პოლიტიკა
სამართალი
საზოგადოება

9

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 12:58-ზე, მთვარე კუროშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. დღეს ადამიანი მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
მსოფლიო
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბოიკოტის მიუხედავად, "ნაციონალებმა", ევროპულმა საქართველომ" და კიდევ 6-მა პარტიამ დაფინანსების თხოვნით ცესკოს მიმართა
ბოიკოტის მიუხედავად, "ნაციონალებმა", ევროპულმა საქართველომ" და კიდევ 6-მა პარტიამ დაფინანსების თხოვნით ცესკოს მიმართა

ცეს­კოს სა­ბი­უ­ჯე­ტო და­ფი­ნან­სე­ბის მი­ღე­ბა­ზე წე­რი­ლო­ბი­თი თან­ხმო­ბით ცხრა პარ­ტი­ამ მი­მარ­თა. ხუთ პარ­ტი­ას კი, რო­მელ­საც 31 ოქ­ტომ­ბრის სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ბი­უ­ჯე­ტი­დან და­ფი­ნან­სე­ბა ეკუთ­ვნის, ცეს­კო­ში გა­ნა­ცხა­დი არ შე­უ­ტა­ნია.

სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, ბი­უ­ჯე­ტი­დან და­ფი­ნან­სე­ბის მიმ­ღე­ბი 14 პარ­ტია გახ­და - 31 ოქ­ტომ­ბრის არ­ჩევ­ნებ­ზე 1%-იანი ბა­რი­ე­რი ცხრა სა­არ­ჩევ­ნო სუ­ბი­ექ­ტმა გა­და­ლა­ხა. მათ­გან ორი სა­არ­ჩევ­ნო ბლო­კი იყო და ორი­ვე ბლო­კი ერ­თად, შვიდ პო­ლი­ტი­კურ პარ­ტი­ას აერ­თი­ა­ნებ­და.

2020 წლი­დან, და­ფი­ნან­სე­ბის მიმ­ღე­ბი ე.წ. კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი სუ­ბი­ექ­ტე­ბი შემ­დე­გი პარ­ტი­ე­ბი გახ­დნენ: - “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“, “ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა", “მოძ­რა­ო­ბა სა­ხელ­მწი­ფო ხალ­ხის­თვის“, “პროგ­რე­სი და თა­ვი­სუფ­ლე­ბა“, “რეს­პუბ­ლი­კუ­რი პარ­ტია“, "ევ­რო­პე­ლი დე­მოკ­რა­ტე­ბი" “გი­ორ­გი ვა­შა­ძე-სტრა­ტე­გია აღ­მა­შე­ნე­ბე­ლი“, “კა­ნო­ნი და სა­მარ­თა­ლი“, “ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლო“, “პატ­რი­ოტ­თა ალი­ან­სი“, “ლე­ი­ბო­რის­ტუ­ლი პარ­ტია“, “მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი“, “გირ­ჩი“ და “ლელო“.

ამას­თან, კა­ნონ­მდებ­ლო­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, აღ­ნიშ­ნულ პარ­ტი­ებს 25 ნო­ემ­ბრამ­დე ჰქონ­დათ დრო, რათა და­ფი­ნან­სე­ბის მი­სა­ღე­ბად ცეს­კოს­თვის წე­რი­ლო­ბი­თი თან­ხმო­ბა წა­რედ­გი­ნათ.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, ცენ­ტრა­ლურ სა­არ­ჩევ­ნო ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას წე­რი­ლო­ბით 14-დან ცხრა პარ­ტი­ამ მი­მარ­თა. ეს პარ­ტი­ე­ბი არი­ან: “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა", "ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლო", "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" და მას­თან ერ­თად სა­არ­ჩევ­ნო ბლოკ­ში შე­მა­ვა­ლი: - "მოძ­რა­ო­ბა სა­ხელ­მწი­ფო ხალ­ხის­თვის", “პროგ­რე­სი და თა­ვი­სუფ­ლე­ბა“, “რეს­პუბ­ლი­კუ­რი პარ­ტია“ და “ევ­რო­პე­ლი დე­მოკ­რა­ტე­ბი“; ასე­ვე, “გი­ორ­გი ვა­შა­ძე-სტრა­ტე­გია აღ­მა­შე­ნე­ბე­ლი“ და "კა­ნო­ნი და სა­მარ­თა­ლი“.

