მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ამ საპროტესტო აქციებს უკავშირდება ის დინამიკა, რაც დღეისთვის გვაქვს" - რას ამბობს მაია ცქიტიშვილი კორონავირუსის შემთხვევების ზრდაზე
"ამ საპროტესტო აქციებს უკავშირდება ის დინამიკა, რაც დღეისთვის გვაქვს" - რას ამბობს მაია ცქიტიშვილი კორონავირუსის შემთხვევების ზრდაზე

ვიცე-პრე­მი­ე­რის, მაია ცქი­ტიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, კო­რო­ნა­ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის ის დი­ნა­მი­კა, რაც დღეს ქვე­ყა­ნა­შია, საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ებს უკავ­შირ­დე­ბა.

მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, ოპო­ზი­ცი­ის მიერ და­გეგ­მი­ლი საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბი ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის წყა­რო იყო.

„ყვე­ლამ ძა­ლი­ან კარ­გად ვნა­ხეთ, ის აქ­ტი­ვო­ბა, რო­მე­ლიც იყო სა­არ­ჩევ­ნო პრო­ცეს­ში სა­არ­ჩევ­ნო და მის შემ­დეგ. მე არ ვგუ­ლის­ხმობ აქ არ­ჩევ­ნე­ბის დღეს. მე ვგუ­ლის­ხმობ, იმ უპა­სუ­ხის­მგებ­ლო პო­ლი­ტი­კურ კამ­პა­ნი­ებს და აქ­ცი­ებს, რომ­ლე­ბიც კი არ მო­უ­წო­დებ­დნენ ამომ­რჩევ­ლებს პირ­ბა­დის გა­მო­ყე­ნე­ბის­კენ, პი­რი­ქით მო­უ­წო­დებ­დნენ და­უ­მორ­ჩი­ლებ­ლო­ბის­კენ. ამ შემ­თხვე­ვა­ში, როცა ჩვენ ვსა­უბ­რობთ მო­ბი­ლო­ბის შემ­ცი­რე­ბა­ზე და ვხე­დავთ ასეთ აქ­ცი­ებს ქუ­ჩებ­ში, გან­სა­კუთ­რე­ბით იქ, სა­დაც არა­ვი­თა­რი წე­სე­ბის დაც­ვა არ ხდე­ბა და მო­წო­დე­ბე­ბია, რომ წე­სე­ბის დაც­ვა არ მოხ­დეს, რა თქმა უნდა, არ შე­იძ­ლე­ბა ეს ყვე­ლა­ფე­რი არ აი­სა­ხოს რი­ცხვებ­ში. ამ აქ­ცი­ებს უკავ­შირ­დე­ბა ის დი­ნა­მი­კა, რაც დღე­ის­თვის გვაქვს. პო­ლი­ტი­კუ­რი პრო­ცე­სი არის ჩვე­ნი კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი უფ­ლე­ბა, შე­სა­ბა­მი­სად, ვერ შე­ვა­ჩე­რებ­დით კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რად დად­გე­ნილ სა­არ­ჩევ­ნო და პო­ლი­ტი­კურ პრო­ცესს. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, შე­ზღუდ­ვებ­ზე მსჯე­ლო­ბა ვერ მოხ­დე­ბო­და იმ პე­რი­ოდ­ში, როცა ასე­თი აქ­ცი­ე­ბი გვქონ­და ქუ­ჩებ­ში. მთავ­რო­ბა არ აგ­ვი­ა­ნებს ამა­ზე მსჯე­ლო­ბას, მაგ­რამ რო­გორც უკვე აღ­ვნიშ­ნე, ნე­ბის­მი­ე­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა უნდა იყოს მი­ღე­ბუ­ლი ბიზ­ნეს­თან კო­მუ­ნი­კა­ცი­ის გზით, რა­საც გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დი სჭირ­დე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და ცქი­ტიშ­ვილ­მა.

იმა­ვე პო­ზი­ცი­ას იზი­ა­რებს ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრი ეკა­ტე­რი­ნე ტი­კა­რა­ძეც. მისი გან­ცხა­დე­ბით, აქ­ცი­ე­ბი ნამ­დვი­ლად იყო ვირუ­სის გა­მავ­რცე­ლე­ბე­ლი.

"აქ­ცი­ებ­თან მი­მარ­თე­ბით, ვხე­დავთ ფაქ­ტებს და ეს გვაძ­ლევს მეც და მაია ცქი­ტიშ­ვილ­საც იმის მტკი­ცე­ბუ­ლე­ბით ფორ­მა­ში სა­უბ­რის უფ­ლე­ბას, რომ ეს ნამ­დვი­ლად იყო ვირუ­სის გა­მავ­რცე­ლე­ბე­ლი. ეს არ არის მხო­ლოდ ჩვე­ნი მო­საზ­რე­ბა. ჩვენ ვი­ცით არა­ერ­თი ქვეყ­ნის მა­გა­ლი­თი, სა­დაც მსგავ­სმა ქმე­დე­ბებ­მა გა­მო­ი­ღო შე­დე­გი და მოხ­და ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბა. ძა­ლი­ან ბევ­რს ქვე­ყა­ნას, გა­ცი­ლე­ბით უფრო ძლი­ერს, ვიდ­რე სა­ქარ­თვე­ლოა, ჰქონ­და პოსტ არ­ჩევ­ნე­ბის ეფექ­ტი. ჩვენც გვაქვს ეს ეფექ­ტი ინ­ფექ­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით", - გა­ნა­ცხა­და ტი­კა­რა­ძემ უწყე­ბა­თა­შო­რი­სი სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭოს სხდო­მის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ.

