პოლიტიკა
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
Faceამბები
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
სპორტი
მეცნიერება
მოზაიკა
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"კორონავირუსით მეტროს 20-მდე მემანქანეა ინფიცირებული" - სატრანსპორტო კომპანია
"კორონავირუსით მეტროს 20-მდე მემანქანეა ინფიცირებული" - სატრანსპორტო კომპანია

თბი­ლი­სის სატ­რან­სპორ­ტო კომ­პა­ნი­ის ცნო­ბით, თბი­ლი­სის მეტ­რო­პო­ლი­ტენს 250 მე­მან­ქა­ნე ჰყავს, რო­მელ­თა­გან დღე­ის მდგო­მა­რე­ო­ბით, და­ახ­ლო­ე­ბით 20-მდეა ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი. ყვე­ლა მათ­გა­ნი შე­სა­ბა­მის მკურ­ნა­ლო­ბას გა­დის.

რო­გორც „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“თბი­ლი­სის სატ­რან­სპორ­ტო კომ­პა­ნი­ის სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბი­სა და მარ­კე­ტინ­გის სამ­სა­ხუ­რის უფ­როს­მა ლელა სე­თუ­რი­ძემ გა­ნუ­ცხა­და, მათ ყვე­ლა სა­ჭი­რო რე­სურ­სი გა­აჩ­ნი­ათ იმის­თვის, რომ თბი­ლი­სის მეტ­რომ იმუ­შა­ოს სრუ­ლი დატ­ვირ­თვით და მგზავ­რებს გა­და­ად­გი­ლე­ბი­სას დის­კომ­ფორ­ტი არ შე­ექ­მნათ.

მათი გან­მარ­ტე­ბით, თბი­ლი­სის მეტ­როს მე­მან­ქა­ნე­თა და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი პრო­ფე­სი­უ­ლი კავ­ში­რი „ერ­თო­ბა 2013“-ს რე­კო­მენ­და­ცია, რომ მეტ­როს სა­მუ­შაო სა­ა­თე­ბი შემ­ცი­რე­ბუ­ლი­ყო, მგზავ­რთა გა­ცი­ლე­ბით დიდი ნა­კა­დის თავ­მოყ­რას გა­მო­იწ­ვევ­და.

„მათ მიერ შე­მო­თა­ვა­ზე­ბუ­ლი ვა­რი­ან­ტი, რომ შემ­ცი­რე­ბუ­ლი­ყო თბი­ლი­სის მეტ­როს მუ­შა­ო­ბის სა­ა­თე­ბი და ასე­ვე, გაზ­რდი­ლი­ყო ინ­ტერ­ვა­ლი, ამ ეტაპ­ზე ვე­რა­ნა­ი­რად ვერ იქ­ნე­ბო­და მი­სა­ღე­ბი, რად­გან მსგავ­სი ტი­პის რე­კო­მენ­და­ცებს დარ­გის სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი გას­ცე­მენ, ხოლო ჩვენ სრუ­ლად ვმოქ­მე­დებთ მათ მიერ გა­ცე­მუ­ლი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის მი­ხედ­ვით. ეს ყვე­ლა­ფე­რი გა­მო­იწ­ვევ­და მეტი მგზავ­რის თავ­მოყ­რას, რო­გორც სად­გუ­რებ­ში, ასე­ვე მეტ­როს ვა­გო­ნებ­ში, მუ­ნი­ცი­პა­ლურ ავ­ტო­ბუს­ში, რაც ჩვენს მო­სახ­ლე­ო­ბას მძი­მედ და­აწ­ვე­ბო­და. ჩვენ ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი ვართ იმა­ზე, რომ რაც შე­იძ­ლე­ბა მცი­რე ინ­ტერ­ვა­ლით უზ­რუნ­ველ­ვყოთ მგზავ­რე­ბის სწრა­ფი გა­და­ად­გი­ლე­ბა, რომ ხელი შე­ვუ­შა­ლოთ მგზავ­რე­ბის თავ­მოყ­რას სა­ლო­ნებ­ში, რო­გორც ავ­ტო­ბუს­ში, ასე­ვე მეტ­რო­ში.

რაც შე­ე­ხე­ბა ჩვენს ინ­ფი­ცი­რე­ბულ თა­ნამ­შრომ­ლებს, სულ გვყავს 250 მე­მან­ქა­ნე, აქე­დან დღე­ის მდგო­მა­რე­ო­ბით, ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლია და­ახ­ლო­ე­ბით 20-მდე მე­მან­ქა­ნე. ისი­ნი შე­სა­ბა­მის მკურ­ნა­ლო­ბას გა­დი­ან. შე­სა­ბა­მი­სად, სატ­რან­სპორ­ტო კომ­პა­ნი­ას სრუ­ლად გა­აჩ­ნია სა­ჭი­რო ადა­მი­ა­ნუ­რი რე­სურ­სი იმის­თვის, რომ თბი­ლი­სის მეტ­რომ იმუ­შა­ვოს სრუ­ლი დატ­ვირ­თვით და ჩვენს მგზავ­რებს არ შე­ვუქ­მნათ დის­კომ­ფორ­ტი გა­და­ად­გი­ლე­ბი­სას.

