სამხედრო
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დიდ კლინიკებთან საველე ჰოსპიტლები, 100-500 პაციენტზე გათვლილი კარვები უნდა გაიხსნას" - კლინიკების ასოციაცია მთავრობას მიმართავს
"დიდ კლინიკებთან საველე ჰოსპიტლები, 100-500 პაციენტზე გათვლილი კარვები უნდა გაიხსნას" - კლინიკების ასოციაცია მთავრობას მიმართავს

სა­ქარ­თვე­ლოს კლი­ნი­კე­ბის ასო­ცი­ა­ცია მთავ­რო­ბას კო­რო­ნა­ვირუ­სის წი­ნა­აღ­მდეგ რე­გუ­ლა­ცი­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბით მი­მარ­თავს და აცხა­დებს, რომ დიდი კლი­ნი­კე­ბის მიმ­დე­ბა­რედ უნდა გა­იხ­სნას სა­ვე­ლე ჰოს­პიტ­ლე­ბი - 100, 300, 500 პა­ცი­ენტზე გათ­ვლი­ლი კარ­ვე­ბი, რომ­ლე­ბიც აღ­ჭურ­ვი­ლი იქ­ნე­ბა შე­სა­ბა­მი­სი ინ­ვენ­ტა­რით.

მათი გან­მარ­ტე­ბით, კო­რო­ნა­ვირუს­თან ბრძო­ლის მწვა­ვე ფა­ზა­ში ჯან­დაც­ვის სის­ტე­მა­ში თავი იჩი­ნა მთელ­მა რიგ­მა ნაკ­ლო­ვა­ნე­ბებ­მა და ხარ­ვე­ზებ­მა. რო­გორც კლი­ნი­კე­ბის ასო­ცი­ა­ცი­ა­ში აცხა­დე­ბენ, სა­სი­ცო­ცხლოდ აუ­ცი­ლებ­ლო­ბას წარ­მო­ად­გენს სის­ტე­მის და­კომ­პლექ­ტე­ბა მხო­ლოდ და მხო­ლოდ პრო­ფე­სი­უ­ლი ნიშ­ნით შერ­ჩე­უ­ლი მა­ღალ­კა­ვა­ლი­ფი­ცი­უ­რი კად­რით, რო­მე­ლიც მრავ­ლა­დაა აკა­დე­მი­ურ წრე­ში.

„ამა­ვე დროს, სა­სურ­ვე­ლია, არ დავ­კომ­პლექსდეთ და სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, მო­ვიწ­ვი­ოთ უცხო­ე­თი­დან ჩვე­ნი თა­ნა­მე­მა­მუ­ლე­ე­ბი, რო­მელ­თაც და­უგ­როვ­დათ საკ­მაო კვა­ლი­ფი­კა­ცია კო­რო­ნა­ვირუს­თან ბრძო­ლის საქ­მე­ში, კლი­ნი­კურ მე­ნე­ჯმენ­ტსა და ჯან­დაც­ვის სის­ტე­მის მარ­თვის სა­კი­თხებ­ში. სა­სი­ცო­ცხლოდ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ჯან­დაც­ვის სა­მო­ქა­ლა­ქო სექ­ტორს და­ეხ­მა­როს სამ­ხედ­რო სა­მე­დი­ცი­ნო სამ­სა­ხუ­რი, რე­კო­მენ­დე­ბუ­ლია დიდი კლი­ნი­კე­ბის მიმ­დე­ბა­რედ რო­გორც და­სავ­ლეთ, ისე აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში და­უ­ყოვ­ნებ­ლივ გა­იხ­სნას სამ­ხედ­რო სა­ვე­ლე ჰოს­პიტ­ლე­ბი, 100, 300, 500 პა­ცი­ენტზე გათ­ვლი­ლი კარ­ვე­ბი, რომ­ლე­ბიც აღ­ჭურ­ვი­ლია შე­სა­ბა­მი­სი ინ­ვენ­ტა­რით, აპა­რა­ტუ­რით, გათ­ბო­ბი­სა და კონ­დი­ცი­რე­ბის სის­ტე­მე­ბით.

