პოლიტიკა
სამართალი

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ამერიკის ახალი "ქარის მილიარდერი" - როგორ იქცა აბიტურიენტების უკრაინელი რეპეტიტორი განახლებადი ენერგიის სფეროს რევოლუციონერად?
ამერიკის ახალი "ქარის მილიარდერი" - როგორ იქცა აბიტურიენტების უკრაინელი რეპეტიტორი განახლებადი ენერგიის სფეროს რევოლუციონერად?

გა­ნახ­ლე­ბა­დი ენერ­გია მსოფ­ლი­ო­ში ფეხს იკი­დებს, იაფი ბიზ­ნე­სი კი თით­ქმის ყვე­ლა ენერ­გო ინ­ვეს­ტო­რის­თვის მიმ­ზიდ­ვე­ლია. მათ შო­რის არის უკ­რა­ი­ნე­ლი ინ­ჟე­რი მა­იკლ პოლ­სკი.

"ინ­ჟი­ნე­რი ვარ, არა გა­რე­მოს­დამ­ცვე­ლი", - ამ­ბობს მა­იკლ პოლ­სკი, რო­მელ­მაც გა­ნახ­ლე­ბა­დი ენერ­გი­ის სის­ტე­მე­ბის შე­მუ­შა­ვე­ბა წარ­მა­ტე­ბით და­ას­რუ­ლა. გაზ­ზე მო­მუ­შა­ვე ტურ­ბი­ნე­ბის შე­მუ­შა­ვე­ბით პოლ­სკი 71 წლის ასაკ­ში მი­ლი­არ­დე­რი გახ­და, მას "ქა­რის მი­ლი­არ­დერ­საც" უწო­დე­ბენ.

გა­ნახ­ლე­ბა­დი ენერ­გი­ის კომ­პლექსს Grand Ridge Energy Center პოლ­სკის კერ­ძო კომ­პა­ნი­ამ, Invenergy-მ აა­შე­ნა. კომ­პა­ნია ჩი­კა­გო­ში, სამ­ხრეთ-და­სავ­ლე­თით მდე­ბა­რე­ობს. პოლ­სკის მფლო­ბე­ლო­ბა­შია 140 ქა­რის ტურ­ბი­ნა, 120 ჰექ­ტარ­ზე გან­თავ­სე­ბუ­ლი მზის პა­ნე­ლე­ბი და სხვა გა­ნახ­ლე­ბა­დი ენერ­გი­ის მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბი. მხო­ლოდ მზის პა­ნე­ლე­ბი 38 მე­გა­ვატ ელექტრო­ე­ნერ­გი­ას გა­მო­ი­მუ­შა­ვე­ბენ, რაც და­ახ­ლო­ე­ბით 38,000 სახ­ლის­თვის არის საკ­მა­რი­სი ერთი სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში.

"ტექ­ნო­ლო­გია ძა­ლი­ან კარ­გი და ეფექ­ტუ­რია, რე­ვო­ლუ­ცი­ამ მო­ი­გო. ტექ­ნო­ლო­გი­ურ­მა მიღ­წე­ვებ­მა ქა­რი­სა და მზის ენერ­გია უფრო იაფი გა­ხა­და, ვიდ­რე ქვა­ნახ­ში­რი, ბირ­თვუ­ლი და კი­დევ ბუ­ნებ­რი­ვი აირი. რა­ტომ არ იყე­ნებთ მწვა­ნე ენერ­გი­ას? უბ­რა­ლოდ იმი­ტომ, რომ თქვენ და თქვე­ნი მე­ზობ­ლე­ბი ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბით ქა­რის ელექტრო­სად­გუ­რე­ბის მშე­ნებ­ლო­ბას", - აცხა­დებს ინ­ჟი­ნე­რი.

ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი რე­ვო­ლუ­ცია, რო­მე­ლიც გა­ნახ­ლე­ბა­დი ენერ­გი­ის მას­შტა­ბურ ათ­ვი­სე­ბას მო­ი­აზ­რებს, პირ­ველ რიგ­ში გა­და­სა­ხა­დე­ბის შემ­ცი­რე­ბას გუ­ლის­ხმობს. ქა­რის და მზის ენერ­გია უფრო ია­ფია, ვიდ­რე წი­ა­ღი­სე­უ­ლი საწ­ვა­ვი.

აშშ-ის არ­ჩე­უ­ლი პრე­ზი­დენ­ტი ჯო ბა­ი­დე­ნი გა­ნახ­ლე­ბა­დი ენერ­გი­ის სფე­რო­ში 2 ტრი­ლი­ო­ნი დო­ლა­რის და­ბან­დე­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებს. გეგ­მის მი­ხედ­ვით აშშ-ში 60,000 ქა­რის ტურ­ბი­ნის და 500 მი­ლი­ო­ნი მზის პა­ნე­ლის და­ყე­ნე­ბა იგეგ­მე­ბა.

