საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

10

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 19:15-ზე, მთვარე მორიელში იქნება 23:58-დან დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თუ მარტო უცხოელებთან მისვლა არ არის საკმარისი, შეუძლიათ ჩვენთანაც მოვიდნენ" - მეუფე იაკობი ხელისუფლებასა და ოპოზიციაზე
"თუ მარტო უცხოელებთან მისვლა არ არის საკმარისი, შეუძლიათ ჩვენთანაც მოვიდნენ" - მეუფე იაკობი ხელისუფლებასა და ოპოზიციაზე

არ­ჩევ­ნებ­მა უნდა გაგ­ვა­ერ­თი­ა­ნოს, კი არ უნდა გაგ­ვყოს. თუ გა­რეთ ვერ ვპო­უ­ლობთ გა­მო­სა­ვალს, მარ­ტო უცხო­ე­ლებ­თან მის­ვლა არ არის საკ­მა­რი­სი, შე­უძ­ლი­ათ ჩვენ­თა­ნაც მო­ვიდ­ნენ, - ამის შე­სა­ხებ ბოდ­ბელ­მა ეპის­კო­პოს­მა, მე­უ­ფე ია­კობ­მა ქა­და­გე­ბი­სას გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, ეკ­ლე­სია არის ის ად­გი­ლი, სა­დაც შე­იძ­ლე­ბა მოხ­დეს გა­ერ­თი­ა­ნე­ბა.

მე­უ­ფე ია­კო­ბის გან­ცხა­დე­ბით, ეკ­ლე­სი­ა­ში მის­ვლის სურ­ვი­ლი არც ოპო­ზი­ცი­ის და არც ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებს არ გა­მო­უთ­ქვამთ.

„ეკ­ლე­სია არის ის ად­გი­ლი, სა­დაც შე­იძ­ლე­ბა მოხ­დეს გა­ერ­თი­ა­ნე­ბა. ხომ ხე­და­ვენ, რომ არ ჩავ­რე­ულ­ვართ არც ერთ მხა­რეს ამ არ­ჩევ­ნებ­ზე. ღმერ­თმა ყვე­ლა და­ლო­ცოს და შევ­თხოვ უფალს, გო­ნი­ერ­მა გულ­მა გა­ი­მარ­ჯვოს ქარ­თვე­ლებ­ში. შევ­ხე­დოთ ირ­გვლივ რა სი­ტუ­ა­ცი­აა, სა­ბო­ლოო ჯამ­ში, რაც არ უნდა ვი­ძა­ხოთ, კარ­გი გვინ­და ქვეყ­ნის­თვი­სო, მა­ინც მტრის წის­ქვილ­ზე და­ვას­ხამთ წყალს. ჩი­ხუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა, ძა­ლით თუ არ შე­დი­ხარ ჩიხ­ში, არ არ­სე­ბობს. რა­ღაც გა­მო­სა­ვა­ლი უნდა ვნა­ხოთ. მა­ნამ­დეც ვამ­ბობ­დი, რომ რთუ­ლი იქ­ნე­ბო­და. პირ­და­პირ ჩან­და სა­ი­თაც მივ­დი­ო­დით. ჩვენ ამას შევ­წი­რეთ ყვე­ლა­ფე­რი, ადა­მი­ა­ნე­ბის ჯან­მრთე­ლო­ბა შე­ე­წი­რა, რომ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი­ყო არ­ჩევ­ნე­ბი. იცით, რომ არ­ჩევ­ნე­ბის მერე კი არ გავ­რცელ­და, მა­ნამ­დეც საკ­მა­ოდ გავ­რცელ­და იმი­ტომ, რომ სხვა­დას­ხვა რე­გი­ონ­ში და­დი­ოდ­ნენ. კარ­გად გა­და­ხე­დეთ, მა­შინ იმა­ტებ­და დას­ნე­ბოვ­ნე­ბუ­ლე­ბის რი­ცხვი. ახ­ლაც ხე­დავთ რა პრო­ცე­სე­ბია და რაც არ უნდა შე­ზღუ­დო, არა­ფე­რი გვეშ­ვე­ლე­ბა, ღმერ­თმა თუ არ გვიშ­ვე­ლა. ად­რეც გაგ­ვაფრ­თხი­ლეს რამ­დე­ნი კაცი იყო გარ­დაც­ვლი­ლი, წე­სი­ე­რად რომ მოვ­ქცე­უ­ლი­ყა­ვით ამ­დე­ნი მსხვერ­პლი არ გვექ­ნე­ბო­და. დამ­ნა­შა­ვე­ე­ბი ვართ, ეს რომ ხდე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და მე­უ­ფე ია­კობ­მა.

მისი თქმით, ის, „დღეს რაც ხდე­ბა, ყვე­ლას და­ნა­შა­უ­ლია“.

