სა­თა­ვე­ში რჩე­ბა.

  • რა­ტომ არ ტო­ვებს თა­ნამ­დე­ბო­ბას პრე­მი­ე­რი და რა მნიშ­ვნე­ლო­ბა ექ­ნე­ბა მის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის მიმ­ღებ პი­რად ყოფ­ნა-არ­ყოფ­ნას რო­გორც სომ­ხეთ­ში, ისე - რე­გი­ონ­ში?

ექ­სპერტ ხა­თუ­ნა ლა­გა­ზი­ძის თქმით, ფა­ში­ნი­ა­ნი წი­ნა­მორ­ბე­დე­ბის­გან ზო­მი­ე­რად პრო­და­სავ­ლუ­რი პო­ლი­ტი­კით გა­მო­ირ­ჩე­ო­და, მისი ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­დან წას­ვლა თუ დარ­ჩე­ნა იმის წი­ნა­პი­რო­ბა იქ­ნე­ბა, რო­გორ სა­გა­რეო კურსს და­ად­გე­ბა ომის წა­გე­ბის შემ­დეგ სომ­ხე­თი. ეს თა­ვის მხრივ, დიდ­წი­ლად სომ­ხურ დი­ას­პო­რა­სა და ლო­ბი­ზე იქ­ნე­ბა და­მო­კი­დე­ბუ­ლი.

"ბუ­ნებ­რი­ვია, ყვე­ლა­ზე მარ­ტი­ვი გა­მო­სა­ვა­ლი იქ­ნე­ბო­და ის, რომ ფა­ში­ნი­ა­ნი გა­დამ­დგა­რი­ყო, მით უფრო იმ მო­თხოვ­ნე­ბის ტალ­ღა­ზე, რო­მელ­მაც მთე­ლი სომ­ხე­თი მო­იც­ვა. თუმ­ცა, თუ ჩვენ ამო­სავ­ლად მი­ვი­ღებთ იმას, რომ ფა­ში­ნი­ა­ნი მისი ყვე­ლა წი­ნა­მორ­ბე­დის­გან გან­სხვავ­დე­ბო­და მისი, ასე ვთქვათ, ზო­მი­ე­რად პრო­და­სავ­ლუ­რი პო­ლი­ტი­კით (მო­გეხ­სე­ნე­ბათ, პრო­და­სავ­ლუ­რი კურ­სი სომ­ხეთ­ში ანა­თე­მას იყო გა­და­ცე­მუ­ლი ფაქ­ტობ­რი­ვად, რუ­სე­თის სა­ტე­ლი­ტო­ბის გამო რე­გი­ონ­ში), ფა­ში­ნი­ა­ნი ძა­ლი­ან ბევ­რის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვან იმე­დებს აღ­ძრავ­და, რო­გორც რე­გი­ონ­ში, ასე­ვე - და­სავ­ლეთ­ში, გან­სა­კუთ­რე­ბით კი სომ­ხე­თის პრო­და­სავ­ლურ ელი­ტა­სა და სომ­ხურ ლობ­ში, რო­მე­ლიც გან­სა­კუთ­რე­ბით ძლი­ე­რი საფ­რან­გეთ­სა და ამე­რი­კა­შია. ამი­ტო­მაც, ძა­ლი­ან ბევ­რი სულ­გა­ნა­ბუ­ლი უყუ­რებ­და ფა­ში­ნი­ა­ნის გა­დარ­ჩე­ნის ტაქ­ტი­კას, რო­მე­ლიც მან აირ­ჩია და ბევ­რი გულ­შე­მატ­კივ­რობ­და.

რე­ა­ლუ­რად, დღეს გვაქვს მო­ცე­მუ­ლო­ბა, როცა ფა­ში­ნი­ანს გა­დარ­ჩე­ნის ორი გზა აქვს: ერ­თია უფრო სწრა­ფი, მაგ­რამ ეს სომ­ხე­თის დარ­ჩე­ნას უზ­რუნ­ველ­ჰყოფს რუ­სულ ორ­ბი­ტა­ზე, მე­ო­რეა პრო­და­სავ­ლუ­რი, რო­მე­ლიც უფრო ხან­გრძლი­ვია და გა­ცი­ლე­ბით მეტ ძა­ლის­ხმე­ვას მო­ი­თხოვს. ამ შემ­თხვე­ვა­ში გა­დამ­წყვე­ტი როლი მი­ე­ნი­ჭე­ბა სომ­ხურ დი­ას­პო­რას ამე­რი­კა­სა და საფ­რან­გეთ­ში, რო­მე­ლიც ამავდრო­უ­ლად სომ­ხე­თის ლო­ბი­ცაა - მათი მთა­ვა­რი ამო­ცა­ნაა, და­არ­წმუ­ნოს ამე­რი­კუ­ლი და ფრან­გუ­ლი ელი­ტე­ბი იმა­ში, რომ პრო­და­სავ­ლუ­რი სომ­ხე­თი მათ ინ­ტე­რე­სებ­შიც შე­დის, გან­სა­კუთ­რე­ბით აშშ-ში და ეს გრძელ­ვა­დი­ა­ნად უზ­რუნ­ველ­ჰყოფს უკვე სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ის, რო­გორც და­სავ­ლე­თის მყა­რი პარტნი­ო­რის როლს - სად მხო­ლოდ სა­ქარ­თვე­ლო, რო­მე­ლიც თვი­თო­ნაც დღეს ძა­ლი­ან ტურ­ბუ­ლენ­ტურ ვი­თა­რე­ბა­შია და რე­ა­ლუ­რად, ყან­ყა­რებს სი­ტყვით აღი­ა­რე­ბულ პრო­და­სავ­ლუ­რო­ბა­სა და საქ­მით რუ­სე­თის ნე­ბის აღმსრუ­ლე­ბელ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას შო­რის, და სად, როცა რე­გი­ონ­ში იქ­ნე­ბა ორი პრო­და­სავ­ლუ­რი სა­ხელ­მწი­ფო, სა­ქარ­თვე­ლო და სომ­ხე­თი, რომ­ლე­ბიც ერ­თმა­ნეთს გა­ა­მაგ­რე­ბენ და და­სავ­ლე­თის ინ­ტე­რე­სე­ბის მყა­რი გამ­ტა­რე­ბი იქ­ნე­ბი­ან უფრო ფარ­თო, დიდი შუა აღ­მო­სავ­ლე­თის რე­გი­ონ­ში. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, თუკი ფა­ში­ნი­ა­ნი შეძ­ლებს სომ­ხუ­რი დი­ას­პო­რის ამა­ში დარ­წმუ­ნე­ბას, მა­შინ შე­საძ­ლე­ბე­ლია, მან უკვე მყა­რად აირ­ჩი­ოს პრო­და­სავ­ლუ­რი ხაზი და ამ მძი­მე ტვირ­თის, ყა­რა­ბა­ღის ჩა­მო­შო­რე­ბას­თან ერ­თად ჩა­მო­ი­შო­როს ასე­ვე პრო­რუ­სუ­ლი სომ­ხუ­რი ელი­ტე­ბი, რო­მელ­საც სომ­ხეთ­ში სულ მცი­რე, არ­სე­ბო­ბის 30-წლი­ა­ნი ის­ტო­რია აქვს. თუმ­ცა, ეს საკ­მა­ოდ ხან­გრძლი­ვი და მტკივ­ნე­უ­ლი პრო­ცე­სი იქ­ნე­ბა, მა­შინ, რო­დე­საც რუ­სე­თი ყვე­ლა­ნა­ი­რად ეც­დე­ბა, ამ პრო­ცესს ხელი შე­უ­შა­ლოს", - ხაზს უს­ვამს ლა­გა­ზი­ძე AMBEBI.GE-სთან.