შე­სა­ბა­მი­სად, ცეს­კოს­თვის და­ფი­ნან­სე­ბის მი­სა­ღე­ბად არ მი­უ­მარ­თავს: “პატ­რი­ოტ­თა ალი­ანსს“, “ლე­ი­ბო­რის­ტულ პარ­ტი­ას“, “მო­ქა­ლა­ქე­ებს“, “გირჩსა“ და “ლე­ლოს“.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ 25 ნო­ემ­ბრამ­დე და­წე­სე­ბუ­ლი ვა­დის დას­რუ­ლე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ცეს­კოს ვალ­დე­ბუ­ლია პარ­ტი­ე­ბი გა­აფრ­თხი­ლოს, რის შემ­დე­გაც პარ­ტი­ებს და­მა­ტე­ბით სამი დღე აქვთ, სა­არ­ჩევ­ნო ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში შე­სა­ბა­მი­სი თან­ხმო­ბა წა­რად­გი­ნონ. თუკი ზე­მო­თაღ­ნიშ­ნუ­ლი პარ­ტი­ე­ბი დად­გე­ნილ ვა­და­ში თან­ხმო­ბას კვლავ არ წა­რად­გე­ნენ, სა­ბი­უ­ჯე­ტო და­ფი­ნან­სე­ბის მი­ღე­ბის უფ­ლე­ბას და­კარ­გა­ვენ.

პარ­ტი­ე­ბის და­ფი­ნან­სე­ბის წეს­თან და­კავ­ში­რე­ბით მიმ­დი­ნა­რე წლის ივ­ლის­ში “მო­ქა­ლა­ქე­თა პო­ლი­ტი­კუ­რი გა­ერ­თი­ა­ნე­ბე­ბის შე­სა­ხებ“ კა­ნონ­ში ცვლი­ლე­ბე­ბი გან­ხორ­ცი­ელ­და, რომ­ლის სა­ფუძ­ველ­ზე პარ­ტი­ე­ბის და­ფი­ნან­სე­ბის ფორ­მუ­ლა მთლი­ა­ნად შე­იც­ვა­ლა. ახა­ლი წე­სით, და­ფი­ნან­სე­ბა და­მო­კი­დე­ბუ­ლია მხო­ლოდ სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში მი­ღე­ბუ­ლი ხმე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა­ზე - სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯე­ტი­დან თან­ხას ის პარ­ტია იღებს, რო­მელ­მაც პარ­ლა­მენ­ტის ბოლო არ­ჩევ­ნებ­ში ხმე­ბის 1% მა­ინც მო­ი­პო­ვა. პირ­ვე­ლი 50 000 ნამ­დვი­ლი ხმის ფარ­გლებ­ში მი­ღე­ბუ­ლი თი­თო­ე­უ­ლი ხმი­სათ­ვის გან­სა­ზღვრუ­ლია 15 ლარი, ხოლო თი­თო­ე­უ­ლი შემ­დგო­მი ხმის­თვის - 5 ლარი. აღ­ნიშ­ნუ­ლი თან­ხის გარ­და, პარ­ტი­ე­ბი ასე­ვე და­მა­ტე­ბით და­ფი­ნან­სე­ბას მი­ი­ღე­ბენ გენ­დერუ­ლი კვო­ტის დაც­ვის გამო, რაც ამ შემ­თხვე­ვა­ში მი­სა­ღე­ბი და­ფი­ნან­სე­ბის 30%-ის ოდე­ნო­ბით არის გან­სა­ზღვრუ­ლი.

მკითხველის კომენტარები / 128 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ალექს
365

ამისთვისაც იქმნებიან პარტიები ?!

დათო
560

არც ნამუსი, არც სინდისი!!! ესენი ვინ არიან საერთოდ!!! მათხოვრები!!! ჩემს გადახდილ თანხას ბიუჯეტში ამათ ნუ მისცემთ!!! ტიპიური პროსტიტუტები!!! გამოძალვაზე არიან!!! ფული უნდათ, ხალხს რომ ემსახურონ არა!!! 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მოქალაქეები მაცხოვრის შობის დღესასწაულს რუსთაველის გამზირზე ქაშუეთის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე შეხვდნენ
ავტორი:

ბოიკოტის მიუხედავად, "ნაციონალებმა", ევროპულმა საქართველომ" და კიდევ 6-მა პარტიამ დაფინანსების თხოვნით ცესკოს მიმართა

ბოიკოტის მიუხედავად, "ნაციონალებმა", ევროპულმა საქართველომ" და კიდევ 6-მა პარტიამ დაფინანსების თხოვნით ცესკოს მიმართა

ცესკოს საბიუჯეტო დაფინანსების მიღებაზე წერილობითი თანხმობით ცხრა პარტიამ მიმართა. ხუთ პარტიას კი, რომელსაც 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე ბიუჯეტიდან დაფინანსება ეკუთვნის, ცესკოში განაცხადი არ შეუტანია.

