მსოფლიო
სამხედრო

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მეგობრები მეხუმრებიან, არავის გამოუყენებია პანდემია ასე სათავისოდ, როგორც შენო" - თვითნასწავლი მხატვრის პოზიტიური ნახატები და გამოფენა ვირტუალურად
"მეგობრები მეხუმრებიან, არავის გამოუყენებია პანდემია ასე სათავისოდ, როგორც შენო" - თვითნასწავლი მხატვრის პოზიტიური ნახატები და გამოფენა ვირტუალურად

ბექა ხუ­ცუ­რა­ულს და მის სა­ოც­რად თბილ ნა­ხა­ტებს ჩვენ­ში ბევ­რი იც­ნობს. ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რი შე­მოქ­მე­დია, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, დღე­და­ღამ მუ­შა­ობს. კო­ვიდ­პან­დე­მი­ის პე­რი­ოდ­შიც, წა­მით არ გა­ჩე­რე­ბუ­ლა... იმის გამო, რომ ახლა გა­მო­ფე­ნის მო­წყო­ბა არ შე­იძ­ლე­ბა, ის სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის სა­შუ­ა­ლე­ბით, ყო­ველ­დღი­ურ რე­ჟიმ­ში, გა­მო­ფე­ნას ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რე­ბელს უწყობს. მუდ­მი­ვად ფენს ნა­მუ­შევ­რებს და ცდი­ლობს, პო­ზი­ტი­უ­რი გან­წყო­ბა შე­ი­ტა­ნოს ადა­მი­ა­ნებ­ში. გან­სა­კუთ­რე­ბით უხა­რია, როცა მის­თვის თბილ სი­ტყვებს ემიგ­რან­ტე­ბიც არ იშუ­რე­ბენ და მათ დიდ მად­ლო­ბას უხ­დის.

"მე­გობ­რე­ბი ხში­რად მე­ხუმ­რე­ბი­ან: მსოფ­ლი­ო­ში, არა­ვის გა­მო­უ­ყე­ნე­ბია პან­დე­მია ასე სა­თა­ვი­სოდ, რო­გორც შენო... სა­შინ­ლად მძულს დეპ­რე­სია და სა­სო­წარ­კვე­თი­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა, მით უმე­ტეს, ადა­მი­ანს, რო­მელ­საც ღმერ­თის სწამს, მის­თვის ეს და­უშ­ვე­ბე­ლია! უფ­ლის იმე­დი ყო­ველ­თვის მაქვს და მის მფარ­ვე­ლო­ბას სულ ვგრძნობ.

დიახ, გარ­შე­მო ძა­ლი­ან სამ­წუ­ხა­რო ამ­ბე­ბი ხდე­ბა - ადა­მი­ა­ნებს უჭირთ ფი­ზი­კუ­რად, მა­ტე­რი­ა­ლუ­რად, მსოფ­ლიო პან­დე­მი­ის გამო თით­ქმის ყვე­ლა­ფე­რი გა­ჩერ­და, სა­ო­მა­რი მოქ­მე­დე­ბე­ბია ჩვენს სა­ზღვრებ­თან, ოკუ­პი­რე­ბუ­ლია ჩვე­ნი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი - ეს ყვე­ლა­ფე­რი ჩემ­ზე ძა­ლი­ან მოქ­მე­დებს, მაგ­რამ რე­ა­ლო­ბის­თვის თვა­ლის გას­წო­რე­ბა უნდა შევ­ძლოთ, დეპ­რე­სი­ა­ში არ უნდა ჩავ­ვარ­დეთ და ვიბ­რძო­ლოთ უკე­თე­სი ხვა­ლინ­დე­ლი დღის­თვის! ამი­ტომ, თა­ვი­სუ­ფა­ლი დრო, რო­მე­ლიც პან­დე­მი­ის გამო გვაქვს, ვცდი­ლობ, სა­ინ­ტე­რე­სოდ გა­მო­ვი­ყე­ნო," - გვე­უბ­ნე­ბა ბექა ხუ­ცუ­რა­უ­ლი.

- ადა­მი­ა­ნი ყო­ველ­თვის ერთ გან­წყო­ბა­ზეც არ არის, შენ კი ხატ­ვის­თვის მგო­ნი, სულ გაქვს გან­წყო­ბა...