კი­თხვა­ზე, რამ­დე­ნად ლე­გი­ტი­მუ­რი შე­იძ­ლე­ბა იყოს ფა­ში­ნი­ა­ნის სომ­ხე­თის სა­თა­ვე­ში დარ­ჩე­ნა ომის წა­გე­ბის შემ­დეგ, ლა­გა­ზი­ძე პა­სუ­ხობს, რომ ლე­გი­ტი­მა­ცია არ გა­ნი­სა­ზღვრე­ბა მხო­ლოდ იმით, მან წა­ა­გო ეს კონ­კრე­ტუ­ლი სამ­ხედ­რო ოპე­რა­ცია თუ არა.

"ლე­გი­ტი­მა­ცი­ას წე­სით გან­სა­ზღვრავს არ­ჩევ­ნე­ბი და ბუ­ნებ­რი­ვია, შემ­დეგ იმის მი­ხედ­ვით, მცირ­დე­ბა ლი­დე­რის მხარ­და­ჭე­რა თუ იზ­რდე­ბა არ­ჩევ­ნე­ბი­დან არ­ჩევ­ნე­ბამ­დე პე­რი­ოდ­ში, დგე­ბა მისი ლე­გი­ტი­მა­ცი­ის სა­კი­თხი. თუმ­ცა ამ შემ­თხვე­ვა­ში პრინ­ცი­პუ­ლი სწო­რედ ესაა - სომ­ხე­თის იდენ­ტო­ბა ბოლო 30 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში არა იმ­დე­ნად რე­ა­ლუ­რი და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის შე­ნე­ბით იყო გან­სა­ზღვრუ­ლი, რამ­დე­ნა­დაც ყა­რა­ბა­ღის შე­მომ­ტკი­ცე­ბით. ესეც წმინ­და წყლის რუ­სუ­ლი ნა­რა­ტი­ვის ნა­წი­ლი იყო, რა­საც სამ­წუ­ხა­როდ, სომ­ხე­თის პო­ლი­ტი­კუ­რი ელი­ტა წა­მო­ე­გო - კერ­ძოდ ის, რომ სომ­ხე­თის­თვის პრი­ო­რი­ტე­ტი იყო არა იმ­დე­ნად რუ­სე­თის­გან და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის მო­პო­ვე­ბა და რე­ა­ლუ­რი და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის­თვის ბრძო­ლა, რამ­დე­ნა­დაც ყა­რა­ბა­ღის შე­მომ­ტკი­ცე­ბა­ზე ზრუნ­ვა. ე.ი., რო­დე­საც სას­წო­რის პი­ნა­ზე დად­გა და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კა თუ ყა­რა­ბა­ღის გამო რუ­სე­თის სა­ტე­ლი­ტო­ბა რე­გი­ონ­ში, სომ­ხეთ­მა მე­ო­რე აირ­ჩია. ბუ­ნებ­რი­ვია, რო­დე­საც ეს იდენ­ტო­ბა ძა­ლი­ან დიდი დარ­ტყმის ქვეშ დად­გა, ფა­ში­ნი­ა­ნის ლე­გი­ტი­მა­ცი­ის სა­კი­თხიც, ანა­ლო­გი­უ­რად, სე­რი­ო­ზუ­ლი დარ­ტყმის ქვეშ მო­ექ­ცა. მაგ­რამ თუნ­დაც ამ ძა­ლი­ან მძი­მე ფონ­ზე მას შე­უძ­ლია, შე­ი­ნარ­ჩუ­ნოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა და რო­გორც აღ­ვნიშ­ნე, ამის­თვის ორი გზაა: ერთი მხრივ, რუ­სე­თი და მე­ო­რე მხრივ, და­სავ­ლე­თი. თუმ­ცა, გა­რან­ტი­რე­ბუ­ლი არც ერთ და არც მე­ო­რე შემ­თხვე­ვა­ში მას არა­ფე­რი აქვს. სა­უბ­რო­ბენ იმა­ზე, რომ ფა­ში­ნი­ანს ბო­ლომ­დე გა­ა­კე­თე­ბი­ნე­ბენ შავ საქ­მეს, და­ათ­მო­ბი­ნე­ბენ იმ დარ­ჩე­ნილ ორ თუ სამ რა­ი­ონს, რო­მე­ლიც სამ­შვი­დო­ბო ხელ­შეკ­რუ­ლე­ბით იყო გან­სა­ზღვრუ­ლი, რომ ეტა­პობ­რი­ვად უნდა გა­და­ვი­დეს აზერ­ბა­ი­ჯა­ნის იუ­რის­დიქ­ცი­ის ქვეშ და შემ­დეგ უკვე მა­ინც გა­ის­ტუმ­რე­ბენ ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­და­ნო. ვნა­ხოთ, სი­ტუ­ა­ცია რო­გორ და­ლაგ­დე­ბა. ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია სომ­ხუ­რი დი­ას­პო­რის როლი - თუ რას გა­და­უ­წყვე­ტენ ისი­ნი ფა­ში­ნი­ანს. თუ ისი­ნი გა­და­წყვე­ტენ, რომ ღირს ბრძო­ლა და­სავ­ლე­თის­თვის, ასეთ შემ­თხვე­ვა­ში ისი­ნი ფი­ნან­სუ­რა­დაც და­ეხ­მა­რე­ბი­ან და ეს უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სია ამ შემ­თხვე­ვა­ში - და­სავ­ლე­თის მხრი­დან ფი­ნან­სუ­რი მხარ­და­ჭე­რის აღ­მო­ჩე­ნა სომ­ხე­თის­თვის. ამ ფონ­ზე, რბი­ლად რომ ვთქვათ, სულ ცოტა, გა­საკ­ვი­რი იყო პომ­პე­ოს თბი­ლის­ში ვი­ზი­ტი­სას ის მი­ზე­რუ­ლი დახ­მა­რე­ბა, რო­მე­ლიც მან სომ­ხეთს და ყა­რა­ბა­ღი­დან ლტოლ­ვი­ლებს აღუთ­ქვა - სულ 5 მი­ლი­ო­ნი. თუ გა­ვიხ­სე­ნებთ 2008 წლის აგ­ვის­ტოს ომის შემ­დეგ სა­ქარ­თვე­ლო­ში წა­მო­სულ 4 მი­ლი­არდს, რო­მე­ლიც და­სავ­ლეთ­მა სა­ქარ­თვე­ლოს ფი­ნან­სუ­რი სის­ტე­მის და ზო­გა­დად, ქვეყ­ნის მდგრა­დო­ბის გა­და­სარ­ჩე­ნად გა­ი­ღო, ეს 5 მი­ლი­ო­ნი უბ­რა­ლოდ, სა­ტი­რა­ლია”, - აღ­ნიშ­ნავს ლა­გა­ზი­ძე.

