სპორტი
მსოფლიო
სამხედრო
სამართალი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პირველად ქართულ ენაზე - რიდიან ბრუკის "ომის შედეგები" ჟურნალ "გზასთან" ერთად იქნება ხელმისაწვდომი
პირველად ქართულ ენაზე - რიდიან ბრუკის "ომის შედეგები" ჟურნალ "გზასთან" ერთად იქნება ხელმისაწვდომი

ომი მნიშ­ვნე­ლო­ვან კვალს ტო­ვებს არა მარ­ტო ადა­მი­ან­თა ცხოვ­რე­ბა­სა და ხა­სი­ათ­ზე, არა­მედ ლი­ტე­რა­ტუ­რა­სა და კი­ნო­ზე. სე­რია "ომებ­სა და ადა­მი­ა­ნებ­ზე", რომ­ლის გა­მო­ცე­მაც "პა­ლიტ­რა L-მა" სულ ახალ­ა­ხან და­ი­წყო, აერ­თი­ა­ნებს ომის თე­მა­ტი­კა­ზე შექ­მნილ ლი­ტე­რა­ტუ­რას.

26 ნო­ემ­ბრი­დან ჟურ­ნალ "გზას­თან" ერ­თად მკი­თხვე­ლი სე­რი­ის ახალ წიგნს მი­ი­ღებს. ეს არის რი­დი­ან ბრუ­კის ბესტსე­ლე­რი "ომის შე­დე­გე­ბი", რო­მე­ლიც ქარ­თულ ენა­ზე პირ­ვე­ლად ითარ­გმნა.

წიგ­ნი მოგ­ვი­თხრობს 1946 წლის პე­რი­ო­დის ადა­მი­ა­ნებ­ზე. რი­დი­ან ბრუ­კი გვი­ამ­ბობს დან­გრე­უ­ლი ჰამ­ბურ­გის შე­სა­ხებ, სა­დაც ბრი­ტა­ნე­ლე­ბი „წეს­რი­გის“ და­სამ­ყა­რებ­ლად ჩა­დი­ან. ჰამ­ბურ­გის დრო­ე­ბით მე­რად ბრი­ტა­ნე­ლი სამ­ხედ­რო ინიშ­ნე­ბა, რო­მელ­საც ომის დროს 11 წლის შვი­ლი და­ე­ღუ­პა. ის ქა­ლა­ქის აღ­სად­გე­ნად იწყებს მუ­შა­ო­ბას. ბრი­ტა­ნე­ლი სამ­ხედ­რო გერ­მა­ნი­ა­ში ცოლ­თან ერ­თად ჩა­დის. მას­პინ­ძლე­ბი გერ­მა­ნე­ლი მამა-შვი­ლი არი­ან, რომ­ლებ­მაც ომში ასე­ვე უმ­ძი­მე­სი და­ნა­კარ­გი გა­ნი­ცა­დეს.

ზი­ზღით, შუ­რის­ძი­ე­ბის წყურ­ვი­ლი­თა და მტრო­ბით და­წყე­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი იც­ვლე­ბა, ორი­ვე მხა­რე თა­ვის და­ნა­კარგს გლო­ვობს, ორი­ვე თა­ვი­დან და­წყე­ბას ცდი­ლობს...

ეს არის რო­მა­ნი სი­ძულ­ვი­ლის სიყ­ვა­რუ­ლად ქცე­ვის შე­სა­ხებ.

წიგ­ნის მთარ­გმნე­ლი ლე­ვან ინა­სა­რი­ძე აღ­ნიშ­ნავს, რომ ავ­ტორს ყო­ველ­გვა­რი მა­ღალ­ფარ­დოვ­ნე­ბის გა­რე­შე, მხატ­ვრუ­ლი ოს­ტა­ტო­ბით აქვს ასა­ხუ­ლი ომის უმ­ძი­მე­სი შე­დე­გე­ბი და მის მიერ ადა­მი­ა­ნებ­ზე დას­მუ­ლი დაღი.

„ავ­ტო­რის გზავ­ნი­ლი საკ­მა­ოდ მკა­ფი­ოა: არა ომს! ხოლო თუ რა­ტომ არა, ეს ნაჩ­ვე­ნე­ბია კონ­კრე­ტუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის, ოჯა­ხე­ბის ბე­დით, რო­მე­ლიც ამ ომმა გან­სა­ზღვრა“, - აღ­ნიშ­ნავს ის.

წიგ­ნის მი­ხედ­ვით, გა­და­ღე­ბუ­ლია ფილ­მი, რო­მელ­შიც მთა­ვარ რო­ლებს კირა ნა­ით­ლი და ალექ­სან­დრ სკარსგარ­დი ას­რუ­ლე­ბენ.