- ვხა­ტავ იმი­ტომ, რომ კარ­გი გან­წყო­ბა შე­ვიქ­მნა და გან­წყო­ბას ვიქ­მნი იმის­თვის, რომ კარ­გად დავ­ხა­ტო, თით­ქმის სულ ასეთ წრე­ზე ვტრი­ა­ლებ... რა თქმა უნდა, ყო­ველ­თვის ვერ იქ­ნე­ბი გან­წყო­ბა­ზე - "ლა­მა­ზი" ფე­რე­ბით ხატო, ამი­ტომ, სა­სე­ირ­ნოდ ბუ­ნე­ბა­ში მივ­დი­ვარ, ვკი­თხუ­ლობ რამე სა­ინ­ტე­რე­სოს, ვუს­მენ სა­სი­ა­მოვ­ნო მუ­სი­კას, შემ­დეგ კი ხატ­ვას ვუბ­რუნ­დე­ბი და გან­წყო­ბაც მო­დის. არ მინ­და, უარ­ყო­ფი­თი ემო­ცია ტი­ლო­ზე გა­და­ვი­ტა­ნო, ამი­ტომ ჩემი ნა­ხა­ტე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა უფრო მხი­ა­რუ­ლია, თუმ­ცა ვერ ვი­ტყვი, რომ სევ­და აკ­ლია, რად­გან ესეც ჩვე­ნი ცხოვ­რე­ბაა და ამის გა­რე­შე უბ­რა­ლოდ ყალ­ბი ნა­მუ­შევ­რე­ბი გა­მო­მი­ვა...

- ნა­თე­ლი კაშ­კა­შა ფე­რე­ბი, რო­მე­ლიც შენ­თან ჭარ­ბობს - ეს თა­ვი­სით მო­დის?

- ნა­თე­ლი ფე­რე­ბის მი­სა­ღე­ბად ჩემი აღ­მო­ჩე­ნე­ბი და "სა­ი­დუმ­ლო­ე­ბე­ბი" მაქვს... ეს მუ­შა­ო­ბა­ში თა­ვად მო­ვი­და. ექ­სპე­რი­მენ­ტე­ბის არ მე­ში­ნია, სრუ­ლი­ად თა­ვი­სუ­ფა­ლი ვარ და რო­გორც მინ­და, ისე ვხა­ტავ, უამ­რავ ფერს ვი­ყე­ნებ. რამ­დე­ნი­მე დღის წინ და­ვით­ვა­ლე და 80-ზე მეტი ფერი აღ­მოჩ­და... 5-6 პა­ლიტ­რა­ზე ერ­თდრო­უ­ლად გაშ­ლი­ლია სა­ღე­ბა­ვე­ბი და ამ ფე­რე­ბი­დან სხვა­დას­ხვა ტონი გა­მომ­ყავს, მუქი ტო­ნე­ბის გარ­და, პირ­და­პირ არც ერთს არ ვი­ყე­ნებ, ყო­ველ­თვის სხვა ფე­რებ­თან ვა­ზა­ვებ. ვფიქ­რობ, ნა­ხა­ტებს ეს ფერ­თა სიმ­რავ­ლე და გრა­და­ცი­ე­ბი აკაშ­კა­შებს, ნა­თელ და მხი­ა­რულ ელ­ფერს სძენს... მაგ­რამ მუ­შა­ო­ბის პრო­ცე­სი ისე­თი ემო­ცი­უ­რია, რომ ზოგ­ჯერ ვერ ვი­მახ­სოვ­რებ, რო­გორ მი­ვი­ღე ესა თუ ის კომ­ბი­ნა­ცია, ამი­ტომ, ახ­სნაც მჭირს...

- თე­მას რის მი­ხედ­ვით არ­ჩევ?

- თე­მის არ­ჩე­ვა­შიც თავს მი­ვე­ცი სრუ­ლი თა­ვი­სუფ­ლე­ბა, ვხა­ტავ იმას, რაც მსი­ა­მოვ­ნებს... რო­გორც ფშა­ველს ძა­ლი­ან მიყ­ვარს ბუ­ნე­ბა, ეს სიყ­ვა­რუ­ლი სის­ხლში მაქვს და შე­სა­ბა­მი­სად, მი­მარ­თუ­ლე­ბის ასარ­ჩე­ვად დიდი დრო არ დამ­ჭირ­ვე­ბია, თუმ­ცა მიყ­ვარს დე­კო­რა­ტი­უ­ლი და არ­ქა­უ­ლი ფი­გუ­რე­ბის ხატ­ვაც ტემ­პე­რით, ფა­ნე­რა­ზე და მუ­ყა­ო­ზე...