ის­ტო­რი­კოს სვი­მონ მას­ხა­რაშ­ვილს მოჰ­ყავს მა­გა­ლი­თე­ბი, თუ რა გზას ეწე­ვი­ან ლი­დე­რე­ბი ომის წა­გე­ბის შემ­დეგ. პრო­ფე­სო­რი ხაზს უს­ვამს, რომ სომ­ხე­თის შემ­თხვე­ვა კონ­ტექ­სტი­დან გა­მომ­დი­ნა­რე უნდა გან­ვი­ხი­ლოთ, ქვეყ­ნის სა­თა­ვე­ში კი ფა­ში­ნი­ა­ნის ყოფ­ნა-არ­ყოფ­ნა პრო­რუ­სუ­ლი და ან­ტი­რუ­სუ­ლი გან­წყო­ბე­ბის ერ­თგვა­რი თა­მა­შია.

"ძა­ლი­ან ხში­რად გვაქვს ისე­თი შემ­თხვე­ვე­ბი, რო­დე­საც წა­გე­ბუ­ლი ომის შემ­დეგ წა­გე­ბულ მხა­რეს მყო­ფი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა შემ­დგომ­ში ცხად­დე­ბა კო­ლა­ბო­რა­ცი­ო­ნის­ტად, მო­ღა­ლა­ტედ და ის­ჯე­ბა. მა­გა­ლი­თად, ასე­თი შემ­თხვე­ვა იყო, რო­დე­საც 1940 წელს საფ­რან­გე­თი გერ­მა­ნი­ას­თან და­მარ­ცხდა. მარ­შა­ლი პე­ტე­ნის მთავ­რო­ბამ კა­პი­ტუ­ლა­ცი­ას ხელი მო­ა­წე­რა და გერ­მა­ნი­ას­თან ითა­ნამ­შრომ­ლა. მარ­შა­ლი პე­ტე­ნი მა­ნამ­დე, პირ­ვე­ლი მსოფ­ლიო ომის შემ­დეგ საფ­რან­გე­თის ეროვ­ნუ­ლი გმი­რი იყო, 1944 წელს კი ის მო­ღა­ლა­ტედ გა­მო­ცხად­და და და­ი­სა­ჯა; ინ­გლის­ში 1940 წელს, ცნო­ბი­ლი დი­უნ­კერ­კის ამ­ბე­ბის დღე­ებ­ში, რო­დე­საც ბრი­ტა­ნეთ­მა აშ­კა­რა მარ­ცხი იწ­ვნია, ჩემ­ბერ­ლე­ნი გა­და­ყე­ნე­ბუ­ლი იქნა და სა­თა­ვე­ში ჩერ­ჩი­ლი მო­ვი­და. ეს სწო­რედ იმით გან­სხვავ­დე­ბა პე­ტე­ნის შემ­თხვე­ვის­გან, რომ არა­ვი­თარ კომ­პრო­მის­ზე, არა­ვი­თარ ზავ­ზე არ წა­ვი­და გერ­მა­ნი­ას­თან და ბო­ლომ­დე იომა მის წი­ნა­აღ­მდეგ - ბრი­ტა­ნეთ­მა ან­ტი­გერ­მა­ნუ­ლი კურ­სი შე­ი­ნარ­ჩუ­ნა მთავ­რო­ბის ცვლი­ლე­ბით, საფ­რან­გეთ­მა კი პი­რი­ქით, რა­ღაც ეტაპ­ზე ან­ტი­გერ­მა­ნუ­ლი კურ­სი და­კარ­გა და თა­ვი­სი თა­ვიც და­კარ­გა, რად­გან ხე­ლი­სუფ­ლე­ბა არ გა­დად­გა. შე­სა­ბა­მი­სად, ყვე­ლა შემ­თხვე­ვა სხვა­დას­ხვა კუ­თხით და კონ­კრე­ტუ­ლად გან­სა­ხილ­ვე­ლია. გვაქვს მა­გა­ლი­თე­ბი, რო­დე­საც წა­გე­ბუ­ლი ომის შემ­დეგ უბ­რა­ლოდ, თა­ვი­სით გა­დამ­დგა­რან ხე­ლი­სუ­ფალ­ნი და ისი­ნი არა­ვის გა­და­უ­ყე­ნე­ბია.

მთა­ვა­რია, რომ აქ ერთი რამ გვაქვს გა­სახ­სე­ნე­ბე­ლი - რა კონ­კრე­ტულ კონ­ტექ­სტში ვხე­დავთ იმას, რაც მოხ­და სომ­ხეთ­ში და რა გაგ­რძე­ლე­ბა შე­იძ­ლე­ბა მოჰ­ყვეს ფა­ში­ნი­ა­ნის ქმე­დე­ბებს, რას ნიშ­ნავს მისი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში ან დარ­ჩე­ნა, ან - გა­დად­გო­მა. აქ გარ­კვე­უ­ლი პა­რა­ლე­ლის გავ­ლე­ბა შე­იძ­ლე­ბა 2008 წლის სა­ქარ­თვე­ლოს­თან. 2008 წელს სა­ქარ­თვე­ლომ პრინ­ციპ­ში, წა­ა­გო ომი რუ­სეთ­თან, მოხ­და მისი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის ოკუ­პა­ცი­ას. რა თქმა უნდა, რუ­სე­თის ერთ-ერთი მთა­ვა­რი მი­ზა­ნი, ისე­ვე, რო­გორც ახლა, იყო ხე­ლი­სუფ­ლე­ბის გა­და­ყე­ნე­ბა. თუ 2008 წელს ვინც სა­ქარ­თვე­ლოს სა­თა­ვე­ში იყო, იმას ჩა­მო­ა­ცი­ლებ­დნენ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, რა თქმა უნდა, ძა­ლი­ან დიდი იყო იმის ალ­ბა­თო­ბა, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში პრო­რუ­სუ­ლი ძალა მო­სუ­ლი­ყო, რო­მე­ლიც ასე ვთქვათ, რუ­სეთს შე­იძ­ლე­ბა, სა­ო­კუ­პა­ციო რე­ჟი­მად გა­და­ექ­ცია. ანუ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ცვლი­ლე­ბა ამ შემ­თხვე­ვა­ში, თუ ეს გა­მარ­ჯვე­ბუ­ლის ან იმ მხა­რის ინ­ტე­რეს­თა სფე­რო­შია, რო­მე­ლიც გა­მარ­ჯვე­ბუ­ლის უკან დგას, შე­იძ­ლე­ბა, გა­ცი­ლე­ბით დამ­ღუპ­ვე­ლი აღ­მოჩ­ნდეს იმ ქვეყ­ნის­თვის და ძა­ლი­ან ცუდი მი­მარ­თუ­ლე­ბით კურ­სის შეც­ვლას ნიშ­ნავ­დეს, ვიდ­რე ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში წა­გე­ბუ­ლი მმარ­თვე­ლის დარ­ჩე­ნა", - აღ­ნიშ­ნავს მას­ხა­რაშ­ვი­ლი.

