საზოგადოება
სამართალი
მსოფლიო

2

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 08:28-ზე, მთვარე ტყუპშია მოაგვარეთ წვრილ-წვრილი საქმეები. სერიოზულები სხვა დროისთვის გადადეთ. კარგი დღეა კოლექტიური მუშაობისთვის, ბიზნესისთვის. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. თუ არ გეჩქარებათ, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღისთვის გადადეთ. ნეიტრალური დღეა ვაჭრობისა და სასამართლო საქმეებისთვის. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად; ურთიერთობის გარჩევისათვის. ნეიტრალურია სამსახურის, საქმიანობის, საცხოვრებლის შეცვლა. კარგი დღეა ქორწინების, ნიშნობისა და სექსუალურისთვის. დაღლილობას სუფთა ჰაერზე გასეირნება, მსუბუქი ვარჯიში მოგიხსნით. მსუბუქად იკვებეთ.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ათეა გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიან გლობალურ კამპანიას უერთდება
ათეა გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიან გლობალურ კამპანიას უერთდება

სა­ქარ­თვე­ლოს ად­გი­ლობ­რივ თვით­მმარ­თვე­ლო­ბა­თა ეროვ­ნუ­ლი ასო­ცი­ა­ცია (NALAG) გენ­დერუ­ლი ძა­ლა­დო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ 16 დღი­ან გლო­ბა­ლურ კამ­პა­ნი­ას უერ­თდე­ბა.

ათეა, რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტე­ბის გა­მა­ერ­თი­ა­ნე­ბე­ლი ქოლ­გა ორ­გა­ნი­ზა­ცია, მხარს უჭერს სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყვე­ლა სფე­რო­ში გენ­დერუ­ლი თა­ნას­წო­რო­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­სა და ქალ­თა მი­მართ ძა­ლა­დო­ბის აღ­მო­ფხვრის მი­მარ­თუ­ლე­ბით არ­სე­ბუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო პო­ლი­ტი­კის მე­ქა­ნიზ­მებს და მო­უ­წო­დებს წევრ მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტებს, შე­ურთდნენ გენ­დერუ­ლი ძა­ლა­დო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ 16 დღი­ან გლო­ბა­ლურ კამ­პა­ნი­ას და გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლონ ისე­თი აქ­ტი­ვო­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც სა­ზო­გა­დო­ე­ბის ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბი­სა და ქალ­თა მი­მართ ძა­ლა­დო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლის სფე­რო­ში არ­სე­ბულ გა­მოწ­ვე­ვებს უპა­სუ­ხებს.

სწო­რედ აღ­ნიშ­ნუ­ლი კამ­პა­ნი­ის ხელ­შე­წყო­ბის მიზ­ნით, ათეა-მ გა­ე­როს ქალ­თა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას­თან ერ­თად, ნორ­ვე­გი­ის მთავ­რო­ბის მხარ­და­ჭე­რით და სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ი­სა და სა­ქარ­თვე­ლოს რე­გი­ო­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და ინფრას­ტრუქ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტროს­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბით, შე­ი­მუ­შა­ვა დამ­ხმა­რე ინ­სტრუქ­ცია სა­ქარ­თვე­ლოს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტე­ბის­თვის, რო­მე­ლიც ძა­ლა­დო­ბის პრე­ვენ­ცი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბით გან­სა­ხორ­ცი­ე­ლე­ბელ ღო­ნი­ძი­ე­ბებ­სა და სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბუ­ლი სერ­ვი­სე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ულ, ასე­ვე, ფოტო და ვი­დეო მა­სა­ლას მო­ი­ცავს.

16 დღი­ა­ნი კამ­პა­ნი­ის ფარ­გლებ­ში, ასე­ვე დამ­ზად­დე­ბა სა­ინ­ფორ­მა­ციო ხა­სი­ა­თის ბეჭ­დუ­რი და ვი­დეო მა­სა­ლა, რო­მე­ლიც სა­ზო­გა­დო­ე­ბას მსხვერ­პლთა მხარ­და­ჭე­რი­სა და ძა­ლა­დო­ბის დაძ­ლე­ვის პრე­ვენ­ცი­ის მიზ­ნით, სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო სერ­ვი­სე­ბის შე­სა­ხებ აუ­ცი­ლე­ბელ ინ­ფორ­მა­ცი­ას მი­ა­წო­დებს.