საპარლამენტო არჩევნების შედეგების გათვალისწინებით, ბიუჯეტიდან დაფინანსების მიმღები 14 პარტია გახდა - 31 ოქტომბრის არჩევნებზე 1%-იანი ბარიერი ცხრა საარჩევნო სუბიექტმა გადალახა. მათგან ორი საარჩევნო ბლოკი იყო და ორივე ბლოკი ერთად, შვიდ პოლიტიკურ პარტიას აერთიანებდა.

2020 წლიდან, დაფინანსების მიმღები ე.წ. კვალიფიციური სუბიექტები შემდეგი პარტიები გახდნენ: - “ქართული ოცნება“, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", “მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“, “პროგრესი და თავისუფლება“, “რესპუბლიკური პარტია“, "ევროპელი დემოკრატები" “გიორგი ვაშაძე-სტრატეგია აღმაშენებელი“, “კანონი და სამართალი“, “ევროპული საქართველო“, “პატრიოტთა ალიანსი“, “ლეიბორისტული პარტია“, “მოქალაქეები“, “გირჩი“ და “ლელო“.

ამასთან, კანონმდებლობის გათვალისწინებით, აღნიშნულ პარტიებს 25 ნოემბრამდე ჰქონდათ დრო, რათა დაფინანსების მისაღებად ცესკოსთვის წერილობითი თანხმობა წარედგინათ.

"ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, ცენტრალურ საარჩევნო ადმინისტრაციას წერილობით 14-დან ცხრა პარტიამ მიმართა. ეს პარტიები არიან: “ქართული ოცნება", "ევროპული საქართველო", "ნაციონალური მოძრაობა" და მასთან ერთად საარჩევნო ბლოკში შემავალი: - "მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის", “პროგრესი და თავისუფლება“, “რესპუბლიკური პარტია“ და “ევროპელი დემოკრატები“; ასევე, “გიორგი ვაშაძე-სტრატეგია აღმაშენებელი“ და "კანონი და სამართალი“.

შესაბამისად, ცესკოსთვის დაფინანსების მისაღებად არ მიუმართავს: “პატრიოტთა ალიანსს“, “ლეიბორისტულ პარტიას“, “მოქალაქეებს“, “გირჩსა“ და “ლელოს“.

აღსანიშნავია, რომ 25 ნოემბრამდე დაწესებული ვადის დასრულების მიუხედავად, ცესკოს ვალდებულია პარტიები გააფრთხილოს, რის შემდეგაც პარტიებს დამატებით სამი დღე აქვთ, საარჩევნო ადმინისტრაციაში შესაბამისი თანხმობა წარადგინონ. თუკი ზემოთაღნიშნული პარტიები დადგენილ ვადაში თანხმობას კვლავ არ წარადგენენ, საბიუჯეტო დაფინანსების მიღების უფლებას დაკარგავენ.

პარტიების დაფინანსების წესთან დაკავშირებით მიმდინარე წლის ივლისში “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონში ცვლილებები განხორციელდა, რომლის საფუძველზე პარტიების დაფინანსების ფორმულა მთლიანად შეიცვალა. ახალი წესით, დაფინანსება დამოკიდებულია მხოლოდ საპარლამენტო არჩევნებში მიღებული ხმების რაოდენობაზე - სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხას ის პარტია იღებს, რომელმაც პარლამენტის ბოლო არჩევნებში ხმების 1% მაინც მოიპოვა. პირველი 50 000 ნამდვილი ხმის ფარგლებში მიღებული თითოეული ხმისათვის განსაზღვრულია 15 ლარი, ხოლო თითოეული შემდგომი ხმისთვის - 5 ლარი. აღნიშნული თანხის გარდა, პარტიები ასევე დამატებით დაფინანსებას მიიღებენ გენდერული კვოტის დაცვის გამო, რაც ამ შემთხვევაში მისაღები დაფინანსების 30%-ის ოდენობით არის განსაზღვრული.

"ნაცმოძრაობის” რეიტინგი ისტორიულ მინიმუმზეა" - მამუკა მდინარაძე

NDI: გიორგი გახარიას საქმიანობას გამოკითხულთა 46% დადებითად აფასებს, 17% - ცუდად - როგორ არის შეფასებული პრეზიდენტის, მთავრობის და პარლამენტის მუშაობა?

"ქართულ ოცნება" - 31%, "ნაციონალური მოძრაობა" - 5% - როგორია დანარჩენი პარტიების რეიტინგი NDI-ის ახალი კვლევით?