ბედ­ნი­ე­რე­ბაა, რომ შე­მიძ­ლია, დავ­ხა­ტო მზე, წყა­ლი, მიწა, სხვა­დას­ხვა სე­ზო­ნი და ბუ­ნე­ბის ხა­სი­ა­თი ამ სე­ზო­ნებ­თან მი­მარ­თე­ბა­ში... არა­სო­დეს ვხა­ტავ გა­უ­აზ­რებ­ლად, მცე­ნა­რე­ებ­ში შე­საძ­ლოა ადა­მი­ა­ნე­ბიც წარ­მო­ვიდ­გი­ნოთ. მარ­თა­ლია, ზო­გი­ერ­თი დამ­თვა­ლი­ე­რე­ბე­ლი ნა­ხატს ისე აღიქ­ვამს, რო­გორც რე­ა­ლურს და ხში­რია და­ვაც... არის შემ­თხვე­ვე­ბი, რო­დე­საც და­სა­თა­უ­რე­ბას „აპ­რო­ტეს­ტე­ბენ“ და კო­მენ­ტა­რებ­ში ვერ­სი­ებს წე­რენ... მი­უ­ხე­და­ვად ყვე­ლაფ­რი­სა, არა­სო­დეს შე­მიმ­ჩნე­ვია ნიშ­ნის მო­გე­ბით ან ბო­რო­ტად ნათ­ქვა­მი, პი­რი­ქით, თი­თო­ე­ულ სი­ტყვა­ში დიდი სიყ­ვა­რუ­ლი იგ­რძნო­ბა, რაც ყვე­ლა­ზე ძვირ­ფა­სია ჩემ­თვის. ორ­მა­გად სა­სი­ხა­რუ­ლოა, როცა სრუ­ლი სი­ზუს­ტით ამო­ი­კი­თხა­ვენ ყვე­ლა ნი­უ­ანსს, რა­ზეც ამა თუ იმ ნა­ხატ­ზე მი­ფიქ­რია მუ­შა­ო­ბი­სას... ამ დროს გა­ო­ცე­ბას ვერ ვმა­ლავ. ერთ-ერთ ნა­მუ­შე­ვარ­ზე („სა­ღა­მოს კავ­კა­სი­ო­ნი, ნო­ემ­ბე­რი“) იყო ასე­თი მოკ­ლე და­ხა­სი­ა­თე­ბა: "სა­ქარ­თვე­ლოა ეს ნა­ხა­ტი, მისი მწყემ­სი კე­თი­ლით"-ო - ამ რამ­დე­ნი­მე სი­ტყვა­ში სრუ­ლად იყო ჩა­ტე­უ­ლი ჩემი ნა­ფიქ­რი...

- სხვის ნა­მუშ­ვრებ­ში რა გი­ზი­დავს?

- დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს შეს­რუ­ლე­ბის ტექ­ნი­კას, მაგ­რამ ჩემი აზ­რით, ნა­ხა­ტი, პირ­ველ რიგ­ში, მცი­რე მო­თხრო­ბას, ლექსს ან მუ­სი­კა­ლურ ნა­წარ­მო­ებს მა­ინც უნდა ჰგავ­დეს... ჩა­გა­ფიქ­როს, და­გა­ფიქ­როს, ემო­ცია გა­მო­იწ­ვი­ოს, ფან­ტა­ზია გა­გიღ­ვი­ძოს და გა­მოგ­ზა­უ­როს, ამის გად­მო­ცე­მა ვი­საც შე­უძ­ლია, სულ რომ დამ­წყე­ბი და თვით­ნას­წავ­ლი იყოს, უკვე მიყ­ვარს. ასე­ვე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ფე­რე­ბის აღ­ქმა და გე­მოვ­ნე­ბა, და­ნის პირ­ზე უნდა იარო, რომ ფერ­თა სიმ­რავ­ლის მი­უ­ხე­და­ვად, არ გა­დახ­ვი­დე ჰარ­მო­ნი­ულ ზღვარს... ყვე­ლა ნა­წარ­მო­ე­ბი მიყ­ვარს, სა­დაც სი­ცოხ­ლეა და უზე­ნა­ე­სის ხელი ურე­ვია, - მთა­ვა­რია, ეს ვიგ­რძნო!..