ამა­ვე კამ­პა­ნი­ის ფარ­გლებ­ში, სა­ქარ­თვე­ლოს ად­გი­ლობ­რივ თვით­მმარ­თვე­ლო­ბა­თა ეროვ­ნუ­ლი ასო­ცი­ა­ცი­ის ინი­ცი­ა­ტი­ვით, შე­იქ­მნე­ბა მე­დია ქსე­ლი, რომ­ლის მი­ზან­საც გენ­დერუ­ლი თა­ნას­წო­რო­ბის საბ­ჭო­ებ­თან მჭიდ­რო თა­ნამ­შრომ­ლო­ბა, გა­მოწ­ვე­ვე­ბის და­საძ­ლე­ვად ერ­თი­ა­ნი მე­სი­ჯე­ბის შე­მუ­შა­ვე­ბა, ასე­ვე მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტე­ბის მიერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი კარ­გი მა­გა­ლი­თე­ბი­სა და პრაქ­ტი­კის გა­ზი­ა­რე­ბა და მე­დი­ამ­ხარ­და­ჭე­რა წარ­მო­ად­გენს.

სა­მუ­შაო ჯგუ­ფი, ათეა-სა და 64-ვე მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სა­ზო­გა­და­ო­ბა­სა და მე­დი­ას­თან ერ­თი­ერ­თო­ბის სამ­სა­ხუ­რის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბით იქ­ნე­ბა და­კომ­პლექ­ტე­ბუ­ლი, რო­მე­ლიც ხელს შე­უ­წყობს ად­გი­ლობ­რივ დო­ნე­ზე გენ­დერუ­ლი თა­ნას­წო­რო­ბის უზ­რუნ­ველ­მყო­ფი და ძა­ლა­დო­ბის აღ­მო­ფხვრის მე­ქა­ნიზ­მე­ბის, ასე­ვე სა­ხელ­მწი­ფო სერ­ვი­სე­ბის შე­სა­ხებ მო­სახ­ლე­ო­ბის ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბას.

ათე­ას მე­დია ქსე­ლი, რო­გორც ერ­თგვა­რი ინ­სტრუ­მენ­ტი, პრო­ექ­ტის დას­რუ­ლე­ბის შემ­დგო­მაც გა­აგ­რძე­ლებს ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბას და ხელს შე­უ­წყობს გენ­დერუ­ლი თა­ნას­წო­რო­ბის მხარ­დამ­ჭე­რი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის და­გეგ­მვა­სა და გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას წევრ მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტებ­ში.

ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლის, პრო­ექ­ტის „გენ­დერუ­ლი პო­ლი­ტი­კის ლო­კა­ლი­ზა­ცია“ კო­ორ­დი­ნა­ტო­რის - ნა­თია ღვი­ნაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, ქალ­თა მი­მართ და ოჯახ­ში ძა­ლა­დო­ბის პრე­ვენ­ცი­ის მიზ­ნით, ბოლო წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ არა­ერ­თი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ღო­ნის­ძი­ე­ბა გან­ხორ­ცი­ელ­და.

„და­იხ­ვე­წა კა­ნონ­მდებ­ლო­ბა, ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლთათ­ვის შე­იქ­მნა და­მა­ტე­ბი­თი სა­კა­ნონ­მდებ­ლო გა­რან­ტი­ე­ბი და გაძ­ლი­ერ­და ინ­სტი­ტუ­ცი­უ­რი მე­ქა­ნიზ­მე­ბი. ამის მი­უ­ხე­და­ვად, პრობ­ლე­მა კვლავ აქ­ტუ­ა­ლუ­რია, რა­საც კი­დევ უფრო არ­თუ­ლებს პან­დე­მი­ის შე­დე­გად გა­მოწ­ვე­უ­ლი გა­რე­მო­ე­ბე­ბი“-აღ­ნიშ­ნა მან.

