პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ახლა შოთა კლინიკაშია, უკეთაა, მაგრამ სუსტად... ამ საღამოს დედამისიც იმავე კლინიკაში გადაიყვანეს" - პოეტ შოთა იათაშვილის მეუღლის ემოციური წერილი
"ახლა შოთა კლინიკაშია, უკეთაა, მაგრამ სუსტად... ამ საღამოს დედამისიც იმავე კლინიკაში გადაიყვანეს" - პოეტ შოთა იათაშვილის მეუღლის ემოციური წერილი

პოეტ შოთა ია­თაშ­ვილს რამ­დე­ნი­მე დღის წინ კო­რო­ნა­ვირუ­სი და­უდ­გინ­და. თა­ვი­დან იგი მკურ­ნა­ლო­ბას სახ­ლში გა­დი­ო­და, თუმ­ცა შემ­დეგ მდგო­მა­რე­ო­ბა დამ­ძიმ­და და კლი­ნი­კა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს. ჯან­მრთე­ლო­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას ია­თაშ­ვი­ლი მუდ­მი­ვად აქ­ვეყ­ნებს "ფე­ის­ბუქ­ზე".

"მე­გობ­რე­ბო, უკე­თა ვარ. მე­ო­რე დღეა, რაც სი­ცხემ და­მი­წია, თვალ­ში გა­მო­ვი­ხე­დე. ასე რომ აღარ იდარ­დოთ, რო­გორც ჩანს, კრი­ზი­სუ­ლი პე­რი­ო­დი გა­და­ვი­ა­რე" - და­წე­რა რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის წინ ია­თაშ­ვილ­მა.

ცნო­ბი­ლია, რომ ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლია პო­ე­ტის დე­დაც. ისიც იმა­ვე კლი­ნი­კა­შია გა­დაყ­ვა­ნი­ლი, სა­დაც ია­თაშ­ვი­ლი.

ცოტა ხნის წინ ინ­ფი­ცი­რე­ბულ მე­უღ­ლეს­თან და­კავ­ში­რე­ბით ემო­ცი­უ­რი პოს­ტი გა­მო­აქ­ვეყ­ნა, მწე­რალ­მა მაია სა­რიშ­ვილ­მა:

"დიდ­ხანს ვი­ფიქ­რე ღირ­და თუ არა სა­ჯა­როდ ამის და­წე­რა, მაგ­რამ იყოს მა­ინც და კო­ვი­დი­ა­ნის ახი­რე­ბას მი­ე­წე­როს ჩემს გა­სა­მარ­თლებ­ლად :) 1996 წლის დღე­ვან­დელ დღეს, ანუ 26 ნო­ემ­ბერს მე და შოთა პირ­ვე­ლად შევ­ხვდით ერ­თმა­ნეთს ვე­რის ბაღ­ში და მე დი­დად არ მახ­სოვს რაზე ვი­ლა­პა­რა­კეთ, მაგ­რამ მახ­სოვს ხელ­ზე გოგო და­ვი­ხა­ტე პას­ტით და მთე­ლი შეხ­ვედ­რის გან­მავ­ლო­ბა­ში ამ გო­გოს კონ­ტუ­რებს ვა­მუ­ქებ­დი...მას მერე, ყო­ველ 26 ნო­ემ­ბერს დღი­ურს ვავ­სებ და ერთ სა­ქა­ღალ­დე­ში ვი­ნა­ხავ ამ დღის სახ­სო­ვარ ფოთ­ლებს, ნა­ხა­ტებს, კან­ფე­ტის ქა­ღალ­დებს, თუ სხვა ძვირ­ფას წვრილ­მა­ნებს. ამ 24 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ჩვენ ბევ­რი რამ გა­მო­ვი­ა­რეთ ერ­თა­დაც და ცალ-ცალ­კეც, მათ შო­რის სხვა­დას­ხვა სახ­ლებ­ში ცხოვ­რე­ბაც, მაგ­რამ სა­ბო­ლოო ჯამ­ში, ასე გა­მო­ვი­და, რომ მა­ინც ერ­თად ვართ.

ვიცი, რა­ღაც კონ­კრე­ტუ­ლი მი­ზე­ზე­ბის გამო ვი­ღა­ცე­ბის­თვის უთავ­მოყ­ვა­რე­ო­ბაც კი ჰქვია ალ­ბათ ჩემს მის­და­მი ასეთ თავ­გან­წი­რულ სიყ­ვა­რულს, მაგ­რამ ფაქ­ტია, ჩვენ ერ­თად გვი­ხა­რია... ახლა შოთა კლი­ნი­კა­შია. უკე­თაა, მაგ­რამ სუს­ტად. ამ სა­ღა­მოს დე­და­მი­სიც იმა­ვე კლი­ნი­კა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, საკ­მა­ოდ და­უძ­ლუ­რე­ბუ­ლი. მე კი ვწე­ვარ შო­თას სახ­ლში, ვარ არც თუ ისე ყო­ჩა­ღად და ვწერ ამ წე­რილს მის­თვის და ყვე­ლას­თვის, ვი­საც არ სჯე­რა, რომ შე­უძ­ლე­ბე­ლია 24 წელი ერთი ადა­მი­ა­ნი გიყ­ვარ­დეს. ბა­რემ ამა­საც დავ­წერ: ყვე­ლა­ზე ხში­რად მათ­თან შეხ­ვედ­რა მინ­დე­ბა ხოლ­მე, ვი­საც შოთა სა­შინ­ლად არ უყ­ვარს. ასე მგო­ნია, სულ ცოტა დროს თუ და­მით­მო­ბენ და მო­მის­მე­ნენ, სულ იო­ლად გა­და­ი­ფიქ­რე­ბენ მის სი­ძულ­ვილს... მოკ­ლედ, ასეა" - წერს სა­რიშ­ვი­ლი.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ირინოლა
1

ვინ არის ეს კაცი და რატომ არ უყვართ?