მოკ­ლედ, ჩვე­ნი რეს­პონ­დენ­ტი მუდ­მი­ვად ხა­ტავს და ხატ­ვის პრო­ცეს­ში სულ ფიქ­რობს, სი­ახ­ლის ძი­ე­ბა­შია და იმ დროს დაღ­ლას სა­ერ­თოდ არ გრძნობს. მუ­შა­ო­ბი­სას ღა­მის 3-4 სა­ა­თი შე­იძ­ლე­ბა ისე გახ­დეს, დრო ვერც იგ­რძნოს.

"იმ პე­რი­ოდ­ში არ მეს­მის, ვინ რას სა­უბ­რობს, სა­შინ­ლად არ მიყ­ვარს, როცა ფიქ­რს მა­წყვე­ტი­ნე­ბენ. რა თქმა უნდა, არის დღე­ე­ბი, რომ სა­ერ­თოდ არა­ფე­რი გა­მომ­დის, ეს უფრო მა­შინ, რო­დე­საც რა­ღა­ცას გან­ვიც­დი, ვნერ­ვი­უ­ლობ, გან­წყო­ბა არ მაქვს... თუმ­ცა ჩემი თავი ამ მდგო­მა­რე­ო­ბი­დან კარ­გი მუ­სი­კით, სა­ინ­ტე­რე­სო ამ­ბე­ბის კი­თხვით გა­მომ­ყავს,“ - გვე­უბ­ნე­ბა ბექა.

- ამ ყვე­ლაფ­რის მი­უ­ხე­და­ვად, თავს მოყ­ვა­რულ მხატ­ვარს უწო­დებ...

- სა­კუ­თარ თავ­ზე სა­უ­ბა­რი მი­ჭირს, რო­დე­საც კო­მენ­ტა­რებს და შე­ფა­სე­ბებს ვკი­თხუ­ლობ, ვცდი­ლობ, ძა­ლი­ან არ ჩა­ვუღ­რმავ­დე, რად­გან ხში­რია (ვფიქ­რობ, ემო­ცი­უ­რად წარ­მოთ­ქმუ­ლი) უმაღ­ლე­სი შე­ფა­სე­ბე­ბი, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან მა­ხა­რებს და მო­ტი­ვა­ცი­ას მი­მაღ­ლებს, მაგ­რამ მარ­თლა ასე­თი რომ იყო, სა­ჭი­როა, და­უ­ღა­ლა­ვი შრო­მა და ძი­ე­ბა - აი, ეს კი გან­სა­კუთ­რე­ბით მიყ­ვარს! არ ვჩერ­დე­ბი.

2019 წლის და­სა­წყის­ში, რო­დე­საც თე­ლა­ვის ის­ტო­რი­ულ მუ­ზე­უმ­ში, ერეკ­ლე­ო­ბას პერ­სო­ნა­ლუ­რი გა­მო­ფე­ნის მო­წყო­ბა შე­მომ­თა­ვა­ზეს, ამ წი­ნა­და­დე­ბამ ძა­ლი­ან ჩა­მა­ფიქ­რა... სა­კუ­თარ ქა­ლაქ­ში, სა­დაც ყვე­ლა გიც­ნობს, სა­დაც ყო­ველ­თვის ძა­ლი­ან მა­ღალ დო­ნე­ზე იყო და არის ხე­ლოვ­ნე­ბა, სა­დაც დღემ­დე მრავ­ლა­დაა გე­მოვ­ნე­ბი­ა­ნი შემ­ფა­სე­ბე­ლი, ვე­რა­ფერს გა­მო­ა­პა­რებ, არ მო­გე­რი­დე­ბი­ან, შე­ნიშ­ვნაც არ გა­უ­ჭირ­დე­ბათ, ამი­ტომ ის გა­მო­ფე­ნა ჩემ­თვის სა­პა­სუ­ხის­მგებ­ლო იყო. თით­ქმის 8 თვე, ტი­ლო­ე­ბი­დან თავი არ ამი­წე­ვია, სა­დაც არ უნდა წავ­სუ­ლი­ყა­ვი, ყველ­გან ვხა­ტავ­დი და ვცდი­ლობ­დი, უფრო აკა­დე­მი­უ­რად მივ­დგო­მო­დი მუ­შა­ო­ბის პრო­ცესს. მი­ხა­რია, რომ ამან შე­დე­გი გა­მო­ი­ღო...