ვირუს­თან ბრძო­ლის საქ­მე­ში აქ­ტი­უ­რად უნდა ჩა­ერ­თონ სამ­ხედ­რო ექი­მე­ბი, სამ­ხედ­რო მედ­დე­ბი და სა­ნიტ­რე­ბი. კო­რო­ნა­ვირუს­თან ბრძო­ლის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის მიზ­ნით, აუ­ცი­ლებ­ლო­ბას წარ­მო­ად­გენს რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის გამ­კაც­რე­ბა, მაგ­რამ არა „ლოკ­და­უ­ნი“. სრულ შე­ზღუდ­ვებს სა­ქარ­თვე­ლოს ეკო­ნო­მი­კა და სო­ცი­ა­ლუ­რი სფე­რო ვერ გა­უძ­ლებს. სა­მუ­შაო ად­გი­ლე­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა სა­სი­ცო­ცხლოდ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. ყო­ვე­ლი­ვეს გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით რე­კო­მენ­დე­ბუ­ლია: მო­წყვლა­დი ჯგუ­ფის­თვის კვლავ ამოქ­მედ­დეს პრინ­ცი­პი - „დარ­ჩი სახ­ლში“; შე­ი­ზღუ­დოს სა­ზო­გა­დო­ე­ბის თავ­შეყ­რის ად­გი­ლებ­ში სა­პენ­სიო ასა­კის ადა­მი­ა­ნე­ბის გა­და­ად­გი­ლე­ბა, ვი­ნა­ი­დან მათ­ში ხში­რია ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბი.

შე­ი­ზღუ­დოს სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ტრან­სპორ­ტში მგზავ­რთა რა­ო­დე­ნო­ბა, რე­კო­მენ­დე­ბუ­ლია მიკ­რო­ავ­ტო­ბუს­ში, ავ­ტო­ბუს­სა და მეტ­როს ვა­გონ­ში მხო­ლოდ მჯდო­მა­რე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მგზავ­რო­ბა, დის­ტან­ცი­ის დაც­ვით. ფეხ­ზე დგო­მით მგზავ­რო­ბა არარ­ე­კო­მენ­დი­რე­ბუ­ლია, ვი­ნა­ი­დან ვირუსს ახა­სი­ა­თებს და­ლექ­ვა და ად­ვი­ლად შე­საძ­ლე­ბე­ლია საფრ­თხე შე­უქ­მნას ახ­ლოს მჯდომ მგზავრს;

სა­ვაჭ­რო ობი­ექ­ტებს და­ერ­თოთ ნება გა­ნაგ­რძონ მუ­შა­ო­ბა დის­ტან­ცი­ის დაც­ვით, რე­კო­მენ­დე­ბუ­ლია 10 კვად­რა­ტუ­ლი მეტ­რის მქო­ნე ფარ­თში ერ­თდრო­უ­ლად მხო­ლოდ 4 ადა­მი­ა­ნის ყოფ­ნა. ნე­ბის­მი­ე­რი კვე­ბის ობი­ექ­ტი რე­კო­მენ­დე­ბუ­ლია, მუ­შა­ობ­დეს ღია სივ­რცე­ში და და­ცუ­ლი იყოს დის­ტან­ცია მა­გი­დებს შო­რის მი­ნი­მუმ 4 მეტ­რი.

სი­ლა­მა­ზის სა­ლო­ნებ­ში რე­კო­მენ­დე­ბუ­ლია, და­ცუ­ლი იყოს დის­ტან­ცია სა­ვარ­ძლებს შო­რის, გა­მო­ვი­ყე­ნოთ ერთჯე­რა­დი წინ­საფ­რე­ბი და ყო­ვე­ლი მომ­სა­ხუ­რე­ბის შემ­დეგ, სტი­ლის­ტის ხელ­სა­წყო­ე­ბი და­მუ­შავ­დეს სა­დე­ზინ­ფექ­ციო ხსნა­რით.