გარ­და ამი­სა, და­ცუ­ლია უსაფრ­თხო­ე­ბის ზო­მე­ბი, მეტ­რო­სად­გუ­რის მა­ტა­რებ­ლე­ბის, ასე­ვე მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი ავ­ტო­ბუ­სე­ბის ყო­ველ­დღი­უ­რი დე­ზინ­ფექ­ცია ტარ­დე­ბა. გარ­და ამი­სა, სატ­რან­სპორ­ტო კომ­პა­ნი­ას ჰყავს კონ­ტრაქ­ტო­რი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი, რომ­ლე­ბიც უზ­რუნ­ველ­ყო­ფენ, რომ ისეთ საკ­ვან­ძო პო­ზი­ცი­ებ­ზე მყოფ თა­ნამ­შრომ­ლებს, რო­გო­რიც არი­ან მე­მან­ქა­ნე­ე­ბი, მძღო­ლე­ბი, კონ­ტრო­ლი­ო­რე­ბი, სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, ჩა­უ­ტარ­დეთ რო­გორც PCR კვლე­ვა, ასე­ვე სწრა­ფი ტეს­ტი­რე­ბაც. თბი­ლი­სის მეტ­როს მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი ჰყავს ყვე­ლა ის თა­ნამ­შრო­მე­ლი, რომ­ლებ­მაც უნდა უზ­რუნ­ველ­ყონ მგზავ­რე­ბის­თვის შე­უ­ფერ­ხე­ბე­ლი გა­და­ად­გი­ლე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა“,-გა­ნა­ცხა­დეს თბი­ლი­სის სატ­რან­სპორ­ტო კომ­პა­ნი­ა­ში.

ცნო­ბის­თვის, თბი­ლი­სის მეტ­როს მე­მან­ქა­ნე­თა და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი პრო­ფე­სი­უ­ლი კავ­ში­რი „ერ­თო­ბა 2013“-ის გან­ცხა­დე­ბით, მეტ­როს მე­მან­ქა­ნე­ე­ბი­სა და სხვა პო­ზი­ცი­ებ­ზე და­საქ­მე­ბუ­ლი თა­ნამ­შრომ­ლე­ბის დიდი ნა­წი­ლი ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლია.

მათი გან­ცხა­დე­ბით, არ­სე­ბულ რთულ ვი­თა­რე­ბა­ზე სრუ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა სატ­რან­სპორ­ტო კომ­პა­ნი­ის გე­ნე­რა­ლურ დი­რექ­ტორ­სა და მე­ნე­ჯმენტს ეკის­რე­ბა, რად­გან მათ არ გა­ით­ვა­ლის­წი­ნეს მეტ­როს მე­მან­ქა­ნე­თა პროფ­კავ­ში­რის რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი, რაც გუ­ლის­ხმობ­და, დი­ლით 7:00 სა­ათ­ზე მეტ­როს გახ­სნას და სა­ღა­მოს 21:00 ზე ჩა­კეტ­ვას.

„ერ­თო­ბა 2013“ მკაც­რი შე­ზღუდ­ვე­ბის და­უ­ყოვ­ნებ­ლივ მი­ღე­ბას მო­ი­თხოვს. მათი თქმით, შე­საძ­ლე­ბე­ლია მეტ­რო გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დით გა­ჩერ­დეს, რათა არ მოხ­დეს ვირუ­სის უკონ­ტრო­ლო გავ­რცე­ლე­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

"კორონავირუსით მეტროს 20-მდე მემანქანეა ინფიცირებული" - სატრანსპორტო კომპანია

"კორონავირუსით მეტროს 20-მდე მემანქანეა ინფიცირებული" - სატრანსპორტო კომპანია

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ცნობით, თბილისის მეტროპოლიტენს 250 მემანქანე ჰყავს, რომელთაგან დღეის მდგომარეობით, დაახლოებით 20-მდეა ინფიცირებული. ყველა მათგანი შესაბამის მკურნალობას გადის.

როგორც „ინტერპრესნიუსს“თბილისის სატრანსპორტო კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის სამსახურის უფროსმა ლელა სეთურიძემ განუცხადა, მათ ყველა საჭირო რესურსი გააჩნიათ იმისთვის, რომ თბილისის მეტრომ იმუშაოს სრული დატვირთვით და მგზავრებს გადაადგილებისას დისკომფორტი არ შეექმნათ.