წიგ­ნის სპე­ცი­ა­ლუ­რი ფასი იქ­ნე­ბა 8.00 ლარი, ჟურ­ნალ­თან ერ­თად - 10.00.

იკი­თხეთ "ბიბ­ლუ­სის" მა­ღა­ზი­ებ­სა და პრე­სის გავ­რცე­ლე­ბის წერ­ტი­ლებ­ში.

გა­მო­წე­რის შემ­თხვე­ვა­ში, მი­მარ­თეთ elva.ge-ს ქოლ-ცენ­ტრს: 0322 38 26 73; 0322 38 26 74

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ახალი რომის პაპის ასარჩევად კონკლავი სიქსტეს კაპელაში დღეს შეიკრიბება
ავტორი:

პირველად ქართულ ენაზე - რიდიან ბრუკის "ომის შედეგები" ჟურნალ "გზასთან" ერთად იქნება ხელმისაწვდომი

პირველად ქართულ ენაზე - რიდიან ბრუკის "ომის შედეგები" ჟურნალ "გზასთან" ერთად იქნება ხელმისაწვდომი

ომი მნიშვნელოვან კვალს ტოვებს არა მარტო ადამიანთა ცხოვრებასა და ხასიათზე, არამედ ლიტერატურასა და კინოზე. სერია "ომებსა და ადამიანებზე", რომლის გამოცემაც "პალიტრა L-მა" სულ ახალახან დაიწყო, აერთიანებს ომის თემატიკაზე შექმნილ ლიტერატურას.

26 ნოემბრიდან ჟურნალ "გზასთან" ერთად მკითხველი სერიის ახალ წიგნს მიიღებს. ეს არის რიდიან ბრუკის ბესტსელერი "ომის შედეგები", რომელიც ქართულ ენაზე პირველად ითარგმნა.

წიგნი მოგვითხრობს 1946 წლის პერიოდის ადამიანებზე. რიდიან ბრუკი გვიამბობს დანგრეული ჰამბურგის შესახებ, სადაც ბრიტანელები „წესრიგის“ დასამყარებლად ჩადიან. ჰამბურგის დროებით მერად ბრიტანელი სამხედრო ინიშნება, რომელსაც ომის დროს 11 წლის შვილი დაეღუპა. ის ქალაქის აღსადგენად იწყებს მუშაობას. ბრიტანელი სამხედრო გერმანიაში ცოლთან ერთად ჩადის. მასპინძლები გერმანელი მამა-შვილი არიან, რომლებმაც ომში ასევე უმძიმესი დანაკარგი განიცადეს.

ზიზღით, შურისძიების წყურვილითა და მტრობით დაწყებული ურთიერთობები იცვლება, ორივე მხარე თავის დანაკარგს გლოვობს, ორივე თავიდან დაწყებას ცდილობს...

ეს არის რომანი სიძულვილის სიყვარულად ქცევის შესახებ.

წიგნის მთარგმნელი ლევან ინასარიძე აღნიშნავს, რომ ავტორს ყოველგვარი მაღალფარდოვნების გარეშე, მხატვრული ოსტატობით აქვს ასახული ომის უმძიმესი შედეგები და მის მიერ ადამიანებზე დასმული დაღი.

„ავტორის გზავნილი საკმაოდ მკაფიოა: არა ომს! ხოლო თუ რატომ არა, ეს ნაჩვენებია კონკრეტული ადამიანების, ოჯახების ბედით, რომელიც ამ ომმა განსაზღვრა“, - აღნიშნავს ის.

წიგნის მიხედვით, გადაღებულია ფილმი, რომელშიც მთავარ როლებს კირა ნაითლი და ალექსანდრ სკარსგარდი ასრულებენ.

წიგნის სპეციალური ფასი იქნება 8.00 ლარი, ჟურნალთან ერთად - 10.00.

იკითხეთ "ბიბლუსის" მაღაზიებსა და პრესის გავრცელების წერტილებში.

გამოწერის შემთხვევაში, მიმართეთ elva.ge-ს ქოლ-ცენტრს: 0322 38 26 73; 0322 38 26 74

აუდიოწიგნები სიმბოლურ ფასად, 10 თეთრად - "გუდას" კამპანია ბავშვებისთვის

სიკვდილი მოკვდა! ოღონდ ავირჩიოთ ღმერთი!

23 ნოემბრიდან საუკუნის პროექტის „ბიბლია განმარტებებით“ 9 ტომი ახალ აღთქმას დაეთმობა