პოლ­სკი ტურ­ბი­ნებს კომ­პა­ნია GE Power-ის­გან ყი­დუ­ლობს, რომ­ლე­ბიც New York-ის ტრამპ თა­უ­ერ­ზე მაღ­ლე­ბი არი­ან და თი­თო­ე­უ­ლი 3 მე­გა­ვა­ტამ­დე გა­მო­ი­მუ­შა­ვებს. ის აპი­რებს 1000-ზე ამ აპა­რა­ტის კან­ზას­ში დად­გმას, პრო­ექ­ტის­თვის 100,000 ჰექ­ტა­რი მი­წაა გა­მო­ყო­ფი­ლი. სწო­რედ ეს გან­სა­ზღვრავს კან­ზა­სის ახალ სტა­ტუსს - ქვეყ­ნის უდი­დე­სი ქა­რის ელექტრო­სად­გუ­რის მქო­ნე შტატს.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი რე­ვო­ლუ­ცია მო­ი­გო, ცხა­დია, პოლ­სკიმ მცი­რე ზო­მის წის­ქვი­ლებს "ქარი უნდა მოს­ტა­ცოს". ამის გამო ფერ­მე­რე­ბი არ არი­ან აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლე­ბი.

"ირო­ნუ­ლია ის სა­კი­თხი, რომ ისე­თი დე­ვე­ლო­პე­რე­ბი, რო­გო­რი­ცაა პოლ­სკი, მზად არი­ან სა­სა­მარ­თლო და­ვე­ბიც კი გა­ი­ა­რონ მსოფ­ლი­ოს სუფ­თა ენერ­გი­ის მო­მავ­ლის­თვის", - წერს forbes.

  • შო­რე­უ­ლი წარ­სუ­ლი

1976 წელს 26 წლის პოლ­სკი და მისი ორ­სუ­ლი ცოლი მაია, უკ­რა­ი­ნა­ში ხელ­მომ­ჭირ­ნედ ცხოვ­რობ­დენ. წყვი­ლი აბი­ტუ­რი­ენ­ტებს ინ­გლი­სურს ას­წავ­ლი­და და თავი ამით გაჰ­ქო­დათ.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით მათ სა­ბე­დის­წე­რო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღეს, დეტ­რო­ი­ტში 500 დო­ლა­რით და ოთხი ჩე­მოდ­ნით გა­და­სახ­ლდნენ. მა­იკლ პოლ­სკის კი­ე­ვის პო­ლი­ტექ­ნი­კუ­რი ინ­სტი­ტუ­ტის, მე­ქა­ნი­კუ­რი ინ­ჟი­ნე­რი­ის მა­გის­ტრის დიპ­ლო­მი ჰქონ­და, მაგ­რამ, წარ­მო­შო­ბით ებ­რა­ე­ლი, საბ­ჭო­თა უკ­რა­ი­ნა­ში თა­ვის მო­მა­ვალს ვერ ხე­დავ­და.

წყვილს დეტ­რო­იდ­ში გა­და­სახ­ლე­ბა­ში საქ­ველ­მოქ­მე­დო ორ­გა­ნი­ზა­ცია და­ეხ­მა­რა. პოლ­სკი ვა­კან­ტურ ად­გი­ლებ­ზე ასო­ბით რე­ზი­უ­მეს აგ­ზავ­ნი­და და ბო­ლოს, ინ­გლი­სუ­რის შე­ზღუ­დუ­ლი ცოდ­ნის მი­უ­ხე­და­ვად, ელექტრო­სად­გურ­ში სა­ინ­ჟინ­რო სა­მუ­შაო მი­ი­ღო. მოგ­ვი­ა­ნე­ბით ABB და Fluor- ში გა­და­ვი­და. წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

ამერიკის ახალი "ქარის მილიარდერი" - როგორ იქცა აბიტურიენტების უკრაინელი რეპეტიტორი განახლებადი ენერგიის სფეროს რევოლუციონერად?

ამერიკის ახალი "ქარის მილიარდერი" - როგორ იქცა აბიტურიენტების უკრაინელი რეპეტიტორი განახლებადი ენერგიის სფეროს რევოლუციონერად?

განახლებადი ენერგია მსოფლიოში ფეხს იკიდებს, იაფი ბიზნესი კი თითქმის ყველა ენერგო ინვესტორისთვის მიმზიდველია. მათ შორის არის უკრაინელი ინჟერი მაიკლ პოლსკი.

"ინჟინერი ვარ, არა გარემოსდამცველი", - ამბობს მაიკლ პოლსკი, რომელმაც განახლებადი ენერგიის სისტემების შემუშავება წარმატებით დაასრულა. გაზზე მომუშავე ტურბინების შემუშავებით პოლსკი 71 წლის ასაკში მილიარდერი გახდა, მას "ქარის მილიარდერსაც" უწოდებენ.

