პოლიტიკა
Faceამბები
საზოგადოება

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 07:57-ზე, მთვარე ტყუპშია მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა სხვა დღისთვის გადადეთ. არ გირჩევთ საქმეების, ურთიერთობის გარჩევას. მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე. ნუ განიხილავთ ახალ პროექტებს. ივარჯიშეთ.ცუდი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის. მოერიდეთ ცხოველური საკვებს. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
მსოფლიო
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"კლინიკაში ვინმეს მოთავსების არანაირი რესურსი არ მაქვს...აუცილებელი ნაბიჯი იქნება სპორტულ დარბაზებში საწოლების ჩადგმა" - ბოჭორიშვილის კლინიკის დირექტორი საზოგადოებას აფრთხილებს
"კლინიკაში ვინმეს მოთავსების არანაირი რესურსი არ მაქვს...აუცილებელი ნაბიჯი იქნება სპორტულ დარბაზებში საწოლების ჩადგმა" - ბოჭორიშვილის კლინიკის დირექტორი საზოგადოებას აფრთხილებს

ბო­ჭო­რიშ­ვი­ლის კლი­ნი­კის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი და­ვით გა­დე­ლია სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს, რომ მისი ოჯა­ხის წევ­რე­ბი კო­რო­ნა­ვირუ­სით არი­ან ინ­ფი­ცი­რე­ბულ­ნი, თუმ­ცა ისი­ნი სახ­ლში მკურ­ნა­ლო­ბენ და კლი­ნი­კა­ში ვინ­მეს მო­თავ­სე­ბის არა­ნა­ი­რი რე­სურ­სი არ აქვს. გა­დე­ლია სა­ზო­გა­დო­ე­ბას კი­დევ ერთხელ აფრ­თხი­ლებს.

"მე­გობ­რე­ბო! ჩვენ ერს ბევ­რად უფრო მძი­მე გან­საც­დე­ლის­თვის გა­უძ­ლია; თუმ­ცა, ჩემი ცხოვ­რე­ბის 60 წლის მან­ძილ­ზე, არ მო­ვი­ტყუ­ე­ბი, ასე­თი რამ ჯერ არ ყო­ფი­ლა. ამ პან­დე­მი­ას არც 90-ია­ნე­ბის ომი და გა­სა­ჭი­რი შე­ედ­რე­ბა და არც უფრო ადრე გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ქო­ლე­რის ეპი­დე­მია. ჩემი უახ­ლო­ე­სი ადა­მი­ა­ნე­ბი, ოჯა­ხის წევ­რე­ბია ავად და ვცდი­ლობ ოჯა­ხის, ან კო­ვიდ სას­ტუმ­როს პი­რო­ბებ­ში ვმარ­თო.

კლი­ნი­კა­ში ვინ­მეს მო­თავ­სე­ბის არა­ნა­ი­რი რე­სურ­სი არ მაქვს და სა­ნამ და­ა­ვა­დე­ბულს შე­საძ­ლებ­ლო­ბა აქვს, კი­დე­ვაც ჯობს სახ­ლის, ან სას­ტუმ­როს პი­რო­ბებ­ში იმ­კურ­ნა­ლოს, ვიდ­რე კლი­ნი­კა­ში 3-4 კაც­თან იყოს პა­ლა­ტა­ში. ეს რა­ო­დე­ნო­ბა რა თქმა უნდა, არა­ნორ­მა­ლუ­რია პა­ლა­ტის­თვის, მაგ­რამ სა­ხელ­მწი­ფომ კა­ნო­ნით დარ­თო ნება კლი­ნი­კებს, პან­დე­მი­ის დროს არ მი­აქ­ცი­ონ ყუ­რა­დღე­ბა სა­ლი­ცენ­ზიო პი­რო­ბებს. ამას ერთი ახ­სნა აქვს - სხვა შე­საძ­ლებ­ლო­ბა არაა და შემ­დე­გი აუ­ცი­ლე­ბე­ლი ნა­ბი­ჯი იქ­ნე­ბა სპორ­ტულ დარ­ბა­ზებ­ში სა­წო­ლე­ბის და ჟანგბა­დის ბა­ლო­ნე­ბის ჩად­გმა ისე­ვე, რო­გორც მოხ­და ევ­რო­პის ბევრ ქვე­ყა­ნა­ში.

