სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო
საზოგადოება
სამართალი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩვენ 2,5-ჯერ მეტი ინფიცირებული გვყავს, ვიდრე ვავლენთ და ვაცხადებთ" - პაატა იმნაძე
"ჩვენ 2,5-ჯერ მეტი ინფიცირებული გვყავს, ვიდრე ვავლენთ და ვაცხადებთ" - პაატა იმნაძე

ქვე­ყა­ნა­ში პან­დე­მი­უ­რი სი­ტუ­ა­ცია დღი­თი დღე რთულ­დე­ბა - სექ­ტემ­ბრი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, ასე იწყე­ბა თით­ქმის ყვე­ლა ჩემი სტა­ტია კო­ვი­დინ­ფექ­ცი­ა­ზე, თუმ­ცა დღეს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად რთუ­ლი ვი­თა­რე­ბა გვაქვს - ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლად და­დას­ტუ­რე­ბულ შემ­თხვე­ვა­თა დღი­უ­რი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი 4000-მდე აღ­წევს, და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლი თვი­თი­ზო­ლა­ცი­ა­შია, ქვეყ­ნის მთა­ვა­რი ინ­ფექ­ცი­ო­ნის­ტი კი უკვე "კო­ვიდს" ებ­რძვის... და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლის მო­ად­გი­ლე პა­ა­ტა იმ­ნა­ძეს­თან ინ­ტერ­ვიუ სწო­რედ თენ­გიზ ცერ­ცვა­ძის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ სა­უბ­რით და­ვი­წყეთ.

- თენ­გი­ზის მდგო­მა­რე­ო­ბა სტა­ბი­ლუ­რია, ორ­მხრი­ვი პნევ­მო­ნია აქვს და მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რა, მაგ­რამ ღვთის მად­ლით, ჯერ­ჯე­რო­ბით ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად მი­დის. იმე­დია, ასე გაგ­რძელ­დე­ბა.

- ბა­ტონ თენ­გიზს მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო გულ­შე­მატ­კივ­რობს. როცა მას­თან სა­უბ­რის სა­შუ­ა­ლე­ბა მო­მე­ცე­მა, უნდა ვკი­თხო, რო­გორც პა­ცი­ენტს - ახა­ლი შე­ნიშ­ვნე­ბი ხომ არ გა­უჩ­ნდა?- სა­ინ­ტე­რე­სო იქ­ნე­ბა, მეც სი­ა­მოვ­ნე­ბით მო­ვის­მენ, რას იტყვის...

- ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძე კვლავ იზო­ლა­ცი­ა­შია?

- დიახ. ამი­რან­მა ტეს­ტი ჩა­ი­ტა­რა. პა­სუ­ხი უარ­ყო­ფი­თია, მაგ­რამ ჯერ­ჯე­რო­ბით მა­ინც თვი­თი­ზო­ლა­ცი­ა­შია, რად­გან შე­იძ­ლე­ბა ტეს­ტმა 10 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში უარ­ყო­ფი­თი პა­სუ­ხი აჩ­ვე­ნოს და მე-11 დღეს გა­მოვ­ლინ­დეს ვირუ­სი.

- 14 დღე დარ­ჩე­ბა?

- არა, 12 დღე.

- ქვე­ყა­ნა­ში დღეს რო­გო­რია ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­უ­რი სი­ტუ­ა­ცია?

- ციფ­რებს თქვენც ადევ­ნებთ თვალს. ჩვე­ნი ქვეყ­ნის­თვის ეს არის მძი­მე სი­ტუ­ა­ცია, ავად­მყოფ­თა რა­ო­დე­ნო­ბა დი­დია. ისიც უნდა გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ, რომ გარ­და გა­მოვ­ლე­ნი­ლი ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლე­ბი­სა, არი­ან ისე­თე­ბიც, ვი­საც უსიმპტო­მოდ ან მსუ­ბუ­ქი სიმპტო­მე­ბით მიმ­დი­ნა­რე ვირუ­სი აქვს.

- არ­სე­ბობს სტა­ტის­ტი­კა, ან მო­დე­ლი, რო­გორ უნდა დავ­თვა­ლოთ ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა ზუს­ტი რა­ო­დე­ნო­ბა?

- ბო­ლოს ვა­შინგტო­ნის შტატ­ში, სი­ეტ­ლში გა­მოქ­ვეყ­ნდა ჯან­მრთე­ლო­ბის გა­ზომ­ვის ინ­სტი­ტუ­ტის (IHME) მო­ნა­ცე­მე­ბი, სა­დაც აკე­თე­ბენ მო­დე­ლი­რე­ბას ევ­რო­პი­სა და ამე­რი­კის­თვის. ისი­ნი ჩვენ­თან დიდი ხა­ნია თა­ნამ­შრომ­ლო­ბენ და სა­ქარ­თვე­ლოს­თვის ცალ­კე აკე­თე­ბენ მო­დე­ლი­რე­ბას. მათი შე­ფა­სე­ბე­ბით, ევ­რო­პა­ში ერთი შემ­თხვე­ვა ვლინ­დე­ბა და­ახ­ლო­ე­ბით ხუთი ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი­დან, ჩვენ­თან კი ერთი - 2,5 ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი­დან, ანუ ჩვენ 2,5-ჯერ მეტი ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი გვყავს, ვიდ­რე ვავ­ლენთ და ვა­ცხა­დებთ. გა­აგ­რძე­ლეთ კი­თხვა

მკითხველის კომენტარები / 12 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლევანი
19

ტესტები, ტესტები პირველივე დღიდან თქვენი სუსტი წერტილი იყო და არის დღემდე!!!!!! თქვენ მარტივად მხოლოდ "ლოქდაუნები" შეგიძლიათ, ტესტების შესყიდვას კი თავი ვერ გაართვით! სირცხვილი!