განახლებადი ენერგიის კომპლექსს Grand Ridge Energy Center პოლსკის კერძო კომპანიამ, Invenergy-მ ააშენა. კომპანია ჩიკაგოში, სამხრეთ-დასავლეთით მდებარეობს. პოლსკის მფლობელობაშია 140 ქარის ტურბინა, 120 ჰექტარზე განთავსებული მზის პანელები და სხვა განახლებადი ენერგიის მოწყობილობები. მხოლოდ მზის პანელები 38 მეგავატ ელექტროენერგიას გამოიმუშავებენ, რაც დაახლოებით 38,000 სახლისთვის არის საკმარისი ერთი საათის განმავლობაში.

"ტექნოლოგია ძალიან კარგი და ეფექტურია, რევოლუციამ მოიგო. ტექნოლოგიურმა მიღწევებმა ქარისა და მზის ენერგია უფრო იაფი გახადა, ვიდრე ქვანახშირი, ბირთვული და კიდევ ბუნებრივი აირი. რატომ არ იყენებთ მწვანე ენერგიას? უბრალოდ იმიტომ, რომ თქვენ და თქვენი მეზობლები ეწინააღმდეგებით ქარის ელექტროსადგურების მშენებლობას", - აცხადებს ინჟინერი.

ტექნოლოგიური რევოლუცია, რომელიც განახლებადი ენერგიის მასშტაბურ ათვისებას მოიაზრებს, პირველ რიგში გადასახადების შემცირებას გულისხმობს. ქარის და მზის ენერგია უფრო იაფია, ვიდრე წიაღისეული საწვავი.

აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი ჯო ბაიდენი განახლებადი ენერგიის სფეროში 2 ტრილიონი დოლარის დაბანდებას ითვალისწინებს. გეგმის მიხედვით აშშ-ში 60,000 ქარის ტურბინის და 500 მილიონი მზის პანელის დაყენება იგეგმება.

პოლსკი ტურბინებს კომპანია GE Power-ისგან ყიდულობს, რომლებიც New York-ის ტრამპ თაუერზე მაღლები არიან და თითოეული 3 მეგავატამდე გამოიმუშავებს. ის აპირებს 1000-ზე ამ აპარატის კანზასში დადგმას, პროექტისთვის 100,000 ჰექტარი მიწაა გამოყოფილი. სწორედ ეს განსაზღვრავს კანზასის ახალ სტატუსს - ქვეყნის უდიდესი ქარის ელექტროსადგურის მქონე შტატს.

მიუხედავად იმისა, რომ ტექნოლოგიური რევოლუცია მოიგო, ცხადია, პოლსკიმ მცირე ზომის წისქვილებს "ქარი უნდა მოსტაცოს". ამის გამო ფერმერები არ არიან აღფრთოვანებულები.

"ირონულია ის საკითხი, რომ ისეთი დეველოპერები, როგორიცაა პოლსკი, მზად არიან სასამართლო დავებიც კი გაიარონ მსოფლიოს სუფთა ენერგიის მომავლისთვის", - წერს forbes.

  • შორეული წარსული

1976 წელს 26 წლის პოლსკი და მისი ორსული ცოლი მაია, უკრაინაში ხელმომჭირნედ ცხოვრობდენ. წყვილი აბიტურიენტებს ინგლისურს ასწავლიდა და თავი ამით გაჰქოდათ.

მოგვიანებით მათ საბედისწერო გადაწყვეტილება მიიღეს, დეტროიტში 500 დოლარით და ოთხი ჩემოდნით გადასახლდნენ. მაიკლ პოლსკის კიევის პოლიტექნიკური ინსტიტუტის, მექანიკური ინჟინერიის მაგისტრის დიპლომი ჰქონდა, მაგრამ, წარმოშობით ებრაელი, საბჭოთა უკრაინაში თავის მომავალს ვერ ხედავდა.

წყვილს დეტროიდში გადასახლებაში საქველმოქმედო ორგანიზაცია დაეხმარა. პოლსკი ვაკანტურ ადგილებზე ასობით რეზიუმეს აგზავნიდა და ბოლოს, ინგლისურის შეზღუდული ცოდნის მიუხედავად, ელექტროსადგურში საინჟინრო სამუშაო მიიღო. მოგვიანებით ABB და Fluor- ში გადავიდა. წაიკითხეთ სრულად

"დაახლოებით 150 000 კომპანიას შესაძლებლობა ექნება ავტომატურად დაიბრუნოს დღგ" - გიორგი გახარია

"კვების ობიექტების ნაწილი იხურება, ნაწილი კი თანამშრომლებს ამცირებს" - რესტორატორთა ასოციაციის პრეზიდენტი

ვილები და ბიზნესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში - ვინ არის საბჭოთა კავშირში დაბადებული აფრიკის ყველაზე მდიდარი ქალი მილიარდიანი ქონებით