პოლიტიკა

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
სამართალი
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ მოხვდა ქარელის სოფელ ავლევის უბანზე საპრეზიდენტო არჩევნების დროინდელი საარჩევნო ბიულეტენები? - ცესკოს განმარტება
როგორ მოხვდა ქარელის სოფელ ავლევის უბანზე საპრეზიდენტო არჩევნების დროინდელი საარჩევნო ბიულეტენები? - ცესკოს განმარტება

ცეს­კოს პრესს­პი­კე­რის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­სრუ­ლე­ბე­ლი ნა­თია იო­სე­ლი­ა­ნი გან­მარ­ტავს სა­ვა­რა­უ­დო მი­ზეზს, თუ რო­გორ მოხ­ვდა ქა­რე­ლის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ავ­ლე­ვის უბან­ზე საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის დრო­ინ­დე­ლი სა­არ­ჩევ­ნო ბი­უ­ლე­ტე­ნე­ბი.

მისი თქმით, საპ­რე­ზი­დენ­ტო ბი­უ­ლე­ტე­ნე­ბი სა­ვა­რა­უ­დოდ, გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი აქვს ამომ­რჩე­ველს, რო­მელ­საც შე­ნა­ხუ­ლი ჰქონ­და წინა საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის ბი­უ­ლე­ტე­ნე­ბი.

მისი თქმით, სა­ვა­რა­უ­დოდ, ეს ბი­უ­ლე­ტე­ნე­ბი საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ზე უბ­ნი­დან „ძა­ლი­ან მო­ხერ­ხე­ბულ­მა ამომ­რჩე­ველ­მა“ გა­ი­ტა­ნა და ახლა ისი­ნი სა­არ­ჩევ­ნო პრო­ცე­სის დის­კრე­დი­ტა­ცი­ის­თვის იქნა გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი.

„ფაქ­ტი არის ერთი, რომ მსგავ­სი ტი­პის ბუ­ლე­ტე­ნე­ბი და­უდ­გე­ნე­ლი ნი­მუ­შის ბი­უ­ლე­ტე­ნე­ბია, ისი­ნი სა­ვა­რა­უ­დოდ, გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი აქვს ამომ­რჩე­ველს, რო­მელ­საც რო­გორც ჩანს შე­ნა­ხუ­ლი ჰქონ­და წინა საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის ბი­უ­ლე­ტე­ნე­ბი და სწო­რედ იმი­სათ­ვის, რომ სა­არ­ჩევ­ნო პრო­ცე­სის დის­კრე­დი­ტა­ცია მო­ეხ­დი­ნა, გა­მო­ი­ყე­ნა ეს ბი­უ­ლე­ტე­ნე­ბი. ეს პრო­ცეს­ზე ვერ მო­ახ­დენ­და ვე­რა­ნა­ირ გავ­ლე­ნას, რად­გან სა­უბ­ნო სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სია მას ჩათ­ვლი­და და­უდ­გე­ნე­ლი ნი­მუ­შის ბი­უ­ლე­ტე­ნებ­ში, ის თვლა­ში არ იღებს მო­ნა­წი­ლე­ო­ბას და ბუ­ნებ­რი­ვია, დის­ბა­ლანსს ვერ გა­მო­იწ­ვევ­და, თუმ­ცა, თა­ვად ფაქ­ტი არის სა­ინ­ტე­რე­სო და ჩვენ ასე გვგო­ნია, რომ პი­რი­ქით, სა­არ­ჩევ­ნო ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას ყვე­ლა მხა­რემ, მათ შო­რის ამომ­რჩე­ველ­მაც უნდა შე­უ­წყოს ხელი, რომ პრო­ცე­სე­ბი წა­რი­მარ­თოს კა­ნო­ნით დად­გე­ნილ ვა­დებ­ში, ეს არის სა­ვა­რა­უ­დოდ, ამომ­რჩევ­ლის მხრი­დან არა­კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რი საქ­ცი­ე­ლი. ეს არის კა­ნო­ნით დას­ჯა­დი ქმე­დე­ბა. ბი­უ­ლე­ტე­ნე­ბი არის სა­ხელ­მწი­ფო სა­კუთ­რე­ბა და მისი უბ­ნი­დან გა­ტა­ნა და გან­ზრახ და­ზი­ა­ნე­ბა არის სის­ხლის­სა­მარ­თლებ­რი­ვი და­ნა­შა­უ­ლი. თუმ­ცა, რო­გორც ჩანს ძა­ლი­ან მო­ხერ­ხე­ბუ­ლი იყო ეს ამომ­რჩე­ვე­ლი და შეძ­ლო გა­ტა­ნა“, - აღ­ნიშ­ნა მან.

ის ასე­ვე გა­მო­ეხ­მა­უ­რა ცეს­კოს სა­იტ­ზე გარ­კვე­ულ უბ­ნებ­ში მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის მა­ჟო­რი­ტა­რი დე­პუ­ტა­ტო­ბის კან­დი­და­ტის­თვის ხმა­თა 100%-ზე მეტი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლის და­ფიქ­სი­რე­ბის შემ­თხვე­ვას.