სტო­მა­ტო­ლო­გი­უ­რი კლი­ნი­კე­ბის უსაფრ­თხო საქ­მი­ა­ნო­ბის­თვის რე­კო­მენ­დე­ბუ­ლია ყვე­ლა პა­ცი­ენტს სტო­მა­ტო­ლო­გი­უ­რი დახ­მა­რე­ბის გა­წე­ვამ­დე ად­გილ­ზე ჩა­უ­ტარ­დეს კო­რო­ნა­ვირუ­სის ან­ტი­გენ­ზე დამ­ყა­რე­ბუ­ლი სწრა­ფი ტეს­ტი, რომ­ლის შემ­თხვე­ვა­შიც პა­სუ­ხი ცნო­ბი­ლია 10-15 წუთ­ში,“- ნათ­ქვა­მია სა­ქარ­თვე­ლოს კლი­ნი­კე­ბის ასო­ცი­ა­ცი­ის გან­ცხა­დე­ბა­ში.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
რა არ მოუვათ თავში!
1

კლუნიკების მფლობელებს რა "კარგი" აზრი მოსვლიათ თავში, ყველა კოვიდიანის მკურნალობის ხარჯებს ხო სახელმწიფო ფარავს და ეხლა ეზოებში პალატკებში შეყრილი ავადმყოფებიდან მოუნდათ ხელის მოთბობა!!! ეზოებში კი არა პადვლებში კიდე! თუ ამის საჭიროება დადგა ბევრი ადგილია სახელმწიფო საკუთრებაში და კლინიკების "პატრონაჟის" გარეშე მიხედავენ, ვინც წვანან იმათ მოუარეთ როგორც საჭიროა პანტაპუნტით რო იხიცება ხალხი!!!!

ეჰ
1

ამათ სულ გაუფრენიათ, რა საველე ჰოსპიტალი, ამ ზამთარში ჩემი მტერი დაწვა ველად. ან სველი წერტილი, ან ექიმები, ან პაციენტები იქ როგორ გაძლებენ, ყველა მოკვდება, რას ამბობთ ხალხო? აი თქვენნაირები რომ აძლევენ ასეთ რეკომენდაციებს მთვარობას, იმიტომაა დღეს კარგად ჩვენი საქმე. უსინდისოები ხართ!!! ექიმების უმრავლესობა დაავადდა და ვინ უმკურნალებს კარავში, მოხალისეები?! ვაიი, მართლა რომ ვაიიი

ავტორი:

"დიდ კლინიკებთან საველე ჰოსპიტლები, 100-500 პაციენტზე გათვლილი კარვები უნდა გაიხსნას" - კლინიკების ასოციაცია მთავრობას მიმართავს

"დიდ კლინიკებთან საველე ჰოსპიტლები, 100-500 პაციენტზე გათვლილი კარვები უნდა გაიხსნას" - კლინიკების ასოციაცია მთავრობას მიმართავს

საქართველოს კლინიკების ასოციაცია მთავრობას კორონავირუსის წინააღმდეგ რეგულაციებთან დაკავშირებით მიმართავს და აცხადებს, რომ დიდი კლინიკების მიმდებარედ უნდა გაიხსნას საველე ჰოსპიტლები - 100, 300, 500 პაციენტზე გათვლილი კარვები, რომლებიც აღჭურვილი იქნება შესაბამისი ინვენტარით.

მათი განმარტებით, კორონავირუსთან ბრძოლის მწვავე ფაზაში ჯანდაცვის სისტემაში თავი იჩინა მთელმა რიგმა ნაკლოვანებებმა და ხარვეზებმა. როგორც კლინიკების ასოციაციაში აცხადებენ, სასიცოცხლოდ აუცილებლობას წარმოადგენს სისტემის დაკომპლექტება მხოლოდ და მხოლოდ პროფესიული ნიშნით შერჩეული მაღალკავალიფიციური კადრით, რომელიც მრავლადაა აკადემიურ წრეში.

