სამხედრო
საზოგადოება

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
სამართალი
სპორტი
მსოფლიო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მგონი, როგორც ხელისუფლება, ასევე ოპოზიციის წარმომადგენლები აცნობიერებენ, რომ აუცილებელია შეთანხმება" - კახა კალაძე
"მგონი, როგორც ხელისუფლება, ასევე ოპოზიციის წარმომადგენლები აცნობიერებენ, რომ აუცილებელია შეთანხმება" - კახა კალაძე

რო­გორც ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, ასე­ვე ოპო­ზი­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი აც­ნო­ბი­ე­რე­ბენ, რომ შე­თან­ხმე­ბა აუ­ცი­ლე­ბე­ლია,- ამის შე­სა­ხებ თბი­ლი­სის მერ­მა, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" გე­ნე­რა­ლურ­მა მდი­ვან­მა კახა კა­ლა­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებს მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის მე­სა­მე რა­უნდთან და­კავ­ში­რე­ბით გა­ნუ­ცხა­და.

მისი თქმით, ყვე­ლას კარ­გად ეს­მის, რომ ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ქვეყ­ნის ინ­ტე­რე­სე­ბია.

"ამ დღე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ცხა­დი იქ­ნე­ბა, თუ რო­დის გა­ი­მარ­თე­ბა ეს შეხ­ვედ­რა. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ის, რომ მგო­ნი ყვე­ლა აც­ნო­ბი­ე­რებს - რო­გორც ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, ასე­ვე ოპო­ზი­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, რომ აუ­ცი­ლე­ბე­ლია მოხ­დეს შე­თან­ხმე­ბა. ვფიქ­რობ, რომ ძა­ლი­ან დიდი ნა­წი­ლი ოპო­ნენ­ტე­ბი­სა ფიქ­რობს ასე, რად­გან ყვე­ლას კარ­გად გვეს­მის, რომ ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა.

მო­ლა­პა­რა­კე­ბებ­ში ჩარ­თუ­ლი არი­ან ფა­სი­ლი­ტა­ტო­რი ელ­ჩე­ბი, რის­თვი­საც მინ­და მათ დიდი მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო, თუმ­ცა, კარ­გი იქ­ნე­ბო­და მე­გო­ბა­რი ქვეყ­ნე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბა არ სჭირ­დე­ბო­დეს ქვეყ­ნის შიგ­ნით პო­ლი­ტი­კის კე­თე­ბას და მათ გა­რე­შე შეგ­ვეძ­ლოს ურ­თი­ერ­თო­ბის დამ­ყა­რე­ბა, მო­ლა­პა­რა­კე­ბის წარ­მო­ე­ბა. თუმ­ცა, ალ­ბათ ჯერ არ ვართ მზად ამის­თვის, ამას სჭირ­დე­ბა გარ­კვე­უ­ლი დრო და აქამ­დეც მი­ვალთ", - გა­ნა­ცხა­და კა­ლა­ძემ.

მან ასე­ვე უპა­სუ­ხა შე­კი­თხვას, რამ­დე­ნად შე­იძ­ლე­ბა შე­თან­ხმე­ბის სა­გა­ნი იყოს პო­ლიტ­პა­ტიმ­რე­ბის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა, რა­ზეც აღ­ნიშ­ნა: "ვის­მენთ გარ­კვე­ულ გან­ცხა­დე­ბებს, თუმ­ცა, ეს შე­თან­ხმე­ბის ან მო­ლა­პა­რა­კე­ბის სა­გა­ნი ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან არ ყო­ფი­ლა. მას შემ­დეგ იქ­ნე­ბა კონ­კრე­ტი­კა, როცა შეხ­ვედ­რა იქ­ნე­ბა."

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
არა ქოცს! არა ნაცს!
1

რაღაც სხვანაირად ჭიკჭიკებ აი.....

ალექს
0

მე ადრე შევთავაზე მოსახლეობას თუმან თუმანი დაგვედო და აღგვეწერა ამომრჩეველი აქაც და ემიგრაციაშიც და მაგ საარჩევნო სიით ჩაგვეტარებინა არჩევნები , ჩვენ თვითონ , დიახ !

ავტორი:

"მგონი, როგორც ხელისუფლება, ასევე ოპოზიციის წარმომადგენლები აცნობიერებენ, რომ აუცილებელია შეთანხმება" - კახა კალაძე

"მგონი, როგორც ხელისუფლება, ასევე ოპოზიციის წარმომადგენლები აცნობიერებენ, რომ აუცილებელია შეთანხმება" - კახა კალაძე

როგორც ხელისუფლება, ასევე ოპოზიციის წარმომადგენლები აცნობიერებენ, რომ შეთანხმება აუცილებელია,- ამის შესახებ თბილისის მერმა, "ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს მოლაპარაკებების მესამე რაუნდთან დაკავშირებით განუცხადა.

მისი თქმით, ყველას კარგად ესმის, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ქვეყნის ინტერესებია.

"ამ დღეების განმავლობაში ცხადი იქნება, თუ როდის გაიმართება ეს შეხვედრა. მნიშვნელოვანია ის, რომ მგონი ყველა აცნობიერებს - როგორც ხელისუფლება, ასევე ოპოზიციის წარმომადგენლები, რომ აუცილებელია მოხდეს შეთანხმება. ვფიქრობ, რომ ძალიან დიდი ნაწილი ოპონენტებისა ფიქრობს ასე, რადგან ყველას კარგად გვესმის, რომ ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყანა.

მოლაპარაკებებში ჩართული არიან ფასილიტატორი ელჩები, რისთვისაც მინდა მათ დიდი მადლობა გადავუხადო, თუმცა, კარგი იქნებოდა მეგობარი ქვეყნების ჩართულობა არ სჭირდებოდეს ქვეყნის შიგნით პოლიტიკის კეთებას და მათ გარეშე შეგვეძლოს ურთიერთობის დამყარება, მოლაპარაკების წარმოება. თუმცა, ალბათ ჯერ არ ვართ მზად ამისთვის, ამას სჭირდება გარკვეული დრო და აქამდეც მივალთ", - განაცხადა კალაძემ.

მან ასევე უპასუხა შეკითხვას, რამდენად შეიძლება შეთანხმების საგანი იყოს პოლიტპატიმრების გათავისუფლება, რაზეც აღნიშნა: "ვისმენთ გარკვეულ განცხადებებს, თუმცა, ეს შეთანხმების ან მოლაპარაკების საგანი ხელისუფლებასთან არ ყოფილა. მას შემდეგ იქნება კონკრეტიკა, როცა შეხვედრა იქნება."

აფრიკის დასახლებაში, სადაც მერიამ შენობების დემონტაჟი დაიწყო დაპირისპირებაა - "რატომ არჩევნებამდე არ დაიწყეს აწიოკება? ვთხოვ გამოგვიყონ თავშესაფარი"

"მინისტრთა კაბინეტი არსებითად იგივე რჩება" - რას ამბობს ირაკლი კობახიძე სამთავრობო ცვლილებებზე

"მისი წასვლა, განცხადების ფორმა და შინაარსი ჩვენთვის მოულოდნელი და აუხსნელი იყო" - როგორ ეხმაურებიან პარტიიდან გრიგოლ ვაშაძის წასვლას თანაგუნდელები