ანა
0

ვაიმე, ნეტავი თქვენ რა! არ უყვართ და ნუ უყვართ. თქვენ ხომ გიყვართ? მთავარიც ესაა. ყველა არასოდეს არ უყვარს ყველას.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

"ახლა შოთა კლინიკაშია, უკეთაა, მაგრამ სუსტად... ამ საღამოს დედამისიც იმავე კლინიკაში გადაიყვანეს" - პოეტ შოთა იათაშვილის მეუღლის ემოციური წერილი

"ახლა შოთა კლინიკაშია, უკეთაა, მაგრამ სუსტად... ამ საღამოს დედამისიც იმავე კლინიკაში გადაიყვანეს" - პოეტ შოთა იათაშვილის მეუღლის ემოციური წერილი

პოეტ შოთა იათაშვილს რამდენიმე დღის წინ კორონავირუსი დაუდგინდა. თავიდან იგი მკურნალობას სახლში გადიოდა, თუმცა შემდეგ მდგომარეობა დამძიმდა და კლინიკაში გადაიყვანეს. ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციას იათაშვილი მუდმივად აქვეყნებს "ფეისბუქზე".

"მეგობრებო, უკეთა ვარ. მეორე დღეა, რაც სიცხემ დამიწია, თვალში გამოვიხედე. ასე რომ აღარ იდარდოთ, როგორც ჩანს, კრიზისული პერიოდი გადავიარე" - დაწერა რამდენიმე საათის წინ იათაშვილმა.

ცნობილია, რომ ინფიცირებულია პოეტის დედაც. ისიც იმავე კლინიკაშია გადაყვანილი, სადაც იათაშვილი.

ცოტა ხნის წინ ინფიცირებულ მეუღლესთან დაკავშირებით ემოციური პოსტი გამოაქვეყნა, მწერალმა მაია სარიშვილმა:

"დიდხანს ვიფიქრე ღირდა თუ არა საჯაროდ ამის დაწერა, მაგრამ იყოს მაინც და კოვიდიანის ახირებას მიეწეროს ჩემს გასამართლებლად :) 1996 წლის დღევანდელ დღეს, ანუ 26 ნოემბერს მე და შოთა პირველად შევხვდით ერთმანეთს ვერის ბაღში და მე დიდად არ მახსოვს რაზე ვილაპარაკეთ, მაგრამ მახსოვს ხელზე გოგო დავიხატე პასტით და მთელი შეხვედრის განმავლობაში ამ გოგოს კონტურებს ვამუქებდი...მას მერე, ყოველ 26 ნოემბერს დღიურს ვავსებ და ერთ საქაღალდეში ვინახავ ამ დღის სახსოვარ ფოთლებს, ნახატებს, კანფეტის ქაღალდებს, თუ სხვა ძვირფას წვრილმანებს. ამ 24 წლის განმავლობაში ჩვენ ბევრი რამ გამოვიარეთ ერთადაც და ცალ-ცალკეც, მათ შორის სხვადასხვა სახლებში ცხოვრებაც, მაგრამ საბოლოო ჯამში, ასე გამოვიდა, რომ მაინც ერთად ვართ.

ვიცი, რაღაც კონკრეტული მიზეზების გამო ვიღაცებისთვის უთავმოყვარეობაც კი ჰქვია ალბათ ჩემს მისდამი ასეთ თავგანწირულ სიყვარულს, მაგრამ ფაქტია, ჩვენ ერთად გვიხარია... ახლა შოთა კლინიკაშია. უკეთაა, მაგრამ სუსტად. ამ საღამოს დედამისიც იმავე კლინიკაში გადაიყვანეს, საკმაოდ დაუძლურებული. მე კი ვწევარ შოთას სახლში, ვარ არც თუ ისე ყოჩაღად და ვწერ ამ წერილს მისთვის და ყველასთვის, ვისაც არ სჯერა, რომ შეუძლებელია 24 წელი ერთი ადამიანი გიყვარდეს. ბარემ ამასაც დავწერ: ყველაზე ხშირად მათთან შეხვედრა მინდება ხოლმე, ვისაც შოთა საშინლად არ უყვარს. ასე მგონია, სულ ცოტა დროს თუ დამითმობენ და მომისმენენ, სულ იოლად გადაიფიქრებენ მის სიძულვილს... მოკლედ, ასეა" - წერს სარიშვილი.

"გადაჭედილი" ტრანსპორტი დღის ბოლოს - "ღია კარებით დადიან და შიგნით ჭყლეტაა"

"ვირუსი პნევმონიით გამირთულდა, მძიმედ მივდიოდი ბოლოსკენ... არასოდეს მყოლია გადარჩენისას ასეთი მაგარი გუნდი" -  რას წერს გივი თარგამაძე "ფეისბუქზე"

"გთხოვთ, შემეხმიანეთ ის ადამიანები, ვინც ისარგებლეთ "თრეველერ.ჯის" მომსახურებით! დაგვეხმარეთ სამართალის ძიებაში!" - რას წერს შატილის ავარიას გადარჩენილი