გა­მო­ფე­ნა­ზე, ათი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში დამ­თვა­ლი­ებ­ლის ნა­კა­დი არ წყდე­ბო­და, სხვა­დას­ხვა რე­გი­ო­ნი­დან სპე­ცი­ა­ლუ­რად ჩა­მო­დი­ოდ­ნენ, მათ შო­რის, და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­დან, გა­ი­ყი­და ნა­მუ­შევ­რე­ბის 80% და ბო­ლოს, ყვე­ლა­ფე­რი და­აგ­ვირ­გვი­ნა მუ­ზე­უ­მის დი­რექ­ცი­ი­სა და თა­ნამ­შრომ­ლე­ბის ერ­თობ­ლივ­მა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბამ: ჩემი ორი ნა­მუ­შე­ვა­რი, „შე­მოდ­გო­მის მას­პინ­ძლო­ბა“ და „კად­რი გომ­ბო­რი­დან“ მუ­ზე­უმ­ში გა­ნა­თავ­სეს, ქე­თე­ვან იაშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის გა­ლე­რე­ის მუდ­მივ სა­ექ­სპო­ზი­ციო დარ­ბაზ­ში, ცნო­ბი­ლი ქარ­თვე­ლი და არა­ქარ­თვე­ლი კლა­სი­კო­სი ფერმ­წე­რე­ბის გვერ­დით. ეს ჩემ­თვის ყვე­ლა­ზე დიდი ჯილ­დოა, რაც ათწ­ლი­ან­მა, და­უ­ღა­ლავ­მა შრო­მამ და ღა­მის­თე­ვებ­მა მო­მი­ტა­ნა... ამის შემ­დეგ მე არ მაქვს უფ­ლე­ბა, დავ­ტკბე მიღ­წე­უ­ლით, პი­რი­ქით, ეს ჩემ­თვის დიდი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაა.

- ამას­თან, ოფი­ცი­ა­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რიც გაქვს, ამ­დენ საქ­მეს რო­გორ ას­წრებ?

- ძა­ლი­ან მიყ­ვარს ჩემი სამ­სა­ხუ­რი, მსოფ­ლი­ო­ში არ­სე­ბუ­ლი ვი­თა­რე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რამ­დე­ნი­მე თვეა, დის­ტან­ცი­უ­რად ვმუ­შა­ობ, სა­მა­გი­ე­როდ, ყო­ველ­თვის მზად ვარ, სულ რამ­დე­ნი­მე წუთ­ში, ხატ­ვი­დან "გა­დავ­პორ­ტირ­დე" სამ­სა­ხუ­რის საქ­მე­ზე, ასე რომ, კარ­გად ვუ­თავ­სებ ყვე­ლა­ფერს. სა­ბო­ლო­ოდ კი, მინ­და, უფრო განვვი­თარ­დე და უფრო მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი გავ­ხა­დო ჩემი პა­ლიტ­რა. პან­დე­მი­ის გას­ვლის შემ­დეგ კი, გა­მო­ფე­ნას თბი­ლის­ში აუ­ცი­ლებ­ლად მო­ვა­წყობ და ძა­ლი­ან დიდი სურ­ვი­ლი მაქვს, ჩემი ნა­ხა­ტე­ბის კა­ტა­ლო­გი მქონ­დეს, რო­მე­ლიც მა­ღა­ლი ხა­რის­ხის იქ­ნე­ბა.

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ელო
0
ღმერთმა ხელი მოგიმართოს. წარმატებები.
მმმმმმ
0

მშვენიერია, აღფრთოვანებული ვარ

ავტორი:

"მეგობრები მეხუმრებიან, არავის გამოუყენებია პანდემია ასე სათავისოდ, როგორც შენო" - თვითნასწავლი მხატვრის პოზიტიური ნახატები და გამოფენა ვირტუალურად

"მეგობრები მეხუმრებიან, არავის გამოუყენებია პანდემია ასე სათავისოდ, როგორც შენო" - თვითნასწავლი მხატვრის პოზიტიური ნახატები და გამოფენა ვირტუალურად