„ამავე დროს, სასურველია, არ დავკომპლექსდეთ და საჭიროების შემთხვევაში, მოვიწვიოთ უცხოეთიდან ჩვენი თანამემამულეები, რომელთაც დაუგროვდათ საკმაო კვალიფიკაცია კორონავირუსთან ბრძოლის საქმეში, კლინიკურ მენეჯმენტსა და ჯანდაცვის სისტემის მართვის საკითხებში. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ჯანდაცვის სამოქალაქო სექტორს დაეხმაროს სამხედრო სამედიცინო სამსახური, რეკომენდებულია დიდი კლინიკების მიმდებარედ როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში დაუყოვნებლივ გაიხსნას სამხედრო საველე ჰოსპიტლები, 100, 300, 500 პაციენტზე გათვლილი კარვები, რომლებიც აღჭურვილია შესაბამისი ინვენტარით, აპარატურით, გათბობისა და კონდიცირების სისტემებით.

ვირუსთან ბრძოლის საქმეში აქტიურად უნდა ჩაერთონ სამხედრო ექიმები, სამხედრო მედდები და სანიტრები. კორონავირუსთან ბრძოლის გაუმჯობესების მიზნით, აუცილებლობას წარმოადგენს რეგულაციების გამკაცრება, მაგრამ არა „ლოკდაუნი“. სრულ შეზღუდვებს საქართველოს ეკონომიკა და სოციალური სფერო ვერ გაუძლებს. სამუშაო ადგილების შენარჩუნება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ყოველივეს გათვალისწინებით რეკომენდებულია: მოწყვლადი ჯგუფისთვის კვლავ ამოქმედდეს პრინციპი - „დარჩი სახლში“; შეიზღუდოს საზოგადოების თავშეყრის ადგილებში საპენსიო ასაკის ადამიანების გადაადგილება, ვინაიდან მათში ხშირია ქრონიკული დაავადებები.

შეიზღუდოს საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრთა რაოდენობა, რეკომენდებულია მიკროავტობუსში, ავტობუსსა და მეტროს ვაგონში მხოლოდ მჯდომარე მდგომარეობაში მგზავრობა, დისტანციის დაცვით. ფეხზე დგომით მგზავრობა არარეკომენდირებულია, ვინაიდან ვირუსს ახასიათებს დალექვა და ადვილად შესაძლებელია საფრთხე შეუქმნას ახლოს მჯდომ მგზავრს;

სავაჭრო ობიექტებს დაერთოთ ნება განაგრძონ მუშაობა დისტანციის დაცვით, რეკომენდებულია 10 კვადრატული მეტრის მქონე ფართში ერთდროულად მხოლოდ 4 ადამიანის ყოფნა. ნებისმიერი კვების ობიექტი რეკომენდებულია, მუშაობდეს ღია სივრცეში და დაცული იყოს დისტანცია მაგიდებს შორის მინიმუმ 4 მეტრი.

სილამაზის სალონებში რეკომენდებულია, დაცული იყოს დისტანცია სავარძლებს შორის, გამოვიყენოთ ერთჯერადი წინსაფრები და ყოველი მომსახურების შემდეგ, სტილისტის ხელსაწყოები დამუშავდეს სადეზინფექციო ხსნარით.

სტომატოლოგიური კლინიკების უსაფრთხო საქმიანობისთვის რეკომენდებულია ყველა პაციენტს სტომატოლოგიური დახმარების გაწევამდე ადგილზე ჩაუტარდეს კორონავირუსის ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტი, რომლის შემთხვევაშიც პასუხი ცნობილია 10-15 წუთში,“- ნათქვამია საქართველოს კლინიკების ასოციაციის განცხადებაში.

"ციფრები საგანგაშოა, ღონისძიებების გამკაცრება აუცილებელია, რათა ჩვენმა სუსტმა ჯანდაცვის სისტემამ ცოტა ამოისუნთქოს" - ჯანმოს კომისიის ქართველი წევრი

"შავებს ჩაიცვამს ქართველი ხალხი - ასამოქმედებელია მოწოდება - დარჩით სახლში!" - კლინიკების ასოციაციის პრეზიდენტი

"შეზღუდვები, რომელზეც მსჯელობა მიმდინარეობს, სავარაუდოდ დეკემბერსა და იანვარში იმოქმედებს" - ბიძინა კულუმბეგოვი