ამ დროს კი სა­ერ­თოდ რა პი­რო­ბებ­ზე იქ­ნე­ბა სა­უ­ბა­რი... გაფრ­თხი­ლებთ, ჩემო საყ­ვა­რე­ლო მო­ქა­ლა­ქე­ე­ბო, უკა­ნას­კნე­ლად! უკა­ნას­კნე­ლად არა იმი­ტომ, რომ ამა­ყი ვარ და ეს არ მომ­ცემს უფ­ლე­ბას შემ­დე­გაც გა­გაფრ­თხი­ლოთ - არა, რა თქმა უნდა! კი­დევ ას­ჯერ გა­გაფრ­თხი­ლებ­დით და შე­გე­ვედ­რე­ბო­დით, მაგ­რამ ცოტა ხან­ში ამ გაფრ­თხი­ლე­ბას რა­ი­მე აზრი და მნიშ­ვნე­ლო­ბა არ ექ­ნე­ბა:

1. გა­და­დეთ და­გეგ­მი­ლი ყო­ველ­გვა­რი ხალ­ხმრა­ვა­ლი თავ­ყრი­ლო­ბა! არ­ცერ­თი პარ­ტი­ის აქ­ტი­უ­რი მიმ­დე­ვა­რი არ გახ­ლა­ვარ, მაგ­რამ ეს კი ვიცი, რომ ვე­რა­ნა­ი­რი პო­ლი­ტი­კუ­რი ამ­ბი­ცია ვერ მივა ერის ფი­ზი­კუ­რი გა­დარ­ჩე­ნის სა­კი­თხთან. ყო­ველ­გვა­რი ის­ტე­რი­ის და პა­ნი­კის გა­რე­შე ვი­მოქ­მე­დოთ მშვი­დად, რა­ცი­ო­ნა­ლუ­რად და ნუ გა­ვა­ხა­რებთ გა­რე­შე მტერს. ერ­თმა­ნეთ­ში მე­რეც გა­ვარ­კვევთ ურ­თი­ერ­თო­ბებს. არ მინ­და გა­ვამ­წვა­ვო ისე­დაც და­ძა­ბუ­ლო­ბა და და­პი­რის­პი­რე­ბა, ამი­ტომ ძა­ლი­ან რბი­ლად ვი­ტყვი: ყო­ველ­გვა­რი თავ­ყრი­ლო­ბა აჩენს და­ა­ვა­დე­ბის გე­ო­მეტ­რი­უ­ლი პროგ­რე­სი­ით გაზ­რდის რისკს.

2. მო­ე­რი­დეთ ყო­ველ­გვარ "ფარ­თებს", სუფ­რებს, ქე­ი­ფებს მა­ში­ნაც კი, როცა წინა დღეს გა­ი­ტეს­ტეთ და უარ­ყო­ფი­თი ამო­გი­ვი­დათ! ეს არ ნიშ­ნავს, რომ მე­ო­რე დღეს არ და­ა­ვად­დე­ბით! შე­ი­კა­ვეთ თავი მე­გობ­რებ­თან, ნა­თე­სა­ვებ­თან სი­ა­რუ­ლის­გან!