პრო­ფე­სო­რის თქმით, ერთი მხრივ, ფა­ში­ნი­ანს რუ­სე­თის მხარ­და­ჭე­რა არ ჰქონ­და, რად­გან ის პრო­ა­მე­რი­კუ­ლი ორი­ენ­ტა­ცი­ის იყო, თუმ­ცა მე­ო­რე მხრივ, მან პრო­და­სავ­ლე­ლე­ბის სა­თა­ნა­დოდ დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბაც ვერ მო­ა­ხერ­ხა, ამას­თა­ნა­ვე, ომის პე­რი­ოდ­ში და ბო­ლოს და­უშ­ვა რამ­დე­ნი­მე მკვეთ­რი შეც­დო­მა.

"ფა­ში­ნი­ანს არ ჰქონ­და რუ­სე­თის მხარ­და­ჭე­რა, რად­გან დეკ­ლა­რი­რე­ბუ­ლად პრო­ა­მე­რი­კუ­ლი ორი­ენ­ტა­ცი­ის იყო, შე­სა­ბა­მი­სად, აზერ­ბა­ი­ჯან­თან ომში სომ­ხე­თის მთა­ვა­რი სტრა­ტე­გი­უ­ლი პარტნი­ო­რი არ და­ეხ­მა­რა. ფა­ში­ნი­ან­თან ერ­თად და­ი­სა­ჯა მთე­ლი სომ­ხე­თი, მათ 30 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში და­კა­ვე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის უდი­დე­სი ნა­წი­ლი და­კარ­გეს და რე­ა­ლუ­რად, იუ­რი­დი­უ­ლად ყა­რა­ბა­ღი სა­ერ­თოდ და­კარ­გეს, იწ­ვნი­ეს ძა­ლი­ან მწა­რე მარ­ცხი, მშვი­დო­ბის­მყო­ფე­ლად კი რუ­სე­თი მოგ­ვევ­ლი­ნა. რა თქმა უნდა, რუ­სე­თის ინ­ტე­რე­სებ­ში იქ­ნე­ბა ფა­ში­ნი­ა­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­დან წას­ვლა და სომ­ხე­თის სა­თა­ვე­ში მორ­ჩი­ლი პრო­რუ­სუ­ლი ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის მოს­ვლა, რო­მე­ლიც იტყვის, რომ "დიახ, ჩვენ და­ვი­სა­ჯეთ იმი­ტომ, რომ ოდ­ნავ გა­და­ვუხ­ვი­ეთ პრო­რუ­სუ­ლი კურ­სი­დან"; რო­დე­საც ფა­ში­ნი­ა­ნის დარ­ჩე­ნა იქ­ნე­ბა იმის ნი­შა­ნი, რომ სომ­ხეთ­ში გა­ი­ზარ­დოს პრო­ა­მე­რი­კუ­ლი გან­წყო­ბე­ბი, რად­გან სომ­ხეთ­ში არამ­ცხოვ­რე­ბი სომ­ხე­ბი (ასე­თი კი 9 მი­ლი­ონ­ზე მე­ტია) აფი­ნან­სე­ბენ და ეხ­მა­რე­ბი­ან სომ­ხეთს. რა თქმა უნდა, მათ­ში ამ ეტაპ­ზე ერ­თობ გაზ­რდი­ლია ან­ტი­რუ­სუ­ლი გან­წყო­ბე­ბი, შე­სა­ბა­მი­სად, თუ ფა­ში­ნი­ა­ნი დარ­ჩე­ბა, ან­ტი­რუ­სულ ტენ­დენ­ცი­ებს ეს ყო­ვე­ლი­ვე გა­აძ­ლი­ე­რებს, რაც იქ­ნე­ბა ხელ­შემ­წყო­ბი იმის, რომ სომ­ხეთ­ში ვთქვათ, გა­ი­ზარ­დოს ნატო-სთან, ევ­როს­ტრუქ­ტუ­რებ­თან და­ახ­ლო­ე­ბის ტენ­დენ­ცი­ე­ბი. ამან შორ­სმი­მა­ვალ პერ­სპექ­ტი­ვა­ში შე­იძ­ლე­ბა, სომ­ხე­თი გე­ო­პო­ლი­ტი­კუ­რი ჩი­ხი­დან გა­მო­იყ­ვა­ნოს, რო­მელ­შიც ის 30 წე­ლია, იმ­ყო­ფე­ბა და საკ­მა­ოდ ძლი­ერ, გან­ვი­თა­რე­ბულ ქვე­ყა­ნად გა­და­აქ­ვი­ოს. შე­სა­ბა­მი­სად, და­მარ­ცხე­ბუ­ლი ფა­ში­ნი­ა­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში ყოფ­ნა-არ­ყოფ­ნას მხო­ლოდ ის­ტო­რი­უ­ლი მა­გა­ლი­თებ­ზე დაყ­რდნო­ბით ნუ შევ­ხე­დავთ, და თუ შევ­ხე­დავთ, შევ­ხე­დოთ კონ­ტექ­სტუ­რად, თუ რას ნიშ­ნავს და ვის აინ­ტე­რე­სებს.