მათი განმარტებით, თბილისის მეტროს მემანქანეთა დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი „ერთობა 2013“-ს რეკომენდაცია, რომ მეტროს სამუშაო საათები შემცირებულიყო, მგზავრთა გაცილებით დიდი ნაკადის თავმოყრას გამოიწვევდა.

„მათ მიერ შემოთავაზებული ვარიანტი, რომ შემცირებულიყო თბილისის მეტროს მუშაობის საათები და ასევე, გაზრდილიყო ინტერვალი, ამ ეტაპზე ვერანაირად ვერ იქნებოდა მისაღები, რადგან მსგავსი ტიპის რეკომენდაცებს დარგის სპეციალისტები გასცემენ, ხოლო ჩვენ სრულად ვმოქმედებთ მათ მიერ გაცემული რეკომენდაციების მიხედვით. ეს ყველაფერი გამოიწვევდა მეტი მგზავრის თავმოყრას, როგორც სადგურებში, ასევე მეტროს ვაგონებში, მუნიციპალურ ავტობუსში, რაც ჩვენს მოსახლეობას მძიმედ დააწვებოდა. ჩვენ ორიენტირებული ვართ იმაზე, რომ რაც შეიძლება მცირე ინტერვალით უზრუნველვყოთ მგზავრების სწრაფი გადაადგილება, რომ ხელი შევუშალოთ მგზავრების თავმოყრას სალონებში, როგორც ავტობუსში, ასევე მეტროში.

რაც შეეხება ჩვენს ინფიცირებულ თანამშრომლებს, სულ გვყავს 250 მემანქანე, აქედან დღეის მდგომარეობით, ინფიცირებულია დაახლოებით 20-მდე მემანქანე. ისინი შესაბამის მკურნალობას გადიან. შესაბამისად, სატრანსპორტო კომპანიას სრულად გააჩნია საჭირო ადამიანური რესურსი იმისთვის, რომ თბილისის მეტრომ იმუშავოს სრული დატვირთვით და ჩვენს მგზავრებს არ შევუქმნათ დისკომფორტი გადაადგილებისას.

გარდა ამისა, დაცულია უსაფრთხოების ზომები, მეტროსადგურის მატარებლების, ასევე მუნიციპალური ავტობუსების ყოველდღიური დეზინფექცია ტარდება. გარდა ამისა, სატრანსპორტო კომპანიას ჰყავს კონტრაქტორი ორგანიზაციები, რომლებიც უზრუნველყოფენ, რომ ისეთ საკვანძო პოზიციებზე მყოფ თანამშრომლებს, როგორიც არიან მემანქანეები, მძღოლები, კონტროლიორები, საჭიროების შემთხვევაში, ჩაუტარდეთ როგორც PCR კვლევა, ასევე სწრაფი ტესტირებაც. თბილისის მეტროს მობილიზებული ჰყავს ყველა ის თანამშრომელი, რომლებმაც უნდა უზრუნველყონ მგზავრებისთვის შეუფერხებელი გადაადგილების საშუალება“,-განაცხადეს თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში.

ცნობისთვის, თბილისის მეტროს მემანქანეთა დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი „ერთობა 2013“-ის განცხადებით, მეტროს მემანქანეებისა და სხვა პოზიციებზე დასაქმებული თანამშრომლების დიდი ნაწილი ინფიცირებულია.

მათი განცხადებით, არსებულ რთულ ვითარებაზე სრული პასუხისმგებლობა სატრანსპორტო კომპანიის გენერალურ დირექტორსა და მენეჯმენტს ეკისრება, რადგან მათ არ გაითვალისწინეს მეტროს მემანქანეთა პროფკავშირის რეკომენდაციები, რაც გულისხმობდა, დილით 7:00 საათზე მეტროს გახსნას და საღამოს 21:00 ზე ჩაკეტვას.

„ერთობა 2013“ მკაცრი შეზღუდვების დაუყოვნებლივ მიღებას მოითხოვს. მათი თქმით, შესაძლებელია მეტრო გარკვეული პერიოდით გაჩერდეს, რათა არ მოხდეს ვირუსის უკონტროლო გავრცელება.

"ტირილით ჩამოვიდა კლინიკიდან, რომელმაც არ მიიღო..." - ახალციხეში კორონავირუსით მამა-შვილი გარდაიცვალა

"ნახევარი საათითაც რომ შეგვზღუდონ, ეს "ლოქდაუნია" - რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელი

გაჩერდება თუ არა მეტრო ინფიცირებული მემანქანეების გამო? - კახა კალაძის პასუხი