მკითხველის კომენტარები / 24 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ზურაბ
77

ეგ აქციები იყო ტერორისტული აქტი მოსახლეობის წინააღმდეგ. ხელისუფლების უპირველესი მოვალეობა ხალხი ტერორიტებისაგან დაცვაა.

მევლუდი
9

აბა თავის უნიათობას ხო არ დააბრალებენ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

"ამ საპროტესტო აქციებს უკავშირდება ის დინამიკა, რაც დღეისთვის გვაქვს" - რას ამბობს მაია ცქიტიშვილი კორონავირუსის შემთხვევების ზრდაზე

"ამ საპროტესტო აქციებს უკავშირდება ის დინამიკა, რაც დღეისთვის გვაქვს" - რას ამბობს მაია ცქიტიშვილი კორონავირუსის შემთხვევების ზრდაზე

ვიცე-პრემიერის, მაია ცქიტიშვილის განცხადებით, კორონავირუსის გავრცელების ის დინამიკა, რაც დღეს ქვეყანაშია, საპროტესტო აქციებს უკავშირდება.

მისივე განმარტებით, ოპოზიციის მიერ დაგეგმილი საპროტესტო აქციები ვირუსის გავრცელების წყარო იყო.

„ყველამ ძალიან კარგად ვნახეთ, ის აქტივობა, რომელიც იყო საარჩევნო პროცესში საარჩევნო და მის შემდეგ. მე არ ვგულისხმობ აქ არჩევნების დღეს. მე ვგულისხმობ, იმ უპასუხისმგებლო პოლიტიკურ კამპანიებს და აქციებს, რომლებიც კი არ მოუწოდებდნენ ამომრჩევლებს პირბადის გამოყენებისკენ, პირიქით მოუწოდებდნენ დაუმორჩილებლობისკენ. ამ შემთხვევაში, როცა ჩვენ ვსაუბრობთ მობილობის შემცირებაზე და ვხედავთ ასეთ აქციებს ქუჩებში, განსაკუთრებით იქ, სადაც არავითარი წესების დაცვა არ ხდება და მოწოდებებია, რომ წესების დაცვა არ მოხდეს, რა თქმა უნდა, არ შეიძლება ეს ყველაფერი არ აისახოს რიცხვებში. ამ აქციებს უკავშირდება ის დინამიკა, რაც დღეისთვის გვაქვს. პოლიტიკური პროცესი არის ჩვენი კონსტიტუციური უფლება, შესაბამისად, ვერ შევაჩერებდით კონსტიტუციურად დადგენილ საარჩევნო და პოლიტიკურ პროცესს. აქედან გამომდინარე, შეზღუდვებზე მსჯელობა ვერ მოხდებოდა იმ პერიოდში, როცა ასეთი აქციები გვქონდა ქუჩებში. მთავრობა არ აგვიანებს ამაზე მსჯელობას, მაგრამ როგორც უკვე აღვნიშნე, ნებისმიერი გადაწყვეტილება უნდა იყოს მიღებული ბიზნესთან კომუნიკაციის გზით, რასაც გარკვეული პერიოდი სჭირდება“, - განაცხადა ცქიტიშვილმა.

იმავე პოზიციას იზიარებს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძეც. მისი განცხადებით, აქციები ნამდვილად იყო ვირუსის გამავრცელებელი.

"აქციებთან მიმართებით, ვხედავთ ფაქტებს და ეს გვაძლევს მეც და მაია ცქიტიშვილსაც იმის მტკიცებულებით ფორმაში საუბრის უფლებას, რომ ეს ნამდვილად იყო ვირუსის გამავრცელებელი. ეს არ არის მხოლოდ ჩვენი მოსაზრება. ჩვენ ვიცით არაერთი ქვეყნის მაგალითი, სადაც მსგავსმა ქმედებებმა გამოიღო შედეგი და მოხდა ვირუსის გავრცელება. ძალიან ბევრს ქვეყანას, გაცილებით უფრო ძლიერს, ვიდრე საქართველოა, ჰქონდა პოსტ არჩევნების ეფექტი. ჩვენც გვაქვს ეს ეფექტი ინფექციის გავრცელებასთან დაკავშირებით", - განაცხადა ტიკარაძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.

აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში ოპოზიციური პარტიების ლიდერებთან ინდივიდუალური შეხვედრები მიმდინარეობს

LIVE - ეთერშია გადაცემა "პოლიტნიუსი"

"თუ "ლოკდაუნის" მერე ერთი დოლარი ეღირება 10 ლარი, ასეთ გადაწყვეტილებას აზრი არ აქვს - ასეთ ჩაკეტვას მოყვება ქვეყნის გარდაცვალება" - გენეტიკის ეროვნული ლაბორატორიის ხელმძღვანელი