მი­სი­ვე თქმით, ძა­ლა­დო­ბის აღ­მო­სა­ფხვრე­ლად, აუ­ცი­ლე­ბე­ლია ევ­რო­პუ­ლი ქვეყ­ნე­ბის გა­მოც­დი­ლე­ბის გა­ზი­ა­რე­ბა და გენ­დერუ­ლი თა­ნას­წო­რო­ბის ბა­ლან­სი­სა და სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტე­ბის დაც­ვა. აღ­ნიშ­ნუ­ლი პო­ლი­ტი­კის გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად კი, ათეა აქ­ტი­უ­რად თა­ნამ­შრომ­ლობს რო­გორც ცენ­ტრა­ლურ, ასე­ვე, ად­გი­ლობ­რივ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან.

ძა­ლა­დო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ 16 დღი­ა­ნი კამ­პა­ნია, რო­მე­ლიც მთელს მსოფ­ლი­ო­ში 1991 წლი­დან იმარ­თე­ბა, 25 ნო­ემ­ბერს - ქალ­თა მი­მართ ძა­ლა­დო­ბის აღ­მო­ფხვრის სა­ერ­თა­შო­რი­სო დღეს იწყე­ბა და 10 დე­კემ­ბერს - ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა დაც­ვის სა­ერ­თა­შო­რი­სო დღეს სრულ­დე­ბა.

კამ­პა­ნი­ის პე­რი­ოდ­ში, უფ­ლე­ბა­დამ­ცველ ქალ­თა სა­ერ­თა­შო­რი­სო დღე (29 ნო­ემ­ბე­რი), შიდსის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლის სა­ერ­თა­შო­რი­სო დღე (1 დე­კემ­ბე­რი), მო­ხა­ლი­სე­თა სა­ერ­თა­შო­რი­სო დღე (5დე­კემ­ბე­რი) და მონ­რე­ალ­ში მომ­ხდა­რი ტრა­გე­დი­ის ხსოვ­ნის დღე (6 დე­კემ­ბე­რი) აღი­ნიშ­ნე­ბა.

გენ­დერუ­ლი ძა­ლა­დო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ 16 დღი­ა­ნი კამ­პა­ნი­ის მხარ­დამ­ჭე­რი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი ათე­ას მიერ, გა­ე­როს ქალ­თა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბით, პრო­ექ­ტის „კარ­გი მმარ­თვე­ლო­ბა გენ­დერუ­ლი თა­ნას­წო­რო­ბის­თვის სა­ქარ­თვე­ლო­ში“ ფარ­გლებ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს. პრო­ექ­ტი ნორ­ვე­გი­ის მთავ­რო­ბის მხარ­და­ჭე­რით ხორ­ცი­ელ­დე­ბა.

R

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ალიყულიხან იბნ ალი.
6

მოგონილი თემაა. ამერიკიდან დაწყებული, აქეთ გვეძალავებიან ნორმალურ საზოგადოებას სხვა და სხვა გენდერული წარმოშობის ერთეულები. ძალით გვატენიან და გვახსენებენ თავს. როდესაც საქართველოში მათთვის აფსოლუტური სასათბურე პირობებია შექმნილი ყველა დონის ეშელონებში.

ავტორი:

ათეა გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიან გლობალურ კამპანიას უერთდება

ათეა გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიან გლობალურ კამპანიას უერთდება

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია (NALAG) გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიან გლობალურ კამპანიას უერთდება.

ათეა, როგორც საქართველოს მუნიციპალიტეტების გამაერთიანებელი ქოლგა ორგანიზაცია, მხარს უჭერს საზოგადოების ყველა სფეროში გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფისა და ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის მიმართულებით არსებული სახელმწიფო პოლიტიკის მექანიზმებს და მოუწოდებს წევრ მუნიციპალიტეტებს, შეურთდნენ გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიან გლობალურ კამპანიას და განახორციელონ ისეთი აქტივობები, რომლებიც საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისა და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში არსებულ გამოწვევებს უპასუხებს.

სწორედ აღნიშნული კამპანიის ხელშეწყობის მიზნით, ათეა-მ გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან ერთად, ნორვეგიის მთავრობის მხარდაჭერით და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციისა და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან თანამშრომლობით, შეიმუშავა დამხმარე ინსტრუქცია საქართველოს მუნიციპალიტეტებისთვის, რომელიც ძალადობის პრევენციის მიმართულებით განსახორციელებელ ღონიძიებებსა და საქართველოში არსებული სერვისების შესახებ ინფორმაციულ, ასევე, ფოტო და ვიდეო მასალას მოიცავს.