მე­ო­რე მხრივ, ფა­ში­ნი­ანს შე­იძ­ლე­ბა, პრო­და­სავ­ლუ­რი ძა­ლე­ბიც ბრალს სდებ­დნენ, რად­გან ის რო­დე­საც რუ­სეთს გა­ნუდ­გა, რა­ტომ ვერ უზ­რუნ­ველ­ჰყო, რომ მას სა­თა­ნა­დო დახ­მა­რე­ბა მი­ე­ღო იმა­ვე, აშშ-ის­გან და ევ­რო­კავ­ში­რის­გან, თუნ­დაც ისე­თი, რომ ამ დახ­მა­რე­ბით თურ­ქე­თი გა­ნე­იტ­რა­ლე­ბუ­ლი­ყო და სომ­ხეთს ომი არ წა­ე­გო? ფა­ში­ნი­ანს შე­იძ­ლე­ბა, პრო­ა­მე­რი­კუ­ლი, პრო­და­სავ­ლუ­რი ძა­ლე­ბიც სდე­ბენ ბრალს იმა­ში, რომ ვერ იყო სა­თა­ნა­დოდ აქ­ტი­უ­რი იმ მი­მარ­თუ­ლე­ბით, რომ რუ­სე­თის­გან რუ­სუ­ლი მხარ­და­ჭე­რის შემ­ცი­რე­ბა და­ე­კომ­პენ­სი­რე­ბი­ნა და­სავ­ლუ­რი მხარ­და­ჭე­რით", - აღ­ნიშ­ნავს ის­ტო­რი­კო­სი.

სვი­მონ მას­ხა­რაშ­ვი­ლი იხ­სე­ნებს სა­ქარ­თვე­ლოს მა­გა­ლითს და გა­მოჰ­ყოფს იმ მსგავ­სე­ბებ­სა თუ გან­სხვა­ვე­ბებს, რაც ორ ქვე­ყა­ნას შო­რის შეგ­ვიძ­ლია, და­ვი­ნა­ხოთ.

"აქ სომ­ხე­თის­თვის სა­ინ­ტე­რე­სო იქ­ნე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს მა­გა­ლი­თი. სა­ა­კაშ­ვი­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა 4 წლის შემ­დეგ მარ­თლაც შე­იც­ვა­ლა, მაგ­რამ შე­იც­ვა­ლა არა რუ­სუ­ლი არ­მი­ის ზე­წო­ლი­თა და მო­თხოვ­ნით, არა­მედ დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი არ­ჩევ­ნე­ბით. შე­სა­ბა­მი­სად, ფა­ში­ნი­ა­ნი შე­იძ­ლე­ბა, შე­იც­ვა­ლოს, მაგ­რამ დღეს მისი ცვლი­ლე­ბა რუ­სუ­ლი ინ­ტე­რე­სე­ბის წი­ნა­შე და­ჩო­ქე­ბა იქ­ნე­ბა.

თუ გა­ვიხ­სე­ნებთ, სა­ქარ­თვე­ლოს, სომ­ხე­თის­გან გან­სხვა­ვე­ბით თა­ვი­სით ხელი არ მო­უ­წე­რია პუ­ტინ­თან ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა­ზე და პი­რი­ქით, რუ­სე­თი ოკუ­პან­ტად გა­მო­ა­ცხა­და - აი, ეს სხვა­ო­ბაა ფა­ში­ნი­ან­სა და სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას შო­რის. ამი­ტომ ასე გა­მო­დის, რომ ფა­ში­ნი­ა­ნი არც იქი­თაა და არც აქეთ - ვერც ამე­რი­კას ვერ შე­ეკ­რა ბო­ლომ­დე, რუ­სე­თის მშვი­დო­ბის­მყო­ფე­ლის ფუნ­ქცია ცნო და ომი წა­ა­გო. მან ხელი მო­უ­წე­რა რუ­სეთს მშვი­დო­ბის­მყო­ფე­ლო­ბა­ზე, ესეც უბე­დუ­რე­ბაა მისი. სა­ა­კაშ­ვილს რუ­სეთ­თან ასე არ მო­უ­წე­რია ხელი ვთქვათ, ტე­რი­ტო­რი­ე­ბის გა­და­ცე­მა­ზე, თუმ­ცა იყო ცნო­ბი­ლი შე­თან­ხმე­ბა სარ­კო­ზის­თან. თუმ­ცა სარ­კო­ზის შე­თან­ხმე­ბის თა­ნახ­მად, რუ­სებს ჯარი უნდა გა­ეყ­ვა­ნათ. სომ­ხეთ­ში კი რა სუ­რათს ვი­ღებთ, რომ მან მშვი­დო­ბის­მყო­ფე­ლე­ბად მო­იყ­ვა­ნა რუ­სე­ბი. ახლა ცოტა ძნე­ლია ფა­ში­ნი­ა­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში ატა­ნა ამ თვალ­საზ­რი­სით, იმა­ვე პრო­ა­მე­რი­კუ­ლი ძა­ლე­ბის­თვის. რა პრე­ტენ­ზია უნდა ჰქონ­დეს მას რუ­სე­ბის მი­მართ, თუ რუ­სე­ბი პა­ტი­ოს­ნად გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლე­ბენ მშვი­დო­ბის­მყო­ფე­ლის ფუნ­ქცი­ას, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ აზერ­ბა­ი­ჯანს სომ­ხე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გავ­ლით პირ­და­პი­რი გზა ექ­ნე­ბა ნახ­ჩე­ვან­ზე, ნახ­ჩე­ვა­ნი­დან თურ­ქეთ­ზე და კი­დევ უფრო გაძ­ლი­ერ­დე­ბა? შე­სა­ბა­მი­სად, ფა­ში­ნი­ან­მა სრუ­ლი კრა­ხი გა­ნი­ცა­და - ესაა მისი ტრა­გე­დია და უბე­დუ­რე­ბა", - აცხა­დებს ის­ტო­რი­კო­სი.

მკითხველის კომენტარები / 20 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
...
54

შეუძლია რჩევისათვის მიშიკოს მიმართოს. უნდა ჩამოიყვანოს შერი მამიდა და ისეთი თავბრუდამხვევი კონცერტი მოაწყოს, რომ ხალხა ომი კი არა საკუთარი თავი გადაავიწყოს. მერე თქვას, ომი ჩვენ მოვიგეთო. ანალიზის გამკეთებელუ არავინ იქნება..... 

გია პაპა
13

რაებს ბოდიალობთ, ან ერთი და ან მეორე ვითომ ექსპერტები? თქვენი ექსპერტობა არსად გაიშვას?

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"ამ ძალიან მძიმე ფონზე მას გადარჩენის 2 გზა აქვს" - როგორია ნიკოლ ფაშინიანის სომხეთის სათავეში დარჩენის პერსპექტივა და რაზე მიანიშნებს ისტორიული მაგალითები?