„იყო ტექ­ნი­კუ­რი შე­ფერ­ხე­ბა, როცა და­ი­წყო შე­მა­ჯა­მე­ბე­ლი ოქ­მე­ბის შე­მოს­ვლა, სიღ­რმი­სე­უ­ლი მი­ზე­ზე­ბი დგინ­დე­ბა და ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით მო­გახ­სე­ნებთ ინ­ფორ­მა­ცი­ას. მთა­ვა­რი იყო ერთი, რომ პროგ­რა­მის­ტებ­მა შეძ­ლეს და ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი სა­ხით ყვე­ლას­თვის ხელ­მი­საწ­ვდო­მი გა­ხა­დეს კენ­ჭისყ­რის წი­ნას­წა­რი შე­დე­გე­ბი და ის იყო გა­სა­ჯა­რო­ვე­ბუ­ლი და ხელ­მი­საწ­ვდო­მი ყვე­ლა მხა­რის­თვის, თა­ვად პროგ­რა­მა კი გა­მოს­წორ­და და ახლა ყვე­ლა­ფე­რი წეს­რიგ­შია, თუმ­ცა, ჩვენ რა თქმა უნდა ვი­ძი­ებთ ამას და სიღ­რმი­სე­უ­ლი მი­ზე­ზე­ბის დად­გე­ნა ხდე­ბა. ეს იყო ტექ­ნი­კუ­რი ხარ­ვე­ზი“, - გა­ნა­ცხა­და იო­სე­ლი­ან­მა.

ცნო­ბის­თვის, გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ქა­რე­ლის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ავ­ლე­ვის უბან­ზე საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის დრო­ინ­დე­ლი ბი­უ­ლე­ტე­ნი აღ­მო­ა­ჩი­ნეს.

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
კოტე შავშიშვილი
23

ნათია, შენ თვითონ გჯერა ეხლა რა სისულელეც თქვი???

გიორგი
16

აუ ეს სერიოზულად ავადაა მიხედოს ვინმემ

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

როგორ მოხვდა ქარელის სოფელ ავლევის უბანზე საპრეზიდენტო არჩევნების დროინდელი საარჩევნო ბიულეტენები? - ცესკოს განმარტება

როგორ მოხვდა ქარელის სოფელ ავლევის უბანზე საპრეზიდენტო არჩევნების დროინდელი საარჩევნო ბიულეტენები? - ცესკოს განმარტება

ცესკოს პრესსპიკერის მოვალეობის შემსრულებელი ნათია იოსელიანი განმარტავს სავარაუდო მიზეზს, თუ როგორ მოხვდა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ავლევის უბანზე საპრეზიდენტო არჩევნების დროინდელი საარჩევნო ბიულეტენები.

მისი თქმით, საპრეზიდენტო ბიულეტენები სავარაუდოდ, გამოყენებული აქვს ამომრჩეველს, რომელსაც შენახული ჰქონდა წინა საპრეზიდენტო არჩევნების ბიულეტენები.

მისი თქმით, სავარაუდოდ, ეს ბიულეტენები საპრეზიდენტო არჩევნებზე უბნიდან „ძალიან მოხერხებულმა ამომრჩეველმა“ გაიტანა და ახლა ისინი საარჩევნო პროცესის დისკრედიტაციისთვის იქნა გამოყენებული.

„ფაქტი არის ერთი, რომ მსგავსი ტიპის ბულეტენები დაუდგენელი ნიმუშის ბიულეტენებია, ისინი სავარაუდოდ, გამოყენებული აქვს ამომრჩეველს, რომელსაც როგორც ჩანს შენახული ჰქონდა წინა საპრეზიდენტო არჩევნების ბიულეტენები და სწორედ იმისათვის, რომ საარჩევნო პროცესის დისკრედიტაცია მოეხდინა, გამოიყენა ეს ბიულეტენები. ეს პროცესზე ვერ მოახდენდა ვერანაირ გავლენას, რადგან საუბნო საარჩევნო კომისია მას ჩათვლიდა დაუდგენელი ნიმუშის ბიულეტენებში, ის თვლაში არ იღებს მონაწილეობას და ბუნებრივია, დისბალანსს ვერ გამოიწვევდა, თუმცა, თავად ფაქტი არის საინტერესო და ჩვენ ასე გვგონია, რომ პირიქით, საარჩევნო ადმინისტრაციას ყველა მხარემ, მათ შორის ამომრჩეველმაც უნდა შეუწყოს ხელი, რომ პროცესები წარიმართოს კანონით დადგენილ ვადებში, ეს არის სავარაუდოდ, ამომრჩევლის მხრიდან არაკეთილსინდისიერი საქციელი. ეს არის კანონით დასჯადი ქმედება. ბიულეტენები არის სახელმწიფო საკუთრება და მისი უბნიდან გატანა და განზრახ დაზიანება არის სისხლისსამართლებრივი დანაშაული. თუმცა, როგორც ჩანს ძალიან მოხერხებული იყო ეს ამომრჩეველი და შეძლო გატანა“, - აღნიშნა მან.

ის ასევე გამოეხმაურა ცესკოს საიტზე გარკვეულ უბნებში მმართველი პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატისთვის ხმათა 100%-ზე მეტი მაჩვენებელის დაფიქსირების შემთხვევას.

„იყო ტექნიკური შეფერხება, როცა დაიწყო შემაჯამებელი ოქმების შემოსვლა, სიღრმისეული მიზეზები დგინდება და ამასთან დაკავშირებით მოგახსენებთ ინფორმაციას. მთავარი იყო ერთი, რომ პროგრამისტებმა შეძლეს და ალტერნატიული სახით ყველასთვის ხელმისაწვდომი გახადეს კენჭისყრის წინასწარი შედეგები და ის იყო გასაჯაროვებული და ხელმისაწვდომი ყველა მხარისთვის, თავად პროგრამა კი გამოსწორდა და ახლა ყველაფერი წესრიგშია, თუმცა, ჩვენ რა თქმა უნდა ვიძიებთ ამას და სიღრმისეული მიზეზების დადგენა ხდება. ეს იყო ტექნიკური ხარვეზი“, - განაცხადა იოსელიანმა.

ცნობისთვის, გავრცელებული ინფორმაციით, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ავლევის უბანზე საპრეზიდენტო არჩევნების დროინდელი ბიულეტენი აღმოაჩინეს.