16 დღიანი კამპანიის ფარგლებში, ასევე დამზადდება საინფორმაციო ხასიათის ბეჭდური და ვიდეო მასალა, რომელიც საზოგადოებას მსხვერპლთა მხარდაჭერისა და ძალადობის დაძლევის პრევენციის მიზნით, საქართველოში არსებული სახელმწიფო სერვისების შესახებ აუცილებელ ინფორმაციას მიაწოდებს.

ამავე კამპანიის ფარგლებში, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის ინიციატივით, შეიქმნება მედია ქსელი, რომლის მიზანსაც გენდერული თანასწორობის საბჭოებთან მჭიდრო თანამშრომლობა, გამოწვევების დასაძლევად ერთიანი მესიჯების შემუშავება, ასევე მუნიციპალიტეტების მიერ განხორციელებული კარგი მაგალითებისა და პრაქტიკის გაზიარება და მედიამხარდაჭერა წარმოადგენს.

სამუშაო ჯგუფი, ათეა-სა და 64-ვე მუნიციპალიტეტის საზოგადაობასა და მედიასთან ერთიერთობის სამსახურის წარმომადგენლებით იქნება დაკომპლექტებული, რომელიც ხელს შეუწყობს ადგილობრივ დონეზე გენდერული თანასწორობის უზრუნველმყოფი და ძალადობის აღმოფხვრის მექანიზმების, ასევე სახელმწიფო სერვისების შესახებ მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებას.

ათეას მედია ქსელი, როგორც ერთგვარი ინსტრუმენტი, პროექტის დასრულების შემდგომაც გააგრძელებს ფუნქციონირებას და ხელს შეუწყობს გენდერული თანასწორობის მხარდამჭერი ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებას წევრ მუნიციპალიტეტებში.

ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილის, პროექტის „გენდერული პოლიტიკის ლოკალიზაცია“ კოორდინატორის - ნათია ღვინაშვილის განცხადებით, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის პრევენციის მიზნით, ბოლო წლების განმავლობაში, საქართველოს ხელისუფლების მიერ არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება განხორციელდა.

„დაიხვეწა კანონმდებლობა, ძალადობის მსხვერპლთათვის შეიქმნა დამატებითი საკანონმდებლო გარანტიები და გაძლიერდა ინსტიტუციური მექანიზმები. ამის მიუხედავად, პრობლემა კვლავ აქტუალურია, რასაც კიდევ უფრო ართულებს პანდემიის შედეგად გამოწვეული გარემოებები“-აღნიშნა მან.

მისივე თქმით, ძალადობის აღმოსაფხვრელად, აუცილებელია ევროპული ქვეყნების გამოცდილების გაზიარება და გენდერული თანასწორობის ბალანსისა და საერთაშორისო სტანდარტების დაცვა. აღნიშნული პოლიტიკის განსახორციელებლად კი, ათეა აქტიურად თანამშრომლობს როგორც ცენტრალურ, ასევე, ადგილობრივ ხელისუფლებასთან.

ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანია, რომელიც მთელს მსოფლიოში 1991 წლიდან იმართება, 25 ნოემბერს - ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს იწყება და 10 დეკემბერს - ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს სრულდება.

კამპანიის პერიოდში, უფლებადამცველ ქალთა საერთაშორისო დღე (29 ნოემბერი), შიდსის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღე (1 დეკემბერი), მოხალისეთა საერთაშორისო დღე (5დეკემბერი) და მონრეალში მომხდარი ტრაგედიის ხსოვნის დღე (6 დეკემბერი) აღინიშნება.

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანიის მხარდამჭერი ღონისძიებები ათეას მიერ, გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან თანამშრომლობით, პროექტის „კარგი მმართველობა გენდერული თანასწორობისთვის საქართველოში“ ფარგლებში მიმდინარეობს. პროექტი ნორვეგიის მთავრობის მხარდაჭერით ხორციელდება.

R

როგორი უნდა იყოს ბავშვის კვების რაციონი პანდემიის პერიოდში?

„გაგუას კლინიკის“ ინიციატივით Facebook ჯგუფი “ორსულობა და კოვიდ 19” შეიქმნა

Wolt-ის ლურჯი პარასკევი დაიწყო

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"