ბექა ხუცურაულს და მის საოცრად თბილ ნახატებს ჩვენში ბევრი იცნობს. ძალიან აქტიური შემოქმედია, შეიძლება ითქვას, დღედაღამ მუშაობს. კოვიდპანდემიის პერიოდშიც, წამით არ გაჩერებულა... იმის გამო, რომ ახლა გამოფენის მოწყობა არ შეიძლება, ის სოციალური ქსელის საშუალებით, ყოველდღიურ რეჟიმში, გამოფენას ინტერნეტმომხმარებელს უწყობს. მუდმივად ფენს ნამუშევრებს და ცდილობს, პოზიტიური განწყობა შეიტანოს ადამიანებში. განსაკუთრებით უხარია, როცა მისთვის თბილ სიტყვებს ემიგრანტებიც არ იშურებენ და მათ დიდ მადლობას უხდის.

"მეგობრები ხშირად მეხუმრებიან: მსოფლიოში, არავის გამოუყენებია პანდემია ასე სათავისოდ, როგორც შენო... საშინლად მძულს დეპრესია და სასოწარკვეთილი მდგომარეობა, მით უმეტეს, ადამიანს, რომელსაც ღმერთის სწამს, მისთვის ეს დაუშვებელია! უფლის იმედი ყოველთვის მაქვს და მის მფარველობას სულ ვგრძნობ.

დიახ, გარშემო ძალიან სამწუხარო ამბები ხდება - ადამიანებს უჭირთ ფიზიკურად, მატერიალურად, მსოფლიო პანდემიის გამო თითქმის ყველაფერი გაჩერდა, საომარი მოქმედებებია ჩვენს საზღვრებთან, ოკუპირებულია ჩვენი ტერიტორიები - ეს ყველაფერი ჩემზე ძალიან მოქმედებს, მაგრამ რეალობისთვის თვალის გასწორება უნდა შევძლოთ, დეპრესიაში არ უნდა ჩავვარდეთ და ვიბრძოლოთ უკეთესი ხვალინდელი დღისთვის! ამიტომ, თავისუფალი დრო, რომელიც პანდემიის გამო გვაქვს, ვცდილობ, საინტერესოდ გამოვიყენო," - გვეუბნება ბექა ხუცურაული.

- ადამიანი ყოველთვის ერთ განწყობაზეც არ არის, შენ კი ხატვისთვის მგონი, სულ გაქვს განწყობა...

- ვხატავ იმიტომ, რომ კარგი განწყობა შევიქმნა და განწყობას ვიქმნი იმისთვის, რომ კარგად დავხატო, თითქმის სულ ასეთ წრეზე ვტრიალებ... რა თქმა უნდა, ყოველთვის ვერ იქნები განწყობაზე - "ლამაზი" ფერებით ხატო, ამიტომ, სასეირნოდ ბუნებაში მივდივარ, ვკითხულობ რამე საინტერესოს, ვუსმენ სასიამოვნო მუსიკას, შემდეგ კი ხატვას ვუბრუნდები და განწყობაც მოდის. არ მინდა, უარყოფითი ემოცია ტილოზე გადავიტანო, ამიტომ ჩემი ნახატების უმრავლესობა უფრო მხიარულია, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ სევდა აკლია, რადგან ესეც ჩვენი ცხოვრებაა და ამის გარეშე უბრალოდ ყალბი ნამუშევრები გამომივა...

- ნათელი კაშკაშა ფერები, რომელიც შენთან ჭარბობს - ეს თავისით მოდის?

- ნათელი ფერების მისაღებად ჩემი აღმოჩენები და "საიდუმლოებები" მაქვს... ეს მუშაობაში თავად მოვიდა. ექსპერიმენტების არ მეშინია, სრულიად თავისუფალი ვარ და როგორც მინდა, ისე ვხატავ, უამრავ ფერს ვიყენებ. რამდენიმე დღის წინ დავითვალე და 80-ზე მეტი ფერი აღმოჩდა... 5-6 პალიტრაზე ერთდროულად გაშლილია საღებავები და ამ ფერებიდან სხვადასხვა ტონი გამომყავს, მუქი ტონების გარდა, პირდაპირ არც ერთს არ ვიყენებ, ყოველთვის სხვა ფერებთან ვაზავებ. ვფიქრობ, ნახატებს ეს ფერთა სიმრავლე და გრადაციები აკაშკაშებს, ნათელ და მხიარულ ელფერს სძენს... მაგრამ მუშაობის პროცესი ისეთი ემოციურია, რომ ზოგჯერ ვერ ვიმახსოვრებ, როგორ მივიღე ესა თუ ის კომბინაცია, ამიტომ, ახსნაც მჭირს...