„არ შე­იძ­ლე­ბა ქარ­თვე­ლის ასე გა­ყო­ფა. ვინც არ უნდა ყოფ­დეს, ნებ­სით თუ უნებ­ლი­ეთ, ჩვე­ნი მტრე­ბის საქ­მეს აკე­თე­ბენ. რა­ტომ უნდა ხე­დავ­დნენ უცხო ქვეყ­ნე­ბი ეკ­ლე­სი­ის როლს? ჩა­მო­ვიდ­ნენ, ნა­ხეს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, ეს აუ­ცი­ლე­ბე­ლია, როცა ქვე­ყა­ნა­ში ჩა­დი­ხარ, მაგ­რამ ჩვენ­თან, ეკ­ლე­სი­ა­ში გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი შეხ­ვედ­რა ჰქონ­დათ ამე­რი­კე­ლებს. თვი­თო­ნაც ხე­დავთ, რო­გორ გან­ცხა­დე­ბებს აკე­თე­ბენ, ჩვენს ტრა­დი­ცი­ებს აფა­სე­ბენ. ჩვე­ნი ეკ­ლე­სი­ის როლს აფა­სე­ბენ ამ ტრა­დი­ცი­ე­ბის დაც­ვა­ში. ზოგს შე­იძ­ლე­ბა არ მოს­წონ­დეს, მაგ­რამ ჩვენ ძვე­ლი დრო­ი­დან ვარ­სე­ბობთ და ახლა ყო­ველ 15 წუთ­ში ვერ შე­ვიც­ვლით ჩვენს აზ­რებს და ცხოვ­რე­ბის წესს. მინ­და ერმა იცო­დეს, არც ერთ მხა­რეს არ გა­მო­უთ­ქვამს სურ­ვი­ლი ჩვენ­თან მოს­ვლის. ჩვენ­თან არა­ვინ მო­სუ­ლა პო­ზი­ცი­ი­დან თუ ოპო­ზი­ცი­ი­დან. ვი­სურ­ვებ­დი, პო­ლი­ტი­კო­სე­ბი ისე მოქ­ცე­უ­ლიყ­ვნენ, რომ სა­ქარ­თვე­ლომ გა­ი­მარ­ჯვოს. სა­ქარ­თვე­ლო ჩვე­ნი სა­ერ­თო სახ­ლია და ნუ და­ვა­სუს­ტებთ. ერ­თმა­ნეთს ნუ ვე­ო­მე­ბით და ნუ ვჩხუ­ბობთ. გა­მო­სა­ვა­ლი უნდა ვნა­ხოთ სა­ქარ­თვე­ლოს სა­კე­თილ­დღე­ოდ. სულ ასე ერ­თმა­ნე­თის ჭა­მა­ში რო­გორ უნდა ვი­ყოთ? რა კარ­გი ერი ვართ, რო­გო­რი ნი­ჭი­ე­რი ერი ვართ, კონ­კუ­რენ­ტუ­ნა­რი­ა­ნე­ბი ვართ უცხო­ეთ­შიც რომ გავ­დი­ვართ და ერთი სა­ქარ­თვე­ლოს­თვის ვერ მოგ­ვივ­ლია. იმე­დია, მო­ვუვ­ლით და გა­და­ივ­ლის ეს ყვე­ლა­ფე­რი“, - გა­ნა­ცხა­და მე­უ­ფე ია­კობ­მა.

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
აკი
88

არ შეიძლება გაყოფაო! რაც არ უნდა მოხდეს, ნაცებს არ უნდა ეპატიოთ ის დანაშაული, რაც მათ ჩაიდინეს ქვეყნის და ერის წინაშე. ეგენი პარლამენტში იქნებიან თუ არა, რა მნიშვნელობა აქვს! ქვეყნისთვის ზიანის მეტის, არაფრის გამკეთებლები არ არიან. პარლამენტიდან კია არა საერთოდ უნდა გაქრენ ქვეყნის ცხორებიდან.

dorote
19

ჩვენთან მოვიდნენო?? რა ცოდოა ეს კაცი...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"თუ მარტო უცხოელებთან მისვლა არ არის საკმარისი, შეუძლიათ ჩვენთანაც მოვიდნენ" - მეუფე იაკობი ხელისუფლებასა და ოპოზიციაზე

"თუ მარტო უცხოელებთან მისვლა არ არის საკმარისი, შეუძლიათ ჩვენთანაც მოვიდნენ" - მეუფე იაკობი ხელისუფლებასა და ოპოზიციაზე

არჩევნებმა უნდა გაგვაერთიანოს, კი არ უნდა გაგვყოს. თუ გარეთ ვერ ვპოულობთ გამოსავალს, მარტო უცხოელებთან მისვლა არ არის საკმარისი, შეუძლიათ ჩვენთანაც მოვიდნენ, - ამის შესახებ ბოდბელმა ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ქადაგებისას განაცხადა.

მისივე თქმით, ეკლესია არის ის ადგილი, სადაც შეიძლება მოხდეს გაერთიანება.