3. ძა­ლი­ან რთუ­ლი, უც­ნა­უ­რი თხოვ­ნა მაქვს ყვე­ლას­თან: ოჯა­ხის წევ­რებ­თა­ნაც კი და­ი­ცა­ვით თავი და და­ი­ცა­ვით ისი­ნი თქვენ­გან! მა­სი­უ­რი გა­და­დე­ბე­ბი სწო­რედ ოჯა­ხის წევ­რე­ბის­გან და ერ­თად სუფ­რა­ზე ყოფ­ნი­სას ხდე­ბა! ამი­ტომ, გაფრ­თხი­ლებთ ყვე­ლას:მუდ­მი­ვად ატა­რეთ პირ­ბა­დე!! მეს­მის ყვე­ლას უსა­სო­ო­ბა, ვინც მიც­ნობს იცის, რომ მუდ­მი­ვად მო­რა­ლურ სტრეს­ში ვარ იმის გამო, რომ ვერ გეხ­მა­რე­ბით ყვე­ლას, რად­გან არა­ნა­ი­რი თა­ვი­სუ­ფა­ლი სა­წო­ლი დიდი ხა­ნია კლი­ნი­კა­ში არ გვაქვს და პირ­ვე­ლი­ვე გან­თვი­სუფ­ლე­ბულ­ში ვა­თავ­სებთ მას, ვი­საც იმ წუ­თას სჭირ­დე­ბა - ყო­ველ­გვა­რი "ჩა­წყო­ბის" გა­რე­შე.და­ვიც­ვათ ერ­თად რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი,გავ­წყვი­ტოთ ერ­თად ვირუ­სუ­ლი გა­და­ცე­მე­ბის ეს ჯაჭ­ვი, რომ ისე­თი­ვე მშვიდ გა­რე­მო­ში შევ­ძლოთ ვად­მყოფ­თა მარ­თვა, რო­გო­რიც გა­ზა­ფხულ­ზე გვქონ­და", - წერს ბო­ჭო­რიშ­ვი­ლის კლი­ნი­კის დი­რექ­ტო­რი.

მკითხველის კომენტარები / 23 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გელა
17

დაკეტეთ ყველაფერი მაგაზე კაი წამალი არაფერია სხვანაირად ვერ გადავეჩებით

ტიტო
13

შეისმინეთ ადამიანის ნათქვამი! ნუ გადავაშენებთ ერს!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვლადიმირ პუტინმა სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა
ავტორი:

"კლინიკაში ვინმეს მოთავსების არანაირი რესურსი არ მაქვს...აუცილებელი ნაბიჯი იქნება სპორტულ დარბაზებში საწოლების ჩადგმა" - ბოჭორიშვილის კლინიკის დირექტორი საზოგადოებას აფრთხილებს

"კლინიკაში ვინმეს მოთავსების არანაირი რესურსი არ მაქვს...აუცილებელი ნაბიჯი იქნება სპორტულ დარბაზებში საწოლების ჩადგმა" - ბოჭორიშვილის კლინიკის დირექტორი საზოგადოებას აფრთხილებს

ბოჭორიშვილის კლინიკის გენერალური დირექტორი დავით გადელია სოციალურ ქსელში წერს, რომ მისი ოჯახის წევრები კორონავირუსით არიან ინფიცირებულნი, თუმცა ისინი სახლში მკურნალობენ და კლინიკაში ვინმეს მოთავსების არანაირი რესურსი არ აქვს. გადელია საზოგადოებას კიდევ ერთხელ აფრთხილებს.

"მეგობრებო! ჩვენ ერს ბევრად უფრო მძიმე განსაცდელისთვის გაუძლია; თუმცა, ჩემი ცხოვრების 60 წლის მანძილზე, არ მოვიტყუები, ასეთი რამ ჯერ არ ყოფილა. ამ პანდემიას არც 90-იანების ომი და გასაჭირი შეედრება და არც უფრო ადრე გავრცელებული ქოლერის ეპიდემია. ჩემი უახლოესი ადამიანები, ოჯახის წევრებია ავად და ვცდილობ ოჯახის, ან კოვიდ სასტუმროს პირობებში ვმართო.

კლინიკაში ვინმეს მოთავსების არანაირი რესურსი არ მაქვს და სანამ დაავადებულს შესაძლებლობა აქვს, კიდევაც ჯობს სახლის, ან სასტუმროს პირობებში იმკურნალოს, ვიდრე კლინიკაში 3-4 კაცთან იყოს პალატაში. ეს რაოდენობა რა თქმა უნდა, არანორმალურია პალატისთვის, მაგრამ სახელმწიფომ კანონით დართო ნება კლინიკებს, პანდემიის დროს არ მიაქციონ ყურადღება სალიცენზიო პირობებს. ამას ერთი ახსნა აქვს - სხვა შესაძლებლობა არაა და შემდეგი აუცილებელი ნაბიჯი იქნება სპორტულ დარბაზებში საწოლების და ჟანგბადის ბალონების ჩადგმა ისევე, როგორც მოხდა ევროპის ბევრ ქვეყანაში.