"ამ ძალიან მძიმე ფონზე მას გადარჩენის 2 გზა აქვს" - როგორია ნიკოლ ფაშინიანის სომხეთის სათავეში დარჩენის პერსპექტივა და რაზე მიანიშნებს ისტორიული მაგალითები?

მას შემდეგ, რაც სომხეთი, აზერბაიჯანი და რუსეთი მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ, ერევანში მასობრივი საპროტესტო აქციები დაიწყო. მოქალაქეები პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის გადადგომას ითხოვენ, რომელიც ჯერჯერობით მაინც, მთავრობის სათავეში რჩება.

  • რატომ არ ტოვებს თანამდებობას პრემიერი და რა მნიშვნელობა ექნება მის გადაწყვეტილებების მიმღებ პირად ყოფნა-არყოფნას როგორც სომხეთში, ისე - რეგიონში?

ექსპერტ ხათუნა ლაგაზიძის თქმით, ფაშინიანი წინამორბედებისგან ზომიერად პროდასავლური პოლიტიკით გამოირჩეოდა, მისი ხელისუფლებიდან წასვლა თუ დარჩენა იმის წინაპირობა იქნება, როგორ საგარეო კურსს დაადგება ომის წაგების შემდეგ სომხეთი. ეს თავის მხრივ, დიდწილად სომხურ დიასპორასა და ლობიზე იქნება დამოკიდებული.

"ბუნებრივია, ყველაზე მარტივი გამოსავალი იქნებოდა ის, რომ ფაშინიანი გადამდგარიყო, მით უფრო იმ მოთხოვნების ტალღაზე, რომელმაც მთელი სომხეთი მოიცვა. თუმცა, თუ ჩვენ ამოსავლად მივიღებთ იმას, რომ ფაშინიანი მისი ყველა წინამორბედისგან განსხვავდებოდა მისი, ასე ვთქვათ, ზომიერად პროდასავლური პოლიტიკით (მოგეხსენებათ, პროდასავლური კურსი სომხეთში ანათემას იყო გადაცემული ფაქტობრივად, რუსეთის სატელიტობის გამო რეგიონში), ფაშინიანი ძალიან ბევრისთვის მნიშვნელოვან იმედებს აღძრავდა, როგორც რეგიონში, ასევე - დასავლეთში, განსაკუთრებით კი სომხეთის პროდასავლურ ელიტასა და სომხურ ლობში, რომელიც განსაკუთრებით ძლიერი საფრანგეთსა და ამერიკაშია. ამიტომაც, ძალიან ბევრი სულგანაბული უყურებდა ფაშინიანის გადარჩენის ტაქტიკას, რომელიც მან აირჩია და ბევრი გულშემატკივრობდა.

რეალურად, დღეს გვაქვს მოცემულობა, როცა ფაშინიანს გადარჩენის ორი გზა აქვს: ერთია უფრო სწრაფი, მაგრამ ეს სომხეთის დარჩენას უზრუნველჰყოფს რუსულ ორბიტაზე, მეორეა პროდასავლური, რომელიც უფრო ხანგრძლივია და გაცილებით მეტ ძალისხმევას მოითხოვს. ამ შემთხვევაში გადამწყვეტი როლი მიენიჭება სომხურ დიასპორას ამერიკასა და საფრანგეთში, რომელიც ამავდროულად სომხეთის ლობიცაა - მათი მთავარი ამოცანაა, დაარწმუნოს ამერიკული და ფრანგული ელიტები იმაში, რომ პროდასავლური სომხეთი მათ ინტერესებშიც შედის, განსაკუთრებით აშშ-ში და ეს გრძელვადიანად უზრუნველჰყოფს უკვე სამხრეთ კავკასიის, როგორც დასავლეთის მყარი პარტნიორის როლს - სად მხოლოდ საქართველო, რომელიც თვითონაც დღეს ძალიან ტურბულენტურ ვითარებაშია და რეალურად, ყანყარებს სიტყვით აღიარებულ პროდასავლურობასა და საქმით რუსეთის ნების აღმსრულებელ ხელისუფლებას შორის, და სად, როცა რეგიონში იქნება ორი პროდასავლური სახელმწიფო, საქართველო და სომხეთი, რომლებიც ერთმანეთს გაამაგრებენ და დასავლეთის ინტერესების მყარი გამტარები იქნებიან უფრო ფართო, დიდი შუა აღმოსავლეთის რეგიონში. აქედან გამომდინარე, თუკი ფაშინიანი შეძლებს სომხური დიასპორის ამაში დარწმუნებას, მაშინ შესაძლებელია, მან უკვე მყარად აირჩიოს პროდასავლური ხაზი და ამ მძიმე ტვირთის, ყარაბაღის ჩამოშორებასთან ერთად ჩამოიშოროს ასევე პრორუსული სომხური ელიტები, რომელსაც სომხეთში სულ მცირე, არსებობის 30-წლიანი ისტორია აქვს. თუმცა, ეს საკმაოდ ხანგრძლივი და მტკივნეული პროცესი იქნება, მაშინ, როდესაც რუსეთი ყველანაირად ეცდება, ამ პროცესს ხელი შეუშალოს", - ხაზს უსვამს ლაგაზიძე AMBEBI.GE-სთან.

კითხვაზე, რამდენად ლეგიტიმური შეიძლება იყოს ფაშინიანის სომხეთის სათავეში დარჩენა ომის წაგების შემდეგ, ლაგაზიძე პასუხობს, რომ ლეგიტიმაცია არ განისაზღვრება მხოლოდ იმით, მან წააგო ეს კონკრეტული სამხედრო ოპერაცია თუ არა.