- თემას რის მიხედვით არჩევ?

- თემის არჩევაშიც თავს მივეცი სრული თავისუფლება, ვხატავ იმას, რაც მსიამოვნებს... როგორც ფშაველს ძალიან მიყვარს ბუნება, ეს სიყვარული სისხლში მაქვს და შესაბამისად, მიმართულების ასარჩევად დიდი დრო არ დამჭირვებია, თუმცა მიყვარს დეკორატიული და არქაული ფიგურების ხატვაც ტემპერით, ფანერაზე და მუყაოზე...

ბედნიერებაა, რომ შემიძლია, დავხატო მზე, წყალი, მიწა, სხვადასხვა სეზონი და ბუნების ხასიათი ამ სეზონებთან მიმართებაში... არასოდეს ვხატავ გაუაზრებლად, მცენარეებში შესაძლოა ადამიანებიც წარმოვიდგინოთ. მართალია, ზოგიერთი დამთვალიერებელი ნახატს ისე აღიქვამს, როგორც რეალურს და ხშირია დავაც... არის შემთხვევები, როდესაც დასათაურებას „აპროტესტებენ“ და კომენტარებში ვერსიებს წერენ... მიუხედავად ყველაფრისა, არასოდეს შემიმჩნევია ნიშნის მოგებით ან ბოროტად ნათქვამი, პირიქით, თითოეულ სიტყვაში დიდი სიყვარული იგრძნობა, რაც ყველაზე ძვირფასია ჩემთვის. ორმაგად სასიხარულოა, როცა სრული სიზუსტით ამოიკითხავენ ყველა ნიუანსს, რაზეც ამა თუ იმ ნახატზე მიფიქრია მუშაობისას... ამ დროს გაოცებას ვერ ვმალავ. ერთ-ერთ ნამუშევარზე („საღამოს კავკასიონი, ნოემბერი“) იყო ასეთი მოკლე დახასიათება: "საქართველოა ეს ნახატი, მისი მწყემსი კეთილით"-ო - ამ რამდენიმე სიტყვაში სრულად იყო ჩატეული ჩემი ნაფიქრი...

- სხვის ნამუშვრებში რა გიზიდავს?

- დიდი მნიშვნელობა აქვს შესრულების ტექნიკას, მაგრამ ჩემი აზრით, ნახატი, პირველ რიგში, მცირე მოთხრობას, ლექსს ან მუსიკალურ ნაწარმოებს მაინც უნდა ჰგავდეს... ჩაგაფიქროს, დაგაფიქროს, ემოცია გამოიწვიოს, ფანტაზია გაგიღვიძოს და გამოგზაუროს, ამის გადმოცემა ვისაც შეუძლია, სულ რომ დამწყები და თვითნასწავლი იყოს, უკვე მიყვარს. ასევე მნიშვნელოვანია, ფერების აღქმა და გემოვნება, დანის პირზე უნდა იარო, რომ ფერთა სიმრავლის მიუხედავად, არ გადახვიდე ჰარმონიულ ზღვარს... ყველა ნაწარმოები მიყვარს, სადაც სიცოხლეა და უზენაესის ხელი ურევია, - მთავარია, ეს ვიგრძნო!..

მოკლედ, ჩვენი რესპონდენტი მუდმივად ხატავს და ხატვის პროცესში სულ ფიქრობს, სიახლის ძიებაშია და იმ დროს დაღლას საერთოდ არ გრძნობს. მუშაობისას ღამის 3-4 საათი შეიძლება ისე გახდეს, დრო ვერც იგრძნოს.

"იმ პერიოდში არ მესმის, ვინ რას საუბრობს, საშინლად არ მიყვარს, როცა ფიქრს მაწყვეტინებენ. რა თქმა უნდა, არის დღეები, რომ საერთოდ არაფერი გამომდის, ეს უფრო მაშინ, როდესაც რაღაცას განვიცდი, ვნერვიულობ, განწყობა არ მაქვს... თუმცა ჩემი თავი ამ მდგომარეობიდან კარგი მუსიკით, საინტერესო ამბების კითხვით გამომყავს,“ - გვეუბნება ბექა.