ამ დროს კი საერთოდ რა პირობებზე იქნება საუბარი... გაფრთხილებთ, ჩემო საყვარელო მოქალაქეებო, უკანასკნელად! უკანასკნელად არა იმიტომ, რომ ამაყი ვარ და ეს არ მომცემს უფლებას შემდეგაც გაგაფრთხილოთ - არა, რა თქმა უნდა! კიდევ ასჯერ გაგაფრთხილებდით და შეგევედრებოდით, მაგრამ ცოტა ხანში ამ გაფრთხილებას რაიმე აზრი და მნიშვნელობა არ ექნება:

1. გადადეთ დაგეგმილი ყოველგვარი ხალხმრავალი თავყრილობა! არცერთი პარტიის აქტიური მიმდევარი არ გახლავარ, მაგრამ ეს კი ვიცი, რომ ვერანაირი პოლიტიკური ამბიცია ვერ მივა ერის ფიზიკური გადარჩენის საკითხთან. ყოველგვარი ისტერიის და პანიკის გარეშე ვიმოქმედოთ მშვიდად, რაციონალურად და ნუ გავახარებთ გარეშე მტერს. ერთმანეთში მერეც გავარკვევთ ურთიერთობებს. არ მინდა გავამწვავო ისედაც დაძაბულობა და დაპირისპირება, ამიტომ ძალიან რბილად ვიტყვი: ყოველგვარი თავყრილობა აჩენს დაავადების გეომეტრიული პროგრესიით გაზრდის რისკს.

2. მოერიდეთ ყოველგვარ "ფართებს", სუფრებს, ქეიფებს მაშინაც კი, როცა წინა დღეს გაიტესტეთ და უარყოფითი ამოგივიდათ! ეს არ ნიშნავს, რომ მეორე დღეს არ დაავადდებით! შეიკავეთ თავი მეგობრებთან, ნათესავებთან სიარულისგან!

3. ძალიან რთული, უცნაური თხოვნა მაქვს ყველასთან: ოჯახის წევრებთანაც კი დაიცავით თავი და დაიცავით ისინი თქვენგან! მასიური გადადებები სწორედ ოჯახის წევრებისგან და ერთად სუფრაზე ყოფნისას ხდება! ამიტომ, გაფრთხილებთ ყველას:მუდმივად ატარეთ პირბადე!! მესმის ყველას უსასოობა, ვინც მიცნობს იცის, რომ მუდმივად მორალურ სტრესში ვარ იმის გამო, რომ ვერ გეხმარებით ყველას, რადგან არანაირი თავისუფალი საწოლი დიდი ხანია კლინიკაში არ გვაქვს და პირველივე განთვისუფლებულში ვათავსებთ მას, ვისაც იმ წუთას სჭირდება - ყოველგვარი "ჩაწყობის" გარეშე.დავიცვათ ერთად რეგულაციები,გავწყვიტოთ ერთად ვირუსული გადაცემების ეს ჯაჭვი, რომ ისეთივე მშვიდ გარემოში შევძლოთ ვადმყოფთა მართვა, როგორიც გაზაფხულზე გვქონდა", - წერს ბოჭორიშვილის კლინიკის დირექტორი.

"შემოდგომა ართვინში: მაჭახელას სილამაზე“ -  ფოტოები საქართველოს ისტორიული მხარიდან

ვინ იყო კაზანოვა რეალურად? - სექსუალური თავგადასავლები და სასიყვარულო ისტორიები

ვანელი ფერმერი ლედი ამერიკული გამოცდილებით - "ამერიკაში აგრარული სექტორი მაღალ საფეხურზეა, საქართველოში უმეტესად ხელით შრომა გვიწევს"