"ლეგიტიმაციას წესით განსაზღვრავს არჩევნები და ბუნებრივია, შემდეგ იმის მიხედვით, მცირდება ლიდერის მხარდაჭერა თუ იზრდება არჩევნებიდან არჩევნებამდე პერიოდში, დგება მისი ლეგიტიმაციის საკითხი. თუმცა ამ შემთხვევაში პრინციპული სწორედ ესაა - სომხეთის იდენტობა ბოლო 30 წლის განმავლობაში არა იმდენად რეალური დამოუკიდებლობის შენებით იყო განსაზღვრული, რამდენადაც ყარაბაღის შემომტკიცებით. ესეც წმინდა წყლის რუსული ნარატივის ნაწილი იყო, რასაც სამწუხაროდ, სომხეთის პოლიტიკური ელიტა წამოეგო - კერძოდ ის, რომ სომხეთისთვის პრიორიტეტი იყო არა იმდენად რუსეთისგან დამოუკიდებლობის მოპოვება და რეალური დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა, რამდენადაც ყარაბაღის შემომტკიცებაზე ზრუნვა. ე.ი., როდესაც სასწორის პინაზე დადგა დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკა თუ ყარაბაღის გამო რუსეთის სატელიტობა რეგიონში, სომხეთმა მეორე აირჩია. ბუნებრივია, როდესაც ეს იდენტობა ძალიან დიდი დარტყმის ქვეშ დადგა, ფაშინიანის ლეგიტიმაციის საკითხიც, ანალოგიურად, სერიოზული დარტყმის ქვეშ მოექცა. მაგრამ თუნდაც ამ ძალიან მძიმე ფონზე მას შეუძლია, შეინარჩუნოს ხელისუფლება და როგორც აღვნიშნე, ამისთვის ორი გზაა: ერთი მხრივ, რუსეთი და მეორე მხრივ, დასავლეთი. თუმცა, გარანტირებული არც ერთ და არც მეორე შემთხვევაში მას არაფერი აქვს. საუბრობენ იმაზე, რომ ფაშინიანს ბოლომდე გააკეთებინებენ შავ საქმეს, დაათმობინებენ იმ დარჩენილ ორ თუ სამ რაიონს, რომელიც სამშვიდობო ხელშეკრულებით იყო განსაზღვრული, რომ ეტაპობრივად უნდა გადავიდეს აზერბაიჯანის იურისდიქციის ქვეშ და შემდეგ უკვე მაინც გაისტუმრებენ ხელისუფლებიდანო. ვნახოთ, სიტუაცია როგორ დალაგდება. ძალიან მნიშვნელოვანია სომხური დიასპორის როლი - თუ რას გადაუწყვეტენ ისინი ფაშინიანს. თუ ისინი გადაწყვეტენ, რომ ღირს ბრძოლა დასავლეთისთვის, ასეთ შემთხვევაში ისინი ფინანსურადაც დაეხმარებიან და ეს უმნიშვნელოვანესია ამ შემთხვევაში - დასავლეთის მხრიდან ფინანსური მხარდაჭერის აღმოჩენა სომხეთისთვის. ამ ფონზე, რბილად რომ ვთქვათ, სულ ცოტა, გასაკვირი იყო პომპეოს თბილისში ვიზიტისას ის მიზერული დახმარება, რომელიც მან სომხეთს და ყარაბაღიდან ლტოლვილებს აღუთქვა - სულ 5 მილიონი. თუ გავიხსენებთ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ საქართველოში წამოსულ 4 მილიარდს, რომელიც დასავლეთმა საქართველოს ფინანსური სისტემის და ზოგადად, ქვეყნის მდგრადობის გადასარჩენად გაიღო, ეს 5 მილიონი უბრალოდ, სატირალია”, - აღნიშნავს ლაგაზიძე.

ისტორიკოს სვიმონ მასხარაშვილს მოჰყავს მაგალითები, თუ რა გზას ეწევიან ლიდერები ომის წაგების შემდეგ. პროფესორი ხაზს უსვამს, რომ სომხეთის შემთხვევა კონტექსტიდან გამომდინარე უნდა განვიხილოთ, ქვეყნის სათავეში კი ფაშინიანის ყოფნა-არყოფნა პრორუსული და ანტირუსული განწყობების ერთგვარი თამაშია.

"ძალიან ხშირად გვაქვს ისეთი შემთხვევები, როდესაც წაგებული ომის შემდეგ წაგებულ მხარეს მყოფი ხელისუფლება შემდგომში ცხადდება კოლაბორაციონისტად, მოღალატედ და ისჯება. მაგალითად, ასეთი შემთხვევა იყო, როდესაც 1940 წელს საფრანგეთი გერმანიასთან დამარცხდა. მარშალი პეტენის მთავრობამ კაპიტულაციას ხელი მოაწერა და გერმანიასთან ითანამშრომლა. მარშალი პეტენი მანამდე, პირველი მსოფლიო ომის შემდეგ საფრანგეთის ეროვნული გმირი იყო, 1944 წელს კი ის მოღალატედ გამოცხადდა და დაისაჯა; ინგლისში 1940 წელს, ცნობილი დიუნკერკის ამბების დღეებში, როდესაც ბრიტანეთმა აშკარა მარცხი იწვნია, ჩემბერლენი გადაყენებული იქნა და სათავეში ჩერჩილი მოვიდა. ეს სწორედ იმით განსხვავდება პეტენის შემთხვევისგან, რომ არავითარ კომპრომისზე, არავითარ ზავზე არ წავიდა გერმანიასთან და ბოლომდე იომა მის წინააღმდეგ - ბრიტანეთმა ანტიგერმანული კურსი შეინარჩუნა მთავრობის ცვლილებით, საფრანგეთმა კი პირიქით, რაღაც ეტაპზე ანტიგერმანული კურსი დაკარგა და თავისი თავიც დაკარგა, რადგან ხელისუფლება არ გადადგა. შესაბამისად, ყველა შემთხვევა სხვადასხვა კუთხით და კონკრეტულად განსახილველია. გვაქვს მაგალითები, როდესაც წაგებული ომის შემდეგ უბრალოდ, თავისით გადამდგარან ხელისუფალნი და ისინი არავის გადაუყენებია.

მთავარია, რომ აქ ერთი რამ გვაქვს გასახსენებელი - რა კონკრეტულ კონტექსტში ვხედავთ იმას, რაც მოხდა სომხეთში და რა გაგრძელება შეიძლება მოჰყვეს ფაშინიანის ქმედებებს, რას ნიშნავს მისი ხელისუფლებაში ან დარჩენა, ან - გადადგომა. აქ გარკვეული პარალელის გავლება შეიძლება 2008 წლის საქართველოსთან. 2008 წელს საქართველომ პრინციპში, წააგო ომი რუსეთთან, მოხდა მისი ტერიტორიების ოკუპაციას. რა თქმა უნდა, რუსეთის ერთ-ერთი მთავარი მიზანი, ისევე, როგორც ახლა, იყო ხელისუფლების გადაყენება. თუ 2008 წელს ვინც საქართველოს სათავეში იყო, იმას ჩამოაცილებდნენ ხელისუფლებას, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი იყო იმის ალბათობა, რომ ხელისუფლებაში პრორუსული ძალა მოსულიყო, რომელიც ასე ვთქვათ, რუსეთს შეიძლება, საოკუპაციო რეჟიმად გადაექცია. ანუ ხელისუფლების ცვლილება ამ შემთხვევაში, თუ ეს გამარჯვებულის ან იმ მხარის ინტერესთა სფეროშია, რომელიც გამარჯვებულის უკან დგას, შეიძლება, გაცილებით დამღუპველი აღმოჩნდეს იმ ქვეყნისთვის და ძალიან ცუდი მიმართულებით კურსის შეცვლას ნიშნავდეს, ვიდრე ხელისუფლებაში წაგებული მმართველის დარჩენა", - აღნიშნავს მასხარაშვილი.