იბერი
13

საცოდავი არსება, რომელსაც ჰიპოკრატეს ფიცი წაკითხულიც არ აქვს!

ასეთი პირფერი და ქლესა რა ხარ, გაწირეთ მთელი ერი სამმა აფერისტმა!

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ახალი რომის პაპის ასარჩევად კონკლავი სიქსტეს კაპელაში დღეს შეიკრიბება
ავტორი:

"ჩვენ 2,5-ჯერ მეტი ინფიცირებული გვყავს, ვიდრე ვავლენთ და ვაცხადებთ" - პაატა იმნაძე

"ჩვენ 2,5-ჯერ მეტი ინფიცირებული გვყავს, ვიდრე ვავლენთ და ვაცხადებთ" - პაატა იმნაძე

ქვეყანაში პანდემიური სიტუაცია დღითი დღე რთულდება - სექტემბრიდან მოყოლებული, ასე იწყება თითქმის ყველა ჩემი სტატია კოვიდინფექციაზე, თუმცა დღეს განსაკუთრებულად რთული ვითარება გვაქვს - ლაბორატორიულად დადასტურებულ შემთხვევათა დღიური მაჩვენებელი 4000-მდე აღწევს, დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი თვითიზოლაციაშია, ქვეყნის მთავარი ინფექციონისტი კი უკვე "კოვიდს" ებრძვის... დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძესთან ინტერვიუ სწორედ თენგიზ ცერცვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ საუბრით დავიწყეთ.

- თენგიზის მდგომარეობა სტაბილურია, ორმხრივი პნევმონია აქვს და მაღალი ტემპერატურა, მაგრამ ღვთის მადლით, ჯერჯერობით ყველაფერი კარგად მიდის. იმედია, ასე გაგრძელდება.

- ბატონ თენგიზს მთელი საქართველო გულშემატკივრობს. როცა მასთან საუბრის საშუალება მომეცემა, უნდა ვკითხო, როგორც პაციენტს - ახალი შენიშვნები ხომ არ გაუჩნდა?- საინტერესო იქნება, მეც სიამოვნებით მოვისმენ, რას იტყვის...

- ამირან გამყრელიძე კვლავ იზოლაციაშია?

- დიახ. ამირანმა ტესტი ჩაიტარა. პასუხი უარყოფითია, მაგრამ ჯერჯერობით მაინც თვითიზოლაციაშია, რადგან შეიძლება ტესტმა 10 დღის განმავლობაში უარყოფითი პასუხი აჩვენოს და მე-11 დღეს გამოვლინდეს ვირუსი.

- 14 დღე დარჩება?

- არა, 12 დღე.

- ქვეყანაში დღეს როგორია ეპიდემიოლოგიური სიტუაცია?

- ციფრებს თქვენც ადევნებთ თვალს. ჩვენი ქვეყნისთვის ეს არის მძიმე სიტუაცია, ავადმყოფთა რაოდენობა დიდია. ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ გარდა გამოვლენილი ინფიცირებულებისა, არიან ისეთებიც, ვისაც უსიმპტომოდ ან მსუბუქი სიმპტომებით მიმდინარე ვირუსი აქვს.

- არსებობს სტატისტიკა, ან მოდელი, როგორ უნდა დავთვალოთ ინფიცირებულთა ზუსტი რაოდენობა?

- ბოლოს ვაშინგტონის შტატში, სიეტლში გამოქვეყნდა ჯანმრთელობის გაზომვის ინსტიტუტის (IHME) მონაცემები, სადაც აკეთებენ მოდელირებას ევროპისა და ამერიკისთვის. ისინი ჩვენთან დიდი ხანია თანამშრომლობენ და საქართველოსთვის ცალკე აკეთებენ მოდელირებას. მათი შეფასებებით, ევროპაში ერთი შემთხვევა ვლინდება დაახლოებით ხუთი ინფიცირებულიდან, ჩვენთან კი ერთი - 2,5 ინფიცირებულიდან, ანუ ჩვენ 2,5-ჯერ მეტი ინფიცირებული გვყავს, ვიდრე ვავლენთ და ვაცხადებთ. გააგრძელეთ კითხვა

დღეს უკვე მეორედ, საქართველოს საზღვართან მიწისძვრა მოხდა

"ზიარებითაც უნდა ვეზიაროთ, ერთი კოვზიდან, ერთი ბარძიმიდან და დანარჩენი, როგორც ღვთის ნება იქნება“ - მეუფე ნიკოლოზი

"ეს ვირუსი, ალბათ, კაცობრიობისთვის აუცილებელი იყო უკვე ისე ვიყავით გადაგვარებული, მარტო ეს თუ დაგვაფიქრებს" - მეუფე იაკობი