- ამ ყველაფრის მიუხედავად, თავს მოყვარულ მხატვარს უწოდებ...

- საკუთარ თავზე საუბარი მიჭირს, როდესაც კომენტარებს და შეფასებებს ვკითხულობ, ვცდილობ, ძალიან არ ჩავუღრმავდე, რადგან ხშირია (ვფიქრობ, ემოციურად წარმოთქმული) უმაღლესი შეფასებები, რომელიც ძალიან მახარებს და მოტივაციას მიმაღლებს, მაგრამ მართლა ასეთი რომ იყო, საჭიროა, დაუღალავი შრომა და ძიება - აი, ეს კი განსაკუთრებით მიყვარს! არ ვჩერდები.

2019 წლის დასაწყისში, როდესაც თელავის ისტორიულ მუზეუმში, ერეკლეობას პერსონალური გამოფენის მოწყობა შემომთავაზეს, ამ წინადადებამ ძალიან ჩამაფიქრა... საკუთარ ქალაქში, სადაც ყველა გიცნობს, სადაც ყოველთვის ძალიან მაღალ დონეზე იყო და არის ხელოვნება, სადაც დღემდე მრავლადაა გემოვნებიანი შემფასებელი, ვერაფერს გამოაპარებ, არ მოგერიდებიან, შენიშვნაც არ გაუჭირდებათ, ამიტომ ის გამოფენა ჩემთვის საპასუხისმგებლო იყო. თითქმის 8 თვე, ტილოებიდან თავი არ ამიწევია, სადაც არ უნდა წავსულიყავი, ყველგან ვხატავდი და ვცდილობდი, უფრო აკადემიურად მივდგომოდი მუშაობის პროცესს. მიხარია, რომ ამან შედეგი გამოიღო...

გამოფენაზე, ათი დღის განმავლობაში დამთვალიებლის ნაკადი არ წყდებოდა, სხვადასხვა რეგიონიდან სპეციალურად ჩამოდიოდნენ, მათ შორის, დასავლეთ საქართველოდან, გაიყიდა ნამუშევრების 80% და ბოლოს, ყველაფერი დააგვირგვინა მუზეუმის დირექციისა და თანამშრომლების ერთობლივმა გადაწყვეტილებამ: ჩემი ორი ნამუშევარი, „შემოდგომის მასპინძლობა“ და „კადრი გომბორიდან“ მუზეუმში განათავსეს, ქეთევან იაშვილის სახელობის გალერეის მუდმივ საექსპოზიციო დარბაზში, ცნობილი ქართველი და არაქართველი კლასიკოსი ფერმწერების გვერდით. ეს ჩემთვის ყველაზე დიდი ჯილდოა, რაც ათწლიანმა, დაუღალავმა შრომამ და ღამისთევებმა მომიტანა... ამის შემდეგ მე არ მაქვს უფლება, დავტკბე მიღწეულით, პირიქით, ეს ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობაა.

- ამასთან, ოფიციალური სამსახურიც გაქვს, ამდენ საქმეს როგორ ასწრებ?

- ძალიან მიყვარს ჩემი სამსახური, მსოფლიოში არსებული ვითარებიდან გამომდინარე, რამდენიმე თვეა, დისტანციურად ვმუშაობ, სამაგიეროდ, ყოველთვის მზად ვარ, სულ რამდენიმე წუთში, ხატვიდან "გადავპორტირდე" სამსახურის საქმეზე, ასე რომ, კარგად ვუთავსებ ყველაფერს. საბოლოოდ კი, მინდა, უფრო განვვითარდე და უფრო მრავალფეროვანი გავხადო ჩემი პალიტრა. პანდემიის გასვლის შემდეგ კი, გამოფენას თბილისში აუცილებლად მოვაწყობ და ძალიან დიდი სურვილი მაქვს, ჩემი ნახატების კატალოგი მქონდეს, რომელიც მაღალი ხარისხის იქნება.

"სინოფარმზე" რეგისტრაცია დღეს იწყება

"არ ვაპირებ ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატი ვიყო, ძალიან მნიშვნელოვან პოზიციაზე ვარ" - ნინო ლომჯარია

"ნაძვნარი, გადაკიდებული აივნები არაგვზე, ულამაზესი ხედები..." - როგორ გამოიყურება სახლი წიწამურში, რომელიც 6 მლნ ლარზე მეტი ღირს