პროფესორის თქმით, ერთი მხრივ, ფაშინიანს რუსეთის მხარდაჭერა არ ჰქონდა, რადგან ის პროამერიკული ორიენტაციის იყო, თუმცა მეორე მხრივ, მან პროდასავლელების სათანადოდ დაკმაყოფილებაც ვერ მოახერხა, ამასთანავე, ომის პერიოდში და ბოლოს დაუშვა რამდენიმე მკვეთრი შეცდომა.

"ფაშინიანს არ ჰქონდა რუსეთის მხარდაჭერა, რადგან დეკლარირებულად პროამერიკული ორიენტაციის იყო, შესაბამისად, აზერბაიჯანთან ომში სომხეთის მთავარი სტრატეგიული პარტნიორი არ დაეხმარა. ფაშინიანთან ერთად დაისაჯა მთელი სომხეთი, მათ 30 წლის განმავლობაში დაკავებული ტერიტორიების უდიდესი ნაწილი დაკარგეს და რეალურად, იურიდიულად ყარაბაღი საერთოდ დაკარგეს, იწვნიეს ძალიან მწარე მარცხი, მშვიდობისმყოფელად კი რუსეთი მოგვევლინა. რა თქმა უნდა, რუსეთის ინტერესებში იქნება ფაშინიანის ხელისუფლებიდან წასვლა და სომხეთის სათავეში მორჩილი პრორუსული ადმინისტრაციის მოსვლა, რომელიც იტყვის, რომ "დიახ, ჩვენ დავისაჯეთ იმიტომ, რომ ოდნავ გადავუხვიეთ პრორუსული კურსიდან"; როდესაც ფაშინიანის დარჩენა იქნება იმის ნიშანი, რომ სომხეთში გაიზარდოს პროამერიკული განწყობები, რადგან სომხეთში არამცხოვრები სომხები (ასეთი კი 9 მილიონზე მეტია) აფინანსებენ და ეხმარებიან სომხეთს. რა თქმა უნდა, მათში ამ ეტაპზე ერთობ გაზრდილია ანტირუსული განწყობები, შესაბამისად, თუ ფაშინიანი დარჩება, ანტირუსულ ტენდენციებს ეს ყოველივე გააძლიერებს, რაც იქნება ხელშემწყობი იმის, რომ სომხეთში ვთქვათ, გაიზარდოს ნატო-სთან, ევროსტრუქტურებთან დაახლოების ტენდენციები. ამან შორსმიმავალ პერსპექტივაში შეიძლება, სომხეთი გეოპოლიტიკური ჩიხიდან გამოიყვანოს, რომელშიც ის 30 წელია, იმყოფება და საკმაოდ ძლიერ, განვითარებულ ქვეყანად გადააქვიოს. შესაბამისად, დამარცხებული ფაშინიანის ხელისუფლებაში ყოფნა-არყოფნას მხოლოდ ისტორიული მაგალითებზე დაყრდნობით ნუ შევხედავთ, და თუ შევხედავთ, შევხედოთ კონტექსტურად, თუ რას ნიშნავს და ვის აინტერესებს.

მეორე მხრივ, ფაშინიანს შეიძლება, პროდასავლური ძალებიც ბრალს სდებდნენ, რადგან ის როდესაც რუსეთს განუდგა, რატომ ვერ უზრუნველჰყო, რომ მას სათანადო დახმარება მიეღო იმავე, აშშ-ისგან და ევროკავშირისგან, თუნდაც ისეთი, რომ ამ დახმარებით თურქეთი განეიტრალებულიყო და სომხეთს ომი არ წაეგო? ფაშინიანს შეიძლება, პროამერიკული, პროდასავლური ძალებიც სდებენ ბრალს იმაში, რომ ვერ იყო სათანადოდ აქტიური იმ მიმართულებით, რომ რუსეთისგან რუსული მხარდაჭერის შემცირება დაეკომპენსირებინა დასავლური მხარდაჭერით", - აღნიშნავს ისტორიკოსი.

სვიმონ მასხარაშვილი იხსენებს საქართველოს მაგალითს და გამოჰყოფს იმ მსგავსებებსა თუ განსხვავებებს, რაც ორ ქვეყანას შორის შეგვიძლია, დავინახოთ.

"აქ სომხეთისთვის საინტერესო იქნება საქართველოს მაგალითი. სააკაშვილის ხელისუფლება 4 წლის შემდეგ მართლაც შეიცვალა, მაგრამ შეიცვალა არა რუსული არმიის ზეწოლითა და მოთხოვნით, არამედ დემოკრატიული არჩევნებით. შესაბამისად, ფაშინიანი შეიძლება, შეიცვალოს, მაგრამ დღეს მისი ცვლილება რუსული ინტერესების წინაშე დაჩოქება იქნება.

თუ გავიხსენებთ, საქართველოს, სომხეთისგან განსხვავებით თავისით ხელი არ მოუწერია პუტინთან ხელშეკრულებაზე და პირიქით, რუსეთი ოკუპანტად გამოაცხადა - აი, ეს სხვაობაა ფაშინიანსა და საქართველოს ხელისუფლებას შორის. ამიტომ ასე გამოდის, რომ ფაშინიანი არც იქითაა და არც აქეთ - ვერც ამერიკას ვერ შეეკრა ბოლომდე, რუსეთის მშვიდობისმყოფელის ფუნქცია ცნო და ომი წააგო. მან ხელი მოუწერა რუსეთს მშვიდობისმყოფელობაზე, ესეც უბედურებაა მისი. სააკაშვილს რუსეთთან ასე არ მოუწერია ხელი ვთქვათ, ტერიტორიების გადაცემაზე, თუმცა იყო ცნობილი შეთანხმება სარკოზისთან. თუმცა სარკოზის შეთანხმების თანახმად, რუსებს ჯარი უნდა გაეყვანათ. სომხეთში კი რა სურათს ვიღებთ, რომ მან მშვიდობისმყოფელებად მოიყვანა რუსები. ახლა ცოტა ძნელია ფაშინიანის ხელისუფლებაში ატანა ამ თვალსაზრისით, იმავე პროამერიკული ძალებისთვის. რა პრეტენზია უნდა ჰქონდეს მას რუსების მიმართ, თუ რუსები პატიოსნად განახორციელებენ მშვიდობისმყოფელის ფუნქციას, რაც იმას ნიშნავს, რომ აზერბაიჯანს სომხეთის ტერიტორიაზე გავლით პირდაპირი გზა ექნება ნახჩევანზე, ნახჩევანიდან თურქეთზე და კიდევ უფრო გაძლიერდება? შესაბამისად, ფაშინიანმა სრული კრახი განიცადა - ესაა მისი ტრაგედია და უბედურება", - აცხადებს ისტორიკოსი.