მეუფე იაკობის განცხადებით, ეკლესიაში მისვლის სურვილი არც ოპოზიციის და არც ხელისუფლების წარმომადგენლებს არ გამოუთქვამთ.

„ეკლესია არის ის ადგილი, სადაც შეიძლება მოხდეს გაერთიანება. ხომ ხედავენ, რომ არ ჩავრეულვართ არც ერთ მხარეს ამ არჩევნებზე. ღმერთმა ყველა დალოცოს და შევთხოვ უფალს, გონიერმა გულმა გაიმარჯვოს ქართველებში. შევხედოთ ირგვლივ რა სიტუაციაა, საბოლოო ჯამში, რაც არ უნდა ვიძახოთ, კარგი გვინდა ქვეყნისთვისო, მაინც მტრის წისქვილზე დავასხამთ წყალს. ჩიხური მდგომარეობა, ძალით თუ არ შედიხარ ჩიხში, არ არსებობს. რაღაც გამოსავალი უნდა ვნახოთ. მანამდეც ვამბობდი, რომ რთული იქნებოდა. პირდაპირ ჩანდა საითაც მივდიოდით. ჩვენ ამას შევწირეთ ყველაფერი, ადამიანების ჯანმრთელობა შეეწირა, რომ ჩატარებულიყო არჩევნები. იცით, რომ არჩევნების მერე კი არ გავრცელდა, მანამდეც საკმაოდ გავრცელდა იმიტომ, რომ სხვადასხვა რეგიონში დადიოდნენ. კარგად გადახედეთ, მაშინ იმატებდა დასნებოვნებულების რიცხვი. ახლაც ხედავთ რა პროცესებია და რაც არ უნდა შეზღუდო, არაფერი გვეშველება, ღმერთმა თუ არ გვიშველა. ადრეც გაგვაფრთხილეს რამდენი კაცი იყო გარდაცვლილი, წესიერად რომ მოვქცეულიყავით ამდენი მსხვერპლი არ გვექნებოდა. დამნაშავეები ვართ, ეს რომ ხდება“, - განაცხადა მეუფე იაკობმა.

მისი თქმით, ის, „დღეს რაც ხდება, ყველას დანაშაულია“.

„არ შეიძლება ქართველის ასე გაყოფა. ვინც არ უნდა ყოფდეს, ნებსით თუ უნებლიეთ, ჩვენი მტრების საქმეს აკეთებენ. რატომ უნდა ხედავდნენ უცხო ქვეყნები ეკლესიის როლს? ჩამოვიდნენ, ნახეს ხელისუფლების წარმომადგენლები, ეს აუცილებელია, როცა ქვეყანაში ჩადიხარ, მაგრამ ჩვენთან, ეკლესიაში განსაკუთრებული შეხვედრა ჰქონდათ ამერიკელებს. თვითონაც ხედავთ, როგორ განცხადებებს აკეთებენ, ჩვენს ტრადიციებს აფასებენ. ჩვენი ეკლესიის როლს აფასებენ ამ ტრადიციების დაცვაში. ზოგს შეიძლება არ მოსწონდეს, მაგრამ ჩვენ ძველი დროიდან ვარსებობთ და ახლა ყოველ 15 წუთში ვერ შევიცვლით ჩვენს აზრებს და ცხოვრების წესს. მინდა ერმა იცოდეს, არც ერთ მხარეს არ გამოუთქვამს სურვილი ჩვენთან მოსვლის. ჩვენთან არავინ მოსულა პოზიციიდან თუ ოპოზიციიდან. ვისურვებდი, პოლიტიკოსები ისე მოქცეულიყვნენ, რომ საქართველომ გაიმარჯვოს. საქართველო ჩვენი საერთო სახლია და ნუ დავასუსტებთ. ერთმანეთს ნუ ვეომებით და ნუ ვჩხუბობთ. გამოსავალი უნდა ვნახოთ საქართველოს საკეთილდღეოდ. სულ ასე ერთმანეთის ჭამაში როგორ უნდა ვიყოთ? რა კარგი ერი ვართ, როგორი ნიჭიერი ერი ვართ, კონკურენტუნარიანები ვართ უცხოეთშიც რომ გავდივართ და ერთი საქართველოსთვის ვერ მოგვივლია. იმედია, მოვუვლით და გადაივლის ეს ყველაფერი“, - განაცხადა მეუფე იაკობმა.

10 ხელსაწყო, რომელიც აუცილებლად უნდა გვქონდეს სახლში

ევროკავშირი საქართველოს 100 მილიონი ევროთი დაეხმარება

"მემანქანეს სმს-ი მოსდის, რომ კორონა აქვს - მას მატარებლიდან გადმოსვამენ, მის კაბინაში სხვა მემანქანე შედის, სადაც დეზინფექცია არ ტარდება" - რა ვითარებაა მეტროში?